ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„მტკვარზე მობინადრე ფრინველებს, განათების გამო საფრთხე აღარ ემუქრებათ“ — მერია

თბილისის მერია

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, მტკვარზე, მეტეხის ტაძრის სიახლოვეს მობინადრე ფრინველებს ღამით პროჟექტორებით განათების გამო ბუნებრივი გარემო ეშლებოდათ. მერიაში განაცხადეს, რომ პრობლემა მართლაც არსებობდა რამდენიმე დღის განმავლობაში, თუმცა ის უკვე აღმოფხვრილია და პროჟექტორები გათიშულია.

„მტკვარზე მობინადრე ფრინველებს, განათების გამო საფრთხე აღარ ემუქრებათ“ — მერია
„მტკვარზე მობინადრე ფრინველებს, განათების გამო საფრთხე აღარ ემუქრებათ“ — მერიანეტგაზეთი

ბოლო რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში ფრინველებით და გარემოს დაცვის საკითხებით დაინტერესებული ადამიანები წერენ, რომ თბილისში, მტკვარზე, მეტეხის ტაძრის სიახლოვეს კონკრეტულ მონაკვეთში, სხვადასხვა ფრინველი ბინადრობს ჯგუფურად, მათ შორის, მცირე თეთრი ყანჩა, რომელთაც „პროჟექტორებით განათების“ გამო, ბუნებრივი გარემო დაერღვათ და ბუნებრივი ეკოსისტემა დაზიანდა.

„ფოტოგრაფები და ბუნების მოყვარულები სპეციალურად დავდივართ მათზე დასაკვირვებლად. ვიღაცამ მოიფიქრა და ეს ადგილი ღამით პროჟექტორებით გაანათა, რაც პირდაპირ აფრთხობს და აზიანებს ეკოსისტემას“, — წერდა ფოტოგრაფი პაატა ვარდანაშვილი.

როგორც მათზე დამკვირვებელი ადამიანები წერდნენ, ფრინველების ბუნებრივი ქცევა შეიცვალა.

მერიაში ნეტგაზეთს განუმარტეს, რომ პრობლემა რამდენიმე ღამის განმავლობაში მართლაც არსებობდა, მაგრამ უკვე აღმოფხვრილია.

„მინათება ჩამქრალია, ფრინველებს აღარაფერი ემუქრებათ. რამდენიმე დღე გაგრძელდა ეს. გაკეთდა ახალი მინათებები. მხატვრულ-დეკორატიული განათება მანდ ადრეც იყო. შეიცვალა და რამდენიმე დღით შეიძლება უფრო მკვეთრი იყო, ან უფრო ქვემოთ მიმართული. რეაგირება მაშინვე მოხდა. მაგ კონკრეტულ მონაკვეთზე ე.წ. პროჟექტორები უკვე გათიშულია“, — აცხადებენ მერიაში.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ფოტოგრაფები და ბუნების მოყვარულები სპეციალურად დავდივართ მათზე დასაკვირვებლად. ვიღაცამ მოიფიქრა და ეს ადგილი ღამით პროჟექტორებით გაანათა, რაც პირდაპირ აფრთხობს და აზიანებს ეკოსისტემას“
„მინათება ჩამქრალია, ფრინველებს აღარაფერი ემუქრებათ. რამდენიმე დღე გაგრძელდა ეს. გაკეთდა ახალი მინათებები. მხატვრულ-დეკორატიული განათება მანდ ადრეც იყო. შეიცვალა და რამდენიმე დღით შეიძლება უფრო მკვეთრი იყო, ან უფრო ქვემოთ მიმართული. რეაგირება მაშინვე მოხდა. მაგ კონკრეტულ მონაკვეთზე ე.წ. პროჟექტორები უკვე გათიშულია“
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
"თბილსერვის ჯგუფმა" მეტეხის კლდის განათება სრულად განაახლაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები