ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ცესკოს პრესსპიკერის შეხვედრა გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში

ცესკო- ცენტრალური საარჩევნო კომისია

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში ახალგაზრდებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართა. ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა მონაწილეებს საარჩევნო უფლებებზე, ელექტრონულ ტექნოლოგიებზე და დეზინფორმაციასთან ბრძოლის სტრატეგიებზე ესაუბრა.

ცესკოს პრესსპიკერის შეხვედრა გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში
ცესკოს პრესსპიკერის შეხვედრა გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრშიალია

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გამართა. ბანაკის მონაწილეებს ცესკოს პრესსპიკერი ნათია იოსელიანი შეხვდა.

შეხვედრას საქართველოს ოთხი მუნიციპალიტეტიდან: თბილისიდან, რუსთავიდან, მცხეთიდან და გორიდან 100-მდე ახალგაზრდა დაესწრო.

ცესკოს პრესსპიკერმა ახალგაზრდებს ინფორმაცია მიაწოდა საარჩევნო პროცესში ამომრჩევლის როლისა და უფლებების შესახებ და ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდების აქტიური და ინფორმირებული ჩართულობის მნიშვნელობაზე.

შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების უპირატესობებს, მათი დანერგვის პროცესსა და ამ მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ დაგროვილ გამოცდილებას.

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო დეზინფორმაცია და მისი გავლენა საარჩევნო პროცესზე. ნათია იოსელიანმა ახალგაზრდებთან კონკრეტული დეზინფორმაციული შინაარსის მაგალითები განიხილა და მათ ამ მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საქმიანობა და სტრატეგიული მიდგომები გააცნო.

შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა. ახალგაზრდებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე არაერთი კითხვა დასვეს და ამომწურავი პასუხები მიიღეს.

გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში საარჩევნო ადმინისტრაციის საინფორმაციო შეხვედრები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

(R)

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.