საფეხბურთო მატჩების გამო 25 და 28 სექტემბერს „დინამო არენის“ მიმდებარე ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
უეფა-ს ერთა ლიგის მატჩების გამო, 25 და 28 სექტემბერს „დინამო არენის“ მიმდებარე ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, შეზღუდვები შეეხება სლავა მეტრეველის, დავით ყიფიანის, ვლადიმერ მაიაკოვსკის, გიორგი ცაბაძის ქუჩებსა და აკაკი წერეთლის გამზირის ერთ მონაკვეთს, ხოლო ტრანსპორტი ალტერნატიული მარშრუტებით იმოძრავებს.

უეფა-ს ერთა ლიგის 2026-2027 წლების შესარჩევი მატჩების პერიოდში „დინამო არენის“ მიმდებარე ქუჩებზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, 25 სექტემბერს, 09:00 საათიდან საგზაო მოძრაობა სრულად შეიზღუდება სლავა მეტრეველის ქუჩაზე, ხოლო 15:00 საათიდან სტადიონის მიმდებარედ ნაწილობრივ შეიზღუდება დავით ყიფიანისა და ვლადიმერ მაიაკოვსკის ქუჩებზე.
ასევე, 28 სექტემბერს, 09:00 საათიდან სატრანსპორტო მოძრაობა სრულად შეიზღუდება სლავა მეტრეველის ქუჩაზე, ხოლო 15:00 საათიდან – აკაკი წერეთლის გამზირის ერთ მონაკვეთზე, სლავა მეტრეველის ქუჩიდან გიორგი ცაბაძის ქუჩის კვეთამდე. მოძრაობა შეიზღუდება ვლადიმერ მაიაკოვსკის, დავით ყიფიანისა და გიორგი ცაბაძის ქუჩებზეც.
შეზღუდვის პერიოდში გადაადგილება შესაძლებელი იქნება თევდორე მღვდლის, აბასთუმნის, მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩაზე, თამარ მეფის გამზირზე, არჩილ ქურდიანის, შოთა იამანიძისა და მურმან ლებანიძის ქუჩებზე.
რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ავტობუსები და მიკროავტობუსები გადაინაცვლებენ ქუთაისის ქუჩაზე, საიდანაც იმოძრავებენ ვახუშტი ბაგრატიონის ხიდის, გიორგი სააკაძის მოედნის, კონსტანტინე გამსახურდიას გამზირის გავლით და გმირთა მოედნიდან დადგენილი მიმართულებებით გადაადგილდებიან.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.