აშშ-ისა და ირანის ლიდერებს ძალიან პროდუქტიული შეხვედრა ჰქონდათ - ტრამპი
დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ისა და ირანის ლიდერებს შორის სამსაათიანი პროდუქტიული შეხვედრა გაიმართა, რომელშიც სტივ ვიტკოფი და ჯარედ კუშნერიც მონაწილეობდნენ. ტრამპს არ დაუკონკრეტებია, ირანის მხრიდან ვინ ესწრებოდა შეხვედრას.

ჟურნალისტთან საუბრისას დონალ ტრამპმა განაცხადა, რომ დღეს, შედარებით ადრე, აშშ-ისა და ირანის ლიდერებს შორის სამსაათიანი საუბარი შედგა, რომელშიც სპეციალური წარმომადგენლები, სტივ ვიტკოფი და ჯარედ კუშნერიც მონაწილეობდნენ.
"ეს იყო ძალიან კარგი, ძალიან პროდუქტიული შეხვედრა" - განაცხადა ტრამპმა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, ირანის მხრიდან რომელი ლიდერები იმყოფებოდნენ შეხვედრაზე.
ვიტკოფმა, რომელიც ამ შეხვედრას ესწრებოდა, აღნიშნა, რომ ახლა "ძალიან კარგ განწყობაზეა", თუმცა მეტი დეტალი არ გაუმჟღავნებია.
"ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები," - განაცხადა ტრამპმა.
ციტატები სტატიიდან
„ეს იყო ძალიან კარგი, ძალიან პროდუქტიული შეხვედრა“
„ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…