ნიკოლოზ სამხარაძემ მონაწილეობა მიიღო სერბეთში გამართულ საერთაშორისო ფორუმში "ახალი ერა"
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ სერბეთში გამართულ საერთაშორისო ფორუმში "ახალი ერა" მიიღო მონაწილეობა, სადაც ისაუბრეს სუვერენიტეტზე, ტრადიციულ ოჯახურ ღირებულებებსა და თანამედროვე გამოწვევებზე.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ მონაწილეობა მიიღო სვეტოზარ მილეტიჩის ფონდის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ფორუმში - "ახალი ერა", რომელიც სერბეთში გაიმართა.
ფორუმის ფარგლებში ნიკოლოზ სამხარაძემ მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში თემაზე "სუვერენიტეტი და ტრადიციული ოჯახური ღირებულებები - სტაბილური საზოგადოების საფუძვლები".
დისკუსიის ფარგლებში იმსჯელეს იმ გამოწვევებზე, რომლებიც სწრაფი გეოპოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ცვლილებების პირობებში თანამედროვე საზოგადოების წინაშე დგას.
ფორუმის მონაწილეებმა ისაუბრეს ეროვნული სუვერენიტეტის მნიშვნელობაზე, როგორც პოლიტიკური თავისუფლებისა და დემოკრატიული ანგარიშვალდებულების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფუძველზე. ასევე განიხილეს ოჯახისა და ტრადიციების მნიშვნელოვანი როლი საზოგადოებრივი ერთიანობის შენარჩუნებაში.
საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობდნენ: ევროპარლამენტის, უნგრეთის, რუმინეთის, სლოვაკეთისა და სერბეთის პარლამენტის წევრები, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენები, ასევე, ევროპისა და ამერიკის აკადემიური და ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლები.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…