ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

თიბისი ტექსკოლაში ახალი ნაკადის მიღება დაიწყო - სწორი ადგილი განათლებისთვის (რ)

თიბისი ტექსკოლამ საქართველოს 9-12 კლასის მოსწავლეებისთვის შემოდგომის სემესტრის ახალი ნაკადის მიღება დაიწყო. პროგრამა სრულად ნერგავს AI First პრინციპს და მოსწავლეებს სთავაზობს უფასო ონლაინ კურსებს თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებით, ჯეოლაბთან პარტნიორობით.

თიბისი ტექსკოლაში ახალი ნაკადის მიღება დაიწყო - სწორი ადგილი განათლებისთვის (რ)
თიბისი ტექსკოლაში ახალი ნაკადის მიღება დაიწყო - სწორი ადგილი განათლებისთვის (რ)ტაბულა

თიბისი ტექსკოლა მთელი საქართველოდან, 9-12 კლასის მოსწავლეებს, აძლევს შესაძლებლობას, უფასოდ, ონლაინ ფორმატში შეისწავლონ თანამედროვე ტექნოლოგიები, პრაქტიკაში გამოცადონ ხელოვნური ინტელექტის პოტენციალი და ადრეული ასაკიდანვე აღმოაჩინონ ის მიმართულებები, რომლებიც მათ მომავალ კარიერას განსაზღვრავს.

თიბისი ტექსკოლა ახალ ეტაპზე გადადის, შემოდგომის სემესტრს სრულად ახალი მიდგომით იწყებს და სწავლების ყველა მიმართულებაში AI First პრინციპს ნერგავს. თუ ტრადიციული სწავლება ხშირად თეორიიდან და ცალკეული ტექნიკური ელემენტებიდან იწყება, ტექსკოლაში პროცესი საბოლოო შედეგის წარმოდგენით იწყება. მოსწავლეები პირველივე ეტაპიდან რეალურ პროექტებზე მუშაობენ და ხელოვნურ ინტელექტს იყენებენ არა უბრალოდ საძიებო ინსტრუმენტად, არამედ ასისტენტად და პარტნიორად - იდეების განვითარებაში, პრობლემების გადაჭრასა და პროექტის შექმნაში.

შემოდგომის სემესტრზე ტექსკოლა ორ ეტაპად აცხადებს უფროსკლასელების მიღებას და ჯამში 5 კურსს სთავაზობს მსურველებს. 3 პროგრამაზე მიღება დაიწყო და რეგისტრაცია 30 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება:

Full Stack დეველოპმენტი AI-ის დახმარებით

პროდუქტის დიზაინი - UI/UX და გრაფიკული დიზაინი AI-ის დახმარებით

ციფრული კონტენტის შექმნა AI-ის დახმარებით

5 ოქტომბრიდან კი რეგისტრაცია გაიხსნება შემდეგ კურსებზე:

Python ხელოვნური ინტელექტისთვის

ხელოვნური ინტელექტი კონცეფციიდან პროდუქტამდე

პროგრამებს უძღვებიან შესაბამისი სფეროების მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილების მქონე პროფესიონალები, რაც მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, თანამედროვე ტექნოლოგიები უშუალოდ ინდუსტრიის გამოცდილი პროფესიონალებისგან ისწავლონ. მათი მხარდაჭერით უფროსკლასელები არა მხოლოდ ტექნოლოგიურ ინსტრუმენტებს ეუფლებიან, არამედ ავითარებენ სისტემურ და კრიტიკულ აზროვნებას, პროექტზე მუშაობისა და იდეის რეალურ პროდუქტად გარდაქმნის უნარებს.

თიბისი ტექსკოლის განათლების პროგრამები ხორციელდება "ჯეოლაბთან" პარტნიორობით.

თიბისი ტექსკოლა უკვე სამი წელია ქმნის შესაძლებლობას, რომ უფროსკლასელებმა ტექნოლოგიური განათლება მიიღონ მთელი საქართველოდან, უფასოდ და ონლაინ. ამ დროის განმავლობაში ტექსკოლის 7 ნაკადს 4 500-ზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავს.

თიბისი ტექსკოლა - სწორი ადგილი განათლებისთვის.

მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.