ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თიბისი კამპუსში სტუდენტების მიღება დაიწყო

თიბისი ბანკიქართული ოცნება

თიბისი კამპუსში 18-24 წლის სტუდენტებისთვის პროდუქტის მოდულზე რეგისტრაცია დაიწყო, რომელიც მოიცავს UI/UX დიზაინის, პროდუქტის მართვისა და დიზაინის კურსებს.

თიბისი კამპუსში სტუდენტების მიღება დაიწყო
თიბისი კამპუსში სტუდენტების მიღება დაიწყონეტგაზეთი

თუ გაინტერესებს, როგორ იქმნება ციფრული პროდუქტი, აპლიკაცია ან სერვისი, რომელსაც ყოველდღიურად ვიყენებთ, ახლა სწავლის დაწყების კარგი დროა, თიბისი კამპუსი კი სწორი ადგილია განათლებისთვის.

18-24 წლის სტუდენტებს თიბისი კამპუსში პროდუქტის მოდულზე დარეგისტრირება 15 ოქტომბრის ჩათვლითაა შეუძლიათ.

პროდუქტის მოდული სამ კურსს აერთიანებს: UI/UX დიზაინი, პროდუქტის მართვა, პროდუქტის დიზაინი და მომხმარებლის გამოცდილება. მონაწილეები გაეცნობიან, როგორ იქმნება მომხმარებელზე მორგებული მარტივი, ციფრული გამოცდილება. ასევე, ისწავლიან როგორ ვითარდება პროდუქტი იდეიდან რეალურ შედეგამდე. პროდუქტის მიმართულებით სწავლის დასაწყებად წინასწარი გამოცდილება საჭირო არ არის.

კამპუსში სწავლა მხოლოდ თეორიას არ ეფუძნება, კურსები რეალურ ქეისებსა და პრაქტიკულ დავალებებს აერთიანებს, მონაწილეებს ცოდნას სფეროს პროფესიონალები და საერთაშორისო გამოცდილების მქონე ექსპერტები გაუზიარებენ.

თიბისი კამპუსი სტუდენტებისთვის შექმნილი უფასო ონლაინ საგანმანათლებლო პროგრამაა, რომელიც ახალგაზრდებს თანამედროვე, პრაქტიკაზე ორიენტირებული ცოდნის მიღებისა და სფეროს პროფესიონალებისგან სწავლის შესაძლებლობას აძლევს. პროგრამაში მონაწილეობა საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდანაა შესაძლებელი. ორი წლის განმავლობაში კამპუსის კურსები უკვე 1000-მდე ახალგაზრდამ დაასრულა.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები