ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირლანდიიდან საქართველოს 43 მოქალაქე დაადეპორტეს

ირლანდიიდან საქართველოს 43 მოქალაქე დაადეპორტეს. ირლანდიის იუსტიციის, შინაგან საქმეთა და მიგრაციის სამინისტროს ცნობით, დეპორტირებულთა შორის იყვნენ მამაკაცები, ქალები და ერთი ოჯახი არასრულწლოვნებით.

ირლანდიიდან საქართველოს 43 მოქალაქე დაადეპორტეს
ირლანდიიდან საქართველოს 43 მოქალაქე დაადეპორტესნეტგაზეთი

20 სექტემბერს ირლანდიიდან საქართველოს 43 მოქალაქე დაადეპორტეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ირლანდიის იუსტიციის, შინაგან საქმეთა და მიგრაციის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, ირლანდიიდან საქართველოში დეპორტირებულთა შორის 33 კაცი და 7 ქალი იყო. ასევე, დეპორტირებულებს შორის იყო ერთი ოჯახი, მათ შორის სამი არასრულწლოვანი.

„საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა სახელმწიფოში ლეგალურად ცხოვრობს და დადებითი წვლილი შეაქვს ირლანდიურ საზოგადოებაში.

მთავრობას აქვს ნებაყოფლობითი დაბრუნების პროგრამა იმ პირებისთვის, რომლებსაც არ აქვთ ლეგალური სტატუსი, ან რომელთაც უარი ეთქვათ საერთაშორისო დაცვის განაცხადზე ან თავად გამოითხოვეს იგი. ეს უპირატესი საშუალებაა და ადამიანებს მისი გამოყენება მხოლოდ დეპორტაციის ბრძანების გაცემამდე შეუძლიათ“, – განაცხადა ირლანდიის იუსტიციის, შინაგან საქმეთა და მიგრაციის მინისტრმა, ჯიმ ო’კალაჰანმა.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა სახელმწიფოში ლეგალურად ცხოვრობს და დადებითი წვლილი შეაქვს ირლანდიურ საზოგადოებაში. მთავრობას აქვს ნებაყოფლობითი დაბრუნების პროგრამა იმ პირებისთვის, რომლებსაც არ აქვთ ლეგალური სტატუსი, ან რომელთაც უარი ეთქვათ საერთაშორისო დაცვის განაცხადზე ან თავად გამოითხოვეს იგი. ეს უპირატესი საშუალებაა და ადამიანებს მისი გამოყენება მხოლოდ დეპორტაციის ბრძანების გაცემამდე შეუძლიათ“
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
2026 წლის II კვარტალში ევროკავშირიდან საქართველოს 2 140 მოქალაქე გამოაძევესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები