"გვჭირდება 20-წლიანი გამოცდილების რეპერი" - ხაშურობისთვის მერიამ ზაზა ნოზაძე შეარჩია
ხაშურის მერიამ ხაშურობის დღესასწაულის ორგანიზებისთვის ინდმეწარმე გიორგი ტაბატაძე 93 000 ლარად დაიქირავა, რომელმაც ღონისძიებისთვის 20-წლიანი გამოცდილების რეპერი ზაზა ნოზაძე შეარჩია.

გამოცემა Qartli.ge ავრცელებს ინფორმაციას, რომ ხაშურობისთვის ხაშურის მერია "20-წლიანი გამოცდილების რეპერს" ეძებდა. ადგილობრივი მედია წერს, რომ რეპერი შეარჩიეს და ის ზაზა ნოზაძეა.
"გვჭირდება 20-წლიანი გამოცდილების რეპერი" - წერია მოთხოვნაში, რომელიც ხაშურობის დღის აღსანიშნავად ხაშურის მერიამ შეადგინა. ხაშურობა წელს ზემო სერის ტყეში გაიმართება, ხაშურიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით. დღესასწაულის ორგანიზებისთვის დაიქირავეს ინდმეწარმე გიორგი ტაბატაძე, რომელსაც 93 000 ლარს გადაუხდიან.
გიორგი ტაბატაძემ 20-წლიანი გამოცდილების რეპერი უკვე მოძებნა. ხაშურობას რეპერი ზაზა ნოზაძე დაასრულებს. რამდენი შეხვდება 92 000 ლარიდან ნოზაძეს, ჯერ უცნობია", - წერს Qartli.ge
მომღერალი ზაზა ნოზაძე კახა კალაძის საარჩევნო კლიპის ავტორია. "ძალიან მოხარული ვარ, რომ შემიძლია, ჩემი მხარდაჭერა გამოვხატო ჩემი მეგობრის, კახი კალაძის მიმართ და წარმატება მინდა ვუსურვო მას და მის გუნდს", - თქვა რეპერმა გასულ წელს, კალაძის საარჩევნო კლიპის პრეზენტაციაზე.
ციტატები სტატიიდან
„ძალიან მოხარული ვარ, რომ შემიძლია, ჩემი მხარდაჭერა გამოვხატო ჩემი მეგობრის, კახი კალაძის მიმართ და წარმატება მინდა ვუსურვო მას და მის გუნდს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.