გაეროს სპეც. მომხსენებელი: ვემხრობი, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება უნდა შეწყდეს
პალესტინის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა საკითხებში გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა ფრანჩესკა ალბანეზემ მხარი დაუჭირა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტას და უკრაინაში რუსეთის შეჭრასა და ღაზაში ისრაელის ქმედებებს შორის პარალელი გაავლო.

პალესტინის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა საკითხებში გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა ფრანჩესკა ალბანეზემ მხარი დაუჭირა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტას და უკრაინაში რუსეთის შეჭრასა და ღაზაში ისრაელის ქმედებებს შორის პარალელი გაავლო.
"რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ამ ომის დაწყებას არაერთი მიზეზი ჰქონდა, თუმცა, ომი ომად რჩება და ის უკანონოა. [...] ასე რომ, ეს აშკარა აგრესია იყო.
რა მოხდა? სანქციები დაუყოვნებლივ ამოქმედდა – რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 19 პაკეტი დაწესდა. მე კი ვიკითხე: როგორ შეიძლება, რომ შემთხვევის წინაშე, რომელიც გარკვეული თვალსაზრისით ძალიან მსგავსია – ეს შემთხვევები ერთნაირი არ არის, თუმცა, ისრაელის ქმედება პალესტინის წინააღმდეგ მაინც აგრესიაა – იგივე არ კეთდებოდეს? რამდენიმე თანამოსაუბრე გაღიზიანდა იმით, რომ გავბედე უკრაინისა და პალესტინის შედარება და მათ შორის პარალელის გავლება.
ახლა კი ჩანს, რატომ იყო ეს პარალელი საფუძვლიანი. ვფიქრობ, ამის უკან პოლიტიკური გათვლაა, რომელიც აუცილებლად ევროპაში კი არ იღებს სათავეს, არამედ აშშ-ს ხელმძღვანელობით მოქმედ NATO-ში. ცინიკურად რომ ვთქვა, ვფიქრობ, სუსტი ევროპის არსებობა ხელსაყრელია და სწორედ ამიტომ რჩება ეს ფრონტი ღია, ადამიანთა დიდი მსხვერპლის ფასად – უპირველესად, უკრაინელების.
მე ომის არ მჯერა. ეს მხოლოდ ჩემი პირადი რწმენა არ არის – ღრმად ვარ გამსჭვალული იმ სამართლებრივი ტრადიციით, რომლის შედეგადაც ამ ქვეყანამ ის კონსტიტუცია მიიღო, რომელიც გვაქვს და რომელიც ომს უარყოფს, როგორც დავების გადაწყვეტის საშუალებას საერთაშორისო ურთიერთობებში. ამიტომ, ვეთანხმები მათ, ვინც მიიჩნევს, რომ უკრაინისთვის იარაღის გაგზავნა უნდა შევწყვიტოთ და დისკუსია კვლავ პოლიტიკურ სივრცეში დავაბრუნოთ. ეს არ ნიშნავს, რომ გამოსავალი მაქვს – მე ექსპერტი არ ვარ და ვარაუდებით მსჯელობას არ ვაპირებ. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინაში შექმნილ ვითარებას იყენებენ იმ საშინელი მტკიცების გასამართლებლად, თითქოს, უკვე ომში ვართ და ეს ჰიბრიდული ომია." – თქვა ალბანეზემ იტალიაში გამართულ ფესტივალზე ინტერვიუს დროს.
ცნობისთვის, ფრანჩესკა ალბანეზე 2025 წლის ივლისიდან აშშ-ს მიერ არის სანქცირებული. შშ-ს სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს ცნობით, გადაწყვეტილება ალბანეზეს მხრიდან სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის აშშ-სა და ისრაელის მოქალაქეების, კომპანიებისა და მათი ხელმძღვანელების წინააღმდეგ ზომების მიღების მოწოდებას უკავშირდებოდა.
ამასთან, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა მას ანტისემიტიზმში, ტერორიზმის მხარდაჭერასა და აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ "პოლიტიკური და ეკონომიკური ომის კამპანიაში" დასდო ბრალი.
ციტატები სტატიიდან
„რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ამ ომის დაწყებას არაერთი მიზეზი ჰქონდა, თუმცა, ომი ომად რჩება და ის უკანონოა. [...] ასე რომ, ეს აშკარა აგრესია იყო. რა მოხდა? სანქციები დაუყოვნებლივ ამოქმედდა – რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 19 პაკეტი დაწესდა. მე კი ვიკითხე: როგორ შეიძლება, რომ შემთხვევის წინაშე, რომელიც გარკვეული თვალსაზრისით ძალიან მსგავსია – ეს შემთხვევები ერთნაირი არ არის, თუმცა, ისრაელის ქმედება პალესტინის წინააღმდეგ მაინც აგრესიაა – იგივე არ კეთდებოდეს? რამდენიმე თანამოსაუბრე გაღიზიანდა იმით, რომ გავბედე უკრაინისა და პალესტინის შედარება და მათ შორის პარალელის გავლება. ახლა კი ჩანს, რატომ იყო ეს პარალელი საფუძვლიანი. ვფიქრობ, ამის უკან პოლიტიკური გათვლაა, რომელიც აუცილებლად ევროპაში კი არ იღებს სათავეს, არამედ აშშ-ს ხელმძღვანელობით მოქმედ NATO-ში. ცინიკურად რომ ვთქვა, ვფიქრობ, სუსტი ევროპის არსებობა ხელსაყრელია და სწორედ ამიტომ რჩება ეს ფრონტი ღია, ადამიანთა დიდი მსხვერპლის ფასად – უპირველესად, უკრაინელების. მე ომის არ მჯერა. ეს მხოლოდ ჩემი პირადი რწმენა არ არის – ღრმად ვარ გამსჭვალული იმ სამართლებრივი ტრადიციით, რომლის შედეგადაც ამ ქვეყანამ ის კონსტიტუცია მიიღო, რომელიც გვაქვს და რომელიც ომს უარყოფს, როგორც დავების გადაწყვეტის საშუალებას საერთაშორისო ურთიერთობებში. ამიტომ, ვეთანხმები მათ, ვინც მიიჩნევს, რომ უკრაინისთვის იარაღის გაგზავნა უნდა შევწყვიტოთ და დისკუსია კვლავ პოლიტიკურ სივრცეში დავაბრუნოთ. ეს არ ნიშნავს, რომ გამოსავალი მაქვს – მე ექსპერტი არ ვარ და ვარაუდებით მსჯელობას არ ვაპირებ. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინაში შექმნილ ვითარებას იყენებენ იმ საშინელი მტკიცების გასამართლებლად, თითქოს, უკვე ომში ვართ და ეს ჰიბრიდული ომია.“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…