საქართველოს დერეფანში ტრაილერების გატარებით მიღებული შემოსავალი ₾115.7 მილიონამდე გაიზარდა
სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, მიმდინარე წლის 8 თვეში საქართველოს საბაჟო გამშვები პუნქტები 330 559 ტრაილერმა გადაკვეთა, რამაც ბიუჯეტში 115.7 მილიონი ლარის შემოსავალი შემოიტანა. ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.6%-ით მეტია.

საქართველოს დერეფანში საერთაშორისო ტრაილერების რაოდენობა გაიზარდა.
სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, წელს 8 თვეში საქართველოს საბაჟო გამშვები პუნქტები 330 559 ტრაილერმა გადაკვეთა, რომლებმაც ქვეყნის გზებით სარგებლობისთვის ბიუჯეტში 115.7 მლნ ლარი გადაიხადეს, რაც 4.6%-ით ანუ 5.09 მლნ ლარით მეტია 2025 წლის 8 თვის მაჩვენებელზე.
ტრაილერები საქართველოს დერეფანში
2026 წლის იანვარ-აგვისტო - 115 695 747 ლარი/ 330 559 ტრაილერი
2025 წლის იანვარ-აგვისტო - 110 605 237 ლარი / 316 014 ტრაილერი
წყარო: სახელმწიფო ხაზინა
რაც შეეხება უშუალოდ აგვისტოს. გასულ თვეში საქართველოს გზები ტრანზიტისთვის 44 314 სატვირთომ გამოიყენა, ბიუჯეტში გადახდილი თანხა კი, 15.420 მლნ ლარი იყო.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.