ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამშრომლობის ახალი ფორმატის - „კარპატული რვიანის“ - შექმნის შესახებ განაცხადა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ახალი რეგიონული თანამშრომლობის ფორმატის, „კარპატული რვიანის“ (C8) შექმნის შესახებ განაცხადა, რომელიც უკრაინას, შვიდ ევროპულ ქვეყანასა და ევროკავშირს აერთიანებს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამშრომლობის ახალი ფორმატის - „კარპატული რვიანის“ - შექმნის შესახებ განაცხადა
ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამშრომლობის ახალი ფორმატის - „კარპატული რვიანის“ - შექმნის შესახებ განაცხადაინტერპრესნიუსი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამშრომლობის ახალი ფორმატის, „კარპატული რვიანის“ შექმნის შესახებ გამოაცხადა, რომელიც გააერთიანებს უკრაინას და შვიდ ევროპულ ქვეყანას, ასევე ევროკავშირს.

„ვიწყებთ ახალ ფორმატს C8-ს - „კარპატულ რვიანს“, რომელიც გვაერთიანებს ჩვენ და ჩვენს მეზობლებს ევროპაში: რუმინეთს, სერბეთს, პოლონეთს, სლოვაკეთს, ჩეხეთს, ავსტრიას, უნგრეთს და, რა თქმა უნდა, მთლიანად ევროკავშირს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, რეგიონული თანამშრომლობის ამ ფორმატმა ზემოაღნიშნული ქვეყნები ერთმანეთთან უნდა დააახლოოს და ევროკავშირის დონეზე ურთიერთობის კიდევ ერთი ელემენტი შექმნას, რომელიც უსაფრთხოების, ენერგეტიკის, ლოჯისტიკისა და საზღვრისპირა ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს მოიცავს.

„დღეს, პირველად, აქ - უკრაინაში, კარპატების ჩვენს ნაწილში -ვატარებთ სამიტს, რომელიც აერთიანებს კარპატების რეგიონის ყველა სახელმწიფოს, ასევე ჩვენი ქვეყნების რეგიონებსა და თემებს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ვიწყებთ ახალ ფორმატს C8-ს - „კარპატულ რვიანს“, რომელიც გვაერთიანებს ჩვენ და ჩვენს მეზობლებს ევროპაში: რუმინეთს, სერბეთს, პოლონეთს, სლოვაკეთს, ჩეხეთს, ავსტრიას, უნგრეთს და, რა თქმა უნდა, მთლიანად ევროკავშირს“
ვოლოდიმირ ზელენსკი
„დღეს, პირველად, აქ - უკრაინაში, კარპატების ჩვენს ნაწილში -ვატარებთ სამიტს, რომელიც აერთიანებს კარპატების რეგიონის ყველა სახელმწიფოს, ასევე ჩვენი ქვეყნების რეგიონებსა და თემებს“
ვოლოდიმირ ზელენსკი
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ვოლოდიმირ ზელენსკი - ძალიან დაინტერესებული ვართ, რომ სერბეთი უფრო ახლოს იყოს ევროკავშირთან, ვიდრე რუსეთთან , ეს სერბი ხალხის არჩევანია, მაგრამ პარტნიორები უნდა ვიყოთ, რათა ვაჩვენოთ კეთილმეზობლური ურთიერთობებიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები