რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 18 სექტემბერი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 2026 წლის 18 სექტემბრის მდგომარეობით რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი ცოცხალი ძალისა და ტექნიკის მიმართულებით გაიზარდა. თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკა 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია. წარმოდგენილი ციფრები ეფუძნება მხარეთა ოფიციალურ განცხადებებს, რომელთა სიზუსტის დამოუკიდებლად გადამოწმება ომის პირობებში შეუძლებელია.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 18 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 514 910 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 420. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
ტანკი – 12 351 ერთეული [+5]
ჯავშანტექნიკა – 25 352 ერთეული [+7]
საარტილერიო სისტემა – 49 938 ერთეული [+75]
MLRS – 2 142 ერთეული [+3]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 646 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 442 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 356 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 522 316 ერთეული [+1 808]
სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 2 656 ერთეული [+12]
გემი/ნავი – 35 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 150 442 ერთეული [+424]
სპეცტექნიკა – 4 701 ერთეული [+4]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 5 111 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
670 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
რუსული დრონი უკრაინის პორტთან სამოქალაქო გემს დაესხა თავს – დაიღუპა კაპიტანი
უკრაინა აცხადებს, რომ მოკლა გენერალი გრუნისი, ის აგვისტოს ომშიც მონაწილეობდა
მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…