ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სულხან პაპაშვილის და თურქი ინვესტორის კომპანიამ სახელმწიფო მიწა ₾1.3 მილიონად იყიდა | როგორია ვალდებულება?

სახელმწიფომ გორის მუნიციპალიტეტში 261 304 კვ.მ. მიწის ნაკვეთები სულხან პაპაშვილისა და თურქი ინვესტორის კომპანია „პირველს“ 1.37 მილიონ ლარად, პირდაპირი წესით, ქარის ელექტროსადგურის აშენების ვალდებულებით მიჰყიდა.

სულხან პაპაშვილის და თურქი ინვესტორის კომპანიამ სახელმწიფო მიწა ₾1.3 მილიონად იყიდა | როგორია ვალდებულება?
სულხან პაპაშვილის და თურქი ინვესტორის კომპანიამ სახელმწიფო მიწა ₾1.3 მილიონად იყიდა | როგორია ვალდებულება?BM.GE

სახელმწიფომ გორის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში 261 304 კვ.მ.-ის ფართობის 25 მიწის ნაკვეთი, სულხან პაპაშვილისა და თურქეთის მოქალაქის თანამფლობელობაში არსებულ კომპანია „პირველს“ 1 376 992 ლარად პირდაპირი წესით მიჰყიდა.

მთავრობის 2447-ე განკარგულების მიხედვით, კომპანიას ევალება ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორთან 2026 წლის ივლისში დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული „პირველი ქარის ელექტროსადგურის“ აშენება და ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ექსპლუატაციაში მიღება.

განკარგულების დანართიდან ცნობილი ხდება, რომ კომპანია „პირველი“ მიწის ნაკვეთებს გორის რაიონის სოფლებში უფლისციხეში, შავშვებში, სვენეთში, ბერბუკში და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იყიდის.

კომპანია „პირველი“ 2016 წელსაა რეგისტრირებული. მისი 50%-იანი წილის მფლობელი სულხან პაპაშვილი, 50%-იანი წილის კი შპს „ამპერაქს ენერჯი ჯორჯია“, რომელიც თურქეთის მოქალაქის ომერ ქაან ბიროლ ვაროლია.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
“სტრასბურგში წავაგეთ და მერაბიშვილს თანხა გადავუხადეთ…! ვინ იყო მაგ დრო პრემიერი?” – ირაკლი ლატარიაწაიკითხე

უახლესი ამბები