ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ზარლაანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე ზარლაანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის დელეგაციას შეხვდა. მხარეებმა ერთობლივი სადოქტორო პროგრამების შემუშავება, საერთაშორისო გრანტების მოპოვება და სტუდენტთა მობილობის გაფართოება განიხილეს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ზარლაანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის დელეგაციას შეხვდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ზარლაანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის დელეგაციას შეხვდაინტერპრესნიუსი
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საქართველოს ტექნიკურ და ზარლაანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტებს შორის აკადემიური პარტნიორობის გაღრმავების უმნიშვნელოვანეს პერსპექტივად ერთობლივი სადოქტორო პროგრამების შემუშავება და საერთაშორისო სამეცნიერო გრანტების მოპოვებას განვიხილავთ, რაც თვისობრივად ახალ საფეხურზე აყვანს ინსტიტუციურ კავშირს. კოლაბორაციის ეს ფორმატი შეფასებულია როგორც სტრატეგიული ინსტრუმენტი მაღალი დონის მკვლევრების მოსამზადებლად, რადგან დოქტორანტებს საშუალებას მისცემს, იმუშაონ ორმაგი სამეცნიერო ხელმძღვანელობის პრინციპით და მიიღონ წვდომა როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ისე ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევით ბაზასა თუ აკადემიურ რესურსებზე. ამასთანავე, ევროპული ფონდებიდან ერთობლივი კვლევითი გრანტების მოზიდვა ფინანსურად უზრუნველყოფს ინოვაციური პროექტების განხორციელებას ბიზნესტექნოლოგიების მიმართულებით, რაც დადებითად აისახება ორივე უნივერსიტეტის საერთაშორისო რეიტინგსა და სამეცნიერო პროდუქტიულობაზე“
„გერმანულ მხარესთან, კერძოდ, პროფესორ ვილჰელმ ჰაუზერთან და უნივერსიტეტის დელეგაციის წევრებთან შეხვედრა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩვენი ინსტიტუციური კავშირები თვისობრივად ახალ ეტაპზე გადადის. სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ჩართულობით განხორციელებული ერთობლივი კვლევები და სამეცნიერო ინიციატივები აჩვენებს, რომ ჩვენი აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების პოტენციალი სრულად პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს. ამ ეტაპზე ჩვენი მიზანია არა მხოლოდ არსებული დინამიკის შენარჩუნება, არამედ თანამშრომლობის მასშტაბების კიდევ უფრო გაფართოება. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ სტუდენტთა მობილობის გაზრდაზე, რაც მათ საშუალებას მისცემს, მიიღონ უნიკალური ევროპული გამოცდილება, აითვისონ თანამედროვე ტექნოლოგიური და ბიზნესმიდგომები და ეს ცოდნა შემდგომში საქართველოს განვითარებას მოახმარონ. ამასთანავე, უაღრესად მნიშვნელოვანია პროფესორ-მასწავლებლების ერთობლივი კვლევითი აქტივობები, რაც ხელს უწყობს სამეცნიერო პროდუქტიულობის ზრდას და ორ უნივერსიტეტს შორის ცოდნის ტრანსფერს. მინდა მადლობა გადავუხადო პროფესორ რუსუდან ქუთათელაძეს და ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის მთელ გუნდს, ასევე ჩვენს გერმანელ კოლეგებს იმ ნაყოფიერი პარტნიორობისთვის, რომელიც საფუძვლად უდევს ჩვენს საერთო წარმატებას“
დავით გურგენიძე
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებით, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „თანამედროვე გამოწვევები და მიღწევები ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში - 2026“ გაიმართაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები