იაგო ხვიჩია: შეიძლება თუ არა აიკრძალოს თავად "ქართული ოცნება"... (ვიდეო)
იმ სტანდარტით, რა სტანდარტითაც ძალიან ევროპული ნაბიჯია პარტიების გაუქმება, შეიძლება თუ არა გაუქმდეს პარტია, რომელმაც ქვეყანას აარჩევინა საფრანგეთის აგენტი პრეზიდენტი, ქვეყანას აარჩევინა მოღალატე პრემიერი, რომელთა ქმედების გამო ჩოჩანა აღმოჩნდა ოკუპანტის ხელში, ჰყავდა თავდაცვის, შს საქმეთა და პრემიერ მინისტრად ადამიანი, რომელიც გახვეულია კორუფციაში. სუსის უფროსად ჰყავდა ადამიანი, რომელიც იყო ქოლ ცენტრებთან კავშირში და ა.შ.
აი, ასეთი სისტემური დანაშაულების ჩამდენი პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება", შეიძლება თუ არა იმავე წესებით და სტანდარტებით, რაც თავად დაამკვიდრა, აიკრძალოს?
იაგო ხვიჩია, რუსთავი 2ის დებატებში, თემაზე "სად გადის ზღვარი დიპლომატიასა და პოლიტიკას შორის"
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.