“ახლა თავად შეაფასეთ რას ნიშნავს შოიგუსთვის რაც “საღია”, ის ჩვენთვის” – ჩერგოლეიშვილი
ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სერგეი შოიგუს როლზე საუბრობს აფხაზეთის კონფლიქტში და აცხადებს, რომ შოიგუ იყო აფხაზეთში ქართველების განიარაღებისა და ჯარის გაყვანის ზედამხედველი, რასაც მოჰყვა ომის განახლება და გენოციდი. ჩერგოლეიშვილი ამ პოლიტიკას ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკას ადარებს.

ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი:
შოიგუ მხოლოდ რუსეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი არ არის.
შოიგუ იყო აფხაზეთში “სამშვიდობო” პროცესის, ანუ ქართველების განიარაღების და ქართული ჯარის აფხაზეთიდან გაყვანის ზედამხედველი.
მშვიდობის სახელით მოქმედებდა შოიგუც, მშვიდობის სახელით დაიდო 27 ივლისის სამშვიდობო შეთანხმება სოჭში რუსეთის, მათ შორის შოიგუს გარანტიით.
მშვიდობის იმედით დაბრუნდნენ ქართველები აფხაზეთში მასობრივად 27 ივლისის შემდეგ.
16 სექტემბერს, როცა ქართული ჯარი გაყვანილი და ქართველი მოსახლეობა განიარაღებული იყო, რუსეთმა ომი განაახლა, აფხაზეთი დაიპყრო და მშვიდობის იმედით ჩასული ქართველების გენოციდი მოაწყო, ქალები და ბავშვები გააუპატიურა, უმწეო მოხუცები სახლებში გამოწვა, ჭები მკვდრებით გაავსო.
ახლა თავად შეაფასეთ რას ნიშნავს შოიგუსთვის რაც “საღია”, ის ჩვენთვის.
ესაა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკა და ასე დასრულდება, თუ ქვეყნის კურსი არ შევცვალეთ.
27 სექტემბერს, 19 საათზე, თსუდან გმირთა მემორიალამდე.
სერგეი შოიგუ პაპუაშვილს ციტირებს – რას წერს რუსული მედია
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…