შოიგუმ შალვა პაპუაშვილი შეაქო
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შოიგუმ დასავლეთი საქართველოსა და სომხეთის შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა. შოიგუმ დადებითად შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადება იმის შესახებ, რომ რუსეთთან ესკალაცია საქართველოს ეროვნულ ინტერესებში არ შედის. მან ასევე გამოთქვა მზადყოფნა რუსეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური და ჰუმანიტარული კავშირების განვითარების ხელშეწყობაზე.

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი სერგეი შოიგუ დასავლეთს საქართველოსა და სომხეთის საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს.
„დასავლელები ღიად და უცერემონიოდ ცდილობენ ჩარევას პოლიტიკურ სიტუაციაში. ამიერკავკასიაში ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ ეს არა მხოლოდ სომხეთის, არამედ საქართველოს მაგალითზეც“, — განაცხადა მან უშიშროების საბჭოს სამეცნიერო-საექსპერტო საბჭოს პრეზიდიუმის წევრთა თათბირზე.
რუსეთი, რომელმაც თავად გააჩაღა ომი როგორც საქართველოში, ისე უკრაინაში, ირწმუნება „მეზობელი ხალხებისა და სახელმწიფოების წაჩხუბება“ დასავლეთს აწყობს.
„როგორც წესი, ამის უკან დგანან დასავლელები, დაინტერესებულნი თავიანთი კონტროლის შენარჩუნებით ეკონომიკის მომგებიან დარგებზე, სატრანსპორტო-ლოგისტიკურ დერეფნებზე და რესურსებზე“, — თქვა მან.
მისი თქმით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, ცოტა ხნის წინ „ძალიან მკაფიოდ და საღად“ განაცხადა, რომ შესაძლოა რუსეთთან საქართველოს ესკალაცია გერმანიის ან ლიეტუვის ინტერესებში შედის, მაგრამ არა — საქართველოსი.
შოიგუმ ისაუბრა რუსეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდაზე და მზადყოფნა გამოთქვა, ხელი შეუწყონ „რუსეთ-საქართველოს ეკონომიკური და ჰუმანიტარული კავშირების განვითარებას“.
შალვა პაპუაშვილმა ცოტა ხნის წინ თქვა: „რუსეთთან ესკალაცია ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებში არ არის. შეიძლება, ეს იყოს გერმანიის თუ ლიეტუვის ინტერესებში, რომ საქართველო ესკალაციაში შევიდეს რუსეთთან, ბოდიში ყველასთან, მაგრამ მათ ინტერესებს ჩვენი ინტერესები სჯობს“.
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
ციტატები სტატიიდან
„რუსეთ-საქართველოს ეკონომიკური და ჰუმანიტარული კავშირების განვითარებას“
„რუსეთთან ესკალაცია ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებში არ არის. შეიძლება, ეს იყოს გერმანიის თუ ლიეტუვის ინტერესებში, რომ საქართველო ესკალაციაში შევიდეს რუსეთთან, ბოდიში ყველასთან, მაგრამ მათ ინტერესებს ჩვენი ინტერესები სჯობს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…