ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ცხინვალი: ფონ დერ ლაიენი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საქმეებში ერევა

სამხრეთის ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებას, რომლითაც ევროკავშირი სირიას მოუწოდებს, გააუქმოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება. ცხინვალმა ეს პოლიტიკურ შანტაჟად და შიდა საქმეებში ჩარევად შეоფასა.

ცხინვალი: ფონ დერ ლაიენი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საქმეებში ერევა
ცხინვალი: ფონ დერ ლაიენი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საქმეებში ერევანეტგაზეთი

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირი სირიას მოუწოდებს, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება გააუქმოს.

ცხინვალი აცხადებს, რომ ფონ დერ ლაიენის განცხადებებში სირიის ხელისუფლებაზე „პოლიტიკური შანტაჟისა“ და “სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სუვერენულ გადაწყვეტილებებში ჩარევის” ნიშნები დაინახა.

„ასეთ განცხადებებს საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევად და დამოუკიდებელი ქვეყნების შიდა საქმეებსა და სუვერენულ გადაწყვეტილებებში ჩარევად მივიჩნევთ“, – ნათქვამია დე ფაქტო საგარეო უწყების განცხადებაში.

დე ფაქტო უწყებაში ასევე განაცხადეს, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი თავისი ქმედებებით „დემოკრატიისა და ტრადიციული ევროპული ღირებულებების საფუძვლებს ანულირებს, რომლებიც სრულად დავიწყებულია“.

ცხინვალის დე ფაქტო საგარეო უწყების შეფასებით, „განათლებული ევროპისთვის“ უფრო მნიშვნელოვანია „ორმაგი სტანდარტების პოლიტიკა“ და „ნაციზმის იდეოლოგების და მიმდევრების პროპაგანდა“.

„სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხებმა, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის უფლება სისხლის ფასად და უდიდესი დანაკარგებით დაიცვეს, არჩევანი უკვე გააკეთეს და ქალბატონ ფონ დერ ლაიენისა და ევროპის კარნახი არაა საჭირო, როგორი უნდა იყოს მათი მომავალი“, – ნათქვამია განცხადებაში.

სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებების დამოუკიდებლობა სირიამ 2018 წელს აღიარა. ევროკავშირი ამ აღიარებას არ ცნობს და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში უჭერს მხარს.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ეს პოზიცია „კოალიცია ცვლილებისთვის“ წერილზე საპასუხოდ დააფიქსირა. კოალიცია ევროკომისიის პრეზიდენტს სთხოვდა, სირიასთან ურთიერთობისას დღის წესრიგში დაეყენებინა ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმების საკითხი.

კოალიციის ცნობით, ფონ დერ ლაიენმა საპასუხო წერილში დაადასტურა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და აღნიშნა, რომ ევროკომისია სირიის ხელისუფლებასთან კომუნიკაციისას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გაუქმების საკითხს დააყენებს. სწორედ ამ წერილში დაფიქსირებულ პოზიციას მოჰყვა ცხინვალის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება.

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დემოკრატიისა და ტრადიციული ევროპული ღირებულებების საფუძვლებს ანულირებს, რომლებიც სრულად დავიწყებულია“
ურსულა ფონ დერ ლაიენი
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
„ცნობად ვიღებთ“ - ბრიუსელმა „კოალიციას“ სოხუმი-ცხინვალის „აღიარების“ გაწვევის მოთხოვნაზე უპასუხაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები