რევაზ სოხაძე: ინფრასტრუქტურის განვითარება ჩვენი ქვეყნის სიძლიერესა და დამოუკიდებლობას კიდევ უფრო განამტკიცებს
რევაზ სოხაძის განცხადებით, ინფრასტრუქტურულ პროექტებში კორუფციული რისკების მინიმუმამდე დაყვანა მთავარი ამოცანაა, რადგან დაუშვებელია დახარჯული თანხების შემდეგ ობიექტები რამდენიმე წელიწადში კვლავ სარეაბილიტაციო ხდებოდეს.

ნებისმიერი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში ვახორციელებთ, იქნება ეს ახალი სკოლა, საბავშვო ბაღი თუ მაგისტრალი - ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისკენ გადადგმული ნაბიჯია. რაც უფრო გავაძლიერებთ ინფრასტრუქტურას, მით უფრო გაიზრდება ეკონომიკური განვითარების პოტენციალი, ეკონომიკის გაძლიერება კი ჩვენი ქვეყნის სიძლიერესა და დამოუკიდებლობას კიდევ უფრო განამტკიცებს, - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ გადაცემაში „ღია ეთერი“.
მინისტრმა ილაპარაკა იმ პრობლემებზე, რომლებიც სამინისტროში საქმიანობის დაწყებისას დახვდა და ხაზი გაუსვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას ხარისხის უზრუნველყოფის, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივად ხარჯვისა და კორუფციული რისკების მინიმუმამდე შემცირების მნიშვნელობას. რევაზ სოხაძემ ერთ-ერთი სკოლის მშენებლობის მაგალითი გაიხსენა და აღნიშნა, რომ თანამდებობაზე დანიშვნის პირველ დღეებში, ობიექტზე ვიზიტისას, შესრულებული სამუშაოების ხარისხი არადამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა.
„როდესაც კონტრაქტორს ვკითხე, რატომ იყო სამუშაოების ხარისხი ასეთი დაბალი, მისი პასუხი იყო, რომ იმ ფასად, რა ფასადაც ტენდერი მოიგო, ხარისხიან მშენებლობას ვერ აწარმოებდა. ამ ერთი მაგალითით რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა გამოიკვეთა: ერთი მხრივ, ფასწარმოქმნის საკითხი, მეორე მხრივ კი მიდგომა, რომლის მიხედვითაც მშენებლობა სრულდებოდა, თუმცა ხარისხის სათანადო სტანდარტების დაცვის მოთხოვნა სათანადოდ არ იყო უზრუნველყოფილი“, - განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართ საზოგადოებაში არსებული უნდობლობის შემცირება და სისტემაში კორუფციული რისკების მინიმუმამდე დაყვანა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა.
„ხშირად გვესმის, რომ რომელიმე ტენდერი გაჭიანურდა, თანხები არამიზნობრივად დაიხარჯა ან ვიღაცამ ფული მიითვისა. ძალიან ცუდია, როდესაც მოსახლეობის ნაწილს უყალიბდება განცდა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისას აუცილებლად ხდება თანხების მითვისება. ეს ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. ღიად ვაცხადებ, რომ ჩვენი ნომერი პირველი ამოცანაა, ამ სისტემაში ნებისმიერი კორუფციული რისკი მინიმუმამდე დავიყვანოთ“, - აღნიშნა რევაზ სოხაძემ.
მინისტრის განცხადებით, სამინისტროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პასუხისმგებლობაა, რომ საბიუჯეტო სახსრების თითოეული თეთრი სწორად და მიზნობრივად დაიხარჯოს, შედეგად კი საზოგადოებამ მიიღოს ხარისხიანი და გრძელვადიანი ინფრასტრუქტურა.
„ჩვენს ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ინფრასტრუქტურაზე თანხები დავხარჯოთ და ორ, სამ ან ოთხ წელიწადში ეს ობიექტები ხელახლა სარეაბილიტაციო გახდეს. უნდა ავაშენოთ ისეთი სკოლები, საბავშვო ბაღები და გზები, რომლებიც თაობებს გაუძლებს. ეს არის ჩვენი ამოცანა, ჩვენი ფუნქცია და ჩვენი ვალდებულება“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ციტატები სტატიიდან
„როდესაც კონტრაქტორს ვკითხე, რატომ იყო სამუშაოების ხარისხი ასეთი დაბალი, მისი პასუხი იყო, რომ იმ ფასად, რა ფასადაც ტენდერი მოიგო, ხარისხიან მშენებლობას ვერ აწარმოებდა. ამ ერთი მაგალითით რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა გამოიკვეთა: ერთი მხრივ, ფასწარმოქმნის საკითხი, მეორე მხრივ კი მიდგომა, რომლის მიხედვითაც მშენებლობა სრულდებოდა, თუმცა ხარისხის სათანადო სტანდარტების დაცვის მოთხოვნა სათანადოდ არ იყო უზრუნველყოფილი“
„ხშირად გვესმის, რომ რომელიმე ტენდერი გაჭიანურდა, თანხები არამიზნობრივად დაიხარჯა ან ვიღაცამ ფული მიითვისა. ძალიან ცუდია, როდესაც მოსახლეობის ნაწილს უყალიბდება განცდა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისას აუცილებლად ხდება თანხების მითვისება. ეს ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. ღიად ვაცხადებ, რომ ჩვენი ნომერი პირველი ამოცანაა, ამ სისტემაში ნებისმიერი კორუფციული რისკი მინიმუმამდე დავიყვანოთ“
„ჩვენს ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ინფრასტრუქტურაზე თანხები დავხარჯოთ და ორ, სამ ან ოთხ წელიწადში ეს ობიექტები ხელახლა სარეაბილიტაციო გახდეს. უნდა ავაშენოთ ისეთი სკოლები, საბავშვო ბაღები და გზები, რომლებიც თაობებს გაუძლებს. ეს არის ჩვენი ამოცანა, ჩვენი ფუნქცია და ჩვენი ვალდებულება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.