ამერიკული მხარის მონაწილეობით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში საგარეო სამხედრო დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში აშშ-ის მხარდაჭერის ფინანსური მიმოხილვის შეხვედრები გაიმართა, სადაც აშშ-ის საგარეო სამხედრო დაფინანსებით და სხვა წყაროებით დახმარების აღსრულების საკითხები განიხილეს.

2026 წლის 14-16 სექტემბერს, თავდაცვის სამინისტროში გაიმართა უსაფრთხოების სფეროში აშშ-ის მხარდაჭერის ფინანსური მიმოხილვის შეხვედრები, რომლის ფარგლებშიც, განხილულ იქნა აშშ-ის საგარეო სამხედრო დაფინანსებით და სხვა წყაროებით საქართველოსთვის დახმარების აღსრულების საკითხები.
საქართველოს მხრიდან, შეხვედრებში მონაწილეობდნენ თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე და გენერალური შტაბის წარმომადგენლები.
აშშ-ის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ აშშ-ის ევროპული სარდლობისა და თავდაცვის და უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენლები.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…