ჰეგსეტის თანაშემწის მოადგილემ საქართველოში შეხვედრები გამართა
აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე ენდრიუ ლუმისი საქართველოში ვიზიტით იმყოფება, სადაც შეხვედრები გამართა ირაკლი ჩიქოვანთან, პაატა პატიაშვილთან და ირაკლი ჭიჭინაძესთან. მხარეებმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა, უსაფრთხოების გარემო და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.

საქართველოში ვიზიტით იმყოფება აშშ-ის თავდაცვის (ომის) მდივნის თანაშემწის მოადგილე ენდრიუ ლუმისი, რომელიც ირაკლი ჩიქოვანს შეხვდა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს; საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებს, ქართველი და ამერიკელი სამხედროების მრავალწლიან ერთობლივ წვლილს საერთაშორისო მისიებში, ქართულ-ამერიკულ ერთობლივ სამხედრო სწავლებებსა და სხვა პროგრამებს.
თავდაცვის სამინისტროში ლუმისი თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილე პაატა პატიაშვილს და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეს, გენერალ-მაიორ ირაკლი ჭიჭინაძესაც შეხვდა.
„თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა ენდრიუ ლუმისსა და დელეგაციის წარმომადგენლებს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადეს და თავდაცვის სფეროში ორმხრივი კავშირების განმტკიცების პროცესში ვიზიტის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი“, — აცხადებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
შეხვედრებს, აშშ-ის დელეგაციის წევრებთან ერთად, საქართველოში აშშ-ის საქმეთა დროებითი რწმუნებული, კორტნი
ოსტრიანი და აშშ-ის სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი ჯონათან ადამსი ესწრებოდნენ.
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.