ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ყველაფერი სწრაფი ტემპებით განვითარდება და დაიწყება დიდი ჰესების მშენებლობა - ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ეკონომიკის სამინისტროს აქვს წინსვლა დიდი ჰესების მიმართულებით. მისი თქმით, მარიამ ქვრივიშვილის მინისტრობის პირობებში ენერგეტიკის განვითარებისა და ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებული პროცესები სწრაფი ტემპით წარიმართება.

ყველაფერი სწრაფი ტემპებით განვითარდება და დაიწყება დიდი ჰესების მშენებლობა - ირაკლი კობახიძე
ყველაფერი სწრაფი ტემპებით განვითარდება და დაიწყება დიდი ჰესების მშენებლობა - ირაკლი კობახიძეBM.GE

"ეკონომიკის სამინისტროს აქვს ფუნდამენტური წინსვლა დიდი ჰესების მიმართულებით",- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს BMG-ს კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

კობახიძე ამბობს, რომ მარიამ ქვრივიშვილის მინისტრობის პირობებში პროცესი სწრაფი ტემპით წარიმართება.

"წინასწარ მზადდება ყველაფერი იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში იყოს უზრუნველყოფილი ინვესტიციები და დაიწყოს დიდი ჰესების მშენებლობა. რა თქმა უნდა, ეს არის მთლიანობაში გრძელვადიანი პროცესი, თუმცა ძალიან სწრაფი ტემპით წარიმართება შესაბამისი პროცესები სამინისტროში, რასაც ვერ ვიტყოდი, მაგალითად, თუნდაც ორი წლის წინანდელ პერიოდზე. ახლა, მას შემდეგ, რაც გვყავს ახალი ეკონომიკის მინისტრი, ახალი გუნდი ეკონომიკის სამინისტროში, რომელიც მუშაობს ენერგეტიკის საკითხებზე, არის ძალიან სწრაფი ტემპით წარმართული ყველა პროცესი, რომელიც დაკავშირებულია ზოგადად ენერგეტიკის განვითარებასთან და მათ შორის დიდი ჰესების მშენებლობასთან. ყველაფერი მაქსიმალურად სწრაფი ტემპებით განვითარდება და შესაბამისად დაიწყება დიდი ჰესების მშენებლობა. საზოგადოებას პერიოდულად გავუზიარებთ ინფორმაციას ყველა დეტალთან დაკავშირებით", - აცხადებს კობახიძე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„წინასწარ მზადდება ყველაფერი იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში იყოს უზრუნველყოფილი ინვესტიციები და დაიწყოს დიდი ჰესების მშენებლობა. რა თქმა უნდა, ეს არის მთლიანობაში გრძელვადიანი პროცესი, თუმცა ძალიან სწრაფი ტემპით წარიმართება შესაბამისი პროცესები სამინისტროში, რასაც ვერ ვიტყოდი, მაგალითად, თუნდაც ორი წლის წინანდელ პერიოდზე. ახლა, მას შემდეგ, რაც გვყავს ახალი ეკონომიკის მინისტრი, ახალი გუნდი ეკონომიკის სამინისტროში, რომელიც მუშაობს ენერგეტიკის საკითხებზე, არის ძალიან სწრაფი ტემპით წარმართული ყველა პროცესი, რომელიც დაკავშირებულია ზოგადად ენერგეტიკის განვითარებასთან და მათ შორის დიდი ჰესების მშენებლობასთან. ყველაფერი მაქსიმალურად სწრაფი ტემპებით განვითარდება და შესაბამისად დაიწყება დიდი ჰესების მშენებლობა. საზოგადოებას პერიოდულად გავუზიარებთ ინფორმაციას ყველა დეტალთან დაკავშირებით“
ირაკლი კობახიძე
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
ირაკლი კობახიძე: გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა, რომლის თანახმად, 2,5-ჯერ უნდა გაიზარდოს გენერაცია საქართველოში 2036 წლამდე, მისი განხორციელება არის სავსებით რეალური და ამისათვის მთლიანად ჩვენი გუნდი ძალისხმევას არ დააკლებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები