პოლიციამ დააკავა არასრულწლოვანი, რომელმაც ახალციხეში 9 ავტომობილი და სილამაზის სალონი გაქურდა, ხოლო ერთ სატრანსპორტო საშუალებას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა და ადგილიდან მიიმალა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალციხეში პოლიციამ წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი არასრულწლოვანი ქურდობის ბრალდებით დააკავა. გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა 9 ავტომობილი და სილამაზის სალონი გაქურდა, ხოლო ერთ სატრანსპორტო საშუალებას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი არასრულწლოვანი დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათი ცნობით, ბრალდებულმა არასრულწლოვანმა ახალციხეში 9 ავტომობილი და სილამაზის სალონი გაქურდა, ხოლო ერთ სატრანსპორტო საშუალებას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა და ადგილიდან მიიმალა.
„პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე ბრალდებულის სახით დააკავა. ნივთმტკიცებად ამოღებულია ნაქურდალი ავტომობილი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…