ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის

ფურაგინუმ ადამედი

Furaginum Adamed

რეცეპტით50მგინსტრუქცია ქართულადპოლონეთი
რისთვის გამოიყენება

Escherichia coli -ს მიერ გამოწვეულია ქვედა საშარდე ტრაქტის მწვავე და ქრონიკული გაურთულებელი ინფექციების მკურნალობა. ათქ კოდი: J01XE03 მნიშვნელოვანი ინფორმაცია ფურაგინუმ ადამედის მიღებამდე ფურაგინუმ ადამედი არ გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში: ნიტროფურანის წარმოებულების ან პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
_ (Furazidin)
ფორმა და შეფუთვა
50მგ ტაბლეტი №30 (1X30)
მწარმოებელი
Adamed Pharma S.A., პოლონეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ნიტროფურანის წარმოებულები
ATC კოდი
J01XE03
რეგისტრაციის ნომერი
რ-046443
რეგისტრირებულია
6 ოქტომბერი 2026, მოქმედებს 6 ოქტომბერი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Adamed Pharma S.A. (პოლონეთი)
განმცხადებელი
შპს „გეა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაფურაგინუმ ადამედი და სხვა წამალი ერთად

ფურაგინუმ ადამედი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

Escherichia coli -ს მიერ გამოწვეულია ქვედა საშარდე ტრაქტის მწვავე და ქრონიკული გაურთულებელი ინფექციების მკურნალობა.

ათქ კოდი: J01XE03

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ფურაგინუმ ადამედის მიღებამდე

ფურაგინუმ ადამედი არ გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:

ნიტროფურანის წარმოებულების ან პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობისას.

ორსულობის პირველი ტრიმესტრი.

თირკმელების მწვავე უკმარისობა (ოლიგურია, ანურია).

დიაგნოზირებული პოლინეიროპათია, მაგ. დიაბეტური (ნერვის დაზიანება, მაგ. გამოწვეული სისხლში გლუკოზის დონის მომატებით).

გლუკოზა-6-ფოსფატ დეჰიდროგენაზას დეფიციტი, ვინაიდან ამან შეიძლება გამოიწვიოს ჰემოლიზი (ანემია).

ამგვარი დეფიციტის მქონე პაციენტებში შეიძლება განვითარდეს ჰემოლიზური ანემია.

განსაკუთრებული სიფრთხილე არის საჭირო, როდესაც ფურაზიდინი გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:

იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმელების უკმარისობა, ანემია, B ჯგუფის ვიტამინებისა და ფოლის მჟავას დეფიციტი და ფილტვის დაავადებები, ვინაიდან პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ერითროციტების დაშლა (ჰემოლიზი);

დიაბეტის მქონე პაციენტებში, ვინაიდან ნიტროფურანის წარმოებულების მიღების დროს შეიძლება განვითარდეს პოლინეიროპათიის ნიშნები;

რეპროდუქციული ასაკის მამაკაცებში, ვინაიდან კლინიკურმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ნიტროფურანის წარმოებულები ნეგატიურ გავლენას ახდენენ ტესტიკულურ ფუნქციაზე. მათ შეიძლება გამოიწვიონ სპერმის უჯრედის მოძრაობის დაქვეითება, სპერმის წარმოების შემცირება და სპერმის უჯრედოვანი სტრუქტურის დარღვევები.

პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას, რეკომენდებულია სისხლის ანალიზების ჩატარება და ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციების ბიოქიმიური პარამეტრების განსაზღვრა.

პრეპარატი შეიცავს საქაროზას. თუ რომელიმე შაქრის მიმართ გაქვთ აუტანლობა, პრეპარატის მიღებამდე აცნობეთ ექიმს.

ფურაგინუმ ადამედის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

ფურაგინუმ ადამედის მიღება უმჯობესია ცილის შემცველ საკვებთან ერთად.

ამ პრეპარატით მკურნალობის დროს არ შეიძლება ალკოჰოლის მიღება.

ფურაგინუმ ადამედის მიღება ბავშვებში

ფურაგინუმ ადამედი მიიღება ბავშვებში ორი წლის ზემოთ.

ორ წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის დოზა დგინდება ექიმის მიერ.

მიღების წესი და დოზირება

პრეპარატი მიიღება ექიმის მითითებების შესაბამისად. რაიმე ეჭვის შემთხვევაში, აუცილებელია ექიმთან განმეორებითი ვიზიტი. უმჯობესია პრეპარატის მიღება მოხდეს პერორალურად საკვებთან ერთად, განსაკუთრებით ცილის შემცველ საკვებთან ერთად, რაც ზრდის ფურაზიდინის შეთვისებას.

მწვავე ინფექციების მკურნალობა:

მოზრდილები:

მკურნალობის პირველი დღე: 100 მგ (ორი ტაბლეტი) დღეში ოთხჯერ (მაქსიმუმ რვა ტაბლეტი დღეში); მომდევნო დღეებში: 100 მგ (ორი ტაბლეტი) დღეში სამჯერ (დღეში ექვსი ტაბლეტი).

ბავშვები 2 წლიდან 14 წლამდე:

5-7 მგ/კგ სხეულის წონაზე დღეში, დაყოფილი 2-3 მიღებად (ტაბლეტი შეიძლება დაიფხვნას და შეერიოს რძეს).

პრეპარატი გამოიყენება 7-8 დღე. აუცილებლობისას, მკურნალობა უნდა განმეორდეს 10-15 დღის შემდეგ.

ორ წლამდე ასაკის ბავშვებში დოზა განისაზღვრება ექიმის მიერ.

რეკომენდებულზე მეტი დოზის მიღების შემთხვევაში

ნიტროფურანის წარმოებულებს გააჩნია დაბალი ტოქსიკურობა. თირკმელებით პრეპარატის ექსკრეციის გათვალისწინებით, თირკმლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში შეიძლება განვითარდეს ზედოზირების ნიშნები, როგორიცაა თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ალერგიული რეაქციები, გულისრევა, ანემია.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა ნიტროფურანის წარმოებულების ან პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

ორსულობის პირველი ტრიმესტრი.

თირკმლის მწვავე უკმარისობა (ოლიგურია, ანურია).

დიაგნოზირებული პოლინევროპათია, მაგ. დიაბეტიანი პაციენტები.

გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი.

სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო თირკმლის უკმარისობის, ანემიის, B ვიტამინისა და ფოლიუმის მჟავის დეფიციტის და ფილტვის დაავადებების მქონე პაციენტებში.

განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ახალშობილებში, ტაბლეტით დახრჩობის საშიშროების გამო.

დიაბეტით დაავადებულმა პაციენტებმა უნდა გამოიყენონ სიფრთხილით, ვინაიდან ფურაზიდინმა შეიძლება გამოიწვიოს პოლინევროპათიის განვითარება.

კლინიკურმა კვლევებმა აჩვენეს, რომ ნიტროფურანის წარმოებულები უარყოფით გავლენას ახდენენ სათესლე ჯირკვლის ფუნქციაზე.

მათ შეუძლიათ გამოიწვიონ სპერმის უჯრედების მოძრაობის შემცირება, სპერმის წარმოების შემცირება და პათოლოგიები სპერმის უჯრედების მორფოლოგიაში.

პრეპარატის ხანგრძლივი მიღებისას უნდა შემოწმდეს სისხლის მორფოზული ნიმუში (ლეიკოციტოზი) და ღვიძლის და თირკმელების ფუნქციების ბიოქიმიური პარამეტრები.

თერაპიის დროს არ შეიძლება ალკოჰოლის მიღება.

ბიოლოგიურად აქტიური დანამატები

ფურაგინუმ ადამედი შეიცავს საქაროზას. ამიტომ მისი დანიშვნა არ შეიძლება პაციენტებში, რომელთაც აქვთ ფრუქტოზას და (ან) გალაქტოზას იშვიათი მემკვიდრეობითი აუტანლობა, გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციის სინდრომი, სუკრაზა-იზომალტაზას დეფიციტი.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ფურაზიდინი არის ნალიდიქსის მჟავის ანტაგონისტი, რომელიც აინჰიბირებს მის ბაქტერიოსტატიკურ მოქმედებას.

შარდმდენი საშუალებები, როგორიცაა პრობენეციდი (მაღალ დოზებში) და სულფინპირაზონი ამცირებენ ნიტროფურანის წარმოებულების მილაკოვან სეკრეციას და შეიძლება გამოიწვიონ ორგანიზმში ფურაზიდინის დაგროება, მისი ტოქსიკურობის გაზრდა და მისი შარდისმიერი კონცენტრაციის შემცირება მინიმალური ბაქტერიოსტატიკური კონცენტრაციის ქვემოთ და, შესაბამისად, შეიძლება შემცირდეს თერაპიული ეფექტურობა.

მაგნიუმის ტრიცილიკატის შემცველ ტუტე პრეპარატებთან ერთად მიღება ამცირებს ფურაზიდინის შეწოვას.

ნიტროფურანის წარმოებულების მიღების დროს, ცრუ დადებითი შედეგები გამოვლინდა, ბენედიქტისა და ფელინგის ხსნარებით შარდში გლუკოზის დონის განსაზღვრისას. შარდში ფერმენტული მეთოდებით განსაზღრული გლუკოზის დონის შედეგები სწორი იყო.

ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბიოტიკები და ტეტრაციკლინები, რომლებიც მიიღება ფურაზიდინთან ერთად, აძლიერებენ მის ანტიბაქტერიულ ეფექტს. ქლორამფენიკოლი და რისტომიცინი ზრდიან მის ჰემოტოქსიკურ ეფექტს. ატროპინი აფერხებს ნიტროფურანის წარმოებულების შეწოვას, თუმცა შეწოვილი ნივთიერების საერთო რაოდენობა რჩება უცვლელი. B ჯგუფის ვიტამინებთან ერთად მიღება ზრდის ნიტროფურანის წარმოებულების შეწოვას.

ორსულობა და ძუძუთი კვება

პრეპარატის მიღებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

ემბრიონზე ან ნაყოფზე ფურაზიდინის მავნე ეფექტების შესახებ კლინიკური მონაცემების არარსებობის გამო, პრეპარატი არ გამოიყენება ორსულობის პირველ ტრიმესტრში. ნაყოფში ჰემოლიზური ანემიის ინდუქციის რისკის გამო, განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა არის საჭირო ორსულობის მესამე ტრიმესტრში. აუცილებელია სისხლში ჰემოგლობინის, ერითროციტებისა და რკინის დონეების რეგულარულად შემოწმება (სისხლის მორფოლოგიური ანალიზი).

ლაქტაცია

პრეპარატის მიღებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

დედის რძეში ფურაზიდინის გადასვლის გათვალისწინებით, პრეპარატი არ გამოიყენება ლაქტაციის პერიოდში.

ავტომობილებისა და მანქანა-დანადგარების მართვა

არ არსებობს მონაცემები ავტომობილებისა და მექანიზმების მართვის უნარზე ფურაზიდინით გამოწვეული ზემოქმედების შესახებ.

მიუხედავად ამისა, ზოგიერთ პაციენტში შეიძლება აღინიშნოს: თავბრუსხვევა, ძილიანობა, მხედველობის დარღვევები, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ავტომობილებისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

სხვა პრეპარატების გამოყენება

ექიმს უნდა ეცნობოს ყველა იმ პრეპარატის შესახებ, რომლებსაც პაციენტი ახლო წარსულში იღებდა, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების შესახებ.

ფურაზიდინი წარმოადგენს ნალიდიქსის მჟავას ანტაგონისტს, რომელიც ახდენს მისი ბაქტერიოსტატიკური ეფექტის ინჰიბირებას.

პრეპარატები, რომლებიც ზრდიან შარდმჟავას ელიმინაციას შარდით, როგორიცაა პრობენეციდი (მაღალი დოზებით) და სულფინპირაზონი, ამცირებენ ნიტროფურანის წარმოებულების ტუბულარულ სეკრეციას და იწვევენ ორგანიზმში ფურაზიდინის კუმულაციას, ზრდიან რა მის ტოქსიკურობას და ამცირებენ მის შარდისმიერ კონცენტრაციას მინიმალური ბაქტერიოსტატური კონცენტრაციის ქვემოთ და შედეგად იწვევენ თერაპიული ეფექტურობის დაქვეითებას. ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკები და ტეტრაციკლინები ფურაზიდინთან ერთად მიღებისას აძლიერებენ მის ანტიბაქტერიულ მოქმედებას. ქლორამფენიკოლი და რისტომიცინი ზრდიან მის ჰემოტოქსიკურ მოქმედებას. ფურაზიდინის მიღება მაგნიუმის ტრისილიკატის შემცველ ანტაციდებთან ერთად ამცირებს მის აბსორბციას. ატროპინი აფერხებს ნიტროფურანის წარმოებულების აბსორბციას, თუმცა აბსორბირებული სუბსტანციის მთლიანი რაოდენობა რჩება უცვლელი. B ჯგუფის ვიტამინების იმავდროული მიღება ზრდის ნიტროფურანის წარმოებულების აბსორბციას.

მოქმედება ლაბორატორიულ ანალიზებზე: ნიტროფურანის წარმოებულების მიღებისას დაფიქსირდა ცრუ დადებითი შედეგები შარდში გლუკოზის დონის განმსაზღვრელ ანალიზებში.

გვერდითი მოვლენები

  • ფურაგინუმ ადამედის შენახვის წესი.
  • დამატებითი ინფორმაცია.

რას წარმოადგენს ფურაგინუმ ადამედი და რისთვის გამოიყენება

ფურაგინუმ ადამედი არის ანტიბაქტერიული პრეპარატი, რომელიც გამოიყენება საშარდე ტრაქტის ინფექციებისას. საშარდე ტრაქტის ინფექციების გამომწვევი ბაქტერიების უმრავლესობა მგრძნობიარეა ფურაზიდინის მიმართ. ფურაგინუმ ადამედი ეფექტური არ არის Pseudomonas aeruginosa-ს მიერ გამოწვეული ინფექციების შემთხვევაში.

ჭარბი დოზა

ნიტროფურანის წარმოებულებს ახასიათებთ დაბალი ტოქსიკურობა. თირკმელებით წამლის გამოყოფის გათვალისწინებით, თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში შეიძლება განვითარდეს დოზის გადაჭარბების ნიშნები, როგორიცაა: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ალერგიული რეაქციები, გულისრევა, ანემია.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რეკომენდებულია კუჭის ამორეცხვა და ფიზიოლოგიური ხსნარების ინტრავენური შეყვანა. მძიმე შემთხვევების დროს უნდა გაკეთდეს ჰემოდიალიზი.

  • ფარმაკოლოგიური მახასიათებლები

შემადგენლობა

აქტიური სუბსტანცია არის ფურაზიდინი. ყოველი ტაბლეტი შეიცავს 50 მგ აქტიურ სუბსტანციას.

პრეპარატის სხვა კომპონენტები: სიმინდის სახამებელი, საქაროზა, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, სტეარინის მჟავა.

შენახვის პირობები

ინახება ორიგინალ შეფუთვაში არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

პრეპარატი უნდა ინახებოდეს ბავშვებისათვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას.

  • დამატებითი ინფორმაცია

ფარმაკოლოგიური თვისებები

J01ХE03 სისტემური ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებები, ნიტროფურანის წარმოებულები.

ფურაგინი ან ფურაზიდინი (ნიტროფურილ-აკრილიდენ-ამინოჰიდანტოინი) არის ნიტროფურანის წარმოებული. ამ ჯგუფის პრეპარატები ახდენენ ბაქტერიოსტატიკურ ზემოქმედებას მიკროორგანიზმების ფართო სპექტრზე, მათ შორისაა რამდენიმე გრამ-დადებითი ბაქტერია (Staphylococcus epidermidis, Staphylococcus aureus, Staphylococcus faecalis) და ბევრი გრამ-უარყოფითი შტამი (Enterobacteriaceae: Salmonella, Shigella, Proteus, Klebsiella, Escherichia, Enterobacter). ნიტროფურანის წარმოებულები ავლენენ ანტიპროტოზოულ და მცირე ხარისხით ანტიფუნგალურ ეფექტებს. ისინი არააქტიურია ლურჯ-ჩირქოვანი ჩხირის (Pseudomonas aeruginosa) და პროტეუსის ჩხირების უმეტესობის (Proteus vulgaris) მიმართ. ფურაზიდინი ამჟღავნებს თავის ძლიერ გავლენას მჟავა-გარემოში (pH 5,5); ტუტე გარემო ამცირებს მის ეფექტს. ფურაზიდინის ძლიერი ბაქტერიოსტატიკური მოქმედება უკავშირდება ნიტრო ჯგუფის არომატულ შემცვლელებს. ნიტროფურანის წარმოებულები გარდაიქმნებიან აქტიურ წარმოებულებად ბაქტერიული ფლავოპროტეინების მეშვეობით. შემდეგ ეს წარმოებულები გარდაქმნიან ბაქტერიულ რიბოსომულ ცილებად და სხვა ნაერთებებად, რომლებიც აუცილებელია უჯრედული ცილების, ნუკლეინის მჟავების (დნმ და რნმ) სინთეზისთვის და უჯრედული სუნთქვის პროცესებისთვის. ბაქტერიულ უჯრედში სასიცოცხლო პროცესის დარღვევის ამ რთულმა და მრავალმხრივმა მექანიზმმა გამოიწვია ის, რომ 1953 წლის შემდეგ, როდესაც მოხდა ამ ჯგუფის მედიკამენტების დანერგვა სამკურნალოდ, არ გამოვლენილა არც ერთი კლინიკურად მნიშვნელოვანი პრობლემა რეზისტენტობის განვითარებასთან დაკავშირებით. შესაძლო მრავალჯერადი და ერთდროული მუტაცია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს რეზისტენტობის განვითარება ნიტროფურანის წარმოებულების მიმართ, ლეტალურია მიკროორგანიზმების უმეტესობისთვის. ჯვარედინი რეზისტენტობა არ შეინიშნებოდა ნიტროფურანის წარმოებულებსა და ანტიბიოტიკებსა და სულფონამიდებს შორის.

  • 2. ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები

პერორალური მიღების შემდეგ, ფურაზიდინი ძალიან სწრაფად შეიწოვება და აღწევს მის მაქსიმალურ შრატისმიერ კონცენტრაციას დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში. წამლის შრატისმიერი კონცენტრაციის ცვლილების მრუდი აჩვენებს მედიკამენტის განაწილების ღია, ერთგანყოფილებიან მოდელს. თერაპიული თვალსაზრისით ეს კონცენტრაცია არის უმნიშვნელო და შეადგენს დაახლოებით 4,2 µგ/მლ-ს. ნიტროფურანის წარმოებულების პლაზმურ ცილებთან შეკავშირების ხარისხი სხვადასხვა ავტორების შეფასებით მერყერობს 40-60%-დან 90-95%-მდე. ეს წამლები მეტაბოლიზდება ღვიძლში და სხვა პერიფერიულ ქსოვილებში. ფურაზიდინის მიღებული დოზის დაახლოებით 13% გამოიყოფა უცვლელი სახით, მიღებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში. შარდში გამოვლენილი ფურაზიდინის საშუალო კონცენტრაცია არის მინიმალური ინჰიბიტორული კონცენტრაციების (MIC) ფარგლებში Escherichia coli-ის პათოგენური შტამების დაახლოებით 81%-თვის, რაც ყველაზე ხშირად ვლინდება ბავშვების შარდში. მათი რაოდენობა შეადგენს 0.45 მგ/მლ-დან 6.25 მგ/მლ-მდე. სხვა ავტორების თანახმად, ფურაზიდინის შარდისმიერი მინიმალური ბაქტერიოსტატიკური კონცენტრაცია დაახლოებით არის 1 მგ/მლ. აღნიშნული მოიცავს ნიტროფურანტოინის მინიმალური ბაქტერიოსტატიკური კონცენტრაციის 1/5-ს ან თუნდაც, 1/10-ს. სუბიექტებში, რომლებიც იღებდნენ ფურაგინუმ ადამედს, მისი ფარდობითი ბიოშეღწევადობის კვლევის ფარგლებში, საშუალო გამოყოფა, დაახლოებით, შეადგენდა 6.25 მგ/მლ-ს. უნდა აღინიშნოს, რომ კარგად ცნობილი და დოკუმენტირებული ლიტერატურული მონაცემების თანახმად, ნიტროფურანის წარმოებულების მიღება ჭამის დროს, განსაკუთრებით ცილებით მდიდარ საკვებთან ერთად, ზრდის მათ ბიოშეღწევადობას 40%-50%-ით და ზრდის მათ ელიმინაციას შარდთან ერთად, ანუ ზრდის პრეპარატის შარდისმიერ კონცენტრაციას, რაც გამოიხატება განკურნების უფრო მაღალ მაჩვენებელში.

უსაფრთხოების პრეკლინიკური კვლევები

მწვავე ტოქსიკურობა (ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ)

ფურაზიდინის მწვავე ტოქსიკურობა შეფასდა თეთრ თაგვებში ჩატარებულ ექსპერიმენტში, პრეპარატის კუჭშიდა და ინტრაპერიტონეალური მიღებით. მიღებული შედეგები მოცემულია ქვემოთ მოყვანილ ცხრილში, სადაც ნაჩვენება ფურაზიდინის ძალიან დაბალი ტოქსიკურობა კუჭშიდა შეყვანის შემდეგ.

ფურაგინუმ ადამედის ტოქსიკურობის ინდექსები

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

ფურაგინუმ ადამედი, 50 მგ, ტაბლეტები

ფურაზიდინი

FURAGINUM ADAMED

პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით წინამდებარე ინსტრუქციას.

შეინახეთ მოცემული ინსტრუქცია. შეიძლება კვლავ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.

დამატებითი ინფორმაციის ან კონსულტაციისათვის, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

მოცემული პრეპარატი დაგენიშნათ პირადად თქვენ. არ მისცეთ ის სხვებს. პრეპარატმა შეიძლება ავნოს მათ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ ისეთივე სიმპტომები აღენიშნებათ, როგორიც თქვენ.

რომელიმე არასასურველი რეაქციის გამწვავებისას ან ისეთი გვერდითი ეფექტების განვითარებისას, რომლებიც აღწერილი არ არის წინამდებარე ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ინსტრუქციის შინაარსი

  • რას წარმოადგენს ფურაგინუმ ადამედი და რისთვის გამოიყენება.
  • მნიშვნელოვანი ინფორმაცია ფურაგინუმ ადამედის მიღებამდე.
  • ფურაგინუმ ადამედის მიღების წესი.
  • შესაძლო გვერდითი ეფექტები.
  • ფურაგინუმ ადამედის შენახვის წესი.
  • დამატებითი ინფორმაცია.

რას წარმოადგენს ფურაგინუმ ადამედი და რისთვის გამოიყენება

ფურაგინუმ ადამედი არის ანტიბაქტერიული პრეპარატი, რომელიც გამოიყენება საშარდე ტრაქტის ინფექციებისას. საშარდე ტრაქტის ინფექციების გამომწვევი ბაქტერიების უმრავლესობა მგრძნობიარეა ფურაზიდინის მიმართ. ფურაგინუმ ადამედი ეფექტური არ არის Pseudomonas aeruginosa-ს მიერ გამოწვეული ინფექციების შემთხვევაში.

გამოყენების ჩვენებები

Escherichia coli -ს მიერ გამოწვეულია ქვედა საშარდე ტრაქტის მწვავე და ქრონიკული გაურთულებელი ინფექციების მკურნალობა.

ათქ კოდი: J01XE03

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ფურაგინუმ ადამედის მიღებამდე

ფურაგინუმ ადამედი არ გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:

ნიტროფურანის წარმოებულების ან პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობისას.

ორსულობის პირველი ტრიმესტრი.

თირკმელების მწვავე უკმარისობა (ოლიგურია, ანურია).

დიაგნოზირებული პოლინეიროპათია, მაგ. დიაბეტური (ნერვის დაზიანება, მაგ. გამოწვეული სისხლში გლუკოზის დონის მომატებით).

გლუკოზა-6-ფოსფატ დეჰიდროგენაზას დეფიციტი, ვინაიდან ამან შეიძლება გამოიწვიოს ჰემოლიზი (ანემია).

ამგვარი დეფიციტის მქონე პაციენტებში შეიძლება განვითარდეს ჰემოლიზური ანემია.

განსაკუთრებული სიფრთხილე არის საჭირო, როდესაც ფურაზიდინი გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:

იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმელების უკმარისობა, ანემია, B ჯგუფის ვიტამინებისა და ფოლის მჟავას დეფიციტი და ფილტვის დაავადებები, ვინაიდან პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ერითროციტების დაშლა (ჰემოლიზი);

დიაბეტის მქონე პაციენტებში, ვინაიდან ნიტროფურანის წარმოებულების მიღების დროს შეიძლება განვითარდეს პოლინეიროპათიის ნიშნები;

რეპროდუქციული ასაკის მამაკაცებში, ვინაიდან კლინიკურმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ნიტროფურანის წარმოებულები ნეგატიურ გავლენას ახდენენ ტესტიკულურ ფუნქციაზე. მათ შეიძლება გამოიწვიონ სპერმის უჯრედის მოძრაობის დაქვეითება, სპერმის წარმოების შემცირება და სპერმის უჯრედოვანი სტრუქტურის დარღვევები.

პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას, რეკომენდებულია სისხლის ანალიზების ჩატარება და ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციების ბიოქიმიური პარამეტრების განსაზღვრა.

პრეპარატი შეიცავს საქაროზას. თუ რომელიმე შაქრის მიმართ გაქვთ აუტანლობა, პრეპარატის მიღებამდე აცნობეთ ექიმს.

ფურაგინუმ ადამედის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

ფურაგინუმ ადამედის მიღება უმჯობესია ცილის შემცველ საკვებთან ერთად.

ამ პრეპარატით მკურნალობის დროს არ შეიძლება ალკოჰოლის მიღება.

ფურაგინუმ ადამედის მიღება ბავშვებში

ფურაგინუმ ადამედი მიიღება ბავშვებში ორი წლის ზემოთ.

ორ წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის დოზა დგინდება ექიმის მიერ.

ორსულობა

პრეპარატის მიღებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

ემბრიონზე ან ნაყოფზე ფურაზიდინის მავნე ეფექტების შესახებ კლინიკური მონაცემების არარსებობის გამო, პრეპარატი არ გამოიყენება ორსულობის პირველ ტრიმესტრში. ნაყოფში ჰემოლიზური ანემიის ინდუქციის რისკის გამო, განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა არის საჭირო ორსულობის მესამე ტრიმესტრში. აუცილებელია სისხლში ჰემოგლობინის, ერითროციტებისა და რკინის დონეების რეგულარულად შემოწმება (სისხლის მორფოლოგიური ანალიზი).

ლაქტაცია

პრეპარატის მიღებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

დედის რძეში ფურაზიდინის გადასვლის გათვალისწინებით, პრეპარატი არ გამოიყენება ლაქტაციის პერიოდში.

ავტომობილებისა და მანქანა-დანადგარების მართვა

არ არსებობს მონაცემები ავტომობილებისა და მექანიზმების მართვის უნარზე ფურაზიდინით გამოწვეული ზემოქმედების შესახებ.

მიუხედავად ამისა, ზოგიერთ პაციენტში შეიძლება აღინიშნოს: თავბრუსხვევა, ძილიანობა, მხედველობის დარღვევები, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ავტომობილებისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

სხვა პრეპარატების გამოყენება

ექიმს უნდა ეცნობოს ყველა იმ პრეპარატის შესახებ, რომლებსაც პაციენტი ახლო წარსულში იღებდა, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების შესახებ.

ფურაზიდინი წარმოადგენს ნალიდიქსის მჟავას ანტაგონისტს, რომელიც ახდენს მისი ბაქტერიოსტატიკური ეფექტის ინჰიბირებას.

პრეპარატები, რომლებიც ზრდიან შარდმჟავას ელიმინაციას შარდით, როგორიცაა პრობენეციდი (მაღალი დოზებით) და სულფინპირაზონი, ამცირებენ ნიტროფურანის წარმოებულების ტუბულარულ სეკრეციას და იწვევენ ორგანიზმში ფურაზიდინის კუმულაციას, ზრდიან რა მის ტოქსიკურობას და ამცირებენ მის შარდისმიერ კონცენტრაციას მინიმალური ბაქტერიოსტატური კონცენტრაციის ქვემოთ და შედეგად იწვევენ თერაპიული ეფექტურობის დაქვეითებას. ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკები და ტეტრაციკლინები ფურაზიდინთან ერთად მიღებისას აძლიერებენ მის ანტიბაქტერიულ მოქმედებას. ქლორამფენიკოლი და რისტომიცინი ზრდიან მის ჰემოტოქსიკურ მოქმედებას. ფურაზიდინის მიღება მაგნიუმის ტრისილიკატის შემცველ ანტაციდებთან ერთად ამცირებს მის აბსორბციას. ატროპინი აფერხებს ნიტროფურანის წარმოებულების აბსორბციას, თუმცა აბსორბირებული სუბსტანციის მთლიანი რაოდენობა რჩება უცვლელი. B ჯგუფის ვიტამინების იმავდროული მიღება ზრდის ნიტროფურანის წარმოებულების აბსორბციას.

მოქმედება ლაბორატორიულ ანალიზებზე: ნიტროფურანის წარმოებულების მიღებისას დაფიქსირდა ცრუ დადებითი შედეგები შარდში გლუკოზის დონის განმსაზღვრელ ანალიზებში.

  • ფურაგინუმ ადამედის მიღების წესი

პრეპარატი მიიღება ექიმის მითითებების შესაბამისად. რაიმე ეჭვის შემთხვევაში, აუცილებელია ექიმთან განმეორებითი ვიზიტი. უმჯობესია პრეპარატის მიღება მოხდეს პერორალურად საკვებთან ერთად, განსაკუთრებით ცილის შემცველ საკვებთან ერთად, რაც ზრდის ფურაზიდინის შეთვისებას.

მწვავე ინფექციების მკურნალობა:

მოზრდილები:

მკურნალობის პირველი დღე: 100 მგ (ორი ტაბლეტი) დღეში ოთხჯერ (მაქსიმუმ რვა ტაბლეტი დღეში); მომდევნო დღეებში: 100 მგ (ორი ტაბლეტი) დღეში სამჯერ (დღეში ექვსი ტაბლეტი).

ბავშვები 2 წლიდან 14 წლამდე:

5-7 მგ/კგ სხეულის წონაზე დღეში, დაყოფილი 2-3 მიღებად (ტაბლეტი შეიძლება დაიფხვნას და შეერიოს რძეს).

პრეპარატი გამოიყენება 7-8 დღე. აუცილებლობისას, მკურნალობა უნდა განმეორდეს 10-15 დღის შემდეგ.

ორ წლამდე ასაკის ბავშვებში დოზა განისაზღვრება ექიმის მიერ.

რეკომენდებულზე მეტი დოზის მიღების შემთხვევაში

ნიტროფურანის წარმოებულებს გააჩნია დაბალი ტოქსიკურობა. თირკმელებით პრეპარატის ექსკრეციის გათვალისწინებით, თირკმლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში შეიძლება განვითარდეს ზედოზირების ნიშნები, როგორიცაა თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ალერგიული რეაქციები, გულისრევა, ანემია.

  • შესაძლო გვერდითი ეფექტები

ნებისმიერი პრეპარატის მსგავსად, ფურაგინუმ ადამედიც იწვევს გვერდით ეფექტებს. ნიტროფურანის წარმოებულები პაციენტთა უმრავლესობის მხრივ ხასიათდება კარგი ამტანობით. კლინიკური გამოკვლევებისას გამოვლენილი გვერდითი ეფექტებიდან, რომლებიც შეიძლება დაკავშირებული იყოს პრეპარატის მიღებასთან, ყველაზე ხშირად განვითარდა შემდეგი ეფექტები: გულისრევა (8%), თავის ტკივილი (6%), გაზების დაგროვება (1.5%). ქვემოთ ჩამოთვლილი სხვა სიმპტომები და ნიშნები გამოვლინდა 1%-ზე ნაკლებ პაციენტში და ისინი წარმოდგენილია ორგანოთა სისტემების მიხედვით:

დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ:

მეთჰემოგლობინემიით გამოწვეული ციანოზი (კანის მუქ ყავისფრად შეფერვა). გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტის მქონე პაციენტებში ფურაზიდინის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მეგალობლასტური ანემია (განვითარებული B12 ვიტამინის ან ფოლის მჟავას დეფიციტით) ან ჰემოლიზური ანემია (განვითარებული სისხლის წითელი უჯრედების სწრაფი დაშლის შედეგად).

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ:

ქავილი, ჭინჭრის ციება, ანაფილაქსია (დაუყოვნებელი ალერგიული რეაქცია), ანგიონევროზული შეშუპება, გამონაყარი.

დარღვევები რესპირატორული სისტემის მხრივ:

მწვავე, ქვემწვავე და ქრონიკული ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები ნიტროფურანის წარმოებულების მიმართ. ქრონიკული რეაქციები ვითარდება იმ პაციენტებში, რომლებიც პრეპარატს იღებენ ექვს თვეზე მეტი დროის განმავლობაში. რესპირატორულ სისტემასთან დაკავშირებული ჰიპერმგრძნობელობის მწვავე რეაქციები გამოვლინდა მაღალი ტემპერატურის, გაცივების, ხველის, გულმკერდის არეში ტკივილისა და პლევრის ექსუდატის სახით. აღნიშნული სიმპტომები რეგრესირდებოდა სწრაფად ან ძალიან სწრაფად პრეპარატის მოხსნის შემდეგ.

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ:

თავბრუსხვევა, ძილიანობა, მხედველობის დარღვევები, პერიფერიული ნეიროპათია (პერიფერიული ნერვის ფუნქციის დარღვევები), ასევე მწვავე და შეუქცევადი მიმდინარეობის (თირკმლის უკმარისობა, ანემია, შაქრიანი დიაბეტი, ელექტროლიტების ცვლის დარღვევა, B ვიტამინის ნაკლებობა, განსაკუთრებით ნეიროპათიის განვითარებისადმი წინასწარგანწყობილ პაციენტებში).

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ:

ყაბზობა, დიარეა, დისპეფსია (ქრონიკული ეპიგასტრიული ტკივილი), მუცლის ტკივილი, პირღებინება, სიალოადენიტი, პანკრეატიტი, ფსევდომემბრანული ენტერიტი.

დარღვევები ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ:

პრეპარატით ინდუცირებული ჰეპატიტის სიმპტომები და ნიშნები, ქოლესტატიური სიყვითლე (გამოწვეული ნაღველში ნაკადის ობსტრუქციით), ჰეპატონეკროზი.

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ:

თმის ცვენა, ექსფოლიაციური დერმატიტი, მრავალფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი (ბულოზური ერითემა).

ზოგადი დარღვევები და მდგომარეობები მიღების ადგილას:

მაღალი ტემპერატურა, გაცივება, სისუსტე, ინფექციები ნიტროფურანის წარმოებულების მიმართ რეზისტენტული მიკროორგანიზმებით, ყველაზე ხშირად Pseudomonas-ის ჩხირებით ან Candida-ს საფუარებით.

გარდა ამისა, პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ფურაგინუმს განუვითარდათ უცნობი სიხშირით შემდეგი სიმპტომები:

  • კუნთების კრუნჩხვები, კუნთების ტკივილი.
  • ფურაგინუმ ადამედის შენახვის წესი

ინახება ორიგინალ შეფუთვაში არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

პრეპარატი უნდა ინახებოდეს ბავშვებისათვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას.

  • დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს ფურაგინუმ ადამედი:

აქტიური სუბსტანცია არის ფურაზიდინი. ყოველი ტაბლეტი შეიცავს 50 მგ აქტიურ სუბსტანციას.

პრეპარატის სხვა კომპონენტები: სიმინდის სახამებელი, საქაროზა, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, სტეარინის მჟავა.

შენახვის ვადა: 4 წელი

ფურაგინუმ ადამედის ტაბლეტების აღწერა და შეფუთვის შემცველობა

ფურაგინუმ ადამედის 50 მგ ტაბლეტები არის მოყვითალო-ნარინჯისფერი.

ტაბლეტის ერთ მხარეს არის გასაყოფი ხაზი, ხოლო მეორე მხარე არის გლუვი. ტაბლეტი შესაძლებელია გაიყოს ორ ნაწილად.

ფურაგინუმ ადამედის ტაბლეტები წარმოდგენილია მუყაოს კოლოფებში, თითოეული კოლოფი შეიცავს 30 ტაბლეტს. (1 ბლისტერზე 30 ტაბლეტი).

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:

ს.ს. ადამედ ფარმა

პიენკოვი, მარიანა ადამკევიჩის ქუჩა 6ა

05-152 ჩოსნუვი, პოლონეთი

მწარმოებელი:

ს.ს. ადამედ ფარმა

მარშალ იუზეფ პილსუდსკის ქ. 5

95-200 პაბიანიცე, პოლონეთი.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა