ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
სისხლის შემცვლელები და საპერფუზიო ხსნარები

ტურკფლექსი 30% დექსტროზის წყალხსნარი

TURKFLEKS %30 DEKSTROZ SUDAKİ ÇÖZELTİSİ

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადთურქეთი
მოქმედი ნივთიერება
_ (Dextrose anhydrous)
ფორმა და შეფუთვა
30% 250მლ ი.ვ. საინფუზიო ხსნარი პაკეტი №1
მწარმოებელი
Turk İlaç ve Serum Sanayi A.Ş., თურქეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სისხლის შემცვლელები და საპერფუზიო ხსნარები, ხსნარები პარენტერალური კვებისთვის
ATC კოდი
B05BA03
რეგისტრაციის ნომერი
რ-044913
რეგისტრირებულია
4 მარტი 2026, მოქმედებს 4 მარტი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „ავერსი-ფარმა“
ურთიერთქმედების შემოწმებატურკფლექსი 30% დექსტროზის წყალხსნარი და სხვა წამალი ერთად

ტურკფლექსი 30% დექსტროზის წყალხსნარი — ინსტრუქცია ქართულად

მიღების წესი და დოზირება

  • მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები
  • ტურკფლექსი 30%-იანი დექსტროზას შენახვის პირობები
  • რას წარმოადგენს ტურკფლექსი 30%-იანი დექსტროზა და რისთვის გამოიყენება

ტურფლექსი 30% დექსტროზა წარმოადგენს ინტრავენურ ხსნარს, რომელიც გამოიყენება ორგანიზმიდან გამოდევნილი ან პერორალურად არასაკმარისად შეწოვილი ნახშირწყლების ჩასანაცვლებლად და ორგანიზმის ენერგეტიკული საჭიროებების ნაწილის დასაფარად.

ტურფლექსი 30% დექსტროზა ხელმისაწვდომია 250 მლ, 500 მლ და 1000 მლ პოლიპროპილენის (PP) პარკებში, სისტემის ნაკრებით და მათ გარეშე.

ის გამოიყენება შესაბამის ცილის წყაროსთან ერთად, როდესაც საკვებისა და წყლის პერორალური მიღება შეზღუდულია, მაგალითად, ოპერაციამდე და პოსტოპერაციულ ფაზაში ან ღვიძლის, თირკმლის, გულის და კუჭ-ნაწლავის მძიმე დაავადებების შემთხვევაში, როდესაც კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ცილების შეწოვა დაქვეითებულია ან როდესაც ორგანიზმის ცილის მოთხოვნილება მნიშვნელოვნად იზრდება, მაგალითად, დამწვრობის შემთხვევაში.

დექსტროზის (შაქრის) შემცველობის გამო, ტურკფლექსი 30% დექსტროზა შეიძლება გამოყენებულ იქნას სისხლში შაქრის დაბალი დონის ზოგიერთ შემთხვევაში. რადგან ის კალორიების გარდა ორგანიზმს წყლითაც ამარაგებს, ის ასევე გამოიყენება დეჰიდრატაციასთან დაკავშირებული გარკვეული მდგომარეობების სამკურნალოდ (სითხის არასაკმარისი მიღების, დიარეის, ღებინების ან ხშირი შარდვის შედეგად გამოწვეული სითხის ძლიერი დაკარგვის გამო).

ტურკფლექსი 30% დექსტროზა ასევე გამოიყენება გარკვეული კონცენტრირებული ინტრავენური მედიკამენტების გასაზავებლად მიღებამდე. მედიკამენტი შეჰყავთ მხოლოდ ინტრავენურად და შესაბამისი პლასტმასის მილის (კომპლექტის) მეშვეობით.

  • ინფორმაცია ტურკფლქსი 30% დექსტროზას გამოყენებამდე

ტურკფლექსი 30% დექსტროზა წარმოადგენს უსაფრთხო მედიკამენტს მრავალი პაციენტისთვის. თუმცა, თუ თქვენ გაქვთ გულის, თირკმლის, ღვიძლის ან ფილტვების პრობლემები ან დიაბეტი, ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს, რომ არ დაგინიშნოთ ეს სამკურნალო საშუალება.

უკუჩვენებები

არ გამოიყენოთ ტურკფლექსი 30% დექსტროზა, თუ ადრე გქონიათ ალერგიული რეაქცია დექსტროზაზე, აქტიურ ინგრედიენტზე ან მის რომელიმე დამხმარე ნივთიერებაზე, მაგალითად თუ გამოვლინდა უეცარი ქოშინი, ხიხინი, კანზე გამონაყარი, ქავილი ან სხეულის შეშუპება.

არ გამოიყენოთ ეს სამკურნალო საშუალება, თუ გაქვთ ალერგია სიმინდის შემცველ პროდუქტებზე.

თუ არ ხართ დარწმუნებული, გაქვთ თუ არა ალერგია, მიმართეთ ექიმს.

ეს მედიკამენტი არ უნდა იქნას გამოყენებული შემდეგ სიტუაციებში:

ქალასშიდა სისხლჩაქცევები.

მძიმე დეჰიდრატაცია.

შარდვის შეუძლებლობა (ანურია).

ღვიძლის დაავადებით გამოწვეული კომა.

ტურკფლექსი 30%-იანი დექსტროზა სიფრთხილით გამოიყენეთ შემდეგ სიტუაციებში:

თუ:

გაწუხებთ ლატენტური ან აშკარა დიაბეტი ან ნახშირწყლების აუტანლობა (ნებისმიერი მიზეზით);

გაქვთ მარილის დაბალი დონე ორგანიზმში;

გაწუხებთ გულის უკმარისობა (ამან შეიძლება გამოიწვიოს სითხის ჭარბი შეკავება სისხლის მიმოქცევის სისტემაში);

გაქვთ თირკმლის უკმარისობა (ამ შემთხვევაში შეიძლება შემცირდეს შაქრის მიმართ ტოლერანტობა), ეს მედიკამენტი სიფრთხილით დაგენიშნებათ.

ეს მედიკამენტი ასევე სიფრთხილით უნდა დაინიშნოს ძალიან დაბალი წონის მქონე ახალშობილებში (ამან შეიძლება გამოიწვიოს სისხლის სიბლანტის მომატება და შესაბამისად, ქალასშიდა სისხლდენის რისკის გაზრდა).

ამ მედიკამენტის გამოყენების დროს, განსაკუთრებით ხანგრძლივი ინტრავენური მკურნალობის დროს, შესაძლოა, მკურნალმა ექიმმა ხელახლა ჩაატაროს გამოკვლევა და მოითხოვოს სხვადასხვა სისხლის ანალიზებს ჩატარება.

რეკომენდებულია, რომ ამ მედიკამენტის შესაყვანად გამოყენებული მილები (ნაკრებები) შეიცვალოს ყოველ 24 საათში ერთხელ. პაკეტი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის დაუზიანებელი და გაჟონვისგან დაცულია, ხოლო შიგნით არსებული ხსნარი გამჭვირვალეა. თუ ეს გაფრთხილებები თქვენ გეხებათ, ან თუ ისინი წარსულშიც გამოგიყენებიათ, მიმართეთ ექიმს.

ტურფლექსი 30% დექსტროზას გამოყენება საკვებ და სასმელ პროდუქტებთან ერთად

ტურკფლექსი 30% დექსტროზა შეიყვანება ინტრავენურად. შესაბამისად, მიღების მეთოდის გამო, არ იწვევს ურთიერთქმედებას საკვებთან ან სასმელებთან.

სიფრთხილის ზომები

როგორც ყველა პარენტერალური ხსნარის შემთხვევაში, პროდუქტში დამატებული ყველა ნივთიერება თავსებადი უნდა იყოს. თუ საჭიროა დამატებების შეტანა, პაციენტისთვის მიღებამდე უნდა შემოწმდეს საბოლოო ნარევის თავსებადობა.

პრეპარატის დამატება გამოყენებამდე

ჩაუტარეთ დეზინფექცია აპლიკატორის შესაყვან პორტს.

19-22 კალიბრის ნემსიანი შპრიცის გამოყენებით შეიყვანეთ მედიკამენტი პაკეტში.

კარგად აურიეთ ხსნარი და დამატებული მედიკამენტი. კონცენტრირებული მედიკამენტების, როგორიცაა კალიუმის ქლორიდი, კარგი შერევის უზრუნველსაყოფად, ფრთხილად დააკაკუნეთ ვერტიკალური პაკეტის აპლიკატორის შესაყვან პორტზე.

გაფრთხილება: დამატებული მედიკამენტების შემცველი პარკები არ უნდა შეინახოთ.

მედიკამენტის შეყვანა ინფუზიის დროს

დახურეთ საინფუზიო კომპლექტზე არსებული დამჭერი.

დეზინფექცია გაუკეთეთ შესაყვან პორტს.

შპრიცისა და 19-22 G ნემსის გამოყენებით შეიყვანეთ მედიკამენტი შესაყვანი პორტის მეშვეობით.

ამოიღეთ პაკეტი დამჭერიდან და გადმოაბრუნეთ.

ამ მდგომარეობაში, ფრთხილად დააკაკუნეთ პაკეტის შესაყვან და საინექციო პორტებზე, რათა დარწმუნდეთ, რომ ხსნარი და დამატებული მედიკამენტი შერეულია.

დააბრუნეთ პაკეტი თავდაპირველ პოზიციაზე, გახსენით დამჭერი და განაგრძეთ შეყვანა.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ამ მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ტურკფლექსი 30% დექსტროზა გავლენას არ ახდენს მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ტურფლექსი 30% დექსტროზაში შემავალი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ

ეს სამკურნალო საშუალება არ შეიცავს რაიმე დამხმარე ნივთიერებას, რომელიც გაფრთხილებას საჭიროებს.

სხვა მედიკამენტებთან გამოყენება

გთხოვთ, აცნობოთ ექიმს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან ამჟამად იღებთ სხვა მედიკამენტებს, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემულ მედიკამენტებს, ვაქცინებს და მცენარეულ პრეპარატებს. ტურფლექსი 30% დექსტროზა შეუთავსებელია ზოგიერთ მედიკამენტთან. ეს ცნობილი შეუთავსებლობის მქონე მედიკამენტები არ უნდა დაემატონ ხსნარს; ამ მედიკამენტების გასაზავებლად უნდა იქნას გამოყენებული სხვა ხსნარები. ხსნარში დამატებულ სხვა მედიკამენტებთან შეუთავსებლობის რისკის მინიმიზაციის მიზნით, ჯანდაცვის სპეციალისტებმა უნდა შეამოწმონ მომზადებული ნარევი შემღვრეულობის ან ნალექის არსებობაზე შერევისთანავე, მიღებამდე და გარკვეული ინტერვალებით მიღების დროს.

სტეროიდული მედიკამენტების მიმღებ პაციენტებში ტურკფლექსი 30% დექსტროზა სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული.

გთხოვთ, აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ამჟამად იღებთ ან ბოლო დროს იღებდით რაიმე რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემულ მედიკამენტს.

გვერდითი მოვლენები

ძალიან ხშირი: შეიძლება განვითარდეს 10 პაციენტიდან 1-მდე.

ხშირი: შეიძლება განვითარდეს 10 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 100 -დან 1-ზე მეტში.

არახშირი: შეიძლება განვითარდეს 100 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 1000 -დან 1-ზე მეტში.

იშვიათი: შეიძლება განვითარდეს 1000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 10.000 -დან 1-ზე მეტში.

ძალიან იშვიათი: შეიძლება განვითარდეს 10.000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში.

უცნობია: არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია.

თუ გამოვლინდა რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი, შეწყვიტეთ ტურფლექსი 30%-იანი დექსტროზის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას:

ქავილი, სიწითლე/შეშუპება, წვა ინექციის ადგილას;

სუნთქვის გაძნელება, ხიხინი, ტკივილი გულმკერდის არეში;

სიცხის ან სიცივის შეგრძნება სხეულში;

ხელების, ფეხების, ტუჩების, სახის ან მთელი სხეულის შეშუპება;

თავბრუსხვევა, სისუსტის შეგრძნება;

გულისცემა.

ეს ყველაფერი ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია.

თუ შეამჩნევთ ამ სიმპტომებიდან რომელიმეს, ეს ნიშნავს, რომ გაქვთ მწვავე ალერგიული რეაქცია ტურფლექსი 30%-იან დექსტროზაზე.

შესაძლოა დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია. თუმცა, ყველა ეს ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენა იშვიათია.

თუ შეამჩნევთ რომელიმე შემდეგ სიმპტომს, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას:

ხშირი გვერდითი მოვლენები:

ორგანიზმში მარილის (ელექტროლიტების) დონის დარღვევები

სისხლში შაქრის დონის მომატება (ჰიპერგლიკემია)

არახშირი გვერდითი მოვლენები:

სისხლის გათხელება (ჰემოდილუზია)

სითხის შეკავება ორგანიზმში ან ხელებსა და ფეხებში წყლის შემცველობის მომატების გამო (ჰიპერვოლემია), გახშირებული სუნთქვა, სუნთქვის გაძნელება, ქოშინი მწოლიარე მდგომარეობისას ან კიბეებზე ასვლის დროს (გულის შეგუბებითი უკმარისობის სიმპტომები).

რეაქციები, როგორიცაა სიცხე და შემცივნება

ანთება ინექციის ადგილას

შაქარი შარდში

ოფლიანობა.

იშვიათი გვერდითი მოვლენები:

ალერგიული რეაქციები (ხსნარში დამატებული მედიკამენტის მიხედვით).

შეშუპება, გამაგრება ან გამობერილობა, რომელიც ვრცელდება ვენების გასწვრივ და ინექციის საწყისი ადგილიდან (თრომბოფლებიტი).

ეს ყველაფერი სერიოზული გვერდითი მოვლენებია. შესაძლოა საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

თუ შენიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული ამ ფურცელ-ჩანართში, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენების შეტყობინება

თუ თქვენ შენიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, მათ შორის ისეთებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ ნებისმიერი გვერდითი მოვლენის შესახებ თურქეთის წამლის უსაფრთხოების ორგანოს (TÜFAM) ვებ-გვერდზე www.titck.gov.tr ​​​​„გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების“ ლინკზე გადასვლით ან გვერდითი მოვლენების ცხელ ხაზზე დარეკვით ნომერზე 0 800 314 00 08. ნებისმიერი გვერდითი მოვლენის შესახებ შეტყობინებით, თქვენ ხელს შეუწყობთ თქვენს მიერ გამოყენებული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოწოდებას.

  • ტურკფლექსი 30% -იანი დექსტროზას შენახვის პირობები

შეინახეთ ტურკფლექსი 30% დექსტროზა ბავშვებისთვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას, ორიგინალ შეფუთვაში.

შეინახეთ არაუმეტეს 25°C ოთახის ტემპერატურაზე, პირდაპირი სინათლისგან დაცულ ადგილას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

ინსტრუქცია პრეპარატის სამედიცინო გამოყენების შესახებ

ტურკფლექსი 30%-იანი დექსტროზის ხსნარი წყალში

ინტრავენური გამოყენებისათვის.

სტერილური.

აქტიური ნივთერება: ხსნარის 100 მლ შეიცავს 30 გ უწყლო დექსტროზას.

დამხმარე ნივთიერება: საინექციო წყალი.

ამ მედიკამენტის გამოყენებამდე გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ გამოყენების ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლოა მოგვიანებით ხელახლა დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს მედიკამენტი დანიშნულია პირადად თქვენთვის; არ მისცეთ ის სხვებს.

თუკი ამ მედიკამენტის გამოყენების დროს მიმართავთ ექიმს ან საავადმყოფოს, აცნობეთ ექიმს, რომ იყენებთ ამ მედიკამენტს.

ზუსტად დაიცავით ინსტრუქცია. არ გამოიყენოთ მედიკამენტის რეკომენდებულ დოზაზე მაღალი ან დაბალი დოზა.

გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს:

  • რას წარმოადგენს ტურკფლექსი 30%-იანი დექსტროზა და რისთვის გამოიყენება
  • ინფორმაცია ტურკფლექსი 30%-იანი დექსტროზას გამოყენებამდე
  • ტურკფლექსი 30%-იანი დექსტროზას გამოყენების წესი
  • მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები
  • ტურკფლექსი 30%-იანი დექსტროზას შენახვის პირობები
  • რას წარმოადგენს ტურკფლექსი 30%-იანი დექსტროზა და რისთვის გამოიყენება

ტურფლექსი 30% დექსტროზა წარმოადგენს ინტრავენურ ხსნარს, რომელიც გამოიყენება ორგანიზმიდან გამოდევნილი ან პერორალურად არასაკმარისად შეწოვილი ნახშირწყლების ჩასანაცვლებლად და ორგანიზმის ენერგეტიკული საჭიროებების ნაწილის დასაფარად.

ტურფლექსი 30% დექსტროზა ხელმისაწვდომია 250 მლ, 500 მლ და 1000 მლ პოლიპროპილენის (PP) პარკებში, სისტემის ნაკრებით და მათ გარეშე.

ის გამოიყენება შესაბამის ცილის წყაროსთან ერთად, როდესაც საკვებისა და წყლის პერორალური მიღება შეზღუდულია, მაგალითად, ოპერაციამდე და პოსტოპერაციულ ფაზაში ან ღვიძლის, თირკმლის, გულის და კუჭ-ნაწლავის მძიმე დაავადებების შემთხვევაში, როდესაც კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ცილების შეწოვა დაქვეითებულია ან როდესაც ორგანიზმის ცილის მოთხოვნილება მნიშვნელოვნად იზრდება, მაგალითად, დამწვრობის შემთხვევაში.

დექსტროზის (შაქრის) შემცველობის გამო, ტურკფლექსი 30% დექსტროზა შეიძლება გამოყენებულ იქნას სისხლში შაქრის დაბალი დონის ზოგიერთ შემთხვევაში. რადგან ის კალორიების გარდა ორგანიზმს წყლითაც ამარაგებს, ის ასევე გამოიყენება დეჰიდრატაციასთან დაკავშირებული გარკვეული მდგომარეობების სამკურნალოდ (სითხის არასაკმარისი მიღების, დიარეის, ღებინების ან ხშირი შარდვის შედეგად გამოწვეული სითხის ძლიერი დაკარგვის გამო).

ტურკფლექსი 30% დექსტროზა ასევე გამოიყენება გარკვეული კონცენტრირებული ინტრავენური მედიკამენტების გასაზავებლად მიღებამდე. მედიკამენტი შეჰყავთ მხოლოდ ინტრავენურად და შესაბამისი პლასტმასის მილის (კომპლექტის) მეშვეობით.

  • ინფორმაცია ტურკფლქსი 30% დექსტროზას გამოყენებამდე

ტურკფლექსი 30% დექსტროზა წარმოადგენს უსაფრთხო მედიკამენტს მრავალი პაციენტისთვის. თუმცა, თუ თქვენ გაქვთ გულის, თირკმლის, ღვიძლის ან ფილტვების პრობლემები ან დიაბეტი, ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს, რომ არ დაგინიშნოთ ეს სამკურნალო საშუალება.

არ გამოიყენოთ ტურკფლექსი 30%-იანი დექსტროზა შემდეგ სიტუაციებში:

არ გამოიყენოთ ტურკფლექსი 30% დექსტროზა, თუ ადრე გქონიათ ალერგიული რეაქცია დექსტროზაზე, აქტიურ ინგრედიენტზე ან მის რომელიმე დამხმარე ნივთიერებაზე, მაგალითად თუ გამოვლინდა უეცარი ქოშინი, ხიხინი, კანზე გამონაყარი, ქავილი ან სხეულის შეშუპება.

არ გამოიყენოთ ეს სამკურნალო საშუალება, თუ გაქვთ ალერგია სიმინდის შემცველ პროდუქტებზე.

თუ არ ხართ დარწმუნებული, გაქვთ თუ არა ალერგია, მიმართეთ ექიმს.

ეს მედიკამენტი არ უნდა იქნას გამოყენებული შემდეგ სიტუაციებში:

ქალასშიდა სისხლჩაქცევები.

მძიმე დეჰიდრატაცია.

შარდვის შეუძლებლობა (ანურია).

ღვიძლის დაავადებით გამოწვეული კომა.

ტურკფლექსი 30%-იანი დექსტროზა სიფრთხილით გამოიყენეთ შემდეგ სიტუაციებში:

თუ:

გაწუხებთ ლატენტური ან აშკარა დიაბეტი ან ნახშირწყლების აუტანლობა (ნებისმიერი მიზეზით);

გაქვთ მარილის დაბალი დონე ორგანიზმში;

გაწუხებთ გულის უკმარისობა (ამან შეიძლება გამოიწვიოს სითხის ჭარბი შეკავება სისხლის მიმოქცევის სისტემაში);

გაქვთ თირკმლის უკმარისობა (ამ შემთხვევაში შეიძლება შემცირდეს შაქრის მიმართ ტოლერანტობა), ეს მედიკამენტი სიფრთხილით დაგენიშნებათ.

ეს მედიკამენტი ასევე სიფრთხილით უნდა დაინიშნოს ძალიან დაბალი წონის მქონე ახალშობილებში (ამან შეიძლება გამოიწვიოს სისხლის სიბლანტის მომატება და შესაბამისად, ქალასშიდა სისხლდენის რისკის გაზრდა).

ამ მედიკამენტის გამოყენების დროს, განსაკუთრებით ხანგრძლივი ინტრავენური მკურნალობის დროს, შესაძლოა, მკურნალმა ექიმმა ხელახლა ჩაატაროს გამოკვლევა და მოითხოვოს სხვადასხვა სისხლის ანალიზებს ჩატარება.

რეკომენდებულია, რომ ამ მედიკამენტის შესაყვანად გამოყენებული მილები (ნაკრებები) შეიცვალოს ყოველ 24 საათში ერთხელ. პაკეტი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის დაუზიანებელი და გაჟონვისგან დაცულია, ხოლო შიგნით არსებული ხსნარი გამჭვირვალეა. თუ ეს გაფრთხილებები თქვენ გეხებათ, ან თუ ისინი წარსულშიც გამოგიყენებიათ, მიმართეთ ექიმს.

ტურფლექსი 30% დექსტროზას გამოყენება საკვებ და სასმელ პროდუქტებთან ერთად

ტურკფლექსი 30% დექსტროზა შეიყვანება ინტრავენურად. შესაბამისად, მიღების მეთოდის გამო, არ იწვევს ურთიერთქმედებას საკვებთან ან სასმელებთან.

ორსულობა

ამ მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

არ გამოიყენოთ ტურფლექსი 30% დექსტროზა ორსულობის დროს, თუ ექიმი ამას კონკრეტულად მიზანშეწონილად არ ჩათვლის.

თუ მკურნალობის დროს აღმოაჩენთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვება

ამ პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

თუ კვებავთ ბავშვს ძუძუთი, აცნობეთ ექიმს. არ გამოიყენოთ ტურფლექსი 30% დექსტროზა ძუძუთი კვების დროს, თუ ექიმი ამას კონკრეტულად არ ჩათვლის საჭიროდ.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა

ტურკფლექსი 30% დექსტროზა გავლენას არ ახდენს მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ტურფლექსი 30% დექსტროზაში შემავალი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ

ეს სამკურნალო საშუალება არ შეიცავს რაიმე დამხმარე ნივთიერებას, რომელიც გაფრთხილებას საჭიროებს.

სხვა მედიკამენტებთან გამოყენება

გთხოვთ, აცნობოთ ექიმს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან ამჟამად იღებთ სხვა მედიკამენტებს, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემულ მედიკამენტებს, ვაქცინებს და მცენარეულ პრეპარატებს. ტურფლექსი 30% დექსტროზა შეუთავსებელია ზოგიერთ მედიკამენტთან. ეს ცნობილი შეუთავსებლობის მქონე მედიკამენტები არ უნდა დაემატონ ხსნარს; ამ მედიკამენტების გასაზავებლად უნდა იქნას გამოყენებული სხვა ხსნარები. ხსნარში დამატებულ სხვა მედიკამენტებთან შეუთავსებლობის რისკის მინიმიზაციის მიზნით, ჯანდაცვის სპეციალისტებმა უნდა შეამოწმონ მომზადებული ნარევი შემღვრეულობის ან ნალექის არსებობაზე შერევისთანავე, მიღებამდე და გარკვეული ინტერვალებით მიღების დროს.

სტეროიდული მედიკამენტების მიმღებ პაციენტებში ტურკფლექსი 30% დექსტროზა სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული.

გთხოვთ, აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ამჟამად იღებთ ან ბოლო დროს იღებდით რაიმე რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემულ მედიკამენტს.

  • ტურკფლექსი 30 % დექსტროზას მიღების წესი

მითითებები სწორი გამოყენების და დოზირების/მიღების სიხშირის შესახებ:

ამ მედიკამენტის დოზირებას და მიღების დროს განსაზღვრავს თქვენი ექიმი. ეს დამოკიდებული იქნება თქვენს ასაკზე, წონაზე და მისი მიღების მიზეზზე.

თუ ექიმი სხვაგვარად არ გირჩევთ, დაიცავით ეს ინსტრუქციები. გახსოვდეთ, რომ მედიკამენტი დროულად მიიღოთ.

ექიმი ასევე გაცნობებთ, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ტურკფლექსი 30%-იანი დექსტროზით მკურნალობა. არ შეწყვიტოთ მკურნალობა ნაადრევად, რადგან სასურველ შედეგს ვერ მიაღწევთ.

გამოყენების გზა და მეთოდი:

შეჰყავთ ვენაში შესაბამისი პლასტმასის მილის (სისტემის ნაკრების) მეშვეობით.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

გამოყენება ბავშვებში:

ბავშვებისთვის დოზას და შეყვანის კომპლექტის ზომას განსაზღვრავს ექიმი, რომელიც დაგინიშნავთ მედიკამენტს.

გამოყენება ხანდაზმულებში:

დოზირებას და მიღების სიჩქარეს ექიმი არეგულირებს პაციენტის წონის, კლინიკური და ბიოლოგიური მდგომარეობისა და თანმხლები მკურნალობის მიხედვით, როგორც მოზრდილებში.

განსაკუთრებული გამოყენების შემთხვევები:

განსაკუთრებული გამოყენების შემთხვევები არ აღინიშნება.

თუ ფიქრობთ, რომ ტურფლექსი 30% დექსტროზის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ მიიღეთ ტურფლქსი 30%-იანი დექსტროზას საჭიროზე მეტი დოზა:

თუ მიიღეთ ტურფლექსი 30% დექსტროზას საჭიროზე მეტი დოზა, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. დოზის გადაჭარბების ტიპიური საწყისი ნიშნებია წყლის დონის მომატება, სისხლში შაქრის დონის მომატება, სისხლში მაჩვენებლების (ჰემოგლობინი და ჰემატოკრიტი) დაქვეითება, სისხლში მარილების კონცენტრაციის შემცირება და სისხლის სიმკვრივის მომატება.

ნორმალური თირკმლის ფუნქციის მქონე პაციენტებში, დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, შარდის გამოყოფა იზრდება, რაც იწვევს მარილის კარგვას. შარდის ამ გაზრდილმა გამოყოფამ შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა ხარისხის დეჰიდრატაცია. თუ შარდის გამოყოფა შემცირდება, შეიძლება განვითარდეს სისხლის მიმოქცევის გადატვირთვის სიმპტომები (სითხის შეკავება და უჯრედშიდა კალიუმის დონის შემცირება).

თუ დაგავიწყდათ ტურფლექსი 30%-იანი დექსტროზის გამოყენება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსაციისთვის.

ტურფლექსი 30%-იანი დექსტროზით მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში შესაძლო ეფექტები: არ არსებობს.

  • მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები

ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად, ტურკფლექსი 30%-იან დექსტროზამაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები იმ ადამიანებში, რომლებსაც აქვთ მომატებული მგრძნობელობა მასში შემავალი ნივთიერებების მიმართ.

გვერდითი მოვლენები კლასიფიცირებულია შემდეგი გამოვლენის სიხშირის მიხედვით:

ძალიან ხშირი: შეიძლება განვითარდეს 10 პაციენტიდან 1-მდე.

ხშირი: შეიძლება განვითარდეს 10 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 100 -დან 1-ზე მეტში.

არახშირი: შეიძლება განვითარდეს 100 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 1000 -დან 1-ზე მეტში.

იშვიათი: შეიძლება განვითარდეს 1000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 10.000 -დან 1-ზე მეტში.

ძალიან იშვიათი: შეიძლება განვითარდეს 10.000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში.

უცნობია: არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია.

თუ გამოვლინდა რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი, შეწყვიტეთ ტურფლექსი 30%-იანი დექსტროზის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას:

ქავილი, სიწითლე/შეშუპება, წვა ინექციის ადგილას;

სუნთქვის გაძნელება, ხიხინი, ტკივილი გულმკერდის არეში;

სიცხის ან სიცივის შეგრძნება სხეულში;

ხელების, ფეხების, ტუჩების, სახის ან მთელი სხეულის შეშუპება;

თავბრუსხვევა, სისუსტის შეგრძნება;

გულისცემა.

ეს ყველაფერი ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია.

თუ შეამჩნევთ ამ სიმპტომებიდან რომელიმეს, ეს ნიშნავს, რომ გაქვთ მწვავე ალერგიული რეაქცია ტურფლექსი 30%-იან დექსტროზაზე.

შესაძლოა დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია. თუმცა, ყველა ეს ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენა იშვიათია.

თუ შეამჩნევთ რომელიმე შემდეგ სიმპტომს, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას:

ხშირი გვერდითი მოვლენები:

ორგანიზმში მარილის (ელექტროლიტების) დონის დარღვევები

სისხლში შაქრის დონის მომატება (ჰიპერგლიკემია)

არახშირი გვერდითი მოვლენები:

სისხლის გათხელება (ჰემოდილუზია)

სითხის შეკავება ორგანიზმში ან ხელებსა და ფეხებში წყლის შემცველობის მომატების გამო (ჰიპერვოლემია), გახშირებული სუნთქვა, სუნთქვის გაძნელება, ქოშინი მწოლიარე მდგომარეობისას ან კიბეებზე ასვლის დროს (გულის შეგუბებითი უკმარისობის სიმპტომები).

რეაქციები, როგორიცაა სიცხე და შემცივნება

ანთება ინექციის ადგილას

შაქარი შარდში

ოფლიანობა.

იშვიათი გვერდითი მოვლენები:

ალერგიული რეაქციები (ხსნარში დამატებული მედიკამენტის მიხედვით).

შეშუპება, გამაგრება ან გამობერილობა, რომელიც ვრცელდება ვენების გასწვრივ და ინექციის საწყისი ადგილიდან (თრომბოფლებიტი).

ეს ყველაფერი სერიოზული გვერდითი მოვლენებია. შესაძლოა საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

თუ შენიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული ამ ფურცელ-ჩანართში, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენების შეტყობინება

თუ თქვენ შენიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, მათ შორის ისეთებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ ნებისმიერი გვერდითი მოვლენის შესახებ თურქეთის წამლის უსაფრთხოების ორგანოს (TÜFAM) ვებ-გვერდზე www.titck.gov.tr ​​​​„გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების“ ლინკზე გადასვლით ან გვერდითი მოვლენების ცხელ ხაზზე დარეკვით ნომერზე 0 800 314 00 08. ნებისმიერი გვერდითი მოვლენის შესახებ შეტყობინებით, თქვენ ხელს შეუწყობთ თქვენს მიერ გამოყენებული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოწოდებას.

  • ტურკფლექსი 30% -იანი დექსტროზას შენახვის პირობები

შეინახეთ ტურკფლექსი 30% დექსტროზა ბავშვებისთვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას, ორიგინალ შეფუთვაში.

შეინახეთ არაუმეტეს 25°C ოთახის ტემპერატურაზე, პირდაპირი სინათლისგან დაცულ ადგილას.

არ გამოიყენოთ ნალექის შემთხვევაში.

განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის. ნაწილობრივ გამოყენებული პარკები არ უნდა შეინახოთ; ისინი უნდა განადგურდეს იმ სამედიცინო დაწესებულების სამედიცინო ნარჩენების უტილიზაციის პროცედურების შესაბამისად, სადაც გამოყენება განხორციელდა.

ვარგისიანობის ვადა მითითებულია თითოეული პარკის ეტიკეტზე. თუ ეს ვადა გასულია, ეს წამალი არ მოგეწოდებათ.

გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.

არ გამოიყენოთ ტურკფლექსი 30% დექსტროზა შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები ნაგავში! გადაეცით ისინი გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას.

ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი:

ტურკ ილაჩ ვე სერუმ სანაი ა.ს.

ბუგდუზ მაჰ. ენვერპასა კად. No:8, 06750

აკიურტი/ანკარა/თურქეთი

წინამდებარე ინსტრუქციის დამტკიცების თარიღი 22/06/2017.

შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის, რომლებთაც შეჰყავთ ეს მედიკამენტი.

გამოყენებამდე ხსნარი უნდა შემოწმდეს ვიზუალურად. შეყვანა ხდება ინტრავენურად სტერილური, პიროგენებისგან თავისუფალი კომპლექტების გამოყენების გამოყენებით.

უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ გამჭვირვალე, ნაწილაკებისგან თავისუფალი პროდუქტები დაუზიანებელი შეფუთვით.

საინფუზიო ნაკრები უნდა მიუერთდეს პროდუქტს და ინფუზია რაც შეიძლება მალე დაიწყოს. ხსნარში ნარჩენი ჰაერის გამო ჰაერის ემბოლიის თავიდან ასაცილებლად, სხვა საინფუზიო ხსნარებთან სერიული შეერთება უნდა იქნას თავიდან აცილებული. ხსნარი უნდა შეიყვანონ ასეპტიკურ პირობებში სტერილური საინფუზიო ნაკრების გამოყენებით. გამოყენებამდე სითხე უნდა გამოირეცხოს საინფუზიო ნაკრებით, რათა თავიდან იქნას აცილებული ჰაერის სისტემაში მოხვედრა. დამატებითი მედიკამენტების დამატება შესაძლებელია ასეპტიკურ პირობებში ინფუზიამდე და ინფუზიის დროს, ინექციის პორტიდან შეყვანილი ნემსის გამოყენებით. პარენტერალურად შეყვანამდე უნდა განისაზღვროს მიღებული პროდუქტის იზოტონურობა.

პაციენტისთვის შეყვანამდე დამატებული მედიკამენტი კარგად უნდა შეერიოს ხსნარს. დამატებული მედიკამენტის შემცველი ხსნარები უნდა იქნას გამოყენებული მედიკამენტის დამატებისთანავე და არ უნდა შეინახოს შემდგომი გამოყენებისთვის.

ხსნარში სხვა მედიკამენტების დამატებამ ან არასწორი შეყვანის ტექნიკის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს პროდუქტის პიროგენული დაბინძურება და ცხელებითი რეაქცია. გვერდითი რეაქციის განვითარების შემთხვევაში, ინფუზია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის. ნაწილობრივ გამოყენებული ხსნარების შენახვა დაუშვებელია. ნაწილობრივ გამოყენებული პარკები არ უნდა იყოს ხელახლა შეერთებული პაციენტებზე გამოყენებულ სისტემებთან.

მითითებები გახსნის შესახებ:

შეამოწმეთ გარე შეფუთვა დაზიანებისა და გაჟონვის არსებობაზე. არ გამოიყენოთ, თუ შეფუთვა დაზიანებულია.

გახსენით გარე დამცავი შეფუთვა.

პაკეტის დამცავ შეფუთვას მოუჭერით ხელი მისი მთლიანობის შესამოწმებლად. შეამოწმეთ პაკეტში არსებული ხსნარის გამჭვირვალობა და დარწმუნდით, რომ ის თავისუფალია უცხო ნაწილაკებისაგან.

მითითებები ინექციის მომზადებისათვის:

ამოიღეთ პაკეტიდან.

მოხსენით დამცავი თავსახური აპლიკატორის წვერიდან.

მჭიდროდ ჩადეთ აპლიკატორის თავი აპლიკატორის წვერში.

პაციენტისთვის ხსნარის მისაცემად მიჰყევით ნაკრებში მოწოდებულ ინსტრუქციას.

დამატებითი მედიკამენტების დამატება:

გაფრთხილება: როგორც ყველა პარენტერალური ხსნარის შემთხვევაში, პროდუქტში დამატებული ყველა ნივთიერება თავსებადი უნდა იყოს. თუ საჭიროა დამატებების შეტანა, პაციენტისთვის მიღებამდე უნდა შემოწმდეს საბოლოო ნარევის თავსებადობა.

პრეპარატის დამატება გამოყენებამდე

ჩაუტარეთ დეზინფექცია აპლიკატორის შესაყვან პორტს.

19-22 კალიბრის ნემსიანი შპრიცის გამოყენებით შეიყვანეთ მედიკამენტი პაკეტში.

კარგად აურიეთ ხსნარი და დამატებული მედიკამენტი. კონცენტრირებული მედიკამენტების, როგორიცაა კალიუმის ქლორიდი, კარგი შერევის უზრუნველსაყოფად, ფრთხილად დააკაკუნეთ ვერტიკალური პაკეტის აპლიკატორის შესაყვან პორტზე.

გაფრთხილება: დამატებული მედიკამენტების შემცველი პარკები არ უნდა შეინახოთ.

მედიკამენტის შეყვანა ინფუზიის დროს

დახურეთ საინფუზიო კომპლექტზე არსებული დამჭერი.

დეზინფექცია გაუკეთეთ შესაყვან პორტს.

შპრიცისა და 19-22 G ნემსის გამოყენებით შეიყვანეთ მედიკამენტი შესაყვანი პორტის მეშვეობით.

ამოიღეთ პაკეტი დამჭერიდან და გადმოაბრუნეთ.

ამ მდგომარეობაში, ფრთხილად დააკაკუნეთ პაკეტის შესაყვან და საინექციო პორტებზე, რათა დარწმუნდეთ, რომ ხსნარი და დამატებული მედიკამენტი შერეულია.

დააბრუნეთ პაკეტი თავდაპირველ პოზიციაზე, გახსენით დამჭერი და განაგრძეთ შეყვანა.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა