ნეოტონი
Neoton
კომპლექსური თერაპიისას: მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტი; გულის ქრონიკული უკმარისობა; პერიოპერაციული მიოკარდიული იშემია; პერიოპერაციული კიდურების იშემია; მწვავე ინსულტი; სპორტულ მედიცინაში: სპორტული დატვირთვის სინდრომის განვითარების პრევენცია და ჭარბი ფიზიკური დატვირთვით გამოწვეული სტრესის ადაპტაცია.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- _ (Creatine phosphate sodium salt)
- ფორმა და შეფუთვა
- 1გ ფხვნილი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად მინის ფლაკონი №1 + 50მლ გამხსნელი (საინექციო წყალი) მინის ფლაკონი №1 ერთჯერად საინფუზიო სისტემასთან ერთად შეფუთვაში
- მწარმოებელი
- Alfasigma S.p.A., იტალია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- კარდიალური თერაპია, კარდიალური სხვა პრეპარატები
- ATC კოდი
- C01EB06
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-045792
- რეგისტრირებულია
- 26 ივნისი 2026, მოქმედებს 26 ივნისი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Pharmagate Ltd. (დიდი ბრიტანეთი)
- განმცხადებელი
- ფარმაგეიტ კავკასიის წარმომადგენლობა
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ნეოტონი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
კომპლექსური თერაპიისას:
მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტი;
გულის ქრონიკული უკმარისობა;
პერიოპერაციული მიოკარდიული იშემია;
პერიოპერაციული კიდურების იშემია;
მწვავე ინსულტი;
სპორტულ მედიცინაში: სპორტული დატვირთვის სინდრომის განვითარების პრევენცია და ჭარბი ფიზიკური დატვირთვით გამოწვეული სტრესის ადაპტაცია.
მიღების წესი და დოზირება
მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტის დროს: პრეპარატი შეიყვანება ვენაში ინფუზიით დოზით 2-4 გ, შემდეგ 2-საათიანი წვეთოვანი ინფუზიით დოზით 8-16 გ 200 მლ 5%-იან დექსტროზას ხნსარში პირველი დღის განმავლობაში. მეორე დღეს პრეპარატი შეიყვანება დოზით 2-4 გ ვენაში წვეთოვანი ინფუზიით დღეში ორჯერ. აუცილებლობისას, შეიძლება გაგრძელდეს დღეში ორჯერ 2 გ დოზის შეყვანა 6 დღის განმავლობაში.
გულის ქრონიკული უკმარისობისას: პრეპარატი შეიყვანება დოზით 1-2 გ ვენაში წვეთოვანი ინფუზიის სახით დღეში ორჯერ 10-14 დღის განმავლობაში.
ინტრაოპერაციული მიოკარდიული იშემიის დროს: პრეპარატი შეიყვანება ჩვეულებრივ კარდიოპლეგიურ ხსნართან ერთად, დოზით 3 გ/ლ. ნეოტონი უნდა დაემატოს ხსნარს უშუალოდ შეყვანამდე. რეკომენდებულია ინფუზიის კურსის ჩატარება დოზით 2 გ დღეში ორჯერ 3-5 დღე ოპერაციამდე და 1-2 დღე ოპერაციის შემდეგ.
ინტრაოპერაციული კიდურების იშემიის რისკის დადგომისას, რეკომენდებულია პრეპარატის ნაკადის ინფუზიით ვენაში შეყვანა დოზით 2-4 გ ოპერაციის წინ, შემდეგ 8-10 გ გაზავებული 5%-იან დექსტროზას ხსნარში, ოპერაციის დროს და რეპერფუზიის პერიოდში.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
კომპლექსური თერაპიის ფარგლებში, ნეოტონმა შეიძლება გაზარდოს ანტიარითმიული, ანტიანგინალური პრეპარატების ეფექტიანობა, აგრეთვე იმ პრეპარატების, რომლებიც დადებით ზეგავლენას ახდენენ ინოტროპულ მიოკარდიალურ ფუნქციაზე.
ორსულობა და ძუძუთი კვება
არ არსებობს მონაცემები პრეპარატის ორსულობისა და ლაქტაციის (ძუძუთი კვება) პერიოდში გამოყენების შესახებ.
სპეციალური სიფრთხილის ზომები
პროდუქტი მიიღება ხანმოკლე დროის განმავლობაში იშემიური ნიშნების პირველივე გამოვლინებების შემდეგ.
ნეოტონი არ გამოიყენება გულის დისფუნქციის ურგენტული თერაპიისათვის.
გვერდითი მოვლენები
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, არტერიული ჰიპოტენზია (სწრაფი ინტრავენური შეყვანისას).
ჭარბი დოზა
არ არსებობს მონაცემები ჭარბი დოზირების შესახებ.
შეფუთვის სახეობა
ნეოტონი: 1 გ კრისტალისებური თეთრი ფხვნილი საინფუზიო ხსნარისათვის უფერო ნეიტრალურ შუშის ფლაკონში.
გამხსნელი: 50 მლ საინექციო წყალი უფერო ნეიტრალურ შუშის ბოთლში.
1 კომპლექტი პერფუზიული მიღებისათვის.
შემადგენლობა
აქტიური სუბსტანცია - კრეატინინის ფოსფატის ნატრიუმის მარილი - 1 გ.
ფარმაკოლოგიური მოქმედება
ნეოტონი აუმჯობესებს მეტაბოლიზმს მიოკარდიუმსა და კუნთების ქსოვილებში. მისი ქიმიური სტრუქტურა მაკროერგიული ენდოგენური ფოსფოკრეატინის სტრუქტურის იდენტურია. იგი ახდენს იშემიური კარდიომიოციტების და მიოციტების სარკოლემას დესტრუქციის პრევენციას, უზრუნველყოფს ენერგიის ინტრაცელულარულ ტრანსპორტირებას. მიკროცირკულაციის გაუმჯობესებით ამცირებს ნეკროტული და იშემიური უბნის ზომას. იშემიური და პოსტ-იშემიური რეპერფუზიის დროს გამოყენებისას პროდუქტს გააჩნია ანტიარითმიული მოქმედება ასოცირებული ექტოპიური ვენტრიკულური აქტივობის შემცირებასთან და პურკინის ბოჭკოვანი უჯრედების ფიზიოლოგიური ფუნქციების შენარჩუნებასთან დაკავშირებით.
ფარმაკოკინეტიკა
განაწილება: ერთჯერადი ინტრავენური ინფუზიის შემდეგ მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა 1-3 წუთში. პროდუქტი უპირატესად აკუმულირდება ჩონჩხის კუნთებში, მიოკარდიუმსა და ტვინში. აკუმულაცია ღვიძლსა და ფილტვის ქსოვილებში უმნიშვნელოა.
ელიმინაცია: ნახევარგამოყოფის პერიოდი სწრაფი ფაზის დროს არის 30-35 წთ; ნახევარგამოყოფის პერიოდი ნელი ფაზის დროს შეადგენს რამდენიმე საათს. პრეპარატი გამოიდევნება თირკმელების საშუალებით.
შენახვის პირობები
შეინახეთ 25°C -მდე ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა
პროდუქტი - 3 წელი, გამხსნელი - 5 წელი.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
ნეოტონი
NEOTON
რეგისტრაციის ნომერი:
პრეპარატის სავაჭრო (დაპატენტებული) დასახელება:
ნეოტონი
საერთაშორისო არადაპატენტებული დასახელება (სად):
ფოსფოკრეატინი
ფარმაცევტული ფორმა: კრისტალისებური თეთრი ფხვნილი საინფუზიო ხსნარისათვის.
შემადგენლობა: აქტიური სუბსტანცია - კრეატინინის ფოსფატის ნატრიუმის მარილი - 1 გ.
ფარმაკოლოგიური მოქმედება
ნეოტონი აუმჯობესებს მეტაბოლიზმს მიოკარდიუმსა და კუნთების ქსოვილებში. მისი ქიმიური სტრუქტურა მაკროერგიული ენდოგენური ფოსფოკრეატინის სტრუქტურის იდენტურია. იგი ახდენს იშემიური კარდიომიოციტების და მიოციტების სარკოლემას დესტრუქციის პრევენციას, უზრუნველყოფს ენერგიის ინტრაცელულარულ ტრანსპორტირებას. მიკროცირკულაციის გაუმჯობესებით ამცირებს ნეკროტული და იშემიური უბნის ზომას. იშემიური და პოსტ-იშემიური რეპერფუზიის დროს გამოყენებისას პროდუქტს გააჩნია ანტიარითმიული მოქმედება ასოცირებული ექტოპიური ვენტრიკულური აქტივობის შემცირებასთან და პურკინის ბოჭკოვანი უჯრედების ფიზიოლოგიური ფუნქციების შენარჩუნებასთან დაკავშირებით.
ფარმაკოკინეტიკა
განაწილება: ერთჯერადი ინტრავენური ინფუზიის შემდეგ მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა 1-3 წუთში. პროდუქტი უპირატესად აკუმულირდება ჩონჩხის კუნთებში, მიოკარდიუმსა და ტვინში. აკუმულაცია ღვიძლსა და ფილტვის ქსოვილებში უმნიშვნელოა.
ელიმინაცია: ნახევარგამოყოფის პერიოდი სწრაფი ფაზის დროს არის 30-35 წთ; ნახევარგამოყოფის პერიოდი ნელი ფაზის დროს შეადგენს რამდენიმე საათს. პრეპარატი გამოიდევნება თირკმელების საშუალებით.
გამოყენების ჩვენებები
კომპლექსური თერაპიისას:
მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტი;
გულის ქრონიკული უკმარისობა;
პერიოპერაციული მიოკარდიული იშემია;
პერიოპერაციული კიდურების იშემია;
მწვავე ინსულტი;
სპორტულ მედიცინაში: სპორტული დატვირთვის სინდრომის განვითარების პრევენცია და ჭარბი ფიზიკური დატვირთვით გამოწვეული სტრესის ადაპტაცია.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია
არ არსებობს მონაცემები პრეპარატის ორსულობისა და ლაქტაციის (ძუძუთი კვება) პერიოდში გამოყენების შესახებ.
სპეციალური სიფრთხილის ზომები
პროდუქტი მიიღება ხანმოკლე დროის განმავლობაში იშემიური ნიშნების პირველივე გამოვლინებების შემდეგ.
ნეოტონი არ გამოიყენება გულის დისფუნქციის ურგენტული თერაპიისათვის.
მიღების წესი და დოზები
მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტის დროს: პრეპარატი შეიყვანება ვენაში ინფუზიით დოზით 2-4 გ, შემდეგ 2-საათიანი წვეთოვანი ინფუზიით დოზით 8-16 გ 200 მლ 5%-იან დექსტროზას ხნსარში პირველი დღის განმავლობაში. მეორე დღეს პრეპარატი შეიყვანება დოზით 2-4 გ ვენაში წვეთოვანი ინფუზიით დღეში ორჯერ. აუცილებლობისას, შეიძლება გაგრძელდეს დღეში ორჯერ 2 გ დოზის შეყვანა 6 დღის განმავლობაში.
გულის ქრონიკული უკმარისობისას: პრეპარატი შეიყვანება დოზით 1-2 გ ვენაში წვეთოვანი ინფუზიის სახით დღეში ორჯერ 10-14 დღის განმავლობაში.
ინტრაოპერაციული მიოკარდიული იშემიის დროს: პრეპარატი შეიყვანება ჩვეულებრივ კარდიოპლეგიურ ხსნართან ერთად, დოზით 3 გ/ლ. ნეოტონი უნდა დაემატოს ხსნარს უშუალოდ შეყვანამდე. რეკომენდებულია ინფუზიის კურსის ჩატარება დოზით 2 გ დღეში ორჯერ 3-5 დღე ოპერაციამდე და 1-2 დღე ოპერაციის შემდეგ.
ინტრაოპერაციული კიდურების იშემიის რისკის დადგომისას, რეკომენდებულია პრეპარატის ნაკადის ინფუზიით ვენაში შეყვანა დოზით 2-4 გ ოპერაციის წინ, შემდეგ 8-10 გ გაზავებული 5%-იან დექსტროზას ხსნარში, ოპერაციის დროს და რეპერფუზიის პერიოდში.
გვერდითი ეფექტები
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, არტერიული ჰიპოტენზია (სწრაფი ინტრავენური შეყვანისას).
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
კომპლექსური თერაპიის ფარგლებში, ნეოტონმა შეიძლება გაზარდოს ანტიარითმიული, ანტიანგინალური პრეპარატების ეფექტიანობა, აგრეთვე იმ პრეპარატების, რომლებიც დადებით ზეგავლენას ახდენენ ინოტროპულ მიოკარდიალურ ფუნქციაზე.
ჭარბი დოზა
არ არსებობს მონაცემები ჭარბი დოზირების შესახებ.
შეფუთვის სახეობა
ნეოტონი: 1 გ კრისტალისებური თეთრი ფხვნილი საინფუზიო ხსნარისათვის უფერო ნეიტრალურ შუშის ფლაკონში.
გამხსნელი: 50 მლ საინექციო წყალი უფერო ნეიტრალურ შუშის ბოთლში.
1 კომპლექტი პერფუზიული მიღებისათვის.
შენახვის პირობები
შეინახეთ 25°C -მდე ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა
პროდუქტი - 3 წელი, გამხსნელი - 5 წელი.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
მწარმოებელი
„ალფასიგმა ს.პ.ა.“ - იტალია
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.



