მოქსიფლოქსაცინი ნორმონი 400 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები EFG
Moxifloxacino Normon 400 mg comprimidos recubiertos con película EFG
რა უნდა იცოდეს პაციენტმა მოქსიფლოქსაცინი ნორმონის მიღებამდე; მოქსიფლოქსაცინი ნორმონის მიღების წესი;
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- მოქსიფლოქსაცინი (moxifloxacin)
- ფორმა და შეფუთვა
- 400მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №7
- მწარმოებელი
- LABORATORIOS NORMON, S.A., ესპანეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ფტორქინოლონები
- ATC კოდი
- J01MA14
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-046167
- რეგისტრირებულია
- 19 აგვისტო 2026, მოქმედებს 19 აგვისტო 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
მოქსიფლოქსაცინი ნორმონი 400 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები EFG — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
რა უნდა იცოდეს პაციენტმა მოქსიფლოქსაცინი ნორმონის მიღებამდე;
მოქსიფლოქსაცინი ნორმონის მიღების წესი;
მიღების წესი და დოზირება
მოქსიფლოქსაცინის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
რეკომენდებული დოზაა 400 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი ერთხელ დღეში.
მოქსიფლოქსაცინის ტაბლეტების მიღება ხდება პერორალურად. ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად (მომწარო გემოს დასაფარად) და დიდი რაოდენობის სითხის მიყოლებით. მოქსიფლოქსაცინის მიღება შეიძლება როგორც ჭამის დროს, ისე კვებისგან დამოუკიდებლად. ტაბლეტის მიღება უნდა მოხდეს დაახლოებით ერთსა და იმავე დროს, ყოველდღე.
არ არის საჭირო დოზის კორექცია ხანდაზმულ პაციენტებში, მცირე წონის ან თირკმლის პრობლემების მქონე პაციენტებში.
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინფექციის ტიპზე. თუ ექიმის მიერ არ არის დანიშნული სხვა დოზა, მოქსიფლოქსაცინით მკურნალობა არის შემდეგი სახის:
ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების გამწვავება (ბრონქიტის ჩათვლით)): 5-10 დღე;
ფილტვების არაჰოსპიტალური ინფექციები (პნევმონია), გარდა მძიმე შემთხვევებისა: 10 დღე;
სინუსური წიაღების მწვავე ინფექცია (მწვავე ბაქტერიული სინუსიტი): 7 დღე;
ქალებში ზედა სასქესო გზების სუსტი ან საშუალო სიმძიმის ინფექციები (მენჯის ღრუს ანთებითი დაავადებები), მათ შორის ფალოპის მილის ინფექციები და საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ინფექციები: 14 დღე.
როცა მოქსიფლოქსაცინი 400 მგ ტაბლეტები გამოიყენება მოქსიფლოქსაცინის საინფუზიო ხსნარით (ინტრავენური მკურნალობა) დაწყებული თერაპიის კურსის დასამთავრებლად, გამოყენების რეკომენდებული ხანგრძლივობაა:
ფილტვების არაჰოსპიტალური ინფექცია (პნევმონია) (ინტრავენური და შემდგომ ტაბლეტებით თერაპიის სრული ხანგრძლივობა): 7-14 დღე.
პნევმონიის მქონე უმეტესობა პაციენტები ინტრავენური მკურნალობიდან პერორალურ მკურნალობაზე გადადიან 4 დღის შემდეგ.
კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები (ინტრავენური და შემდგომ ტაბლეტებით თერაპიის სრული ხანგრძლივობა): 7-21 დღე.
კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციების მქონე უმეტესობა პაციენტები ინტრავენური მკურნალობიდან პერორალურ მკურნალობაზე გადადიან 6 დღის შემდეგ.
მნიშვნელოვანია მკურნალობის კურსის დასრულება, მდგომარეობის გაუმჯობესების მიუხედავად რამდენიმე დღის შემდეგ. მოქსიფლოქსაცინის მიღების ნაადრევად შეწყვეტისას ინფექცია შეიძლება სრულად არ განიკურნოს და განვითარდეს ინფექციის რეციდივი ან მდგომარეობა გაუარესდეს. ინფექციის გამომწვევი ბაქტერია შეიძლება რეზისტენტული გახდეს ანტიბიოტიკის მიმართ.
არ უნდა იქნეს გადაჭარბებული მკურნალობის რეკომენდებული დოზა და ხანგრძლივობა (იხ. პარაგრაფი 2. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები).
მოქსიფლოქსაცინი ნორმონის დოზის გადაჭარბებისას
დანიშნულ ერთ ტაბლეტზე მეტის მიღებისას საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან მიმართვა. თუ შესაძლებელია, პაციენტმა თან უნდა იქონიოს დარჩენილი ტაბლეტები, შეფუთვა ან გამოყენების ინსტრუქცია, რათა ექიმმა ან ფარმაცევტმა იცოდეს, რა მედიკამენტია მიღებული.
დოზის გადაჭარბების ან შემთხვევით გადაყლაპვისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან დაუყოვნებლივ მიმართვა ან ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურში დარეკვა, ესპანეთის ტელ.: +34 91 562 04 20, მედიკამენტის სახელწოდებისა და მიღებული რაოდენობის მითითებით.
მოქსიფლოქსაცინი ნორმონის მიღების დავიწყებისას
ტაბლეტის მიღების დავიწყებისას მისი მიღება უნდა მოხდეს გახსენებისთანავე, იმავე დღეს. თუ იმავე დღეს პაციენტს არ გაახსენდა, რეკომენდებული დოზის (ერთი ტაბლეტის) მიღება უნდა მოხდეს მეორე დღეს. დაუშვებელია დოზის გაორმაგება მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ.
თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
მოქსიფლოქსაცინი ნორმონით მკურნალობის შეწყვეტისას
მედიკამენტის მიღების ნაადრევად შეწყვეტისას ინფექცია სრულად შეიძლება არ განიკურნოს. საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტს სურს მკურნალობის კურსის დასრულებამდე ტაბლეტების მიღების შეწყვეტა.
ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთნ მიმართვა.
უკუჩვენებები
თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) აქტიური ნივთიერება მოქსიფლოქსაცინის, ქინოლონის ჯგუფის სხვა ანტიბიოტიკების ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში);
ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს;
თუ პაციენტი 18 წელზე ნაკლები ასაკისაა;
თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება მყესების პრობლემები, რომელიც დაკავშირებული იყო ქინოლონის ჯგუფის ანტიბიოტიკებით მკურნალობასთან. (იხ. „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“ და პარაგრაფი 4. „შესაძლო გვერდითი მოვლენები“). თუ პაციენტს აღენიშნება გულის რითმის თანდაყოლილი დარღვევა ან ნებისმიერი მდგომარეობა გულის რითმის დარღვევით (ჩანს ეკგ-ზე - გულის ელექტრული აქტივობის ჩანაწერზე), სისხლში მარილების დისბალანსი (განსაკუთრებით, კალიუმის ან მაგნიუმის დაბალი დონე სისხლში), ძალიან შენელებული გულის რითმი (ბრადიკარდია), გულის ფუნქციის დასუსტება (გულის უკმარისობა), ანამნეზში გულის რითმის დარღვევა, თუ პაციენტი იღებს სხვა მედიკამენტებს, რომლებიც იწვევნ ეკგ ცვლილებებს (იხ. სხვა მედიკამენტები და მოქსიფლოქსაცინი ნორმონი), რადგან მოქსიფლოქსაცინმა შეიძლება გამოიწვიოს ცვლილებები ეკგ-ზე, როგორიცაა QT ინტერვალის გახანგრძლივება, ანუ ელექტრული იმპულსების გამტარებლობის დაყოვნება;
თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის მძიმე დაავადება ან ღვიძლის ფერმენტების (ტრანსამინაზების) ნორმის ზედა ზღვართან შედარებით 5-ჯერ მომატება.
სიფრთხილის ზომები
საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე
თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება რომელიმე სერიოზული გვერდითი რეაქცია ქინოლონების ან ფტორქინოლონების მიღებისას, დაუშვებელია ფტორქინოლონის/ქინოლონის ჯგუფის ანტიბაქტერიული მედიკამენტების, მათ შორის მოქსიფლოქსაცინი ნორმონის მიღება. თუ ზემოთ აღნიშნული ეხება პაციენტს, საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა.
საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა მოქსიფლოქსაცინი ნორმონის მიღებამდე:
მოქსიფლოქსაცინმა შეიძლება შეცვლოს გულის ეკგ, განსაკუთრებით, თუ პაციენტი ქალია ან ხანდაზმულია. თუ პაციენტი იღებს რომელიმე მედიკამენტს, რომელიც აქვეითებს სისხლში კალიუმის დონეს, მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია (იხ. დაუშვებელია მოქსიფლოქსაცინი ნორმონის მიღება და სხვა მედიკამენტები და მოქსიფლოქსაცინი ნორმონი);
თუ პაციენტს აღენიშნება ეპილეფსია ან მდგომარეობა, რომელიც ზრდის კრუნჩხვების განვითარების ალბათობას, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია მოქსიფლოქსაცინის მიღებამდე;
თუ პაციენტს აღენიშნება ან ანამნეზში აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია მოქსიფლოქსაცინის მიღებამდე;
თუ პაციენტს აღენიშნება მიასთენია გრავისი, მოქსიფლოქსაცინის მიღებამ შეიძლება გააუარესოს დაავადების სიმპტომები. თუ პაციენტი ფიქრობს, რომ ეს აღენიშნება, საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა;
თუ პაციენტს ან მისი ოჯახის რომელიმე წევრს აღენიშნება გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას უკმარისობა (იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადება), საჭიროა ექიმთან მიმართვა, რომელიც გადაწყვეტს, მიზანშეწონილია თუ არა მოქსიფლოქსაცინით მკურნალობა;
თუ პაციენტი ქალია და აღენიშნება ზედა სასქესო გზების გართულებული ინფექცია (დაკავშირებული ფალოპის მილისა და საკვერცხის ან მენჯის აბსცესთან), ამ შემთხვევაში ექიმი მიიჩნევს, რომ აუცილებელია ინტრავენური მკურნალობა და მოქსიფლოქსაცინის ტაბლეტებით მკურნალობა არ არის მიზანშეწონილი;
ქალებში ზედა სასქესო გზების სუსტი ან საშუალო სიმძიმის ინფექციების მკურნალობის დროს ექიმმა შეიძლება დამატებით დანიშნოს სხვა ანტიბიოტიკი მოქსიფლოქსაცინთან ერთად. მკურნალობიდან სამი დღის შემდეგ თუ არ აღინიშნება გაუმჯობესება, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
თუ პაციენტს დიაგნოსტირებული აქვს დიდი სისხლძარღვის გაფართოება ან “ამობურცვა” (აორტის ანევრიზმა ან დიდი სისხლძარღვის პერიფერიული ანევრიზმა);
თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება აორტის განშრევების ეპიზოდი (აორტის კედლის გახევა);
თუ პაციენტი დიაბეტით დაავადებულია, შეიძლება აღენიშნოს სისხლში შაქრის დონის ცვლილებები მოქსიფლოქსაცინით მკურნალობის დროს;
თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება კანის მძიმე გამონაყარი ან კანის აქერცვლა, ბუშტუკების განვითარება და/ან პირის წყლულები მოქსიფლოქსაცინის მიღების შემდეგ;
თუ პაციენტს დიაგნოსტირებული გულის სარქველების ნაკლოვანება (გულის სარქვლების რეგურგიტაცია);
თუ პაციენტს აორტის ანევრიზმის ან აორტის განშრევების ოჯახური ანამნეზი აქვს ან აღენიშნება გულის სარქვლის თანდაყოლილი დაავადება, ან სხვა რისკფაქტორები, ან წინასწარგანმწყობი მდგომარეობები (როგორიცაა: შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები, როგორიცაა მარფანის სინდრომი ან ეჰლერს-დანლოსის ვასკულარული სინდრომი, ტერნერის სინდრომი, სიოგრენის სინდრომი [ანთებითი აუტოიმუნური დაავადება], ან სისხლძარღვების დაავადებები, როგორიცაა ტაკაიასუს არტერიიტი, გიგანტურუჯრედოვანი არტერიიტი, ბეჰჩეტის დაავადება, მაღალი არტერიული წნევა, ან დადგენილი ათეროსკლეროზი, რევმატოიდული ართრიტი [სახსრების დაავადება] ან ენდოკარდიტი [გულის ინფექცია].
მოქსიფლოქსაცინი ნორმონით მკურნალობის განმავლობაში
თუ პაციენტს მკურნალობის დროს აღენიშნება გულის ფრიალი ან არარეგულარული გულისცემა, საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა. ექიმი ჩაატარებს ეკგ გამოკვლევას გულის რითმის შესამოწმებლად;
გულის პრობლემების რისკი შეიძლება გაიზარდოს დოზის მომატებასთან ერთად. ამიტომ, დაცული უნდა იქნეს რეკომენდებული დოზირების სქემა;
იშვიათად შეიძლება განვითარდეს ძლიერი, უეცარი ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსიური რეაქცია/შოკი), მათ შორის პირველი დოზის მიღებისას. სიმპტომები მოიცავს მკერდის არეში მოჭერის შეგრძნებას, თავბრუსხვევის, გულისრევის ან გულისწასვლის შეგრძნებას, თავბრუსხვევას ადგომისას. თუ აღინიშნება ეს სიმპტომები, მოქსიფლოქსაცინის მიღება უნდა შეწყდეს და პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს დაუყოვნებლივ;
მოქსიფლოქსაცინმა შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის სწრაფი და მძიმე ანთება, რომლის დროსაც შეიძლება განვითარდეს სიცოცხლისათვის სახიფათო ღვიძლის უკმარისობა (ფატალური შემთხვევების ჩათვლით, იხ. პარაგრაფი 4. შესაძლო გვერდითი მოვლენები). თუ პაციენტი მოულოდნელად ცუდად გრძნობს თავს და/ან აღენიშნება ღებინება და ასევე, თვალის სკლერების გაყვითლება, მუქი შარდი, კანის ქავილი, სისხლდენისადმი მიდრეკილება ან ღვიძლით გამოწვეული თავის ტვინის დაავადება (ღვიძლის დაქვეითებული ფუნქციის სიმპტომები ან ღვიძლის სწრაფი და მძიმე ანთება), საჭიროა ექიმთან კონსულტაცია შემდგომი ტაბლეტების მიღებამდე;
ქინოლონის ანტიბიოტიკებმა, მათ შორის მოქსიფლოქსაცინმა, შეიძლება გამოიწვიოს კონვულსიები. ასეთ შემთხვევაში უნდა შეწყდეს მოქსიფლოქსაცინის მიღება და საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა;
გახანგრძლივებული, უნარშემზღუდველი და პოტენციურად შეუქცევადი სერიოზული გვერდითი მოვლენები: ფტორქინოლონის ან ქინოლონის ჯგუფის ანტიბიოტიკები, მათ შორის მოქსიფლოქსაცინი ნორმონი, დაკავშირებული იყო ძალიან იშვიათ, მაგრამ სერიოზულ გვერდით მოვლენებთან, რომელთაგან ზოგი ხანგრძლივი (გრძელდება თვეები ან წლები), უნარშემზღუდველი ან პოტენციურად შეუქცევადი იყო. ეს მოიცავს ზედა და ქვედა კიდურების მყესების, კუნთების და სახსრების ტკივილს, სიარულის გაძნელებას, პათოლოგიურ შეგრძნებებს, როგორიცაა: ჩხვლეტა, წიწკნა, ღიტინი, დაბუჟება ან წვა (პარესთეზია), სენსორული დარღვევები, მათ შორის მხედველობის, გემოსა და ყნოსვის და სმენის დარღვევა, დეპრესია, მეხსიერების დაზიანება, ძლიერი დაღლილობა და ძილის მძიმე დარღვევები.
თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენა მოქსიფლოქსაცინი ნორმონის მიღების შემდეგ, მკურნალობის გაგრძელებამდე საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა. მკურნალი ექიმი პაციენტთან ერთად გადაწყვეტს, როდის გაგრძელდეს მკურნალობა, ასევე, სხვა კლასის ანტიბიოტიკის გათვალისწინებით.
პაციენტს იშვიათად შეიძლება აღენიშნოს ნერვის დაზიანების (ნეიროპათიის) სიმპტომები, როგორიცაა ტერფებისა და ფეხების ან ხელებისა და მკლავების ტკივილი, წვა, ჩხვლეტის შეგრძნება, დაბუჟება და/ან სისუსტე. ასეთ შემთხვევაში მოქსიფლოქსაცინი ნორმონის მიღება უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, რათა არ განვითარდეს პოტენციურად შეუქცევადი მდგომარეობა.
პაციენტს შეიძლება აღენიშნოს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ქინოლონის ანტიბიოტიკების, მათ შორის მოქსიფლოქსაცინის, მიღებისას. ძალიან იშვიათ შემთხვევებში დეპრესიამ ან ფსიქიკურმა პრობლემებმა შეიძლება გამოიწვიონ სუიციდური აზრები და თვითდაზიანებითი ქცევა, როგორიცაა სუიციდის მცდელობა (იხ. პარაგრაფი 4. შესაძლო გვერდითი მოვლენები). თუ პაციენტს აღენიშნება ასეთი რეაქციები, უნდა შეწყდეს მოქსიფლოქსაცინის მიღება და ექიმის დაუყოვნებლივი ინფორმირება;
თუ პაციენტს განუვითარდა დიარეა ანტიბიოტიკების, მათ შორის მოქსიფლოქსაცინის, მიღებისას ან მისი მიღების შემდეგ. თუ დიარეა მძიმე ან მუდმივი ხასიათისაა, ან აღინიშნება სისხლი ან ლორწო განავალში, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს მოქსიფლოქსაცინის მიღება და პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს. დაუშვებელია მედიკამენტების მიღება, რომლებიც ანელებენ ან აჩერებენ ნაწლავების პერისტალტიკას;
სახსრების ტკივილი და შეშუპება და მყესების ანთება ან გაწყვეტა შეიძლება განვითარდეს იშვიათად. რისკი იზრდება, თუ პაციენტი ხანდაზმულია (60 წლის ასაკის ზემოთ), გადანერგილი აქვს ორგანო, აღენიშნება თირკმლის პრობლემები, ან მკურნალობდა კორტიკოსტეროიდებით. მყესების ანთება და გაწყვეტა შეიძლება განვითარდეს მკურნალობის დაწყებიდან პირველ 48 საათში, ან მოქსიფლოქსაცინი ნორმონით მკურნალობის შეწყვეტიდან რამდენიმე თვის შემდეგაც კი. მყესის (მაგ.: კოჭის, მაჯის, იდაყვის, მხრის ან მუხლის) ტკივილის ან ანთების პირველივე ნიშანზე უნდა შეწყდეს მოქსიფლოქსაცინი ნორმონის მიღება, საჭიროა ექიმთან მიმართვა და მტკივნეული ადგილის მოსვენებულ მდგომარეობაში ყოფნა. თავიდან უნდა იქნეს აცილებული ნებისმიერი არასაჭირო ვარჯიში, რადგან იზრდება მყესის გაწყვეტის რისკი;
თუ პაციენტი ხანდაზმულია და აქვს თირკმლის პრობლემები, მოქსიფლოქსაცინით მკურნალობის დროს საჭიროა დიდი რაოდენობით წყლის მიღება, რადგან დეჰიდრატაციამ შეიძლება გაზარდოს თირკმლის უკმარისობის რისკი;
თუ მოქსიფლოქსაცინით მკურნალობის დროს ზიანდება მხედველობა ან აღინიშნება თვალების დარღვევები, საჭიროა დაუყოვნებლივ ოფთალმოლოგთან კონსულტაცია (იხ პარაგრაფი 2. ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა და პარაგრაფი 4. შესაძლო გვერდითი მოვლენები);
ფტორქინოლონების ანტიბიოტიკებმა შეიძლება გამოიწვიონ სისხლში შაქრის დონის მომატება ნორმასთან შედარებით (ჰიპერგლიკემია) ან სისხლში შაქრის დონის დაქვეითება ნორმათან შედარებით (ჰიპოგლიკემია), რამაც შეიძლება გამოიწვიოს ცნობიერების დაკარგვა მძიმე შემთხვევებში (ჰიპოგლიკემიური კომა). თუ პაციენტს აღენიშნება დიაბეტი, რეკომენდებულია სისხლში შაქრის დონის ყურადღებითი მონიტორინგი; (იხ. პარაგრაფი 4. შესაძლო გვერდითი მოვლენები);
ქინოლონის ჯგუფის ანტიბიოტიკებმა შეიძლება კანი უფრო მგრძნობიარე გახადონ მზის სხივების ან ულტრაიისფერი სხივების მიმართ. თავიდან უნდა იქნეს აცილებული მზის სხივების ხანგრძლივი ზემოქმედება ან პირდაპირი მზის სხივები, დაუშვებელია გარუჯვა ან ულტრაიისფერი ნათურების ზემოქმედება მოქსიფლოქსაცინით მკურნალობის დროს;
არ არის დადგენილი მოქსიფლოქსაცინის ეფექტიანობა მძიმე დამწვრობების, ღრმა ქსოვილების ინფექციებისა და დიაბეტური ტერფის ინფექციების ოსტეომიელიტთან (ძვლის ტვინის ანთება) ერთად მკურნალობის დროს.
კანის სერიოზული რეაქციები:
კანის სერიოზული რეაქციები, მათ შორის, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (TEN), მწვავე გენერალიზებული ეგზანთემური პუსტულოზი (AGEP), აღწერილ იქნა მოქსიფლოქსაცინის გამოყენებისას.
SSJ/TEN თავდაპირველად შეიძლება გამოვლინდეს სხეულზე მოწითალო სამიზნის ფორმის ლაქების ან წრიული ლაქების სახით, ხშირად ბლისტერებით ცენტრში. ასევე შეიძლება განვითარდეს წყლულები პირში, ხახაში, ცხვირში, გენიტალიებსა და თვალებზე (წითელი ან შესივებული თვალები). კანის ამ მძიმე გამონაყარს ხშირად წინ უძღვის ცხელება და/ან გრიპის მსგავსი სიმპტომები. გამონაყარი შეიძლება პროგრესირდეს კანის გავრცელებული აქერცვლით და სიცოცხლისათვის სახიფათო გართულებებით ან შეიძლება ფატალური იყოს;
AGEP მკურნალობის დასაწყისში ვლინდება წითელი, აქერცვლადი, გავრცელებული გამონაყარით, კანქვეშა კვანძებით და ბლისტერებით, რომელსაც თან ახლავს ცხელება. ყველაზე ხშირი ლოკაციაა კანის ნაოჭები, ტორსი და ზედა კიდურები;
თუ პაციენტს აღენიშნება მკერდის, მუცლის ან წელის უეცარი და ძლიერი ტკივილი, რაც შეიძლება აორტის ანევრიზმის ან განშრევების სიმპტომი იყოს, საჭიროა დაუყოვნებლივ ემერჯენსის განყოფილებაში მიმართვა. რისკი შეიძლება გაიზარდოს, თუ პაციენტი მკურნალობდა სისტემური კორტიკოსტეროიდებით;
თუ პაციენტს აღენიშნება ქოშინის სწრაფი დაწყება, განსაკუთრებით დაწოლისას ან კოჭების, ტერფების ან მუცლის შესივება, ან გულის ფრიალის ახალი ეპიზოდი (სწრაფი ან არარეგულარული გულისცემის შეგრძნება), საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა;
თუ პაციენტს განუვითარდა ძლიერი გამონაყარი ან კანის რომელიმე ეს სიმპტომი, უნდა შეწყდეს მოქსიფლოქსაცინის მიღება და საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთნ მიმართვა ან გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.
ბავშვები და მოზარდები
მედიკამენტი არ ინიშნება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში, რადგან მისი ეფექტიანობა და უსაფრთხოება ამ ასაკობრივ ჯგუფში არ არის დადგენილი (იხ. პარაგრაფი “დაუშვებელია მოქსიფლოქსაცინი ნორმონის მიღება”).
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უახლეს წარსულში იღებდა ან აპირებს, მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი მოქსიფლოქსაცინ ნორმონთან ერთად
მოქსიფლოქსაცინის მიღებისას პაციენტმა უნდა იცოდეს შემდეგი:
თუ პაციენტი იღებს მოქსიფლოქსაცინს და სხვა მედიკამენტებს, რომლებიც გავლენას ახდენენ გულზე, იზრდება გულის რითმის ცვლილების რისკი. ამიტომ დაუშვებელია მოქსიფლოქსაცინის მიღება შემდეგ მედიკამენტებთან ერთად: ანტიარითმიული ჯგუფის მედიკამენტები, (როგორიცაა: ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი ამიოდარონი, სოტალოლი, დოფეტილიდი, იბუტილიდი), ანტიფსიქოზური საშუალებები (მგ.: ფენოთიაზინები, პიმოზიდი, სერტინდოლი, ჰალოპერიდოლი, სულტოპრიდი), ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ზოგიერთი ანტიმიკრობული საშუალებები (მაგ.: საქვინავირი, სპარფლოქსაცინი, ინტრავენური ერითრომიცინი, პენტამიდინი, მალარიის საწინააღმდეგო საშუალებები, კერძოდ, ჰალოფანტრინი), ზოგიერთი ანტიჰისტამინური საშუალება (მაგ.; ტერფენადინი, ასტემიზოლი, მიზოლასტინი) და სხვა მედიკამენტები (მაგ.: ცისაპრიდი, ინტრავენური ვინკამინი, ბეპრიდილი და დიფემანილი);
ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს სხვა მედიკამენტებს, რომლებიც აქვეითებენ სისხლში კალიუმის დონეს (მაგ.: მარყუჟოვანი და თიაზიდური დიურეტიკები, ზოგიერთი საფაღარათო საშუალება და ოყნა (დიდი დოზებით) ან კორტიკოსტეროიდები (ანტიანთებითი პრეპარატები), ამფოტერიცინი B), ან იწვევენ გულისცემის შენელებას, რადგან იზრდება გულის რითმის სერიოზული დარღვევების რისკი მოქსიფლოქსაცინის მიღებისას;
ნებისმიერმა მედიკამენტმა, რომელიც შეიცავს მაგნიუმს ან ალუმინს, როგორიცაა ანტაციდები - გამოიყენება დიპსეფსიის დროს, ან რკინის, თუთიის შემცველმა მედიკამენტმა ან დიდანოზინმა ან მედიკამენტმა, რომელიც შეიცავს სუკრალფატს, გამოიყენება კუჭის დაავადებების დროს, შეიძლება დააქვეითოს მოქსიფლოქსაცინის ტაბლეტების ეფექტი. ამიტომ მოქსიფლოქსაცინის ტაბლეტების მიღება უნდა მოხდეს სხვა მედიკამენტის მიღებამდე 6 საათით ადრე ან 6 საათის შემდეგ;
ნებისმიერი მედიკმენტი, რომელიც შეიცავს ნახშირს, მოქსიფლოქსაცინის ტაბლეტებთან ერთად მიღებისას, აქვეითებს მოქსიფლოქსაცინის მოქმედებას. ამიტომ, არ არის რეკომენდებული ამ მედიკამენტების ერთდროული მიღება;
თუ პაციენტი იღებს პერორალურ ანტიკოაგულანტებს (მაგ.: ვარფარინს), შეიძლება საჭირო გახდეს სისხლის შედედების დროის მონიტორინგი.
მოქსიფლოქსაცინი ნორმონის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
მოქსიფლოქსაცინის ეფექტზე გავლენას არ ახდენს საკვები, მათ შორის რძის პროდუქტები.
ორსულობა და ძუძუთი კვება
დაუშვებელია მოქსიფლოქსაცინის მიღება ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ორსულობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში. საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე.
ცხოველებზე კვლევები არ მიუთითებს, რომ პაციენტის რეპროდუქციული უნარი დაზიანდება ამ მედიკამენტის მიღებისას.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
მოქსიფლოქსაცინმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან გაბრუება, შეიძლება აღინიშნოს მხედველობის უეცარი, დროებითი დაკარგვა, ან გულისწასვლა ხანმოკლე პერიოდით. დაუშვებელია ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა, თუ პაციენტს აღენიშნება ასეთი სიმტომები.
მოქსიფლოქსაცინი ნორმონი შეიცავს ნატრიუმს
ეს მედიკამენტი შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს ერთ ტაბლეტში, რაც ნიშნავს, რომ ფაქტობრივად „თავისუფალია ნატრიუმისაგან“.
გვერდითი მოვლენები
მოქსიფლოქსაცინი ნორმონის შენახვის წესი;
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებაა მოქსიფლოქსაცინი. თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 400 მგ მოქსიფლოქსაცინს (მოქსიფლოქსაცინის ჰიდროქლორიდის სახით).
სხვა დამხმარე ნივთიერებებია: ტაბლეტის შიგთავსი: ნატრიუმის კროსკარმელოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, კოლოიდური უწყლო სილიციუმის დიოქსიდი, ტალკი და მაგნიუმის სტეარატი. ტაბლეტის აპკიანი გარსი: ჰიდროქსიპროპილცელულოზა (E-464), ტიტანის დიოქსიდი (E-171), მაკროგოლი 6000, ტალკი და რკინის წითელი ოქსიდი (E-172).
მოქსიფლოქსაცინი ნორმონის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა
მოქსიფლოქსაცინი ნორმონი 400 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები მოწოდებულია შეფუთვაში 5 და 7 ტაბლეტით.
ღია წითელი ფერის, მოგრძო ფორმის, ორმხრივამობურცული, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, აღნიშვნით “M400” ცალ მხარეს.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3
ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
LABORATORIOS NORMON, S.A.
Ronda de Valdecarrizo, 6
28760 Tres Cantos, Madrid
Spain
ლაბორატორიოს ნორმონ, ს.ა.
რონდა დე ვალდეკარიზო, 6
28760 ტრეს კანტოსი, მადრიდი
ესპანეთი
ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: 2022 წლის იანვარი
პრეპარატის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ესპანეთის წამლებისა და სამედიცინო მოწყობილობების სააგენტოს (AEMPS) ვებგვერდზე: http://www.aemps.gob.es
შენახვის პირობები
მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია პრეპარატის მიღება კონტეინერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი შეფუთვის ან პრეპარატის გადაგდება უნდა მოხდეს აფთიაქებში არსებულ SIGRE+ სიმბოლოთი აღნიშნულ ადგილას. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ნებისმიერი გამოუყენებელი კონტეინერის და პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სარეკომენდაციო ვერსია
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის
მოქსიფლოქსაცინი ნორმონი 400 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისათვის. არ შეიძლება მისი სხვა პირებისათვის მიცემა. დაავადების სიმტომების მსგავსების მიუხედავად, ის შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს მათთვის.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, იხ. პარაგრაფი 4.
ინსტრუქციაში მოცემულია:
რას წარმოადგენს მოქსიფლოქსაცინი ნორმონი და მისი გამოყენება;
რა უნდა იცოდეს პაციენტმა მოქსიფლოქსაცინი ნორმონის მიღებამდე;
მოქსიფლოქსაცინი ნორმონის მიღების წესი;
შესაძლო გვერდითი მოვლენები;
მოქსიფლოქსაცინი ნორმონის შენახვის წესი;
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია.
რას წარმოადგენს მოქსიფლოქსაცინი ნორმონი და მისი გამოყენება
მოქსიფლოქსაცინი ნორმონი შეიცავს მოქსიფლოქსაცინს აქტიური ნივთიერების სახით, რომელიც მიეკუთვნება ფტორქინოლონების ანტიბიოტიკების ჯგუფს. მოქსიფლოქსაცინი ნორმონი ანადგურებს ინფექციების გამომწვევ ბაქტერიებს.
ანტიბიოტიკები გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ და არ უნდა იქნეს გამოყენებული ვირუსული ინფექციების სამკურნალოდ, როგორიცაა გაციება ან გრიპი.
მნიშვნელოვანია, რომ დაცული იქნეს ექიმის მითითებები დოზების, დოზებს შორის ინტერვალისა და მკურნალობის ხანგრძლივობის შესახებ.
დაუშვებელია მედიკამენტის შენახვა ან მისი ხელახლა გამოყენება. მკურნალობის დასრულების შემდეგ დარჩენილი ანტიბიოტიკები უნდა დაბრუნდეს აფთიაქში მისი სათანადოდ განადურებისათვის. მედიკამენტები არ უნდა იქნეს გადაგდებული საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში.
მოქსიფლოქსაცინი ნორმონი გამოიყენება 18 წლის და ზემოთ ასაკის პაციენტებში შემდეგი ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია მოქსიფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებით. მოქსიფლოქსაცინი ნორმონი გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ ინფექციების სამკურნალოდ, როცა ჩვეულებრივი ანტიბიოტიკები არ გამოიყენება, ან არ არის ეფექტიანი.
სინუსური წიაღების ინფექცია, სასუნთქი გზების ხანგრძლივი ანთების უეცარი გაუარესება ან ფილტვების არაჰოსპიტალური ინფექცია (პნევმონია) (გარდა მძიმე შემთხვევებისა).
ქალების ზედა სასქესო გზების სუსტი ან საშუალო სიმძიმის ინფექციები (მენჯის ღრუს ანთებითი დაავადებები), მათ შორის ფალოპის მილების ინფექციები და საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ინფექციები. მარტო მოქსიფლოქსაცინი ნორმონი არ არის საკმარისი ამ სახის ინფექციების სამკურნალოდ, ამიტომ, მოქსიფლოქსაცინ ნორმონს უნდა დაემატოს სხვა ანტიბიოტიკი ექიმის დანიშნულებით ქალების ზედა სასქესო გზების ინფექციების სამკურნალოდ (იხ. პარაგრაფი 2.2, რა უნდა იცოდეს პაციენტმა მოქსიფლოქსაცინი ნორმონის მიღებამდე).
თუ მოქსიფლოქსაცინის საინფუზიო ხსნარით საწყისი მკურნალობის დროს ქვემოთ ჩამოთვლილი დაავადებების მიმდინარეობა გაუმჯობესდა, ექიმმა, ასევე, შეიძლება დანიშნოს მოქსიფლოქსაცინი ნორმონის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები თერაპიის კურსის დასასრულებლად: ფილტვების არაჰოსპიტალური ინფექცია (პნევმონია), კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები.
მოქსიფლოქსაცინი ნორმონი არ უნდა იქნეს გამოყენებული კანისა და რბილი ქსოვილების ნებისმიერი ტიპის ინფექციის ან ფილტვების მძიმე ინფექციების საწყისი თერაპიისათვის.
რა უნდა იცოდეს პაციენტმა მოქსიფლოქსაცინი ნორმონის მიღებამდე
საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, რომ მიეკუთვნება ქვემოთ აღწერილი პაციენტების ჯგუფებს.
დაუშვებელია მოქსიფლოქსაცინი ნორმონის მიღება:
თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) აქტიური ნივთიერება მოქსიფლოქსაცინის, ქინოლონის ჯგუფის სხვა ანტიბიოტიკების ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში);
ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს;
თუ პაციენტი 18 წელზე ნაკლები ასაკისაა;
თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება მყესების პრობლემები, რომელიც დაკავშირებული იყო ქინოლონის ჯგუფის ანტიბიოტიკებით მკურნალობასთან. (იხ. „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“ და პარაგრაფი 4. „შესაძლო გვერდითი მოვლენები“). თუ პაციენტს აღენიშნება გულის რითმის თანდაყოლილი დარღვევა ან ნებისმიერი მდგომარეობა გულის რითმის დარღვევით (ჩანს ეკგ-ზე - გულის ელექტრული აქტივობის ჩანაწერზე), სისხლში მარილების დისბალანსი (განსაკუთრებით, კალიუმის ან მაგნიუმის დაბალი დონე სისხლში), ძალიან შენელებული გულის რითმი (ბრადიკარდია), გულის ფუნქციის დასუსტება (გულის უკმარისობა), ანამნეზში გულის რითმის დარღვევა, თუ პაციენტი იღებს სხვა მედიკამენტებს, რომლებიც იწვევნ ეკგ ცვლილებებს (იხ. სხვა მედიკამენტები და მოქსიფლოქსაცინი ნორმონი), რადგან მოქსიფლოქსაცინმა შეიძლება გამოიწვიოს ცვლილებები ეკგ-ზე, როგორიცაა QT ინტერვალის გახანგრძლივება, ანუ ელექტრული იმპულსების გამტარებლობის დაყოვნება;
თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის მძიმე დაავადება ან ღვიძლის ფერმენტების (ტრანსამინაზების) ნორმის ზედა ზღვართან შედარებით 5-ჯერ მომატება.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე
თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება რომელიმე სერიოზული გვერდითი რეაქცია ქინოლონების ან ფტორქინოლონების მიღებისას, დაუშვებელია ფტორქინოლონის/ქინოლონის ჯგუფის ანტიბაქტერიული მედიკამენტების, მათ შორის მოქსიფლოქსაცინი ნორმონის მიღება. თუ ზემოთ აღნიშნული ეხება პაციენტს, საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა.
საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა მოქსიფლოქსაცინი ნორმონის მიღებამდე:
მოქსიფლოქსაცინმა შეიძლება შეცვლოს გულის ეკგ, განსაკუთრებით, თუ პაციენტი ქალია ან ხანდაზმულია. თუ პაციენტი იღებს რომელიმე მედიკამენტს, რომელიც აქვეითებს სისხლში კალიუმის დონეს, მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია (იხ. დაუშვებელია მოქსიფლოქსაცინი ნორმონის მიღება და სხვა მედიკამენტები და მოქსიფლოქსაცინი ნორმონი);
თუ პაციენტს აღენიშნება ეპილეფსია ან მდგომარეობა, რომელიც ზრდის კრუნჩხვების განვითარების ალბათობას, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია მოქსიფლოქსაცინის მიღებამდე;
თუ პაციენტს აღენიშნება ან ანამნეზში აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია მოქსიფლოქსაცინის მიღებამდე;
თუ პაციენტს აღენიშნება მიასთენია გრავისი, მოქსიფლოქსაცინის მიღებამ შეიძლება გააუარესოს დაავადების სიმპტომები. თუ პაციენტი ფიქრობს, რომ ეს აღენიშნება, საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა;
თუ პაციენტს ან მისი ოჯახის რომელიმე წევრს აღენიშნება გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას უკმარისობა (იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადება), საჭიროა ექიმთან მიმართვა, რომელიც გადაწყვეტს, მიზანშეწონილია თუ არა მოქსიფლოქსაცინით მკურნალობა;
თუ პაციენტი ქალია და აღენიშნება ზედა სასქესო გზების გართულებული ინფექცია (დაკავშირებული ფალოპის მილისა და საკვერცხის ან მენჯის აბსცესთან), ამ შემთხვევაში ექიმი მიიჩნევს, რომ აუცილებელია ინტრავენური მკურნალობა და მოქსიფლოქსაცინის ტაბლეტებით მკურნალობა არ არის მიზანშეწონილი;
ქალებში ზედა სასქესო გზების სუსტი ან საშუალო სიმძიმის ინფექციების მკურნალობის დროს ექიმმა შეიძლება დამატებით დანიშნოს სხვა ანტიბიოტიკი მოქსიფლოქსაცინთან ერთად. მკურნალობიდან სამი დღის შემდეგ თუ არ აღინიშნება გაუმჯობესება, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
თუ პაციენტს დიაგნოსტირებული აქვს დიდი სისხლძარღვის გაფართოება ან “ამობურცვა” (აორტის ანევრიზმა ან დიდი სისხლძარღვის პერიფერიული ანევრიზმა);
თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება აორტის განშრევების ეპიზოდი (აორტის კედლის გახევა);
თუ პაციენტი დიაბეტით დაავადებულია, შეიძლება აღენიშნოს სისხლში შაქრის დონის ცვლილებები მოქსიფლოქსაცინით მკურნალობის დროს;
თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება კანის მძიმე გამონაყარი ან კანის აქერცვლა, ბუშტუკების განვითარება და/ან პირის წყლულები მოქსიფლოქსაცინის მიღების შემდეგ;
თუ პაციენტს დიაგნოსტირებული გულის სარქველების ნაკლოვანება (გულის სარქვლების რეგურგიტაცია);
თუ პაციენტს აორტის ანევრიზმის ან აორტის განშრევების ოჯახური ანამნეზი აქვს ან აღენიშნება გულის სარქვლის თანდაყოლილი დაავადება, ან სხვა რისკფაქტორები, ან წინასწარგანმწყობი მდგომარეობები (როგორიცაა: შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები, როგორიცაა მარფანის სინდრომი ან ეჰლერს-დანლოსის ვასკულარული სინდრომი, ტერნერის სინდრომი, სიოგრენის სინდრომი [ანთებითი აუტოიმუნური დაავადება], ან სისხლძარღვების დაავადებები, როგორიცაა ტაკაიასუს არტერიიტი, გიგანტურუჯრედოვანი არტერიიტი, ბეჰჩეტის დაავადება, მაღალი არტერიული წნევა, ან დადგენილი ათეროსკლეროზი, რევმატოიდული ართრიტი [სახსრების დაავადება] ან ენდოკარდიტი [გულის ინფექცია].
მოქსიფლოქსაცინი ნორმონით მკურნალობის განმავლობაში
თუ პაციენტს მკურნალობის დროს აღენიშნება გულის ფრიალი ან არარეგულარული გულისცემა, საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა. ექიმი ჩაატარებს ეკგ გამოკვლევას გულის რითმის შესამოწმებლად;
გულის პრობლემების რისკი შეიძლება გაიზარდოს დოზის მომატებასთან ერთად. ამიტომ, დაცული უნდა იქნეს რეკომენდებული დოზირების სქემა;
იშვიათად შეიძლება განვითარდეს ძლიერი, უეცარი ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსიური რეაქცია/შოკი), მათ შორის პირველი დოზის მიღებისას. სიმპტომები მოიცავს მკერდის არეში მოჭერის შეგრძნებას, თავბრუსხვევის, გულისრევის ან გულისწასვლის შეგრძნებას, თავბრუსხვევას ადგომისას. თუ აღინიშნება ეს სიმპტომები, მოქსიფლოქსაცინის მიღება უნდა შეწყდეს და პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს დაუყოვნებლივ;
მოქსიფლოქსაცინმა შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის სწრაფი და მძიმე ანთება, რომლის დროსაც შეიძლება განვითარდეს სიცოცხლისათვის სახიფათო ღვიძლის უკმარისობა (ფატალური შემთხვევების ჩათვლით, იხ. პარაგრაფი 4. შესაძლო გვერდითი მოვლენები). თუ პაციენტი მოულოდნელად ცუდად გრძნობს თავს და/ან აღენიშნება ღებინება და ასევე, თვალის სკლერების გაყვითლება, მუქი შარდი, კანის ქავილი, სისხლდენისადმი მიდრეკილება ან ღვიძლით გამოწვეული თავის ტვინის დაავადება (ღვიძლის დაქვეითებული ფუნქციის სიმპტომები ან ღვიძლის სწრაფი და მძიმე ანთება), საჭიროა ექიმთან კონსულტაცია შემდგომი ტაბლეტების მიღებამდე;
ქინოლონის ანტიბიოტიკებმა, მათ შორის მოქსიფლოქსაცინმა, შეიძლება გამოიწვიოს კონვულსიები. ასეთ შემთხვევაში უნდა შეწყდეს მოქსიფლოქსაცინის მიღება და საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა;
გახანგრძლივებული, უნარშემზღუდველი და პოტენციურად შეუქცევადი სერიოზული გვერდითი მოვლენები: ფტორქინოლონის ან ქინოლონის ჯგუფის ანტიბიოტიკები, მათ შორის მოქსიფლოქსაცინი ნორმონი, დაკავშირებული იყო ძალიან იშვიათ, მაგრამ სერიოზულ გვერდით მოვლენებთან, რომელთაგან ზოგი ხანგრძლივი (გრძელდება თვეები ან წლები), უნარშემზღუდველი ან პოტენციურად შეუქცევადი იყო. ეს მოიცავს ზედა და ქვედა კიდურების მყესების, კუნთების და სახსრების ტკივილს, სიარულის გაძნელებას, პათოლოგიურ შეგრძნებებს, როგორიცაა: ჩხვლეტა, წიწკნა, ღიტინი, დაბუჟება ან წვა (პარესთეზია), სენსორული დარღვევები, მათ შორის მხედველობის, გემოსა და ყნოსვის და სმენის დარღვევა, დეპრესია, მეხსიერების დაზიანება, ძლიერი დაღლილობა და ძილის მძიმე დარღვევები.
თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენა მოქსიფლოქსაცინი ნორმონის მიღების შემდეგ, მკურნალობის გაგრძელებამდე საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა. მკურნალი ექიმი პაციენტთან ერთად გადაწყვეტს, როდის გაგრძელდეს მკურნალობა, ასევე, სხვა კლასის ანტიბიოტიკის გათვალისწინებით.
პაციენტს იშვიათად შეიძლება აღენიშნოს ნერვის დაზიანების (ნეიროპათიის) სიმპტომები, როგორიცაა ტერფებისა და ფეხების ან ხელებისა და მკლავების ტკივილი, წვა, ჩხვლეტის შეგრძნება, დაბუჟება და/ან სისუსტე. ასეთ შემთხვევაში მოქსიფლოქსაცინი ნორმონის მიღება უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, რათა არ განვითარდეს პოტენციურად შეუქცევადი მდგომარეობა.
პაციენტს შეიძლება აღენიშნოს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ქინოლონის ანტიბიოტიკების, მათ შორის მოქსიფლოქსაცინის, მიღებისას. ძალიან იშვიათ შემთხვევებში დეპრესიამ ან ფსიქიკურმა პრობლემებმა შეიძლება გამოიწვიონ სუიციდური აზრები და თვითდაზიანებითი ქცევა, როგორიცაა სუიციდის მცდელობა (იხ. პარაგრაფი 4. შესაძლო გვერდითი მოვლენები). თუ პაციენტს აღენიშნება ასეთი რეაქციები, უნდა შეწყდეს მოქსიფლოქსაცინის მიღება და ექიმის დაუყოვნებლივი ინფორმირება;
თუ პაციენტს განუვითარდა დიარეა ანტიბიოტიკების, მათ შორის მოქსიფლოქსაცინის, მიღებისას ან მისი მიღების შემდეგ. თუ დიარეა მძიმე ან მუდმივი ხასიათისაა, ან აღინიშნება სისხლი ან ლორწო განავალში, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს მოქსიფლოქსაცინის მიღება და პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს. დაუშვებელია მედიკამენტების მიღება, რომლებიც ანელებენ ან აჩერებენ ნაწლავების პერისტალტიკას;
სახსრების ტკივილი და შეშუპება და მყესების ანთება ან გაწყვეტა შეიძლება განვითარდეს იშვიათად. რისკი იზრდება, თუ პაციენტი ხანდაზმულია (60 წლის ასაკის ზემოთ), გადანერგილი აქვს ორგანო, აღენიშნება თირკმლის პრობლემები, ან მკურნალობდა კორტიკოსტეროიდებით. მყესების ანთება და გაწყვეტა შეიძლება განვითარდეს მკურნალობის დაწყებიდან პირველ 48 საათში, ან მოქსიფლოქსაცინი ნორმონით მკურნალობის შეწყვეტიდან რამდენიმე თვის შემდეგაც კი. მყესის (მაგ.: კოჭის, მაჯის, იდაყვის, მხრის ან მუხლის) ტკივილის ან ანთების პირველივე ნიშანზე უნდა შეწყდეს მოქსიფლოქსაცინი ნორმონის მიღება, საჭიროა ექიმთან მიმართვა და მტკივნეული ადგილის მოსვენებულ მდგომარეობაში ყოფნა. თავიდან უნდა იქნეს აცილებული ნებისმიერი არასაჭირო ვარჯიში, რადგან იზრდება მყესის გაწყვეტის რისკი;
თუ პაციენტი ხანდაზმულია და აქვს თირკმლის პრობლემები, მოქსიფლოქსაცინით მკურნალობის დროს საჭიროა დიდი რაოდენობით წყლის მიღება, რადგან დეჰიდრატაციამ შეიძლება გაზარდოს თირკმლის უკმარისობის რისკი;
თუ მოქსიფლოქსაცინით მკურნალობის დროს ზიანდება მხედველობა ან აღინიშნება თვალების დარღვევები, საჭიროა დაუყოვნებლივ ოფთალმოლოგთან კონსულტაცია (იხ პარაგრაფი 2. ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა და პარაგრაფი 4. შესაძლო გვერდითი მოვლენები);
ფტორქინოლონების ანტიბიოტიკებმა შეიძლება გამოიწვიონ სისხლში შაქრის დონის მომატება ნორმასთან შედარებით (ჰიპერგლიკემია) ან სისხლში შაქრის დონის დაქვეითება ნორმათან შედარებით (ჰიპოგლიკემია), რამაც შეიძლება გამოიწვიოს ცნობიერების დაკარგვა მძიმე შემთხვევებში (ჰიპოგლიკემიური კომა). თუ პაციენტს აღენიშნება დიაბეტი, რეკომენდებულია სისხლში შაქრის დონის ყურადღებითი მონიტორინგი; (იხ. პარაგრაფი 4. შესაძლო გვერდითი მოვლენები);
ქინოლონის ჯგუფის ანტიბიოტიკებმა შეიძლება კანი უფრო მგრძნობიარე გახადონ მზის სხივების ან ულტრაიისფერი სხივების მიმართ. თავიდან უნდა იქნეს აცილებული მზის სხივების ხანგრძლივი ზემოქმედება ან პირდაპირი მზის სხივები, დაუშვებელია გარუჯვა ან ულტრაიისფერი ნათურების ზემოქმედება მოქსიფლოქსაცინით მკურნალობის დროს;
არ არის დადგენილი მოქსიფლოქსაცინის ეფექტიანობა მძიმე დამწვრობების, ღრმა ქსოვილების ინფექციებისა და დიაბეტური ტერფის ინფექციების ოსტეომიელიტთან (ძვლის ტვინის ანთება) ერთად მკურნალობის დროს.
კანის სერიოზული რეაქციები:
კანის სერიოზული რეაქციები, მათ შორის, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (TEN), მწვავე გენერალიზებული ეგზანთემური პუსტულოზი (AGEP), აღწერილ იქნა მოქსიფლოქსაცინის გამოყენებისას.
SSJ/TEN თავდაპირველად შეიძლება გამოვლინდეს სხეულზე მოწითალო სამიზნის ფორმის ლაქების ან წრიული ლაქების სახით, ხშირად ბლისტერებით ცენტრში. ასევე შეიძლება განვითარდეს წყლულები პირში, ხახაში, ცხვირში, გენიტალიებსა და თვალებზე (წითელი ან შესივებული თვალები). კანის ამ მძიმე გამონაყარს ხშირად წინ უძღვის ცხელება და/ან გრიპის მსგავსი სიმპტომები. გამონაყარი შეიძლება პროგრესირდეს კანის გავრცელებული აქერცვლით და სიცოცხლისათვის სახიფათო გართულებებით ან შეიძლება ფატალური იყოს;
AGEP მკურნალობის დასაწყისში ვლინდება წითელი, აქერცვლადი, გავრცელებული გამონაყარით, კანქვეშა კვანძებით და ბლისტერებით, რომელსაც თან ახლავს ცხელება. ყველაზე ხშირი ლოკაციაა კანის ნაოჭები, ტორსი და ზედა კიდურები;
თუ პაციენტს აღენიშნება მკერდის, მუცლის ან წელის უეცარი და ძლიერი ტკივილი, რაც შეიძლება აორტის ანევრიზმის ან განშრევების სიმპტომი იყოს, საჭიროა დაუყოვნებლივ ემერჯენსის განყოფილებაში მიმართვა. რისკი შეიძლება გაიზარდოს, თუ პაციენტი მკურნალობდა სისტემური კორტიკოსტეროიდებით;
თუ პაციენტს აღენიშნება ქოშინის სწრაფი დაწყება, განსაკუთრებით დაწოლისას ან კოჭების, ტერფების ან მუცლის შესივება, ან გულის ფრიალის ახალი ეპიზოდი (სწრაფი ან არარეგულარული გულისცემის შეგრძნება), საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა;
თუ პაციენტს განუვითარდა ძლიერი გამონაყარი ან კანის რომელიმე ეს სიმპტომი, უნდა შეწყდეს მოქსიფლოქსაცინის მიღება და საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთნ მიმართვა ან გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.
ბავშვები და მოზარდები
მედიკამენტი არ ინიშნება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში, რადგან მისი ეფექტიანობა და უსაფრთხოება ამ ასაკობრივ ჯგუფში არ არის დადგენილი (იხ. პარაგრაფი “დაუშვებელია მოქსიფლოქსაცინი ნორმონის მიღება”).
სხვა მედიკამენტები და მოქსიფლოქსაცინი ნორმონი
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უახლეს წარსულში იღებდა ან აპირებს, მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი მოქსიფლოქსაცინ ნორმონთან ერთად
მოქსიფლოქსაცინის მიღებისას პაციენტმა უნდა იცოდეს შემდეგი:
თუ პაციენტი იღებს მოქსიფლოქსაცინს და სხვა მედიკამენტებს, რომლებიც გავლენას ახდენენ გულზე, იზრდება გულის რითმის ცვლილების რისკი. ამიტომ დაუშვებელია მოქსიფლოქსაცინის მიღება შემდეგ მედიკამენტებთან ერთად: ანტიარითმიული ჯგუფის მედიკამენტები, (როგორიცაა: ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი ამიოდარონი, სოტალოლი, დოფეტილიდი, იბუტილიდი), ანტიფსიქოზური საშუალებები (მგ.: ფენოთიაზინები, პიმოზიდი, სერტინდოლი, ჰალოპერიდოლი, სულტოპრიდი), ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ზოგიერთი ანტიმიკრობული საშუალებები (მაგ.: საქვინავირი, სპარფლოქსაცინი, ინტრავენური ერითრომიცინი, პენტამიდინი, მალარიის საწინააღმდეგო საშუალებები, კერძოდ, ჰალოფანტრინი), ზოგიერთი ანტიჰისტამინური საშუალება (მაგ.; ტერფენადინი, ასტემიზოლი, მიზოლასტინი) და სხვა მედიკამენტები (მაგ.: ცისაპრიდი, ინტრავენური ვინკამინი, ბეპრიდილი და დიფემანილი);
ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს სხვა მედიკამენტებს, რომლებიც აქვეითებენ სისხლში კალიუმის დონეს (მაგ.: მარყუჟოვანი და თიაზიდური დიურეტიკები, ზოგიერთი საფაღარათო საშუალება და ოყნა (დიდი დოზებით) ან კორტიკოსტეროიდები (ანტიანთებითი პრეპარატები), ამფოტერიცინი B), ან იწვევენ გულისცემის შენელებას, რადგან იზრდება გულის რითმის სერიოზული დარღვევების რისკი მოქსიფლოქსაცინის მიღებისას;
ნებისმიერმა მედიკამენტმა, რომელიც შეიცავს მაგნიუმს ან ალუმინს, როგორიცაა ანტაციდები - გამოიყენება დიპსეფსიის დროს, ან რკინის, თუთიის შემცველმა მედიკამენტმა ან დიდანოზინმა ან მედიკამენტმა, რომელიც შეიცავს სუკრალფატს, გამოიყენება კუჭის დაავადებების დროს, შეიძლება დააქვეითოს მოქსიფლოქსაცინის ტაბლეტების ეფექტი. ამიტომ მოქსიფლოქსაცინის ტაბლეტების მიღება უნდა მოხდეს სხვა მედიკამენტის მიღებამდე 6 საათით ადრე ან 6 საათის შემდეგ;
ნებისმიერი მედიკმენტი, რომელიც შეიცავს ნახშირს, მოქსიფლოქსაცინის ტაბლეტებთან ერთად მიღებისას, აქვეითებს მოქსიფლოქსაცინის მოქმედებას. ამიტომ, არ არის რეკომენდებული ამ მედიკამენტების ერთდროული მიღება;
თუ პაციენტი იღებს პერორალურ ანტიკოაგულანტებს (მაგ.: ვარფარინს), შეიძლება საჭირო გახდეს სისხლის შედედების დროის მონიტორინგი.
მოქსიფლოქსაცინი ნორმონის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
მოქსიფლოქსაცინის ეფექტზე გავლენას არ ახდენს საკვები, მათ შორის რძის პროდუქტები.
ორსულობა, ძუძუთი კვება და რეპროდუქციული უნარი
დაუშვებელია მოქსიფლოქსაცინის მიღება ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ორსულობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში. საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე.
ცხოველებზე კვლევები არ მიუთითებს, რომ პაციენტის რეპროდუქციული უნარი დაზიანდება ამ მედიკამენტის მიღებისას.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა
მოქსიფლოქსაცინმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან გაბრუება, შეიძლება აღინიშნოს მხედველობის უეცარი, დროებითი დაკარგვა, ან გულისწასვლა ხანმოკლე პერიოდით. დაუშვებელია ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა, თუ პაციენტს აღენიშნება ასეთი სიმტომები.
მოქსიფლოქსაცინი ნორმონი შეიცავს ნატრიუმს
ეს მედიკამენტი შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს ერთ ტაბლეტში, რაც ნიშნავს, რომ ფაქტობრივად „თავისუფალია ნატრიუმისაგან“.
მოქსიფლოქსაცინი ნორმონის მიღების წესი
მოქსიფლოქსაცინის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
რეკომენდებული დოზაა 400 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი ერთხელ დღეში.
მოქსიფლოქსაცინის ტაბლეტების მიღება ხდება პერორალურად. ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად (მომწარო გემოს დასაფარად) და დიდი რაოდენობის სითხის მიყოლებით. მოქსიფლოქსაცინის მიღება შეიძლება როგორც ჭამის დროს, ისე კვებისგან დამოუკიდებლად. ტაბლეტის მიღება უნდა მოხდეს დაახლოებით ერთსა და იმავე დროს, ყოველდღე.
არ არის საჭირო დოზის კორექცია ხანდაზმულ პაციენტებში, მცირე წონის ან თირკმლის პრობლემების მქონე პაციენტებში.
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინფექციის ტიპზე. თუ ექიმის მიერ არ არის დანიშნული სხვა დოზა, მოქსიფლოქსაცინით მკურნალობა არის შემდეგი სახის:
ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების გამწვავება (ბრონქიტის ჩათვლით)): 5-10 დღე;
ფილტვების არაჰოსპიტალური ინფექციები (პნევმონია), გარდა მძიმე შემთხვევებისა: 10 დღე;
სინუსური წიაღების მწვავე ინფექცია (მწვავე ბაქტერიული სინუსიტი): 7 დღე;
ქალებში ზედა სასქესო გზების სუსტი ან საშუალო სიმძიმის ინფექციები (მენჯის ღრუს ანთებითი დაავადებები), მათ შორის ფალოპის მილის ინფექციები და საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ინფექციები: 14 დღე.
როცა მოქსიფლოქსაცინი 400 მგ ტაბლეტები გამოიყენება მოქსიფლოქსაცინის საინფუზიო ხსნარით (ინტრავენური მკურნალობა) დაწყებული თერაპიის კურსის დასამთავრებლად, გამოყენების რეკომენდებული ხანგრძლივობაა:
ფილტვების არაჰოსპიტალური ინფექცია (პნევმონია) (ინტრავენური და შემდგომ ტაბლეტებით თერაპიის სრული ხანგრძლივობა): 7-14 დღე.
პნევმონიის მქონე უმეტესობა პაციენტები ინტრავენური მკურნალობიდან პერორალურ მკურნალობაზე გადადიან 4 დღის შემდეგ.
კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები (ინტრავენური და შემდგომ ტაბლეტებით თერაპიის სრული ხანგრძლივობა): 7-21 დღე.
კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციების მქონე უმეტესობა პაციენტები ინტრავენური მკურნალობიდან პერორალურ მკურნალობაზე გადადიან 6 დღის შემდეგ.
მნიშვნელოვანია მკურნალობის კურსის დასრულება, მდგომარეობის გაუმჯობესების მიუხედავად რამდენიმე დღის შემდეგ. მოქსიფლოქსაცინის მიღების ნაადრევად შეწყვეტისას ინფექცია შეიძლება სრულად არ განიკურნოს და განვითარდეს ინფექციის რეციდივი ან მდგომარეობა გაუარესდეს. ინფექციის გამომწვევი ბაქტერია შეიძლება რეზისტენტული გახდეს ანტიბიოტიკის მიმართ.
არ უნდა იქნეს გადაჭარბებული მკურნალობის რეკომენდებული დოზა და ხანგრძლივობა (იხ. პარაგრაფი 2. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები).
მოქსიფლოქსაცინი ნორმონის დოზის გადაჭარბებისას
დანიშნულ ერთ ტაბლეტზე მეტის მიღებისას საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან მიმართვა. თუ შესაძლებელია, პაციენტმა თან უნდა იქონიოს დარჩენილი ტაბლეტები, შეფუთვა ან გამოყენების ინსტრუქცია, რათა ექიმმა ან ფარმაცევტმა იცოდეს, რა მედიკამენტია მიღებული.
დოზის გადაჭარბების ან შემთხვევით გადაყლაპვისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან დაუყოვნებლივ მიმართვა ან ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურში დარეკვა, ესპანეთის ტელ.: +34 91 562 04 20, მედიკამენტის სახელწოდებისა და მიღებული რაოდენობის მითითებით.
მოქსიფლოქსაცინი ნორმონის მიღების დავიწყებისას
ტაბლეტის მიღების დავიწყებისას მისი მიღება უნდა მოხდეს გახსენებისთანავე, იმავე დღეს. თუ იმავე დღეს პაციენტს არ გაახსენდა, რეკომენდებული დოზის (ერთი ტაბლეტის) მიღება უნდა მოხდეს მეორე დღეს. დაუშვებელია დოზის გაორმაგება მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ.
თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
მოქსიფლოქსაცინი ნორმონით მკურნალობის შეწყვეტისას
მედიკამენტის მიღების ნაადრევად შეწყვეტისას ინფექცია სრულად შეიძლება არ განიკურნოს. საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტს სურს მკურნალობის კურსის დასრულებამდე ტაბლეტების მიღების შეწყვეტა.
ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთნ მიმართვა.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა მედიკამენტის მსგავსად მოქსიფლოქსაცინიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები აღინიშნა მოქსიფლოქსაცინით მკურნალობის დროს.
გვერდითი მოვლენების სიხშირე შეფასდა შემდეგი მონაცემებით:
სიხშირე უცნობია
ხშირი: შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში
არახშირი: შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში
იშვიათი: შეიძლება აღინიშნოს 1,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში
ძალიან იშვიათი: შეიძლება აღინიშნოს 10.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში
ინფექციები
ხშირი: რეზისტენტული ბაქტერიით ან სოკოებით გამოწვეული ინფექცია, მაგ.: კანდიდათი გამოწვეული ორალური ან ვაგინალური ინფექცია.
სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები
არახშირი: ერითროციტების დაბალი რაოდენობა, ლეიკოციტების დაბალი რაოდენობა, გარკვეული ტიპის ლეიკოციტების (ნეიტროფილების) დაბალი რაოდენობა სისხლის შემადებებლი უჯრედების როდენობის დაქვეითება, გარკვეული ლეიკოციტების (ეოზინოფილების) რაოდენობის მომატება, სისხლის შედედების დაქვეითება.
ძალიან იშვიათი: სისხლის შედედების გაძლიერება, გარკვეული ლეიკოციტების მნიშვნელოვანი შემცირება (აგრანულოციტოზი). ერითროციტების, ლეიკოციტებისა და თრომბოციტების რაოდენობის მკვეთრი შემცირება (პანციტოპენია).
ალერგიული რეაქციები
არახშირი: ალერგიული რეაქციები
იშვიათი: მძიმე, ძლიერი და გენერალიზებული ალერგიული რეაქცია, ძალიან იშვიათად სიცოცხლისათვის სახიფათო შოკის ჩათვლით (მაგ.: სუნთქვის გაძნელება, არტერიული წნევის დაცემა, აჩქარებული პულსი), შეშუპება (სასუნთქი გზების პოტენციურად სიცოცხლისათვის სახიფათო შეშუპებით).
ლაბორატორიულ ანალიზებში ცვლილებები
არახშირი: სისხლში ლიპიდების (ცხიმების) მომატება
იშვიათი: სისხლში გლუკოზის დონის მომატება, სისხლში შარდმჟავის დონის მომატება
ძალიან იშვიათი: სისხლში გლუკოზის დონის დაქვეითება.
ფსიქიკური დარღვევები
არახშირი: შფოთვა, მოუსვენრობა/აგზნება
იშვიათი: განსაკუთრებული ემოციურობა, დეპრესია (რომელიც ძალიან იშვიათ შემთხვევებში იწვევს თვითდაზიანებას, სუიციდურ იდეებს/აზრებს ან სუიციდის მცდელობას), ჰალუცინაციები.
ძალიან იშვიათი: დეპერსონალიზაცია, დემენცია (შეიძლება გამოიწვიოს თვითდაზიანება, როგორიცაა სუიციდური იდეები/აზრები ან სუიციდის მცდელობა).
ნერვული სისტემა
ხშირი: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა
არახშირი: ჩხვლეტის შეგრძძნება და/ან დაბუჟება, გემოს ცვლილება (ძალიან იშვიათ შემთხვევებში გემოს დაკარგვა), ცნობიერების დაბინდვა და დეზორიენტაცია, ძილის დარღვევები (უმეტესად უძილობა), ტრემორი, ვერტიგო (ტრიალის შეგრძნება ან დავარდნა), ძილიანობა.
იშვიათი: კანის მგრძნობელობის პრობლემები, ყნოსვის ცვლილებები (მათ შორის ყნოსვის დაკარგვა), უჩვეულო სიზმრები, წონასწორობისა და კოორდინაციის პრობლემები (გამოწვეული თავბრუსხვევით), კონვულსიები, კონცენტრაციის დარღვევა, მეტყველების პრობლემები, მეხსიერების ნაწილობრივი ან სრული დაკარგვა, ნერვული სისტემის სიმპტომები, როგორიცაა წვა, ტკივილი, ჩხვლეტა, დაბუჟება და/ან სისუსტე კიდურებში.
ძალიან იშვიათი: კანის მგრძნობელობის გაზრდა.
თვალები
არახშირი: მხედველობის პრობლემები, მათ შორის გაორებული ან დაბინდული მხედველობა
ძალიან იშვიათი: მხედველობის დროებითი დაკარგვა.
ყურები
იშვიათი: ყურებში რეკვის ან ხმაურის შეგრძნება, სმენის დაზიანება სიყრუის ჩათვლით (ჩვეულებრივ შექცევადია).
გულის სისტემა (იხ. პარაგრაფი 2. რა უნდა იცოდეს პაციენტმა მოქსიფლოქსაცინი ნორმონის მიღებამდე)
ხშირი: გულის რითმის ცვლილება (ეკგ-ზე) სისხლში კალიუმის დაბალი დონის მქონე პაციენტებში.
არახშირი: გულის რითმის ცვლილება (ეკგ-ზე), გულის ფრიალი, არარეგულარული და აჩქარებული გულისცემა, გულის რითმის მძიმე პათოლოგია, სტენოკარდია.
იშვიათი: აჩქარებული გულის რითმი, გულისწასვლა.
ძალიან იშვიათი: გულის რითმის პათოლოგია, სიცოცხლისათვის სახიფათო არარეგულარული გულისცემა, გულისცემის გაჩერება.
სისხლძარღვთა სისტემა
არახშირი: სისხლძარღვების გაფართოება
იშვიათი: ჰიპერტენზია, ჰიპოტენზია
ძალიან იშვიათი: სისხლძარღვების ანთება (ნიშნები შეიძლება იყოს წითელი ლაქები კანზე, ჩვეულებრივ ფეხებზე ან ისეთი მოვლენები, როგორიცაა სახსრების ტკივილი).
რესპირატორული სისტემა
არახშირი: სუნთქვის გაძნელება, მათ შორის ასთმური მდგომარეობები.
კუჭ-ნაწლავის სისტემა
ხშირი: გულისრევა, ღებინება, კუჭისა და მუცლის ტკივილი, დიარეა.
არახშირი: დაქვეითებული მადა და საკვების მიღება, მეტეორიზმი და ყაბზობა, მუცლის ტკივილი (დისპეფსია/გულძმარვა), კუჭის ანთება, სისხლში საჭმლის მომნელებელი ფერმენტის (ამილაზის) გაზრდა.
იშვიათი: ყლაპვის გაძნელება, პირის ღრუს ანთება, მძიმე დიარეა სისხლით და/ან ლორწოთი (ანტიბიოტიკით გამოწვეული კოლიტი, მათ შორის, ფსევდომემბრანოზული კოლიტი), რომელმაც ძალიან იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლისათვის სახიფათო გართულებები.
ღვიძლი
ხშირი: სისხლში გარკვეული ფერმენტების (ტრანსამინაზების) დონის მომატება.
არახშირი: ღვიძლის ფუნქციის პრობლემები (მათ შორის, ღვიძლის გარკვეული ფერმენტის დონის მომატება სისხლში, ლდჰ), ბილიირუბინის მომატება სისხლში, ღვიძლის გარკვეული ფერმენტის მომატება სისხლში (გამაგლუტამილტრანსფერაზა და/ან ტუტე ფოსფატაზა).
იშვიათი: სიყვითლე (თვალების სკლერების ან კანის გაყვითლება), ღვიძლის ანთება.
ძალიან იშვიათი: ღვიძლის მძიმე ანთება, რაც იწვევს პოტენციურად სიცოცხლისათვის სახიფათო ღვიძლის უკმარისობას (ფატალური შემთხვევების ჩათვლით).
კანი
არახშირი: ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, კანის სიმშრალე.
ძალიან იშვიათი: კანის მძიმე რეაქციები, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი. ეს შეიძლება გამოვლინდეს სხეულზე მოწითალო სამიზნის მსგავსი ლაქებით ან ცირკულარული ლაქებით, ხშირად ბუშტუკებით ცენტრში, კანის აქერცვლით, წყლულებით პირში, ხორხში, ცხვირში, გენიტალიებსა და თვალებზე და შეიძლება წინ უძღოდეს ცხელება და გრიპის მსგავსი სიმპტომები (ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები, პოტენციურად სიცოცხლისათვის სახიფათო).
სიხშირე უცნობია: წითელი, აქერცვლადი, კვანძოვანი გამონაყარი კანზე და ბუშტუკები, რომელსაც თან ახლავს ცხელება მკურნალობის დსაწყისში (მწვავე გენერალიზებული ეგზანთემური პუსტულოზი).
ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემა
არახშირი: სახსრების ტკივილი, კუნთების ტკივილი
იშვიათი: მყესების ტკივილი და შეშუპება (ტენდონიტი), კუნთების სპაზმები ან უნებლიე შეკუმშვა, კუნთების სისუსტე.
ძალიან იშვიათი: მყესების გაწყვეტა, სახსრების ანთება, კუნთების გაშეშება, მიასთენია გრავისის სიმპტომების გაუარესება.
სიხშირე უცნობია: კუნთების სისუსტე, დაჭიმულობა ან ტკივილი, და განსაკუთრებით, ამავე დროს ცუდად ყოფნის შეგრძნება, მაღალი ტემპერატურა ან მუქი შარდი. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს კუნთების პათოლოგიური დაშლით, რომელიც შეიძლება სიცოცხლისათვის სახიფათო იყოს და გამოიწვიოს თირკმლის პრობლემები (მდგომარეობას ეწოდება რაბდომიოლიზი).
თირკმელები
არახშირი: დეჰიდრატაცია
იშვიათი: თირკმლის პრობლემები (მათ შორის, თირკმლის გარკვეული ლაბორატორიული მაჩვენებლების, როგორიცაა შარდოვანა და კრეატინინი, დონის მომატება), თირკმლის უკმარისობა.
ძალიან იშვიათი: სინდრომი, რომელიც დაკავშირებულია წყლის გამოყოფის დარღვევათან და ნატრიუმის დაბალ დონესთან (SIADH).
ენდოკრინული სისტემა
ძალიან იშვიათი: ცნობიერების დაკარგვა სისხლში შაქრის დონის მკვეთრი დაქვეითების გამო (ჰიპოგლიკემიური კომა).
ზოგადი გვერდითი მოვლენები
არახშირი: შეუძლოდ ყოფნა (ჩვეულებრივ, სისუსტე ან დაღლილობა), წელის, მკერდის, მენჯის ტკივილი და კიდურების ტკივილი, ოფლიანობა.
იშვიათი: შეშუპება (ხელების, ტერფების, კოჭების, ტუჩების, პირის ან ხორხის).
ხანგრძლივი (თვეების ან წლების განმავლობაში) ან პერმანენტული წამლის გვერდითი რეაქციების ძალიან იშვიათი შემთხვევები, როგორიცაა: მყესების ანთება, მყესის გაწყვეტა, სახსრის ტკივილი, კიდურების ტკივილი, სიარულის გაძნელება, პათოლოგიური შეგრძნებები, როგორიცაა: ჩხვლეტა, წიწკვნა, წვა, დაბუჟება ან ტკივილი (ნეიროპათია), დეპრესია, სისუსტე, ძილის დარღვევები, მეხსიერების დაზიანება, ასევე სმენის, მხედველობის და გემოსა და ყნოსვის დაზიანება დაკავშირებული იყო ქინოლონის და ფტორქინოლონის ანტიბიოტიკების მიღებასთან, ზოგიერთ შემთხვევაში მანამდე არსებული რისკფაქტორების არარსებობის მიუხედავად.
აღინიშნა აორტის კედლის გადიდებისა და დასუსტების ან აორტის კედლის გახევის შემთხვევები (ანევრიზმა და განშრევება), რომელიც შეიძლება გასკდეს და სიცოცხლისათვის სახიფათო იყოს და გულის სარქველების უკმარისობა ფტორქინოლონების მიმღებ პაციენტებში. იხ. ასევე, პარაგრაფი 2.
ასევე, ძალიან იშვიათად აღინიშნა შემდეგი გვერდითი მოვლენები სხვა ქინოლონების მიღებისას, რომლებიც ასევე შესაძლოა განვითარდეს მოქსიფლოქსაცინით მკურნალობის დროს: სისხლში ნატრიუმისა და კალციუმის დონის მომატება, ერითროციტების რაოდენობის გარკვეული ტიპის შემცირება (ჰემოლიზური ანემია), კანის გაზრდილი მგრძნობელობა მზის სხივებზე ან ულტრაიისფერ სხივებზე.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ასევე პირდაპირ შესაძლებელია შეტყობინების ეროვნული სისტემის საშუალებით: www.notificaRAM.es
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
მოქსიფლოქსაცინი ნორმონის შენახვის წესი
მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია პრეპარატის მიღება კონტეინერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი შეფუთვის ან პრეპარატის გადაგდება უნდა მოხდეს აფთიაქებში არსებულ SIGRE+ სიმბოლოთი აღნიშნულ ადგილას. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ნებისმიერი გამოუყენებელი კონტეინერის და პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს მოქსიფლოქსაცინი ნორმონი
აქტიური ნივთიერებაა მოქსიფლოქსაცინი. თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 400 მგ მოქსიფლოქსაცინს (მოქსიფლოქსაცინის ჰიდროქლორიდის სახით).
სხვა დამხმარე ნივთიერებებია: ტაბლეტის შიგთავსი: ნატრიუმის კროსკარმელოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, კოლოიდური უწყლო სილიციუმის დიოქსიდი, ტალკი და მაგნიუმის სტეარატი. ტაბლეტის აპკიანი გარსი: ჰიდროქსიპროპილცელულოზა (E-464), ტიტანის დიოქსიდი (E-171), მაკროგოლი 6000, ტალკი და რკინის წითელი ოქსიდი (E-172).
მოქსიფლოქსაცინი ნორმონის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა
მოქსიფლოქსაცინი ნორმონი 400 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები მოწოდებულია შეფუთვაში 5 და 7 ტაბლეტით.
ღია წითელი ფერის, მოგრძო ფორმის, ორმხრივამობურცული, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, აღნიშვნით “M400” ცალ მხარეს.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3
ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
LABORATORIOS NORMON, S.A.
Ronda de Valdecarrizo, 6
28760 Tres Cantos, Madrid
Spain
ლაბორატორიოს ნორმონ, ს.ა.
რონდა დე ვალდეკარიზო, 6
28760 ტრეს კანტოსი, მადრიდი
ესპანეთი
ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: 2022 წლის იანვარი
პრეპარატის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ესპანეთის წამლებისა და სამედიცინო მოწყობილობების სააგენტოს (AEMPS) ვებგვერდზე: http://www.aemps.gob.es
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.




