ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
კარდიალური თერაპია

კორვალმენთი - ვალიდოლი

CORVALMENT - VALIDOL

ურეცეპტოდ100მგინსტრუქცია ქართულადუკრაინა
რისთვის გამოიყენება

– მსუბუქი ხარისხის სტენოკარდიული შეტევები; – ზღვის და ჰაერის ავადმყოფობა; – ისტერია; – ნევროზი; – ნიტრატების მიღებასთან დაკავშირებული თავის ტკივილი.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
_ (Menthol solution in isovaleric acid methyl ether)
ფორმა და შეფუთვა
100მგ სუბლინგვალური რბილი კაფსულა №30 (3X10)
მწარმოებელი
«Kyiv Vitamin Plant» JSC, უკრაინა
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
კარდიალური თერაპია, კარდიალური კომბინირებული სხვა პრეპარატები
ATC კოდი
C01EX
რეგისტრაციის ნომერი
რ-046256
რეგისტრირებულია
8 სექტემბერი 2026, მოქმედებს 8 სექტემბერი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
«Kyiv Vitamin Plant» JSC (უკრაინა)
განმცხადებელი
„ნიუ ჯორჯია-555“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაკორვალმენთი - ვალიდოლი და სხვა წამალი ერთად

კორვალმენთი - ვალიდოლი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

  • მსუბუქი ხარისხის სტენოკარდიული შეტევები;
  • ზღვის და ჰაერის ავადმყოფობა;
  • ისტერია;
  • ნევროზი;
  • ნიტრატების მიღებასთან დაკავშირებული თავის ტკივილი.

მიღების წესი და დოზირება

კაფსულა გააჩერეთ პირში (ენის ქვეშ) სრულ გახსნამდე. ეფექტის დასაჩქარებლად, შეგიძლიათ კაფსულა გახეთქოთ კბილებით.

ერთჯერადი დოზა ზრდასრულებისათვის - 1 კაფსულა (100 მგ).

მაქსიმალური დღიური დოზა - 6 კაფსულა (600 მგ).

მკურნალობის ხანგრძლივობა - 7 დღემდე.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა სამკურნალო საშუალების რომელიმე კომპონენტის მიმართ.

მძიმე არტერიული ჰიპოტენზია; მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტი.

წამლისმიერი ურთიერთქმედება

კორვალმენტ-ვალიდოლი აძლიერებს ფსიქოტროპული მედიკამენტების, ოპიოიდური ანალგეტიკების, ალკოჰოლის და ანესთეტიკების სედატიურ ეფექტს მათი ერთდროული გამოყენებისას.

ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტების ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს კორვალმენტ-ვალიდოლთან ერთად გამოყენებისას.

კორვალმენტ-ვალიდოლი ამცირებს ნიტრატების მიღებით გამოწვეული თავის ტკივილის სიმძიმეს.

სიფრთხილის ზომები

თუ მედიკამენტის მიღების შემდეგ კვლავ გრძელდება ტკივილი გულის არეში, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია მწვავე კორონარული სინდრომის გამოსარიცხად.

ეს სამკურნალო საშუალება არ შეიცავს შაქარს და მისი გამოყენება შეუძლიათ დიაბეტით დაავადებულ პაციენტებს.

გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

მედიკამენტის გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს დაშვებულია, თუ ექიმის შეფასებით დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფის/ბავშვისთვის პოტენციურ რისკს.

ბავშვები.

ამ მედიკამენტის ბავშვებში გამოყენების გამოცდილება არ არსებობს.

ზეგავლენა რეაქციის სიჩქარეზე სატრანსპორტო საშუალების მართვისას ან სხვა მექანიზმების გამოყენებისას.

შესაძლო გვერდითი მოვლენების (თავბრუსხვევა და ძილიანობა) გამო, პრეპარატის მიღებიდან პირველი საათების განმავლობაში სიფრთხილეა საჭირო სატრანსპორტო საშუალებების მართვისას ან ისეთი სამუშაოს შესრულებისას, რომელიც მოითხოვს მომატებულ ყურადღების კონცენტრაციას.

გვერდითი მოვლენები

ხანგრძლივი გამოყენებისას, ზოგჯერ შეიძლება განვითარდეს მსუბუქი გულისრევა, დისკომფორტი მუცლის ღრუში, ცრემლდენა, თავბრუსხვევა, ხანმოკლე არტერიული ჰიპოტენზია, ძილიანობა, რომლებიც სწრაფად გაივლიან თავისით.

შესაძლებელია ალერგიული რეაქციები, მათ შორის ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ციება, გამონაყარი და ქავილი.

ჭარბი დოზა

სიმპტომები: თავის ტკივილი, გულისრევა, აგზნებადობა, გულის დისფუნქცია, არტერიული წნევის დაქვეითება, ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვა, პრეპარატის კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ციება, ქავილი, გამონაყარი).

მკურნალობა: პრეპარატის მოხსნა და სიმპტომური თერაპია.

გამოშვების ფორმა

10 კაფსულა ბლისტერში; 3 ბლისტერი კოლოფში.

შემადგენლობა

1 კაფსულა შეიცავს:

მოქმედი ნივთიერება: 100 მგ მენთოლის ხსნარი იზოვალერინის მჟავას მენთილის ეთერში;

დამხმარე ნივთიერებები: ჟელატინი, გლიცერინი

აღწერა:

ბურთისებრი ან სფერული რბილი ჟელატინის კაფსულები, ნაკერით, უფერო ან ოდნავ ყვითელიდან ღია მოყავისფრო-ყვითელ შეფერილობამდე, შევსებული გამჭვირვალე, უფერო ან მოყვითალო შეფერილობის, მენთოლის სუნის მქონე ზეთოვანი სითხით.

შენახვის პირობები

ინახება ორიგინალ შეფუთვაში არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა.

3 წელი.

არ შეიძლება გამოყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის რეჟიმი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

მწარმოებლის დასახელება და მისამართი

სს „კიევის ვიტამინების ქარხანა“

უკრაინა, 04073, კიევი, კოპილოვსკაიას ქ., 38.

ვებსაიტი: www.vitamin.com.ua

ფარმაკოლოგიური თვისებები

კარდიოლოგიური პრეპარატები.

ათქ კოდი: C01EX.

ფარმაკოლოგიური თვისებები.

ფარმაკოდინამიკა.

პრეპარატი ამჟღავნებს დამამშვიდებელ ეფექტს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და ასევე ახდენს ზომიერ რეფლექსურ ვაზოდილატაციურ (კორონაროლიზურ) ეფექტს პირის ღრუს ლორწოვან გარსში სენსორული („ცივი“) რეცეპტორების რეფლექსური სტიმულაციის გზით. ამ რეცეპტორების სტიმულაცია იწვევს ენდორფინების, ენკეფალინების, დინორფინების და სხვა პეპტიდების, ჰისტამინის და კინინების გამოთავისუფლებას, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ტკივილის მგრძნობელობის შემცირებაში, სისხლძარღვთა გამტარიანობის ნორმალიზებასა და გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემების სხვა მნიშვნელოვანი მექანიზმების რეგულირებაში.

ფარმაკოკინეტიკა.

სუბლინგვალური გამოყენებისას კორვალმენთი-ვალიდოლი შეიწოვება პირის ღრუს ლორწოვანი გარსიდან. თერაპიული ეფექტი ვლინდება დაახლოებით 5 წუთში.

შეწოვის შემდეგ, ის ბიოტრანსფორმაციას განიცდის ღვიძლში და გამოიყოფა შარდში გლუკურონიდების სახით.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

კორვალმენთი-ვალიდოლი

პრეპარატის სავაჭრო დასახელება: კორვალმენთი-ვალიდოლი

მოქმედი ნივთიერება (INN): მენთოლის ხსნარი იზოვალერინის მჟავას მენთილის ეთერში

წამლის ფორმა: რბილი კაფსულები

შემადგენლობა:

1 კაფსულა შეიცავს:

მოქმედი ნივთიერება: 100 მგ მენთოლის ხსნარი იზოვალერინის მჟავას მენთილის ეთერში;

დამხმარე ნივთიერებები: ჟელატინი, გლიცერინი

აღწერა:

ბურთისებრი ან სფერული რბილი ჟელატინის კაფსულები, ნაკერით, უფერო ან ოდნავ ყვითელიდან ღია მოყავისფრო-ყვითელ შეფერილობამდე, შევსებული გამჭვირვალე, უფერო ან მოყვითალო შეფერილობის, მენთოლის სუნის მქონე ზეთოვანი სითხით.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: კარდიოლოგიური პრეპარატები.

ათქ კოდი: C01EX.

ფარმაკოლოგიური თვისებები.

ფარმაკოდინამიკა.

პრეპარატი ამჟღავნებს დამამშვიდებელ ეფექტს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და ასევე ახდენს ზომიერ რეფლექსურ ვაზოდილატაციურ (კორონაროლიზურ) ეფექტს პირის ღრუს ლორწოვან გარსში სენსორული („ცივი“) რეცეპტორების რეფლექსური სტიმულაციის გზით. ამ რეცეპტორების სტიმულაცია იწვევს ენდორფინების, ენკეფალინების, დინორფინების და სხვა პეპტიდების, ჰისტამინის და კინინების გამოთავისუფლებას, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ტკივილის მგრძნობელობის შემცირებაში, სისხლძარღვთა გამტარიანობის ნორმალიზებასა და გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემების სხვა მნიშვნელოვანი მექანიზმების რეგულირებაში.

ფარმაკოკინეტიკა.

სუბლინგვალური გამოყენებისას კორვალმენთი-ვალიდოლი შეიწოვება პირის ღრუს ლორწოვანი გარსიდან. თერაპიული ეფექტი ვლინდება დაახლოებით 5 წუთში.

შეწოვის შემდეგ, ის ბიოტრანსფორმაციას განიცდის ღვიძლში და გამოიყოფა შარდში გლუკურონიდების სახით.

გამოყენების ჩვენებები

  • მსუბუქი ხარისხის სტენოკარდიული შეტევები;
  • ზღვის და ჰაერის ავადმყოფობა;
  • ისტერია;
  • ნევროზი;
  • ნიტრატების მიღებასთან დაკავშირებული თავის ტკივილი.

გამოყენების წესი და დოზირება

კაფსულა გააჩერეთ პირში (ენის ქვეშ) სრულ გახსნამდე. ეფექტის დასაჩქარებლად, შეგიძლიათ კაფსულა გახეთქოთ კბილებით.

ერთჯერადი დოზა ზრდასრულებისათვის - 1 კაფსულა (100 მგ).

მაქსიმალური დღიური დოზა - 6 კაფსულა (600 მგ).

მკურნალობის ხანგრძლივობა - 7 დღემდე.

გვერდითი მოვლენები

ხანგრძლივი გამოყენებისას, ზოგჯერ შეიძლება განვითარდეს მსუბუქი გულისრევა, დისკომფორტი მუცლის ღრუში, ცრემლდენა, თავბრუსხვევა, ხანმოკლე არტერიული ჰიპოტენზია, ძილიანობა, რომლებიც სწრაფად გაივლიან თავისით.

შესაძლებელია ალერგიული რეაქციები, მათ შორის ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ციება, გამონაყარი და ქავილი.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა სამკურნალო საშუალების რომელიმე კომპონენტის მიმართ.

მძიმე არტერიული ჰიპოტენზია; მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტი.

წამლისმიერი ურთიერთქმედება

კორვალმენტ-ვალიდოლი აძლიერებს ფსიქოტროპული მედიკამენტების, ოპიოიდური ანალგეტიკების, ალკოჰოლის და ანესთეტიკების სედატიურ ეფექტს მათი ერთდროული გამოყენებისას.

ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტების ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს კორვალმენტ-ვალიდოლთან ერთად გამოყენებისას.

კორვალმენტ-ვალიდოლი ამცირებს ნიტრატების მიღებით გამოწვეული თავის ტკივილის სიმძიმეს.

განსაკუთრებული მითითებები

თუ მედიკამენტის მიღების შემდეგ კვლავ გრძელდება ტკივილი გულის არეში, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია მწვავე კორონარული სინდრომის გამოსარიცხად.

ეს სამკურნალო საშუალება არ შეიცავს შაქარს და მისი გამოყენება შეუძლიათ დიაბეტით დაავადებულ პაციენტებს.

გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

მედიკამენტის გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს დაშვებულია, თუ ექიმის შეფასებით დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფის/ბავშვისთვის პოტენციურ რისკს.

ბავშვები.

ამ მედიკამენტის ბავშვებში გამოყენების გამოცდილება არ არსებობს.

ზეგავლენა რეაქციის სიჩქარეზე სატრანსპორტო საშუალების მართვისას ან სხვა მექანიზმების გამოყენებისას.

შესაძლო გვერდითი მოვლენების (თავბრუსხვევა და ძილიანობა) გამო, პრეპარატის მიღებიდან პირველი საათების განმავლობაში სიფრთხილეა საჭირო სატრანსპორტო საშუალებების მართვისას ან ისეთი სამუშაოს შესრულებისას, რომელიც მოითხოვს მომატებულ ყურადღების კონცენტრაციას.

დოზის გადაჭარბება

სიმპტომები: თავის ტკივილი, გულისრევა, აგზნებადობა, გულის დისფუნქცია, არტერიული წნევის დაქვეითება, ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვა, პრეპარატის კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ციება, ქავილი, გამონაყარი).

მკურნალობა: პრეპარატის მოხსნა და სიმპტომური თერაპია.

გამოშვების ფორმა

10 კაფსულა ბლისტერში; 3 ბლისტერი კოლოფში.

შენახვის პირობები.

ინახება ორიგინალ შეფუთვაში არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა.

3 წელი.

არ შეიძლება გამოყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის რეჟიმი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

მწარმოებლის დასახელება და მისამართი

სს „კიევის ვიტამინების ქარხანა“

უკრაინა, 04073, კიევი, კოპილოვსკაიას ქ., 38.

ვებსაიტი: www.vitamin.com.ua

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა