ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტინეოპლაზური საშუალებები

ბლოიცინი-S საინექციო

BLOICIN-S for inj.

რეცეპტით15 ერთინსტრუქცია ქართულადკორეა
რისთვის გამოიყენება

ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა: თავი და კისერი, პენისი, საშვილოსნოს ყელი და ვულვა. ლიმფომები: ჰოჯკინის ან არა-ჰოჯკინის დაავადება სათესლე ჯირკვლის კარცინომა ავთვისებიანი პლევრული ექსუდატის სამკურნალოდ და პლევრული ექსუდატის რეციდივის პრევენციისთვის

სრულად
მოქმედი ნივთიერება
bleomycin
ფორმა და შეფუთვა
15 ერთეული ლიოფილიზებული ფხვნილი ი.მ., ი.ვ., კანქვეშ და პლევრაში შესაყვანი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1
მწარმოებელი
KOREA UNITED PHARM. INC., კორეა
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტინეოპლაზური საშუალებები, ციტოტოქსიური სხვა ანტიბიოტიკები
ATC კოდი
L01DC01
რეგისტრაციის ნომერი
რ-045471
რეგისტრირებულია
18 მაისი 2026, მოქმედებს 18 მაისი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „მერმისი“
ურთიერთქმედების შემოწმებაბლოიცინი-S საინექციო და სხვა წამალი ერთად

ბლოიცინი-S საინექციო — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა: თავი და კისერი, პენისი, საშვილოსნოს ყელი და ვულვა. ლიმფომები: ჰოჯკინის ან არა-ჰოჯკინის დაავადება

სათესლე ჯირკვლის კარცინომა

ავთვისებიანი პლევრული ექსუდატის სამკურნალოდ და პლევრული ექსუდატის რეციდივის პრევენციისთვის

მიღების წესი და დოზირება

ანაფილაქტოიდური რეაქციის შესაძლებლობის გამო, ლიმფომის მქონე პაციენტებს პირველი ორი დოზირებისთვის უნდა უმკურნალონ 2 ერთეულით ან ნაკლებით. თუ მწვავე რეაქცია არ გამოვლინდა, შეიძლება დაიცვათ დოზირების სტანდარტული გრაფიკი.

რეკომენდებულია დოზირების შემდეგი გრაფიკი:

ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა, არა-ჰოჯკინის ლიმფომა, სათესლე ჯირკვლის კარცინომა:

  • 25-დან 0.50-მდე ერთეული/კგ (10-დან 20-მდე ერთეული/მ²) უნდა გაკეთდეს ინტრავენურად, კუნთში ან კანქვეშ კვირაში ერთხელ ან კვირაში ორჯერ.

ჰოჯკინის დაავადება: 0.25-დან 0.50 -მდე ერთეული/კგ (10-დან 20-მდე ერთეული/მ²) ინტრავენურად, კუნთში ან კანქვეშ კვირაში ერთხელ ან კვირაში ორჯერ. 50%-იანი პასუხის შემდეგ, უნდა დაინიშნოს შემანარჩუნებელი დოზა 1 ერთეული დღეში ან 5 ერთეული კვირაში ინტრავენურად ან კუნთში. ბლეომიცინის სულფატის (ბლოცინი-S) ფილტვის მიმართ ტოქსიკურობა, როგორც ჩანს, დოზაზეა დამოკიდებული და მკვეთრად იზრდება, როდესაც საერთო დოზა 400 ერთეულზე მეტია. 400 ერთეულზე მეტი საერთო დოზა უნდა დაინიშნოს დიდი სიფრთხილით.

ავთვისებიანი პლევრული ექსუდატი: 60 ერთეული ერთჯერადი ბოლუსური დოზა პლევრის შიგნით ინექციის სახით.

გამოყენების მეთოდი

ბლეომიცინის სულფატი (ბლოცინი-S) შეიძლება შეყვანილი იქნას კუნთში, ინტრავენურად, კანქვეშ ან პლევრაში.

ინტრავენურად: 15 ან 30 ერთეულის შიგთავსი უნდა გაიხსნას შესაბამისად 5-10 მლ ნატრიუმის ქლორიდის 0.9%-იან საინექციო ხსნარში და შეყვანილი იქნას ნელა 10 წუთის განმავლობაში.

კუნთში ან კანქვეშ: ბლეომიცინის სულფატი (ბლოცინი-S) საინექციო 15 ერთეული უნდა გაიხსნას 1-5 მლ სტერილურ საინექციო წყალში, ნატრიუმის ქლორიდის 0.9%-იან საინექციო ხსნარში, ან ბაქტერიოსტატიკურ საინექციო წყალში.

ბლეომიცინის სულფატი (ბლოცინი-S) საინექციოს 30 ერთეული უნდა განზავდეს ზემოთ ჩამოთვლილი გამხსნელების 2-10 მლ-ში.

პლევრაში: ბლეომიცინის სულფატის (ბლოცინი -S) 60 ერთეული უნდა გაიხსნას 50-100 მლ სტერილურ 0.9%-იან ნატრიუმის ქლორიდის საინექციო ხსნარში და იქნას შეყვანილი.

სიფრთხილის ზომები

ის უნდა იქნას გამოყენებული უკიდურესი სიფრთხილით პაციენტებში, რომლებსაც აქვთ თირკმლის ფუნქციის მნიშვნელოვანი დარღვევა ან ფილტვის ფუნქციის დარღვევა. ფილტვისმიერი ტოქსიკურობა აღენიშნებათ ნამკურნალები პაციენტების 10%-ს. დაახლოებით 1%-ში ბლეომიცინის სულფატით გამოწვეული არასპეციფიკური პნევმონიტი იწვევს ფილტვის ფიბროზსა და სიკვდილს.

ბლეომიცინის სულფატით ნამკურნალებ ლიმფომის მქონე პაციენტების დაახლოებით 1%-ში აღინიშნა მძიმე იდიოსინკრაზული რეაქცია, რომელიც მოიცავდა ჰიპოტენზიას, ცნობიერების აბნევას, ცხელებას, შემცივნებასა და ხიხინს. რადგანაც ეს რეაქციები ჩვეულებრივ ვითარდება პირველი ან მეორე დოზის შემდეგ, ამ დოზების მიღების შემდეგ აუცილებელია ყურადღებით მონიტორინგი. უკუჩვენება

პრეპარატი უკუნაჩვენებია იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ მის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა ან იდიოსინკრაზიული რეაქცია.

სიფრთხილით

თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები

ფილტვის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

იშვიათად დაფიქსირებულია სისხლძარღვოვანი ტოქსიკურობის შემთხვევები ბლეომიცინის სულფატის სხვა სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებებთან კომბინაციისას. მოვლენები კლინიკურად ჰეტეროგენულია და შეიძლება მოიცავდეს მიოკარდიუმის ინფარქტს, ცერებროვასკულარულ შემთხვევას, თრომბოზულ მიკროანგიოპათიას ან ცერებრალურ არტერიიტს.

ასევე დაფიქსირებულია რეინოს ფენომენის შემთხვევები პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ბლეომიცინის სულფატით ვინბლასტინთან კომბინაციაში ცისპლატინით ან მის გარეშე, ან, ზოგიერთ შემთხვევაში, ბლეომიცინის სულფატით მონოთერაპიისას.

შენახვა

შეინახეთ ჰერმეტულ კონტეინერში.

შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, არაუმეტეს 30°C-ზე.

შეფუთვა

1 ფლაკონი/ყუთი

გადახედვის თარიღი: 2013 წლის 25 ივლისი

„კორეა იუნაითედ ფარმ. ინკ“ (KOREA UNITED PHARM. INC.)

107, გონგდან-რო, იეონსეო- მიეონ, სეჯონგ-სი, კორეა

გვერდითი მოვლენები

ფილტვისმიერი: რადგანაც ბლეომიცინმა შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ინტერსტიციული პნევმონია ან ფილტვის ფიბროზი, აუცილებელია ყურადღებით დაკვირვება და თუ გამოვლინდება A-do2, PaO2, DLco-ს ნებისმიერი ცვლილება ან გულმკერდის რენტგენოგრამაზე რაიმე დარღვევა, ან თუ განვითარდება კლინიკური სიმპტომები, როგორიცაა ფიზიკური დატვირთვის დროს ქოშინი ან ხიხინი, გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და მიღებული იქნას შესაბამისი ზომები. იდიოსინკრაზიული რეაქციები: ჰიპოტენზია, ცნობიერების აბნევა, ცხელება, შემცივნება და ხიხინი. კანისა და ლორწოვანი გარსების მხრივი რეაქციები: ერითემა, გამონაყარი, ვეზიკულაცია, ჰიპერპიგმენტაცია და კანის მტკივნეულობა. ასევე აღწერილია ჰიპერკერატოზი, ფრჩხილების ცვლილებები, ალოპეცია, ქავილი და სტომატიტი.

სხვა: ხშირად დაფიქსირდა გვერდითი ეფექტები, როგორიცაა ცხელება, შემცივნება და ღებინება. ანორექსია და წონის დაკლება ხშირია და შეიძლება ხანგრძლივად შენარჩუნდეს ამ პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგაც. იშვიათად დაფიქსირდა ტკივილი სიმსივნის ადგილზე, ფლებიტი და სხვა ადგილობრივი რეაქციები.

გამოყენება ორსულებში, მეძუძურ დედებში და პედიატრიულ პაციენტებში

ბლეომიცინის სულფატმა (ბლოცინი-S) შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის დაზიანება ორსულ ქალებში გამოყენებისას. ნაჩვენებია, რომ ის ტერატოგენულია ვირთაგვებში (ინტრაპერიტონეული გამოყენებისას). ორსულ ქალებს და შვილოსნობის პოტენციალის მქონე ქალებს უნდა ურჩიონ, რომ თავი აარიდონ დაორსულებას ბლეომიცინის სულფატით მკურნალობის პერიოდში.

ცნობილი არ არის, გამოიყოფა თუ არა პრეპარატი დედის რძეში. რადგანაც მრავალი მედიკამენტი გამოიყოფა დედის რძეში და ასევე მეძუძურ ჩვილებში სერიოზული არასასურველი რეაქციების პოტენციალის გამო. რეკომენდებულია, რომ ბლეომიცინის სულფატით მკურნალობის პერიოდში ქალმა შეწყვიტოს ძუძუთი კვება.

ბლეომიცინის სულფატის უსაფრთხოება და ეფექტურობა პედიატრიულ პაციენტებში დადგენილი არ არის.

შემადგენლობა

თითოეული ფლაკონი შეიცავს ბლეომიცინის სულფატს ......................................... 15 ერთეული

აღწერა

თეთრი, ლიოფილიზებული ნალექის ტაბლეტი ან ფხვნილი უფერო ფლაკონში.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ბლოიცინი-S საინექციო

ბლეომიცინის სულფატი 15 ერთეული

ანტინეოპლაზმური

შემადგენლობა

თითოეული ფლაკონი შეიცავს ბლეომიცინის სულფატს ......................................... 15 ერთეული

აღწერა

თეთრი, ლიოფილიზებული ნალექის ტაბლეტი ან ფხვნილი უფერო ფლაკონში.

ჩვენებები

ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა: თავი და კისერი, პენისი, საშვილოსნოს ყელი და ვულვა. ლიმფომები: ჰოჯკინის ან არა-ჰოჯკინის დაავადება

სათესლე ჯირკვლის კარცინომა

ავთვისებიანი პლევრული ექსუდატის სამკურნალოდ და პლევრული ექსუდატის რეციდივის პრევენციისთვის

დოზირება და გამოყენების მეთოდი

დოზირება

ანაფილაქტოიდური რეაქციის შესაძლებლობის გამო, ლიმფომის მქონე პაციენტებს პირველი ორი დოზირებისთვის უნდა უმკურნალონ 2 ერთეულით ან ნაკლებით. თუ მწვავე რეაქცია არ გამოვლინდა, შეიძლება დაიცვათ დოზირების სტანდარტული გრაფიკი.

რეკომენდებულია დოზირების შემდეგი გრაფიკი:

ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა, არა-ჰოჯკინის ლიმფომა, სათესლე ჯირკვლის კარცინომა:

  • 25-დან 0.50-მდე ერთეული/კგ (10-დან 20-მდე ერთეული/მ²) უნდა გაკეთდეს ინტრავენურად, კუნთში ან კანქვეშ კვირაში ერთხელ ან კვირაში ორჯერ.

ჰოჯკინის დაავადება: 0.25-დან 0.50 -მდე ერთეული/კგ (10-დან 20-მდე ერთეული/მ²) ინტრავენურად, კუნთში ან კანქვეშ კვირაში ერთხელ ან კვირაში ორჯერ. 50%-იანი პასუხის შემდეგ, უნდა დაინიშნოს შემანარჩუნებელი დოზა 1 ერთეული დღეში ან 5 ერთეული კვირაში ინტრავენურად ან კუნთში. ბლეომიცინის სულფატის (ბლოცინი-S) ფილტვის მიმართ ტოქსიკურობა, როგორც ჩანს, დოზაზეა დამოკიდებული და მკვეთრად იზრდება, როდესაც საერთო დოზა 400 ერთეულზე მეტია. 400 ერთეულზე მეტი საერთო დოზა უნდა დაინიშნოს დიდი სიფრთხილით.

ავთვისებიანი პლევრული ექსუდატი: 60 ერთეული ერთჯერადი ბოლუსური დოზა პლევრის შიგნით ინექციის სახით.

გამოყენების მეთოდი

ბლეომიცინის სულფატი (ბლოცინი-S) შეიძლება შეყვანილი იქნას კუნთში, ინტრავენურად, კანქვეშ ან პლევრაში.

ინტრავენურად: 15 ან 30 ერთეულის შიგთავსი უნდა გაიხსნას შესაბამისად 5-10 მლ ნატრიუმის ქლორიდის 0.9%-იან საინექციო ხსნარში და შეყვანილი იქნას ნელა 10 წუთის განმავლობაში.

კუნთში ან კანქვეშ: ბლეომიცინის სულფატი (ბლოცინი-S) საინექციო 15 ერთეული უნდა გაიხსნას 1-5 მლ სტერილურ საინექციო წყალში, ნატრიუმის ქლორიდის 0.9%-იან საინექციო ხსნარში, ან ბაქტერიოსტატიკურ საინექციო წყალში.

ბლეომიცინის სულფატი (ბლოცინი-S) საინექციოს 30 ერთეული უნდა განზავდეს ზემოთ ჩამოთვლილი გამხსნელების 2-10 მლ-ში.

პლევრაში: ბლეომიცინის სულფატის (ბლოცინი -S) 60 ერთეული უნდა გაიხსნას 50-100 მლ სტერილურ 0.9%-იან ნატრიუმის ქლორიდის საინექციო ხსნარში და იქნას შეყვანილი.

გაფრთხილებები

ის უნდა იქნას გამოყენებული უკიდურესი სიფრთხილით პაციენტებში, რომლებსაც აქვთ თირკმლის ფუნქციის მნიშვნელოვანი დარღვევა ან ფილტვის ფუნქციის დარღვევა. ფილტვისმიერი ტოქსიკურობა აღენიშნებათ ნამკურნალები პაციენტების 10%-ს. დაახლოებით 1%-ში ბლეომიცინის სულფატით გამოწვეული არასპეციფიკური პნევმონიტი იწვევს ფილტვის ფიბროზსა და სიკვდილს.

ბლეომიცინის სულფატით ნამკურნალებ ლიმფომის მქონე პაციენტების დაახლოებით 1%-ში აღინიშნა მძიმე იდიოსინკრაზული რეაქცია, რომელიც მოიცავდა ჰიპოტენზიას, ცნობიერების აბნევას, ცხელებას, შემცივნებასა და ხიხინს. რადგანაც ეს რეაქციები ჩვეულებრივ ვითარდება პირველი ან მეორე დოზის შემდეგ, ამ დოზების მიღების შემდეგ აუცილებელია ყურადღებით მონიტორინგი. უკუჩვენება

პრეპარატი უკუნაჩვენებია იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ მის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა ან იდიოსინკრაზიული რეაქცია.

სიფრთხილით

თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები

ფილტვის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები

არასასურველი რეაქცია

ფილტვისმიერი: რადგანაც ბლეომიცინმა შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ინტერსტიციული პნევმონია ან ფილტვის ფიბროზი, აუცილებელია ყურადღებით დაკვირვება და თუ გამოვლინდება A-do2, PaO2, DLco-ს ნებისმიერი ცვლილება ან გულმკერდის რენტგენოგრამაზე რაიმე დარღვევა, ან თუ განვითარდება კლინიკური სიმპტომები, როგორიცაა ფიზიკური დატვირთვის დროს ქოშინი ან ხიხინი, გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და მიღებული იქნას შესაბამისი ზომები. იდიოსინკრაზიული რეაქციები: ჰიპოტენზია, ცნობიერების აბნევა, ცხელება, შემცივნება და ხიხინი. კანისა და ლორწოვანი გარსების მხრივი რეაქციები: ერითემა, გამონაყარი, ვეზიკულაცია, ჰიპერპიგმენტაცია და კანის მტკივნეულობა. ასევე აღწერილია ჰიპერკერატოზი, ფრჩხილების ცვლილებები, ალოპეცია, ქავილი და სტომატიტი.

სხვა: ხშირად დაფიქსირდა გვერდითი ეფექტები, როგორიცაა ცხელება, შემცივნება და ღებინება. ანორექსია და წონის დაკლება ხშირია და შეიძლება ხანგრძლივად შენარჩუნდეს ამ პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგაც. იშვიათად დაფიქსირდა ტკივილი სიმსივნის ადგილზე, ფლებიტი და სხვა ადგილობრივი რეაქციები.

გამოყენება ორსულებში, მეძუძურ დედებში და პედიატრიულ პაციენტებში

ბლეომიცინის სულფატმა (ბლოცინი-S) შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის დაზიანება ორსულ ქალებში გამოყენებისას. ნაჩვენებია, რომ ის ტერატოგენულია ვირთაგვებში (ინტრაპერიტონეული გამოყენებისას). ორსულ ქალებს და შვილოსნობის პოტენციალის მქონე ქალებს უნდა ურჩიონ, რომ თავი აარიდონ დაორსულებას ბლეომიცინის სულფატით მკურნალობის პერიოდში.

ცნობილი არ არის, გამოიყოფა თუ არა პრეპარატი დედის რძეში. რადგანაც მრავალი მედიკამენტი გამოიყოფა დედის რძეში და ასევე მეძუძურ ჩვილებში სერიოზული არასასურველი რეაქციების პოტენციალის გამო. რეკომენდებულია, რომ ბლეომიცინის სულფატით მკურნალობის პერიოდში ქალმა შეწყვიტოს ძუძუთი კვება.

ბლეომიცინის სულფატის უსაფრთხოება და ეფექტურობა პედიატრიულ პაციენტებში დადგენილი არ არის.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

იშვიათად დაფიქსირებულია სისხლძარღვოვანი ტოქსიკურობის შემთხვევები ბლეომიცინის სულფატის სხვა სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებებთან კომბინაციისას. მოვლენები კლინიკურად ჰეტეროგენულია და შეიძლება მოიცავდეს მიოკარდიუმის ინფარქტს, ცერებროვასკულარულ შემთხვევას, თრომბოზულ მიკროანგიოპათიას ან ცერებრალურ არტერიიტს.

ასევე დაფიქსირებულია რეინოს ფენომენის შემთხვევები პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ბლეომიცინის სულფატით ვინბლასტინთან კომბინაციაში ცისპლატინით ან მის გარეშე, ან, ზოგიერთ შემთხვევაში, ბლეომიცინის სულფატით მონოთერაპიისას.

შენახვა

შეინახეთ ჰერმეტულ კონტეინერში.

შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, არაუმეტეს 30°C-ზე.

შეფუთვა

1 ფლაკონი/ყუთი

გადახედვის თარიღი: 2013 წლის 25 ივლისი

„კორეა იუნაითედ ფარმ. ინკ“ (KOREA UNITED PHARM. INC.)

107, გონგდან-რო, იეონსეო- მიეონ, სეჯონგ-სი, კორეა

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა