ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ოფთალმოლოგიური საშუალებები

ციკლოპლეგიცედოლი

cicloplegicedol®

ურეცეპტოდ10მგ/მლინსტრუქცია ქართულადპორტუგალია
რისთვის გამოიყენება

თვალის ფუნდუსის გამოკვლევა და რეფრაქციული ტესტები. როგორც მიდრიაზული საშუალება ირიტის, ირიდოციკლიტის, ქოროიდიტის და უვეიტის სამკურნალოდ. 2. რა უნდა იცოდეთ ციკლოპლეგიცედოლის გამოყენებამდე

სრულად
მოქმედი ნივთიერება
cyclopentolate
ფორმა და შეფუთვა
10მგ/მლ 5მლ თვალის წვეთები, ხსნარი საწვეთურიანი კონტეინერი №1
მწარმოებელი
Laboratório Edol - Produtos Farmacêuticos, S.A., პორტუგალია
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ოფთალმოლოგიური საშუალებები, ანტიქოლინერგული საშუალებები
ATC კოდი
S01FA04
რეგისტრაციის ნომერი
რ-046398
რეგისტრირებულია
1 ოქტომბერი 2026, მოქმედებს 1 ოქტომბერი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „რიჩ გრუპ“
ურთიერთქმედების შემოწმებაციკლოპლეგიცედოლი და სხვა წამალი ერთად

ციკლოპლეგიცედოლი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

თვალის ფუნდუსის გამოკვლევა და რეფრაქციული ტესტები.

როგორც მიდრიაზული საშუალება ირიტის, ირიდოციკლიტის, ქოროიდიტის და უვეიტის სამკურნალოდ.

  • რა უნდა იცოდეთ ციკლოპლეგიცედოლის გამოყენებამდე

მიღების წესი და დოზირება

მოხსენით საწვეთურის კონტეინერს თავსახური და მცირე ზეწოლა მოახდინეთ მასზე, რათა სითხე წვეთ-წვეთად გადმოვიდეს რეკომენდებული დოზით.

თვალის წვეთების კონიუნქტივაზე დაწვეთების შემდეგ, სისტემური შეწოვის შესამცირებლად, განსაკუთრებით ბავშვებში, თვალის კუთხეს დააჭირეთ 2-3 წუთის განმავლობაში. სხვა თვალის წვეთების მსგავსად, გამოიყენეთ ბოთლის პირველი გახსნიდან 28 დღის განმავლობაში.

რეკომენდებული დოზაა:

მოზარდები და ხანდაზმულები

ციკლოპლეგიური რეფრაქცია

ციკლოპლეგიცედოლის 1-2 წვეთი ჩაიწვეთეთ 5-10 წუთიანი ინტერვალით და საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება მესამე წვეთის ჩაწვეთებაც. გამოკვლევა უნდა ჩატარდეს ბოლო ჩაწვეთებიდან დაახლოებით 30-40 წუთის შემდეგ.

ირიტი, ირიდოციკლიტი, ქოროიდიტი და უვეიტი

ჩაიწვეთეთ ერთი წვეთი დღეში 3-4-ჯერ. მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ოფთალმოლოგი პაციენტის კლინიკური მდგომარეობის მიხედვით.

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

3 თვეზე ნაკლები ასაკის ბავშვები: ეს პრეპარატი არ გამოიყენება ახალშობილებსა და 3 თვემდე ასაკის ბავშვებში (ციკლოპლეგიასა და ამბლიოპიის განვითარებას შორის შესაძლო კავშირის და ახალშობილებში სისტემური ტოქსიკურობის რისკის გამო).

ციკლოპლეგიური რეფრაქცია

3 თვეზე მეტი ასაკის ბავშვები: ციკლოპლეგიცედოლის ერთი წვეთი, რასაც საჭიროების შემთხვევაში, 5-10 წუთის შემდეგ შეიძლება მოჰყვეს მეორე წვეთი. გამოკვლევა უნდა ჩატარდეს ბოლო ჩაწვეთებიდან დაახლოებით 30-40 წუთის შემდეგ. დოზის კორექტირება შესაძლებელია ექიმის მიერ.

დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა განისაზღვროს ოფთალმოლოგის მიერ პაციენტის კლინიკური მდგომარეობის მიხედვით.

ციკლოპლეგიცედოლის ჩაწვეთების შემდეგ ბავშვები მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყვნენ მინიმუმ 30 წუთის განმავლობაში.

თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი ციკლოპლეგიცედოლი

დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს, თან იქონიეთ ციკლოპლეგიცედოლის შეფუთვა.

თუ დაგავიწყდათ ციკლოპლეგიცედოლის გამოყენება

თუ შემდეგი დოზის ჩაწვეთების დრო შორს არის, დაუყოვნებლივ ჩაიწვეთეთ ციკლოპლეგიცედოლის თვალის ხსნარი, დოზის გაორმაგების გარეშე. ამის შემდეგ, მიჰყევით ჩვეულ გამოყენების განრიგს. თუმცა, თუ შემდეგი დოზის ჩაწვეთების დრო მოახლოებულია, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა და მიჰყევით ჩვეულ გამოყენების განრიგს.

თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

თუ გაქვთ ალერგია ციკლოპენტოლატის ჰიდროქლორიდის ან ამ პრეპარატის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 პარაგრაფში).

დახურულკუთხოვანი გლაუკომის შემთხვევაში, თვალშიდა წნევის ერთხელ მომატებამ შეიძლება გამოიწვიოს დახურულკუთხოვანი გლაუკომის მწვავე მდგომარეობა.

თავის ტვინის ორგანული დაზიანებით გამოწვეული სინდრომების მქონე ბავშვებში (მათ შორის თანდაყოლილი ნეიროგანვითარების დარღვევები, რომლებიც მიდრეკილია ეპილეფსიური კრუნჩხვებისკენ).

სიფრთხილის ზომები

ციკლოპლეგიცედოლის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

სიფრთხილეა საჭირო ხანდაზმულებში არასასურველი სისტემური ეფექტების მომატებული რისკის გამო, ასევე პაციენტებში პარალიზური ილეუსით, კეთილთვისებიანი პროსტატის ჰიპერტროფიით, კორონარული ან გულის უკმარისობით, ატაქსიით, ბელადონას ალკალოიდების მიმართ მგრძნობელობით და ჰიპერემიით (სისტემური შეწოვის გაზრდის შესაძლებლობის გამო).

ციკლოპენტოლატის ჰიდროქლორიდი ზრდის თვალების მგრძნობელობას სინათლის მიმართ, ამიტომ რეკომენდებულია მზის სათვალის ტარება თვალების ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედებისგან დასაცავად.

თვალის წვეთების ეს ხსნარი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული გლაუკომის მქონე პაციენტებში.

სრულ აკომოდაციურ აღდგენას შეიძლება 24 საათამდე დასჭირდეს.

ბავშვები და მოზარდები

ეს სამკურნალო საშუალება არ უნდა იქნას გამოყენებული ახალშობილებსა და 3 თვემდე ასაკის ბავშვებში, ციკლოპლეგიასა და ამბლიოპიის განვითარებას შორის შესაძლო კავშირის და ახალშობილებში სისტემური ტოქსიკურობის რისკის გამო.

ბავშვებში ციკლოპენტოლატის გამოყენებისას სიფრთხილეა საჭირო სისტემური ეფექტების რისკის გათვალისწინებით და ჰიპერემიის შემთხვევებში, რადგან შეიძლება გაიზარდოს სისტემური შეწოვა.

სპასტიური დამბლის ან გონებრივი შეზღუდვის მქონე ბავშვები უფრო მეტად არიან მიდრეკილნი ციკლოპენტოლატის ჰიდროქლორიდის გვერდითი მოვლენებისკენ.

კიდევ ერთი რისკი, განსაკუთრებით ბავშვებში, არის ნაერთების შეწოვა ცხვირის ლორწოვანი გარსის დონეზე, მას შემდეგ, რაც მოხდება მათი შეწოვა ცრემლის სეკრეტით და დრენირება საცრემლე არხით.

ამიტომ, თვალის წვეთების კონიუნქტივაზე დაწვეთების შემდეგ, თვალის კუთხეზე დაჭიროა დაჭერა რამდენიმე წუთის განმავლობაში (2-დან 3 წუთამდე).

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ, ცოტა ხნის წინ იყენებდით ან შესაძლოა გამოიყენოთ სხვა პრეპატატები.

ციკლოპენტოლატმა შესაძლოა შეაფერხოს ხანგრძლივი მოქმედების ოფთალმოლოგიური ქოლინერგული გლაუკომის საწინააღმდეგო საშუალებების, როგორიცაა დემეკარიუმი, ექოთიოფატი და იზოფლუროფატი, მიოტური და გლაუკომის საწინააღმდეგო მოქმედება. ციკლოპენტოლატმა შესაძლოა ხელი შეუშალოს ბელადონას ალკალოიდებს და კარბაქოლისა და პილოკარპინის გლაუკომის საწინააღმდეგო მოქმედებას.

სისტემური შეწოვის შემთხვევაში, ციკლოპენტოლატის და სხვა ანტიმუსკარინული საშუალებების ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს სხვა ანტიმუსკარინული თვისებების მქონე პრეპარატების, როგორიცაა ამანტადინი, ზოგიერთი ანტიჰისტამინური საშუალების, ფენოთიაზინის ანტიფსიქოზური საშუალებების (ფენოთიაზინები) და ტრიციკლური ანტიდეპრესანტების ერთდროული გამოყენებისას.

მონოამინოქსიდაზას (მაო) ინჰიბიტორებმა შეიძლება გააძლიერონ ციკლოპენტოლატის ანტიმუსკარინული ეფექტები სისტემური შეწოვის დროს.

ორი ოფთალმოლოგიური პრეპარატის ერთდროული გამოყენების შემთხვევაში, გამოყენებებს შორის უნდა იყოს 5-10 წუთიანი ინტერვალი.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ვინაიდან მოქმედი ნივთიერება სისტემურად შეიწოვება, ორსულმა და მეძუძურმა ქალებმა ციკლოპლეგიცედოლი მხოლოდ მაშინ უნდა გამოიყენონ, როდესაც მოსალოდნელი თერაპიული სარგებელი აღემატება შესაძლო რისკებს. არ არსებობს ცნობილი კვლევები ცხოველებზე, რომლებიც შეაფასებდნენ ციკლოპენტოლატის ემბრიონ-ნაყოფის განვითარებაზე უარყოფითი ზემოქმედების რისკს.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმების გამოყენება

ციკლოპლეგიცედოლის გამოყენების შემდეგ სატრანსპორტო საშუალებების მართვა და/ან მექანიზმებთან მუშაობა არ არის რეკომენდებული, რადგან ეს პრეპარატი იწვევს მხედველობის დაბინდვას (პათოლოგიურ მხედველობას).

ციკლოპლეგიცედოლი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს

ეს პრეპარატი შეიცავს 0.1 მგ ბენზალკონიუმის ქლორიდს ხსნარის თითოეულ მლ-ში. ბენზალკონიუმის ქლორიდი შეიძლება შეიწოვოს რბილმა კონტაქტურმა ლინზებმა და შეიძლება მან შეცვალოს კონტაქტური ლინზების ფერი. ამ პრეპარატის გამოყენებამდე უნდა მოიხსნათ კონტაქტური ლინზები და ჩაისვათ 15 წუთის შემდეგ.

ბენზალკონიუმის ქლორიდმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება, განსაკუთრებით თუ გაქვთ თვალების სიმშრალე ან რქოვანას დაზიანება (თვალის წინა სუფთა შრე). თუ ამ პრეპარატის გამოყენების შემდეგ გრძნობთ უჩვეულო შეგრძნებას თვალში, ჩხვლეტას ან ტკივილს, მიმართეთ თქვენს ექიმს.

  • როგორ გამოიყენება ციკლოპლეგიცედოლი

ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც დაგინიშნათ თქვენმა ექიმმა. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენები

როგორ ინახება ციკლოპლეგიცედოლი

შემადგენლობა

რას წარმოადგენს ციკლოპლეგიცედოლი და რისთვის გამოიყენება

ციკლოპლეგიცედოლი არის თვალის წვეთები, ხსნარი, რომელიც შეიცავს ციკლოპენტოლატის ჰიდროქლორიდს, 10 მგ/მლ მოქმედი ნივთიერების სახით.

ფარმაკოლოგიური თვისებები

  • 3.2 - თვალის დაავადებების დროს გამოსაყენებელი პრეპარატები;

მიდრიატული და ციკლოპლეგიური საშუალებები, ანტიქოლინერგული პრეპარატები.

ციკლოპენტოლატის ჰიდროქლორიდი ანტიქოლინერგული საშუალებაა, რომელსაც აქვს აცეტილქოლინის მუსკარინული რეცეპტორების ბლოკირების უნარი, რაც იწვევს ირისის წრიული კუნთისა და წამწამოვანი კუნთის დამბლას. ეს მოქმედება იწვევს გუგების გაფართოებას (მიდრიაზი) და აკომოდაციის დამბლას (ციკლოპლეგია).

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ციკლოპლეგიცედოლი®

ციკლოპენტოლატის ჰიდროქლორიდი 10 მგ/მლ

თვალის წვეთები, ხსნარი

შეფუთვის ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

ამ პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე სრულად და ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე ფურცელი-ჩანართი, რადგან იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს ფურცელი-ჩანართი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს პრეპარატი დაგენიშნათ პირადად თქვენ. არ მისცეთ იგი სხვა პირებს. ამ პრეპარატმა შეიძლება ავნოს მათ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ დაავადების ისეთივე ნიშნები აქვთ, როგორიც თქვენ.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს. მათ შორის ისეთი გვერდითი მოვლენების აღნიშვნის შემთხვევაშიც, რომელიც მოცემული არ არის წინამდებარე ფურცელ-ჩანართში. იხ. პარაგრაფი 4.

წინამდებარე ფურცელი-ჩანართი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:

რას წარმოადგენს ციკლოპლეგიცედოლი და რისთვის გამოიყენება

რა უნდა იცოდეთ ციკლოპლეგიცედოლის გამოყენებამდე

როგორ გამოიყენება ციკლოპლეგიცედოლი

შესაძლო გვერდითი მოვლენები

როგორ ინახება ციკლოპლეგიცედოლი

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას წარმოადგენს ციკლოპლეგიცედოლი და რისთვის გამოიყენება

ციკლოპლეგიცედოლი არის თვალის წვეთები, ხსნარი, რომელიც შეიცავს ციკლოპენტოლატის ჰიდროქლორიდს, 10 მგ/მლ მოქმედი ნივთიერების სახით.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

  • 3.2 - თვალის დაავადებების დროს გამოსაყენებელი პრეპარატები;

მიდრიატული და ციკლოპლეგიური საშუალებები, ანტიქოლინერგული პრეპარატები.

ციკლოპენტოლატის ჰიდროქლორიდი ანტიქოლინერგული საშუალებაა, რომელსაც აქვს აცეტილქოლინის მუსკარინული რეცეპტორების ბლოკირების უნარი, რაც იწვევს ირისის წრიული კუნთისა და წამწამოვანი კუნთის დამბლას. ეს მოქმედება იწვევს გუგების გაფართოებას (მიდრიაზი) და აკომოდაციის დამბლას (ციკლოპლეგია).

თერაპიული ჩვენებები:

თვალის ფუნდუსის გამოკვლევა და რეფრაქციული ტესტები.

როგორც მიდრიაზული საშუალება ირიტის, ირიდოციკლიტის, ქოროიდიტის და უვეიტის სამკურნალოდ.

  • რა უნდა იცოდეთ ციკლოპლეგიცედოლის გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ ციკლოპლეგიცედოლი:

თუ გაქვთ ალერგია ციკლოპენტოლატის ჰიდროქლორიდის ან ამ პრეპარატის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 პარაგრაფში).

დახურულკუთხოვანი გლაუკომის შემთხვევაში, თვალშიდა წნევის ერთხელ მომატებამ შეიძლება გამოიწვიოს დახურულკუთხოვანი გლაუკომის მწვავე მდგომარეობა.

თავის ტვინის ორგანული დაზიანებით გამოწვეული სინდრომების მქონე ბავშვებში (მათ შორის თანდაყოლილი ნეიროგანვითარების დარღვევები, რომლებიც მიდრეკილია ეპილეფსიური კრუნჩხვებისკენ).

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ციკლოპლეგიცედოლის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

სიფრთხილეა საჭირო ხანდაზმულებში არასასურველი სისტემური ეფექტების მომატებული რისკის გამო, ასევე პაციენტებში პარალიზური ილეუსით, კეთილთვისებიანი პროსტატის ჰიპერტროფიით, კორონარული ან გულის უკმარისობით, ატაქსიით, ბელადონას ალკალოიდების მიმართ მგრძნობელობით და ჰიპერემიით (სისტემური შეწოვის გაზრდის შესაძლებლობის გამო).

ციკლოპენტოლატის ჰიდროქლორიდი ზრდის თვალების მგრძნობელობას სინათლის მიმართ, ამიტომ რეკომენდებულია მზის სათვალის ტარება თვალების ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედებისგან დასაცავად.

თვალის წვეთების ეს ხსნარი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული გლაუკომის მქონე პაციენტებში.

სრულ აკომოდაციურ აღდგენას შეიძლება 24 საათამდე დასჭირდეს.

ბავშვები და მოზარდები

ეს სამკურნალო საშუალება არ უნდა იქნას გამოყენებული ახალშობილებსა და 3 თვემდე ასაკის ბავშვებში, ციკლოპლეგიასა და ამბლიოპიის განვითარებას შორის შესაძლო კავშირის და ახალშობილებში სისტემური ტოქსიკურობის რისკის გამო.

ბავშვებში ციკლოპენტოლატის გამოყენებისას სიფრთხილეა საჭირო სისტემური ეფექტების რისკის გათვალისწინებით და ჰიპერემიის შემთხვევებში, რადგან შეიძლება გაიზარდოს სისტემური შეწოვა.

სპასტიური დამბლის ან გონებრივი შეზღუდვის მქონე ბავშვები უფრო მეტად არიან მიდრეკილნი ციკლოპენტოლატის ჰიდროქლორიდის გვერდითი მოვლენებისკენ.

კიდევ ერთი რისკი, განსაკუთრებით ბავშვებში, არის ნაერთების შეწოვა ცხვირის ლორწოვანი გარსის დონეზე, მას შემდეგ, რაც მოხდება მათი შეწოვა ცრემლის სეკრეტით და დრენირება საცრემლე არხით.

ამიტომ, თვალის წვეთების კონიუნქტივაზე დაწვეთების შემდეგ, თვალის კუთხეზე დაჭიროა დაჭერა რამდენიმე წუთის განმავლობაში (2-დან 3 წუთამდე).

სხვა სამკურნალო საშუალებები და ციკლოპლეგიცედოლი

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ, ცოტა ხნის წინ იყენებდით ან შესაძლოა გამოიყენოთ სხვა პრეპატატები.

ციკლოპენტოლატმა შესაძლოა შეაფერხოს ხანგრძლივი მოქმედების ოფთალმოლოგიური ქოლინერგული გლაუკომის საწინააღმდეგო საშუალებების, როგორიცაა დემეკარიუმი, ექოთიოფატი და იზოფლუროფატი, მიოტური და გლაუკომის საწინააღმდეგო მოქმედება. ციკლოპენტოლატმა შესაძლოა ხელი შეუშალოს ბელადონას ალკალოიდებს და კარბაქოლისა და პილოკარპინის გლაუკომის საწინააღმდეგო მოქმედებას.

სისტემური შეწოვის შემთხვევაში, ციკლოპენტოლატის და სხვა ანტიმუსკარინული საშუალებების ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს სხვა ანტიმუსკარინული თვისებების მქონე პრეპარატების, როგორიცაა ამანტადინი, ზოგიერთი ანტიჰისტამინური საშუალების, ფენოთიაზინის ანტიფსიქოზური საშუალებების (ფენოთიაზინები) და ტრიციკლური ანტიდეპრესანტების ერთდროული გამოყენებისას.

მონოამინოქსიდაზას (მაო) ინჰიბიტორებმა შეიძლება გააძლიერონ ციკლოპენტოლატის ანტიმუსკარინული ეფექტები სისტემური შეწოვის დროს.

ორი ოფთალმოლოგიური პრეპარატის ერთდროული გამოყენების შემთხვევაში, გამოყენებებს შორის უნდა იყოს 5-10 წუთიანი ინტერვალი.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ვინაიდან მოქმედი ნივთიერება სისტემურად შეიწოვება, ორსულმა და მეძუძურმა ქალებმა ციკლოპლეგიცედოლი მხოლოდ მაშინ უნდა გამოიყენონ, როდესაც მოსალოდნელი თერაპიული სარგებელი აღემატება შესაძლო რისკებს. არ არსებობს ცნობილი კვლევები ცხოველებზე, რომლებიც შეაფასებდნენ ციკლოპენტოლატის ემბრიონ-ნაყოფის განვითარებაზე უარყოფითი ზემოქმედების რისკს.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმების გამოყენება

ციკლოპლეგიცედოლის გამოყენების შემდეგ სატრანსპორტო საშუალებების მართვა და/ან მექანიზმებთან მუშაობა არ არის რეკომენდებული, რადგან ეს პრეპარატი იწვევს მხედველობის დაბინდვას (პათოლოგიურ მხედველობას).

ციკლოპლეგიცედოლი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს

ეს პრეპარატი შეიცავს 0.1 მგ ბენზალკონიუმის ქლორიდს ხსნარის თითოეულ მლ-ში. ბენზალკონიუმის ქლორიდი შეიძლება შეიწოვოს რბილმა კონტაქტურმა ლინზებმა და შეიძლება მან შეცვალოს კონტაქტური ლინზების ფერი. ამ პრეპარატის გამოყენებამდე უნდა მოიხსნათ კონტაქტური ლინზები და ჩაისვათ 15 წუთის შემდეგ.

ბენზალკონიუმის ქლორიდმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება, განსაკუთრებით თუ გაქვთ თვალების სიმშრალე ან რქოვანას დაზიანება (თვალის წინა სუფთა შრე). თუ ამ პრეპარატის გამოყენების შემდეგ გრძნობთ უჩვეულო შეგრძნებას თვალში, ჩხვლეტას ან ტკივილს, მიმართეთ თქვენს ექიმს.

  • როგორ გამოიყენება ციკლოპლეგიცედოლი

ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც დაგინიშნათ თქვენმა ექიმმა. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გამოყენების წესი:

მოხსენით საწვეთურის კონტეინერს თავსახური და მცირე ზეწოლა მოახდინეთ მასზე, რათა სითხე წვეთ-წვეთად გადმოვიდეს რეკომენდებული დოზით.

თვალის წვეთების კონიუნქტივაზე დაწვეთების შემდეგ, სისტემური შეწოვის შესამცირებლად, განსაკუთრებით ბავშვებში, თვალის კუთხეს დააჭირეთ 2-3 წუთის განმავლობაში. სხვა თვალის წვეთების მსგავსად, გამოიყენეთ ბოთლის პირველი გახსნიდან 28 დღის განმავლობაში.

რეკომენდებული დოზაა:

მოზარდები და ხანდაზმულები

ციკლოპლეგიური რეფრაქცია

ციკლოპლეგიცედოლის 1-2 წვეთი ჩაიწვეთეთ 5-10 წუთიანი ინტერვალით და საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება მესამე წვეთის ჩაწვეთებაც. გამოკვლევა უნდა ჩატარდეს ბოლო ჩაწვეთებიდან დაახლოებით 30-40 წუთის შემდეგ.

ირიტი, ირიდოციკლიტი, ქოროიდიტი და უვეიტი

ჩაიწვეთეთ ერთი წვეთი დღეში 3-4-ჯერ. მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ოფთალმოლოგი პაციენტის კლინიკური მდგომარეობის მიხედვით.

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

3 თვეზე ნაკლები ასაკის ბავშვები: ეს პრეპარატი არ გამოიყენება ახალშობილებსა და 3 თვემდე ასაკის ბავშვებში (ციკლოპლეგიასა და ამბლიოპიის განვითარებას შორის შესაძლო კავშირის და ახალშობილებში სისტემური ტოქსიკურობის რისკის გამო).

ციკლოპლეგიური რეფრაქცია

3 თვეზე მეტი ასაკის ბავშვები: ციკლოპლეგიცედოლის ერთი წვეთი, რასაც საჭიროების შემთხვევაში, 5-10 წუთის შემდეგ შეიძლება მოჰყვეს მეორე წვეთი. გამოკვლევა უნდა ჩატარდეს ბოლო ჩაწვეთებიდან დაახლოებით 30-40 წუთის შემდეგ. დოზის კორექტირება შესაძლებელია ექიმის მიერ.

ირიტი, ირიდოციკლიტი, ქოროიდიტი და უვეიტი

დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა განისაზღვროს ოფთალმოლოგის მიერ პაციენტის კლინიკური მდგომარეობის მიხედვით.

ციკლოპლეგიცედოლის ჩაწვეთების შემდეგ ბავშვები მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყვნენ მინიმუმ 30 წუთის განმავლობაში.

თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი ციკლოპლეგიცედოლი

დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს, თან იქონიეთ ციკლოპლეგიცედოლის შეფუთვა.

თუ დაგავიწყდათ ციკლოპლეგიცედოლის გამოყენება

თუ შემდეგი დოზის ჩაწვეთების დრო შორს არის, დაუყოვნებლივ ჩაიწვეთეთ ციკლოპლეგიცედოლის თვალის ხსნარი, დოზის გაორმაგების გარეშე. ამის შემდეგ, მიჰყევით ჩვეულ გამოყენების განრიგს. თუმცა, თუ შემდეგი დოზის ჩაწვეთების დრო მოახლოებულია, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა და მიჰყევით ჩვეულ გამოყენების განრიგს.

თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ სამკურნალო საშუალებასაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი არ აღენიშნება ყველა პაციენტს.

უცნობი გვერდითი მოვლენები (არსებული მონაცემებით მათი შეფასება შეუძლებელია):

სისტემური შეწოვის შედეგად გამოწვეული სიმპტომები, რომლებიც სამედიცინო ჩარევას საჭიროებენ, მოიცავს:

დაბნეულობა, დეზორიენტაცია, ჰალუცინაციები, დელირიუმი, გაღიზიანება, აგზნებადობა, ქცევითი ცვლილებები, არათანმიმდევრული მეტყველება, ფსიქოზი, სხვა ფსიქიატრიული დარღვევები;

ატაქსია, ტრემორი, კრუნჩხვები;

ტაქიკარდია, პალპიტაცია, არითმია;

პირის სიმშრალე, გულისრევა, ღებინება, კუჭის მოცულობის მომატება, განსაკუთრებით ბავშვებში;

სახის ერითემა, ადგილობრივი სიწითლე, გამონაყარი, კონტაქტური დერმატიტი, ჭინჭრის ციება, კანის სიმშრალე;

შარდის შეკავება;

ცხელება, წყურვილის მომატება, უჩვეულო სისუსტე ან დაღლილობა, სიარულის დარღვევა.

ადგილობრივი სიმპტომები, რომლებიც საჭიროებენ სამედიცინო ჩარევას, თუ ისინი გაგრძელდება, როგორიცაა:

ბლეფაროკონიუნქტივიტი, კონიუნქტივიტი;

განმეორებითი გამოყენებისას შესაძლებელია ალერგიული რეაქციის განვითარება, რომელიც ვლინდება მუდმივი გაღიზიანებით, მხედველობის დაბინდვით და თვალის ჰიპერემიით;

ფოტომგრძნობელობა (ფოტოფობია), თვალის წვის შეგრძნება (გარდამავალი) ჩაწვეთებისას მხედველობის ცვლილებები, თვალშიდა წნევის მომატება, წერტილოვანი კერატიტი.

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ

თუ აღგენიშნებათ რომელიმე გვერდითი მოვლენა, მათ შორის ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენა, რომელიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებარე ფურცელ-ჩანართში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენები შესახებ პირდაპირ INFARMED I.P.-ს ქვემოთ მოცემული კონტაქტების საშუალებით. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დაგვეხმაროთ ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგრობებაში.

ვებგვერდი:

http://www.infarmed.pt/web/infarmed/submissaoram (უპირატესი)

ან შემდეგი კონტაქტების საშუალებით:

Direção de Gestão do Risco de Medicamentos (მედიკამენტების რისკის მართვის დეპარტამენტი)

Parque da Saúde de Lisboa (პარკ დე საუდე დე ლისბოა), ბრაზილიის გამზ. 53

1749-004 ლისაბონი

ტელ: +351 21 798 73 73

მედიკამენტების ხაზი: 800222444 (უფასო)

ელ.ფოსტა: [email protected]

  • როგორ ინახება ფლოქსედოლი

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ეტიკეტზე და მუყაოს კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ (“EXP”). ვარგისიანობის ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლო დღეს.

ბოთლის პირველი გახსნის შემდეგ, გამოიყენეთ 28 დღის განმავლობაში.

არ შეინახოთ 25°С-ზე მაღალ ტემპერატურაზე.

შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში.

სინათლისა და ნესტისგან დასაცავად, კონტეინერი მჭიდროდ დახურული შეინახეთ გარე კოლოფში.

როგორც ექსკლუზიურად თვალში ჩასაწვეთებელი პრეპარატი, მისი საწვეთურიანი კონტეინერის სხვა მიზნებისთვის გამოყენება არ შეიძლება.

არ გადაყაროთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ციკლოპლეგიცედოლი

მოქმედი ნივთიერებაა ციკლოპენტოლატის ჰიდროქლორიდი.

სხვა ინგრედიენტებია: ბორის მჟავა, კალიუმის ქლორიდი, დინატრიუმის ედეტატი, უწყლო ნატრიუმის კარბონატი, ბენზალკონიუმის ქლორიდი (ხსნარი 50%-მდე), საინექციო წყალი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი ან მარილმჟავა (pH-ის რეგულირებისთვის) და ნატრიუმის ქლორიდი (ოსმოლარობის რეგულირებისთვის).

ციკლოპლეგიცედოლის გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი

ციკლოპლეგიცედოლი 10 მგ/მლ თვალის წვეთები, ხსნარი მოთავსებულია სტერილურ საწვეთურიან კონტეინერში, რომელიც შეიცავს 5 მლ ან 10 მლ ხსნარს.

ხსნარი სუფთა და უფეროა.

მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელი

Laboratório Edol - Produtos Farmacêuticos, S.A. (ლაბორატორიო ედოლ - პროდუტოს ფარმაცეუტიკოს ს.ა.)

ავ. 25 დე აბრილი, 6-6ა, 2795-225 ლინდა-ა-ველჰა, პორტუგალია

ტელ.: (+351) 21 415 81 30;

ფაქსი.: (+351) 21 415 81 31

ელ.ფოსტა: [email protected]

მწარმოებლები

Laboratório Edol - Produtos Farmacêuticos, S.A. (ლაბორატორიო ედოლ-პროდუტოს ფარმაცეუტიკოს ს.ა.)

ავ. 25 დე აბრილი, 6-6ა, 2795-225 ლინდა-ა-ველჰა - პორტუგალია

Rua Quinta do Salrego (რუა კვინტა დო სალრეგო) 22-22ა, Portela de Carnaxide (პორტელა დე კარნაქსიდი), 2790-144 კარნაქსიდი – პორტუგალია | Rua Casal do Canas (რუა კასალ დო კანასი) 6-6ა, 2790-204 კარნაქსიდი - პორტუგალია

ეს ფურცელი-ჩანართი ბოლოს გადაიხედა 2023 წლის დეკემბერში.

E100612.09.01

Edol (ედოლი)

saúde que se vê (ჯანმრთელობა, რომლის დანახვაც შესაძლებელია)

Laboratório Edol - Produtos Farmacêuticos, S.A. (ლაბორატორიო ედოლ - პროდუტოს ფარმაცეუტიკოს ს.ა.)

ავ. 25 დე აბრილი, 6-6ა, 2795-225 ლინდა-ა-ველჰა, პორტუგალია

მწარმოებლის შიდა კოდი. ცვალებადი ინფორმაცია, რომელიც არ ექვემდებარება პორტუგალიის კომპეტენტური ორგანოს შეფასებას/დამტკიცებას. მოთხოვნა: ეს ზონა უნდა განიხილებოდეს როგორც ცვალებადი არე, სადაც დაშვებულია ნებისმიერი ალფა რიცხვითი მნიშვნელობები (კოდები).

ციკლოპლეგიცედოლი FI

თვალის წვეთები, ხსნარი

NAV. (შიდა) კოდი: E100612.09.01

ძველი NAV. (შიდა) კოდი: 2L-120

ფონტის (შრიფტის) ზომა: პორტ: 7.6 | ინგ.: 7.6 პტ

ფონტის (შრიფტის) ტიპი: HELVETICA LT STD CONDENSED

ფერები (1 პანტონი):

შავი U

არ წარმოადგენს ფერის ნიმუშს

დამტკიცება

CQ

CI

DRE

DRE

Laetus: 100

ვერსიების კონტროლი

17/12/2014-2L-120.03.01

17/06/2019-E100612.04.01

03/12/2019-E100612.05.01

29/01/2021-E100612.06.01

06/06/2022-E100612.07.01

13/02/2023-E100612.07.02

20/12/2023-E100612.08.01

17/07/2024-E100612.09.01

კომენტარები:

ედოლი, ჭრა L2

XL ფურცელი-ჩანართი, თვალის წვეთების შესაფუთი ხაზი

პროდუქტის კოდი ფურცელი-ჩანართის ბოლოს

left11938000

A x B

ბუკლეტის ზომები

ზომები | მმ

A სიგრძე

B სიმაღლე

a1

b1

c

d

L

L1

L2

130

568,8

110

548,8

10

23,7

8

59,3

83

ზომები (A x B): 130 x 568,8 (გახსნილი)

ზომები (A x d): 130 x 23,7 (დაკეცილი)

საერთო ფართობი: 73944 მმ2

ქაღალდის წონა: 40 გრამი

(შესაძლებელია 50 გრამის მიღება, მომწოდებლის მოთხოვნით და გამონაკლის შემთხვევაში.

ფურცელი ჰორიზონტალურად ოთხნახევარად იკეცება, ბოლო ნაკეცი შებრუნებულია.

ფურცელი-ჩანართების ბოჭკოვანი სტრუქტურის მიმართულება უნდა შეესაბამებოდეს მოთხოვნებს და არ უნდა ზღუდავდეს ედოლის აპარატურის გამართულ ფუნქციონირებას.

სპეციფიკაციები ასევე ეხება ფურცელი-ჩანართის უკანა მხარესაც.

Laetus კოდი განთავსებულია მხოლოდ ფურცელი-ჩანართის წინა მხარეს.

Laetus-ის სპეციფიკაციები, რომლებიც მოცემულია IMP 407-ში, აღებულია "Laetus Pharmacode" სტანდარტიდან.

ედოლის თითოეული საბოლოო დიზაინი შეიცავს შესაბამის Laetus კოდს პროდუქტის თითოეულ კოდთან/ვერსიასთან შესაბამისად.

იმ შემთხვევაში, თუ არსებობს გამონაკლისები, ისინი მითითებული იქნება ედოლის საბოლოო დიზაინში.

დამტკიცება:

2540000ჭრა

დაკეცვის ადგილი

თავისუფალი ტექსტის ზონა - 2 მმ

ტექსტის ზონა

Laetus-ის ადგილი

ვერსიის კონტროლი: IE100173.01.01: 17/03/2022– 1a გამოსახულება

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა