ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტივირუსული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის

ტამიფლუ

Tamiflu®

რეცეპტით75მგინსტრუქცია ქართულადიტალია
რისთვის გამოიყენება

გრიპის მკურნალობა ტამიფლუ, გრიპის სამკურნალო, ნაჩვენებია მოზრდილებში და ბავშვებში, დროული ახალშობილების ჩათვლით, რომლებსაც აღენიშნებათ გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, როდესაც საზოგადოებაში გრიპის ვირუსი ცირკულირებს. ეფექტურობა გამოვლინდა, როდესაც მკურნალობა იწყება სიმპტომების დაწყებიდან ორი დღის განმავლობაში. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
oseltamivir
ფორმა და შეფუთვა
75მგ მყარი კაფსულა №10 (1X10)
მწარმოებელი
Delpharm Milano S.r.l., იტალია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტივირუსული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ნეურამინიდაზას ინჰიბიტორები
ATC კოდი
J05AH02
რეგისტრაციის ნომერი
რ-046328
რეგისტრირებულია
17 სექტემბერი 2026, მოქმედებს 17 სექტემბერი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
F. Hoffmann-La Roche Ltd (შვეიცარია)
განმცხადებელი
შპს „როშ ჯორჯია“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებატამიფლუ და სხვა წამალი ერთად

ტამიფლუ — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

გრიპის მკურნალობა

ტამიფლუ, გრიპის სამკურნალო, ნაჩვენებია მოზრდილებში და ბავშვებში, დროული ახალშობილების ჩათვლით, რომლებსაც აღენიშნებათ გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, როდესაც საზოგადოებაში გრიპის ვირუსი ცირკულირებს. ეფექტურობა გამოვლინდა, როდესაც მკურნალობა იწყება სიმპტომების დაწყებიდან ორი დღის განმავლობაში.

გრიპის პრევენცია

  • ექსპოზიციის(მიღების) შემდგომი პრევენცია(პროფილაქტიკა) 1 წელზე მეტი ასაკის პირებში, კლინიკურად დიაგნოსტირებული გრიპის შემთხვევებთან კონტაქტის შემდეგ, როდესაც გრიპის ვირუსი ცირკულირებს საზოგადოებაში.
  • ტამიფლუს სათანადო გამოყენება გრიპის პრევენციისთვის უნდა განისაზღვროს ცალკეული შემთხვევის მიხედვით, გარემოებებისა და აღნიშნული კუთხით დაცვის საჭიროების მქონე მოსახლეობის გათვალისწინებით. გამონაკლის სიტუაციებში (მაგ. მოცირკულირე და ვაქცინის ვირუსის შტამების შეუსაბამობის შემთხვევაში და პანდემიის ვითარებაში) სეზონური პრევენცია შეიძლება განიხილებოდეს ერთი წლის ან უფროსი ასაკის პირებში.
  • ტამიფლუ ნაჩვენებია გრიპის შემდგომი ექსპოზიციის პროფილაქტიკისთვის 1 წლამდე ასაკის ჩვილებში პანდემიური გრიპის აფეთქების დროს (იხ. ქვეთავი 5.2).

ტამიფლუ არ არის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემცვლელი.

ანტივირუსული საშუალებების გამოყენება გრიპის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის უნდა განისაზღვროს ოფიციალური რეკომენდაციების საფუძველზე. ოსელტამივირის მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებები უნდა ითვალისწინებდეს იმ ინფორმაციას თუ რა არის ცნობილი გრიპის მოცირკულირე ვირუსების მახასიათებლების შესახებ, ასევე ითვალისწინებდეს ხელმისაწვდომ ინფორმაციას გრიპის წამლების მგრძნობელობის ნიმუშების/შაბლონების შესახებ ყოველ სეზონზე და დაავადების ზემოქმედებას სხვადასხვა გეოგრაფიულ ზონაში და პაციენტების პოპულაციაში. (იხილეთ ქვეთავი 5.1)

მიღების წესი და დოზირება

ნოზოლოგია

ტამიფლუს მყარი კაფსულები და ტამიფლუს სუსპენზია ბიოექვივალენტური ფორმულირებებია. 75 მგ დოზების შეყვანა შესაძლებელია როგორც

  • ერთი 75 მგ კაფსულა ან
  • ერთი 30 მგ კაფსულას პლუს ერთი 45 მგ კაფსულა ან
  • ერთი 30 მგ დოზის მიღებით, პლუს სუსპენზიის ერთი 45 მგ დოზა.

კომერციულად წარმოებული ტამიფლუს ფხვნილი პერორალური სუსპენზიისთვის (6 მგ/მლ) არის არჩევის/სასურველი პროდუქტი პედიატრიული და ზრდასრული პაციენტებისთვის, რომლებსაც უჭირთ კაფსულების გადაყლაპვა ან სადაც საჭიროა უფრო დაბალი დოზები.

მოზრდილები და 13 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები

მკურნალობა: რეკომენდებული პერორალური დოზაა 75 მგ ოსელტამივირი ორჯერ დღეში 5 დღის განმავლობაში მოზარდებისთვის (13-დან 17 წლამდე) და მოზრდილებში.

სხეულის წონა

რეკომენდებული დოზა 5 დღის განმავლობაში

რეკომენდებული დოზა 10 დღის განმავლობაში*

იმუნოკომპრომეტირებული პაციენტები

> 40 კგ

75 მგ ორჯერ დღეში

75 მგ ორჯერ დღეში

  • იმუნოდეფიციტის მქონე მოზრდილებში და მოზარდებში მკურნალობის რეკომენდებული ხანგრძლივობაა 10 დღე. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სპეციალური პოპულაციები, იმუნოკომპრომეტირებული პაციენტები

მკურნალობა უნდა დაიწყოს რაც შეიძლება მალე გრიპის სიმპტომების დაწყებიდან პირველი ორი დღის განმავლობაში.

ექსპოზიციის შემდგომი პრევენცია: რეკომენდებული დოზა გრიპის პროფილაქტიკისთვის ინფიცირებულ პირთან მჭიდრო კონტაქტის შემდეგ არის 75 მგ ოსელტამივირი დღეში ერთხელ 10 დღის განმავლობაში მოზარდებისთვის (13-დან 17 წლამდე) და მოზრდილებში.

სხეულის წონა

რეკომენდებული დოზა 10 დღის განმავლობაში

რეკომენდებული დოზა 10 დღის განმავლობაში

იმუნოკომპრომეტირებული პაციენტები

> 40 კგ

75 მგ დღეში ერთხელ

75 მგ დღეში ერთხელ

თერაპია უნდა დაიწყოს რაც შეიძლება მალე ინფიცირებულ პირთან კონტაქტიდან ორი დღის განმავლობაში.

პრევენცია საზოგადოებაში გრიპის ეპიდემიის დროს: რეკომენდებული დოზა გრიპის პროფილაქტიკისთვის ეპიდემიის დროს არის 75 მგ ოსელტამივირი დღეში ერთხელ 6 კვირამდე პერიოდის განმავლობაში (ან 12 კვირამდე იმუნოკომპრომეტირებულ პაციენტებში, იხილეთ ქვეთავები 4.4, 4.8 და 5.1).

პედიატრიული პოპულაცია

ბავშვები 1-დან 12 წლამდე

ტამიფლუს 30 მგ, 45 მგ და 75 მგ კაფსულები და პერორალური სუსპენზია ხელმისაწვდომია ჩვილებისა და 1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის.

მკურნალობა: წონის მიხედვით მორგებული დოზირების შემდეგი რეჟიმები რეკომენდებულია ჩვილებისა და 1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვების სამკურნალოდ:

სხეულის წონა

რეკომენდებული დოზა 5 დღის განმავლობაში

რეკომენდებული დოზა 10 დღის განმავლობაში*

იმუნოკომპრომეტირებული პაციენტები

10 კგ-დან 15 კგ-მდე

30 მგ დღეში ორჯერ

30 მგ დღეში ორჯერ

> 15 კგ-დან 23 კგ-მდე

45 მგ დღეში ორჯერ

45 მგ დღეში ორჯერ

> 23 კგ-დან 40 კგ-მდე

60 მგ დღეში ორჯერ

60 მგ დღეში ორჯერ

> 40 კგ

75 მგ დღეში ორჯერ

75 მგ დღეში ორჯერ

  • იმუნოდეფიციტის მქონე ბავშვებში (≥1 წლამდე) მკურნალობის რეკომენდებული ხანგრძლივობაა 10 დღე. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სპეციალური პოპულაციები, იმუნოკომპრომეტირებული პაციენტები.

მკურნალობა უნდა დაიწყოს რაც შეიძლება მალე გრიპის სიმპტომების დაწყებიდან პირველი ორი დღის განმავლობაში.

ექსპოზიციის შემდგომი პრევენცია: ტამიფლუს რეკომენდებული პოსტ-ექსპოზიციური პროფილაქტიკური დოზაა:

სხეულის წონა

რეკომენდებული დოზა 10 დღის განმავლობაში

რეკომენდებული დოზა 10 დღის განმავლობაში იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებისთვის

10 კგ-დან 15 კგ-მდე

30 მგ დღეში ერთხელ

30 მგ დღეში ერთხელ

> 15 კგ-დან 23 კგ-მდე

45 მგ დღეში ერთხელ

45 მგ დღეში ერთხელ

> 23 კგ-დან 40 კგ-მდე

60 მგ დღეში ერთხელ

60 მგ დღეში ერთხელ

> 40 კგ

75 მგ დღეში ერთხელ

75 მგ დღეში ერთხელ

პრევენცია გრიპის ეპიდემიის დროს საზოგადოებაში: გრიპის ეპიდემიის დროს პრევენცია არ არის შესწავლილი 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ჩვილები 0-დან 12 თვემდე

მკურნალობა: 0-12 თვის ასაკის ჩვილებისთვის რეკომენდებული სამკურნალო დოზაა 3 მგ/კგ ორჯერ დღეში. ეს ეფუძნება ფარმაკოკინეტიკურ და უსაფრთხოების მონაცემებს, რომლებიც მიუთითებს იმაზე, რომ ეს დოზა 0-12 თვის ჩვილებში უზრუნველყოფს პრო-წამლისა და აქტიური მეტაბოლიტის ისეთ პლაზმურ კონცენტრაციებს, რომლებიც თავის მხრივ მოსალოდნელია, რომ განაპირობებს კლინიკურად ეფექტური უსაფრთხოების პროფილის არსებობას, სწორედ ისეთი, როგორიც გამოვლენილია უფროს ბავშვებში და მოზრდილებში ( იხილეთ ქვეთავი 5.2). 0-დან 12 თვემდე ასაკის ჩვილების მკურნალობისთვის რეკომენდებულია დოზირების შემდეგი რეჟიმი:

სხეულის წონა*

რეკომენდებული დოზა 5 დღის განმავლობაში

რეკომენდებული დოზა 10 დღის განმავლობაში** იმუნოკომპრომეტირებული პაციენტები

3 კგ

9 მგ დღეში ორჯერ

9 მგ დღეში ორჯერ

4 კგ

12 მგ დღეში ორჯერ

12 მგ დღეში ორჯერ

5 კგ

15 მგ დღეში ორჯერ

15 მგ დღეში ორჯერ

6 კგ

18 მგ დღეში ორჯერ

18 მგ დღეში ორჯერ

7 კგ

21 მგ დღეში ორჯერ

21 მგ დღეში ორჯერ

8 კგ

24 მგ დღეში ორჯერ

24 მგ დღეში ორჯერ

9 კგ

27 მგ დღეში ორჯერ

27 მგ დღეში ორჯერ

10 კგ

30 მგ დღეში ორჯერ

30 მგ დღეში ორჯერ

  • ეს ცხრლი არ მოიცავს ამ ასაკის პოპულაციის მასის ყველა შესაძლო ვარიანტს. ყველა პაციენტისთვის 1 წლამდე ასაკში 3 მგ/კგ დოზა უნდა იქნეს გამოყენებული, მიუხედავად პაციენტის მასისა

მკურნალობა უნდა დაიწყოს რაც შეიძლება მალე გრიპის სიმპტომების დაწყებიდან პირველი ორი დღის განმავლობაში.

  • * იმუნოდეფიციტის მქონე ჩვილებში (0-12 თვე) რეკომენდებული ხანგრძლივობაა 10 დღე. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სპეციალური პოპულაციები, იმუნოკომპრომეტირებული პაციენტები

დოზირების ეს რეკომენდაცია არ არის განკუთვნილი ნაადრევი მშობიარობის შემდგომ გაჩენილი ჩვილებისთვის, ანუ მათთვის, ვისაც პოსტკონცეპტუალური ასაკი აქვს 36 კვირაზე ნაკლები. არასაკმარისი მონაცემებია ხელმისაწვდომი ამ პაციენტებისთვის, რომლებშიც შეიძლება საჭირო გახდეს განსხვავებული დოზირება ჩამოუყალიბებელი ფიზიოლოგიური ფუნქციების გამო.

ექსპოზიციის შემდგომი პრევენცია: რეკომენდებული პროფილაქტიკური დოზა 1 წლამდე ასაკის ჩვილებისთვის პანდემიური გრიპის აფეთქების დროს არის ყოველდღიური სამკურნალო დოზის ნახევარი. ეს ეფუძნება კლინიკურ მონაცემებს ჩვილებში და 1 წლის ან 1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში და ასევე მოზრდილებში, რომლებიც ადასტურებს, რომ პროფილაქტიკური დოზა, რომელიც ყოველდღიური სამკურნალო დოზის ნახევრის ექვივალენტურია, კლინიკურად ეფექტურია გრიპის პროფილაქტიკისთვის. 0-დან 12 თვის ასაკის ჩვილებისთვის რეკომენდებულია შემდეგი ასაკობრივად მორგებული დოზირების პროფილაქტიკური რეჟიმი (ექსპოზიციის სიმულაციისთვის იხილეთ ქვეთავი 5.2):

ასაკი

რეკომენდებული დოზა 10 დღის განმავლობაში

რეკომენდებული დოზა 10 დღის განმავლობაში იმუნოკომპრომეტირებული პაციენტები

0 - 12 თვე

3 მგ/კგ დღეში ერთხელ

3 მგ/კგ დღეში ერთხელ

დოზირების ეს რეკომენდაცია არ არის განკუთვნილი ნაადრევი ჩვილებისთვის, ანუ მათთვის, ვისაც პოსტკონცეპტუალური ასაკი აქვს 36 კვირაზე ნაკლები. არასაკმარისი მონაცემებია ხელმისაწვდომი ამ პაციენტებისთვის, რომლებშიც შეიძლება საჭირო გახდეს განსხვავებული დოზირება ფიზიოლოგიური ფუნქციების მოუმწიფებლობის გამო.

პრევენცია გრიპის ეპიდემიის დროს საზოგადოებაში: გრიპის ეპიდემიის დროს პრევენცია არ არის შესწავლილი 0-12 თვის ასაკის ბავშვებში.

ინდივიდუალური რეცეპტით მოსამზადებელი დოზებისთვის ინსტრუქციები იხილეთ ქვეთავი 6.6.

განსაკუთრებული პოპულაციები

ღვიძლის უკმარისობა

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია არ არის საჭირო არც მკურნალობის არც პროფილაქტის მიზნით. კვლევები არ ჩატარებულა პედიატრიულ პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით.

თირკმლის უკმარისობა

გრიპის მკურნალობა: დოზის კორექცია რეკომენდირებულია მოზრდილებში და მოზარდებში (13-დან 17 წლამდე) თირკმლის ზომიერი ან მძიმე უკმარისობით. რეკომენდებული დოზები დეტალურად არის აღწერილი ქვემოთ მოცემულ ცხრილში.

კრეატინინის კლირენსი

რეკომენდებული დოზა სამკურნალოდ

> 60 (მლ/წთ)

75 მგ ორჯერ დღეში

> 30-დან 60-მდე (მლ/წთ)

30 მგ (სუსპენზია ან კაფსულები) დღეში ორჯერ

> 10-დან 30-მდე (მლ/წთ)

30 მგ (სუსპენზია ან კაფსულები) დღეში ერთხელ

10 (მლ/წთ)

არ არის რეკომენდებული (მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი)

ჰემოდიალიზის პაციენტები

30 მგ ჰემოდიალიზის ყოველი სესიის შემდეგ

პერიტონეალური დიალიზის მქონე პაციენტები*

30 მგ (სუსპენზია ან კაფსულები) ერთჯერადი დოზა

  • მონაცემები მიღებული კვლევებიდან უწყვეტი ამბულატორიული პერიტონეალური დიალიზით (CAPD) პაციენტებში; მოსალოდნელია, რომ ოსელტამივირის კარბოქსილატის კლირენსი უფრო მაღალი იქნება ავტომატური პერიტონეალური დიალიზის (APD) რეჟიმის გამოყენებისას. მკურნალობის რეჟიმი შეიძლება შეიცვალოს APD-დან CAPD-ზე, თუ ნეფროლოგმა საჭიროდ ჩათვალა.

გრიპის პრევენცია: დოზის კორექცია რეკომენდირებულია მოზრდილებში და მოზარდებში (13-დან 17 წლამდე) თირკმლის ზომიერი ან მძიმე უკმარისობით, როგორც აღწერილია ქვემოთ მოცემულ ცხრილში.

კრეატინინის კლირენსი

რეკომენდებული დოზა პროფილაქტიკისთვის

> 60 (მლ/წთ)

75 მგ დღეში ერთხელ

> 30-დან 60-მდე (მლ/წთ)

30 მგ (სუსპენზია ან კაფსულები) დღეში ერთხელ

> 10-დან 30-მდე (მლ/წთ)

30 მგ (სუსპენზია ან კაფსულები) ყოველ მეორე დღეს

10 (მლ/მინ)

არ არის რეკომენდებული (მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი)

ჰემოდიალიზის პაციენტები

30 მგ ჰემოდიალიზის ყოველი მეორე სესიის შემდეგ

პერიტონეალური დიალიზის მქონე პაციენტები*

30 მგ (სუსპენზია ან კაფსულები) კვირაში ერთხელ

არასაკმარისი კლინიკური მონაცემებია ხელმისაწვდომი ჩვილებსა და ბავშვებში (12 წლის და უმცროსი ასაკის) თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებისთვის, ამიტომაც შეუძლებელია რეკომენდაციის გაცემა დოზირების შესახებ.

ხანდაზმულები

დოზის კორექცია საჭირო არ არის, თუ არ არის თირკმელების ზომიერი ან მძიმე უკმარისობის ნიშნები.

დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე (იმუნოკომპრომეტირებული) პაციენტები

მკურნალობა: გრიპის სამკურნალოდ, იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებისთვის რეკომენდებული ხანგრძლივობაა 10 დღე (იხ. ქვეთავები 4.4, 4.8 და 5.1). დოზის კორექცია საჭირო არ არის. მკურნალობა უნდა დაიწყოს რაც შეიძლება მალე გრიპის სიმპტომების დაწყებიდან პირველი ორი დღის განმავლობაში.

სეზონური პროფილაქტიკა: სეზონური პროფილაქტიკის ხანგრძლივობა 12 კვირამდე შეფასებული იყო იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებში (იხ. ქვეთავები 4.4, 4.8 და 5.1).

მიღების მეთოდი

პერორალური გამოყენება.

პაციენტებს, რომლებსაც არ შეუძლიათ კაფსულების გადაყლაპვა, შეუძლიათ მიიღონ ტამიფლუს სუსპენზიის შესაბამისი დოზები.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია ქვეთავში 6.1.

სიფრთხილის ზომები

ოსელტამივირი ეფექტურია მხოლოდ გრიპის ვირუსებით გამოწვეული დაავადებების წინააღმდეგ. არ არსებობს მტკიცებულება გრიპის ვირუსების გარდა სხვა აგენტებით გამოწვეულ დაავადებების სამკურნალოდ ოსელტამივირის გამოყენების ეფექტურობის შესახებ (იხ. ქვეთავი 5.1).

ტამიფლუ არ არის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემცვლელი. ტამიფლუს გამოყენებამ არ უნდა იმოქმედოს ინდივიდების შეფასებაზე გრიპის ყოველწლიური ვაქცინაციისთვის. გრიპისგან დაცვა გრძელდება მხოლოდ მანამ, სანამ ტამიფლუ ინიშნება ანუ პაციენტი ღებულობს ტამიფლუს. ტამიფლუ უნდა იქნას გამოყენებული გრიპის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის მხოლოდ მაშინ, როდესაც სანდო ეპიდემიოლოგიური მონაცემები მიუთითებს, რომ გრიპის ვირუსი ცირკულირებს საზოგადოებაში.

მოცირკულირე გრიპის ვირუსის შტამების მგრძნობელობა ოსელტამივირის მიმართ ძლიერ ცვალებადია (იხ. ქვეთავი 5.1). ამიტომ, ექიმებმა/გამომწერებმა უნდა გაითვალისწინონ უახლესი ინფორმაცია ოსელტამივირის მგრძნობელობის ტიპების/შაბლონების შესახებ ამჟამად მოცირკულირე ვირუსების შესახებ, როდესაც ფიქრობენ გამოიყენონ თუ არა ტამიფლუ.

მძიმე თანმხლები მდგომარეობა

არ არსებობს ინფორმაცია ოსელტამივირის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ საკმარისად მძიმე ან არასტაბილური სამედიცინო მდგომარეობა, რომ ჩაითვალოს ჰოსპიტალიზაციის საჭიროების გარდაუვალი რისკის ქვეშ მყოფად.

იმუნოდეფიციტის მქონე (იმუნოკომპრომეტირებული) პაციენტები

ოსელტამივირის ეფექტურობა გრიპის სამკურნალოდ ან პროფილაქტიკური მიზნით გამოყენების შემთხვევაში იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებში მტკიცედ არ არის დადგენილი (იხ. ქვეთავი 5.1).

გულის / რესპირატორული დაავადება

ოსელტამივირის ეფექტურობა გულის ქრონიკული და/ან რესპირატორული დაავადების მქონე პაციენტების/სუბიექტების მკურნალობის დროს დადგენილი არ არის. ამ პოპულაციაში არ შეინიშნებოდა რაიმე განსხვავება გართულებების სიხშირეში სამკურნალო და პლაცებოს ჯგუფებს შორის (იხ. ქვეთავი 5.1).

პედიატრიული პაციენტები

დღეისათვის არ არის ხელმისაწვდომი მონაცემები, რომლებიც გვიჩვენებს დოზის რეკომენდაციას დღენაკლულ ბავშვებში (<36 კვირა კონცეპტუალური ასაკის შემდგომი ასაკი)

თირკმლის მძიმე უკმარისობა

დოზის კორექცია რეკომენდებულია როგორც მკურნალობის, ასევე პროფილაქტიკისთვის მოზარდებში (13-დან 17 წლამდე) და მოზრდილებში თირკმლის მძიმე უკმარისობით. არასაკმარისი კლინიკური მონაცემებია ხელმისაწვდომი თირკმლის უკმარისობის მქონე ჩვილებსა და ბავშვებში (1 წლის ან მეტი ასაკის) იმისათვის რომ შესაძლებელი იყოს დოზირების რაიმე რეკომენდაციის გაკეთება (იხ. ქვეთავები 4.2 და 5.2).

ნეიროფსიქიატრიული მოვლენები

ნეიროფსიქიატრიული მოვლენები დაფიქსირდა ტამიფლუს მიღებისას გრიპის მქონე პაციენტებში, განსაკუთრებით ბავშვებში და მოზარდებში. ეს მოვლენები ასევე უფიქსირდებოდათ გრიპის მქონე პაციენტებს ოსელტამივირის მიღების გარეშე. პაციენტები უნდა იყვნენ მჭიდრო მონიტორინგის ქვეშ ქცევითი ცვლილებების შეფასების კუთხით და მკურნალობის გაგრძელების სარგებელი და რისკები ყურადღებით უნდა შეფასდეს თითოეული პაციენტისთვის (იხ. ქვეთავი 4.8).

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ოსელტამივირის ფარმაკოკინეტიკური თვისებები, როგორიცაა ცილებთან დაბალი შეკავშირების უნარი და CYP450 და გლუკურონიდაზას სისტემებისგან დამოუკიდებელი მეტაბოლიზმი (იხ. ქვეთავი 5.2), გვაძლევს იმის საფუძველს ვივარაუდოდ, რომ კლინიკურად მნიშვნელოვანი წამლის ურთიერთქმედება ამ მექანიზმებით ნაკლებად საფიქრებელია.

პრობენეციდი

არ არის საჭირო დოზის კორექცია პრობენეციდთან ერთად მიღებისას თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში. პრობენეციდის, თირკმლის მილაკოვანი სეკრეციის ანიონური გზის ძლიერი ინჰიბიტორის ერთდროული მიღება იწვევს ოსელტამივირის აქტიური მეტაბოლიტის ექსპოზიციის დაახლოებით 2-ჯერ გაზრდას.

ამოქსიცილინი

ოსელტამივირს არ აქვს კინეტიკური ურთიერთქმედება ამოქსიცილინთან, რომელიც გამოიყოფა ექსკრეციის იმავე გზით, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ოსელტამივირის ურთიერთქმედება ამ გზასთან სუსტია.

თირკმლის გზით ელიმინაცია

კლინიკურად მნიშვნელოვანი წამალთაშორისი ურთიერთქმედება, რომელიც მოიცავს თირკმელების მილაკოვანი სეკრეციის კონკურენციას, ნაკლებად სავარაუდოა განპირობებული იყოს, ამ ნივთიერებების უმრავლესობისთვის ცნობილი უსაფრთხოების პროფილით, აქტიური მეტაბოლიტის ელიმინაციის მახასიათებლებით (გლომერულური ფილტრაცია და ანიონური მილაკოვანი სეკრეცია) და ამ გამოყოფის გზების ექსკრეციული თავისებურებით/შესაძლებლობებით. თუმცა, სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ იმ პაციენტებში ოსელტამივირის დანიშვნისას, რომლებიც იღებენ კო- ექსკრეციულ (ერთდროულად გამოიყოფიან ორგანიზმიდა) აგენტებს ვიწრო თერაპიული საზღვრებით (მაგ. ქლორპროპამიდი, მეთოტრექსატი, ფენილბუტაზონი) .

დამატებითი ინფორმაცია

ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება ოსელტამივირს ან მის ძირითად მეტაბოლიტს შორის არ დაფიქსირებულა ოსელტამივირის პარაცეტამოლთან, აცეტილსალიცილის მჟავასთან, ციმეტიდინთან, ანტაციდებთან (მაგნიუმის და ალუმინის ჰიდროქსიდები და კალციუმის კარბონატები), რიმანტადინთან ან ვარფარინთან ერთად მიღებისას (სუბიექტებში, რომლებიც სტაბილურია ვარფარინზე).

  • 6 ნაყოფიერება, ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა და ძუძუთი კვება

გრიპი ასოცირდება ორსულობისა და ნაყოფის არასასურველ შედეგებთან, თანდაყოლილი მანკების, მათ შორის გულის თანდაყოლილი დეფექტების რისკით. ორსულ ქალებში ოსელტამივირის ექსპოზიციის შესახებ დიდი რაოდენობით მონაცემები, რომლებიც მიღებულია პოსტმარკეტინგული ანგარიშებიდან და დაკვირვების კვლევებიდან (1000-ზე მეტი ექსპოზიციის შედეგი პირველ ტრიმესტრში) მიუთითებს რომ ოსელტამივირს არ ახასიათებს არც მალფორმაციის გამომწვევი და არც ფეტო/ნეონატალური ტოქსიკურობა.

თუმცა, ერთ ობზერვაციულ/სადამკვირვებლო კვლევაში, მიუხედავად იმისა, რომ მალფორმაციის საერთო რისკი არ იყო გაზრდილი, შედეგები გულის ძირითადი თანდაყოლილი დეფექტებისთვის, რომლებიც დიაგნოზირებულია დაბადებიდან 12 თვის განმავლობაში, არ იყო დამაჯერებელი. ამ კვლევაში, პირველი ტრიმესტრის განმავლობაში ოსელტამივირის ზემოქმედების შემდეგ გულის ძირითადი თანდაყოლილი დეფექტების სიხშირე იყო 1.76% (7 ჩვილი 397 ორსულობიდან) ორსულების იმჯგუფის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, რომლებშიც არ ხდებოდა ოსელტამივირის ექსპოზიცია, რაც შეადგენს - 1.01% -ს საერთო პოპულაციის (შანსების კოეფიციენტი 1.75, 95% ნდობის ინტერვალი 0. 51-დან 5.98-მდე). ამ აღმოჩენის კლინიკური მნიშვნელობა არ არის ნათელი, რადგან კვლევას ჰქონდა შეზღუდული შესაძლებლობები. გარდა ამისა, ეს კვლევა ძალიან მცირე იყო ძირითადი მანკების ცალკეული ტიპების საიმედოდ შესაფასებლად; უფრო მეტიც, ოსელტამივირის ექსპოზიციის მქონე ქალების და ქალების, რომლებსაც არ ქონდათ ოსელტამივირის ექსპოზიცია, არ შეიძლება იყვნენ სრულიად შედარებადი, მიუხედავად იმისა, ჰქონდათ თუ არა გრიპი.

ცხოველებზე ჩატარებული კვლევები არ მიუთითებს რეპროდუქციულ ტოქსიკურობაზე (იხ. ქვეთავი5.3).

ტამიფლუს გამოყენება შეიძლება განხილული იყოს ორსულობის დროს, საჭიროების შემთხვევაში და არსებული უსაფრთხოებისა და სარგებლობის შესახებ ინფორმაციის (ორსულ ქალებში სარგებლობის შესახებ მონაცემების შესახებ იხილეთ ქვეთავი 5.1 „გრიპის მკურნალობა ორსულ ქალებში“) და ასევე მოცირკულირე გრიპის შტამების პათოგენურობის გათვალისწინების შემდეგ .

მეძუძური დედები

ლაქტაციის პერიოდში ვირთაგვებში ოსელტამივირი და მისი აქტიური მეტაბოლიტი გამოიყოფა რძით. ინფორმაცია ძუძუთი კვებაზე მყობ ბავშვებში ოსელტამავირის რძით ექსკრეციაზე ძალიან მწირია. შეზღუდული რაოდენობის არსებული ინფორმაციით ოსელტამავირი და მისი აქტიური მეტაბოლიტი აღმოჩენილია ქალის რძეში, თუმცა ძალიან დაბალი შემცველობით რაც იწვევს ახალშობილებში წამლის სუბთერაპიულ კონცენტრაციას. ამინფორმაციაზე დაყრდნობით, მოცირკულირე ვირუსის შტამის და ლაქტაციის პერიოდში მყოფი ქალის ზოგადი მდგომარეობის მიხედვით შესაძლოა განხილულ იქნას ოსელტამავირის დანიშვნის პერსპექტივა.

რეპროდუქციული ფუნქცია

პრეკლინიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ტამიფლუს აქვს გავლენა მამაკაცის ან ქალის ნაყოფიერებაზე (იხ. ქვეთავი 5.3).

  • 7 სატრანსპორტო საშუალების მართვის უნარი და სხვადასხვა მექანიზმების გამოყენება

ტამიფლუს არ აქვს გავლენა მანქანის მართვასა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

გვერდითი მოვლენები

უსაფრთხოების პროფილის შეჯამება

ტამიფლუს უსაფრთხოების საერთო პროფილი ეფუძნება 6049 ზრდასრული/მოზარდის და 1473 პედიატრიული პაციენტის მონაცემებს, რომლებიც მკურნალობდნენ ტამიფლუთი ან პლაცებოთი გრიპის საწინააღმდეგოდ და 3990 ზრდასრული/მოზარდის და 253 პედიატრიული პაციენტის მონაცემებს, რომლებიც იღებენ ტამიფლუს ან პლაცებოს/ არა სამკურნალოდ არამედ პროფილაქტიკის მიზნით კლინიკურ კვლევებში. გარდა ამისა, 245 იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტმა (მათ შორის 7 მოზარდი და 39 ბავშვი) მიიღო ტამიფლუ გრიპის სამკურნალოდ და 475 იმუნოკომპრომეტირებული პაციენტი (მათ შორის 18 ბავშვი, ამ 10 ტამიფლუდან და 8 პლაცებოდან) იღებდა ტამიფლუს ან პლაცებოს პროფილაქტიკის მიზნით.

მოზრდილებში/მოზარდებში, ყველაზე ხშირად მოხსენებული გვერდითი რეაქციები (ARs) იყო გულისრევა და ღებინება მკურნალობის კვლევებში და გულისრევა პრევენციის/პროფილაქტიკის კვლევებში. ამ გვერდითი მოვლენების უმრავლესობა მოხსენებული იყო ერთჯერადად მკურნალობის პირველ ან მეორე დღეს და სპონტანურად გაქრა 1-2 დღის განმავლობაში. ბავშვებში, ყველაზე ხშირად მოხსენებული გვერდითი რეაქცია იყო ღებინება. პაციენტების უმრავლესობაში ამ გვერდითმა ეფექტებმა არ გამოიწვია/განაპირობა ტამიფლუს მიღების შეწყვეტა.

ოსელტამივირის მარკეტინგულ ქსელში გაშვების შემდეგ იშვიათად დაფიქსირდა შემდეგი სერიოზული გვერდითი რეაქციები: ანაფილაქსიური და ანაფილაქტოიდური რეაქციები, ღვიძლის მხრივ დარღვევები (ელვისებური ჰეპატიტი, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა და სიყვითლე), ანგიონევროზული შეშუპება, სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, გასტროინტესტინალური სისხლდენა და ნეიროფსიქიატრიული დარღვევები.

(ნეიროფსიქიატრიულ აშლილობებთან დაკავშირებით, იხილეთ ქვეთავი 4.4.)

წამლის გვერდითი რეაქციების შეჯამებული ჩამონათვალი

ქვემოთ მოცემულ ცხრილებში ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტები/რეაქციები იყოფა შემდეგ კატეგორიებად: ძალიან ხშირი ( 1/10), ხშირი ( 1/100-დან < 1/10-მდე), არახშირი ( 1/1000-დან < 1/100-მდე), იშვიათი ( 1/10,000-დან < 1/1,000-მდე) და ძალიან იშვიათი (< 1/10,000). გვერდითი ეფექტები ემატება შესაბამის კატეგორიას ცხრილებში კლინიკური კვლევების გაერთიანებული ანალიზის მიხედვით.

გრიპის მკურნალობა და პროფილაქტიკა მოზრდილებში და მოზარდებში:

მოზრდილთა/მოზარდთა მკურნალობისა და პრევენციის კვლევებში, გვერდითი ეფექტები, რომლებიც ყველაზე ხშირად ვლინდებოდა რეკომენდებული დოზის გამოყენებისას (75 მგ დღეში ერთხელ 5 დღის განმავლობაში მკურნალობისთვის და 75 მგ დღეში 6 კვირამდე პროფილაქტიკისთვის) ნაჩვენებია ცხრილში 1.

ტამიფლუს პროფილაქტიკურ ჯგუფში ჩართული სუბიექტების, რომლებიც იღებდნენს ტამიფლუს რეკომენდირებულ დოზას (75 მგ. დღეში ერთხელ 6 კვირის განმავლობაში)და სამკურნალო ჯგუფის პირების უსაფრთხოების პროფილი თვისობრივად მსგავსი იყო (ცხრილში-1), მიუხედავად იმისა რომ პროფილაქტიკურ კვლევებში ტამიფლუ უფრო ხანგრძლივად გამოიყენებოდა.

ცხრილი 1 გვერდითი რეაქციები კვლევებში, რომლებიც იკვლევდნენ ტამიფლუს გრიპის მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის მოზრდილებში და მოზარდებში ან პოსტმარკეტინგული მეთვალყურეობის მეშვეობით მიღებული მონაცემები

სისტემის ორგანოთა კლასი (SOC)

გვერდითი რეაქციები სიხშირის მიხედვით

ძალიან ხშირი

ხშირი

არახშირი

იშვიათი

ინფექციები და ინვაზიები

ბრონქიტი,

მარტივი ჰერპესი,

ნაზოფარინგიტი,

ზედა სასუნთქი გზების ინფექციები,

სინუსიტი

სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები

თრომბოციტოპენია

იმუნური სისტემის დარღვევები

ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია

ანაფილაქსიური რეაქციები, ანაფილაქტოიდური რეაქციები

ფსიქიატრიული დარღვევები

აღელვება,

არანორმალური ქცევა, შფოთვა,

დაბნეულობა, ბოდვები, დელირიუმი, ჰალუცინაციები, კოშმარები,

თვითდაზიანება

ნერვული სისტემის დარღვევები

თავის ტკივილი

უძილობა

შეცვლილი ცნობიერების დონე, კრუნჩხვები

თვალის დარღვევები

ვიზუალური დარღვევა

გულის დარღვევები

გულის არითმია

სუნთქვის, გულმკერდის და შუასაყარის დარღვევები

ხველა,

ყელის ტკივილი,

რინორეა

კუჭ-ნაწლავის დარღვევები

გულისრევა

ღებინება

მუცლის ტკივილი (მათ შორის ზედა მუცლის ტკივილი), დისპეფსია

კუჭ-ნაწლავის სისხლდენა, ჰემორაგიული კოლიტი

ჰეპატობილიარული დარღვევები

ამაღლებული ღვიძლის ფერმენტები

ფულმინანტური ჰეპატიტი, ღვიძლის უკმარისობა, ჰეპატიტი

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

ეგზემა, დერმატიტი,

გამონაყარი,

ურტიკარია

ანგიონევროზული შეშუპება,

მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი,

ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი

ზოგადი დარღვევები და შეყვანის ადგილის პირობები

ტკივილი

თავბრუსხვევა (ვერტიგოს ჩათვლით),

დაღლილობა,

პირექსია,

ტკივილი კიდურში

ბავშვებში გრიპის მკურნალობა და პროფილაქტიკა:

სულ 1473 ბავშვი (მათ შორის სხვაგვარად ჯანმრთელი ბავშვები 1-12 წლის და ასთმით დაავადებული ბავშვები 6-12 წლის ასაკის ბავშვები) მონაწილეობდა ოსელტამივირის კლინიკურ კვლევებში, რომლებშიც პაციენტები მედიკამენტს იღებდნენ გრიპის სამკურნალოდ. მათგან 851-მა ბავშვმა მიიღო მკურნალობა ოსელტამივირის სუსპენზიით. სულ 158 ბავშვი იღებდა ტამიფლუს რეკომენდებულ დოზას დღეში ერთხელ პოსტ-ექსპოზიციის პროფილაქტიკის კვლევაში სახლის პირობებში მკურნალობისას (n = 99), 6-კვირიან პედიატრიულ სეზონურ პროფილაქტიკურ კვლევაში (n = 49) და 12-კვირიან პედიატრიულ სეზონურ პროფილაქტიკურ კვლევაში იმუნოდეფიციტურ (იმუნოკომპრომეტირებულ) სუბიექტებში (n = 10).

ცხრილი 2 გვიჩვენებს ყველაზე ხშირად მოხსენებულ გვერდით ეფექტებს პედიატრიული კლინიკური კვლევებიდან.

ცხრილი 2 გვერდითი რეაქციები ბავშვებში გრიპის მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის ტამიფლუს კვლევებში (ასაკზე/წონაზე დაფუძნებული დოზა [30 მგ-დან 75 მგ -მდე დღეში])

სისტემის ორგანოთა კლასი (SOC)

გვერდითი რეაქციები სიხშირის მიხედვით

ძალიან ხშირი

ხშირი

არახშირი

იშვიათი

ინფექციები და ინვაზიები

შუა ოტიტი,

ნერვული სისტემის დარღვევები

თავის ტკივილი

თვალის დარღვევები:

კონიუნქტივიტი (მათ შორის წითელი თვალები, თვალის გამონადენი და თვალის ტკივილი)

ყურის და ლაბირინთის დარღვევები:

ყურის ტკივილი

ტიმპანური მემბრანის დარღვევა

სუნთქვის, გულმკერდის და შუასაყარის დარღვევები

ხველა,

ცხვირის შეშუპება

რინორეა

კუჭ-ნაწლავის დარღვევები

ღებინება

მუცლის ტკივილი (მათ შორის ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში), დისპეფსია,

გულისრევა

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

დერმატიტი (მათ შორის ალერგიული და ატოპიური დერმატიტი)

შერჩეული გვერდითი რეაქციების აღწერა

ფსიქიატრიული და ნერვული სისტემის დარღვევები

გრიპი შეიძლება ასოცირებული იყოს სხვადასხვა ნევროლოგიურ და ქცევითიდარღვევების სიმპტომებთან, რომლებიც შეიძლება მოიცავდეს ისეთ მოვლენებს, როგორიცაა ჰალუცინაციები, დელირიუმი და არანორმალური ქცევა, ზოგიერთ შემთხვევაში ფატალურ შედეგებამდე. ეს მოვლენები შეიძლება გამოვლინდეს/მოხდეს ენცეფალიტის ან ენცეფალოპათიის ფონზე, მაგრამ შეიძლება გამოვლინდეს/მოხდეს აშკარა მძიმე დაავადების გარეშე.

გრიპის მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ტამიფლუს, იყო პოსტმარკეტინგული შეტყობინებები კრუნჩხვების და დელირიუმის შესახებ (მათ შორის სიმპტომები, როგორიცაა ცნობიერების დონის ცვლილება, დაბნეულობა, არანორმალური ქცევა, ბოდვები, ჰალუცინაციები, აგზნება, შფოთვა, კოშმარები), რასაც იშვიათ შემთხვევებში სედეგად მოსდევდა თვითდაზიანების ეპიზოდები ან ფატალური შედეგები. ეს მოვლენები დაფიქსირდა ძირითადად პედიატრიულ და მოზარდ პაციენტებში და ხშირად ჰქონდათ უეცარი/მკვეთრი დაწყება და სწრაფი დასრულება. ტამიფლუს წვლილი ამ მოვლენების განვითარებაში უცნობია. ასეთი ნეიროფსიქიატრიული მოვლენები ასევე დაფიქსირდა გრიპის მქონე პაციენტებში, რომლებიც არ იღებდნენ ტამიფლუს.

ჰეპატო-ბილიარული დარღვევები

ჰეპატო-ბილიარული სისტემის დარღვევები, მათ შორის ჰეპატიტი და ღვიძლის ფერმენტების მომატება გრიპის მსგავსი დაავადების მქონე პაციენტებში. ეს შემთხვევები მოიცავს ფატალურ ელვისებურ ჰეპატიტს/ღვიძლის უკმარისობას.

სხვა განსაკუთრებული პოპულაციები

პედიატრიული პაციენტები (ერთ წლამდე ასაკის ჩვილები)

ორ კვლევაში ოსელტამივირის ფარმაკოკინეტიკის, ფარმაკოდინამიკის და უსაფრთხოების პროფილის დასახასიათებლად ჩართული იყო 135 გრიპით ინფიცირებული ერთ წლამდე ასაკის ბავშვში, რომლებშიც უსაფრთხოების პროფილი მსგავსი იყო ასაკობრივ ჯგუფებში, სადაც ღებინება, დიარეა და საფენით გამოწვეული გამონაყარი ყველაზე ხშირად მოხსენებული გვერდითი მოვლენები იყო ( იხილეთ ქვეთავი 5.2). არასაკმარისი მონაცემებია ხელმისაწვდომი ჩვილებისთვის, რომლებსაც პოსტკონცეპტუალური ასაკი აქვთ 36 კვირაზე ნაკლები.

ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში ოსელტამივირის გამოყენების შესახებ უსაფრთოების სესახებ ინფორმაცია, რომელიც მიღებულია პროსპექტული და რეტროსპექტული ობზერვაციული კვლვებიდან (სულ მოიცავს 2400 ბავშვს ამ ასაკობრივ ჯგუფში), ასევე ეპიდემიოლოგიურ მონაცემთა ბაზის კვლევიდამ და პოსტმარკეტინგული მონაცემებიდან ირკვევა, რომ ერთწლამდე ასაკის ბავშვებში და 1 წლის და 1 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში ტამიფლუს უსაფრთხოების პროფილი მსგავსია.

ხანდაზმული ადამიანები და პაციენტები გულის ქრონიკული და/ან რესპირატორული დაავადებებით

გრიპის მკურნალობის კვლევებში ჩართული პოპულაცია მოიცავს სხვა კუთხით (გრიპის გარდა) ჯანმრთელ მოზრდილებს/მოზარდებს და პაციენტებს „რისკის ჯგუფიდან“ (გრიპთან დაკავშირებული გართულებების განვითარების მაღალი რისკის მქონე პაციენტები, მაგ. ხანდაზმული ადამიანები და პაციენტები გულის ქრონიკული ან რესპირატორული დაავადებებით). ზოგადად, უსაფრთხოების პროფილი "რისკის ჯგუფის" პაციენტებში ხარისხობრივად მსგავსი იყო სხვაგვარად (გრიპის გარდა) ჯანმრთელი მოზრდილების/მოზარდების უსაფრთხოების პროფილისა.

იმუნოდეფიციტის მქონე(იმუნოკომპრომეტირებული) პაციენტები

გრიპის მკურნალობა იმუნოდეფიციტის მქონე (იმუნოკომპრომეტირებულ) პაციენტებში შეფასებული იყო ორ კვლევაში, რომლებიც იღებდნენ ტამიფლუს სტანდარტული დოზის ან მაღალი დოზების სქემებს (ორმაგი დოზა ან სამმაგი დოზა) (იხ. ქვეთავი 5.1). ამ კვლევებში დაფიქსირებული ტამიფლუს უსაფრთხოების პროფილი შეესაბამებოდა წინა კლინიკურ კვლევებში დაფიქსირებულს, სადაც ტამიფლუ შეყვანილი იყო გრიპის სამკურნალოდ არაიმუნოკომპრომეტირებულ პაციენტებში ყველა ასაკობრივ ჯგუფში (სხვაგვარად ჯანმრთელი პაციენტები ან "რისკის ქვეშ მყოფი" პაციენტები [მაგ. რესპირატორული და/ან გულის თანმხლები დაავადებები]). იმუნოდეფიციტის მქონე ბავშვებში მოხსენებული ყველაზე ხშირი გვერდითი რეაქცია იყო ღებინება (28%).

12-კვირიან პროფილაქტიკურ კვლევაში რომელშიც ჩართული იყო 475 იმუნოდეფიციტის მქონე (იმუნოკომპრომეტირებულ) პაციენტი, მათ შორის 18 ბავშვის 1-დან 12 წლამდე და უფროსი ასაკის, უსაფრთხოების პროფილი 238 პაციენტში, რომლებიც იღებდნენ ოსელტამივირს, შეესაბამებოდა ადრე დაფიქსირებულს ტამიფლუს პროფილაქტიკას კლინიკურ კვლევებში.

ადრე არსებული ბრონქული ასთმის მქონე ბავშვები

ზოგადად, ადრე არსებული ბრონქული ასთმის მქონე ბავშვებში გვერდითი რეაქციების პროფილი ხარისხობრივად მსგავსი იყო სხვაგვარად ჯანმრთელი ბავშვების პროფილის.

საეჭვო გვერდითი რეაქციების შეტყობინება

საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინების გადაცემა ძალზედ მნიშვნელოვანია წამლის (ავტორიზაციის) ბაზარზე გატანის ნებართვის მიღების შემდეგ. ეს საშუალებას იძლევა გავაგრძელოთ სამკურნალო პროდუქტის სარგებელისა და რისკის ბალანსის მონიტორინგი. ჯანდაცვის პროფესიონალებს სთხოვენ შეატყობინონ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციის შესახებ ანგარიშგების ეროვნული სისტემის მეშვეობით.

ჭარბი დოზა

ტამიფლუს დოზის გადაჭარბების შესახებ შეტყობინებები მიღებულია კლინიკური კვლევებიდან და პოსტმარკეტინგული გამოცდილების დროს. ჭარბი დოზის შეტყობინებათა შემთხვევების უმრავლესობაში, გვერდითი მოვლენები არ დაფიქსირებულა.

ზედოზირების შემდეგ მოხსენებული გვერდითი მოვლენები მსგავსი იყო ბუნებით და გავრცელებით, რაც დაფიქსირდა ტამიფლუს თერაპიული დოზების მიღების შემთხვევაში, აღწერილი 4.8 ქვეთავში ,,არასასურველი ეფექტები“.

არ არის ცნობილი სპეციფიური ანტიდოტი.

პედიატრიული მოსახლეობა

დოზის გადაჭარბება უფრო ხშირად აღინიშნა ბავშვებში, ვიდრე მოზრდილებში და მოზარდებში. სიფრთხილეა საჭირო ტამიფლუს პერორალური სუსპენზიის მომზადებისას და ბავშვებში ტამიფლუს მიღებისას.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებაა:

თითოეული მყარი კაფსულა შეიცავს 75 მგ ოსელტამივირის ეკვივალენტურ ოსელტამივირის ფოსფატს

დანარჩენი ინგრედიენტებია:

კაფსულის შემადგენლობა: პრეჟელატინიზებული სახამებელი, ტალკი, პოვიდონი, ნატრიუმის კროსკარმელოზა და ნატრიუმის სტეარილფუმარატი (იხ. ქვეთავი 2 „ტამიფლუ შეიცავს ნატრიუმს“)

კაფსულის გარსი: ჟელატინი, ყვითელი რკინის ოქსიდი (E172), წითელი რკინის ოქსიდი (E172), შავი რკინის ოქსიდი (E172) და ტიტანის დიოქსიდი (E171)

ტიპოგრაფიული საღებავი: შელაკი (E904), ტიტანის დიოქსიდი (E171) FD და C ლურჯი 2 (ინდიგო კარმინი E132).

როგორ გამოიყურება ტამიფლუ და პაკეტის შემადგენლობა

75 მგ-იანი მყარი კაფსულას აქვს ნაცრისფერი გაუმჭვირვალე კორპუსი წარწერით “ROCHE” და ბაცი ყვითელი გაუმჭვირვალე ხუფი, რომელზეც დაბეჭდილია „75 mg“. წარწერა დაბეჭდილია ლურჯად.

ტამიფლუ 75 მგ მყარი კაფსულები გამოდის ბლისტერის შეფუთვაში; თითოეულ შეფუთვაში დევს 10 კაფსულა.

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი

Roche Registration GmbH

Emil-Barell-Strasse 1

79639 Grenzach-Wyhlen

Germany

ან

F. Hoffmann-La Roche Ltd.

Grenzacherstrasse 124, CH-4058

Basel, Switzerland

მწარმოებელი

დამზადებულია კომპანიისთვის F.Hoffmann - La Roche Ltd., შვეიცარია, კომპანიის მიერ Delpharm Milano S.r.l, Segrate, იტალია

ამ მედიკამენტთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელის ადგილობრივ წარმომადგენელს.

ამ ბროშურის ბოლო რედაქტირება განხორციელდა 2025 წლის აპრილში.

დეტალური ინფორმაცია ამ წამლის შესახებ ხელმისაწვდომია ევროპის წამლის სააგენტოს ვებგვერდზე: http://www.ema.europa.eu

  • --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ინფორმაცია მომხმარებლისთვის

მათთვის, ვისთვისაც ძნელია კაფსულების დალევა, მათ შორის ძალიან პატარა ბავშვებისთვის, არსებობს თხევადი მედიკამენტი ტამიფლუს პერორალური სუსპენზია.

თუ გჭირდებათ თხევადი მედიკამენტი, მაგრამ ის არ არის ხელმისაწვდომი, სუსპენზია შესაძლოა აფთიაქმა დაამზადოს ტამიფლუს კაფსულებიდან (იხილეთ ინფორმაცია ჯანდაცვის მუშაკებისთვის). აფთიაქში დამზადება სასურველი ვარიანტია.

თუ არც აფთიაქში დამზადებაა ხელმისაწვდომი, შეგიძლიათ თხევადი ტამიფლუ ამ კაფსულებისგან სახლში მოამზადოთ.

გრიპის სამკურნალოდ ან პრევენციის მიზნით იგივე დოზაა საჭირო. განსხვავება მდგომარეობს მიღების სიხშირეში.

თხევადი ტამიფლუს მომზადება სახლში

თუ გაქვთ სათანადო სიძლიერის კაფსულა საჭირო დოზისთვის (75 მგ დოზა), გახსენით კაფსულა და გააზავეთ მისი შიგთავსი ერთ ჩაის კოვზ (ან ნაკლები რაოდენობის) შესაბამის დამტკბარ საკვებ პროდუქტში. ჩვეულებრივ, ეს გამოიყენება 1 წელზე მეტი ასკის ბავშვებში. იხილეთ ინსტრუქციების ზედა ჯგუფი.

თუ უფრო მცირე დოზები გჭირდებათ, კაფსულებიდან თხევადი ტამიფლუს მომზადება დამატებით ეტაპებს მოიცავს. ეს გამოსადეგია უფრო პატარა ასაკის ბავშვებისა და ჩვილებისთვის: ჩვეულებრივ, მათ სჭირდებათ ტამიფლუ 30 მგ-ზე ნაკლები დოზით. იხილეთ ინსტრუქციების ქვედა ჯგუფი.

მოზრდილები, 13 წლის და მეტი ასაკის მოზარდები და ბავშვები, რომელთა წონაა 40 კგ და მეტი

75 მგ დოზის მოსამზადებლად გჭირდებათ:

ტამიფლუს ერთი 75 მგ-იანი კაფსულა

ბასრი მაკრატელი

ერთი პატარა თასი

ჩაის კოვზი (5 მლ კოვზი)

წყალი

ტკბილი საკვები ფხვნილის მწარე გემოს გასანეიტრალებლად.

მაგალითად: შოკოლადის ან ალუბლის სიროფი, და დესერტის მოსართავები, მაგალითად, კარამელი ან ნაღების სოუსი. ან შეგიძლიათ მოამზადოთ შაქრიანი წყალი: შეურიეთ ერთი ჩაის კოვზი წყალი სამ მეოთხედ (3/4) ჩაის კოვზ შაქარს.

ეტაპი 1: შეამოწმეთ, რომ დოზა სწორია

სათანადო რაოდენობის საპოვნელად, იხილეთ პაციენტის წონა ცხრილის მარცხენა ნაწილში.

შეხედეთ მარჯვენა სვეტს და შეამოწმეთ კაფსულების რაოდენობა, რომელიც გჭირდებათ პაციენტისთვის ერთ დოზის მისაცემად. რაოდენობა იგივეა გრიპის მკურნალობის ან პრევენციის შემთხვევაში.

75 მგ დოზა

75 მგ დოზისთვის უნდა გამოიყენოთ მხოლოდ 75 მგ-იანი კაფსულები. არ სცადოთ 75 მგ დოზის მომზადება 30 მგ და 45 მგ კაფსულების შიგთავსის გამოყენებით.

წონა

ტამიფლუს დოზა

კაფსულების რაოდენობა

40 კგ და მეტი

75 მგ

1 კაფსულა

არ გამოიყენება 40 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვებში

თქვენ დაგჭირდებათ 75 მგ-ზე ნაკლები დოზის მომზადება იმ ბავშვებისთვის, რომელთა წონა 40 კვ-ზე ნაკლებია. იხ. ქვემოთ.

ეტაპი 2: მთლიანად ჩაყარეთ ფხვნილი თასში

დაიჭირეთ 75 მგ-იანი კაფსულა ვერტიკალურად თასის ზემოთ და ფრთხილად მოჭერით მომრგვალებული წვერი მაკრატლით.

მთლიანად ჩაყარეთ ფხვნილი თასში.

ფრთხილად იყავით ფხვნილის ჩაყრისას, რადგან მან შეიძლება თვალები და კანი გაგიღიზიანოთ.

ეტაპი 3: დაატკბეთ ფხვნილი და მიეცით დოზა პაციენტს

დაამატეთ მცირე რაოდენობით - არაუმეტეს ერთი ჩაის კოვზისა - ტკბილი საკვები თასში ჩაყრილ ფხვნილს.

ეს კეთდება ტამიფლუს მწარე გემოს გასანეიტრალებლად.

კარგად მოურიეთ ნარევს.

დაუყოვნებლივ მიეცით პაციენტს თასის მთელი შიგთავსი.

თუ ნარევის გარკვეული რაოდენობა დარჩა თასში, გამოავლეთ თასს მცირე რაოდენობის წყალი და დაალევინეთ პაციენტს მთლიანად.

გაიმეორეთ პროცედურა ყოველ ჯერზე. როდესაც წამლის მიცემაა საჭირო.

1 წელზე ნაკლები ასაკის ჩვილები და 40 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვები

უფრო პატარა დოზის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

ტამიფლუს ერთი 75 მგ-იანი კაფსულა

ბასრი მაკრატელი

ორი პატარა თასი

პერორალური დოზის მისაცემი ერთი დიდი დისპენსერი წყლის რაოდენობის გასაზომად – 5 ან 10 მლ-იანი დისპენსერი

პერორალური დოზის მისაცემი ერთი პატარა დისპენსერი, რომელზეც არის 0.1 მლ აღნიშვნები, დოზის მისაცემად

ჩაის კოვზი (5 მლ კოვზი)

წყალი

ტკბილი საკვები ტამიფლუს მწარე გემოს გასანეიტრალებლად.

მაგალითად: შოკოლადის ან ალუბლის სიროფი, და დესერტის მოსართავები, მაგალითად, კარამელი ან ნაღების სოუსი.

ან შეგიძლიათ მოამზადოთ შაქრიანი წყალი: შეურიეთ ერთი ჩაის კოვზი წყალი სამ მეოთხედ (3/4) ჩაის კოვზ შაქარს.

ეტაპი 1: მთლიანად ჩაყარეთ ფხვნილი თასში

დაიჭირეთ 75 მგ-იანი კაფსულა ვერტიკალურად ერთ-ერთი თასის ზემოთ და ფრთხილად მოჭერით მომრგვალებული წვერი მაკრატლით. ფრთხილად იყავით ფხვნილის ჩაყრისას: მან შეიძლება თვალები და კანი გაგიღიზიანოთ.

ჩაყარეთ მთელი ფხვნილი თასში მიუხედავად იმისა, თუ რა დოზას აკეთებთ.

რაოდენობა იგივეა გრიპის მკურნალობის ან პრევენციის შემთხვევაში.

ეტაპი 2: დაამატეთ წყალი მედიკამენტის გახსნის მიზნით

გამოიყენეთ უფრო დიდი დისპენსერი 12.5 მლ-მდე წყლის ამოსაღებად.

დაამატეთ წყალი თასში არსებულ ფხვნილს.

მოურიეთ ნარევს ჩაის კოვზით დაახლოებით 2 წუთის განმავლობაში.

ნუ იღელვებთ, თუ ფხვნილი მთლიანად არ გაიხსნა. გაუხსნელი ფხვნილი მხოლოდ არააქტიურ ინგრედიენტებს შეიცავს.

ეტაპი 3: აირჩიეთ სათანადო რაოდენობა თქვენი ბავშვის წონის შესაბამისად

მოძებნეთ ბავშვის წონა ცხრილის მარცხენა მხარეს.

სვეტი ცხრილის მარჯვენა მხარეს მიუთითებს, თუ რა რაოდენობის თხევადი ნარევის ამოღება გჭირდებათ.

1 წელზე ნაკლები ასაკის ჩვილები (მათ შორის დროული მშობიარობიდან დაბადებული/დღესრული ჩვილები)

ბავშვის წონა

(უახლოესი)

ამოსაღები ნარევის რაოდენობა

3 კგ

  • 5 მლ
  • 5 კგ
  • 8 მლ

4 კგ

  • 0 მლ
  • 5 კგ
  • 3 მლ

5 კგ

  • 5 მლ
  • 5 კგ
  • 8 მლ

6 კგ

  • 0 მლ
  • 5 კგ
  • 3 მლ

7 კგ

  • 5 მლ
  • 5 კგ
  • 8 მლ

8 კგ

  • 0 მლ
  • 5 კგ
  • 3 მლ

9 კგ

  • 5 მლ
  • 5 კგ
  • 8 მლ

10 კგ ან მეტი

  • 0 მლ

1 წლის ან მეტი ასაკის ბავშვები, რომელთა წონა 40 კგ-ზე ნაკლებია

ბავშვის წონა

(უახლოესი)

ამოსაღები ნარევის რაოდენობა

15 კგ-მდე

  • 0 მლ

15-დან 23 კგ-მდე

  • 5 მლ

23-დან 40 კგ-მდე

  • 0 მლ

ეტაპი 4: ამოიღეთ თხევადი ნარევი

დარწმუნდით, რომ იყენებთ შესაბამისი ზომის დისპენსერს.

ამოიღეთ თხევადი ნარევის შესაბამისი რაოდენობა პირველი თასიდან.

ამოიღეთ ნარევი ფრთხილად, რომ არ შეგყვეთ ჰაერის ბუშტუკები.

ფრთხილად ჩაასხით შესაბამისი დოზა მეორე თასში.

ეტაპი 5: დაატკბეთ და მიეცით ბავშვს

დაამატეთ მცირე რაოდენობით - არაუმეტეს ერთი ჩაის კოვზისა - ტკბილი საკვები მეორე თასს.

ეს კეთდება ტამიფლუს მწარე გემოს გასანეიტრალებლად.

კარგად აურიეთ ერთმანეთში ტკბილი საკვები და თხევადი ტამიფლუ.

დაუყოვნებლივ მიეცით ბავშვს მეორე თასის მთელი შიგთავსი (თხევადი ტამიფლუს და დამატებული ტკბილი საკვების ნარევი).

თუ მეორე თასში რაიმე დარჩა, გამოავლეთ თასს მცირე რაოდენობის წყალი და მთლიანად დაალევინეთ ბავშვს. ბავშვებს, რომლებსაც თასიდან დალევა არ შეუძლიათ, მიეცით კოვზით ან გამოიყენეთ ბოთლი დარჩენილი სითხის მისაცემად.

მიეცით ბავშვს დასალევად რაიმე სახის სითხე.

გადაასხით მთელი გამოუყენებელი სითხე, რომელიც პირველ თასში დარჩა.

გაიმეორეთ პროცედურა ყოველ ჯერზე, როდესაც წამლის მიცემაა საჭირო.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

  • -----------------------------------------------------------------------------------------------------------

ინფორმაცია მხოლოდ ჯანდაცვის მუშაკებისთვის

პაციენტები, რომლებსაც არ შეუძლიათ კაფსულების ჩაყლაპვა:

კომერციულად წარმოებული ტამიფლუ პერორალური სუსპენზიისთვის (6 მგ/მლ) არის საუკეთესო პროდუქტი პედიატრიული და მოზრდილი პაციენტებისთვის, რომლებსაც უჭირთ კაფსულების გადაყლაპვა, ან იმ შემთხვევაში, როდესაც საჭიროა უფრო დაბალი დოზები. იმ შემთხვევაში, თუ ტამიფლუს ფხვნილი პერორალური სუსპენზიისთვის არ არის ხელმისაწვდომი, პროვიზორმა შეიძლება სუსპენზია (6 მგ/მლ) ტამიფლუს კაფსულებიდან მოამზადოს. თუ აფთიაქში მომზადებული სუსპენზიაც არ არის ხელმისაწვდომი, პაციენტებმა შეიძლება სუსპენზია კაფსულებიდან მოამზადონ სახლში.

მოწოდებული უნდა იყოს შესაბამისი მოცულობის და სათანადო დანაყოფების მქონე პერორალური დოზის დისპენსერები (პერორალური შპრიცები) აფთიაქში მომზადებული სუსპენზიის მისაღებად, ან სახლში მოსამზადებელი პროცედურებისთვის. სასურველია, რომ ორივე შემთხვევაში სათანადო მოცულობები დისპენსერებზე იყოს აღნიშნული. სახლში მოსამზადებლად, მოწოდებული უნდა იყოს ცალ-ცალკე დისპენსერები წყლის სათანადო დოზის ასაღებად და ტამიფლუს და წყლის ნარევის გასაზომად. 12.5 მლ წყლის გასაზომად გამოყენებული უნდა იყოს 10 მლ-იანი დისპენსერი.

დისპენსერის შესაბამისი ზომები სათანადო მოცულობის ტამიფლუს სუსპენზიის (6 მგ/მლ) ამოსაღებად ნაჩვენებია ქვემოთ.

1 წელზე ნაკლები ასაკის ჩვილები (მათ შორის დროული მშობიარობიდან დაბადებული/დღესრული ახალშობილები)

ტამიფლუს დოზა

ტამიფლუს სუსპენზიის ოდენობა

გამოსაყენებელი დისპენსერის ზომა

(შეფასება 0,1 მლ)

9 მგ

  • 5 მლ
  • 0 მლ (ან 3.0 მლ)

10 მგ

  • 7 მლ
  • 0 მლ (ან 3.0 მლ)
  • 25 მგ
  • 9 მლ
  • 0 მლ (ან 3.0 მლ)
  • 5 მგ
  • 1 მლ
  • 0 მლ
  • 75 მგ
  • 3 მლ
  • 0 მლ

15 მგ

  • 5 მლ
  • 0 მლ
  • 25 მგ
  • 7 მლ
  • 0 მლ

18 მგ

  • 0 მლ
  • 0 მლ (ან 5.0 მლ)
  • 5 მგ
  • 3 მლ
  • 0 მლ

21 მგ

  • 5 მლ
  • 0 მლ
  • 5 მგ
  • 8 მლ
  • 0 მლ

24 მგ

  • 0 მლ
  • 0 მლ
  • 5 მგ
  • 3 მლ
  • 0 მლ

27 მგ

  • 5 მლ
  • 0 მლ
  • 5 მგ
  • 8 მლ
  • 0 მლ

30 მგ

  • 0 მლ
  • 0 მლ

1 წლის ან მეტი ასაკის ბავშვები, რომელთა წონა 40 კგ-ზე ნაკლებია:

ტამიფლუს დოზა

ტამიფლუს სუსპენზიის ოდენობა

გამოსაყენებელი დისპენსერის ზომა

(შეფასება 0,1 მლ)

30 მგ

  • 0 მლ
  • 0 მლ (ან 10.0 მლ)

45 მგ

  • 5 მლ
  • 0 მლ

60 მგ

  • 0 მლ
  • 0 მლ

შენახვის პირობები

ტამიფლუ 30 მგ მყარი კაფსულა

10 წელი

ტამიფლუ 45 მგ მყარი კაფსულა

10 წელი

ტამიფლუ 75 მგ მყარი კაფსულა

10 წელი

აფთიაქში მომზადებული სუსპენზიის შენახვა

შენახვის ვადა 10 დღე 25 °C-ზე დაბალ ტემპერატურაზე შენახვისას.

  • 4 შენახვის განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები

არ შეინახოთ 25 C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.

აფთიაქში მომზადებული სუსპენზიის შენახვის პირობების შესახებ იხილეთ ქვეთავი 6.3.

  • 5 კოლოფის შემცეველობა

ტრიპლექსის ბლისტერული შეფუთვა (PVC/PE/PVDC, დალუქული ალუმინის ფოლგით).

შეფუთვაში 10 კაფსულა.

  • 6 განკარგვის განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები

ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

ინდივიდუალური რეცეპტის ფორმები

როდესაც ტამიფლუს ფხვნილი პერორალური სუსპენზიისთვის არ არის ხელმისაწვდომი

კომერციულად წარმოებული ტამიფლუ პერორალური სუსპენზიისთვის (6 მგ/მლ) არის არჩევის/სასურველი პროდუქტი პედიატრიული და ზრდასრული პაციენტებისთვის, რომლებსაც უჭირთ კაფსულების გადაყლაპვა ან სადაც საჭიროა უფრო დაბალი დოზების გამოყენება. იმ შემთხვევაში, თუ კომერციულად წარმოებული ტამიფლუს ფხვნილი პერორალური სუსპენზიისთვის არ არის ხელმისაწვდომი, ფარმაცევტს შეუძლია მოამზადოს სუსპენზია (6 მგ/მლ) ტამიფლუს კაფსულებიდან ან ასევე შეუძლიათ პაციენტებს სუსპენზია კაფსულებიდან სახლის პირობებში მოამზადონ.

სააფთიაქო პრეპარატს(აფთიაქში დამზადებული) უნდა მივანიჭოთ უპირატესობა სახლში მომზადებულ პრეპარატთან შედარებით. სახლში მომზადების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ტამიფლუს კაფსულების შეფუთვის ფურცელში, განყოფილებაში „თხევადი ტამიფლუს დამზადება სახლში“.

შესაბამისი მოცულობისა და გრადუირები შპრიცები უნდა იყოს მოწოდებული აფთიაქში დამზადებული სუსპენზიის შესაყვანად, ასევე სახლის პირობებში პროცედურების შესასრულებლად. ორივე შემთხვევაში, სასურველია შპრიცებზე მითითებული იყოს სწორი მოცულობები.

აფთიაქში მომზადება

კაფსულებისგან აფთიაქში მომზადებული 6 მგ/მლ სუსპენზია

მოზრდილები, მოზარდები და ჩვილები და 1 წლის ან 1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები, რომლებსაც არ შეუძლიათ მზა კაფსულების გადაყლაპვა

ეს პროცედურა აღწერს 6 მგ/მლ სუსპენზიის მომზადებას, რომელიც ერთ პაციენტს მიაწვდის საკმარის მედიკამენტს 5-დღიანი მკურნალობის ან პროფილაქტიკის 10-დღიანი კურსისთვის. იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებისთვის საჭიროა მკურნალობის 10 დღიანი კურსი.

ფარმაცევტს შეუძლია მოამზადოს 6 მგ/მლ სუსპენზია ტამიფლუს 30 მგ, 45 მგ ან 75 მგ კაფსულებიდან წყლის გამოყენებით, რომელიც შეიცავს 0.05% w/v ნატრიუმის ბენზოატს, რომელიც დამატებულია კონსერვანტის სახით.

პირველ რიგში, გამოთვალეთ მთლიანი მოცულობა, რომელიც საჭიროა შერევისა და გაცემისთვის, რათა უზრუნველყოთ პაციენტისთვის 5-დღიანი მკურნალობის კურსი ან 10-დღიანი პროფილაქტიკური კურსი. საჭირო მთლიანი მოცულობა განისაზღვრება პაციენტის წონის მიხედვით ქვემოთ მოცემულ ცხრილში მოცემული რეკომენდაციის საფუძველზე. 10 დოზის ზუსტი მოცულობის ამოღების უზრუნველსაყოფად (2 ამოღება დღიურ სამკურნალო დოზაზე 5 დღის განმავლობაში), გაზომვის დანაკარგის მითითების სვეტი გასათვალისწინებელია მომზადების დროს.

იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებისთვის გამოთვალეთ მთლიანი მოცულობა, რომელიც საჭიროა შერევისა და გაცემისთვის, რათა უზრუნველყოს პაციენტის მკურნალობის 10-დღიანი კურსი. საჭირო მთლიანი მოცულობა მითითებულია ქვემოთ მოცემულ ცხრილში იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებისთვის და განისაზღვრება პაციენტის წონის მიხედვით. 20 დოზის ზუსტი მოცულობის ამოღების უზრუნველსაყოფად (2 ამოღება დღიურ სამკურნალო დოზაზე 10 დღის განმავლობაში), გაზომვის დანაკარგის მითითების სვეტი გათვალისწინებული უნდა იყოს მომზადების დროს.

აფთიაქში დამზადებული 6 მგ/მლ სუსპენზიის მოცულობა, მომზადებული პაციენტის წონის მიხედვით 5 დღიანი მკურნალობის ან 10 დღიანი პროფილაქტიკური კურსისთვის

სხეულის წონა (კგ)

მთლიანი მოცულობა ნაერთამდე

პაციენტის წონაზე

(მლ)

გაზომვის დანაკარგი არ არის გათვალისწინებული

მთლიანი მოცულობა ნაერთამდე

პაციენტის წონაზე

(მლ)

გაზომვის დანაკარგი განიხილება

10 კგ-დან 15 კგ-მდე

50 მლ

60 მლ ან 75 მლ*

> 15 კგ-დან 23 კგ-მდე

75 მლ

90 მლ ან 100 მლ*

> 23 კგ-დან 40 კგ-მდე

100 მლ

125 მლ

> 40 კგ

125 მლ

137.5 მლ (ან 150 მლ)*

  • გამოყენებული კაფსულის დოზის მიხედვით

აფთიაქში მომზადგებული 6 მგ/მლ სუსპენზიის მოცულობა, მომზადებული პაციენტის წონის მიხედვით იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტების 10-დღიანი მკურნალობისთვის

150 მლ

187.5 მლ

> 23 კგ-დან 40 კგ-მდე

200 მლ

250 მლ

> 40 კგ

250 მლ

300 მლ

მეორე ეტაპი: განსაზღვრეთ კაფსულების რაოდენობა და გამხსნელის მოცულობა (წყალი, რომელიც შეიცავს 0,05 % w/v ნატრიუმის ბენზოატს დამატებულია როგორც კონსერვანტი), რომელიც საჭიროა აფთიაქში მომზადებული 6 მგ/მლ სუსპენზიის მთლიანი მოცულობის მოსამზადებლად (ზემოხსენებული ცხრილიდან), როგორც ნაჩვენებია ქვემოთ მოცემულ ცხრილში:

კაფსულების რაოდენობა და გამხსნელი სითხის მოცულობა, რომელიც საჭიროა აფთიაქში შედგენილი 6 მგ/მლ სუსპენზიის მთლიანი მოცულობის მოსამზადებლად (მკურნალობის 5 დღის ან პროფილაქტიკის 10 დღის განმავლობაში)

მთლიანი მოცულობა

შერეული სუსპენზიის

უნდა მომზადდეს

ტამიფლუს კაფსულების საჭირო რაოდენობა

(მგ ოსელტამივირი)

სითხის საჭირო მოცულობა

75 მგ

45 მგ

30 მგ

60 მლ

გთხოვთ გამოიყენოთ ალტერნატიული კაფსულის სიძლიერე*

8 კაფსულა

(360 მგ)

12 კაფსულა

(360 მგ)

  • 5 მლ

75 მლ

6 კაფსულა

(450 მგ)

10 კაფსულა

(450 მგ)

15 კაფსულა

(450 მგ)

74 მლ

90 მლ

გთხოვთ გამოიყენოთ ალტერნატიული კაფსულის სიძლიერე*

12 კაფსულა

(540 მგ)

18 კაფსულა

(540 მგ)

89 მლ

100 მლ

8 კაფსულა

(600 მგ)

გთხოვთ გამოიყენოთ ალტერნატიული კაფსულის სიძლიერე*

20 კაფსულა

(600 მგ)

  • 5 მლ

125 მლ

10 კაფსულა

(750 მგ)

გთხოვთ გამოიყენოთ კაფსულის ალტერნატიული სიძლიერე *

25 კაფსულა

(750 მგ)

123.5 მლ

137.5 მლ

11 კაფსულა

(825 მგ)

11 k’apsula

(825 mg)

გთხოვთ გამოიყენოთ კაფსულის ალტერნატიული სიძლიერე *

გთხოვთ გამოიყენოთ ალტერნატიული კაფსულის სიძლიერე*

136 მლ

  • არ არსებობს ამ კაფსულის დოზირებების კომბინაცია, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას სამიზნე კონცენტრაციის მისაღწევად; ამიტომ, გთხოვთ, გამოიყენოთ ალტერნატიული დოზირების კაფსულები.

კაფსულების რაოდენობა და გამხსნელი სითხის მოცულობა, რომელიც საჭიროა აფთიაქში მომზადებული 6 მგ/მლ სუსპენზიის მთლიანი მოცულობის მოსამზადებლად (იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებში მკურნალობის 10 დღის განმავლობაში)

მთლიანი მოცულობა

შერეული სუსპენზიის

უნდა მომზადდეს

ტამიფლუს კაფსულების საჭირო რაოდენობა

(მგ ოსელტამივირი)

სითხის საჭირო მოცულობა

75 მგ

45 მგ

30 მგ

125მლ

10 კაფსულა

(750 მგ)

გთხოვთ გამოიყენოთ ალტერნატიული კაფსულის სიძლიერე*

25 კაფსულა

(750 მგ)

123.5 მლ

187.5მლ

15 კაფსულა

(1120 მგ)

25 კაფსულა

(1120 მგ)

გთხოვთ გამოიყენოთ ალტერნატიული კაფსულის სიძლიერე*

185 მლ

250მლ

20 კაფსულა

(1500 მგ)

გთხოვთ გამოიყენოთ ალტერნატიული კაფსულის სიძლიერე*

50 კაფსულა

(1500 მგ)

246.5 მლ

300მლ

24 კაფსულა

(1800 მგ)

40 კაფსულა

(1800 მგ)

60 კაფსულა

(1800 მგ)

296 მლ

  • არ არსებობს ამ კაფსულის დოზების კომბინაცია, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას სამიზნე კონცენტრაციის მისაღწევად; ამიტომ, გთხოვთ, გამოიყენოთ ალტერნატიული დოზის კაფსულის .

მესამე ეტაპი, მიჰყევით ქვემოთ მოცემულ პროცედურას ტამიფლუს კაფსულებიდან 6 მგ/მლ სუსპენზიის მომზადებისთვის:

  • შესაფერისი ზომის შუშის ჭიქაში მოათავსეთ მითითებული რაოდენობის წყალი, რომელიც შეიცავს 0,05% w/v ნატრიუმის ბენზოატს, რომელიც დამატებულია კონსერვანტის სახით.

. გახსენით ტამიფლუს კაფსულების მითითებული რაოდენობა და გადაიტანეთ თითოეული კაფსულის შიგთავსი პირდაპირ შუშის ჭიქაში შენახულ წყალში.

  • შესაბამისი მოსარევი მოწყობილობით ურიეთ 2 წუთის განმავლობაში.

(შენიშვნა: სამკურნალწამლო ნივთიერება, ოსელტამივირის ფოსფატი, ადვილად იხსნება წყალში. სუსპენზია მიიღება რეალურად ტამიფლუს კაფსულების ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების არსებობის გამო, რომლებიც უხსნადია.)

  • სუსპენზია გადაიტანეთ ქარვისფერ მინის ჭურჭელში ან ქარვისფერ პოლიეთილენტერეფტალატის (PET) ბოთლში. გამოიყენეთ ძაბრი რომ არ დაგეღვაროთ სითხე.
  • დახურეთ ბოთლი ბავშვმა რომ ვერ მოხსნას ისეთი თავსახურით.
  • დააკარით დამხმარე ეტიკეტი ბოთლზე, რომელიც მიუთითებს "ნაზად შეანჯღრიეთ გამოყენებამდე".

(შენიშვნა: ეს შერეული სუსპენზია უნდა შეანჯღრიოთ მიღებამდე, რათა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ჰაერის მოხვედრის ტენდენცია.)

  • აუხსენით/აცნობეთ მშობელს ან აღმზრდელს, რომ მკურნალობის დასრულების შემდეგ დარჩენილი მასალა უნდა გადაღვაროს/გადააგდოს. რეკომენდებულია ამ ინფორმაციის მიწოდება ბოთლზე დამხმარე ეტიკეტის მიმაგრებით ან აფთიაქში გაცემულ ინსტრუქციებში ინფორმაციის დამატებით.
  • დააკარით ვარგისიანობის ვადის შესაბამისი ეტიკეტი შენახვის პირობების მიხედვით (იხ. ქვეთავი 6.3).

ბოთლზე მიამაგრეთ მოათავსეთ აფთიაქის ეტიკეტი, რომელიც შეიცავს პაციენტის სახელს, დოზირების ინსტრუქციას, გამოყენების თარიღს, სამკურნალო პროდუქტის დასახელებას და სხვა საჭირო ინფორმაციას, რომ შეესაბამებოდეს აფთიაქის ადგილობრივ რეგულაციებს. იხილეთ ქვემოთ მოცემული ცხრილი სათანადო დოზირების ინსტრუქციებისთვის

აფთიაქში ტამიფლუს კაფსულებისგან მომზადებული 6 მგ/მლ სუსპენზიის დოზირების სქემა 1 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებისთვის

სხეულის წონა (კგ)

დოზა (მგ)

მოცულობა დოზაზე

6 მგ/მლ

სამკურნალო დოზა

(5 დღის განმავლობაში)

სამკურნალო დოზა

(10 დღის განმავლობაში*) იმუნოკომპრომეტირებული პაციენტები

პროფილაქტიკური დოზა

(10 დღის განმავლობაში)

10 კგ-დან 15 კგ-მდე

30 მგ

5 მლ

5 მლ ორჯერ დღეში

5 მლ ორჯერ დღეში

5 მლ დღეში ერთხელ

> 15 კგ-დან 23 კგ-მდე

45 მგ

  • 5 მლ
  • 5 მლ ორჯერ დღეში
  • 5 მლ ორჯერ დღეში
  • 5 მლ დღეში ერთხელ

> 23 კგ-დან 40 კგ-მდე

60 მგ

10 მლ

10 მლ ორჯერ დღეში

10 მლ ორჯერ დღეში

10 მლ დღეში ერთხელ

> 40 კგ

75 მგ

  • 5 მლ
  • 5 მლ ორჯერ დღეში
  • 5 მლ ორჯერ დღეში
  • 5 მლ დღეში ერთხელ
  • . რეკომენდებული ხანგრძლივობა იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებში (≥1 წლის ასაკი) არის 10 დღე. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სპეციალური პოპულაციები, იმუნოკომპრომეტირებული პაციენტები.

აფთიაქში დამზადებული სუსპენზია გაანაწილეთ გრადუირებული პერორალური შპრიცით სუსპენზიის მცირე რაოდენობის გასაზომად. თუ შესაძლებელია, მონიშნეთ გრადუირება, რომელიც შეესაბამება შესაბამის დოზას (ზემოთ დოზირების ცხრილის მიხედვით) პერორალურ შპრიცზე თითოეული პაციენტისთვის.

შესაბამისი დოზა მომვლელმა უნდა შეურიოს თანაბარი რაოდენობით ტკბილ თხევად საკვებს, როგორიცაა შაქრის წყალი, შოკოლადის სიროფი, ალუბლის სიროფი, დესერტის მოსართავებით (როგორიცაა კარამელი ან ფაჯის/ნაღების სოუსი), რათა გადაიფაროს მწარე გემო.

1 წელზე ნაკლები ასაკის ჩვილები

პირველ რიგში, გამოთვალეთ მთლიანი მოცულობა, რომელიც საჭიროა მოსამზადებლად და გასაცემად თითოეული პაციენტისთვის. საჭირო მთლიანი მოცულობა განისაზღვრება პაციენტის წონის მიხედვით ქვემოთ მოცემულ ცხრილში აღწერილი რეკომენდაციის მიხედვით. 10 დოზის ზუსტი მოცულობის ამოღების უზრუნველსაყოგად (2 ამოღება დღიურ სამკურნალო დოზაზე 5 დღის განმავლობაში), გაზომვის დანაკარგის მითითების სვეტი გასათვალისწინებელია მომზადების დროს.

იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებისთვის გამოთვალეთ მთლიანი მოცულობა, რომელიც საჭიროა შერევისა და გაცემისთვის, რათა უზრუნველყოს პაციენტის მკურნალობის 10-დღიანი კურსი. საჭირო მთლიანი მოცულობა მითითებულია ქვემოთ მოცემულ ცხრილში და განისაზღვრება პაციენტის წონის მიხედვით. 20 დოზის ზუსტი მოცულობის ამოღების დასაშვებად/უზრუნველსაყოფად (2 ამოღება დღიურ სამკურნალო დოზაზე 10 დღის განმავლობაში), გაზომვის დანაკარგის მითითების სვეტი გათვალისწინებული უნდა იყოს მომზადების დროს.

აფთიაქში მომზადებული 6 მგ/მლ სუსპენზიის მოცულობა, მომზადებული პაციენტის წონის მიხედვით (მკურნალობის 5 დღიანი კურსი ან 10-დღიანი კურსი პროფილაქტიკისთვის)

სხეულის წონა (კგ)

მთლიანი მოცულობა ნაერთამდე

პაციენტის წონაზე

(მლ)

გაზომვის დანაკარგი არ არის გათვალისწინებული

მთლიანი მოცულობა ნაერთამდე

პაციენტის წონაზე

(მლ)

გაზომვის დანაკარგი განიხილება

7 კგ

40 მლ-მდე

50 მლ

> 7 კგ-დან 10 კგ-მდე

50 მლ

60 მლ ან 75 მლ*

  • გამოყენებული კაფსულის დოზი მიხედვით.

აფთიაქში მომზადებული 6 მგ/მლ სუსპენზიის მოცულობა, მომზადებული პაციენტის წონის მიხედვით (10 დღიანი მკურნალობისთვის იმუნოკომპრომეტირებულ/იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებში)

სხეულის წონა (კგ)

მთლიანი მოცულობა ნაერთამდე

პაციენტის წონაზე

(მლ)

გაზომვის დანაკარგი არ არის გათვალისწინებული

მთლიანი მოცულობა ნაერთამდე

პაციენტის წონაზე

(მლ)

გაზომვის დანაკარგი განიხილება

7 კგ

80 მლ-მდე

100 მლ

> 7 კგ-დან 10 კგ-მდე

100 მლ

125 მლ

მეორე ეტაპი, განსაზღვრეთ კაფსულების რაოდენობა და გამხსნელი სითხის მოცულობა (წყალი, რომელიც შეიცავს 0,05 % w/v ნატრიუმის ბენზოატს დამატებულია როგორც კონსერვანტი), რომელიც საჭიროა სააფთიაქო წესით 6 მგ/მლ სუსპენზიის მთლიანი მოცულობის მოსამზადებლად (ზემოხსენებული ცხრილიდან), როგორც ნაჩვენებია ქვემოთ მოცემულ ცხრილში:

კაფსულების რაოდენობა და გამხსნელი სითხის მოცულობა, რომელიც საჭიროა აფთიაქში მომზადებული 6 მგ/მლ სუსპენზიის მთლიანი მოცულობის მოსამზადებლად (მკურნალობის 5 დღიანი ან პროფილაქტიკის 10 დღიანი კურსის განმავლობაში)

მთლიანი მოცულობა

შერეული სუსპენზიის

უნდა მომზადდეს

ტამიფლუს კაფსულების საჭირო რაოდენობა

(მგ ოსელტამივირი)

სითხის საჭირო მოცულობა

75 მგ

45 მგ

30 მგ

50 მლ

4 კაფსულა

(300 მგ)

კაფსულების რაოდენობა და გამხსნელი სითხის მოცულობა, რომელიც საჭიროა აფთიაქში მომზადებული6 მგ/მლ სუსპენზიის მთლიანი მოცულობის მოსამზადებლად (იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებში 10-დღიანი მკურნალობისთვის)

10 k’apsula

გთხოვთ გამოიყენოთ ალტერნატიული კაფსულის სიძლიერე*

25 კაფსულა

(750 მგ)

123.5 მლ

  • არ არსებობს ამ კაფსულის დპზირების კომბინაცია, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას სამიზნე კონცენტრაციის მისაღწევად; ამიტომ, გთხოვთ, გამოიყენოთ ალტერნატიული დოზის კაფსულები.

მესამე ეტაპი, მიჰყევით ქვემოთ მოცემულ პროცედურას ტამიფლუს კაფსულებიდან 6 მგ/მლ სუსპენზიის მოსამზადებლად:

  • შესაფერისი ზომის შუშის ჭიქაში ჩაასხით მითითებული მოცულობის წყალი, რომელიც შეიცავს 0,05% w/v ნატრიუმის ბენზოატს, რომელიც დამატებულია კონსერვანტის სახით.
  • გახსენით ტამიფლუს კაფსულების მითითებული რაოდენობა და გადაიტანეთ თითოეული კაფსულის შიგთავსი პირდაპირ შუშის ჭიქაში შენახულ წყალში.
  • შესაბამისი მოსარევი მოწყობილობით ურიეთ 2 წუთის განმავლობაში.

(შენიშვნა: სამკურნალწამლო ნივთიერება, ოსელტამივირის ფოსფატი, ადვილად იხსნება წყალში. სუსპენზიის წარმოქმნა განპირობებულია ტამიფლუს კაფსულების ზოგიერთი დამხმარე ნივთიერებით, რომლებიც უხსნადია.)

  • სუსპენზია გადაიტანეთ ქარვისფერ მინაში ან ქარვისფერ პოლიეთილენტერეფტალატის (PET) ბოთლში. ძაბრის გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი დაღვრის აღმოსაფხვრელად.
  • დახურეთ ბოთლი ბავშვმა რომ ვერ მოხსნას ისეთი თავსახურით.
  • დააკარით დამხმარე ეტიკეტი ბოთლზე, რომელიც მიუთითებს "ნაზად შეანჯღრიეთ გამოყენებამდე".

(შენიშვნა: ეს შერეული სუსპენზია უნდა შეინჯღრეს მიღებამდე, რათა მინიმუმამდე დაიყვანოს ჰაერის მოხვედრა.)

  • აცნობეთ მშობელს ან აღმზრდელს, რომ თერაპიის დასრულების შემდეგ დარჩენილი მასალა უნდა გადაღვაროს. რეკომენდებულია ამ ინფორმაციის მიწოდება ბოთლზე დამხმარე ეტიკეტის მიმაგრებით ან აფთიაქის ეტიკეტის ინსტრუქციებში განცხადების დამატებით.
  • მიაკარით/მოათავსეთ ვარგისიანობის ვადის შესაბამისი ეტიკეტი შენახვის პირობების მიხედვით (იხ. ნაწილი 6.3).

ბოთლზე მიაკარით აფთიაქის ეტიკეტი, რომელიც შეიცავს პაციენტის სახელს, დოზირების ინსტრუქციას, გამოყენების თარიღს, სამკურნალო პროდუქტის დასახელებას და სხვა საჭირო ინფორმაციას, რომ შეესაბამებოდეს აფთიაქის ადგილობრივ რეგულაციებს. იხილეთ ქვემოთ მოცემული ცხრილი სათანადო დოზირების ინსტრუქციებისთვის.

დოზირების სქემა აფთიაქში მომზადებული 6 მგ/მლ სუსპენზიისთვის, მომზადებული ტამიფლუს კაფსულებისგან 1 წლამდე ასაკის ჩვილებისთვის

სხეულის წონა

(დამრგვალებული 0,5 კგ-მდე)

დოზა

(მგ)

მოცულობა

თითო დოზაზე

(6 მგ/მლ)

სამკურნალო დოზა

(5 დღის განმავლობაში)

სამკურნალო დოზა

(10 დღის განმავლობაში*) იმუნოკომპრომეტირებული პაციენტები

პროფილაქტიკური დოზა

(10 დღის განმავლობაში)

დისპენსერის ზომა

გამოყენება

(შეფასება 0,1 მლ)

3 კგ

9 მგ

  • 5 მლ
  • 5 მლ ორჯერ დღეში
  • 5 მლ ორჯერ დღეში
  • 5 მლ დღეში ერთხელ
  • 0 მლ ან 3.0 მლ
  • 5 კგ
  • 5 მგ
  • 8 მლ
  • 8 მლ ორჯერ დღეში
  • 8 მლ ორჯერ დღეში
  • 8 მლ დღეში ერთხელ
  • 0 მლ ან 3.0 მლ

4 კგ

12 მგ

  • 0 მლ
  • 0 მლ ორჯერ დღეში
  • 0 მლ ორჯერ დღეში
  • 0 მლ დღეში ერთხელ
  • 0 მლ
  • 5 კგ
  • 5 მგ
  • 3 მლ
  • 3 მლ ორჯერ დღეში
  • 3 მლ ორჯერ დღეში
  • 3 მლ დღეში ერთხელ
  • 0 მლ

5 კგ

15 მგ

  • 5 მლ
  • 5 მლ ორჯერ დღეში
  • 5 მლ ორჯერ დღეში
  • 5 მლ დღეში ერთხელ
  • 0 მლ
  • 5 კგ
  • 5 მგ
  • 8 მლ
  • 8 მლ ორჯერ დღეში
  • 8 მლ ორჯერ დღეში
  • 8 მლ დღეში ერთხელ
  • 0 მლ

6 კგ

18 მგ

  • 0 მლ
  • 0 მლ ორჯერ დღეში
  • 0 მლ ორჯერ დღეში
  • 0 მლ დღეში ერთხელ
  • 0 მლ (ან 5.0 მლ)
  • 5 კგ
  • 5 მგ
  • 3 მლ
  • 3 მლ ორჯერ დღეში
  • 3 მლ ორჯერ დღეში
  • 3 მლ დღეში ერთხელ
  • 0 მლ

7 კგ

21 მგ

  • 5 მლ
  • 5 მლ ორჯერ დღეში
  • 5 მლ ორჯერ დღეში
  • 5 მლ დღეში ერთხელ
  • 0 მლ
  • 5 კგ
  • 5 მგ
  • 8 მლ
  • 8 მლ ორჯერ დღეში
  • 8 მლ ორჯერ დღეში
  • 8 მლ დღეში ერთხელ
  • 0 მლ

8 კგ

24 მგ

  • 0 მლ
  • 0 მლ ორჯერ დღეში
  • 0 მლ ორჯერ დღეში
  • 0 მლ დღეში ერთხელ
  • 0 მლ
  • 5 კგ
  • 5 მგ
  • 3 მლ
  • 3 მლ ორჯერ დღეში
  • 3 მლ ორჯერ დღეში
  • 3 მლ დღეში ერთხელ
  • 0 მლ

9 კგ

27 მგ

  • 5 მლ
  • 5 მლ ორჯერ დღეში
  • 5 მლ ორჯერ დღეში
  • 5 მლ დღეში ერთხელ
  • 0 მლ
  • 5 კგ
  • 5 მგ
  • 8 მლ
  • 8 მლ ორჯერ დღეში
  • 8 მლ ორჯერ დღეში
  • 8 მლ დღეში ერთხელ
  • 0 მლ

10 კგ

30 მგ

  • 0 მლ
  • 0 მლ ორჯერ დღეში
  • 0 მლ ორჯერ დღეში
  • 0 მლ დღეში ერთხელ
  • 0 მლ
  • . იმუნოდეფიციტის მქონე ჩვილებში (0-12 თვე) რეკომენდებული ხანგრძლივობაა 10 დღე. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სპეციალური პოპულაციები, იმუნოკომპრომეტირებული პაციენტები

აფთიაქში დამზადებული სუსპენზია გაანაწილეთ გრადუირებული პერორალური შპრიცით სუსპენზიის მცირე რაოდენობის გასაზომად. თუ შესაძლებელია, მონიშნეთ შესაბამისი დოზის გრადაცია (ზემოთ დოზირების ცხრილების მიხედვით) პერორალურ შპრიცზე თითოეული პაციენტისთვის.

შესაბამისი დოზა მომვლელმა უნდა შეურიოს თანაბარი რაოდენობით ტკბილ თხევად საკვებს, როგორიცაა შაქრის წყალი, შოკოლადის სიროფი, ალუბლის სიროფი, დესერტის მოსართავები (როგორიცაა კარამელი ან ფაჯის/ნაღების სოუსი), რათა გადაიფაროს მწარე გემო.

სახლში მომზადება

როდესაც კომერციულად წარმოებული ტამიფლუს პერორალური სუსპენზია არ არის ხელმისაწვდომი, უნდა იქნას გამოყენებული სააფთიაქო კომპოზიციური სუსპენზია, რომელიც მომზადებულია ტამიფლუს კაფსულებისგან (იხილეთ დეტალური ინსტრუქციები ზემოთ). თუ კომერციულად წარმოებული ტამიფლუს პერორალური სუსპენზია და სააფთიაქო კომპოზიციური სუსპენზია ასევე არ არის ხელმისაწვდომი, ტამიფლუს სუსპენზია შეიძლება მომზადდეს სახლში.

როდესაც კაფსულის შესაბამისი დოზირება ხელმისაწვდომია საჭირო დოზისთვის, დოზა მიიღება კაფსულის გახსნით და მისი შიგთავსის შერევით არაუმეტეს ერთი ჩაის კოვზ შესაფერის ტკბილ საკვებ პროდუქტთან. მწარე გემო შეიძლება იყოს შენიღბული ისეთი პროდუქტებით, როგორიცაა შაქრის წყალი, შოკოლადის სიროფი, ალუბლის სიროფი, დესერტის მოსართავები (როგორიცაა კარამელი ან ფაჯის/ნაღების სოუსი). ნარევი უნდა აურიოთ და მთლიანად მიეცეს პაციენტს. ნარევი უნდა გადაიყლაპოს მომზადებისთანავე.

როდესაც ხელმისაწვდომია მხოლოდ 75 მგ-იანი კაფსულები და საჭიროა 30 მგ ან 45 მგ დოზები, ტამიფლუს სუსპენზიის მომზადება დამატებით ეტაპებს მოიცავს. დეტალური ინსტრუქციები შეგიძლიათ იხილოთ ტამიფლუს კაფსულების შეფუთვის ფურცელში - ქვეთავში „თხევადი ტამიფლუს დამზადება სახლში“.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

  • მარკეტინგის ავტორიზაციის მფლობელი

Roche Registration GmbH

Emil-Barell-Strasse 1

79639 Grenzach-Wyhlen

გერმანია

ან

F. Hoffmann-La Roche Ltd.

Grenzacherstrasse 124, CH-4058

ბაზელი, შვეიცარია

  • მარკეტინგის ავტორიზაციის მფლობელის ნომერი

ტამიფლუ 30 მგ მყარი კაფსულები

EU/1/02/222/003

ტამიფლუს 45 მგ მყარი კაფსულებიEU/1/02/222/004

ტამიფლუს 75 მგ მყარი კაფსულები EU/1/02/222/001

  • პირველი ავტორიზაციის თარიღი / ავტორიზაციის განახლება

პირველი ავტორიზაციის თარიღი: 2002 წლის 20 ივნისი

ბოლო განახლების თარიღი: 2012 წლის 22 მაისი

  • ტექსტის განახლების/გადახედვის თარიღი

2025 წლის 15 აპრილი

აღნიშნული მედიკამენტის შესახებ დეტალური ინფორმააცია მოცემულია ევროპის წამლის სააგენტოს ვებგვერდზე http://www.ema.europa.eu

პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

ტამიფლუ 75 მგ მყარი კაფსულები

ოსელტამივირი

თავიდან ბოლომდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს ბროშურა ამ …

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანტივირუსული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ნეირამინიდაზას ინჰიბიტორები ATC კოდი: J05AH02

ოსელტამივირის ფოსფატი არის აქტიური მეტაბოლიტის (ოსელტამივირის კარბოქსილატის) პრო-წამალი. აქტიური მეტაბოლიტი არის გრიპის ვირუსის ნეირამინიდაზას ფერმენტების შერჩევითი ინჰიბიტორი, რომლებიც წარმოადგენენ გლიკოპროტეინებს, რომლებიც გვხვდება ვირიონის ზედაპირზე. ვირუსული ნეირამინიდაზას ფერმენტის აქტივობა მნიშვნელოვანია, როგორც ვირუსის არაინფიცირებულ უჯრედებში შესვლისთვის, ასევე ინფიცირებული უჯრედებიდან ახლად წარმოქმნილი ვირუსის ნაწილაკების გასათავისუფლებლად და ორგანიზმში ინფექციური ვირუსის შემდგომი გავრცელებისთვის.

ოსელტამივირის კარბოქსილატი აინჰიბირებს/ თრგუნავს A და B გრიპის ნეირამინიდაზებს in vitro გარემოში. ოსელტამივირის ფოსფატი აინჰიბირებს გრიპის ვირუსის ინფიცირების და რეპლიკაციის პროცესებს in vitro გარემოში. პერორალურად მიცემული ოსელტამივირი აინჰიბირებს A და B გრიპის ვირუსების რეპლიკაციას და პათოგენურობას in vivo გარემოში გრიპის ინფექციის ცხოველურ მოდელებში ანტივირუსული ექსპოზიციის დროს, რომელიც ანალოგიურია იმისა, რაც მიღწეულია ადამიანებში 75 მგ დღეში ორჯერ მიღებით მკურნალობისას.

ოსელტამივირის ანტივირუსული აქტივობა შეისწავლებოდა A და B გრიპისთვის ექსპერიმენტულ კვლევებში ჯანმრთელ მოხალისეებში.

ნეირამინიდაზას ფერმენტის IC50 მნიშვნელობები ოსელტამივირისთვის კლინიკურად იზოლირებული A გრიპისთვის მერყეობდა 0,1 ნმ-დან 1,3 ნმ-მდე, ხოლო B გრიპისთვის იყო 2,6 ნმ. გამოქვეყნებულ კვლევებში დაფიქსირდა უფრო მაღალი IC50 მნიშვნელობები B გრიპისთვის, საშუალო 8,5 ნმ-მდე.

კლინიკური კვლევები

გრიპის ინფექციის მკურნალობა

ინსტრუქციის სრული ტექსტი · პროდუქტის მახასიათებლები (ექიმისთვის)

პროდუქტის მახასიათებლები

  • სამკურნალო პროდუქტის დასახელება

ტამიფლუ 30 მგ მყარი კაფსულები ტამიფლუ 45 მგ მყარი კაფსულები ტამიფლუ 75 მგ მყარი კაფსულები

  • თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა

ტამიფლუ 30 მგ მყარი კაფსულები

თითოეული მყარი კაფსულა შეიცავს ოსელტამივირის ფოსფატს, რომელიც ექვივალენტურია 30 მგ ოსელტამივირის.

დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალისთვის იხილეთ ქვეთავი 6.1.

ტამიფლუ 45 მგ მყარი კაფსულები თითოეული მყარი კაფსულა შეიცავს ოსელტამივირის ფოსფატს, რომელიც ექვივალენტურია 45 მგ ოსელტამივირის.

დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალისთვის იხილეთ ქვეთავი 6.1.

ტამიფლუ 75 მგ მყარი კაფსულები

თითოეული მყარი კაფსულა შეიცავს ოსელტამივირის ფოსფატს, რომელიც ექვივალენტურია 75 მგ ოსელტამივირის.

დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალისთვის იხილეთ ქვეთავი 6.1.

  • ფარმაცევტული ფორმა

ტამიფლუ 30 მგ მყარი კაფსულები

მყარი კაფსულა, შედგება ღია ყვითელი ფერის გაუმჭვირვალე ძირითადი ნაწილისაგან წარწერით “ROCHE” და ღია ყვითელი ფერის გაუმჭვირვალე თავსახურისაგან წარწერით „30 მგ“. წარწერები ლურჯია.

ტამიფლუ 45 მგ მყარი კაფსულები

მყარი კაფსულა, შედგება ნაცრისფერი გაუმჭვირვალე ძირითადი ნაწილისაგან წარწერით “ROCHE” და ნაცრისფერი გაუმჭვირვალე თავსახურისაგან წარწერით „45 მგ“. წარწერები ლურჯია.

ტამიფლუ 75 მგ მყარი კაფსულები

მყარი კაფსულა, შედგება ნაცრისფერი გაუმჭვირვალე ძირითადი ნაწილისაგან წარწერით “ROCHE” და ღია ყვითელი გაუმჭვირვალე თავსახურისაგან წარწერით „75 მგ“. წარწერები ლურჯია.

  • კლინიკური მონაცემები
  • 1 თერაპიული ჩვენებები

გრიპის მკურნალობა

ტამიფლუ, გრიპის სამკურნალო, ნაჩვენებია მოზრდილებში და ბავშვებში, დროული ახალშობილების ჩათვლით, რომლებსაც აღენიშნებათ გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, როდესაც საზოგადოებაში გრიპის ვირუსი ცირკულირებს. ეფექტურობა გამოვლინდა, როდესაც მკურნალობა იწყება სიმპტომების დაწყებიდან ორი დღის განმავლობაში.

გრიპის პრევენცია

  • ექსპოზიციის(მიღების) შემდგომი პრევენცია(პროფილაქტიკა) 1 წელზე მეტი ასაკის პირებში, კლინიკურად დიაგნოსტირებული გრიპის შემთხვევებთან კონტაქტის შემდეგ, როდესაც გრიპის ვირუსი ცირკულირებს საზოგადოებაში.
  • ტამიფლუს სათანადო გამოყენება გრიპის პრევენციისთვის უნდა განისაზღვროს ცალკეული შემთხვევის მიხედვით, გარემოებებისა და აღნიშნული კუთხით დაცვის საჭიროების მქონე მოსახლეობის გათვალისწინებით. გამონაკლის სიტუაციებში (მაგ. მოცირკულირე და ვაქცინის ვირუსის შტამების შეუსაბამობის შემთხვევაში და პანდემიის ვითარებაში) სეზონური პრევენცია შეიძლება განიხილებოდეს ერთი წლის ან უფროსი ასაკის პირებში.
  • ტამიფლუ ნაჩვენებია გრიპის შემდგომი ექსპოზიციის პროფილაქტიკისთვის 1 წლამდე ასაკის ჩვილებში პანდემიური გრიპის აფეთქების დროს (იხ. ქვეთავი 5.2).

ტამიფლუ არ არის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემცვლელი.

ანტივირუსული საშუალებების გამოყენება გრიპის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის უნდა განისაზღვროს ოფიციალური რეკომენდაციების საფუძველზე. ოსელტამივირის მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებები უნდა ითვალისწინებდეს იმ ინფორმაციას თუ რა არის ცნობილი გრიპის მოცირკულირე ვირუსების მახასიათებლების შესახებ, ასევე ითვალისწინებდეს ხელმისაწვდომ ინფორმაციას გრიპის წამლების მგრძნობელობის ნიმუშების/შაბლონების შესახებ ყოველ სეზონზე და დაავადების ზემოქმედებას სხვადასხვა გეოგრაფიულ ზონაში და პაციენტების პოპულაციაში. (იხილეთ ქვეთავი 5.1)

  • 2 დოზირება და მიღების მეთოდი

ნოზოლოგია

ტამიფლუს მყარი კაფსულები და ტამიფლუს სუსპენზია ბიოექვივალენტური ფორმულირებებია. 75 მგ დოზების შეყვანა შესაძლებელია როგორც

  • ერთი 75 მგ კაფსულა ან
  • ერთი 30 მგ კაფსულას პლუს ერთი 45 მგ კაფსულა ან
  • ერთი 30 მგ დოზის მიღებით, პლუს სუსპენზიის ერთი 45 მგ დოზა.

კომერციულად წარმოებული ტამიფლუს ფხვნილი პერორალური სუსპენზიისთვის (6 მგ/მლ) არის არჩევის/სასურველი პროდუქტი პედიატრიული და ზრდასრული პაციენტებისთვის, რომლებსაც უჭირთ კაფსულების გადაყლაპვა ან სადაც საჭიროა უფრო დაბალი დოზები.

მოზრდილები და 13 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები

მკურნალობა: რეკომენდებული პერორალური დოზაა 75 მგ ოსელტამივირი ორჯერ დღეში 5 დღის განმავლობაში მოზარდებისთვის (13-დან 17 წლამდე) და მოზრდილებში.

სხეულის წონა

რეკომენდებული დოზა 5 დღის განმავლობაში

რეკომენდებული დოზა 10 დღის განმავლობაში*

იმუნოკომპრომეტირებული პაციენტები

> 40 კგ

75 მგ ორჯერ დღეში

75 მგ ორჯერ დღეში

  • იმუნოდეფიციტის მქონე მოზრდილებში და მოზარდებში მკურნალობის რეკომენდებული ხანგრძლივობაა 10 დღე. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სპეციალური პოპულაციები, იმუნოკომპრომეტირებული პაციენტები

მკურნალობა უნდა დაიწყოს რაც შეიძლება მალე გრიპის სიმპტომების დაწყებიდან პირველი ორი დღის განმავლობაში.

ექსპოზიციის შემდგომი პრევენცია: რეკომენდებული დოზა გრიპის პროფილაქტიკისთვის ინფიცირებულ პირთან მჭიდრო კონტაქტის შემდეგ არის 75 მგ ოსელტამივირი დღეში ერთხელ 10 დღის განმავლობაში მოზარდებისთვის (13-დან 17 წლამდე) და მოზრდილებში.

სხეულის წონა

რეკომენდებული დოზა 10 დღის განმავლობაში

რეკომენდებული დოზა 10 დღის განმავლობაში

იმუნოკომპრომეტირებული პაციენტები

> 40 კგ

75 მგ დღეში ერთხელ

75 მგ დღეში ერთხელ

თერაპია უნდა დაიწყოს რაც შეიძლება მალე ინფიცირებულ პირთან კონტაქტიდან ორი დღის განმავლობაში.

პრევენცია საზოგადოებაში გრიპის ეპიდემიის დროს: რეკომენდებული დოზა გრიპის პროფილაქტიკისთვის ეპიდემიის დროს არის 75 მგ ოსელტამივირი დღეში ერთხელ 6 კვირამდე პერიოდის განმავლობაში (ან 12 კვირამდე იმუნოკომპრომეტირებულ პაციენტებში, იხილეთ ქვეთავები 4.4, 4.8 და 5.1).

პედიატრიული პოპულაცია

ბავშვები 1-დან 12 წლამდე

ტამიფლუს 30 მგ, 45 მგ და 75 მგ კაფსულები და პერორალური სუსპენზია ხელმისაწვდომია ჩვილებისა და 1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის.

მკურნალობა: წონის მიხედვით მორგებული დოზირების შემდეგი რეჟიმები რეკომენდებულია ჩვილებისა და 1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვების სამკურნალოდ:

სხეულის წონა

რეკომენდებული დოზა 5 დღის განმავლობაში

რეკომენდებული დოზა 10 დღის განმავლობაში*

იმუნოკომპრომეტირებული პაციენტები

10 კგ-დან 15 კგ-მდე

30 მგ დღეში ორჯერ

30 მგ დღეში ორჯერ

> 15 კგ-დან 23 კგ-მდე

45 მგ დღეში ორჯერ

45 მგ დღეში ორჯერ

> 23 კგ-დან 40 კგ-მდე

60 მგ დღეში ორჯერ

60 მგ დღეში ორჯერ

> 40 კგ

75 მგ დღეში ორჯერ

75 მგ დღეში ორჯერ

  • იმუნოდეფიციტის მქონე ბავშვებში (≥1 წლამდე) მკურნალობის რეკომენდებული ხანგრძლივობაა 10 დღე. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სპეციალური პოპულაციები, იმუნოკომპრომეტირებული პაციენტები.

მკურნალობა უნდა დაიწყოს რაც შეიძლება მალე გრიპის სიმპტომების დაწყებიდან პირველი ორი დღის განმავლობაში.

ექსპოზიციის შემდგომი პრევენცია: ტამიფლუს რეკომენდებული პოსტ-ექსპოზიციური პროფილაქტიკური დოზაა:

სხეულის წონა

რეკომენდებული დოზა 10 დღის განმავლობაში

რეკომენდებული დოზა 10 დღის განმავლობაში იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებისთვის

10 კგ-დან 15 კგ-მდე

30 მგ დღეში ერთხელ

30 მგ დღეში ერთხელ

> 15 კგ-დან 23 კგ-მდე

45 მგ დღეში ერთხელ

45 მგ დღეში ერთხელ

> 23 კგ-დან 40 კგ-მდე

60 მგ დღეში ერთხელ

60 მგ დღეში ერთხელ

> 40 კგ

75 მგ დღეში ერთხელ

75 მგ დღეში ერთხელ

პრევენცია გრიპის ეპიდემიის დროს საზოგადოებაში: გრიპის ეპიდემიის დროს პრევენცია არ არის შესწავლილი 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ჩვილები 0-დან 12 თვემდე

მკურნალობა: 0-12 თვის ასაკის ჩვილებისთვის რეკომენდებული სამკურნალო დოზაა 3 მგ/კგ ორჯერ დღეში. ეს ეფუძნება ფარმაკოკინეტიკურ და უსაფრთხოების მონაცემებს, რომლებიც მიუთითებს იმაზე, რომ ეს დოზა 0-12 თვის ჩვილებში უზრუნველყოფს პრო-წამლისა და აქტიური მეტაბოლიტის ისეთ პლაზმურ კონცენტრაციებს, რომლებიც თავის მხრივ მოსალოდნელია, რომ განაპირობებს კლინიკურად ეფექტური უსაფრთხოების პროფილის არსებობას, სწორედ ისეთი, როგორიც გამოვლენილია უფროს ბავშვებში და მოზრდილებში ( იხილეთ ქვეთავი 5.2). 0-დან 12 თვემდე ასაკის ჩვილების მკურნალობისთვის რეკომენდებულია დოზირების შემდეგი რეჟიმი:

სხეულის წონა*

რეკომენდებული დოზა 5 დღის განმავლობაში

რეკომენდებული დოზა 10 დღის განმავლობაში** იმუნოკომპრომეტირებული პაციენტები

3 კგ

9 მგ დღეში ორჯერ

9 მგ დღეში ორჯერ

4 კგ

12 მგ დღეში ორჯერ

12 მგ დღეში ორჯერ

5 კგ

15 მგ დღეში ორჯერ

15 მგ დღეში ორჯერ

6 კგ

18 მგ დღეში ორჯერ

18 მგ დღეში ორჯერ

7 კგ

21 მგ დღეში ორჯერ

21 მგ დღეში ორჯერ

8 კგ

24 მგ დღეში ორჯერ

24 მგ დღეში ორჯერ

9 კგ

27 მგ დღეში ორჯერ

27 მგ დღეში ორჯერ

10 კგ

30 მგ დღეში ორჯერ

30 მგ დღეში ორჯერ

  • ეს ცხრლი არ მოიცავს ამ ასაკის პოპულაციის მასის ყველა შესაძლო ვარიანტს. ყველა პაციენტისთვის 1 წლამდე ასაკში 3 მგ/კგ დოზა უნდა იქნეს გამოყენებული, მიუხედავად პაციენტის მასისა

მკურნალობა უნდა დაიწყოს რაც შეიძლება მალე გრიპის სიმპტომების დაწყებიდან პირველი ორი დღის განმავლობაში.

  • * იმუნოდეფიციტის მქონე ჩვილებში (0-12 თვე) რეკომენდებული ხანგრძლივობაა 10 დღე. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სპეციალური პოპულაციები, იმუნოკომპრომეტირებული პაციენტები

დოზირების ეს რეკომენდაცია არ არის განკუთვნილი ნაადრევი მშობიარობის შემდგომ გაჩენილი ჩვილებისთვის, ანუ მათთვის, ვისაც პოსტკონცეპტუალური ასაკი აქვს 36 კვირაზე ნაკლები. არასაკმარისი მონაცემებია ხელმისაწვდომი ამ პაციენტებისთვის, რომლებშიც შეიძლება საჭირო გახდეს განსხვავებული დოზირება ჩამოუყალიბებელი ფიზიოლოგიური ფუნქციების გამო.

ექსპოზიციის შემდგომი პრევენცია: რეკომენდებული პროფილაქტიკური დოზა 1 წლამდე ასაკის ჩვილებისთვის პანდემიური გრიპის აფეთქების დროს არის ყოველდღიური სამკურნალო დოზის ნახევარი. ეს ეფუძნება კლინიკურ მონაცემებს ჩვილებში და 1 წლის ან 1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში და ასევე მოზრდილებში, რომლებიც ადასტურებს, რომ პროფილაქტიკური დოზა, რომელიც ყოველდღიური სამკურნალო დოზის ნახევრის ექვივალენტურია, კლინიკურად ეფექტურია გრიპის პროფილაქტიკისთვის. 0-დან 12 თვის ასაკის ჩვილებისთვის რეკომენდებულია შემდეგი ასაკობრივად მორგებული დოზირების პროფილაქტიკური რეჟიმი (ექსპოზიციის სიმულაციისთვის იხილეთ ქვეთავი 5.2):

ასაკი

რეკომენდებული დოზა 10 დღის განმავლობაში

რეკომენდებული დოზა 10 დღის განმავლობაში იმუნოკომპრომეტირებული პაციენტები

0 - 12 თვე

3 მგ/კგ დღეში ერთხელ

3 მგ/კგ დღეში ერთხელ

დოზირების ეს რეკომენდაცია არ არის განკუთვნილი ნაადრევი ჩვილებისთვის, ანუ მათთვის, ვისაც პოსტკონცეპტუალური ასაკი აქვს 36 კვირაზე ნაკლები. არასაკმარისი მონაცემებია ხელმისაწვდომი ამ პაციენტებისთვის, რომლებშიც შეიძლება საჭირო გახდეს განსხვავებული დოზირება ფიზიოლოგიური ფუნქციების მოუმწიფებლობის გამო.

პრევენცია გრიპის ეპიდემიის დროს საზოგადოებაში: გრიპის ეპიდემიის დროს პრევენცია არ არის შესწავლილი 0-12 თვის ასაკის ბავშვებში.

ინდივიდუალური რეცეპტით მოსამზადებელი დოზებისთვის ინსტრუქციები იხილეთ ქვეთავი 6.6.

განსაკუთრებული პოპულაციები

ღვიძლის უკმარისობა

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია არ არის საჭირო არც მკურნალობის არც პროფილაქტის მიზნით. კვლევები არ ჩატარებულა პედიატრიულ პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით.

თირკმლის უკმარისობა

გრიპის მკურნალობა: დოზის კორექცია რეკომენდირებულია მოზრდილებში და მოზარდებში (13-დან 17 წლამდე) თირკმლის ზომიერი ან მძიმე უკმარისობით. რეკომენდებული დოზები დეტალურად არის აღწერილი ქვემოთ მოცემულ ცხრილში.

კრეატინინის კლირენსი

რეკომენდებული დოზა სამკურნალოდ

> 60 (მლ/წთ)

75 მგ ორჯერ დღეში

> 30-დან 60-მდე (მლ/წთ)

30 მგ (სუსპენზია ან კაფსულები) დღეში ორჯერ

> 10-დან 30-მდე (მლ/წთ)

30 მგ (სუსპენზია ან კაფსულები) დღეში ერთხელ

10 (მლ/წთ)

არ არის რეკომენდებული (მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი)

ჰემოდიალიზის პაციენტები

30 მგ ჰემოდიალიზის ყოველი სესიის შემდეგ

პერიტონეალური დიალიზის მქონე პაციენტები*

30 მგ (სუსპენზია ან კაფსულები) ერთჯერადი დოზა

  • მონაცემები მიღებული კვლევებიდან უწყვეტი ამბულატორიული პერიტონეალური დიალიზით (CAPD) პაციენტებში; მოსალოდნელია, რომ ოსელტამივირის კარბოქსილატის კლირენსი უფრო მაღალი იქნება ავტომატური პერიტონეალური დიალიზის (APD) რეჟიმის გამოყენებისას. მკურნალობის რეჟიმი შეიძლება შეიცვალოს APD-დან CAPD-ზე, თუ ნეფროლოგმა საჭიროდ ჩათვალა.

გრიპის პრევენცია: დოზის კორექცია რეკომენდირებულია მოზრდილებში და მოზარდებში (13-დან 17 წლამდე) თირკმლის ზომიერი ან მძიმე უკმარისობით, როგორც აღწერილია ქვემოთ მოცემულ ცხრილში.

კრეატინინის კლირენსი

რეკომენდებული დოზა პროფილაქტიკისთვის

> 60 (მლ/წთ)

75 მგ დღეში ერთხელ

> 30-დან 60-მდე (მლ/წთ)

30 მგ (სუსპენზია ან კაფსულები) დღეში ერთხელ

> 10-დან 30-მდე (მლ/წთ)

30 მგ (სუსპენზია ან კაფსულები) ყოველ მეორე დღეს

10 (მლ/მინ)

არ არის რეკომენდებული (მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი)

ჰემოდიალიზის პაციენტები

30 მგ ჰემოდიალიზის ყოველი მეორე სესიის შემდეგ

პერიტონეალური დიალიზის მქონე პაციენტები*

30 მგ (სუსპენზია ან კაფსულები) კვირაში ერთხელ

  • მონაცემები მიღებული კვლევებიდან უწყვეტი ამბულატორიული პერიტონეალური დიალიზით (CAPD) პაციენტებში; მოსალოდნელია, რომ ოსელტამივირის კარბოქსილატის კლირენსი უფრო მაღალი იქნება ავტომატური პერიტონეალური დიალიზის (APD) რეჟიმის გამოყენებისას. მკურნალობის რეჟიმი შეიძლება შეიცვალოს APD-დან CAPD-ზე, თუ ნეფროლოგმა საჭიროდ ჩათვალა.

არასაკმარისი კლინიკური მონაცემებია ხელმისაწვდომი ჩვილებსა და ბავშვებში (12 წლის და უმცროსი ასაკის) თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებისთვის, ამიტომაც შეუძლებელია რეკომენდაციის გაცემა დოზირების შესახებ.

ხანდაზმულები

დოზის კორექცია საჭირო არ არის, თუ არ არის თირკმელების ზომიერი ან მძიმე უკმარისობის ნიშნები.

დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე (იმუნოკომპრომეტირებული) პაციენტები

მკურნალობა: გრიპის სამკურნალოდ, იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებისთვის რეკომენდებული ხანგრძლივობაა 10 დღე (იხ. ქვეთავები 4.4, 4.8 და 5.1). დოზის კორექცია საჭირო არ არის. მკურნალობა უნდა დაიწყოს რაც შეიძლება მალე გრიპის სიმპტომების დაწყებიდან პირველი ორი დღის განმავლობაში.

სეზონური პროფილაქტიკა: სეზონური პროფილაქტიკის ხანგრძლივობა 12 კვირამდე შეფასებული იყო იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებში (იხ. ქვეთავები 4.4, 4.8 და 5.1).

მიღების მეთოდი

პერორალური გამოყენება.

პაციენტებს, რომლებსაც არ შეუძლიათ კაფსულების გადაყლაპვა, შეუძლიათ მიიღონ ტამიფლუს სუსპენზიის შესაბამისი დოზები.

  • 3 უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია ქვეთავში 6.1.

  • 4 გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები

ოსელტამივირი ეფექტურია მხოლოდ გრიპის ვირუსებით გამოწვეული დაავადებების წინააღმდეგ. არ არსებობს მტკიცებულება გრიპის ვირუსების გარდა სხვა აგენტებით გამოწვეულ დაავადებების სამკურნალოდ ოსელტამივირის გამოყენების ეფექტურობის შესახებ (იხ. ქვეთავი 5.1).

ტამიფლუ არ არის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემცვლელი. ტამიფლუს გამოყენებამ არ უნდა იმოქმედოს ინდივიდების შეფასებაზე გრიპის ყოველწლიური ვაქცინაციისთვის. გრიპისგან დაცვა გრძელდება მხოლოდ მანამ, სანამ ტამიფლუ ინიშნება ანუ პაციენტი ღებულობს ტამიფლუს. ტამიფლუ უნდა იქნას გამოყენებული გრიპის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის მხოლოდ მაშინ, როდესაც სანდო ეპიდემიოლოგიური მონაცემები მიუთითებს, რომ გრიპის ვირუსი ცირკულირებს საზოგადოებაში.

მოცირკულირე გრიპის ვირუსის შტამების მგრძნობელობა ოსელტამივირის მიმართ ძლიერ ცვალებადია (იხ. ქვეთავი 5.1). ამიტომ, ექიმებმა/გამომწერებმა უნდა გაითვალისწინონ უახლესი ინფორმაცია ოსელტამივირის მგრძნობელობის ტიპების/შაბლონების შესახებ ამჟამად მოცირკულირე ვირუსების შესახებ, როდესაც ფიქრობენ გამოიყენონ თუ არა ტამიფლუ.

მძიმე თანმხლები მდგომარეობა

არ არსებობს ინფორმაცია ოსელტამივირის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ საკმარისად მძიმე ან არასტაბილური სამედიცინო მდგომარეობა, რომ ჩაითვალოს ჰოსპიტალიზაციის საჭიროების გარდაუვალი რისკის ქვეშ მყოფად.

იმუნოდეფიციტის მქონე (იმუნოკომპრომეტირებული) პაციენტები

ოსელტამივირის ეფექტურობა გრიპის სამკურნალოდ ან პროფილაქტიკური მიზნით გამოყენების შემთხვევაში იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებში მტკიცედ არ არის დადგენილი (იხ. ქვეთავი 5.1).

გულის / რესპირატორული დაავადება

ოსელტამივირის ეფექტურობა გულის ქრონიკული და/ან რესპირატორული დაავადების მქონე პაციენტების/სუბიექტების მკურნალობის დროს დადგენილი არ არის. ამ პოპულაციაში არ შეინიშნებოდა რაიმე განსხვავება გართულებების სიხშირეში სამკურნალო და პლაცებოს ჯგუფებს შორის (იხ. ქვეთავი 5.1).

პედიატრიული პაციენტები

დღეისათვის არ არის ხელმისაწვდომი მონაცემები, რომლებიც გვიჩვენებს დოზის რეკომენდაციას დღენაკლულ ბავშვებში (<36 კვირა კონცეპტუალური ასაკის შემდგომი ასაკი)

თირკმლის მძიმე უკმარისობა

დოზის კორექცია რეკომენდებულია როგორც მკურნალობის, ასევე პროფილაქტიკისთვის მოზარდებში (13-დან 17 წლამდე) და მოზრდილებში თირკმლის მძიმე უკმარისობით. არასაკმარისი კლინიკური მონაცემებია ხელმისაწვდომი თირკმლის უკმარისობის მქონე ჩვილებსა და ბავშვებში (1 წლის ან მეტი ასაკის) იმისათვის რომ შესაძლებელი იყოს დოზირების რაიმე რეკომენდაციის გაკეთება (იხ. ქვეთავები 4.2 და 5.2).

ნეიროფსიქიატრიული მოვლენები

ნეიროფსიქიატრიული მოვლენები დაფიქსირდა ტამიფლუს მიღებისას გრიპის მქონე პაციენტებში, განსაკუთრებით ბავშვებში და მოზარდებში. ეს მოვლენები ასევე უფიქსირდებოდათ გრიპის მქონე პაციენტებს ოსელტამივირის მიღების გარეშე. პაციენტები უნდა იყვნენ მჭიდრო მონიტორინგის ქვეშ ქცევითი ცვლილებების შეფასების კუთხით და მკურნალობის გაგრძელების სარგებელი და რისკები ყურადღებით უნდა შეფასდეს თითოეული პაციენტისთვის (იხ. ქვეთავი 4.8).

  • 5 ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

ოსელტამივირის ფარმაკოკინეტიკური თვისებები, როგორიცაა ცილებთან დაბალი შეკავშირების უნარი და CYP450 და გლუკურონიდაზას სისტემებისგან დამოუკიდებელი მეტაბოლიზმი (იხ. ქვეთავი 5.2), გვაძლევს იმის საფუძველს ვივარაუდოდ, რომ კლინიკურად მნიშვნელოვანი წამლის ურთიერთქმედება ამ მექანიზმებით ნაკლებად საფიქრებელია.

პრობენეციდი

არ არის საჭირო დოზის კორექცია პრობენეციდთან ერთად მიღებისას თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში. პრობენეციდის, თირკმლის მილაკოვანი სეკრეციის ანიონური გზის ძლიერი ინჰიბიტორის ერთდროული მიღება იწვევს ოსელტამივირის აქტიური მეტაბოლიტის ექსპოზიციის დაახლოებით 2-ჯერ გაზრდას.

ამოქსიცილინი

ოსელტამივირს არ აქვს კინეტიკური ურთიერთქმედება ამოქსიცილინთან, რომელიც გამოიყოფა ექსკრეციის იმავე გზით, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ოსელტამივირის ურთიერთქმედება ამ გზასთან სუსტია.

თირკმლის გზით ელიმინაცია

კლინიკურად მნიშვნელოვანი წამალთაშორისი ურთიერთქმედება, რომელიც მოიცავს თირკმელების მილაკოვანი სეკრეციის კონკურენციას, ნაკლებად სავარაუდოა განპირობებული იყოს, ამ ნივთიერებების უმრავლესობისთვის ცნობილი უსაფრთხოების პროფილით, აქტიური მეტაბოლიტის ელიმინაციის მახასიათებლებით (გლომერულური ფილტრაცია და ანიონური მილაკოვანი სეკრეცია) და ამ გამოყოფის გზების ექსკრეციული თავისებურებით/შესაძლებლობებით. თუმცა, სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ იმ პაციენტებში ოსელტამივირის დანიშვნისას, რომლებიც იღებენ კო- ექსკრეციულ (ერთდროულად გამოიყოფიან ორგანიზმიდა) აგენტებს ვიწრო თერაპიული საზღვრებით (მაგ. ქლორპროპამიდი, მეთოტრექსატი, ფენილბუტაზონი) .

დამატებითი ინფორმაცია

ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება ოსელტამივირს ან მის ძირითად მეტაბოლიტს შორის არ დაფიქსირებულა ოსელტამივირის პარაცეტამოლთან, აცეტილსალიცილის მჟავასთან, ციმეტიდინთან, ანტაციდებთან (მაგნიუმის და ალუმინის ჰიდროქსიდები და კალციუმის კარბონატები), რიმანტადინთან ან ვარფარინთან ერთად მიღებისას (სუბიექტებში, რომლებიც სტაბილურია ვარფარინზე).

  • 6 ნაყოფიერება, ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა

გრიპი ასოცირდება ორსულობისა და ნაყოფის არასასურველ შედეგებთან, თანდაყოლილი მანკების, მათ შორის გულის თანდაყოლილი დეფექტების რისკით. ორსულ ქალებში ოსელტამივირის ექსპოზიციის შესახებ დიდი რაოდენობით მონაცემები, რომლებიც მიღებულია პოსტმარკეტინგული ანგარიშებიდან და დაკვირვების კვლევებიდან (1000-ზე მეტი ექსპოზიციის შედეგი პირველ ტრიმესტრში) მიუთითებს რომ ოსელტამივირს არ ახასიათებს არც მალფორმაციის გამომწვევი და არც ფეტო/ნეონატალური ტოქსიკურობა.

თუმცა, ერთ ობზერვაციულ/სადამკვირვებლო კვლევაში, მიუხედავად იმისა, რომ მალფორმაციის საერთო რისკი არ იყო გაზრდილი, შედეგები გულის ძირითადი თანდაყოლილი დეფექტებისთვის, რომლებიც დიაგნოზირებულია დაბადებიდან 12 თვის განმავლობაში, არ იყო დამაჯერებელი. ამ კვლევაში, პირველი ტრიმესტრის განმავლობაში ოსელტამივირის ზემოქმედების შემდეგ გულის ძირითადი თანდაყოლილი დეფექტების სიხშირე იყო 1.76% (7 ჩვილი 397 ორსულობიდან) ორსულების იმჯგუფის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, რომლებშიც არ ხდებოდა ოსელტამივირის ექსპოზიცია, რაც შეადგენს - 1.01% -ს საერთო პოპულაციის (შანსების კოეფიციენტი 1.75, 95% ნდობის ინტერვალი 0. 51-დან 5.98-მდე). ამ აღმოჩენის კლინიკური მნიშვნელობა არ არის ნათელი, რადგან კვლევას ჰქონდა შეზღუდული შესაძლებლობები. გარდა ამისა, ეს კვლევა ძალიან მცირე იყო ძირითადი მანკების ცალკეული ტიპების საიმედოდ შესაფასებლად; უფრო მეტიც, ოსელტამივირის ექსპოზიციის მქონე ქალების და ქალების, რომლებსაც არ ქონდათ ოსელტამივირის ექსპოზიცია, არ შეიძლება იყვნენ სრულიად შედარებადი, მიუხედავად იმისა, ჰქონდათ თუ არა გრიპი.

ცხოველებზე ჩატარებული კვლევები არ მიუთითებს რეპროდუქციულ ტოქსიკურობაზე (იხ. ქვეთავი5.3).

ტამიფლუს გამოყენება შეიძლება განხილული იყოს ორსულობის დროს, საჭიროების შემთხვევაში და არსებული უსაფრთხოებისა და სარგებლობის შესახებ ინფორმაციის (ორსულ ქალებში სარგებლობის შესახებ მონაცემების შესახებ იხილეთ ქვეთავი 5.1 „გრიპის მკურნალობა ორსულ ქალებში“) და ასევე მოცირკულირე გრიპის შტამების პათოგენურობის გათვალისწინების შემდეგ .

მეძუძური დედები

ლაქტაციის პერიოდში ვირთაგვებში ოსელტამივირი და მისი აქტიური მეტაბოლიტი გამოიყოფა რძით. ინფორმაცია ძუძუთი კვებაზე მყობ ბავშვებში ოსელტამავირის რძით ექსკრეციაზე ძალიან მწირია. შეზღუდული რაოდენობის არსებული ინფორმაციით ოსელტამავირი და მისი აქტიური მეტაბოლიტი აღმოჩენილია ქალის რძეში, თუმცა ძალიან დაბალი შემცველობით რაც იწვევს ახალშობილებში წამლის სუბთერაპიულ კონცენტრაციას. ამინფორმაციაზე დაყრდნობით, მოცირკულირე ვირუსის შტამის და ლაქტაციის პერიოდში მყოფი ქალის ზოგადი მდგომარეობის მიხედვით შესაძლოა განხილულ იქნას ოსელტამავირის დანიშვნის პერსპექტივა.

რეპროდუქციული ფუნქცია

პრეკლინიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ტამიფლუს აქვს გავლენა მამაკაცის ან ქალის ნაყოფიერებაზე (იხ. ქვეთავი 5.3).

  • 7 სატრანსპორტო საშუალების მართვის უნარი და სხვადასხვა მექანიზმების გამოყენება

ტამიფლუს არ აქვს გავლენა მანქანის მართვასა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

  • 8 გვერდითი ეფექტები

უსაფრთხოების პროფილის შეჯამება

ტამიფლუს უსაფრთხოების საერთო პროფილი ეფუძნება 6049 ზრდასრული/მოზარდის და 1473 პედიატრიული პაციენტის მონაცემებს, რომლებიც მკურნალობდნენ ტამიფლუთი ან პლაცებოთი გრიპის საწინააღმდეგოდ და 3990 ზრდასრული/მოზარდის და 253 პედიატრიული პაციენტის მონაცემებს, რომლებიც იღებენ ტამიფლუს ან პლაცებოს/ არა სამკურნალოდ არამედ პროფილაქტიკის მიზნით კლინიკურ კვლევებში. გარდა ამისა, 245 იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტმა (მათ შორის 7 მოზარდი და 39 ბავშვი) მიიღო ტამიფლუ გრიპის სამკურნალოდ და 475 იმუნოკომპრომეტირებული პაციენტი (მათ შორის 18 ბავშვი, ამ 10 ტამიფლუდან და 8 პლაცებოდან) იღებდა ტამიფლუს ან პლაცებოს პროფილაქტიკის მიზნით.

მოზრდილებში/მოზარდებში, ყველაზე ხშირად მოხსენებული გვერდითი რეაქციები (ARs) იყო გულისრევა და ღებინება მკურნალობის კვლევებში და გულისრევა პრევენციის/პროფილაქტიკის კვლევებში. ამ გვერდითი მოვლენების უმრავლესობა მოხსენებული იყო ერთჯერადად მკურნალობის პირველ ან მეორე დღეს და სპონტანურად გაქრა 1-2 დღის განმავლობაში. ბავშვებში, ყველაზე ხშირად მოხსენებული გვერდითი რეაქცია იყო ღებინება. პაციენტების უმრავლესობაში ამ გვერდითმა ეფექტებმა არ გამოიწვია/განაპირობა ტამიფლუს მიღების შეწყვეტა.

ოსელტამივირის მარკეტინგულ ქსელში გაშვების შემდეგ იშვიათად დაფიქსირდა შემდეგი სერიოზული გვერდითი რეაქციები: ანაფილაქსიური და ანაფილაქტოიდური რეაქციები, ღვიძლის მხრივ დარღვევები (ელვისებური ჰეპატიტი, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა და სიყვითლე), ანგიონევროზული შეშუპება, სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, გასტროინტესტინალური სისხლდენა და ნეიროფსიქიატრიული დარღვევები.

(ნეიროფსიქიატრიულ აშლილობებთან დაკავშირებით, იხილეთ ქვეთავი 4.4.)

წამლის გვერდითი რეაქციების შეჯამებული ჩამონათვალი

ქვემოთ მოცემულ ცხრილებში ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტები/რეაქციები იყოფა შემდეგ კატეგორიებად: ძალიან ხშირი ( 1/10), ხშირი ( 1/100-დან < 1/10-მდე), არახშირი ( 1/1000-დან < 1/100-მდე), იშვიათი ( 1/10,000-დან < 1/1,000-მდე) და ძალიან იშვიათი (< 1/10,000). გვერდითი ეფექტები ემატება შესაბამის კატეგორიას ცხრილებში კლინიკური კვლევების გაერთიანებული ანალიზის მიხედვით.

გრიპის მკურნალობა და პროფილაქტიკა მოზრდილებში და მოზარდებში:

მოზრდილთა/მოზარდთა მკურნალობისა და პრევენციის კვლევებში, გვერდითი ეფექტები, რომლებიც ყველაზე ხშირად ვლინდებოდა რეკომენდებული დოზის გამოყენებისას (75 მგ დღეში ერთხელ 5 დღის განმავლობაში მკურნალობისთვის და 75 მგ დღეში 6 კვირამდე პროფილაქტიკისთვის) ნაჩვენებია ცხრილში 1.

ტამიფლუს პროფილაქტიკურ ჯგუფში ჩართული სუბიექტების, რომლებიც იღებდნენს ტამიფლუს რეკომენდირებულ დოზას (75 მგ. დღეში ერთხელ 6 კვირის განმავლობაში)და სამკურნალო ჯგუფის პირების უსაფრთხოების პროფილი თვისობრივად მსგავსი იყო (ცხრილში-1), მიუხედავად იმისა რომ პროფილაქტიკურ კვლევებში ტამიფლუ უფრო ხანგრძლივად გამოიყენებოდა.

ცხრილი 1 გვერდითი რეაქციები კვლევებში, რომლებიც იკვლევდნენ ტამიფლუს გრიპის მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის მოზრდილებში და მოზარდებში ან პოსტმარკეტინგული მეთვალყურეობის მეშვეობით მიღებული მონაცემები

სისტემის ორგანოთა კლასი (SOC)

გვერდითი რეაქციები სიხშირის მიხედვით

ძალიან ხშირი

ხშირი

არახშირი

იშვიათი

ინფექციები და ინვაზიები

ბრონქიტი,

მარტივი ჰერპესი,

ნაზოფარინგიტი,

ზედა სასუნთქი გზების ინფექციები,

სინუსიტი

სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები

თრომბოციტოპენია

იმუნური სისტემის დარღვევები

ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია

ანაფილაქსიური რეაქციები, ანაფილაქტოიდური რეაქციები

ფსიქიატრიული დარღვევები

აღელვება,

არანორმალური ქცევა, შფოთვა,

დაბნეულობა, ბოდვები, დელირიუმი, ჰალუცინაციები, კოშმარები,

თვითდაზიანება

ნერვული სისტემის დარღვევები

თავის ტკივილი

უძილობა

შეცვლილი ცნობიერების დონე, კრუნჩხვები

თვალის დარღვევები

ვიზუალური დარღვევა

გულის დარღვევები

გულის არითმია

სუნთქვის, გულმკერდის და შუასაყარის დარღვევები

ხველა,

ყელის ტკივილი,

რინორეა

კუჭ-ნაწლავის დარღვევები

გულისრევა

ღებინება

მუცლის ტკივილი (მათ შორის ზედა მუცლის ტკივილი), დისპეფსია

კუჭ-ნაწლავის სისხლდენა, ჰემორაგიული კოლიტი

ჰეპატობილიარული დარღვევები

ამაღლებული ღვიძლის ფერმენტები

ფულმინანტური ჰეპატიტი, ღვიძლის უკმარისობა, ჰეპატიტი

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

ეგზემა, დერმატიტი,

გამონაყარი,

ურტიკარია

ანგიონევროზული შეშუპება,

მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი,

ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი

ზოგადი დარღვევები და შეყვანის ადგილის პირობები

ტკივილი

თავბრუსხვევა (ვერტიგოს ჩათვლით),

დაღლილობა,

პირექსია,

ტკივილი კიდურში

ბავშვებში გრიპის მკურნალობა და პროფილაქტიკა:

სულ 1473 ბავშვი (მათ შორის სხვაგვარად ჯანმრთელი ბავშვები 1-12 წლის და ასთმით დაავადებული ბავშვები 6-12 წლის ასაკის ბავშვები) მონაწილეობდა ოსელტამივირის კლინიკურ კვლევებში, რომლებშიც პაციენტები მედიკამენტს იღებდნენ გრიპის სამკურნალოდ. მათგან 851-მა ბავშვმა მიიღო მკურნალობა ოსელტამივირის სუსპენზიით. სულ 158 ბავშვი იღებდა ტამიფლუს რეკომენდებულ დოზას დღეში ერთხელ პოსტ-ექსპოზიციის პროფილაქტიკის კვლევაში სახლის პირობებში მკურნალობისას (n = 99), 6-კვირიან პედიატრიულ სეზონურ პროფილაქტიკურ კვლევაში (n = 49) და 12-კვირიან პედიატრიულ სეზონურ პროფილაქტიკურ კვლევაში იმუნოდეფიციტურ (იმუნოკომპრომეტირებულ) სუბიექტებში (n = 10).

ცხრილი 2 გვიჩვენებს ყველაზე ხშირად მოხსენებულ გვერდით ეფექტებს პედიატრიული კლინიკური კვლევებიდან.

ცხრილი 2 გვერდითი რეაქციები ბავშვებში გრიპის მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის ტამიფლუს კვლევებში (ასაკზე/წონაზე დაფუძნებული დოზა [30 მგ-დან 75 მგ -მდე დღეში])

სისტემის ორგანოთა კლასი (SOC)

გვერდითი რეაქციები სიხშირის მიხედვით

ძალიან ხშირი

ხშირი

არახშირი

იშვიათი

ინფექციები და ინვაზიები

შუა ოტიტი,

ნერვული სისტემის დარღვევები

თავის ტკივილი

თვალის დარღვევები:

კონიუნქტივიტი (მათ შორის წითელი თვალები, თვალის გამონადენი და თვალის ტკივილი)

ყურის და ლაბირინთის დარღვევები:

ყურის ტკივილი

ტიმპანური მემბრანის დარღვევა

სუნთქვის, გულმკერდის და შუასაყარის დარღვევები

ხველა,

ცხვირის შეშუპება

რინორეა

კუჭ-ნაწლავის დარღვევები

ღებინება

მუცლის ტკივილი (მათ შორის ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში), დისპეფსია,

გულისრევა

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

დერმატიტი (მათ შორის ალერგიული და ატოპიური დერმატიტი)

შერჩეული გვერდითი რეაქციების აღწერა

ფსიქიატრიული და ნერვული სისტემის დარღვევები

გრიპი შეიძლება ასოცირებული იყოს სხვადასხვა ნევროლოგიურ და ქცევითიდარღვევების სიმპტომებთან, რომლებიც შეიძლება მოიცავდეს ისეთ მოვლენებს, როგორიცაა ჰალუცინაციები, დელირიუმი და არანორმალური ქცევა, ზოგიერთ შემთხვევაში ფატალურ შედეგებამდე. ეს მოვლენები შეიძლება გამოვლინდეს/მოხდეს ენცეფალიტის ან ენცეფალოპათიის ფონზე, მაგრამ შეიძლება გამოვლინდეს/მოხდეს აშკარა მძიმე დაავადების გარეშე.

გრიპის მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ტამიფლუს, იყო პოსტმარკეტინგული შეტყობინებები კრუნჩხვების და დელირიუმის შესახებ (მათ შორის სიმპტომები, როგორიცაა ცნობიერების დონის ცვლილება, დაბნეულობა, არანორმალური ქცევა, ბოდვები, ჰალუცინაციები, აგზნება, შფოთვა, კოშმარები), რასაც იშვიათ შემთხვევებში სედეგად მოსდევდა თვითდაზიანების ეპიზოდები ან ფატალური შედეგები. ეს მოვლენები დაფიქსირდა ძირითადად პედიატრიულ და მოზარდ პაციენტებში და ხშირად ჰქონდათ უეცარი/მკვეთრი დაწყება და სწრაფი დასრულება. ტამიფლუს წვლილი ამ მოვლენების განვითარებაში უცნობია. ასეთი ნეიროფსიქიატრიული მოვლენები ასევე დაფიქსირდა გრიპის მქონე პაციენტებში, რომლებიც არ იღებდნენ ტამიფლუს.

ჰეპატო-ბილიარული დარღვევები

ჰეპატო-ბილიარული სისტემის დარღვევები, მათ შორის ჰეპატიტი და ღვიძლის ფერმენტების მომატება გრიპის მსგავსი დაავადების მქონე პაციენტებში. ეს შემთხვევები მოიცავს ფატალურ ელვისებურ ჰეპატიტს/ღვიძლის უკმარისობას.

სხვა განსაკუთრებული პოპულაციები

პედიატრიული პაციენტები (ერთ წლამდე ასაკის ჩვილები)

ორ კვლევაში ოსელტამივირის ფარმაკოკინეტიკის, ფარმაკოდინამიკის და უსაფრთხოების პროფილის დასახასიათებლად ჩართული იყო 135 გრიპით ინფიცირებული ერთ წლამდე ასაკის ბავშვში, რომლებშიც უსაფრთხოების პროფილი მსგავსი იყო ასაკობრივ ჯგუფებში, სადაც ღებინება, დიარეა და საფენით გამოწვეული გამონაყარი ყველაზე ხშირად მოხსენებული გვერდითი მოვლენები იყო ( იხილეთ ქვეთავი 5.2). არასაკმარისი მონაცემებია ხელმისაწვდომი ჩვილებისთვის, რომლებსაც პოსტკონცეპტუალური ასაკი აქვთ 36 კვირაზე ნაკლები.

ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში ოსელტამივირის გამოყენების შესახებ უსაფრთოების სესახებ ინფორმაცია, რომელიც მიღებულია პროსპექტული და რეტროსპექტული ობზერვაციული კვლვებიდან (სულ მოიცავს 2400 ბავშვს ამ ასაკობრივ ჯგუფში), ასევე ეპიდემიოლოგიურ მონაცემთა ბაზის კვლევიდამ და პოსტმარკეტინგული მონაცემებიდან ირკვევა, რომ ერთწლამდე ასაკის ბავშვებში და 1 წლის და 1 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში ტამიფლუს უსაფრთხოების პროფილი მსგავსია.

ხანდაზმული ადამიანები და პაციენტები გულის ქრონიკული და/ან რესპირატორული დაავადებებით

გრიპის მკურნალობის კვლევებში ჩართული პოპულაცია მოიცავს სხვა კუთხით (გრიპის გარდა) ჯანმრთელ მოზრდილებს/მოზარდებს და პაციენტებს „რისკის ჯგუფიდან“ (გრიპთან დაკავშირებული გართულებების განვითარების მაღალი რისკის მქონე პაციენტები, მაგ. ხანდაზმული ადამიანები და პაციენტები გულის ქრონიკული ან რესპირატორული დაავადებებით). ზოგადად, უსაფრთხოების პროფილი "რისკის ჯგუფის" პაციენტებში ხარისხობრივად მსგავსი იყო სხვაგვარად (გრიპის გარდა) ჯანმრთელი მოზრდილების/მოზარდების უსაფრთხოების პროფილისა.

იმუნოდეფიციტის მქონე(იმუნოკომპრომეტირებული) პაციენტები

გრიპის მკურნალობა იმუნოდეფიციტის მქონე (იმუნოკომპრომეტირებულ) პაციენტებში შეფასებული იყო ორ კვლევაში, რომლებიც იღებდნენ ტამიფლუს სტანდარტული დოზის ან მაღალი დოზების სქემებს (ორმაგი დოზა ან სამმაგი დოზა) (იხ. ქვეთავი 5.1). ამ კვლევებში დაფიქსირებული ტამიფლუს უსაფრთხოების პროფილი შეესაბამებოდა წინა კლინიკურ კვლევებში დაფიქსირებულს, სადაც ტამიფლუ შეყვანილი იყო გრიპის სამკურნალოდ არაიმუნოკომპრომეტირებულ პაციენტებში ყველა ასაკობრივ ჯგუფში (სხვაგვარად ჯანმრთელი პაციენტები ან "რისკის ქვეშ მყოფი" პაციენტები [მაგ. რესპირატორული და/ან გულის თანმხლები დაავადებები]). იმუნოდეფიციტის მქონე ბავშვებში მოხსენებული ყველაზე ხშირი გვერდითი რეაქცია იყო ღებინება (28%).

12-კვირიან პროფილაქტიკურ კვლევაში რომელშიც ჩართული იყო 475 იმუნოდეფიციტის მქონე (იმუნოკომპრომეტირებულ) პაციენტი, მათ შორის 18 ბავშვის 1-დან 12 წლამდე და უფროსი ასაკის, უსაფრთხოების პროფილი 238 პაციენტში, რომლებიც იღებდნენ ოსელტამივირს, შეესაბამებოდა ადრე დაფიქსირებულს ტამიფლუს პროფილაქტიკას კლინიკურ კვლევებში.

ადრე არსებული ბრონქული ასთმის მქონე ბავშვები

ზოგადად, ადრე არსებული ბრონქული ასთმის მქონე ბავშვებში გვერდითი რეაქციების პროფილი ხარისხობრივად მსგავსი იყო სხვაგვარად ჯანმრთელი ბავშვების პროფილის.

საეჭვო გვერდითი რეაქციების შეტყობინება

საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინების გადაცემა ძალზედ მნიშვნელოვანია წამლის (ავტორიზაციის) ბაზარზე გატანის ნებართვის მიღების შემდეგ. ეს საშუალებას იძლევა გავაგრძელოთ სამკურნალო პროდუქტის სარგებელისა და რისკის ბალანსის მონიტორინგი. ჯანდაცვის პროფესიონალებს სთხოვენ შეატყობინონ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციის შესახებ ანგარიშგების ეროვნული სისტემის მეშვეობით.

  • 9 დოზის გადაჭარბება

ტამიფლუს დოზის გადაჭარბების შესახებ შეტყობინებები მიღებულია კლინიკური კვლევებიდან და პოსტმარკეტინგული გამოცდილების დროს. ჭარბი დოზის შეტყობინებათა შემთხვევების უმრავლესობაში, გვერდითი მოვლენები არ დაფიქსირებულა.

ზედოზირების შემდეგ მოხსენებული გვერდითი მოვლენები მსგავსი იყო ბუნებით და გავრცელებით, რაც დაფიქსირდა ტამიფლუს თერაპიული დოზების მიღების შემთხვევაში, აღწერილი 4.8 ქვეთავში ,,არასასურველი ეფექტები“.

არ არის ცნობილი სპეციფიური ანტიდოტი.

პედიატრიული მოსახლეობა

დოზის გადაჭარბება უფრო ხშირად აღინიშნა ბავშვებში, ვიდრე მოზრდილებში და მოზარდებში. სიფრთხილეა საჭირო ტამიფლუს პერორალური სუსპენზიის მომზადებისას და ბავშვებში ტამიფლუს მიღებისას.

  • ფარმაკოლოგიური თვისებები და ეფექტები
  • 1 ფარმაკოდინამიკური თვისებები და ეფექტები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტივირუსული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ნეირამინიდაზას ინჰიბიტორები ATC კოდი: J05AH02

ოსელტამივირის ფოსფატი არის აქტიური მეტაბოლიტის (ოსელტამივირის კარბოქსილატის) პრო-წამალი. აქტიური მეტაბოლიტი არის გრიპის ვირუსის ნეირამინიდაზას ფერმენტების შერჩევითი ინჰიბიტორი, რომლებიც წარმოადგენენ გლიკოპროტეინებს, რომლებიც გვხვდება ვირიონის ზედაპირზე. ვირუსული ნეირამინიდაზას ფერმენტის აქტივობა მნიშვნელოვანია, როგორც ვირუსის არაინფიცირებულ უჯრედებში შესვლისთვის, ასევე ინფიცირებული უჯრედებიდან ახლად წარმოქმნილი ვირუსის ნაწილაკების გასათავისუფლებლად და ორგანიზმში ინფექციური ვირუსის შემდგომი გავრცელებისთვის.

ოსელტამივირის კარბოქსილატი აინჰიბირებს/ თრგუნავს A და B გრიპის ნეირამინიდაზებს in vitro გარემოში. ოსელტამივირის ფოსფატი აინჰიბირებს გრიპის ვირუსის ინფიცირების და რეპლიკაციის პროცესებს in vitro გარემოში. პერორალურად მიცემული ოსელტამივირი აინჰიბირებს A და B გრიპის ვირუსების რეპლიკაციას და პათოგენურობას in vivo გარემოში გრიპის ინფექციის ცხოველურ მოდელებში ანტივირუსული ექსპოზიციის დროს, რომელიც ანალოგიურია იმისა, რაც მიღწეულია ადამიანებში 75 მგ დღეში ორჯერ მიღებით მკურნალობისას.

ოსელტამივირის ანტივირუსული აქტივობა შეისწავლებოდა A და B გრიპისთვის ექსპერიმენტულ კვლევებში ჯანმრთელ მოხალისეებში.

ნეირამინიდაზას ფერმენტის IC50 მნიშვნელობები ოსელტამივირისთვის კლინიკურად იზოლირებული A გრიპისთვის მერყეობდა 0,1 ნმ-დან 1,3 ნმ-მდე, ხოლო B გრიპისთვის იყო 2,6 ნმ. გამოქვეყნებულ კვლევებში დაფიქსირდა უფრო მაღალი IC50 მნიშვნელობები B გრიპისთვის, საშუალო 8,5 ნმ-მდე.

კლინიკური კვლევები

გრიპის ინფექციის მკურნალობა

ჩვენება ეფუძნება ბუნებრივად წარმოქმნილი გრიპის კლინიკურ კვლევებს, რომელშიც უპირატესი ინფექცია იყო A გრიპი.

ოსელტამივირი ეფექტურია მხოლოდ გრიპის ვირუსით გამოწვეული დაავადებების წინააღმდეგ. ამიტომ სტატისტიკური ანალიზები წარმოდგენილია მხოლოდ გრიპით ინფიცირებული სუბიექტებისთვის. გაერთიანებული მკურნალობის კვლევის პოპულაციაში, რომელიც მოიცავდა როგორც გრიპზე დადებით, ასევე - უარყოფით სუბიექტებს (ITT), პირველადი ეფექტურობა შემცირდა გრიპზე უარყოფითი პირების რაოდენობის პროპორციულად. საერთო მკურნალობის პოპულაციაში გრიპის ინფექცია დადასტურებული იყო შერჩეული პაციენტების 67%-ში (დიაპაზონი 46% - 74%). ხანდაზმული სუბიექტებიდან 64% იყო გრიპზე დადებითი და მათგან, რომლებსაც აქვთ გულის ქრონიკული და/ან რესპირატორული დაავადებები 62% იყო გრიპზე დადებითი. III ფაზის მკურნალობის ყველა კვლევაში, პაციენტები შერჩეული იქნა მხოლოდ იმ პერიოდში, როდესაც გრიპი ცირკულირებდა ადგილობრივ საზოგადოებაში.

მოზრდილები და 13 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები: პაციენტები კვლევისთვის შესაფერისად ითვლებოდნენ, თუ მათ 36 საათის განმავლობაში გადასცეს შეტყობინება სიმპტომების დაწყებიდან, ასევე, ჰქონდათ ცხელება 37.8 C, რომელსაც თან ახლდა მინიმუმ ერთი რესპირატორული სიმპტომი (ხველა, ცხვირის სიმპტომები ან ყელის ტკივილი) და მინიმუმ ერთი სისტემური სიმპტომი (მიალგია, შემცივნება/ოფლიანობა, სისუსტე, დაღლილობა ან თავის ტკივილი). გრიპზე დადებითი ყველა ზრდასრული და მოზარდი პაციენტის გაერთიანებული ანალიზით (N = 2413), რომელიც მიღებული იყო მკურნალობის კვლევებიდან, სადაც პაციენტები იღებდნენ 75 მგ ოსელტამივირს ორჯერ დღეში 5 დღის განმავლობაში, გამოვლინდა რომ აღნიშნული კურსი ამცირებდა გრიპის დაავადების საშუალო ხანგრძლივობას დაახლოებით ერთი დღით 5,2 დღიდან (95% CI 4,9 - 5.5 დღე) პლაცებოს ჯგუფში 4.2 დღემდე (95% CI 4.0 – 4.4 დღე; p ≤ 0.0001).

სუბიექტების წილი, რომლებსაც განუვითარდათ ქვედა სასუნთქი გზების სპეციფიკური გართულებები (ძირითადად ბრონქიტი), რომლებიც მკურნალობდნენ ანტიბიოტიკებით, შემცირდა 12.7%-დან (135/1063) პლაცებოს ჯგუფში 8.6%-მდე (116/1350) ოსელტამივირით ნამკურნალებ პოპულაციაში (p = 0.0012).

გრიპის მკურნალობა მაღალი რისკის პოპულაციებში: გრიპის დაავადების საშუალო ხანგრძლივობა ხანდაზმულ სუბიექტებში (≥ 65 წელი) და გულის ქრონიკული და/ან რესპირატორული დაავადების მქონე სუბიექტებში, რომლებიც იღებდნენ ოსელტამივირს 75 მგ დოზით ორჯერ დღეში 5 დღის განმავლობაში, მნიშვნელოვნად არ შემცირდა. ცხელების საერთო ხანგრძლივობა შემცირდა ერთი დღით ჯგუფებში, რომლებიც მკურნალობდნენ ოსელტამივირით. გრიპზე დადებით ხანდაზმულებში, რომლებიც მკურნალობდნენ ანტიბიოტიკებით ოსელტამივირმა მნიშვნელოვნად შეამცირა ქვედა სასუნთქი გზების სპეციფიკური გართულებების სიხშირე (ძირითადად ბრონქიტი), 19%-დან (52/268) პლაცებოს ჯგუფში 12%-მდე (29/250) ოსელტამივირით ნამკურნალებ პოპულაციაში. (p = 0.0156).

გრიპზე დადებით პაციენტებში გულის ქრონიკული და/ან რესპირატორული დაავადებებით და რომლებიც მკურნალობდნენ ანტიბიოტიკებით, ქვედა სასუნთქი გზების გართულებების (ძირითადად ბრონქიტის) კომბინირებული სიხშირე, იყო 17% (22/133) პლაცებოს ჯგუფში და 14% (16/118) ოსელტამივირით ნამკურნალები მოსახლეობა (p = 0.5976).

გრიპის მკურნალობა ორსულ ქალებში: არ ჩატარებულა კონტროლირებადი კლინიკური კვლევები ორსულებში ოსელტამივირის გამოყენების შესახებ, თუმცა, არსებობს მტკიცებულება პოსტმარკეტინგული და რეტროსპექტული დაკვირვების კვლევებიდან, რომლებიც აჩვენებენ დოზირების ამჟამინდელი რეჟიმის სარგებელს ამ პაციენტთა პოპულაციაში დაბალი ავადობა / სიკვდილიანობის კუთხით. ფარმაკოკინეტიკური ანალიზის შედეგები მიუთითებს აქტიურ მეტაბოლიტის დაბალ ექსპოზიციაზე, თუმცა დოზის კორექცია არ არის რეკომენდებული ორსულებისთვის გრიპის მკურნალობის ან პროფილაქტიკისთვის (იხ. ქვეთავი 5.2, ფარმაკოკინეტიკა, სპეციალური პოპულაცია).

გრიპის მკურნალობა ბავშვებში: სხვაგვარად(გრიპის გარდა) ჯანმრთელი ბავშვების კვლევაში (65% გრიპზე დადებითი) 1-დან 12 წლამდე (საშუალო ასაკი 5.3 წელი), რომლებსაც აღენიშნებოდათ ცხელება ( 37.8 °C) პლუს ხველა ან რინიტი(სურდო), გრიპზე დადებითი პაციენტების 67% დაინფიცირდა გრიპის A ტიპის ვირუსით და 33% გრიპის B ტიპის ვირუსით. ოსელტამივირით მკურნალობამ, რომელიც დაიწყო სიმპტომების დაწყებიდან 48 საათში, მნიშვნელოვნად შეამცირა დრო ავადმყოფობისგან თავისუფლ პერიოდამდე (განსაზღვრულია როგორც ნორმალური ჯანმრთელობისა და აქტივობის ერთდროული დაბრუნება და სიცხის, ხველის და სურდოს/რინიტის შემსუბუქება) 1.5 დღით(95% CI 0.6 – 2.2 დღე; p <0.0001) პლაცებოსთან შედარებით. ოსელტამივირმა შეამცირა მწვავე შუა ოტიტის სიხშირე 26,5%-დან (53/200) პლაცებოს ჯგუფში 16%-მდე (29/183) ოსელტამივირით ნამკურნალებ ბავშვებში (p = 0,013).

მეორე კვლევა ჩატარდა ასთმის მქონე 6-12 წლის ასაკის 334 ბავშვში, მათგან გრიპი ჰქონდა 53.6%-ს. ოსელტამივირის ჯგუფში დაავადების საშუალო ხანგრძლივობა არ შემცირებულა სარწმუნოდ. მე-6 დღისათვის (მკურნალობის უკანასკნელი დღე) FEV1 მოიმატა 10.8%-ით ოსელტამივირის ჯგუფში, ხოლო პლაცებოს ჯგუფში მატებამ 4.7% შეადგინა (p =0.0148).

ევროპის წამლის სააგენტომ გადადო/გადაავა გრიპის მქონე პედიატრიული პაციენტების ერთ ან რამდენიმე ქვეჯგუფში ტამიფლუს კვლევების შედეგების წარდგენის ვალდებულება. იხილეთ ქვეთავი 4.2 პედიატრიული გამოყენების შესახებ ინფორმაციისთვის.

ჩვენება 1 წლამდე ასაკის ჩვილებში ეფუძნება უფროსი ასაკის ბავშვების ეფექტურობის მონაცემების ექსტრაპოლაციას და რეკომენდებული დოზირება ეფუძნება ფარმაკოკინეტიკური მოდელირების მონაცემებს (იხ. ქვეთავი 5.2).

გრიპის B ინფექციის მკურნალობა: მთლიანობაში, გრიპზე დადებითი პოპულაციის 15% დაინფიცირდა B გრიპით, პროპორციები მერყეობდა 1-დან 33%-მდე ინდივიდუალურ კვლევებში. დაავადების საშუალო ხანგრძლივობა B გრიპით ინფიცირებულ სუბიექტებში მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა მკურნალობის ჯგუფებს შორის ინდივიდუალურ კვლევებში. B გრიპით ინფიცირებული 504 სუბიექტის მონაცემები გაერთიანდა ყველა კვლევაში ანალიზისთვის. ოსელტამივირმა შეამცირა დრო ყველა სიმპტომის შემსუბუქებამდე 0,7 დღით (95% CI 0,1 – 1,6 დღე; p = 0,022) და ცხელების ხანგრძლივობა ( 37,8 °C), ხველისა და რინიტის ხანგრძლივობა ერთი დღით (95 % CI 0,4 – 1,7 დღე; p <0.001) პლაცებოსთან შედარებით.

გრიპის მკურნალობა იმუნოკომპრომეტირებულ პაციენტებში: რანდომიზებული, ორმაგად ბრმა კვლევა, უსაფრთხოების შესაფასებლად და გრიპის ვირუსის მიმართ რეზისტენტობის განვითარებაზე (პირველადი ანალიზი) ოსელტამივირის ეფექტის დასახასიათებლად გრიპით ინფიცირებულ იმუნოკომპრომეტირებულ პაციენტებში, მოიცავდა 151 ზრდასრულ პაციენტს, 7 მოზარდს და 9 ბავშვს, რომლებშიც ფასდებოდა ოსელტამივირის ეფექტურობა (მეორადი ანალიზი, არ იკვებება). კვლევა მოიცავდა სოლიდური ორგანო- გადანერგილ [SOT] პაციენტებს, ჰემატოპოეზური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის მქონე [HSCT] პაციენტებს, აივ (HIV) დადებით პაციენტებს CD4+ უჯრედების რაოდენობით <500 უჯრედი/მმ3, ასევე პაციენტებს, რომლებიც იმყოფებიან სისტემურ იმუნოსუპრესიულ თერაპიაზე და ჰემატოლოგიური ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტებს. ეს პაციენტები რანდომიზირებულნი იყვნენ სამკურნალოდ, სიმპტომების დაწყებიდან 96 საათის განმავლობაში 10 დღის განმავლობაში. მკურნალობის სქემები იყო: ოსელტამივირის სტანდარტული დოზა (75 მგ ან წონის კორექტირებული დოზა ბავშვებისთვის) ორჯერ დღეში (73 ზრდასრული პაციენტი, 4 მოზარდი პაციენტი და 4 ბავშვი) ან ორმაგი დოზა (150 მგ ან წონის მიხედვით მორგებული დოზა ბავშვებისთვის) ორჯერ დღეში (78 ზრდასრული პაციენტი , 3 მოზარდი პაციენტი და 5 ბავშვი).

სიმპტომების გაქრობის საშუალო დრო (TTRS) მოზრდილებში და მოზარდებში მსგავსი იყო სტანდარტული დოზის ჯგუფსა (103.4 საათი [95% CI 75.4-122.7]) და ორმაგი დოზის ჯგუფს (107.2 საათი [95% CI 63.9-140.0] ) შორის. TTRS ბავშვებისთვის იყო ცვლადი და ინტერპრეტაცია შეზღუდულია მცირე ზომის ნიმუშის გამო. მეორადი ინფექციების მქონე ზრდასრული პაციენტების პროპორცია სტანდარტული დოზის ჯგუფში და ორმაგი დოზის ჯგუფში იყო ერთმანეთთან შესაბამისობაში (8.2% vs 5.1%). მოზარდებისა და ბავშვებისთვის, სტანდარტული დოზის ჯგუფში მხოლოდ ერთ პაციენტს (მოზარდს) განუვითარდა მეორადი ინფექცია (ბაქტერიული სინუსიტი).

ფარმაკოკინეტიკისა და ფარმაკოდინამიკის კვლევა ჩატარდა მძიმე იმუნოდეფიციტის მქონე ბავშვებში (≤12 წლის, n=30), რომლებიც ღებულობდნენ სტანდარტულ (75 მგ ან წონა- კორექტირებული დღეში ორჯერ) vs. სამმაგი დოზის (225 მგ ან წონის კორექტირება დღეში ორჯერ) ოსელტამივირს ადაპტაციისთვის დოზირების პერიოდში 5-დან 20 დღემდე, ვირუსის მტარებლობის ხანგრძლივობის მიუხედავად (მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობა: 9 დღე). არცერთ პაციენტს სტანდარტული დოზის ჯგუფში და 2 პაციენტს სამმაგი დოზის ჯგუფში დაუფიქსირდა მეორადი ბაქტერიული ინფექციები (ბრონქიტი და სინუსიტი).

გრიპის პრევენცია

ოსელტამივირის ეფექტურობა ბუნებრივად წარმოქმნილი გრიპის პრევენციაში ნაჩვენებია სახლის პირობებში ექსპოზიციის შემდგომი პრევენციის კვლევაში და ორ სეზონურ პრევენციულ კვლევაში. ყველა ამ კვლევის პირველადი ეფექტურობის პარამეტრი იყო ლაბორატორიულად დადასტურებული გრიპის სიხშირე. გრიპის ეპიდემიების ვირულენტობა არ არის პროგნოზირებადი და მერყეობს რეგიონში და სეზონიდან სეზონამდე, ამიტომ მკურნალობისთვის საჭირო რაოდენობა (NNT) გრიპის დაავადების ერთი შემთხვევის თავიდან ასაცილებლად განსხვავდება.

ექსპოზიციის შემდგომი პრევენცია: გრიპის ინდექსის შემთხვევის კონტაქტების (12,6 % გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინირებული) კვლევაში, პაციენტებმა 75 მგ ოსელტამივირის დღეში ერთხელ მიღება დაიწყეს ინდექსის შემთხვევაში სიმპტომების დაწყებიდან 2 დღის განმავლობაში და გააგრძელეს შვიდი დღის განმავლობაში. გრიპი დადასტურდა 377 ინდექსის შემთხვევიდან 163-ში. ოსელტამივირმა მნიშვნელოვნად შეამცირა კლინიკური გრიპის დაავადების სიხშირე, რომელიც ვლინდებოდა გრიპის დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებში 24/200 (12%) პლაცებოს ჯგუფში 2/205-მდე (1%) ოსელტამივირის ჯგუფში (92% შემცირება [95% CI 6 – 16; p ≤ 0.0001]). ჭეშმარიტი გრიპის შემთხვევების კონტაქტებში მკურნალობისთვის საჭირო რაოდენობა (NNT) იყო 10 (95 % CI 9 – 12) და იყო 16 (95 % CI 15 – 19) მთელ პოპულაციაში (ITT) ინდექსის შემთხვევაში ინფექციის სტატუსის მიუხედავად.

ბუნებრივად წარმოქმნილი გრიპის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური მიზნით მიღებული ოსელტამივირის ეფექტურობა ნაჩვენებია ექსპოზიციის შემდგომ პრევენციულ კვლევაში სახლის პირობებში, სადაც ჩართულნი იყვნენ მოზრდილები, მოზარდები და 1-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებიც წარმოადგენდნენ, როგორც ინდექსის შემთხვევებს, ასევე ოჯახურ კონტაქტებს. ამ კვლევის პირველადი ეფექტურობის პარამეტრი იყო ლაბორატორიულად დადასტურებული კლინიკური გრიპის სიხშირე სახლის პირობებში. ოსელტამივირით პროფილაქტიკა გრძელდებოდა 10 დღე. მთლიან პოპულაციაში დაფიქსირდა ლაბორატორიულად დადასტურებული კლინიკური გრიპის შემთხვევების შემცირება სახლის პირობებში 20%-დან (27/136) ჯგუფში, რომელში ჩართული პაციენტებიც არ იღებდნენ პრევენციას 7%-მდე (10/135) ჯგუფში, რომლის პაციენტებიც იღებდა პრევენციას (62.7 %). შემცირება [95 % CI 26.0 - 81.2; p = 0.0042]). გრიპის ინფიცირებულთა ინდექსის შემთხვევების ოჯახებში დაფიქსირდა გრიპის შემთხვევების შემცირება 26%-დან (23/89) ჯგუფში, რომელიც არ იღებდა პრევენციას 11%-მდე (9/84) ჯგუფში, რომელიც იღებდა პრევენციას (58,5% შემცირება [58.5%]. 95 % CI 15.6 – 79.6; p = 0.0114]).

1-დან 12 წლამდე ბავშვებში ქვეჯგუფის ანალიზის მიხედვით, ლაბორატორიულად დადასტურებული კლინიკური გრიპის სიხშირე ბავშვებში მნიშვნელოვნად შემცირდა 19%-დან (21/111) ჯგუფში, რომელიც არ იღებდა პრევენციას 7%-მდე (7/104) ჯგუფში, რომელიც იღებდა პრევენციას (64,4 % შემცირება [95 % CI 15,8 – 85,0; p = 0,0188]). ბავშვებში, რომლებიც საწყის ეტაპზე აღარ იყვნენ ვირუსის მატარებლები, ლაბორატორიულად დადასტურებული კლინიკური გრიპის სიხშირე შემცირდა 21%-დან (15/70) ჯგუფში, რომელიც არ იღებდა პრევენციას 4%-მდე (2/47) ჯგუფში, რომელიც იღებდა პრევენციას (80.1 % შემცირება [95 % CI 22.0 – 94.9; p = 0.0206]). NNT მთლიანი პედიატრიული პოპულაციისთვის იყო 9 (95 % CI 7 – 24) და 8 (95 % CI 6, ზედა ზღვარი არ არის შეფასებული) მთელ პოპულაციაში (ITT) და ინფიცირებული ინდექსის შემთხვევების პედიატრიულ კონტაქტებში (ITTII), შესაბამისად.

პანდემიის დროს გრიპის შემდგომი პრევენცია 1 წლამდე ასაკის ჩვილებში:

გრიპის პანდემიის დროს პრევენცია არ არის შესწავლილი 0-12 თვის ასაკის ბავშვებში კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში. იხილეთ ქვეთავი 5.2 ექსპოზიციის სიმულაციის დეტალებისთვის.

საზოგადოებაში გრიპის ეპიდემიის დროს პრევენცია: ორი სხვა კვლევის გაერთიანებულ ანალიზში, რომელიც ჩატარდა არავაქცინირებულ, სხვაგვარად(გრიპის გარდა) ჯანმრთელ მოზრდილებში, ოსელტამივირი 75 მგ ერთხელ დღეში 6 კვირის განმავლობაში მნიშვნელოვნად ამცირებს კლინიკური გრიპის დაავადების სიხშირეს 25/519-დან (4.8%) პლაცებო ჯგუფში 6/520 (1.2%) -მდე ოსელტამივირის ჯგუფში (76% შემცირება [95% CI 1.6 – 5.7; p = 0.0006]) გრიპის აფეთქების დროს. NNT ამ კვლევაში იყო 28 (95 % CI 24 – 50). ხანდაზმულებში ჩატარებულ კვლევაში სახლის პირობებში, სადაც მონაწილეთა 80%-მა მიიღო ვაქცინა კვლევის სეზონზე, ოსელტამივირის 75 მგ დოზამ, რომელსაც პაციენტი იღებდა დღეში ერთხელ 6 კვირის განმავლობაში მნიშვნელოვნად შეამცირა კლინიკური გრიპის დაავადების სიხშირე 12/272-დან (4.4%) პლაცებო ჯგუფი 1/276 (0.4%) -მდე ოსელტამივირის ჯგუფში (92% შემცირება [95% CI 1.5 – 6.6; p = 0.0015]). NNT ამ კვლევაში იყო 25 (95 % CI 23 – 62).

გრიპის პროფილაქტიკა იმუნოკომპრომეტირებულ პაციენტებში:. ორმაგად ბრმა, პლაცებოზე კონტროლირებადი, რანდომიზებული კვლევა ჩატარდა გრიპის სეზონური პროფილაქტიკისშესასწავლად 475 იმუნოკომპრომეტირებულ პაციენტში (388 პაციენტი სოლიდური ორგანოს ტრანსპლანტაციით [195 პლაცებო; 193 ოსელტამივირი], 87 პაციენტი ჰემოპოეზური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციით [43 პლაცებო; 44 ოსელტამივირი], არ იყო არცერთი პაციენტი სხვა იმუნოსუპრესიული მდგომარეობით), მათ შორის იყო 18 ბავშვი 1-დან 12 წლამდე. ამ კვლევაში პირველადი საბოლოო წერტილი იყო ლაბორატორიულად დადასტურებული კლინიკური გრიპის სიხშირე, რომელიც განისაზღვრება ვირუსული კულტურით და/ან HAI ანტისხეულების ოთხჯერ გაზრდით. ლაბორატორიულად დადასტურებული კლინიკური გრიპის სიხშირე იყო 2,9 % (7/238) პლაცებოს ჯგუფში და 2,1 % (5/237) ოსელტამივირის ჯგუფში (95 % CI -2,3 % – 4,1 %; p = 0,772).

განსაკუთრებული კვლევები არ ჩატარებულა გართულებების რისკის შემცირების შესაფასებლად.

ოსელტამივირის მიმართ რეზისტენტობა

კლინიკური კვლევები: ოსელტამივირის მიმართ შემცირებული მგრძნობელობის ან აშკარა რეზისტენტობის მქონე გრიპის ვირუსების გაჩენის რისკი იქნა შესწავლილი როშის მიერ დაფინანსებულ კლინიკური კვლევების დროს. ოსელტამივირისადმი რეზისტენტული ვირუსის განვითარება მკურნალობის დროს უფრო ხშირი იყო ბავშვებში, ვიდრე მოზრდილებში, 1%-ზე ნაკლები მოზრდილებში 18%-მდე 1 წლამდე ასაკის ჩვილებში. ბავშვები, რომლებსაც აღმოაჩნდათ, რომ ატარებენ ოსელტამივირის მიმართ რეზისტენტულ ვირუსს, გაირკვა რომ ზოგადად ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არიან ამ ვირუსის მატარებელნი, იმ სუბიექტებთან შედარებით, რომელთაც აქვთ ოსელტამივირისადმი მგრძნობიარე ვირუსი. თუმცა, ოსელტამივირის მიმართ გამოვლენილმა რეზისტენტობამ არ იმოქმედა მკურნალობის პასუხზე და არ გამოიწვია გრიპის სიმპტომების გახანგრძლივება.

ოსელტამივირისადმი რეზისტენტობის საერთო უფრო მაღალი სიხშირე დაფიქსირდა იმუნოკომპრომეტირებულ მოზრდილ და მოზარდ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ოსელტამივირის სტანდარტული დოზით ან ორმაგი დოზით 10 დღის განმავლობაში [14.5% (10/69) სტანდარტული დოზის ჯგუფში და 2.7% (2/74). ) ორმაგი დოზის ჯგუფში], ოსელტამივირით ნამკურნალები სხვა ჯანმრთელი ზრდასრული და მოზარდი პაციენტების კვლევების მონაცემებთან შედარებით. ზრდასრული პაციენტების უმრავლესობა, რომლებსაც განუვითარდათ რეზისტენტობა, იყვნენ ტრანსპლანტირებული (8/10 პაციენტი სტანდარტული დოზის ჯგუფში და 2/2 პაციენტი ორმაგი დოზის ჯგუფში) პაციენტები. ოსელტამივირის მიმართ რეზისტენტული ვირუსის მქონე პაციენტთა უმეტესობა დაინფიცირდა A ტიპის გრიპით და აღენიშნებოდა ვირუსის გახანგრძლივებული მტარებლობა.

ოსელტამივირისადმი რეზისტენტობის სიხშირე, რომელიც დაფიქსირდა იმუნოდეფიციტის მქონე ბავშვებში (≤12 წლის), რომლებიც მკურნალობდნენ ტამიფლუთი ორ კვლევაში და შეფასებულები იყვნენ რეზისტენტობაზე, იყო 20.7% (6/29). იმუნოდეფიციტის მქონე ექვსი ბავშვშიდან, რომელთაც დაუფიქსირდათ ოსელტამივირის მიმართ მკურნალობით ინიცირებული რეზისტენტობი, 3 პაციენტმა მიიღო სტანდარტული დოზა და 3 პაციენტმა მაღალი დოზა (ორმაგი ან სამმაგი დოზა). უმრავლესობას ჰქონდა მწვავე ლიმფოიდური ლეიკემია და იყვნენ ≤ 5 წლის.

ოსელტამივირის მიმართ რეზისტენტობის შემთხვევების სიხშირე კლინიკურ კვლევებში

პაციენტების პოპულაცია

რეზისტენტობის მუტაციების მქონე პაციენტები (%)

ფენოტიპირება *

გენო- და ფენოტიპირება*

მოზარდები და მოზარდები

  • 88% (21/2382)
  • 13% (27/2396)

ბავშვები (1-12 წელი)

  • 11% (71/1726)
  • 52% (78/1727)

ჩვილები (<1 წელი)

  • 31% (13/71)
  • 31% (13/71)
  • სრული გენოტიპირება არ ჩატარებულა ყველა კვლევაში.

გრიპის პროფილაქტიკა

არ გამოვლინდა მტკიცებულება წამლისადმი რეზისტენტობის გაჩენის შესახებ, რომელიც დაკავშირებულია ტამიფლუს გამოყენებასთან კლინიკურ კვლევებში, რომლებიც ჩატარდა დღემდე პოსტ-ექსპოზიციის (7 დღე), სახლის პირობებში პყოფი პაციენტების პოსტ- ექსპოზიციის ჯგუფებში (10 დღე) და სეზონური (42 დღე) გრიპის პრევენციის დროს იმუნოკომპეტენტურ პაციენტებში. ასევე არ იყო რეზისტენტობა დაფიქსირებული 12-კვირიანი პროფილაქტიკური კვლევის დროს იმუნოკომპრომეტირებულ პაციენტებში.

კლინიკური და საკონტროლო ჯგუფის მონაცემები: ბუნებრივი მუტაციები, რომლებიც დაკავშირებულია ოსელტამივირის მიმართ შემცირებულ მგრძნობელობასთან in vitro გარემოში, გამოვლინდა A და B გრიპის ვირუსებში, რომლებიც მიღებულია/იზოლირებულია ოსელტამივირის ექსპოზიციის არმქონე პაციენტებისგან. ოსელტამივირის მკურნალობის დროს შერჩეული რეზისტენტული შტამები მიღებული/იზოლირებული იყო როგორც იმუნოკომპეტენტური, ასევე იმუნოკომპრომეტირებული(იმუნოდეფიციტის მქონე) პაციენტებისგან. იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტები და მცირეწლოვანი ბავშვები მკურნალობის დროს ოსელტამივირის რეზისტენტული ვირუსის განვითარების უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან.

ოსელტამივირის მიმართ რეზისტენტული ვირუსები, რომლებიც მიღებულია ოსელტამივირით ნამკურნალები პაციენტებისგან და გრიპის ვირუსების ოსელტამივირის მიმართ რეზისტენტული ლაბორატორიული შტამები, აღმოჩენილია, რომ შეიცავს მუტაციებს N1 და N2 ნეირამინიდაზებში. რეზისტენტობის მუტაციები, როგორც წესი, ვირუსული ქვეტიპის სპეციფიკურია. 2007 წლიდან სეზონური H1N1 შტამების H275Y მუტაციასთან დაკავშირებული ბუნებრივი რეზისტენტობა სპორადულად გამოვლინდა. ოსელტამივირისადმი მგრძნობელობა და ასეთი ვირუსების გავრცელება, როგორც ჩანს, განსხვავდება სეზონურად და გეოგრაფიულად. 2008 წელს H275Y აღმოაჩინეს ევროპაში H1N1 გრიპის იზოლატების > 99%-ში. 2009 წლის H1N1 გრიპი ("ღორის გრიპი") თითქმის ერთნაირად მგრძნობიარე იყო ოსელტამივირის მიმართ, რეზისტენტობის მხოლოდ სპორადული შეტყობინებებით, როგორც თერაპიულ, ასევე პროფილაქტიკური რეჟიმებთან მიმარტებაში/დაკავშირებით.

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ზოგადი ინფორმაცია

აბსორბცია

ოსელტამივირი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ოსელტამივირის ფოსფატის (პრომედიკამენტის)პერორული მიღების შემდეგ. იგი სწრაფად გარდაიქმნება აქტიურ მეტაბოლიტად (ოსელტამივირის კარბოქსილატი). ღვიძლის ესთერაზების საშუალებით. პერორული დოზის არანაკლებ 75% ხვდება სისტემურ სისხლის მიმოქცევაში აქტიური მეტაბოლიტის სახით. პრო-წამლის ექსპოზიცია 5%-ზე ნაკლებია აქტიურ მეტაბოლიტთან შედარებით. აქტიური მეტაბოლიტის პლაზმური კონცენტრაცია დოზის პროპორციულია და არ არის დამოკიდებული საკვებთან ერთადმიღებაზე

დისტრიბუცია

ოსელტამივირის კარბოქსილატის წონასწორობის დროს განაწილების საშუალო მოცულობა ადამიანებში შეადგენს დაახლოებით 23 ლიტრს, რაც უდრის სხეულის უჯრედგარე სითხის მოცულობას. ვინაიდან ნეირამინიდაზას აქტივობა არის უჯრედგარე, ოსელტამივირის კარბოქსილატი ნაწილდება გრიპის ვირუსის გავრცელების ყველა ადგილზე.

აქტიური მეტაბოლიტის შეკავშირება ადმიანის პლაზმის ცილებთან გასათვალისწინებელი არაა (დაახლოებით 3%).

მეტაბოლიზმი

ოსელტამივირის ფოსფატი თითქმის მთლიანად გარდაიქმნება აქტიურ მეტაბოლიტად ღვიძლში განლაგებული ესთერაზების მიერ. In vitro (ინ ვიტრო) კვლევებმა აჩვენა, რომ არც ოსელტამივირი და არც აქტიური მეტაბოლიტი არ არის ციტოქრომ P450-ის ძირითადი იზოფორმების სუბსტრატი ან ინჰიბიტორი. არცერთი ნაერთის მეორადი კონიუგატები არ არის გამოვლენილი in vivo გარემოში.

ელიმინაცია

აბსორბირებული ოსელტამივირი ძირითადად (>90%) გამოიყოფა აქტიურ მეტაბოლიტად გარდაქმნის გზით. აქტიური მეტაბოლიტის შემდგომი მეტაბოლიზმი აღარ ხდება და გამოიყოფა შარდით. პლაზმაში პიკური კონცენტრაციის მიღწევის შემდეგ აქტიური მეტაბოლიტის კონცენტრაცია პაციენტების უმრავლესობაში მცირდება 6-10 სთ-იანი ნახევრადდაშლის პერიოდით. აქტიური მეტაბოლიტი მთლიანად გამოიყოფა თირკმელებით. თირკმლოვანი კლირენსი (18.8 ლ/სთ) აჭარბებს გლომელურული ფილტრაციის სიჩქარეს (7.5 ლ/სთ) რაც მიუთითებს, რომ დამატებით ადგილი აქვს ტუბულარულ ფილტრაციას. პერორულად მიღებული მონიშნული დოზის 20%-ზე ნაკლები გამოიყოფა ფეკალიებით.

დოზა გამოიყოფა ფეკალიებით.

სხვა განსაკუთრებული პოპულაციები

პედიატრიული მოსახლეობა

1 წლამდე ასაკის ტამიფლუს ფარმაკოკინეტიკა, ფარმაკოდინამიკა და უსაფრთხოება შეფასებული იყო ორ არაკონტროლირებად ღია კვლევაში, რომელშიც ჩართული იყო გრიპით ინფიცირებული ერთ წლამდე (n=135) ასაკის ბავშვები. აქტიური მეტაბოლიტის კლირენსის მაჩვენებელი, კორექტირებული სხეულის წონის მიხედვით, მცირდება ასაკთან ერთად ერთ წლამდე ასაკის პაციენტებში. მეტაბოლიტების ზემოქმედება ასევე უფრო ცვალებადია ყველაზე პატარა ჩვილებში. არსებული მონაცემები მიუთითებს, რომ 0-დან 12 თვის ასაკის ჩვილებში 3 მგ/კგ დოზის შემდგომი ექსპოზიცია უზრუნველყოფს პრო-მედიკამენტის და მეტაბოლიტის ექსპოზიციას, რომელიც მოსალოდნელია რომ იყოს ეფექტური ისეთივე უსაფრთხოების პროფილით, რომელიც აღინიშნება უფროსი ასაკის ბავშვებში და მოზრდილებში, რომლებიც იყენებენ დამტკიცებულ დოზას. (იხ. ქვეთავები 4.1 და 4.2). მოხსენებული გვერდითი მოვლენები შეესაბამებოდა უფროსი ასაკის ბავშვებში დადგენილ უსაფრთხოების პროფილს.

არ არსებობს მონაცემები 1 წლამდე ასაკის ჩვილებისთვის ექსპოზიციის შემდგომი გრიპის პრევენციისთვის. საზოგადოებაში გრიპის ეპიდემიის დროს პრევენცია არ არის შესწავლილი 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ექსპოზიციის შემდგომი გრიპის პრევენცია 1 წლამდე ასაკის ჩვილებში პანდემიის დროს:

1 წელზე ნაკლები ასაკის ჩვილებში 3 მგ/კგ დღეში ერთხელ დოზის სიმულაცია აჩვენებს ექსპოზიციას იმავე დიაპაზონში ან უფრო მაღალს ვიდრე ფიქსირდება 75 მგ დღეში ერთხელ დოზირებისას მოზრდილებში. ექსპოზიცია არ აღემატება 1 წელზე ნაკლები ასაკის ჩვილებში მკურნალობისას (3 მგ/კგ ორჯერ დღეში) გამოვლენილს და მოსალოდნელია, რომ გამოიწვევს უსაფრთხოების შესადარებელ პროფილს (იხ. ქვეთავი 4.8). 1 წლამდე ასაკის ჩვილებში პროფილაქტიკის კლინიკური კვლევები არ ჩატარებულა.

ჩვილები და 1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: ოსელტამივირის ფარმაკოკინეტიკა შეფასებული იყო ერთჯერადი დოზის ფარმაკოკინეტიკურ კვლევებში ჩვილებში, ბავშვებში და 1-დან 16 წლამდე მოზარდებში. მრავალჯერადი დოზის ფარმაკოკინეტიკა შესწავლილი იყო კლინიკური ეფექტურობის კვლევაში ჩარიცხულ მცირე რაოდენობით ბავშვებში. უმცროსი ასაკის ბავშვებში უფრო სწრაფად ხდება. როგორც პრო-წამალის ელიმინაცია, ასევე მისი აქტიური მეტაბოლიტის, ვიდრე მოზრდილებში, რის შედეგადაც მცირდება ექსპოზიცია მოცემული მგ/კგ დოზით. 2 მგ/კგ დოზები იძლევა ოსელტამივირის კარბოქსილატის ექსპოზიციას, რომელიც შეესაბამება მოზრდილებში ოსელტამივირის ექსპოზოცოას, რომლებიც იღებენ წამლის ერთჯერად 75 მგ დოზას (დაახლოებით 1 მგ/კგ). ოსელტამივირის ფარმაკოკინეტიკა ბავშვებში და 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებში მსგავსია მოზრდილებში დაფიქსირებული ფარმაკოკინეტიკის.

ხანდაზმულები

აქტიური მეტაბოლიტის ექსპოზიცია 25-35%-ით უფრო მაღალი იყო ხანდაზმულებში (65-78 წელი) ახალგაზრდებთან შედარებით, რომლებიც ტამიფლუს შესაბამის დოზებს ღებულობდნენ. ნახევრადგამოყოფის პერიოდი ხანშიშესულებში ახალგაზრდებში მიღებული შედეგების მსგავსი იყო. სისტემური ექსპოზიციისა და ამტანობის გათვალისწინებით დოზის კორექცია, მკურნალობისას ან პროფილაქტიკისას, ხანშიშესულებში საჭირო არ არის, თუ არ არის თირკმელების ზომიერი ან მძიმე უკმარისობის ნიშნები (კრეატინინის კლირენსი 60 მლ/წთ-ზე ნაკლები) (იხ. ქვეთავი 4.2).

თირკმლის უკმარისობა

100 მგ ოსელტამივირის ფოსფატის მიღებამ, ორჯერ დღეში 5 დღის განმავლობაში, თირკმლის სხვადასხვა ხარისხის უკმარისობის მქონე პაციენტებში აჩვენა, რომ ოსელტამივირის კარბოქსილატის ზემოქმედება უკუპროპორციულია თირკმლის ფუნქციის დაქვეითებასთან. დოზირების შესახებ იხილეთ ქვეთავი 4.2.

ღვიძლის უკმარისობა

Invitro კვლევებიდან ირკვევა რომ ოსელტამივირის ექსპოზიციის მნიშვნელოვანი მატება მოსალოდნელი არაა, თუმცა ამასტანავე არ არის მოსალოდნელი მისი აქტიური მეტაბოლიტის ექსპოზიციის მნიშვნელოვნი შემცირება ღვიძლის უკმრისობის მქონე პაციენტებში (იხ. ქვეთავი 4.2).

ორსული ქალი

შერეული პოპულაციის ფარმაკოკინეტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ტამიფლუს დოზირება, რომელიც არწერილია ქვეთავში 4.2 - დოზირება და მიღების გზები იწვევს აქტიურ მეტაბოლიტად უფრო დაბალ ექსპოზიციას (30% საშუალოდ ყველა ტრიმესტრში) ორსულებში, არაორსულ ქალებთან შედარებით. თუმცა მოსალოდნელი დაბალი ექსპოზიცია რჩება ინჰიბიტორულ კონცენტრაციაზე უფრო მაღალი (IC95 სიდიდე) და თერაპიულ დონეზე გრიპის ვირუსის რიგი შტამებისათვის. უფრო მეტიც, ობზერვაციული კვლევები აჩვენებს, აღნიშნული დოზის სარგებლიანობას ამ პოპულაციაში. ამიტომ დოზის კორექცია არ არის რეკომენდებული ორსულ ქალებში გრიპის მკურნალობისას, ამ პროფილაქტიკური მიზნით, ტამიფლუს მიღების შემთხვევაში. (იხ. ქვეთავი 4.6 ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია).

იმუნოკომპრომეტირებული პაციენტები

პოპულაციის ფარმაკოკინეტიკური ანალიზები მიუთითებს, რომ ზრდასრული და პედიატრიული (<18 წელზე ნაკლები) იმუნოკომპრომეტირებული პაციენტების მკურნალობა ოსელტამივირით (როგორც აღწერილია ქვეთავში 4.2. დოზირება და მიღების მეთოდი) იწვევს აქტიური მეტაბოლიტის გაზრდილ პროგნოზირებულ ექსპოზიციას (დაახლოებით 5%-დან 50%-მდე) იმუნოდეფიციტის არმქონე პაციენტებთან შედარებით, რომლებსაც უფიქსირდებათ ანალოგიური კრეატინინის კლირენსი. აქტიური მეტაბოლიტის უსაფრთხოების ფართო ზღვრის გამო, პაციენტებში არ არის საჭირო დოზის კორექცია მათი იმუნოკომპრომეტირებული სტატუსის გამო. თუმცა, იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებისთვის თირკმლის უკმარისობით, დოზები უნდა დარეგულირდეს, როგორც ეს აღწერილია ქვეთავში 4.2. დოზირება და მიღების წესი.

ფარმაკოკინეტიკურმა და ფარმაკოდინამიკურმა ანალიზებმა ორი გამოკვლევიდან იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებში აჩვენა, რომ არ იყო მნიშვნელოვანი დამატებითი სარგებელი ექსპოზიციის კუთხით, კერძოდ კი იმაზე მაღალი ვიდრე ეს მიღწეული იყო სტანდარტული დოზის მიღების შემდეგ .

  • 3 პრეკლინიკური უსაფრთხოება

პრეკლინიკურმა მონაცემებმა არ გამოავლინა განსაკუთრებული საფრთხე ადამიანებისთვის უსაფრთხოების ფარმაკოლოგიის, განმეორებითი დოზის ტოქსიკურობის და გენოტოქსიკურობის სტანდარტული კვლევების საფუძველზე. მღრღნელების კანცეროგენობის სტანდარტული კვლევების შედეგებმა აჩვენა ტენდენცია, რომ იზრდება დოზაზე დამოკიდებული ზოგიერთი სიმსივნეების სიხშირე, რომლებიც ტიპიურია გამოყენებული მღრღნელების შტამებისთვის. ექსპოზიციის ზღვრების გათვალისწინებით ადამიანებში გამოყენებისას დასაშვებ/მოსალოდნელ ექსპოზიციასთან მიმართებაში, ეს დასკვნები არ ცვლის ტამიფლუს სარგებელ-რისკს მის მიერ მიღებული თერაპიული ჩვენებების მიხედვით.

ტერატოლოგიური კვლევები ჩატარდა ვირთხებსა და კურდღლებზე 1500 -მდე მგ/კგ/დღეში და 500 -მდე მგ/კგ/დღეში დოზებით, შესაბამისად. ნაყოფის განვითარებაზე ზემოქმედება არ დაფიქსირებულა. ვირთხების ნაყოფიერების კვლევამ 1500 მგ/კგ/დღე-ღამეში დოზით არ გამოავლინა არასასურველი/გვერდითი რეაქციები არცერთ სქესზე. ვირთაგვებში პრე და პოსტნატალურ კვლევებში აღინიშნა გახანგრძლივებული მშობიარობა 1500 მგ/კგ/დღეში დოზაზე: უსაფრთხოების ზღვარი ადამიანის ექსპოზიციასა და უმაღლეს უეფექტო დოზას შორის (500 მგ/კგ/დღეში) ვირთაგვებში არის 480-ჯერადი ოსელტამივირისთვის და 44-ჯერადი აქტიური მეტაბოლიტისთვის, შესაბამისად. ვირთხებსა და კურდღლებში ნაყოფის ექსპოზიცია დედის ექსპოზიციის 15-20% იყო დაახლოებით.

მეძუძურ ვირთხებში ოსელტამივირი და აქტიური მეტაბოლიტი გამოიყოფა რძეში. შეზღუდული მონაცემები მიუთითებს, რომ ოსელტამივირი და აქტიური მეტაბოლიტი გამოიყოფა დედის რძეში. ცხოველთა მონაცემების ექსტრაპოლაცია იძლევა შეფასებებს 0.01 მგ/დღეში და 0.3 მგ/დღეში შესაბამისი ნაერთებისთვის.

ოსელტამივირის მიმართ კანის სენსიბილიზაციის პოტენციალი დაფიქსირდა ზღვის გოჭებში "მაქსიმიზაციის" ტესტში. ცხოველების დაახლოებით 50%-ს, რომლებიც მკურნალობდნენ არაფორმულირებული აქტიური ნივთიერებით, აღენიშნებოდათ ერითემა. კურდღლებში გამოვლინდა თვალების შექცევადი გაღიზიანება.

ოსელტამივირის ფოსფატის მარილის ძალიან მაღალ პერორალურ ერთჯერად დოზებს, ტესტირებულ უმაღლეს დოზამდე (1,310 მგ/კგ), არ ჰქონდა გვერდითი რეაქციები მოზრდილ ვირთხებში, თუმცა ასეთმა დოზებმა გამოიწვია ტოქსიკურობა ვირთხების ,,არასრულწლოვან“ 7 დღის შვილებში, სიკვდილის ჩათვლით. ეს რეაქციები გამოვლინდა 657 მგ/კგ და მეტი დოზებით მედიკამენტის გამოყენებისას. 500 მგ/კგ დოზის მიღებისას არ გამოვლენილა არასასურველი რეაქციები, ქრონიკული მკურნალობის ჩათვლით (500 მგ/კგ/დღეში შეყვანილი მშობიარობიდან 7-დან 21 დღემდე).

  • ფარმაცევტული მახასიათებლები
  • 1 შემავსებლები

ტამიფლუ 30 მგ მყარი კაფსულები

კაფსულის შიგთავსი

პრეჟელატინირებული სახამებელი (მიიღება სიმინდის სახამებლისგან)

ტალკი

პოვიდონი

ნატრიუმის კროსკარმელოზა

ნატრიუმის სტეარილ ფუმარატი

კაფსულის გარსი

ჟელატინი

ყვითელი რკინის ოქსიდი (E172)

წითელი რკინის ოქსიდი (E172)

ტიტანის დიოქსიდი (E171)

საბეჭდი მელანი

შელაკი

ტიტანის დიოქსიდი (E171)

FD და C Blue 2 (ინდიგო კარმინი, E132)

ტამიფლუ 45 მგ მყარი კაფსულა

კაფსულის შიგთავსი

პრეჟელატინირებული სახამებელი (მიიღება სიმინდის სახამებლისგან)

ტალკი

პოვიდონი

ნატრიუმის კროსკარმელოზა

ნატრიუმის სტეარილ ფუმარატი

კაფსულის გარსი

ჟელატინი

შავი რკინის ოქსიდი (E172)

  • 2 შეუთავსებლობა

არ შეესაბამება.

  • 3 შენახვის ვადა

ტამიფლუ 30 მგ მყარი კაფსულა

10 წელი

ტამიფლუ 45 მგ მყარი კაფსულა

10 წელი

ტამიფლუ 75 მგ მყარი კაფსულა

10 წელი

აფთიაქში მომზადებული სუსპენზიის შენახვა

შენახვის ვადა 10 დღე 25 °C-ზე დაბალ ტემპერატურაზე შენახვისას.

  • 4 შენახვის განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები

არ შეინახოთ 25 C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.

აფთიაქში მომზადებული სუსპენზიის შენახვის პირობების შესახებ იხილეთ ქვეთავი 6.3.

  • 5 კოლოფის შემცეველობა

ტრიპლექსის ბლისტერული შეფუთვა (PVC/PE/PVDC, დალუქული ალუმინის ფოლგით).

შეფუთვაში 10 კაფსულა.

  • 6 განკარგვის განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები

ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

ინდივიდუალური რეცეპტის ფორმები

როდესაც ტამიფლუს ფხვნილი პერორალური სუსპენზიისთვის არ არის ხელმისაწვდომი

კომერციულად წარმოებული ტამიფლუ პერორალური სუსპენზიისთვის (6 მგ/მლ) არის არჩევის/სასურველი პროდუქტი პედიატრიული და ზრდასრული პაციენტებისთვის, რომლებსაც უჭირთ კაფსულების გადაყლაპვა ან სადაც საჭიროა უფრო დაბალი დოზების გამოყენება. იმ შემთხვევაში, თუ კომერციულად წარმოებული ტამიფლუს ფხვნილი პერორალური სუსპენზიისთვის არ არის ხელმისაწვდომი, ფარმაცევტს შეუძლია მოამზადოს სუსპენზია (6 მგ/მლ) ტამიფლუს კაფსულებიდან ან ასევე შეუძლიათ პაციენტებს სუსპენზია კაფსულებიდან სახლის პირობებში მოამზადონ.

სააფთიაქო პრეპარატს(აფთიაქში დამზადებული) უნდა მივანიჭოთ უპირატესობა სახლში მომზადებულ პრეპარატთან შედარებით. სახლში მომზადების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ტამიფლუს კაფსულების შეფუთვის ფურცელში, განყოფილებაში „თხევადი ტამიფლუს დამზადება სახლში“.

შესაბამისი მოცულობისა და გრადუირები შპრიცები უნდა იყოს მოწოდებული აფთიაქში დამზადებული სუსპენზიის შესაყვანად, ასევე სახლის პირობებში პროცედურების შესასრულებლად. ორივე შემთხვევაში, სასურველია შპრიცებზე მითითებული იყოს სწორი მოცულობები.

აფთიაქში მომზადება

კაფსულებისგან აფთიაქში მომზადებული 6 მგ/მლ სუსპენზია

მოზრდილები, მოზარდები და ჩვილები და 1 წლის ან 1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები, რომლებსაც არ შეუძლიათ მზა კაფსულების გადაყლაპვა

ეს პროცედურა აღწერს 6 მგ/მლ სუსპენზიის მომზადებას, რომელიც ერთ პაციენტს მიაწვდის საკმარის მედიკამენტს 5-დღიანი მკურნალობის ან პროფილაქტიკის 10-დღიანი კურსისთვის. იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებისთვის საჭიროა მკურნალობის 10 დღიანი კურსი.

ფარმაცევტს შეუძლია მოამზადოს 6 მგ/მლ სუსპენზია ტამიფლუს 30 მგ, 45 მგ ან 75 მგ კაფსულებიდან წყლის გამოყენებით, რომელიც შეიცავს 0.05% w/v ნატრიუმის ბენზოატს, რომელიც დამატებულია კონსერვანტის სახით.

პირველ რიგში, გამოთვალეთ მთლიანი მოცულობა, რომელიც საჭიროა შერევისა და გაცემისთვის, რათა უზრუნველყოთ პაციენტისთვის 5-დღიანი მკურნალობის კურსი ან 10-დღიანი პროფილაქტიკური კურსი. საჭირო მთლიანი მოცულობა განისაზღვრება პაციენტის წონის მიხედვით ქვემოთ მოცემულ ცხრილში მოცემული რეკომენდაციის საფუძველზე. 10 დოზის ზუსტი მოცულობის ამოღების უზრუნველსაყოფად (2 ამოღება დღიურ სამკურნალო დოზაზე 5 დღის განმავლობაში), გაზომვის დანაკარგის მითითების სვეტი გასათვალისწინებელია მომზადების დროს.

იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებისთვის გამოთვალეთ მთლიანი მოცულობა, რომელიც საჭიროა შერევისა და გაცემისთვის, რათა უზრუნველყოს პაციენტის მკურნალობის 10-დღიანი კურსი. საჭირო მთლიანი მოცულობა მითითებულია ქვემოთ მოცემულ ცხრილში იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებისთვის და განისაზღვრება პაციენტის წონის მიხედვით. 20 დოზის ზუსტი მოცულობის ამოღების უზრუნველსაყოფად (2 ამოღება დღიურ სამკურნალო დოზაზე 10 დღის განმავლობაში), გაზომვის დანაკარგის მითითების სვეტი გათვალისწინებული უნდა იყოს მომზადების დროს.

აფთიაქში დამზადებული 6 მგ/მლ სუსპენზიის მოცულობა, მომზადებული პაციენტის წონის მიხედვით 5 დღიანი მკურნალობის ან 10 დღიანი პროფილაქტიკური კურსისთვის

სხეულის წონა (კგ)

მთლიანი მოცულობა ნაერთამდე

პაციენტის წონაზე

(მლ)

გაზომვის დანაკარგი არ არის გათვალისწინებული

მთლიანი მოცულობა ნაერთამდე

პაციენტის წონაზე

(მლ)

გაზომვის დანაკარგი განიხილება

10 კგ-დან 15 კგ-მდე

50 მლ

60 მლ ან 75 მლ*

> 15 კგ-დან 23 კგ-მდე

75 მლ

90 მლ ან 100 მლ*

> 23 კგ-დან 40 კგ-მდე

100 მლ

125 მლ

> 40 კგ

125 მლ

137.5 მლ (ან 150 მლ)*

  • გამოყენებული კაფსულის დოზის მიხედვით

აფთიაქში მომზადგებული 6 მგ/მლ სუსპენზიის მოცულობა, მომზადებული პაციენტის წონის მიხედვით იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტების 10-დღიანი მკურნალობისთვის

სხეულის წონა (კგ)

მთლიანი მოცულობა ნაერთამდე

პაციენტის წონაზე

(მლ)

გაზომვის დანაკარგი არ არის გათვალისწინებული

მთლიანი მოცულობა ნაერთამდე

პაციენტის წონაზე

(მლ)

გაზომვის დანაკარგი განიხილება

10 კგ-დან 15 კგ-მდე

100 მლ

125 მლ

> 15 კგ-დან 23 კგ-მდე

150 მლ

187.5 მლ

> 23 კგ-დან 40 კგ-მდე

200 მლ

250 მლ

> 40 კგ

250 მლ

300 მლ

მეორე ეტაპი: განსაზღვრეთ კაფსულების რაოდენობა და გამხსნელის მოცულობა (წყალი, რომელიც შეიცავს 0,05 % w/v ნატრიუმის ბენზოატს დამატებულია როგორც კონსერვანტი), რომელიც საჭიროა აფთიაქში მომზადებული 6 მგ/მლ სუსპენზიის მთლიანი მოცულობის მოსამზადებლად (ზემოხსენებული ცხრილიდან), როგორც ნაჩვენებია ქვემოთ მოცემულ ცხრილში:

კაფსულების რაოდენობა და გამხსნელი სითხის მოცულობა, რომელიც საჭიროა აფთიაქში შედგენილი 6 მგ/მლ სუსპენზიის მთლიანი მოცულობის მოსამზადებლად (მკურნალობის 5 დღის ან პროფილაქტიკის 10 დღის განმავლობაში)

მთლიანი მოცულობა

შერეული სუსპენზიის

უნდა მომზადდეს

ტამიფლუს კაფსულების საჭირო რაოდენობა

(მგ ოსელტამივირი)

სითხის საჭირო მოცულობა

75 მგ

45 მგ

30 მგ

60 მლ

გთხოვთ გამოიყენოთ ალტერნატიული კაფსულის სიძლიერე*

8 კაფსულა

(360 მგ)

12 კაფსულა

(360 მგ)

  • 5 მლ

75 მლ

6 კაფსულა

(450 მგ)

10 კაფსულა

(450 მგ)

15 კაფსულა

(450 მგ)

74 მლ

90 მლ

გთხოვთ გამოიყენოთ ალტერნატიული კაფსულის სიძლიერე*

12 კაფსულა

(540 მგ)

18 კაფსულა

(540 მგ)

89 მლ

100 მლ

8 კაფსულა

(600 მგ)

გთხოვთ გამოიყენოთ ალტერნატიული კაფსულის სიძლიერე*

20 კაფსულა

(600 მგ)

  • 5 მლ

125 მლ

10 კაფსულა

(750 მგ)

გთხოვთ გამოიყენოთ კაფსულის ალტერნატიული სიძლიერე *

25 კაფსულა

(750 მგ)

123.5 მლ

137.5 მლ

11 კაფსულა

(825 მგ)

11 k’apsula

(825 mg)

გთხოვთ გამოიყენოთ კაფსულის ალტერნატიული სიძლიერე *

გთხოვთ გამოიყენოთ ალტერნატიული კაფსულის სიძლიერე*

136 მლ

  • არ არსებობს ამ კაფსულის დოზირებების კომბინაცია, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას სამიზნე კონცენტრაციის მისაღწევად; ამიტომ, გთხოვთ, გამოიყენოთ ალტერნატიული დოზირების კაფსულები.

კაფსულების რაოდენობა და გამხსნელი სითხის მოცულობა, რომელიც საჭიროა აფთიაქში მომზადებული 6 მგ/მლ სუსპენზიის მთლიანი მოცულობის მოსამზადებლად (იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებში მკურნალობის 10 დღის განმავლობაში)

მთლიანი მოცულობა

შერეული სუსპენზიის

უნდა მომზადდეს

ტამიფლუს კაფსულების საჭირო რაოდენობა

(მგ ოსელტამივირი)

სითხის საჭირო მოცულობა

75 მგ

45 მგ

30 მგ

125მლ

10 კაფსულა

(750 მგ)

გთხოვთ გამოიყენოთ ალტერნატიული კაფსულის სიძლიერე*

25 კაფსულა

(750 მგ)

123.5 მლ

187.5მლ

15 კაფსულა

(1120 მგ)

25 კაფსულა

(1120 მგ)

გთხოვთ გამოიყენოთ ალტერნატიული კაფსულის სიძლიერე*

185 მლ

250მლ

20 კაფსულა

(1500 მგ)

გთხოვთ გამოიყენოთ ალტერნატიული კაფსულის სიძლიერე*

50 კაფსულა

(1500 მგ)

246.5 მლ

300მლ

24 კაფსულა

(1800 მგ)

40 კაფსულა

(1800 მგ)

60 კაფსულა

(1800 მგ)

296 მლ

  • არ არსებობს ამ კაფსულის დოზების კომბინაცია, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას სამიზნე კონცენტრაციის მისაღწევად; ამიტომ, გთხოვთ, გამოიყენოთ ალტერნატიული დოზის კაფსულის .

მესამე ეტაპი, მიჰყევით ქვემოთ მოცემულ პროცედურას ტამიფლუს კაფსულებიდან 6 მგ/მლ სუსპენზიის მომზადებისთვის:

  • შესაფერისი ზომის შუშის ჭიქაში მოათავსეთ მითითებული რაოდენობის წყალი, რომელიც შეიცავს 0,05% w/v ნატრიუმის ბენზოატს, რომელიც დამატებულია კონსერვანტის სახით.

. გახსენით ტამიფლუს კაფსულების მითითებული რაოდენობა და გადაიტანეთ თითოეული კაფსულის შიგთავსი პირდაპირ შუშის ჭიქაში შენახულ წყალში.

  • შესაბამისი მოსარევი მოწყობილობით ურიეთ 2 წუთის განმავლობაში.

(შენიშვნა: სამკურნალწამლო ნივთიერება, ოსელტამივირის ფოსფატი, ადვილად იხსნება წყალში. სუსპენზია მიიღება რეალურად ტამიფლუს კაფსულების ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების არსებობის გამო, რომლებიც უხსნადია.)

  • სუსპენზია გადაიტანეთ ქარვისფერ მინის ჭურჭელში ან ქარვისფერ პოლიეთილენტერეფტალატის (PET) ბოთლში. გამოიყენეთ ძაბრი რომ არ დაგეღვაროთ სითხე.
  • დახურეთ ბოთლი ბავშვმა რომ ვერ მოხსნას ისეთი თავსახურით.
  • დააკარით დამხმარე ეტიკეტი ბოთლზე, რომელიც მიუთითებს "ნაზად შეანჯღრიეთ გამოყენებამდე".

(შენიშვნა: ეს შერეული სუსპენზია უნდა შეანჯღრიოთ მიღებამდე, რათა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ჰაერის მოხვედრის ტენდენცია.)

  • აუხსენით/აცნობეთ მშობელს ან აღმზრდელს, რომ მკურნალობის დასრულების შემდეგ დარჩენილი მასალა უნდა გადაღვაროს/გადააგდოს. რეკომენდებულია ამ ინფორმაციის მიწოდება ბოთლზე დამხმარე ეტიკეტის მიმაგრებით ან აფთიაქში გაცემულ ინსტრუქციებში ინფორმაციის დამატებით.
  • დააკარით ვარგისიანობის ვადის შესაბამისი ეტიკეტი შენახვის პირობების მიხედვით (იხ. ქვეთავი 6.3).

ბოთლზე მიამაგრეთ მოათავსეთ აფთიაქის ეტიკეტი, რომელიც შეიცავს პაციენტის სახელს, დოზირების ინსტრუქციას, გამოყენების თარიღს, სამკურნალო პროდუქტის დასახელებას და სხვა საჭირო ინფორმაციას, რომ შეესაბამებოდეს აფთიაქის ადგილობრივ რეგულაციებს. იხილეთ ქვემოთ მოცემული ცხრილი სათანადო დოზირების ინსტრუქციებისთვის

აფთიაქში ტამიფლუს კაფსულებისგან მომზადებული 6 მგ/მლ სუსპენზიის დოზირების სქემა 1 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებისთვის

სხეულის წონა (კგ)

დოზა (მგ)

მოცულობა დოზაზე

6 მგ/მლ

სამკურნალო დოზა

(5 დღის განმავლობაში)

სამკურნალო დოზა

(10 დღის განმავლობაში*) იმუნოკომპრომეტირებული პაციენტები

პროფილაქტიკური დოზა

(10 დღის განმავლობაში)

10 კგ-დან 15 კგ-მდე

30 მგ

5 მლ

5 მლ ორჯერ დღეში

5 მლ ორჯერ დღეში

5 მლ დღეში ერთხელ

> 15 კგ-დან 23 კგ-მდე

45 მგ

  • 5 მლ
  • 5 მლ ორჯერ დღეში
  • 5 მლ ორჯერ დღეში
  • 5 მლ დღეში ერთხელ

> 23 კგ-დან 40 კგ-მდე

60 მგ

10 მლ

10 მლ ორჯერ დღეში

10 მლ ორჯერ დღეში

10 მლ დღეში ერთხელ

> 40 კგ

75 მგ

  • 5 მლ
  • 5 მლ ორჯერ დღეში
  • 5 მლ ორჯერ დღეში
  • 5 მლ დღეში ერთხელ
  • . რეკომენდებული ხანგრძლივობა იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებში (≥1 წლის ასაკი) არის 10 დღე. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სპეციალური პოპულაციები, იმუნოკომპრომეტირებული პაციენტები.

აფთიაქში დამზადებული სუსპენზია გაანაწილეთ გრადუირებული პერორალური შპრიცით სუსპენზიის მცირე რაოდენობის გასაზომად. თუ შესაძლებელია, მონიშნეთ გრადუირება, რომელიც შეესაბამება შესაბამის დოზას (ზემოთ დოზირების ცხრილის მიხედვით) პერორალურ შპრიცზე თითოეული პაციენტისთვის.

შესაბამისი დოზა მომვლელმა უნდა შეურიოს თანაბარი რაოდენობით ტკბილ თხევად საკვებს, როგორიცაა შაქრის წყალი, შოკოლადის სიროფი, ალუბლის სიროფი, დესერტის მოსართავებით (როგორიცაა კარამელი ან ფაჯის/ნაღების სოუსი), რათა გადაიფაროს მწარე გემო.

1 წელზე ნაკლები ასაკის ჩვილები

ეს პროცედურა აღწერს 6 მგ/მლ სუსპენზიის მომზადებას, რომელიც ერთ პაციენტს მიაწვდის საკმარის მედიკამენტს 5-დღიანი მკურნალობის ან პროფილაქტიკის 10-დღიანი კურსისთვის. იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებისთვის საჭიროა მკურნალობის 10 დღიანი კურსი.

ფარმაცევტს შეუძლია მოამზადოს 6 მგ/მლ სუსპენზია ტამიფლუს 30 მგ, 45 მგ ან 75 მგ კაფსულებიდან წყლის გამოყენებით, რომელიც შეიცავს 0.05% w/v ნატრიუმის ბენზოატს, რომელიც დამატებულია კონსერვანტის სახით.

პირველ რიგში, გამოთვალეთ მთლიანი მოცულობა, რომელიც საჭიროა მოსამზადებლად და გასაცემად თითოეული პაციენტისთვის. საჭირო მთლიანი მოცულობა განისაზღვრება პაციენტის წონის მიხედვით ქვემოთ მოცემულ ცხრილში აღწერილი რეკომენდაციის მიხედვით. 10 დოზის ზუსტი მოცულობის ამოღების უზრუნველსაყოგად (2 ამოღება დღიურ სამკურნალო დოზაზე 5 დღის განმავლობაში), გაზომვის დანაკარგის მითითების სვეტი გასათვალისწინებელია მომზადების დროს.

იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებისთვის გამოთვალეთ მთლიანი მოცულობა, რომელიც საჭიროა შერევისა და გაცემისთვის, რათა უზრუნველყოს პაციენტის მკურნალობის 10-დღიანი კურსი. საჭირო მთლიანი მოცულობა მითითებულია ქვემოთ მოცემულ ცხრილში და განისაზღვრება პაციენტის წონის მიხედვით. 20 დოზის ზუსტი მოცულობის ამოღების დასაშვებად/უზრუნველსაყოფად (2 ამოღება დღიურ სამკურნალო დოზაზე 10 დღის განმავლობაში), გაზომვის დანაკარგის მითითების სვეტი გათვალისწინებული უნდა იყოს მომზადების დროს.

აფთიაქში მომზადებული 6 მგ/მლ სუსპენზიის მოცულობა, მომზადებული პაციენტის წონის მიხედვით (მკურნალობის 5 დღიანი კურსი ან 10-დღიანი კურსი პროფილაქტიკისთვის)

სხეულის წონა (კგ)

მთლიანი მოცულობა ნაერთამდე

პაციენტის წონაზე

(მლ)

გაზომვის დანაკარგი არ არის გათვალისწინებული

მთლიანი მოცულობა ნაერთამდე

პაციენტის წონაზე

(მლ)

გაზომვის დანაკარგი განიხილება

7 კგ

40 მლ-მდე

50 მლ

> 7 კგ-დან 10 კგ-მდე

50 მლ

60 მლ ან 75 მლ*

  • გამოყენებული კაფსულის დოზი მიხედვით.

აფთიაქში მომზადებული 6 მგ/მლ სუსპენზიის მოცულობა, მომზადებული პაციენტის წონის მიხედვით (10 დღიანი მკურნალობისთვის იმუნოკომპრომეტირებულ/იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებში)

სხეულის წონა (კგ)

მთლიანი მოცულობა ნაერთამდე

პაციენტის წონაზე

(მლ)

გაზომვის დანაკარგი არ არის გათვალისწინებული

მთლიანი მოცულობა ნაერთამდე

პაციენტის წონაზე

(მლ)

გაზომვის დანაკარგი განიხილება

7 კგ

80 მლ-მდე

100 მლ

> 7 კგ-დან 10 კგ-მდე

100 მლ

125 მლ

მეორე ეტაპი, განსაზღვრეთ კაფსულების რაოდენობა და გამხსნელი სითხის მოცულობა (წყალი, რომელიც შეიცავს 0,05 % w/v ნატრიუმის ბენზოატს დამატებულია როგორც კონსერვანტი), რომელიც საჭიროა სააფთიაქო წესით 6 მგ/მლ სუსპენზიის მთლიანი მოცულობის მოსამზადებლად (ზემოხსენებული ცხრილიდან), როგორც ნაჩვენებია ქვემოთ მოცემულ ცხრილში:

კაფსულების რაოდენობა და გამხსნელი სითხის მოცულობა, რომელიც საჭიროა აფთიაქში მომზადებული 6 მგ/მლ სუსპენზიის მთლიანი მოცულობის მოსამზადებლად (მკურნალობის 5 დღიანი ან პროფილაქტიკის 10 დღიანი კურსის განმავლობაში)

მთლიანი მოცულობა

შერეული სუსპენზიის

უნდა მომზადდეს

ტამიფლუს კაფსულების საჭირო რაოდენობა

(მგ ოსელტამივირი)

სითხის საჭირო მოცულობა

75 მგ

45 მგ

30 მგ

50 მლ

4 კაფსულა

(300 მგ)

გთხოვთ გამოიყენოთ ალტერნატიული კაფსულის სიძლიერე*

10 კაფსულა

(300 მგ)

  • 5 მლ

60 მლ

გთხოვთ გამოიყენოთ ალტერნატიული კაფსულის სიძლიერე*

8 კაფსულა

(360 მგ)

12 კაფსულა

(360 მგ)

  • 5 მლ

75 მლ

6 კაფსულა

(450 მგ)

10 კაფსულა

(450 მგ)

15 კაფსულა

(450 მგ)

74 მლ

  • არ არსებობს ამ კაფსულის დოზირებების კომბინაცია, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას სამიზნე კონცენტრაციის მისაღწევად; ამიტომ, გთხოვთ, გამოიყენოთ ალტერნატიული დოზირების კაფსულები.

კაფსულების რაოდენობა და გამხსნელი სითხის მოცულობა, რომელიც საჭიროა აფთიაქში მომზადებული6 მგ/მლ სუსპენზიის მთლიანი მოცულობის მოსამზადებლად (იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებში 10-დღიანი მკურნალობისთვის)

მთლიანი მოცულობა

შერეული სუსპენზიის

უნდა მომზადდეს

ტამიფლუს კაფსულების საჭირო რაოდენობა

(მგ ოსელტამივირი)

სითხის საჭირო მოცულობა

75 მგ

45 მგ

30 მგ

100 მლ

8 კაფსულა

(600 მგ)

გთხოვთ გამოიყენოთ ალტერნატიული კაფსულის სიძლიერე*

20 კაფსულა

(600 მგ)

  • 5 მლ

125 მლ

10 კაფსულა

(750 მგ)

10 k’apsula

გთხოვთ გამოიყენოთ ალტერნატიული კაფსულის სიძლიერე*

25 კაფსულა

(750 მგ)

123.5 მლ

  • არ არსებობს ამ კაფსულის დპზირების კომბინაცია, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას სამიზნე კონცენტრაციის მისაღწევად; ამიტომ, გთხოვთ, გამოიყენოთ ალტერნატიული დოზის კაფსულები.

მესამე ეტაპი, მიჰყევით ქვემოთ მოცემულ პროცედურას ტამიფლუს კაფსულებიდან 6 მგ/მლ სუსპენზიის მოსამზადებლად:

  • შესაფერისი ზომის შუშის ჭიქაში ჩაასხით მითითებული მოცულობის წყალი, რომელიც შეიცავს 0,05% w/v ნატრიუმის ბენზოატს, რომელიც დამატებულია კონსერვანტის სახით.
  • გახსენით ტამიფლუს კაფსულების მითითებული რაოდენობა და გადაიტანეთ თითოეული კაფსულის შიგთავსი პირდაპირ შუშის ჭიქაში შენახულ წყალში.
  • შესაბამისი მოსარევი მოწყობილობით ურიეთ 2 წუთის განმავლობაში.

(შენიშვნა: სამკურნალწამლო ნივთიერება, ოსელტამივირის ფოსფატი, ადვილად იხსნება წყალში. სუსპენზიის წარმოქმნა განპირობებულია ტამიფლუს კაფსულების ზოგიერთი დამხმარე ნივთიერებით, რომლებიც უხსნადია.)

  • სუსპენზია გადაიტანეთ ქარვისფერ მინაში ან ქარვისფერ პოლიეთილენტერეფტალატის (PET) ბოთლში. ძაბრის გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი დაღვრის აღმოსაფხვრელად.
  • დახურეთ ბოთლი ბავშვმა რომ ვერ მოხსნას ისეთი თავსახურით.
  • დააკარით დამხმარე ეტიკეტი ბოთლზე, რომელიც მიუთითებს "ნაზად შეანჯღრიეთ გამოყენებამდე".

(შენიშვნა: ეს შერეული სუსპენზია უნდა შეინჯღრეს მიღებამდე, რათა მინიმუმამდე დაიყვანოს ჰაერის მოხვედრა.)

  • აცნობეთ მშობელს ან აღმზრდელს, რომ თერაპიის დასრულების შემდეგ დარჩენილი მასალა უნდა გადაღვაროს. რეკომენდებულია ამ ინფორმაციის მიწოდება ბოთლზე დამხმარე ეტიკეტის მიმაგრებით ან აფთიაქის ეტიკეტის ინსტრუქციებში განცხადების დამატებით.
  • მიაკარით/მოათავსეთ ვარგისიანობის ვადის შესაბამისი ეტიკეტი შენახვის პირობების მიხედვით (იხ. ნაწილი 6.3).

ბოთლზე მიაკარით აფთიაქის ეტიკეტი, რომელიც შეიცავს პაციენტის სახელს, დოზირების ინსტრუქციას, გამოყენების თარიღს, სამკურნალო პროდუქტის დასახელებას და სხვა საჭირო ინფორმაციას, რომ შეესაბამებოდეს აფთიაქის ადგილობრივ რეგულაციებს. იხილეთ ქვემოთ მოცემული ცხრილი სათანადო დოზირების ინსტრუქციებისთვის.

დოზირების სქემა აფთიაქში მომზადებული 6 მგ/მლ სუსპენზიისთვის, მომზადებული ტამიფლუს კაფსულებისგან 1 წლამდე ასაკის ჩვილებისთვის

სხეულის წონა

(დამრგვალებული 0,5 კგ-მდე)

დოზა

(მგ)

მოცულობა

თითო დოზაზე

(6 მგ/მლ)

სამკურნალო დოზა

(5 დღის განმავლობაში)

სამკურნალო დოზა

(10 დღის განმავლობაში*) იმუნოკომპრომეტირებული პაციენტები

პროფილაქტიკური დოზა

(10 დღის განმავლობაში)

დისპენსერის ზომა

გამოყენება

(შეფასება 0,1 მლ)

3 კგ

9 მგ

  • 5 მლ
  • 5 მლ ორჯერ დღეში
  • 5 მლ ორჯერ დღეში
  • 5 მლ დღეში ერთხელ
  • 0 მლ ან 3.0 მლ
  • 5 კგ
  • 5 მგ
  • 8 მლ
  • 8 მლ ორჯერ დღეში
  • 8 მლ ორჯერ დღეში
  • 8 მლ დღეში ერთხელ
  • 0 მლ ან 3.0 მლ

4 კგ

12 მგ

  • 0 მლ
  • 0 მლ ორჯერ დღეში
  • 0 მლ ორჯერ დღეში
  • 0 მლ დღეში ერთხელ
  • 0 მლ
  • 5 კგ
  • 5 მგ
  • 3 მლ
  • 3 მლ ორჯერ დღეში
  • 3 მლ ორჯერ დღეში
  • 3 მლ დღეში ერთხელ
  • 0 მლ

5 კგ

15 მგ

  • 5 მლ
  • 5 მლ ორჯერ დღეში
  • 5 მლ ორჯერ დღეში
  • 5 მლ დღეში ერთხელ
  • 0 მლ
  • 5 კგ
  • 5 მგ
  • 8 მლ
  • 8 მლ ორჯერ დღეში
  • 8 მლ ორჯერ დღეში
  • 8 მლ დღეში ერთხელ
  • 0 მლ

6 კგ

18 მგ

  • 0 მლ
  • 0 მლ ორჯერ დღეში
  • 0 მლ ორჯერ დღეში
  • 0 მლ დღეში ერთხელ
  • 0 მლ (ან 5.0 მლ)
  • 5 კგ
  • 5 მგ
  • 3 მლ
  • 3 მლ ორჯერ დღეში
  • 3 მლ ორჯერ დღეში
  • 3 მლ დღეში ერთხელ
  • 0 მლ

7 კგ

21 მგ

  • 5 მლ
  • 5 მლ ორჯერ დღეში
  • 5 მლ ორჯერ დღეში
  • 5 მლ დღეში ერთხელ
  • 0 მლ
  • 5 კგ
  • 5 მგ
  • 8 მლ
  • 8 მლ ორჯერ დღეში
  • 8 მლ ორჯერ დღეში
  • 8 მლ დღეში ერთხელ
  • 0 მლ

8 კგ

24 მგ

  • 0 მლ
  • 0 მლ ორჯერ დღეში
  • 0 მლ ორჯერ დღეში
  • 0 მლ დღეში ერთხელ
  • 0 მლ
  • 5 კგ
  • 5 მგ
  • 3 მლ
  • 3 მლ ორჯერ დღეში
  • 3 მლ ორჯერ დღეში
  • 3 მლ დღეში ერთხელ
  • 0 მლ

9 კგ

27 მგ

  • 5 მლ
  • 5 მლ ორჯერ დღეში
  • 5 მლ ორჯერ დღეში
  • 5 მლ დღეში ერთხელ
  • 0 მლ
  • 5 კგ
  • 5 მგ
  • 8 მლ
  • 8 მლ ორჯერ დღეში
  • 8 მლ ორჯერ დღეში
  • 8 მლ დღეში ერთხელ
  • 0 მლ

10 კგ

30 მგ

  • 0 მლ
  • 0 მლ ორჯერ დღეში
  • 0 მლ ორჯერ დღეში
  • 0 მლ დღეში ერთხელ
  • 0 მლ
  • . იმუნოდეფიციტის მქონე ჩვილებში (0-12 თვე) რეკომენდებული ხანგრძლივობაა 10 დღე. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სპეციალური პოპულაციები, იმუნოკომპრომეტირებული პაციენტები

აფთიაქში დამზადებული სუსპენზია გაანაწილეთ გრადუირებული პერორალური შპრიცით სუსპენზიის მცირე რაოდენობის გასაზომად. თუ შესაძლებელია, მონიშნეთ შესაბამისი დოზის გრადაცია (ზემოთ დოზირების ცხრილების მიხედვით) პერორალურ შპრიცზე თითოეული პაციენტისთვის.

შესაბამისი დოზა მომვლელმა უნდა შეურიოს თანაბარი რაოდენობით ტკბილ თხევად საკვებს, როგორიცაა შაქრის წყალი, შოკოლადის სიროფი, ალუბლის სიროფი, დესერტის მოსართავები (როგორიცაა კარამელი ან ფაჯის/ნაღების სოუსი), რათა გადაიფაროს მწარე გემო.

სახლში მომზადება

როდესაც კომერციულად წარმოებული ტამიფლუს პერორალური სუსპენზია არ არის ხელმისაწვდომი, უნდა იქნას გამოყენებული სააფთიაქო კომპოზიციური სუსპენზია, რომელიც მომზადებულია ტამიფლუს კაფსულებისგან (იხილეთ დეტალური ინსტრუქციები ზემოთ). თუ კომერციულად წარმოებული ტამიფლუს პერორალური სუსპენზია და სააფთიაქო კომპოზიციური სუსპენზია ასევე არ არის ხელმისაწვდომი, ტამიფლუს სუსპენზია შეიძლება მომზადდეს სახლში.

როდესაც კაფსულის შესაბამისი დოზირება ხელმისაწვდომია საჭირო დოზისთვის, დოზა მიიღება კაფსულის გახსნით და მისი შიგთავსის შერევით არაუმეტეს ერთი ჩაის კოვზ შესაფერის ტკბილ საკვებ პროდუქტთან. მწარე გემო შეიძლება იყოს შენიღბული ისეთი პროდუქტებით, როგორიცაა შაქრის წყალი, შოკოლადის სიროფი, ალუბლის სიროფი, დესერტის მოსართავები (როგორიცაა კარამელი ან ფაჯის/ნაღების სოუსი). ნარევი უნდა აურიოთ და მთლიანად მიეცეს პაციენტს. ნარევი უნდა გადაიყლაპოს მომზადებისთანავე.

როდესაც ხელმისაწვდომია მხოლოდ 75 მგ-იანი კაფსულები და საჭიროა 30 მგ ან 45 მგ დოზები, ტამიფლუს სუსპენზიის მომზადება დამატებით ეტაპებს მოიცავს. დეტალური ინსტრუქციები შეგიძლიათ იხილოთ ტამიფლუს კაფსულების შეფუთვის ფურცელში - ქ

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა