ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებები

ონკაინი

ONKAİN

რეცეპტით(40მგ+0,025მგ)ინსტრუქცია ქართულადთურქეთი
მოქმედი ნივთიერება
ლიდოკაინი (lidocaine) + adrenaline epinephrine
ფორმა და შეფუთვა
(40მგ+0,025მგ)/2მლ 2მლ საინექციო ხსნარი რეგიონალური ანესთეზიისთვის ამპულა №5
მწარმოებელი
İmaretçioğlu İlaç Sanayi Ltd. Şti., თურქეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებები, ამიდები
ATC კოდი
N01BB52
რეგისტრაციის ნომერი
რ-046290
რეგისტრირებულია
9 სექტემბერი 2026, მოქმედებს 9 სექტემბერი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „ავერსი-ფარმა“
ურთიერთქმედების შემოწმებაონკაინი და სხვა წამალი ერთად

ონკაინი — ინსტრუქცია ქართულად

მიღების წესი და დოზირება

  • მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
  • ონკაინის შენახვის პირობები
  • რას წარმოადგენს ონკაინი და რისთვის გამოიყენება?

ონკაინი შეიცავს ლიდოკაინის ჰიდროქლორიდს და ეპინეფრინს აქტიური ნივთიერებების სახით.

ლიდოკაინი მიეკუთვნება ადგილობრივი ანესთეტიკების (რეგიონული ანესთეზიის გამომწვევი მედიკამენტები) ჯგუფს. ეს მედიკამენტები გამოიყენება სხეულის დაზიანებული ნაწილის გასაყუჩებლად ან დესენსიბილიზაციისთვის.

ეპინეფრინი მიეკუთვნება ვაზოკონსტრიქტორების სახელით ცნობილი მედიკამენტების ჯგუფს. ეს მედიკამენტები ავიწროებს სისხლძარღვებს ინექციის ადგილას, რითაც ამცირებს სისხლის მიმოქცევას და ახანგრძლივებს პრეპარატის ეფექტს.

ონკაინი გამოიყენება მედიცინაში და ქირურგიის დროს ტკივილგამაყუჩებლად.

ონკაინის შეყვანის მეთოდი განსხვავდება ანესთეზიის ადგილმდებარეობისა და ტიპის მიხედვით. გადაწყვეტილებას მიიღებს ექიმი.

ონკაინი ხელმისაწვდომია კოლოფებში, რომლებიც შეიცავს 20 ამპულას, თითოეული ამპულა შეიცავს 2 მლ გამჭვირვალე, უფერო ხსნარს.

  • ინფორმაცია ონკაინის გამოყენებამდე

არ შეიძლება ონკაინის გამოყენება შემდეგ სიტუაციებში

თუ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა ლიდოკაინის, ეპინეფრინის ან ონკაინის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ,

თუ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა სხვა ადგილობრივი ანესთეტიკების მიმართ,

ხელის და ფეხის თითების, ცხვირის, ყურების და პენისის ანესთეზია,

გულის გადიდებისა და გულის უკმარისობის შემთხვევებში,

ანესთეზიის დროს გამოყენებულ პრეპარატებთან კომბინაციაში, როგორიცაა ციკლოპროპანი ან კოლაგენიზებული ნახშირწყალბადები,

მშობიარობის დროს,

ტვინის ორგანული დაზიანების შემთხვევებში,

ონკაინი სიფრთხილით გამოიყენეთ შემდეგ სიტუაციებში:

თუ გაქვთ გულის პრობლემები, როგორიცაა შენელებული გულისცემა ან მაღალი არტერიული წნევა,

თუ იღებთ გულის რიტმის მარეგულირებელ მედიკამენტებს (ანტიარითმული საშუალებები),

თუ გაქვთ ორგანიზმში სითხის დონის შემცირების პრობლემა (ჰიპოვოლემია),

თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის პრობლემები,

თუ სუნთქვის გაძნელება გაქვთ,

თუ გაქვთ ეპილეფსია (კრუნჩხვები),

თუ გაქვთ დიაბეტი,

თუ გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის დაავადება,

თუ გაქვთ ვიწროკუთხოვანი გლაუკომა (მაღალი თვალშიდა წნევა),

თუ თქვენ გაქვთ ისეთი სირთულეები, როგორიცაა პროსტატის გადიდება ან შარდვის გაძნელება,

თუ გადატანილი გაქვთ ინსულტი,

თუ ინექციის ადგილას ანთება ან ინფექცია განვითარდა,

თუ გაქვთ პორფირია, იშვიათი დაავადება (სისხლის პიგმენტის მემკვიდრეობითი დარღვევის სახეობა, რომელიც იწვევს მუცლის ტკივილს და კუნთების სპაზმებს), ან თუ თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს აქვს პორფირია,

ასეთი მდგომარეობების არსებობისას ონკაინის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ხანდაზმულებში, ზოგადი მდგომარეობის გაუარესების მქონე პირებში (სუსტი, დასუსტებული) და მძიმედ დაავადებულ პაციენტებში; საჭიროების შემთხვევაში, დოზა შეიძლება შემცირდეს.

სხეულის ტემპერატურის მატებამ შეიძლება გაზარდოს ონკაინის შეწოვა, რამაც პოტენციურად შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლისთვის საშიში გვერდითი მოვლენები; ამიტომ, ასეთ შემთხვევებში ის სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული.

სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული მძიმე შოკის დროს.

ონკაინმა შეიძლება გამოიწვიოს გახანგრძლივებული QT ინტერვალის სინდრომი (გულის რიტმის სერიოზული დარღვევა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს უეცარი სიკვდილი) / Torsades de Pointes (სიცოცხლისთვის საშიში არარეგულარული გულის რიტმი). ამიტომ, არ უნდა გამოიყენოთ ონკაინი, თუ დაგისვეს დიაგნოზი ან ეჭვი გაქვთ, რომ გაქვთ თანდაყოლილი გახანგრძლივებული QT სინდრომი ან Torsades de Pointes.

თუ ეს გაფრთხილებები თქვენ გეხებათ, მაშინაც კი, თუ ისინი წარსულშიც კი გამოგივლინდათ, მიმართეთ ექიმს.

ონკაინის გამოყენება საკვებთან და სასმელებთან ერთად

საკვებთან და სასმელებთან ურთიერთქმედება არ ვლინდება.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

გთხოვთ, აცნობოთ ექიმს, თუ იღებთ შემდეგი პრეპარატებიდან რომელიმეს:

სხვა ადგილობრივი ანესთეტიკური პრეპარატები

ეპინეფრინის შემცველი სხვა პრეპარატები

დიჰიდროერგოტამინი (გამოიყენება შაკიკის სამკურნალოდ)

ჰალოთანი (პრეპარატი, რომელიც იწვევს ზოგად ანესთეზიას)

არარეგულარული გულისცემის (არითმიების) სამკურნალო მედიკამენტები, როგორიცაა ამიოდარონი.

არტერიული წნევის დამწევი პრეპარატები, რომლებიც ანელებენ გულისცემას, როგორიცაა პროპრანოლოლი.

გულისრევის საწინააღმდეგო პრეპარატები, როგორიცაა დომპერიდონი, ბუტიროფენონის წარმოებულებია.

ბუტიროფენონის წარმოებულები, როგორიცაა ჰალოპერიდოლი, გამოიყენება ფსიქიკური და ფსიქოლოგიური პრობლემების სამკურნალოდ.

ფენოთიაზინის წარმოებულები, როგორიცაა ქლორპრომაზინი, გამოიყენება ფსიქიკური და კოგნიტური პრობლემების სამკურნალოდ.

MAOI-ები (მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორები, მაგ., იზოკარბოქსაზიდი, ლინეზოლიდი, ფენელზინი, ტრანილციპრომინი) და ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, რომლებიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ.

მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება მშობიარობის დასაჩქარებლად

ციმეტიდინი (პრეპარატი, რომელიც თრგუნავს კუჭის მჟავის გამომუშავებას)

თუ ამჟამად იღებთ ან ბოლო დროს იღებდით რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემულ მედიკამენტებს, გთხოვთ, აცნობოთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ამ მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობის დროს ონკაინის გამოყენებისას სიფრთხილეა საჭირო. თუ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, ონკაინის მიღებამდე აცნობეთ ექიმს.

თუ მკურნალობის დროს გაიგებთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვება

ამ მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი (HCI), რომელიც არის ონკაინის ერთ-ერთი აქტიური ინგრედიენტი, მცირე რაოდენობით გამოიყოფა დედის რძეში, თუმცა უცნობია, გამოიყოფა თუ არა ეპინეფრინი დედის რძეში.

თუ კვებავთ ბავშვს ძუძუთი, ონკაინის მიღებამდე აცნობეთ ექიმს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ონკაინმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა და შეანელოს რეაქციის სიჩქარე.

ონკაინის მიღებიდან მეორე დღემდე არ მართოთ მსუბუქი ავტომობილი, სატრანსპორტო საშუალება ან სხვა მექანიზმები.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ონკაინში შემავალი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ

რადგან ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს ნატრიუმის მეტაბისულფიტს, იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები და ბრონქოსპაზმი (სასუნთქი გზების შევიწროება).

ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს დოზაზე (1 მგ ნატრიუმის მეტაბისულფიტი 4.5 მგ ნატრიუმის ქლორიდი); ანუ, შეიძლება ჩაითვალოს, რომ ის არსებითად ,,ნატრიუმის გარეშე“.

გვერდითი მოვლენები

თუ თქვენ შენიშნეთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მათ შორის ისეთი, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს, ფარმაცევტს ან სხვა ჯანდაცვის სპეციალისტს. ასევე შეგიძლიათ გვერდითი მოვლენების შესახებ შეატყობინოთ თურქეთის წამლის უსაფრთხოების ორგანოს (TÜFAM) ვებ-გვერდზე www.titck.gov.tr ​​​​„გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების“ აპლიკაციაზე გადასვლით ან გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების ცხელ ხაზზე დარეკვით ნომერზე 0 800 314 00 08. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით, თქვენ ხელს შეუწყობთ თქვენს მიერ გამოყენებული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.

  • ონკაინის შენახვის პირობები

ონკაინი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას, ორიგინალ შეფუთვაში.

შეინახეთ არაუმეტეს 25°C ოთახის ტემპერატურაზე.

გამოიყენეთ პროდუქტი ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.

არ გამოიყენოთ ონკაინი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. თუ პროდუქტსა და/ან შეფუთვაში რაიმე დეფექტს შეამჩნევთ, არ გამოიყენოთ ონკაინი.

არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად! გადაიტანეთ ისინი გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს შეგროვების პუნქტში.

გაცემის წესი- ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

ლიცენზიის მფლობელი:

ონფარმა ილაჩ სანაი ლტდ სტი/Onfarma İlaç Sanayi Ltd Şti.

კალე მაჰ. გაზი კად ბაფრა ის ჰანი,

No: 51 კატ: 3/12 ილკადიმ / სამსუნი

წარმოების ადგილი:

იმარეტჩიოღლუ ილაჩ სანაი ლტდ. სტი.

სამსუნ შერბესტ ბოლგე სუბესი,

ლიმანიჩი/სამსუნი

წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციის დამტკიცების თარიღია 25/10/2017.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებები: თითოეული 2 მლ ამპულა შეიცავს 40 მგ ლიდოკაინის ჰიდროქლორიდს (20 მგ/მლ) და 0.025 მგ ადრენალინის ფუძეს (0.0125 მგ/მლ) აქტიური ინგრედიენტების სახით.

დამხმარე ნივთერებები: ნატრიუმის მეტაბისულფიტი, ნატრიუმის ქლორიდი, მარილმჟავა (pH-ის კორექციისათვის) და საინექციო წყალი (q.s.).

გამოყენებამდე გაეცანით გამოყენების ინსტრუქციას.

ნებისმიერი მოულოდნელი ეფექტის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას საწყის შეფუთვაში.

შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე. დაიცავით სინათლისგან.

არ შეიძინოთ დაჭრილი ან გახსნილი შეფუთვა.

გაიცემა მხოლოდ რეცეპტის საფუძველზე.

ლიცენზიის მფლობელი:

ონფარმა ილაჩ სანაი ლტდ სტი/Onfarma İlaç Sanayi Ltd Şti.

კალე მაჰ. გაზი კად ბაფრა ის ჰანი, No: 51 კატ: 3/12 ილკადიმ / სამსუნი

წარმოების ადგილი:

იმარეტჩიოღლუ ილაჩ სანაი ლტდ. სტი.

თავისუფალი ზონა E, ნაკვეთი 2, ლიმანიჩი/სამსუნი

ლიცენზიის თარიღი და ნომერი: 25.10.2017 - 2017/824

ონფარმა

ონკაინი 40 მგ / 2 მლ + 0.025 მგ/ 2 მლ

საინექციო ხსნარი ამპულებში

ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი/ადრენალინის ფუძე

2d ბარკოდი

(01)08680202600318

(21)00000000000001

ვარგისიანობის ვადა: 30.04.2028

პარტიის ნომერი: 0340526

ხელმოწერა/ფირმის ბეჭედი

თარგმანი შეესაბამება ორიგინალს.

თარჯიმანი:

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სარეკომენდაციო ვერსია

სამედიცინო პროდუქტის გამოყენების ინსტრუქცია

ონკაინი 40 მგ/2 მლ + 0.025 მგ/2 მლ ამპულა საინექციო ხსნარით.

სტერილური

შეიყვანება ინექციის გზით.

აქტიური ნივთიერებები: თითოეული 2 მლ ამპულა შეიცავს 40 მგ ლიდოკაინის ჰიდროქლორიდს (20 მგ/მლ) და 0.025 მგ ადრენალინის ფუძეს (0.0125 მგ/მლ) აქტიური ინგრედიენტების სახით.

დამხმარე ნივთერებები: მარილმჟავა (pH-ის კორექციისათვის), ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის მეტაბისულფიტი, საინექციო წყალი.

ამ მედიკამენტის გამოყენებამდე, გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ გამოყენების ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ გამოყენების ინსტრუქცია. შესაძლოა მოგვიანებით ხელახლა დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს მედიკამენტი დანიშნულია პირადად თქვენთვის; არ მისცეთ ის სხვას გამოყენებისთვის.

თუ ამ მედიკამენტის გამოყენების დროს მოგიწევთ ექიმთან ან საავადმყოფოში ვიზიტი, აცნობეთ ექიმს, რომ იყენებთ ამ მედიკამენტს.

ზუსტად დაიცავით ინსტრუქცია. არ გამოიყენოთ რეკომენდებულზე მაღალი ან დაბალი დოზა.

გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს:

  • რას წარმოადგენს ონკაინი და რისთვის გამოიყენება
  • ინფორმაცია ონკაინის გამოყენებამდე
  • ონკაინის გამოყენების წესი
  • მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
  • ონკაინის შენახვის პირობები
  • რას წარმოადგენს ონკაინი და რისთვის გამოიყენება?

ონკაინი შეიცავს ლიდოკაინის ჰიდროქლორიდს და ეპინეფრინს აქტიური ნივთიერებების სახით.

ლიდოკაინი მიეკუთვნება ადგილობრივი ანესთეტიკების (რეგიონული ანესთეზიის გამომწვევი მედიკამენტები) ჯგუფს. ეს მედიკამენტები გამოიყენება სხეულის დაზიანებული ნაწილის გასაყუჩებლად ან დესენსიბილიზაციისთვის.

ეპინეფრინი მიეკუთვნება ვაზოკონსტრიქტორების სახელით ცნობილი მედიკამენტების ჯგუფს. ეს მედიკამენტები ავიწროებს სისხლძარღვებს ინექციის ადგილას, რითაც ამცირებს სისხლის მიმოქცევას და ახანგრძლივებს პრეპარატის ეფექტს.

ონკაინი გამოიყენება მედიცინაში და ქირურგიის დროს ტკივილგამაყუჩებლად.

ონკაინის შეყვანის მეთოდი განსხვავდება ანესთეზიის ადგილმდებარეობისა და ტიპის მიხედვით. გადაწყვეტილებას მიიღებს ექიმი.

ონკაინი ხელმისაწვდომია კოლოფებში, რომლებიც შეიცავს 20 ამპულას, თითოეული ამპულა შეიცავს 2 მლ გამჭვირვალე, უფერო ხსნარს.

  • ინფორმაცია ონკაინის გამოყენებამდე

არ შეიძლება ონკაინის გამოყენება შემდეგ სიტუაციებში

თუ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა ლიდოკაინის, ეპინეფრინის ან ონკაინის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ,

თუ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა სხვა ადგილობრივი ანესთეტიკების მიმართ,

ხელის და ფეხის თითების, ცხვირის, ყურების და პენისის ანესთეზია,

გულის გადიდებისა და გულის უკმარისობის შემთხვევებში,

ანესთეზიის დროს გამოყენებულ პრეპარატებთან კომბინაციაში, როგორიცაა ციკლოპროპანი ან კოლაგენიზებული ნახშირწყალბადები,

მშობიარობის დროს,

ტვინის ორგანული დაზიანების შემთხვევებში,

ონკაინი სიფრთხილით გამოიყენეთ შემდეგ სიტუაციებში:

თუ გაქვთ გულის პრობლემები, როგორიცაა შენელებული გულისცემა ან მაღალი არტერიული წნევა,

თუ იღებთ გულის რიტმის მარეგულირებელ მედიკამენტებს (ანტიარითმული საშუალებები),

თუ გაქვთ ორგანიზმში სითხის დონის შემცირების პრობლემა (ჰიპოვოლემია),

თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის პრობლემები,

თუ სუნთქვის გაძნელება გაქვთ,

თუ გაქვთ ეპილეფსია (კრუნჩხვები),

თუ გაქვთ დიაბეტი,

თუ გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის დაავადება,

თუ გაქვთ ვიწროკუთხოვანი გლაუკომა (მაღალი თვალშიდა წნევა),

თუ თქვენ გაქვთ ისეთი სირთულეები, როგორიცაა პროსტატის გადიდება ან შარდვის გაძნელება,

თუ გადატანილი გაქვთ ინსულტი,

თუ ინექციის ადგილას ანთება ან ინფექცია განვითარდა,

თუ გაქვთ პორფირია, იშვიათი დაავადება (სისხლის პიგმენტის მემკვიდრეობითი დარღვევის სახეობა, რომელიც იწვევს მუცლის ტკივილს და კუნთების სპაზმებს), ან თუ თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს აქვს პორფირია,

ასეთი მდგომარეობების არსებობისას ონკაინის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ხანდაზმულებში, ზოგადი მდგომარეობის გაუარესების მქონე პირებში (სუსტი, დასუსტებული) და მძიმედ დაავადებულ პაციენტებში; საჭიროების შემთხვევაში, დოზა შეიძლება შემცირდეს.

სხეულის ტემპერატურის მატებამ შეიძლება გაზარდოს ონკაინის შეწოვა, რამაც პოტენციურად შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლისთვის საშიში გვერდითი მოვლენები; ამიტომ, ასეთ შემთხვევებში ის სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული.

სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული მძიმე შოკის დროს.

ონკაინმა შეიძლება გამოიწვიოს გახანგრძლივებული QT ინტერვალის სინდრომი (გულის რიტმის სერიოზული დარღვევა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს უეცარი სიკვდილი) / Torsades de Pointes (სიცოცხლისთვის საშიში არარეგულარული გულის რიტმი). ამიტომ, არ უნდა გამოიყენოთ ონკაინი, თუ დაგისვეს დიაგნოზი ან ეჭვი გაქვთ, რომ გაქვთ თანდაყოლილი გახანგრძლივებული QT სინდრომი ან Torsades de Pointes.

თუ ეს გაფრთხილებები თქვენ გეხებათ, მაშინაც კი, თუ ისინი წარსულშიც კი გამოგივლინდათ, მიმართეთ ექიმს.

ონკაინის გამოყენება საკვებთან და სასმელებთან ერთად

საკვებთან და სასმელებთან ურთიერთქმედება არ ვლინდება.

ორსულობა

ამ მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობის დროს ონკაინის გამოყენებისას სიფრთხილეა საჭირო. თუ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, ონკაინის მიღებამდე აცნობეთ ექიმს.

თუ მკურნალობის დროს გაიგებთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვება

ამ მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი (HCI), რომელიც არის ონკაინის ერთ-ერთი აქტიური ინგრედიენტი, მცირე რაოდენობით გამოიყოფა დედის რძეში, თუმცა უცნობია, გამოიყოფა თუ არა ეპინეფრინი დედის რძეში.

თუ კვებავთ ბავშვს ძუძუთი, ონკაინის მიღებამდე აცნობეთ ექიმს.

ზეგავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

ონკაინმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა და შეანელოს რეაქციის სიჩქარე.

ონკაინის მიღებიდან მეორე დღემდე არ მართოთ მსუბუქი ავტომობილი, სატრანსპორტო საშუალება ან სხვა მექანიზმები.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ონკაინში შემავალი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ

რადგან ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს ნატრიუმის მეტაბისულფიტს, იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები და ბრონქოსპაზმი (სასუნთქი გზების შევიწროება).

ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს დოზაზე (1 მგ ნატრიუმის მეტაბისულფიტი 4.5 მგ ნატრიუმის ქლორიდი); ანუ, შეიძლება ჩაითვალოს, რომ ის არსებითად ,,ნატრიუმის გარეშე“.

გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად

გთხოვთ, აცნობოთ ექიმს, თუ იღებთ შემდეგი პრეპარატებიდან რომელიმეს:

სხვა ადგილობრივი ანესთეტიკური პრეპარატები

ეპინეფრინის შემცველი სხვა პრეპარატები

დიჰიდროერგოტამინი (გამოიყენება შაკიკის სამკურნალოდ)

ჰალოთანი (პრეპარატი, რომელიც იწვევს ზოგად ანესთეზიას)

არარეგულარული გულისცემის (არითმიების) სამკურნალო მედიკამენტები, როგორიცაა ამიოდარონი.

არტერიული წნევის დამწევი პრეპარატები, რომლებიც ანელებენ გულისცემას, როგორიცაა პროპრანოლოლი.

გულისრევის საწინააღმდეგო პრეპარატები, როგორიცაა დომპერიდონი, ბუტიროფენონის წარმოებულებია.

ბუტიროფენონის წარმოებულები, როგორიცაა ჰალოპერიდოლი, გამოიყენება ფსიქიკური და ფსიქოლოგიური პრობლემების სამკურნალოდ.

ფენოთიაზინის წარმოებულები, როგორიცაა ქლორპრომაზინი, გამოიყენება ფსიქიკური და კოგნიტური პრობლემების სამკურნალოდ.

MAOI-ები (მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორები, მაგ., იზოკარბოქსაზიდი, ლინეზოლიდი, ფენელზინი, ტრანილციპრომინი) და ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, რომლებიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ.

მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება მშობიარობის დასაჩქარებლად

ციმეტიდინი (პრეპარატი, რომელიც თრგუნავს კუჭის მჟავის გამომუშავებას)

თუ ამჟამად იღებთ ან ბოლო დროს იღებდით რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემულ მედიკამენტებს, გთხოვთ, აცნობოთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • ონკაინის გამოყენების წესი

ინსტრუქცია სწორი გამოყენების და დოზირების/გამოყენების სიხშირის შესახებ:

ექიმის მიერ დანიშნული დოზა დამოკიდებული იქნება ტკივილის ტიპზე, რომელსაც განიცდით.

დოზირება დამოკიდებულია თქვენი სხეულის წონაზე, სხეულის ცხიმის პროცენტულ მაჩვენებელზე, ფიზიკურ მდგომარეობასა და ინექციის ადგილას. შეყვანილი იქნება ყველაზე დაბალი დოზა, რომელიც სასურველ ეფექტს მიაღწევს. ონკაინი, როგორც წესი, ქირურგიული ჩარევის ადგილთან ახლოს შეჰყავთ. ის ბლოკავს ნერვებს, რომლებიც ტკივილის სიგნალებს ტვინში გადასცემენ, რითაც ხელს უშლის ტკივილის შეგრძნებას. ეფექტი ინექციიდან რამდენიმე წუთში იწყება და პროცედურის დასრულების შემდეგ თანდათან ქრება.

შეყვანის მეთოდი და პროცედურა:

ონკაინს ინექციის სახით შეგიყვანთ ექიმი.

ონკაინი, როგორც წესი, ოპერაციის ადგილის მახლობლად შეჰყავთ.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

გამოყენება ბავშვებში:

ბავშვებში დოზები უნდა შემცირდეს ფიზიკური მდგომარეობის, სხეულის წონისა და ასაკის მიხედვით. 6-12 წლის ბავშვებისთვის უნდა იქნას გამოყენებული ზრდასრულთა დოზის ნახევარი.

ხანდაზმული პირები:

ადგილობრივი ანესთეტიკების საჭიროება ხანდაზმულ პაციენტებში ნაკლებია. ამიტომ, ყურადღება უნდა მიექცეს შესაყვან დოზას.

გამოყენების განსაკუთრებული პირობები:

თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა:

თირკმლის დაავადების მქონე პაციენტებში დოზა უნდა შემცირდეს.

ღვიძლის უკმარისობის დროს გამოიყენეთ სიფრთხილით.

სხვა:

დოზები უნდა შემცირდეს დასუსტებულ და გულის დაავადების მქონე პაციენტებში.

თუ ფიქრობთ, რომ ონკაინის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ მიიღეთ ონკაინის საჭიროზე მეტი დოზა:

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ონკაინი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

საჭიროზე მეტი ონკაინის მიღების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს სერიოზული გვერდითი მოვლენები, რომლებიც საჭიროებს სპეციალურ მკურნალობას. ექიმი გაცნობებთ ამ სიტუაციების შესახებ. პირველი სიმპტომები, რომლებიც ჩვეულებრივ ვლინდება საჭიროზე მეტი ონკაინის მიღებისას, არის შემდეგი:

თავბრუსხვევა, შეუძლოდ ყოფნა

ტუჩებისა და პირის ღრუს ირგვლივ დაბუჟება

ენის დაბუჟება

სმენის პრობლემები

მხედველობის პრობლემები

სერიოზული გვერდითი მოვლენების რისკის შესამცირებლად, ექიმი დაუყოვნებლივ შეწყვეტს ონკაინის მიღებას, თუ ეს სიმპტომები გამოვლინდება. თუ თქვენ განიცდით ამ სიმპტომებს ან ეჭვი გეპარებათ, რომ მიიღეთ საჭიროზე მეტი ონკაინი, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს.

ონკაინის ჭარბი დოზირების შედეგად შესაძლოა განვითარდეს სხვა გვერდითი მოვლენები, მათ შორის მეტყველების დარღვევები, ირაციონალური ქცევა, კუნთების კანკალი, კრუნჩხვები, გულსა და სისხლძარღვებზე ზემოქმედება, გონების დაკარგვა, კომა და სუნთქვის დროებითი გაჩერება (აპნოე).

თუ დაგავიწყდათ ონკაინის საჭირო დოზის გამოყენება

გამოტოვებული დოზების კომპენსირებისთვის არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

ონკაინის მკურნალობის შეწყვეტის შესაძლო ეფექტები

არ აღინიშნება.

  • მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები

ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად, ონკაინმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები იმ ადამიანებში, რომლებსაც აქვთ მომატებული მგრძნობელობა მასში შემავალი ნივთიერებების მიმართ.

შეწყვიტეთ ონკაინის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას, თუ შემდეგი სიმპტომებიდან რომელიმე გამოვლინდა:

სახის, ტუჩების, ენისა და ყელის შეშუპება (რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის გაძნელება)

უეცარი, ძლიერი შეშუპება ხელებში, ფეხებსა და კოჭებში.

სუნთქვის გაძნელება

ძლიერი ქავილი, რომელსაც შეიძლება თან ახლდეს კანზე მცირე ბუშტუკების გაჩენა.

ეს ყველაფერი ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია. თუ თქვენ გამოგივლინდათ რომელიმე ეს გვერდითი მოვლენა, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ სერიოზული ალერგია ონკაინზე. შესაძლოა დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.

სხვა შესაძლო გვერდითი მოვლენები:

შეიძლება გამოიწვიოს შეშუპება გამოყენების ადგილას. შეშუპება დროთა განმავლობაში გაქრება.

ხშირი გვერდითი მოვლენები (ვლინდება 10 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში)

დაბალი არტერიული წნევა (ამან შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა და უღონობა)

მაღალი არტერიული წნევა

გულისრევა და ღებინება

ჩხვლეტის და ჩხვლეტის შეგრძნება

ჩხვლეტის შეგრძნება და დაბუჟება

თავბრუსხვევა, თავის ტკივილი

გულისცემის შენელება ან აჩქარებული გულისცემა

შფოთვა, შიში და მოუსვენრობა

კანკალი

სუნთქვის გაძნელება

ოფლიანობა

სიფერმკრთალე

იშვიათი გვერდითი მოვლენები (ვლინდება 100 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში)

ტინიტუსი ან მგრძნობელობა ბგერების მიმართ

მეტყველების გაძნელება

ენის ან პირის ღრუს დაბუჟება

კრუნჩხვები

ძილიანობა

მხედველობის დაბინდვა

გულის უეცარი გაჩერება, გულის რიტმის დარღვევები

იშვიათი გვერდითი მოვლენები (ვლინდება 1000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში).

არარეგულარული გულისცემა (არითმიები),

ნერვის დაზიანება (ნეიროპათია), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს განწყობის ცვლილებები ან კუნთების სისუსტე. ეს მოიცავს პერიფერიული ნერვების დაზიანებას.

დაავადება, რომელსაც არაქნოიდიტი ეწოდება (ზურგის ტვინის გარშემო არსებული მემბრანის ანთება).

ტკივილი ან წვის შეგრძნება წელის ქვედა ნაწილში ან ფეხებში, ასევე ჩხვლეტის შეგრძნება, დაბუჟება და სისუსტე ფეხებში,

გაორებული ხედვა

სუნთქვის შენელება ან შეწყვეტა, გულისცემის შეჩერება.

უცნობია სიხშირე (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით)

მეთემოგლობინემია (სისხლის დაავადების სახეობა, რომლის დროსაც სისხლში ჟანგბადის მიწოდება ირღვევა)

თავის ტვინის სისხლდენა

გულის დაავადებები, როგორიცაა სიცოცხლისთვის საშიში გულის რითმის დარღვევები (პარკუჭოვანი ფიბრილაცია) და გულმკერდის ტკივილი (სტენოკარდია), გამოწვეული გულის მომმარაგებელი სისხლძარღვების შევიწროებით/ბლოკირებით

ნერვული სისტემის დარღვევები, როგორიცაა ავტონომიური ჰიპერრეფლექსია (დაავადება, რომელიც მოიცავს პარასიმპათიკურ და სიმპათიკურ ნერვულ სისტემებს)

ფილტვის შეშუპება

ონკაინის გამოყენებისას ასევე შეიძლება განვითარდეს ნერვების მუდმივი დაზიანება, რაც სხვა ადგილობრივი ანესთეტიკების გამოყენებისას შეინიშნება. თუ ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე გვერდითი მოვლენა შენიშნეთ, გთხოვთ, აცნობოთ ექიმს. ზოგიერთი გვერდითი მოვლენა შეიძლება სერიოზული იყოს.

თუ შენიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული ამ ფურცელ-ჩანართში, გთხოვთ, აცნობოთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება:

თუ თქვენ შენიშნეთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მათ შორის ისეთი, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს, ფარმაცევტს ან სხვა ჯანდაცვის სპეციალისტს. ასევე შეგიძლიათ გვერდითი მოვლენების შესახებ შეატყობინოთ თურქეთის წამლის უსაფრთხოების ორგანოს (TÜFAM) ვებ-გვერდზე www.titck.gov.tr ​​​​„გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების“ აპლიკაციაზე გადასვლით ან გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების ცხელ ხაზზე დარეკვით ნომერზე 0 800 314 00 08. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით, თქვენ ხელს შეუწყობთ თქვენს მიერ გამოყენებული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.

  • ონკაინის შენახვის პირობები

ონკაინი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას, ორიგინალ შეფუთვაში.

შეინახეთ არაუმეტეს 25°C ოთახის ტემპერატურაზე.

გამოიყენეთ პროდუქტი ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.

არ გამოიყენოთ ონკაინი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. თუ პროდუქტსა და/ან შეფუთვაში რაიმე დეფექტს შეამჩნევთ, არ გამოიყენოთ ონკაინი.

არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად! გადაიტანეთ ისინი გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს შეგროვების პუნქტში.

გაცემის წესი- ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

ლიცენზიის მფლობელი:

ონფარმა ილაჩ სანაი ლტდ სტი/Onfarma İlaç Sanayi Ltd Şti.

კალე მაჰ. გაზი კად ბაფრა ის ჰანი,

No: 51 კატ: 3/12 ილკადიმ / სამსუნი

წარმოების ადგილი:

იმარეტჩიოღლუ ილაჩ სანაი ლტდ. სტი.

სამსუნ შერბესტ ბოლგე სუბესი,

ლიმანიჩი/სამსუნი

წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციის დამტკიცების თარიღია 25/10/2017.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა