ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
სახსრებისა და კუნთების ტკივილის სამკურნალო ადგილობრივი გამოყენების საშუალებები

დიმექსიდი

DIMEXIDE

ურეცეპტოდ100მლინსტრუქცია ქართულადუკრაინა
რისთვის გამოიყენება

საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ანთებითი დაავადებების კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში: რევმატოიდული ართრიტი, ბეხტერევის დაავადება, მადეფორმირებელი ოსტეოართროზი (პერიარტიკულარული ქსოვილების დაზიანების დროს); …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
sulfoxide
ფორმა და შეფუთვა
100მლ გარეგანი გამოყენების სითხე ნარინჯისფერი მინის ფლაკონი №1
მწარმოებელი
«Lubnypharm» JSC, უკრაინა
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სახსრებისა და კუნთების ტკივილის სამკურნალო ადგილობრივი გამოყენების საშუალებები, სახსრებისა და კუნთების ტკივილის სამკურნალო ადგილობრივი გამოყენების სხვა საშუალებები
ATC კოდი
M02AX03
რეგისტრაციის ნომერი
რ-046269
რეგისტრირებულია
8 სექტემბერი 2026, მოქმედებს 8 სექტემბერი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
«Lubnypharm» JSC (უკრაინა)
განმცხადებელი
შპს „იმპექსფარმი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებადიმექსიდი და სხვა წამალი ერთად

დიმექსიდი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ანთებითი დაავადებების კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში: რევმატოიდული ართრიტი, ბეხტერევის დაავადება, მადეფორმირებელი ოსტეოართროზი (პერიარტიკულარული ქსოვილების დაზიანების დროს); ართროპათიების, დაჟეჟილობისას მყესის დაჭიმვის, ტრავმული ინფილტრატების, მწვავე და ქრონიკული ოსტეომიელიტების, ჩირქოვანი ჭრილობების, აბსცესების დროს.

აგრეთვე გამოიყენება კანის პლასტიკურ ქირურგიაში - გადანერგილი კანის აუტო- და ჰომოტრანსპლანტანტების მიხორცებისთვის, აგრეთვე კანის ჰომოტრანსპლანტანტების კონსერვირებისთვის.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ. გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა, გამოხატული ათეროსკლეროზი, სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი, თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ინსულტი, კომატოზური მდგომარეობები, გლაუკომა, კატარაქტა.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

დიმეთილსულფოქსიდი აძლიერებს ეთანოლის (ალკოჰოლი აფერხებს პრეპარატის გამოყოფას), ინსულინის, აცეტილსალიცილის მჟავას, ბუტადიონის, დიგიტალისის პრეპარატების, ქინიდინის, ნიტროგლიცერინის, ანტიბიოტიკების (სტრეპტომიცინის, მონომიცინის და სხვა), ქლორამფენიკოლის, რიფამპიცინის, გრიზეოფულვინის მოქმედებას, ახდენს ორგანიზმის სენსიბილიზაციას სანარკოზე საშუალებების მიმართ. გასათვალისწინებელია, რომ პრეპარატი აძლიერებს როგორც სამკურნალო საშუალებების სპეციფიკურ აქტივობას, ასევე მათ ტოქსიკურობას. შესაძლებელია ერთდროული გამოყენება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად მადეფორმირებელი ოსტეოართროზის და რევმატოიდული ართრიტის კომპლექსურ თერაპიაში; კომბინაციაში ადგილობრივი მოქმედების ანტიმიკრობულ საშუალებებთან (სინტომიცინის ლინიმენტი) - სტრეპტოდერმიის სამკურნალოდ.

გამოყენების თავისებურებები.

არ დაიტანოთ დაზიანებულ და ალერგიული გამოვლინებების მქონე კანზე. არ დაიტანოთ სახის კანზე.

პრეპარატის გამოყენებამდე რეკომენდებულია მგრძნობელობაზე სინჯის გაკეთება. ამისთვის დაიტანება კანზე დიმექსიდით დასველებული ბამბის ტამპონით. დიმექსიდის დატანის შემდეგ კანის მკვეთრი გაწითლება და ქავილი მეტყველებს ინდივიდუალურ მომატებულ მგრძნობელობაზე პრეპარატის მიმართ.

ხანდაზმული ასაკის პაციენტებს პრეპარატის გამოყენება შეუძლიათ ექიმთან წინასწარი კონსულტაციის შემდეგ.

დაუშვებელია პრეპარატის მოხვედრა ლორწოვან გარსებზე და თვალებში. პრეპარატის თვალებში შემთხვევითი მოხვედრისას საჭიროა მათი დაუყოვნებლივ გამოირეცხვა გამდინარე წყლით.

18°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე შესაძლებელია დიმეთილსულფოქსიდის კრისტალიზაცია, რაც არ მოქმედებს პრეპარატის ხარისხზე. კრისტალების გასალღობად საჭიროა პრეპარატის ფლაკონის ფრთხილად შეთბობა ორთქლის აბაზანაზე (წყლის ტემპერატურა თითქმის 60°C).

არ უნდა დაირღვეს სამკურნალო საშუალების გამოყენების წესები, ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს ჯანმრთელობას.

გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს.

ორსულობის პერიოდში პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია. დიმეთილსულფოქსიდით მკურნალობის დროს ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

ზეგავლენის უნარი რეაქციის სისწრაფეზე ავტოტრანსპორტის მართვისას ან სხვა მექანიზმებთან მუშაობისას.

საჭიროა სიფრთხილით გამოყენება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედების, კერძოდ თავბრუსხვევის წარმოქმნის ალბათობის, გათვალისწინებით.

გამოყენების წესი და დოზები.

გამოიყენება წყალხსნარების (30-50% კონცენტრაციის) სახით კომპრესებისათვის, ტამპონებისათვის.

დიმექსიდის ხსნარით დასველებული მარლის საფენები დაიტანება დაზიანებულ უბანზე, კანის მიმდებარე ჯანმრთელი უბნების ჩათვლით, დღეში ერთხელ 20-30 წუთით. საფენზე ზემოდან დაიტანება პოლიეთილენის აპკი და ბამბის ან სელის ქსოვილი.

დიფუზური სტრეპტოდერმიების დროს რეკომენდებულია კომპრესები პრეპარატ დიმექსიდის 40-90% ხსნარით.

კანის ჩირქოვანი დაავადებების დროს გამოიყენება 40% ხსნარი.

კანის პლასტიკურ ქირურგიაში გამოიყენება სახვევები პრეპარატის 10-20% ხსნარით გადანერგილ აუტო- და ჰომოტრანსპლანტანტებზე უშუალოდ ოპერაციის შემდეგ და პოსტოპერაციული პერიოდის შემდგომ დღეებში ტრანსპლანტანტის მყარად მიხორცებამდე. როგორც კანის ჰომოტრანსპლანტანტების შესანახი საკონსერვაციო არე გამოიყენება დიმექსიდის 5 % ხსნარი რინგერის ხსნარში.

პრეპარატის წყალხსნარების მითითებული კონცენტრაციებში მომზადების რეკომენდაციები:

ხსნარის კონცენტრაცია, %

პრეპარატის რაოდენობა, მოცულობით წილებში

წყლის რაოდენობა, მოცულობით წილებში

10

20

30

40

50

90

1

1

3

2

1

9

9

4

7

3

1

1

ბავშვები.

პრეპარატი არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ჭარბი დოზა

პრეპარატის დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (ჭინჭრის ციება, შეშუპება) და გვერდითი მოქმედების გამოვლინებების გაძლიერება, რაც მოითხოვს პრეპარატის გამოყენების შეწყვეტას და სიმპტომური თერაპიის ჩატარებას.

გვერდითი რეაქციები.

დიმეთილსულფოქსიდი ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება, მაგრამ ზოგიერთ პაციენტში შესაძლებელია კანის წვა, ჰიპერემია, ერითემა, კანის სიმშრალე, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, უძილობა, ადინამია, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის დერმატიტი, გამონაყარი კანზე, ანგიონევროზული შეშუპება, ქავილი, ბრონქოსპაზმი.

ვარგისობის ვადა. 3 წელი

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება: 1 ფლაკონი შეიცავს 100 მლ დიმექსიდს (დიმეთილსულფოქსიდს).

სამკურნალწამლო ფორმა: გარეგანი გამოყენების სითხე.

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: უფერო სითხე ან უფერო კრისტალები. ჰიგროსკოპიულია.

შენახვის პირობები

ინახება ორიგინალ შეფუთვაში არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა. 100 მლ ფლაკონებში № 1.

გაცემის კატეგორია.

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი

სს "ლუბნიფარმი“.

მწარმოებლის ადგილმდებარეობა და მისი საქმიანობის განხორციელების მისამართი.

უკრაინა, 37500, პოლტავის ოლქი, ქ. ლუბნი, ბარვინკოვის ქ., 16.

ბოლო გადახედვის თარიღი.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ადგილობრივი გამოყენების საშუალებები სახსრების და კუნთების ტკივილისას.

ათქ კოდი M02AX03.

ფარმაკოლოგიური თვისებები.

ფარმაკოდინამიკა.

დიმეთილსულფოქსიდს გააჩნია ბიოლოგიურ მემბრანებში, მათ შორის კანში, შეღწევის თვისება, ამგვარად ახდენს თავისი სპეციფიკური ეფექტების რეალიზაციას, რომელთაც მიეკუთვნება ანთების საწინააღმდეგო, ანტიპირეტიული, ანალგეზური, ანტისეპტიკური, ზომიერი ფიბრინოლიზური მოქმედება. პრეპარატი აძლიერებს სამკურნალო საშუალებების შეღწევას დაუზიანებელ კანში და ლორწოვან გარსებში (ტრანსპორტირების უნარი).

ფარმაკოკინეტიკა.

ხსნარის (90%) კანზე აპლიკაციისას იგი ვლინდება სისხლში 5 წუთის შემდეგ, აღწევს მაქსიმალურ კონცენტრაციას 4-6 საათში თითქმის უცვლელი დონის შენარჩუნებით 1,5-3 დღე-ღამის განმავლობაში. დიმეთილსულფოქსიდი გამოიყოფა შარდთან და განავალთან ერთად როგორც უცვლელი სახით, ისევე დიმეთილსულფონის სახით.

კლინიკური მახასიათებლები.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

დიმექსიდი

(DIMEXIDE)

შემადგენლობა:

მოქმედი ნივთიერება: 1 ფლაკონი შეიცავს 100 მლ დიმექსიდს (დიმეთილსულფოქსიდს).

სამკურნალწამლო ფორმა: გარეგანი გამოყენების სითხე.

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: უფერო სითხე ან უფერო კრისტალები. ჰიგროსკოპიულია.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ადგილობრივი გამოყენების საშუალებები სახსრების და კუნთების ტკივილისას.

ათქ კოდი M02AX03.

ფარმაკოლოგიური თვისებები.

ფარმაკოდინამიკა.

დიმეთილსულფოქსიდს გააჩნია ბიოლოგიურ მემბრანებში, მათ შორის კანში, შეღწევის თვისება, ამგვარად ახდენს თავისი სპეციფიკური ეფექტების რეალიზაციას, რომელთაც მიეკუთვნება ანთების საწინააღმდეგო, ანტიპირეტიული, ანალგეზური, ანტისეპტიკური, ზომიერი ფიბრინოლიზური მოქმედება. პრეპარატი აძლიერებს სამკურნალო საშუალებების შეღწევას დაუზიანებელ კანში და ლორწოვან გარსებში (ტრანსპორტირების უნარი).

ფარმაკოკინეტიკა.

ხსნარის (90%) კანზე აპლიკაციისას იგი ვლინდება სისხლში 5 წუთის შემდეგ, აღწევს მაქსიმალურ კონცენტრაციას 4-6 საათში თითქმის უცვლელი დონის შენარჩუნებით 1,5-3 დღე-ღამის განმავლობაში. დიმეთილსულფოქსიდი გამოიყოფა შარდთან და განავალთან ერთად როგორც უცვლელი სახით, ისევე დიმეთილსულფონის სახით.

კლინიკური მახასიათებლები.

ჩვენებები.

საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ანთებითი დაავადებების კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში: რევმატოიდული ართრიტი, ბეხტერევის დაავადება, მადეფორმირებელი ოსტეოართროზი (პერიარტიკულარული ქსოვილების დაზიანების დროს); ართროპათიების, დაჟეჟილობისას მყესის დაჭიმვის, ტრავმული ინფილტრატების, მწვავე და ქრონიკული ოსტეომიელიტების, ჩირქოვანი ჭრილობების, აბსცესების დროს.

აგრეთვე გამოიყენება კანის პლასტიკურ ქირურგიაში - გადანერგილი კანის აუტო- და ჰომოტრანსპლანტანტების მიხორცებისთვის, აგრეთვე კანის ჰომოტრანსპლანტანტების კონსერვირებისთვის.

უკუჩვენებები.

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ. გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა, გამოხატული ათეროსკლეროზი, სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი, თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ინსულტი, კომატოზური მდგომარეობები, გლაუკომა, კატარაქტა.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთნ და ურთიერთქმედების სხვა სახეები.

დიმეთილსულფოქსიდი აძლიერებს ეთანოლის (ალკოჰოლი აფერხებს პრეპარატის გამოყოფას), ინსულინის, აცეტილსალიცილის მჟავას, ბუტადიონის, დიგიტალისის პრეპარატების, ქინიდინის, ნიტროგლიცერინის, ანტიბიოტიკების (სტრეპტომიცინის, მონომიცინის და სხვა), ქლორამფენიკოლის, რიფამპიცინის, გრიზეოფულვინის მოქმედებას, ახდენს ორგანიზმის სენსიბილიზაციას სანარკოზე საშუალებების მიმართ. გასათვალისწინებელია, რომ პრეპარატი აძლიერებს როგორც სამკურნალო საშუალებების სპეციფიკურ აქტივობას, ასევე მათ ტოქსიკურობას. შესაძლებელია ერთდროული გამოყენება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად მადეფორმირებელი ოსტეოართროზის და რევმატოიდული ართრიტის კომპლექსურ თერაპიაში; კომბინაციაში ადგილობრივი მოქმედების ანტიმიკრობულ საშუალებებთან (სინტომიცინის ლინიმენტი) - სტრეპტოდერმიის სამკურნალოდ.

გამოყენების თავისებურებები.

არ დაიტანოთ დაზიანებულ და ალერგიული გამოვლინებების მქონე კანზე. არ დაიტანოთ სახის კანზე.

პრეპარატის გამოყენებამდე რეკომენდებულია მგრძნობელობაზე სინჯის გაკეთება. ამისთვის დაიტანება კანზე დიმექსიდით დასველებული ბამბის ტამპონით. დიმექსიდის დატანის შემდეგ კანის მკვეთრი გაწითლება და ქავილი მეტყველებს ინდივიდუალურ მომატებულ მგრძნობელობაზე პრეპარატის მიმართ.

ხანდაზმული ასაკის პაციენტებს პრეპარატის გამოყენება შეუძლიათ ექიმთან წინასწარი კონსულტაციის შემდეგ.

დაუშვებელია პრეპარატის მოხვედრა ლორწოვან გარსებზე და თვალებში. პრეპარატის თვალებში შემთხვევითი მოხვედრისას საჭიროა მათი დაუყოვნებლივ გამოირეცხვა გამდინარე წყლით.

18°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე შესაძლებელია დიმეთილსულფოქსიდის კრისტალიზაცია, რაც არ მოქმედებს პრეპარატის ხარისხზე. კრისტალების გასალღობად საჭიროა პრეპარატის ფლაკონის ფრთხილად შეთბობა ორთქლის აბაზანაზე (წყლის ტემპერატურა თითქმის 60°C).

არ უნდა დაირღვეს სამკურნალო საშუალების გამოყენების წესები, ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს ჯანმრთელობას.

გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს.

ორსულობის პერიოდში პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია. დიმეთილსულფოქსიდით მკურნალობის დროს ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

ზეგავლენის უნარი რეაქციის სისწრაფეზე ავტოტრანსპორტის მართვისას ან სხვა მექანიზმებთან მუშაობისას.

საჭიროა სიფრთხილით გამოყენება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედების, კერძოდ თავბრუსხვევის წარმოქმნის ალბათობის, გათვალისწინებით.

გამოყენების წესი და დოზები.

გამოიყენება წყალხსნარების (30-50% კონცენტრაციის) სახით კომპრესებისათვის, ტამპონებისათვის.

დიმექსიდის ხსნარით დასველებული მარლის საფენები დაიტანება დაზიანებულ უბანზე, კანის მიმდებარე ჯანმრთელი უბნების ჩათვლით, დღეში ერთხელ 20-30 წუთით. საფენზე ზემოდან დაიტანება პოლიეთილენის აპკი და ბამბის ან სელის ქსოვილი.

დიფუზური სტრეპტოდერმიების დროს რეკომენდებულია კომპრესები პრეპარატ დიმექსიდის 40-90% ხსნარით.

კანის ჩირქოვანი დაავადებების დროს გამოიყენება 40% ხსნარი.

კანის პლასტიკურ ქირურგიაში გამოიყენება სახვევები პრეპარატის 10-20% ხსნარით გადანერგილ აუტო- და ჰომოტრანსპლანტანტებზე უშუალოდ ოპერაციის შემდეგ და პოსტოპერაციული პერიოდის შემდგომ დღეებში ტრანსპლანტანტის მყარად მიხორცებამდე. როგორც კანის ჰომოტრანსპლანტანტების შესანახი საკონსერვაციო არე გამოიყენება დიმექსიდის 5 % ხსნარი რინგერის ხსნარში.

პრეპარატის წყალხსნარების მითითებული კონცენტრაციებში მომზადების რეკომენდაციები:

ხსნარის კონცენტრაცია, %

პრეპარატის რაოდენობა, მოცულობით წილებში

წყლის რაოდენობა, მოცულობით წილებში

10

20

30

40

50

90

1

1

3

2

1

9

9

4

7

3

1

1

ბავშვები.

პრეპარატი არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ჭარბი დოზირება.

პრეპარატის დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (ჭინჭრის ციება, შეშუპება) და გვერდითი მოქმედების გამოვლინებების გაძლიერება, რაც მოითხოვს პრეპარატის გამოყენების შეწყვეტას და სიმპტომური თერაპიის ჩატარებას.

გვერდითი რეაქციები.

დიმეთილსულფოქსიდი ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება, მაგრამ ზოგიერთ პაციენტში შესაძლებელია კანის წვა, ჰიპერემია, ერითემა, კანის სიმშრალე, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, უძილობა, ადინამია, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის დერმატიტი, გამონაყარი კანზე, ანგიონევროზული შეშუპება, ქავილი, ბრონქოსპაზმი.

ვარგისობის ვადა. 3 წელი

შენახვის პირობები

ინახება ორიგინალ შეფუთვაში არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა. 100 მლ ფლაკონებში № 1.

გაცემის კატეგორია.

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი

სს "ლუბნიფარმი“.

მწარმოებლის ადგილმდებარეობა და მისი საქმიანობის განხორციელების მისამართი.

უკრაინა, 37500, პოლტავის ოლქი, ქ. ლუბნი, ბარვინკოვის ქ., 16.

ბოლო გადახედვის თარიღი.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა