ბენევრონი BF
Benevron BF
B1, B2, B6, B12-ის და ფოლიუმის მჟავას ჰიპო- და ავიტამინოზი; შემდეგი დაავადებების სიმპტომური მკურნალობა: პერიფერიული ნევრიტები და პოლინევრიტები, ნევრალგიები, პერიფერიული პარეზები და დამბლები, სარტყლისებრი ჰერპესი, ლუმბაგო, პლექსიტები, ნეკნთაშუა ნევრალგიები, სახის ნერვის პარეზი, სამწვერა და სახის ნერვის ნევრალგია, …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- folic acid + thiamine mononitrate + riboflavin + პირიდოქსინი (pyridoxine) + cyanocobalamin
- ფორმა და შეფუთვა
- ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი №20 (2X10)
- მწარმოებელი
- WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ვიტამინები, ვიტამინი B კომპლექსი
- ATC კოდი
- A11EA
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-046262
- რეგისტრირებულია
- 8 სექტემბერი 2026, მოქმედებს 8 სექტემბერი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- შპს „გლობალფარმი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ბენევრონი BF — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
B1, B2, B6, B12-ის და ფოლიუმის მჟავას ჰიპო- და ავიტამინოზი;
შემდეგი დაავადებების სიმპტომური მკურნალობა: პერიფერიული ნევრიტები და პოლინევრიტები, ნევრალგიები, პერიფერიული პარეზები და დამბლები, სარტყლისებრი ჰერპესი, ლუმბაგო, პლექსიტები, ნეკნთაშუა ნევრალგიები, სახის ნერვის პარეზი, სამწვერა და სახის ნერვის ნევრალგია, გვერდითი ამიოტროფული სკლეროზი, ბავშთა ცერებრალური დამბლა, პერიფერიული ნერვული სისტემის ტრავმები;
ენცეფალოპათია (დიაბეტური, ალკოჰოლური, პოსტტრავმული);
ვიტამინების დეფიციტთან დაკავშირებული ანემიები;
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები: ქრონიკული გასტრიტი, ენტეროკოლიტი;
ღვიძლის დაავადებები: ჰეპატიტი, ციროზი;
აღდგენითი პერიოდი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შემდეგ, სისხლის მიმოქცევის ქრონიკული უკმარისობის, მიოკარდიტის, მიოკარდიოდისტროფიების დროს;
კანის დაავადებები: ეგზემა და ნევროგენული წარმოშობის დერმატოზები, დერმატიტები, ფსორიაზი;
ოფთალმოლოგიური დაავადებები: ჰემერალოპია, კონიუნქტივიტი, კერატიტი, ირიტი, კატარაქტა, რქოვანას წყლული;
იზონიაზიდური რიგის ტუბერკულოზის საწინააღმდეგო საშუალებების, ანტიბიოტიკების არასასურველი ეფექტების პროფილაქტიკა და კორექცია;
ასთენიური მდგომარეობები: მომატებული და ქრონიკული დაღლილობა, დეპრესია, გაღიზიანებადობა, ძილის და მადის დარღვევა, ყურადღების კონცენტრაციის უნარისა და მეხსიერების დაქვეითება;
მომატებული ფიზიკური დატვირთვა.
მიღების წესი და დოზირება
მოზრდილების და 10 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები
ბენევრონი BF მიიღება შიგნით ჭამის დროს ან შემდეგ 1 ტაბლეტი 1-3-ჯერ დღე-ღამეში. დოზირების რეჟიმი და მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ ინდივიდუალურად.
10 წლამდე ასაკის ბავშვები
10 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენების შესახებ ეფექტურობისა და უსაფრთხოების მონაცემები არ არსებობს.
ღვიძლის და თირკმლის დარღვევების მქონე პაციენტები
ამ კატეგორიის პაციენტებში გამოყენების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერებების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;
ალერგიული დაავადებები;
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების სტადიაში;
ნეფროლითიაზი;
ერითრემია, ერითროციტოზი, თრომბოემბოლია;
10 წლამდე ბავშვთა ასაკი;
B1, B2, B6, B9 და B12 ვიტამინების ჰიპერვიტამინოზი.
სიფრთხილის ზომები
გასათვალისწინებელია, რომ ბენევრონი BF-ის მიღებისას შესაძლებელია შარდის შეფერადება ყვითელ ფერად, რაც განპირობებულია პრეპარატის შემადგენლობაში რიბოფლავინის არსებობით და ამას არ გააჩნია კლინიკური მნიშვნელობა.
პრეპარატის მიღებისას გასათვალისწინებელია B ჯგუფის ვიტამინების მიღება სხვა წყაროებიდან, ჰიპერვიტამინოზის თავიდან აცილების მიზნით, თუმცა ასეთი შემთხვევები იშვიათია, რადგანაც B ჯგუფის ვიტამინები წყალში ხსნადია და ზედმეტი რაოდენობა ორგანიზმიდან შარდთან ერთად გამოიყოფა.
დამხმარე ნივთიერებები
ბენევრონი BF შეიცავს ნატრიუმის მეტაბისულფიტს, რომელმაც იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობის მძიმე რეაქციები და ბრონქოსპაზმი.
ბენევრონი BF შეიცავს ნატრიუმის მეთილჰიდროქსიბენზოატს და ნატრიუმის პროპილჰიდროქსიბენზოატს, რომელთაგან თითოეულს შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები, მათ შორის დაყოვნებული.
ბენევრონი BF შეიცავს საღებავებს, ყვითელი სანსეტი FCF ალუმინის ლაქი, პონსო 4R ლაქი, რომელთაგან თითოეულს შეუძლია გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.
ბენევრონი BF 1 ტაბლეტი შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, ესეიგი „პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს“.
შეუთავსებლობა
რიბოფლავინი შეუთავსებელია სტრეპტომიცინთან.
ციანოკობალამინი ფარმაცევტულად შეუთავსებელია ასკორბინის მჟავასთან, მძიმე მეტალების მარილებთან (ციანოკობალამინის ინაქტივაცია).
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ციკლოსერინი, ჰიდრალაზინი და პენიცილამინი თიამინის ანტაგონისტებია. კრუნჩხვის საწინააღმდგებო პრეპარატებით (ფენობარბიტალი, ფენიტოინი, კარბამაზეპინი) ხანგრძლივი მკურნალობისას, ასევე ბენევრონი BF-ისა და დიგოქსინის, ინდომეტაცინის, ანტაციდების ერთდროული გამოყენებისას შეიძლება თიამინის დეფიციტი განვითარდეს. თიოსემიკარბაზონი და 5-ფტორფურაცილი აინჰიბირებს თიამინის აქტივობას. თიამინი ასუსტებს მადეპოლარიზებელი მიორელაქსანტების (დიტილინი და სხვა) კურარეს მსგავს მოქმედებას. კოფეინის მოხმარება, აგრეთვე გოგირდის და ესტროგენების შემცველი პრეპარატების გამოყენება ზრდის თიამინზე მოთხოვნილებას. ალკოჰოლისა და შავი ჩაის მოხმარება თიამინის აბსორბციას ამცირებს.
პირიდოქსინი ზრდის დიურეტიკების მოქმედებას, ასუსტებს ლევოდოპას აქტივობას. იზონიკოტინის ჰიდრაზიდი, პენიცილამინი, ციკლოსერინი და ესტროგენშემცველი პერორალური კონტრაცეპტივები ასუსტებს პირიდოქსინის ეფექტს. ის კარგად თავსებადია საგულე გლიკოზიდებთან (პირიდოქსინი უზრუნველყოფს მიოკარდიუმში კუმშვადი ცილების სინთეზის მომატებას), გლუტამინის მჟავასა და ასპარკამთან (მატულობს ჰიპოქსიისადმი მდგრადობა). პირიდოქსინმა შესაძლოა შეამციროს სტეროიდული ჰორმონების ეფექტი. იზონიაზიდი ზრდის პირიდოქსინის გამოყოფას შარდთან ერთად.
რიბოფლავინი ამცირებს დოქსიციკლინის, ტეტრაციკლინის, ოქსიტეტრაციკლინის, ერითრომიცინის და ლინკომიცინის აქტივობას. შეუთავსებელია სტრეპტომიცინთან. ქლორპრომაზინი, იმიპრამინი, ამიტრიპტილინი ფლავინოკინაზას ბლოკირების გზით არღვევს რიბოფლავინის ჩართვას ფლავინადენინმონონუკლეოტიდსა და ფლავინადენინდინუკლეოტიდში და ზრდის მის გამოყოფას შარდთან ერთად. თირეოიდული ჰორმონები აჩქარებს ვიტამინ B2-ის მეტაბოლიზმს. რიბოფლავინი ამცირებს ქლორამფენიკოლის არასასურველ რეაქციებს (ჰემოპოეზის დარღვევა, მხედველობის ნერვის ნევრიტი).
კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატები (ფენიტოინისა და კარბამაზეპინის ჩათვლით), ესტროგენები, პერორალური კონტრაცეპტივები ამცირებენ ფოლის მჟავას ეფექტურობას. ანტაციდები (მათ შორის კალციუმის, ალუმინის, მაგნიუმის პრეპარატები), ქოლესტირამინი, სულფონამიდები (მათ შორის სულფასალაზინი) ამცირებენ ფოლის მჟავას აბსორბციას. მეთოტრექსატი, პირიმეტამინი, ტრიამტერენი, ტრიმეტოპრიმი აინჰიბირებს დიჰიდროფოლატრედუქტაზას და ამცირებს ფოლის მჟავას ეფექტურობას (მის ნაცვლად ამ პრეპარატების მომხმარებელ პაციენტებს უნდა დაენიშნოთ კალციუმის ფოლინატი).
ციანოკობალამინი შეუთავსებელია ასკორბინის მჟავასთან, მძიმე მეტალების მარილებთან (ციანოკობალამინის ინაქტივაცია). Aამინოგლიკოზიდები, სალიცილატები, ანტიეპილეფსიური სამკურნალო პრეპარატები, კოლხიცინი, კალიუმის პრეპარატები ამცირებს ვიტამინ B12-ის აბსორბციას. ციანოკობალამინი აძლიერებს თიამინით გამოწვეულ ალერგიულ რეაქციებს. ქლორამფენიკოლი ამცირებს ჰემოპოეზს. ციანკობალამინის ერთდროული გამოყენება არ შეიძლება პრეპარატებთან, რომლებიც ზრდიან სისხლის შედედებას.
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს
B1, B2, B6, B9 და B12 ვიტამინები აღწევენ პლაცენტარულ ბარიერს და დედის რძეში, ამის გამო ორსულობის და ლაქტაციის დროს პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისათვის ან ჩვილისათვის.
ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე
ბენევრონი BF არ ახდენს გავლენას ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
ცნს-ის მხრივ არასასურველი რეაქციების წარმოქმნის შემთხვევაში რეკომენდებულია თავის შეკავება ტრანსპორტის მართვისგან და სხვა მექანიზმებთან მუშაობისას, რომლებიც მოითხოვენ მომატებულ ყურადღებას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.
გვერდითი მოვლენები
პრეპარატის მიღებისას არასასურველი რეაქციები იშვიათად აღინიშნება.
ქვემოთ მოცემული არასასურველი რეაქციები ჩამოთვლილია MedDRA-ის სისტემურ-ორგანული კლასების შესაბამისად. არასასურველი რეაქციების სიხშირე არსებული მონაცემებით ვერ ფასდება (სიხშირე უცნობია).
ნერვული სისტემის მხრივ: ვიტამინ B6-ის ხანგრძლივი (6-12 თვეზე მეტხანს) გამოყენებისას 50 მგ-ზე მეტი დღიური დოზით, შეიძლება განვითარდეს პერიფერიული სენსორული ნეიროპათია, ნერვული აგზნება, უგუნებობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი;
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები, მათ შორის გულისრევა, ღებინება, დიარეა, ტკივილი მუცლის არეში, კუჭის წვენის მომატებული მჟავიანობა;
იმუნური სისტემის მხრივ: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ანაფილაქსია (ანაფილაქსიური შოკი, ანაფილაქტოიდური რეაქციები), რეაქციები კანის მხრივ, მათ შორის ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება.
გულის მხრივ: ტაქიკარდია, ქოშინი.
საერთო დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილას: მომატებული ოფლიანობა.
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ
ძალიან მნიშვნელოვანია შეტყობინებები არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ. თუ პაციენტს აღენიშნა სერიოზული არასასურველი რეაქცია სამკურნალო საშუალებაზე ან გამოუვლინდა ახალი არასასურველი რეაქცია, რომელიც აღწერილი არ არის მოცემულ ნაწილში, გთხოვთ, მოახდინოთ ინფორმირება ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.
ჭარბი დოზა
რადგანაც B ჯგუფის ვიტამინები წყალში ხსნადია და მათი ზედმეტი რაოდენობა შარდთან ერთად გამოიყოფა, ჰიპერდოზირების შემთხვევები ძალიან იშვიათია.
სიმპტომები: დოზის გადაჭარბება ჰიპერვიტამინოზის სიმპტომებით ვლინდება: ნერვული აგზნებადობა, ძალიან იშვიათად – ტაქიკარდია, დიარეა ან უფრო მეტად გამოხატული არასასურველი რეაქციები.
მკურნალობა: სიმპტომური.
შემადგენლობა
ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები:
თიამინის მონონიტრატი (ვიტამინი B1) 250 მგ
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6) 200 მგ
რიბოფლავინის ნატრიუმის ფოსფატი, რიბოფლავინზე გადაანგარიშებით (ვიტამინი B2) 15 მგ
ფოლიუმის მჟავას ჰიდრატი (ვიტამინი B9) 0,50 მგ
ციანოკობალამინი (ვიტამინი B12) 0,25 მგ
დამხმარე ნივთიერებები: პოვიდონი K30, მიკროკრისტალური ცელულოზა, კალციუმის ჰიდროფოსფატ დიჰიდრატი, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, ნატრიუმის მეტაბისულფიტი, დინატრიუმის ედეტატი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ნატრიუმის ციტრატი, ნატრიუმის მეთილჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის პროპილჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი.
გარსის შემადგენლობა: ჰიპრომელოზა, ტალკი, აკრილ-იზი® 93O25004 წითელი (მეტაკრილის მჟავას სოპოლიმერი, ტალკი, პონსო 4R ლაქი, სანსეტი ყვითელი FCF ალუმინის ლაქი, ტრიეთილციტრატი, სილიციუმის დიოქსიდი, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ნატრიუმის ლაურილსულფატი).
წამლის ფორმა
ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტები.
აღწერილობა: მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი, ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული, მუქი წითელი ფერის ტაბლეტები.
ფარმაკოლოგიური თვისებები
საჭმლის მომნელებელ სისტემასა და მეტაბოლიზმზე მოქმედი საშუალებები. ვიტამინები. B ჯგუფის ვიტამინების კომპლექსის შემცველი მარტივი პრეპარატები. ათქ კოდი A11EA.
მოქმედების მექანიზმი
ბენევრონი BF წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს, რომლის მოქმედებაც განპირობებულია მასში შემავალი კომპონენტების თვისებებით.
ვიტამინი B1 (თიამინის მონონიტრატი) აუცილებელია ენერგეტიკული მეტაბოლიზმისთვის, ხელს უწყობს ორგანიზმის ზრდასა და განვითარებას, ამაღლებს გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას, ახდენს დეტოქსიკაციურ მოქმედებას, აგრეთვე აუმჯობესებს ნერვული ქსოვილის მეტაბოლიზმს. ფოსფორილირების პროცესების შედეგად თიამინი ღვიძლში გარდაიქმნება კოკარბოქსილაზად, რომელიც წარმოადგენს მრავალი ფერმენტული რეაქციის კოფერმენტს. ვიტამინი B1 მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნახშირწყლოვანი, ცილოვანი და ცხიმოვანი ცვლის რეგულაციაში, აგრეთვე სინაფსებში ნერვული აგზნების გატარების პროცესებში, ხელს უწყობს მიოკარდიოციტების მეტაბოლიზმისა და კუმშვადობის გაუმჯობესებას ანემიური მიოკარდიოდისტროფიისას.
ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) აუმჯობესებს ორგანიზმის მიერ პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების ათვისებას, დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, ღვიძლზე, სისხლწარმოქმნაზე. Pპირიდოქსინი მონაწილეობს გოგირდშემცველი ამინომჟავა - ტაურინის სინთეზში, რომელიც თავის მხრივ არეგულირებს ნერვ-კუნთოვან გადაცემას, კუნთების კუმშვადობას და აფერხებს კრუნჩხვების განვითარებას. Mმონაწილეობს ტრიპტოფანის, მეთიონინის, ცისტეინის, გლუტამინისა და სხვა ამინომჟავების ცვლაში. მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჰისტამინის ცვლაში. ხელს უწყობს ლიპიდური ცვლის ნორმალიზებას. პირიდოქსინის დეფიციტი იწვევს ანემიას, დერმატიტს და კრუნჩხვებს.
ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) წარმოადგენს უჯრედული სუნთქვის და მხედველობითი აღქმის პროცესების უმნიშვნელოვანეს კატალიზატორს. რიბოფლავინი, არეგულირებს რა ჟანგვა-აღდგენით პროცესებს, მონაწილეობს წყალბადის იონების გადატანაში, ქსოვილოვან სუნთქვაში, ნახშირწყლოვან, ცილოვან და ცხიმოვან ცვლაში, მხედველობის ორგანოს ნორმალური ფუნქციის შენარჩუნებაში, ჰემოგლობინის და ერითროპოეტინის სინთეზში.
ვიტამინი B9 (ფოლის მჟავა) მონაწილეობს დნმ-ის რეპლიკაციის პროცესში. ორგანიზმში ფოლის მჟავა აღდგება ტეტრაჰიდროფოლის მჟავამდე, რომელიც სხვადასხვა მეტაბოლურ პროცესებში მონაწილე კოფერმენტს წარმოადგენს. ფოლის მჟავა აუცილებელია მეგალობლასტების ნორმალური მომწიფებისთვის და ნორმობლასტების წარმოქმნისთვის, ასტიმულირებს ერითროპოეზს, მონაწილეობს ამინომჟავების (მათ შორის გლიცინის, მეთიონინის), ნუკლეინის მჟავების, პურინების, პირიმიდინების სინთეზში, ასევე ქოლინის, ჰისტიდინის ცვლაში.
ვიტამინი B12 (ციანოკობალამინი) მონაწილეობს რიგ ბიოქიმიურ რეაქციებში, რომლებიც უზრუნველყოფს ორგანიზმის ნორმალურ ცხოველქმედებას (მეთილის ჯგუფების გადატანა, ნუკლეინის მჟავების, ცილის სინთეზი, ამინომჟავების, ნახშირწყლების, ლიპიდების ცვლა). ციანოკობალამინი აუცილებელია ნორმალური სისხლწარმოქმნისა და ერითროციტების მომწიფებისთვის. ის ხელს უწყობს ერითროციტებში სულფჰიდრილური ნაერთების დაგროვებას, რაც ზრდის მათ მდგრადობას ჰემოლიზისადმი. ციანოკობალამინის კოფერმენტული ფორმები – მეთილკობალამინი და ადენოზილკობალამინი – აუცილებელია უჯრედების რეპლიკაციისა და ზრდისათვის. ციანოკობალამინი ახდენს ზეგავლენას ნერვულ სისტემაში მიმდინარე პროცესებზე (რნმ-ის, დნმ-ის, მიელინის სინთეზი, ცერებროზიდების და ფოსფოლიპიდების ლიპიდური შემადგენლობა), ამცირებს ტკივილის შეგრძნებას, რომელიც დაკავშირებულია მისი პერიფერიული ნაწილის დაზიანებასთან. ვიტამინი B12 ამცირებს სისხლში ქოლესტერინის კონცენტრაციას, ახდენს დადებით ზეგავლენას ღვიძლზე, ზრდის ქსოვილთა რეგენერაციის უნარს.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ვიტამინი B1 (თიამინის მონონიტრატი) აბსორბირდება ნაწლავების ზედა ნაწილში და ორგანიზმში თანაბრად ნაწილდება, აბსორბციის ხარისხი დამოკიდებულია დოზაზე. თიამინი ძირითადად გროვდება ღვიძლში, გულში, ტვინში, თირკმელებში, ელენთაში. საერთო ნაწილის ნახევარი განთავსებულია განივზოლიან კუნთებსა და მიოკარდიუმში და დაახლოებით 40% – შინაგან ორგანოებში. ვიტამინი B1 გადალახავს პლაცენტარულ ბარიერს და გადადის დედის რძეში. ღვიძლში თიამინი ფოსფორილირდება, ამასთან ყველაზე აქტიური ფოსფორშემცველი ეთერი არის – თიამინდიფოსფატი, რომელსაც კოენზიმური აქტივობა ახასიათებს. გამოიყოფა ნაწლავების და თირკმელების საშუალებით, ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 4 საათს.
ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) სწრაფად აბსორბირდება წვრილ ნაწლავებში. პირიდოქსინი მეტაბოლიზდება ღვიძლში ფარმაკოაქტიური მეტაბოლიტების (პირიდოქსალფოსფატი და პირიდოქსამინოფოსფატი) სახით. კარგად აღწევს ყველა ქსოვილში; გროვდება უპირატესად ღვიძლში, ნაკლებად კუნთებში და ცენტრალურ ნერვულ სისტემაში. გადის პლაცენტარულ ბარიერს, გამოიყოფა დედის რძეში. ნახევარგამოყოფის პერიოდია 15-20 დღე. Gგამოიყოფა თირკმელებით, ასევე ჰემოდიალიზის პროცესში.
ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) ადვილად შეიწოვება და ნაწილდება ყველა ორგანოსა და ქსოვილში. Dდეპონირდება ღვიძლში, თირკმელებში და მიოკარდიუმში. გადის პლაცენტარულ ბარიერს, ხვდება დედის რძეში. რიბოფლავინი ორგანიზმიდან გამოიყოფა თირკმელების საშუალებით, უპირატესად უცვლელი სახით. ორგანიზმში ვიტამინის ნორმალური შემცველობისას, დღის განმავლობაში შარდთან ერთად გამოიყოფა მიღებული რაოდენობის 9%, ხოლო დანარჩენი აბსორბირდება თირკმელების მილაკებში: ჭარბი მოხმარებისას ექსკრეცია მატულობს და შარდი ყვითლად იფერება.
ვიტამინი B9 (ფოლის მჟავა) კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, უპირატესად თორმეტგოჯა ნაწლავის ზედა ნაწილში. პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა მიღებიდან 30-60 წუთის შემდეგ. ფოლის მჟავა ინტენსიურად უკავშირდება პლაზმის ცილებს, გადის ჰემატოენცეფალურ, პლაცენტარულ ბარიერს, ასევე გადადის დედის რძეში. ვიტამინი B9 დეპონირდება და მეტაბოლიზდება ღვიძლში ტეტრაჰიდროფოლის მჟავას წარმოქმნით. გამოიყოფა თირკმელებით, უპირატესად მეტაბოლიტების სახით; თუ მიღებული დოზა მნიშვნელოვნად აღემატება დღიურ დოზას, გამოყოფა ხდება უცვლელი სახით. გამოიყოფა ჰემოდიალიზის საშუალებით.
ვიტამინი B12-ის (ციანოკობალამინი) აბსორბცია უმეტესწილად დამოკიდებულია კუჭსა და ნაწლავის ზედა ნაწილში შინაგანი ფაქტორის არსებობაზე, ქსოვილებში მისი მიწოდება ხდება სატრანსპორტო ცილა – ტრანსკობალამინის საშუალებით. გადის პლაცენტარულ ბარიერს, გადადის დედის რძეში. დეპონირდება უპირატესად ღვიძლში. ღვიძლიდან გამოიყოფა ნაღველთან ერთად ნაწლავში და კვლავ შეიწოვება სისხლში. თირკმელების ნორმალური ფუნქციონირებისას 7-10% გამოიყოფა თირკმელებით, დაახლოებით 50% _ ფეკალურ მასებთან ერთად; თირკმელების დაქვეითებული ფუნქციონირებისას – 0-7% თირკმელებით, ხოლო 70-100% – ფეკალურ მასებთან ერთად.
ვარგისობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
სამკურნალო პრეპარატის სამედიცინო
გამოყენების ინსტრუქცია
ბენევრონი BF
სამკურნალო პრეპარატის დასახელება
ბენევრონი BF, Benevron BF
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება ან ჯგუფური დასახელება
-
შემადგენლობა
ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები:
თიამინის მონონიტრატი (ვიტამინი B1) 250 მგ
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6) 200 მგ
რიბოფლავინის ნატრიუმის ფოსფატი, რიბოფლავინზე გადაანგარიშებით (ვიტამინი B2) 15 მგ
ფოლიუმის მჟავას ჰიდრატი (ვიტამინი B9) 0,50 მგ
ციანოკობალამინი (ვიტამინი B12) 0,25 მგ
დამხმარე ნივთიერებები: პოვიდონი K30, მიკროკრისტალური ცელულოზა, კალციუმის ჰიდროფოსფატ დიჰიდრატი, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, ნატრიუმის მეტაბისულფიტი, დინატრიუმის ედეტატი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ნატრიუმის ციტრატი, ნატრიუმის მეთილჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის პროპილჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი.
გარსის შემადგენლობა: ჰიპრომელოზა, ტალკი, აკრილ-იზი® 93O25004 წითელი (მეტაკრილის მჟავას სოპოლიმერი, ტალკი, პონსო 4R ლაქი, სანსეტი ყვითელი FCF ალუმინის ლაქი, ტრიეთილციტრატი, სილიციუმის დიოქსიდი, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ნატრიუმის ლაურილსულფატი).
წამლის ფორმა
ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტები.
აღწერილობა: მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი, ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული, მუქი წითელი ფერის ტაბლეტები.
გამოყენების ჩვენებები
B1, B2, B6, B12-ის და ფოლიუმის მჟავას ჰიპო- და ავიტამინოზი;
შემდეგი დაავადებების სიმპტომური მკურნალობა: პერიფერიული ნევრიტები და პოლინევრიტები, ნევრალგიები, პერიფერიული პარეზები და დამბლები, სარტყლისებრი ჰერპესი, ლუმბაგო, პლექსიტები, ნეკნთაშუა ნევრალგიები, სახის ნერვის პარეზი, სამწვერა და სახის ნერვის ნევრალგია, გვერდითი ამიოტროფული სკლეროზი, ბავშთა ცერებრალური დამბლა, პერიფერიული ნერვული სისტემის ტრავმები;
ენცეფალოპათია (დიაბეტური, ალკოჰოლური, პოსტტრავმული);
ვიტამინების დეფიციტთან დაკავშირებული ანემიები;
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები: ქრონიკული გასტრიტი, ენტეროკოლიტი;
ღვიძლის დაავადებები: ჰეპატიტი, ციროზი;
აღდგენითი პერიოდი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შემდეგ, სისხლის მიმოქცევის ქრონიკული უკმარისობის, მიოკარდიტის, მიოკარდიოდისტროფიების დროს;
კანის დაავადებები: ეგზემა და ნევროგენული წარმოშობის დერმატოზები, დერმატიტები, ფსორიაზი;
ოფთალმოლოგიური დაავადებები: ჰემერალოპია, კონიუნქტივიტი, კერატიტი, ირიტი, კატარაქტა, რქოვანას წყლული;
იზონიაზიდური რიგის ტუბერკულოზის საწინააღმდეგო საშუალებების, ანტიბიოტიკების არასასურველი ეფექტების პროფილაქტიკა და კორექცია;
ასთენიური მდგომარეობები: მომატებული და ქრონიკული დაღლილობა, დეპრესია, გაღიზიანებადობა, ძილის და მადის დარღვევა, ყურადღების კონცენტრაციის უნარისა და მეხსიერების დაქვეითება;
მომატებული ფიზიკური დატვირთვა.
გამოყენების წესი და დოზირება
მოზრდილების და 10 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები
ბენევრონი BF მიიღება შიგნით ჭამის დროს ან შემდეგ 1 ტაბლეტი 1-3-ჯერ დღე-ღამეში. დოზირების რეჟიმი და მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ ინდივიდუალურად.
10 წლამდე ასაკის ბავშვები
10 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენების შესახებ ეფექტურობისა და უსაფრთხოების მონაცემები არ არსებობს.
ღვიძლის და თირკმლის დარღვევების მქონე პაციენტები
ამ კატეგორიის პაციენტებში გამოყენების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერებების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;
ალერგიული დაავადებები;
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების სტადიაში;
ნეფროლითიაზი;
ერითრემია, ერითროციტოზი, თრომბოემბოლია;
10 წლამდე ბავშვთა ასაკი;
B1, B2, B6, B9 და B12 ვიტამინების ჰიპერვიტამინოზი.
განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
გასათვალისწინებელია, რომ ბენევრონი BF-ის მიღებისას შესაძლებელია შარდის შეფერადება ყვითელ ფერად, რაც განპირობებულია პრეპარატის შემადგენლობაში რიბოფლავინის არსებობით და ამას არ გააჩნია კლინიკური მნიშვნელობა.
პრეპარატის მიღებისას გასათვალისწინებელია B ჯგუფის ვიტამინების მიღება სხვა წყაროებიდან, ჰიპერვიტამინოზის თავიდან აცილების მიზნით, თუმცა ასეთი შემთხვევები იშვიათია, რადგანაც B ჯგუფის ვიტამინები წყალში ხსნადია და ზედმეტი რაოდენობა ორგანიზმიდან შარდთან ერთად გამოიყოფა.
დამხმარე ნივთიერებები
ბენევრონი BF შეიცავს ნატრიუმის მეტაბისულფიტს, რომელმაც იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობის მძიმე რეაქციები და ბრონქოსპაზმი.
ბენევრონი BF შეიცავს ნატრიუმის მეთილჰიდროქსიბენზოატს და ნატრიუმის პროპილჰიდროქსიბენზოატს, რომელთაგან თითოეულს შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები, მათ შორის დაყოვნებული.
ბენევრონი BF შეიცავს საღებავებს, ყვითელი სანსეტი FCF ალუმინის ლაქი, პონსო 4R ლაქი, რომელთაგან თითოეულს შეუძლია გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.
ბენევრონი BF 1 ტაბლეტი შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, ესეიგი „პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს“.
შეუთავსებლობა
რიბოფლავინი შეუთავსებელია სტრეპტომიცინთან.
ციანოკობალამინი ფარმაცევტულად შეუთავსებელია ასკორბინის მჟავასთან, მძიმე მეტალების მარილებთან (ციანოკობალამინის ინაქტივაცია).
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
ციკლოსერინი, ჰიდრალაზინი და პენიცილამინი თიამინის ანტაგონისტებია. კრუნჩხვის საწინააღმდგებო პრეპარატებით (ფენობარბიტალი, ფენიტოინი, კარბამაზეპინი) ხანგრძლივი მკურნალობისას, ასევე ბენევრონი BF-ისა და დიგოქსინის, ინდომეტაცინის, ანტაციდების ერთდროული გამოყენებისას შეიძლება თიამინის დეფიციტი განვითარდეს. თიოსემიკარბაზონი და 5-ფტორფურაცილი აინჰიბირებს თიამინის აქტივობას. თიამინი ასუსტებს მადეპოლარიზებელი მიორელაქსანტების (დიტილინი და სხვა) კურარეს მსგავს მოქმედებას. კოფეინის მოხმარება, აგრეთვე გოგირდის და ესტროგენების შემცველი პრეპარატების გამოყენება ზრდის თიამინზე მოთხოვნილებას. ალკოჰოლისა და შავი ჩაის მოხმარება თიამინის აბსორბციას ამცირებს.
პირიდოქსინი ზრდის დიურეტიკების მოქმედებას, ასუსტებს ლევოდოპას აქტივობას. იზონიკოტინის ჰიდრაზიდი, პენიცილამინი, ციკლოსერინი და ესტროგენშემცველი პერორალური კონტრაცეპტივები ასუსტებს პირიდოქსინის ეფექტს. ის კარგად თავსებადია საგულე გლიკოზიდებთან (პირიდოქსინი უზრუნველყოფს მიოკარდიუმში კუმშვადი ცილების სინთეზის მომატებას), გლუტამინის მჟავასა და ასპარკამთან (მატულობს ჰიპოქსიისადმი მდგრადობა). პირიდოქსინმა შესაძლოა შეამციროს სტეროიდული ჰორმონების ეფექტი. იზონიაზიდი ზრდის პირიდოქსინის გამოყოფას შარდთან ერთად.
რიბოფლავინი ამცირებს დოქსიციკლინის, ტეტრაციკლინის, ოქსიტეტრაციკლინის, ერითრომიცინის და ლინკომიცინის აქტივობას. შეუთავსებელია სტრეპტომიცინთან. ქლორპრომაზინი, იმიპრამინი, ამიტრიპტილინი ფლავინოკინაზას ბლოკირების გზით არღვევს რიბოფლავინის ჩართვას ფლავინადენინმონონუკლეოტიდსა და ფლავინადენინდინუკლეოტიდში და ზრდის მის გამოყოფას შარდთან ერთად. თირეოიდული ჰორმონები აჩქარებს ვიტამინ B2-ის მეტაბოლიზმს. რიბოფლავინი ამცირებს ქლორამფენიკოლის არასასურველ რეაქციებს (ჰემოპოეზის დარღვევა, მხედველობის ნერვის ნევრიტი).
კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატები (ფენიტოინისა და კარბამაზეპინის ჩათვლით), ესტროგენები, პერორალური კონტრაცეპტივები ამცირებენ ფოლის მჟავას ეფექტურობას. ანტაციდები (მათ შორის კალციუმის, ალუმინის, მაგნიუმის პრეპარატები), ქოლესტირამინი, სულფონამიდები (მათ შორის სულფასალაზინი) ამცირებენ ფოლის მჟავას აბსორბციას. მეთოტრექსატი, პირიმეტამინი, ტრიამტერენი, ტრიმეტოპრიმი აინჰიბირებს დიჰიდროფოლატრედუქტაზას და ამცირებს ფოლის მჟავას ეფექტურობას (მის ნაცვლად ამ პრეპარატების მომხმარებელ პაციენტებს უნდა დაენიშნოთ კალციუმის ფოლინატი).
ციანოკობალამინი შეუთავსებელია ასკორბინის მჟავასთან, მძიმე მეტალების მარილებთან (ციანოკობალამინის ინაქტივაცია). Aამინოგლიკოზიდები, სალიცილატები, ანტიეპილეფსიური სამკურნალო პრეპარატები, კოლხიცინი, კალიუმის პრეპარატები ამცირებს ვიტამინ B12-ის აბსორბციას. ციანოკობალამინი აძლიერებს თიამინით გამოწვეულ ალერგიულ რეაქციებს. ქლორამფენიკოლი ამცირებს ჰემოპოეზს. ციანკობალამინის ერთდროული გამოყენება არ შეიძლება პრეპარატებთან, რომლებიც ზრდიან სისხლის შედედებას.
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს
B1, B2, B6, B9 და B12 ვიტამინები აღწევენ პლაცენტარულ ბარიერს და დედის რძეში, ამის გამო ორსულობის და ლაქტაციის დროს პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისათვის ან ჩვილისათვის.
ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე
ბენევრონი BF არ ახდენს გავლენას ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
ცნს-ის მხრივ არასასურველი რეაქციების წარმოქმნის შემთხვევაში რეკომენდებულია თავის შეკავება ტრანსპორტის მართვისგან და სხვა მექანიზმებთან მუშაობისას, რომლებიც მოითხოვენ მომატებულ ყურადღებას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.
არასასურველი რეაქციები
პრეპარატის მიღებისას არასასურველი რეაქციები იშვიათად აღინიშნება.
ქვემოთ მოცემული არასასურველი რეაქციები ჩამოთვლილია MedDRA-ის სისტემურ-ორგანული კლასების შესაბამისად. არასასურველი რეაქციების სიხშირე არსებული მონაცემებით ვერ ფასდება (სიხშირე უცნობია).
ნერვული სისტემის მხრივ: ვიტამინ B6-ის ხანგრძლივი (6-12 თვეზე მეტხანს) გამოყენებისას 50 მგ-ზე მეტი დღიური დოზით, შეიძლება განვითარდეს პერიფერიული სენსორული ნეიროპათია, ნერვული აგზნება, უგუნებობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი;
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები, მათ შორის გულისრევა, ღებინება, დიარეა, ტკივილი მუცლის არეში, კუჭის წვენის მომატებული მჟავიანობა;
იმუნური სისტემის მხრივ: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ანაფილაქსია (ანაფილაქსიური შოკი, ანაფილაქტოიდური რეაქციები), რეაქციები კანის მხრივ, მათ შორის ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება.
გულის მხრივ: ტაქიკარდია, ქოშინი.
საერთო დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილას: მომატებული ოფლიანობა.
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ
ძალიან მნიშვნელოვანია შეტყობინებები არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ. თუ პაციენტს აღენიშნა სერიოზული არასასურველი რეაქცია სამკურნალო საშუალებაზე ან გამოუვლინდა ახალი არასასურველი რეაქცია, რომელიც აღწერილი არ არის მოცემულ ნაწილში, გთხოვთ, მოახდინოთ ინფორმირება ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.
დოზის გადაჭარბება
რადგანაც B ჯგუფის ვიტამინები წყალში ხსნადია და მათი ზედმეტი რაოდენობა შარდთან ერთად გამოიყოფა, ჰიპერდოზირების შემთხვევები ძალიან იშვიათია.
სიმპტომები: დოზის გადაჭარბება ჰიპერვიტამინოზის სიმპტომებით ვლინდება: ნერვული აგზნებადობა, ძალიან იშვიათად – ტაქიკარდია, დიარეა ან უფრო მეტად გამოხატული არასასურველი რეაქციები.
მკურნალობა: სიმპტომური.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: საჭმლის მომნელებელ სისტემასა და მეტაბოლიზმზე მოქმედი საშუალებები. ვიტამინები. B ჯგუფის ვიტამინების კომპლექსის შემცველი მარტივი პრეპარატები. ათქ კოდი A11EA.
მოქმედების მექანიზმი
ბენევრონი BF წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს, რომლის მოქმედებაც განპირობებულია მასში შემავალი კომპონენტების თვისებებით.
ვიტამინი B1 (თიამინის მონონიტრატი) აუცილებელია ენერგეტიკული მეტაბოლიზმისთვის, ხელს უწყობს ორგანიზმის ზრდასა და განვითარებას, ამაღლებს გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას, ახდენს დეტოქსიკაციურ მოქმედებას, აგრეთვე აუმჯობესებს ნერვული ქსოვილის მეტაბოლიზმს. ფოსფორილირების პროცესების შედეგად თიამინი ღვიძლში გარდაიქმნება კოკარბოქსილაზად, რომელიც წარმოადგენს მრავალი ფერმენტული რეაქციის კოფერმენტს. ვიტამინი B1 მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნახშირწყლოვანი, ცილოვანი და ცხიმოვანი ცვლის რეგულაციაში, აგრეთვე სინაფსებში ნერვული აგზნების გატარების პროცესებში, ხელს უწყობს მიოკარდიოციტების მეტაბოლიზმისა და კუმშვადობის გაუმჯობესებას ანემიური მიოკარდიოდისტროფიისას.
ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) აუმჯობესებს ორგანიზმის მიერ პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების ათვისებას, დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, ღვიძლზე, სისხლწარმოქმნაზე. Pპირიდოქსინი მონაწილეობს გოგირდშემცველი ამინომჟავა - ტაურინის სინთეზში, რომელიც თავის მხრივ არეგულირებს ნერვ-კუნთოვან გადაცემას, კუნთების კუმშვადობას და აფერხებს კრუნჩხვების განვითარებას. Mმონაწილეობს ტრიპტოფანის, მეთიონინის, ცისტეინის, გლუტამინისა და სხვა ამინომჟავების ცვლაში. მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჰისტამინის ცვლაში. ხელს უწყობს ლიპიდური ცვლის ნორმალიზებას. პირიდოქსინის დეფიციტი იწვევს ანემიას, დერმატიტს და კრუნჩხვებს.
ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) წარმოადგენს უჯრედული სუნთქვის და მხედველობითი აღქმის პროცესების უმნიშვნელოვანეს კატალიზატორს. რიბოფლავინი, არეგულირებს რა ჟანგვა-აღდგენით პროცესებს, მონაწილეობს წყალბადის იონების გადატანაში, ქსოვილოვან სუნთქვაში, ნახშირწყლოვან, ცილოვან და ცხიმოვან ცვლაში, მხედველობის ორგანოს ნორმალური ფუნქციის შენარჩუნებაში, ჰემოგლობინის და ერითროპოეტინის სინთეზში.
ვიტამინი B9 (ფოლის მჟავა) მონაწილეობს დნმ-ის რეპლიკაციის პროცესში. ორგანიზმში ფოლის მჟავა აღდგება ტეტრაჰიდროფოლის მჟავამდე, რომელიც სხვადასხვა მეტაბოლურ პროცესებში მონაწილე კოფერმენტს წარმოადგენს. ფოლის მჟავა აუცილებელია მეგალობლასტების ნორმალური მომწიფებისთვის და ნორმობლასტების წარმოქმნისთვის, ასტიმულირებს ერითროპოეზს, მონაწილეობს ამინომჟავების (მათ შორის გლიცინის, მეთიონინის), ნუკლეინის მჟავების, პურინების, პირიმიდინების სინთეზში, ასევე ქოლინის, ჰისტიდინის ცვლაში.
ვიტამინი B12 (ციანოკობალამინი) მონაწილეობს რიგ ბიოქიმიურ რეაქციებში, რომლებიც უზრუნველყოფს ორგანიზმის ნორმალურ ცხოველქმედებას (მეთილის ჯგუფების გადატანა, ნუკლეინის მჟავების, ცილის სინთეზი, ამინომჟავების, ნახშირწყლების, ლიპიდების ცვლა). ციანოკობალამინი აუცილებელია ნორმალური სისხლწარმოქმნისა და ერითროციტების მომწიფებისთვის. ის ხელს უწყობს ერითროციტებში სულფჰიდრილური ნაერთების დაგროვებას, რაც ზრდის მათ მდგრადობას ჰემოლიზისადმი. ციანოკობალამინის კოფერმენტული ფორმები – მეთილკობალამინი და ადენოზილკობალამინი – აუცილებელია უჯრედების რეპლიკაციისა და ზრდისათვის. ციანოკობალამინი ახდენს ზეგავლენას ნერვულ სისტემაში მიმდინარე პროცესებზე (რნმ-ის, დნმ-ის, მიელინის სინთეზი, ცერებროზიდების და ფოსფოლიპიდების ლიპიდური შემადგენლობა), ამცირებს ტკივილის შეგრძნებას, რომელიც დაკავშირებულია მისი პერიფერიული ნაწილის დაზიანებასთან. ვიტამინი B12 ამცირებს სისხლში ქოლესტერინის კონცენტრაციას, ახდენს დადებით ზეგავლენას ღვიძლზე, ზრდის ქსოვილთა რეგენერაციის უნარს.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ვიტამინი B1 (თიამინის მონონიტრატი) აბსორბირდება ნაწლავების ზედა ნაწილში და ორგანიზმში თანაბრად ნაწილდება, აბსორბციის ხარისხი დამოკიდებულია დოზაზე. თიამინი ძირითადად გროვდება ღვიძლში, გულში, ტვინში, თირკმელებში, ელენთაში. საერთო ნაწილის ნახევარი განთავსებულია განივზოლიან კუნთებსა და მიოკარდიუმში და დაახლოებით 40% – შინაგან ორგანოებში. ვიტამინი B1 გადალახავს პლაცენტარულ ბარიერს და გადადის დედის რძეში. ღვიძლში თიამინი ფოსფორილირდება, ამასთან ყველაზე აქტიური ფოსფორშემცველი ეთერი არის – თიამინდიფოსფატი, რომელსაც კოენზიმური აქტივობა ახასიათებს. გამოიყოფა ნაწლავების და თირკმელების საშუალებით, ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 4 საათს.
ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) სწრაფად აბსორბირდება წვრილ ნაწლავებში. პირიდოქსინი მეტაბოლიზდება ღვიძლში ფარმაკოაქტიური მეტაბოლიტების (პირიდოქსალფოსფატი და პირიდოქსამინოფოსფატი) სახით. კარგად აღწევს ყველა ქსოვილში; გროვდება უპირატესად ღვიძლში, ნაკლებად კუნთებში და ცენტრალურ ნერვულ სისტემაში. გადის პლაცენტარულ ბარიერს, გამოიყოფა დედის რძეში. ნახევარგამოყოფის პერიოდია 15-20 დღე. Gგამოიყოფა თირკმელებით, ასევე ჰემოდიალიზის პროცესში.
ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) ადვილად შეიწოვება და ნაწილდება ყველა ორგანოსა და ქსოვილში. Dდეპონირდება ღვიძლში, თირკმელებში და მიოკარდიუმში. გადის პლაცენტარულ ბარიერს, ხვდება დედის რძეში. რიბოფლავინი ორგანიზმიდან გამოიყოფა თირკმელების საშუალებით, უპირატესად უცვლელი სახით. ორგანიზმში ვიტამინის ნორმალური შემცველობისას, დღის განმავლობაში შარდთან ერთად გამოიყოფა მიღებული რაოდენობის 9%, ხოლო დანარჩენი აბსორბირდება თირკმელების მილაკებში: ჭარბი მოხმარებისას ექსკრეცია მატულობს და შარდი ყვითლად იფერება.
ვიტამინი B9 (ფოლის მჟავა) კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, უპირატესად თორმეტგოჯა ნაწლავის ზედა ნაწილში. პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა მიღებიდან 30-60 წუთის შემდეგ. ფოლის მჟავა ინტენსიურად უკავშირდება პლაზმის ცილებს, გადის ჰემატოენცეფალურ, პლაცენტარულ ბარიერს, ასევე გადადის დედის რძეში. ვიტამინი B9 დეპონირდება და მეტაბოლიზდება ღვიძლში ტეტრაჰიდროფოლის მჟავას წარმოქმნით. გამოიყოფა თირკმელებით, უპირატესად მეტაბოლიტების სახით; თუ მიღებული დოზა მნიშვნელოვნად აღემატება დღიურ დოზას, გამოყოფა ხდება უცვლელი სახით. გამოიყოფა ჰემოდიალიზის საშუალებით.
ვიტამინი B12-ის (ციანოკობალამინი) აბსორბცია უმეტესწილად დამოკიდებულია კუჭსა და ნაწლავის ზედა ნაწილში შინაგანი ფაქტორის არსებობაზე, ქსოვილებში მისი მიწოდება ხდება სატრანსპორტო ცილა – ტრანსკობალამინის საშუალებით. გადის პლაცენტარულ ბარიერს, გადადის დედის რძეში. დეპონირდება უპირატესად ღვიძლში. ღვიძლიდან გამოიყოფა ნაღველთან ერთად ნაწლავში და კვლავ შეიწოვება სისხლში. თირკმელების ნორმალური ფუნქციონირებისას 7-10% გამოიყოფა თირკმელებით, დაახლოებით 50% _ ფეკალურ მასებთან ერთად; თირკმელების დაქვეითებული ფუნქციონირებისას – 0-7% თირკმელებით, ხოლო 70-100% – ფეკალურ მასებთან ერთად.
ვარგისობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
განსაკუთრებული მითითებები შენახვისას
ინახება ნესტისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25º C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვის ტიპი და შიგთავსი
ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტები.
10 ტაბლეტი ბლისტერში.
2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
სიფრთხილის გასაკუთრებული ზომების უტილიზაციისა და სხვა სამუშაოების შესრულებისას
ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტის ან ნარჩენი უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
წარმოებულია
“ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.”-ს მიერ, თურქეთი
(15 თემუზ მახ. ჯამი იოლუ ჯად. N#50 გუნეშლი ბაგჯილარი/სტამბოლი)
“WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. А.Ş.”, TURKEY
(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.


