PF ჰიპერალამინი 10% ამინომჟავა ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
PF HİPERALAMİNE %10 AMİNO ASİT I.V. İNFÜZYON İÇİN ÇÖZELTİ
- მოქმედი ნივთიერება
- threonine + isoleucine + serine + glycine + histidine + phenylalanine + tryptophan + arginine + methionine + lysine + proline + alanine + cysteine + leucine + valine
- ფორმა და შეფუთვა
- 10% (100მგ/მლ) 500მლ ი.ვ. საინფუზიო ხსნარი მინის ბოთლი №1
- მწარმოებელი
- POLİFARMA İLAÇ SAN. VE TİC. A.Ş., თურქეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- სისხლის შემცვლელები და საპერფუზიო ხსნარები, ხსნარები პარენტერალური კვებისთვის
- ATC კოდი
- B05BA02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-046219
- რეგისტრირებულია
- 26 აგვისტო 2026, მოქმედებს 26 აგვისტო 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „ავერსი-ფარმა“
PF ჰიპერალამინი 10% ამინომჟავა ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად — ინსტრუქცია ქართულად
მიღების წესი და დოზირება
- მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
- PF ჰიპერალამინი 10%-ის შენახვის პირობები
- რას წარმოადგენს PF ჰიპერალამინი 10% და რისთვის გამოიყენება?
PF ჰიპერალამინი 10% არის ხსნარი, რომელიც შეიცავს ამინომჟავებს, ცილების საშენ მასალას და ორგანიზმისთვის აუცილებელ საკვებ ნივთიერებებს. ის ხელმისაწვდომია 500 მლ და 1000 მლ ბოთლებში; 500 მლ ბოთლი შეიცავს 50 გრამ ამინომჟავას, 1000 მლ ბოთლი შეიცავს 100 გრამ ამინომჟავას.
ინტრავენურად მიღებისას, როგორც ცალკე, ასევე სხვა საკვებ ნივთიერებებთან შერევით, PF ჰიპერალამინი 10% უზრუნველყოფს სისხლში ამინომჟავების კონცენტრაციის ნორმალიზებას.
- ინფორმაცია PF ჰიპერალამინი 10%-ის გამოყენებამდე
არ შეიძლება PF ჰიპერალამინი 10%-ის გამოყენება.
უკუჩვენებები
ადრე გქონიათ ალერგიული რეაქცია PF ჰიპერალამინ 10%-ზე ან მის სხვა რომელიმე დამხმარე ინგრედიენტზე, მაგალითად, უეცარი ქოშინი, ხიხინი, გამონაყარი, ქავილი ან შეშუპება (თუ არ ხართ დარწმუნებული ალერგიაში, მიმართეთ ექიმს);
ვერ ახერხებთ შარდვას (ანურია) და ეს მდგომარეობა არ არის ნამკურნალები;
იმყოფებით ღვიძლის კომაში;
გაწუხებთ ამინომჟავების მეტაბოლიზმის მემკვიდრეობითი დარღვევა [განსაკუთრებით განშტოებული ჯაჭვის ამინომჟავების მეტაბოლიზმის დარღვევები, როგორიცაა ნეკერჩხლის სიროფის შარდის დაავადება და იზოვალერიული აციდემია].
PF ჰიპერალამინი 10% გამოიყენეთ სიფრთხილით შემდეგ სიტუაციებში:
თუ:
გაქვთ თირკმლის ფუნქციის დარღვევა ან კუჭ-ნაწლავის სისხლდენა;
დიდი ხნის განმავლობაში იღებთ ინტრავენურ კვებას ან სითხეებს და შედეგად გაქვთ ორგანიზმში სითხის ჭარბი დაგროვება (შეშუპება) ან სითხის დაგროვება ფილტვებში;
გაქვთ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა და ამ მედიკამენტის მიღება ზრდის ამიაკის დონეს სისხლში;
გაქვთ ასთმა;
გაქვთ გულის უკმარისობა;
იყენებთ ამ მედიკამენტს სხვა საკვებ ნივთიერებებთან ერთად და გაქვთ დიაბეტი ან დიაბეტისადმი მიდრეკილება;
ეს პროდუქტი შეგეყვანებათ ხელების ან ფეხების ვენებიდან (ამ შემთხვევაში, PF ჰიპერალამინი 10% უნდა განზავდეს შესაბამისი თანაფარდობით და მიეცეს საკმარის კალორიებთან ერთად).
ექიმი განსაკუთრებულ სიფრთხილეს გამოიჩენს ამ მედიკამენტის დღენაკლულ ჩვილებში გამოყენებისას. ასევე, თუ დიდი ხნის განმავლობაში იღებთ ინტრავენურ კვებას, ექიმი რეგულარულად ჩაატარებს სისხლის ანალიზებს ან კლინიკურ შეფასებებს და დაგინიშნავთ დამატებით მედიკამენტებს, თუ ნორმალური მაჩვენებლებიდან გადახრები იქნება.
თუ ეს გაფრთხილებები თქვენ გეხებათ, თუნდაც გამოვლინდა წარსულში, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს.
PF ჰიპერალამინი 10%-ის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
ინტრავენური კვების დროს შეგიძლიათ მიიღოთ თქვენთვის სასურველი საკვები და სასმელი.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
გთხოვთ, აცნობოთ ექიმს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან ამჟამად იღებთ სხვა მედიკამენტებს, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემულ მედიკამენტებს, ვაქცინებს და მცენარეულ დანამატებს.
ექიმი შეამოწმებს, თავსებადია თუ არა დასამატებელი მედიკამენტები ხსნართან.
თუ PF ჰიპერალამინი 10% დაემატა მედიკამენტებს ან შეერია სხვა საკვებ ნივთიერებებს, ნარევი დაუყოვნებლივ უნდა იქნას მიღებული.
თუ ამჟამად იღებთ ან ბოლო დროს იღებდით რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემულ მედიკამენტებს, გთხოვთ, აცნობოთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ამ პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ექიმი გადაწყვეტს, უნდა გამოიყენოთ თუ არა PF ჰიპერალამინი 10% ორსულობის დროს, ამ პრეპარატით მკურნალობის სარგებლისა და პოტენციური რისკების შედარების შემდეგ.
თუ მკურნალობის დროს გაიგებთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ძუძუთი კვება

ამ მედიკამენტის გამოყენება შეგიძლიათ ძუძუთი კვების დროს და მხოლოდ ექიმის თანხმობით, თუ ექიმი თვლის, რომ მკურნალობის სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკებს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ინტრავენური კვების დროს ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა შეუძლებელია. მკურნალობის დასრულების შემდეგ ეს გავლენას არ მოახდენს ავტომობილის მართვასა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია PF ჰიპერალამინი 10%-ში შემავალი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ
თუ არ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა PF ჰიპერალამინ 10%-ში შემავალი ნივთიერებების მიმართ, ამ დამხმარე ნივთიერებებისგან გვერდითი მოვლენები არ არის მოსალოდნელი.
ეს პროდუქტი დამხმარე ნივთიერების სახით შეიცავს ნატრიუმის ბისულფიტს. სულფიტმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები, ანაფილაქსია ან მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში ასთმის შეტევები ზოგიერთ მგრძნობიარე პირში. მიუხედავად იმისა, რომ პოპულაციაში სულფიტების მიმართ მგრძნობელობის ზოგადი გავრცელება უცნობია, სავარაუდოდ, ის ძალიან დაბალია. სულფიტების მიმართ მგრძნობელობა უფრო ხშირია ასთმით დაავადებულ ადამიანებში, ვიდრე ასთმის არმქონე პირებში.
ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს 16 მმოლ ნატრიუმს ლიტრზე. ეს გასათვალისწინებელია ნატრიუმის კონტროლირებად დიეტაზე მყოფი პაციენტებისთვის.
გვერდითი მოვლენები
ძალიან ხშირი:
ვლინდება 10 -დან 1-მდე პაციენტში.
ხშირი:
ვლინდება 10 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 100-დან 1-ზე მეტში.
არახშირი:
ვლინდება 100 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 1.000-დან 1-ზე მეტში.
იშვიათი:
ვლინდება 1.000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 10.000-დან 1-ზე მეტში.
ძალიან იშვიათი:
ვლინდება 10.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებში.
უცნობია სიხშირე:
სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია არსებული მონაცემებით.
უცნობია სიხშირე:
მომატებული მგრძნობელობის რეაქციები (ქავილი, სიწითლე, შეშუპება, წვა სხეულის ერთ ან ყველა ნაწილში; ქოშინი, ხიხინი, ტკივილი გულმკერდის არეში; სხეულში სიცხის ან სიცივის ძლიერი შეგრძნებები; ხელების, ფეხების, ტუჩების, სახის ან მთელი სხეულის შეშუპება; თავბრუსხვევა, სისუსტე).
ეს ყველაფერი ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია.
თუ რომელიმე მათგანი გამოგივლინდათ, ეს ნიშნავს, რომ გაქვთ სერიოზული ალერგია PF ჰიპერალამინ 10%-ზე. შესაძლოა დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.
ყველა ეს ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენა საკმაოდ იშვიათია.
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების გარდა, შეიძლება ასევე განვითარდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:
უცნობი სიხშირით:
პროცედურის ჩატარების ადგილას ვენის გარშემო სიწითლე, შეშუპება ან ტკივილი (ინფექცია) და სისხლძარღვშიდა ანთებითი კოლტები, რომლებიც შეიძლება გავრცელდეს ვენის გასწვრივ ინექციის ადგილიდან (ვენური თრომბოზი და ფლებიტი);
ჩვენს ორგანიზმში სითხის მოცულობის მატებასთან დაკავშირებული სიმპტომებია: კოჭების ან ფეხების შეშუპება და თვალების შეშუპება (ოდემა);
სისხლში შარდოვანას დონის (BUN) მომატება;
ორგანიზმის სითხეების მჟავიანობის (pH) ცვლილება მჟავიანობისკენ (აციდოზი);
კანზე ლოკალიზებული ფერის შეცვლა, სიწითლე და სითბოს შეგრძნება.
ეს ყველაფერი სერიოზული გვერდითი მოვლენებია. ისინი შეიძლება დაკავშირებული იყოს თქვენს მიერ მიღებულ მედიკამენტთან ან ინტრავენურ ინექციასთან. შესაძლოა საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება.
სხვა არასერიოზული გვერდითი მოვლენები:
უცნობი სიხშირით:
ზოგადი დაღლილობა
წონის მატება
ეს არის PF ჰიპერალამინ 10%-ის მსუბუქი გვერდითი მოვლენები.
გვერდითი მოვლენების შეტყობინება
თუ თქვენ გამოგივლინდათ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ისინი ჩამოთვლილი გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ასევე, შეგიძლიათ შეატყობინოთ ნებისმიერი გვერდითი მოვლენის შესახებ თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს (TÜFAM) ვებ-გვერდზე www.titck.gov.tr „წამლის გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების“ ლინკზე დაწკაპუნებით ან გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების ცხელ ხაზზე დარეკვით ნომერზე 0 800 314 00 08. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით, თქვენ ხელს შეუწყობთ თქვენს მიერ გამოყენებული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.
თუ შენიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული ამ ფურცელ-ჩანართში, გთხოვთ, აცნობოთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- PF ჰიპერალამინი 10%-ის შენახვის პირობები
PF ჰიპერალამინი 10% შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას ორიგინალ შეფუთვაში.
ეს მედიკამენტო გამოიყენეთ მხოლოდ ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.
არ გამოიყენოთ PF ჰიპერალამინი 10% შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. შეინახეთ არაუმეტეს 25°C ოთახის ტემპერატურაზე. დაიცავით ექსტრემალური სიცხისა და გაყინვისგან. გამოყენებამდე დაიცავით სინათლისგან. არ გამოიყენოთ მღვრიე ან გაჟონილი ხსნარები. გადააგდეთ დარჩენილი ხსნარი; გამოუყენებელი ნაწილი ხელახლა არ გამოიყენოთ.
ვარგისიანობის ვადა მითითებულია თითოეული ბოთლის ეტიკეტზე. ამ თარიღის შემდეგ ეს მედიკამენტი აღარ იქნება გამოსაყენებლად ვარგისი.
ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები არ გადააგდოთ საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად! მიიტანეთ ისინი გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ მოწყობილ შეგროვების პუნქტში.
ლიცენზიის მფლობელი: პოლიფარმა ილაჩ სან. ვე ტიკ. ა.შ.
ვაკიფლარ ოსბ მაჰ. სანაი კასესი No:22/1
ერგენე/ტეკირდაღი
ტელ: 0282 675 14 04
ფაქსი: 0282 675 14 05
წარმოების ადგილი: პოლიფარმა ილაჩ სან. ვე ტიკ. ა.შ.
ვაკიფლარ ოსბ მაჰ. სანაი კასესი No:22/1
ერგენე/ტეკირდაღი
ტელ: 0282 675 14 04
ფაქსი: 0282 675 14 05
წინამდებარე ინსტრუქციის დამტკიცების თარიღა 05.06.2020.
თარგმანი შეესაბამება ორიგინალს. თარჯიმანი:
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
სამედიცინო პროდუქტის გამოყენების ინსტრუქცია
PF ჰიპერალამინი 10% ამინომჟავის I.V. საინფუზიო ხსნარი
ინტრავენური გამოყენებისთვის
სტერილური
აქტიური ნივთიერება: თითოეული 100 მლ ხსნარი შეიცავს 0.69 გ L-იზოლეიცინს*, 0.91 გ L-ლეიცინს*, 0.73 გ ლიზინს* (1.02 გ L-ლიზინის აცეტატის სახით), 0.53 გ L-მეთიონინს*, 0.56 გ L-ფენილალანინს*, 0.4 გ L-თრეონინს*, 0.15 გ L-ტრიპტოფანს*, 0.66 გ L-ვალინს*, 0.71 გ L-ალანინს, 0.95 გ L-არგინინს, 0.28 გ L-ჰისტიდინს, 1.12 გ L-პროლინს, 0.59 გ L-სერინს, 1.4 გ გლიცინს და 0.016 გ-ზე ნაკლებ ცისტეინს (0.024 გ-ზე ნაკლებ L-ცისტეინს HCl.H2O-ს სახით).
დამხმარე ნივთიერებები: ფოსფორის მჟავა, ნატრიუმის ბისულფიტი, ძმარმჟავა (ეთანმჟავა), საინექციო წყალი.
ამ მედიკამენტის გამოყენების დაწყებამდე, გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ გამოყენების ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს ინსტრუქცია გამოყენებისთვის. შესაძლოა მოგვიანებით ხელახლა დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს მედიკამენტი დანიშნულია პირადად თქვენთვის; არ გადასცეთ ის სხვებს გამოყენებისთვის.
თუ ამ მედიკამენტის გამოყენების დროს მიმართავთ ექიმს ან საავადმყოფოს, აცნობეთ ექიმს, რომ იყენებთ ამ მედიკამენტს.
ზუსტად დაიცავით ინსტრუქციაში მოცემული მითითებები. არ გამოიყენოთ მედიკამენტის რეკომენდებულ დოზაზე მაღალი ან დაბალი რაოდენობა.
გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს:
- რას წარმოადგენს PF ჰიპერალამინი 10 % და რისთვის გამოიყენება?
- ინფორმაცია PF ჰიპერალამინი 10%-ის გამოყენებამდე
- PF ჰიპერალამინი 10%-ის გამოყენების წესი
- მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
- PF ჰიპერალამინი 10%-ის შენახვის პირობები
- რას წარმოადგენს PF ჰიპერალამინი 10% და რისთვის გამოიყენება?
PF ჰიპერალამინი 10% არის ხსნარი, რომელიც შეიცავს ამინომჟავებს, ცილების საშენ მასალას და ორგანიზმისთვის აუცილებელ საკვებ ნივთიერებებს. ის ხელმისაწვდომია 500 მლ და 1000 მლ ბოთლებში; 500 მლ ბოთლი შეიცავს 50 გრამ ამინომჟავას, 1000 მლ ბოთლი შეიცავს 100 გრამ ამინომჟავას.
ინტრავენურად მიღებისას, როგორც ცალკე, ასევე სხვა საკვებ ნივთიერებებთან შერევით, PF ჰიპერალამინი 10% უზრუნველყოფს სისხლში ამინომჟავების კონცენტრაციის ნორმალიზებას.
- ინფორმაცია PF ჰიპერალამინი 10%-ის გამოყენებამდე
არ შეიძლება PF ჰიპერალამინი 10%-ის გამოყენება.
არ გამოიყენოთ ეს წამალი, თუ:
ადრე გქონიათ ალერგიული რეაქცია PF ჰიპერალამინ 10%-ზე ან მის სხვა რომელიმე დამხმარე ინგრედიენტზე, მაგალითად, უეცარი ქოშინი, ხიხინი, გამონაყარი, ქავილი ან შეშუპება (თუ არ ხართ დარწმუნებული ალერგიაში, მიმართეთ ექიმს);
ვერ ახერხებთ შარდვას (ანურია) და ეს მდგომარეობა არ არის ნამკურნალები;
იმყოფებით ღვიძლის კომაში;
გაწუხებთ ამინომჟავების მეტაბოლიზმის მემკვიდრეობითი დარღვევა [განსაკუთრებით განშტოებული ჯაჭვის ამინომჟავების მეტაბოლიზმის დარღვევები, როგორიცაა ნეკერჩხლის სიროფის შარდის დაავადება და იზოვალერიული აციდემია].
PF ჰიპერალამინი 10% გამოიყენეთ სიფრთხილით შემდეგ სიტუაციებში:
თუ:
გაქვთ თირკმლის ფუნქციის დარღვევა ან კუჭ-ნაწლავის სისხლდენა;
დიდი ხნის განმავლობაში იღებთ ინტრავენურ კვებას ან სითხეებს და შედეგად გაქვთ ორგანიზმში სითხის ჭარბი დაგროვება (შეშუპება) ან სითხის დაგროვება ფილტვებში;
გაქვთ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა და ამ მედიკამენტის მიღება ზრდის ამიაკის დონეს სისხლში;
გაქვთ ასთმა;
გაქვთ გულის უკმარისობა;
იყენებთ ამ მედიკამენტს სხვა საკვებ ნივთიერებებთან ერთად და გაქვთ დიაბეტი ან დიაბეტისადმი მიდრეკილება;
ეს პროდუქტი შეგეყვანებათ ხელების ან ფეხების ვენებიდან (ამ შემთხვევაში, PF ჰიპერალამინი 10% უნდა განზავდეს შესაბამისი თანაფარდობით და მიეცეს საკმარის კალორიებთან ერთად).
ექიმი განსაკუთრებულ სიფრთხილეს გამოიჩენს ამ მედიკამენტის დღენაკლულ ჩვილებში გამოყენებისას. ასევე, თუ დიდი ხნის განმავლობაში იღებთ ინტრავენურ კვებას, ექიმი რეგულარულად ჩაატარებს სისხლის ანალიზებს ან კლინიკურ შეფასებებს და დაგინიშნავთ დამატებით მედიკამენტებს, თუ ნორმალური მაჩვენებლებიდან გადახრები იქნება.
თუ ეს გაფრთხილებები თქვენ გეხებათ, თუნდაც გამოვლინდა წარსულში, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს.
PF ჰიპერალამინი 10%-ის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
ინტრავენური კვების დროს შეგიძლიათ მიიღოთ თქვენთვის სასურველი საკვები და სასმელი.
ორსულობა
ამ პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ექიმი გადაწყვეტს, უნდა გამოიყენოთ თუ არა PF ჰიპერალამინი 10% ორსულობის დროს, ამ პრეპარატით მკურნალობის სარგებლისა და პოტენციური რისკების შედარების შემდეგ.
თუ მკურნალობის დროს გაიგებთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ძუძუთი კვება
ამ პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ამ მედიკამენტის გამოყენება შეგიძლიათ ძუძუთი კვების დროს და მხოლოდ ექიმის თანხმობით, თუ ექიმი თვლის, რომ მკურნალობის სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკებს.
ზეგავლენა ავტომობილის მართისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
ინტრავენური კვების დროს ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა შეუძლებელია. მკურნალობის დასრულების შემდეგ ეს გავლენას არ მოახდენს ავტომობილის მართვასა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია PF ჰიპერალამინი 10%-ში შემავალი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ
თუ არ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა PF ჰიპერალამინ 10%-ში შემავალი ნივთიერებების მიმართ, ამ დამხმარე ნივთიერებებისგან გვერდითი მოვლენები არ არის მოსალოდნელი.
ეს პროდუქტი დამხმარე ნივთიერების სახით შეიცავს ნატრიუმის ბისულფიტს. სულფიტმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები, ანაფილაქსია ან მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში ასთმის შეტევები ზოგიერთ მგრძნობიარე პირში. მიუხედავად იმისა, რომ პოპულაციაში სულფიტების მიმართ მგრძნობელობის ზოგადი გავრცელება უცნობია, სავარაუდოდ, ის ძალიან დაბალია. სულფიტების მიმართ მგრძნობელობა უფრო ხშირია ასთმით დაავადებულ ადამიანებში, ვიდრე ასთმის არმქონე პირებში.
ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს 16 მმოლ ნატრიუმს ლიტრზე. ეს გასათვალისწინებელია ნატრიუმის კონტროლირებად დიეტაზე მყოფი პაციენტებისთვის.
გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად
გთხოვთ, აცნობოთ ექიმს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან ამჟამად იღებთ სხვა მედიკამენტებს, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემულ მედიკამენტებს, ვაქცინებს და მცენარეულ დანამატებს.
ექიმი შეამოწმებს, თავსებადია თუ არა დასამატებელი მედიკამენტები ხსნართან.
თუ PF ჰიპერალამინი 10% დაემატა მედიკამენტებს ან შეერია სხვა საკვებ ნივთიერებებს, ნარევი დაუყოვნებლივ უნდა იქნას მიღებული.
თუ ამჟამად იღებთ ან ბოლო დროს იღებდით რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემულ მედიკამენტებს, გთხოვთ, აცნობოთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- PF ჰიპერალამინი 10%-ის გამოყენების წესი
მითითებები სწორი გამოყენებისა და დოზირების/მიღების სიხშირის შესახებ:
მედიკამენტის მიღების სიხშირეს, ყოველ ჯერზე შესაყვან რაოდენობას და ინტრავენური შეყვანის ხანგრძლივობას განსაზღვრავს თქვენი ექიმი.
ტრავმისა და მძიმე კვებითი დეფიციტის შემთხვევებში, როდესაც ცილისა და კალორიების მოთხოვნილება მნიშვნელოვნად იზრდება, ორგანიზმის ცილის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად და აზოტის დადებითი ბალანსის შესანარჩუნებლად, მოზრდილებს ეძლევათ დაახლოებით 1.5 გრამი ამინომჟავები სხეულის წონის ყოველ კილოგრამზე დღეში, ხოლო ბავშვებს - 2-3 გრამი სხეულის წონის ყოველ კილოგრამზე დღეში, საკმარისი კალორიების მიღებასთან ერთად. მძიმე კატაბოლური მდგომარეობების დროს შეიძლება საჭირო გახდეს უფრო მაღალი დოზები.
გამოყენების გზა და მეთოდი:
PF ჰიპერალამინი 10% შეიყვანება ინტრავენურად ვენაში მოთავსებული პლასტმასის მილის (კათეტერის) მეშვეობით. ინტრავენური შეყვანა შესაძლებელია ხელების ან ფეხების ვენების ან კისრის დიდი ვენების მეშვეობით.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
გამოყენება ბავშვებში:
ექიმი ინდივიდუალურად განსაზღვრავს პარენტერალური საკვები ხსნარის საერთო მოცულობას და მიღების სიჩქარეს თქვენი ბავშვის ასაკის, სხეულის წონისა და თირკმლის ფუნქციის მიხედვით.
ექიმი ყურადღებით გააკონტროლებს ახალშობილებსა და ჩვილებში სისხლის მრავალ მაჩვენებელს, მათ შორის სისხლში შაქრის დონეს. განსაკუთრებული ყურადღება და მკაცრი მონიტორინგია საჭირო PF ჰიპერალამინ 10%-ით მკურნალობის დროს, განსაკუთრებით თირკმლის უკმარისობის, მწვავე სეფსისის ან დაბალი წონის მქონე ახალშობილებში.
გამოყენება ხანდაზმულებში:
ცნობილია, რომ ხანდაზმული პაციენტები უფრო მგრძნობიარენი არიან სითხის ჭარბი რაოდენობით მიღებისა და მარილის დისბალანსის მიმართ, ვიდრე ახალგაზრდა პაციენტები. ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს თირკმლის ფუნქციის დარღვევასთან, რაც უფრო ხშირია ხანდაზმულებში. შესაბამისად, ხანდაზმულებში სითხისა და მარილის თერაპიის დროს კიდევ უფრო აუცილებელია მკაცრი მონიტორინგი.
მიუხედავად იმისა, რომ ხანდაზმულებისთვის კონკრეტული დოზირება არ არის განსაზღვრული, პარენტერალური კვების ყველა მკურნალობის დროს, ექიმი განსაზღვრავს თქვენი მედიკამენტის დოზას ინდივიდუალურად თითოეული პაციენტისთვის, მათ შორის ხანდაზმულებისთვის, თქვენი სხეულის წონის, კლინიკური მდგომარეობისა და მონიტორინგის დროს ჩატარებული ლაბორატორიული ტესტების შედეგების საფუძველზე.
სპეციალური გამოყენების შემთხვევები:
სპეციალური გამოყენების შესახებ არ არის ინფორმაცია.
თუ ფიქრობთ, რომ PF ჰიპერალამინ 10%-ის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ გამოიყენეთ PF ჰიპერალამინი 10%-ის საჭიროზე მეტი დოზა
თუ გამოიყენეთ PF ჰიპერალამინი 10%-ის საჭიროზე მეტი დოზა, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ PF ჰიპერალამინი 10%-ის გამოყენება:
მედიკამენტი უნდა მიიღოთ დანიშნულ დროზე.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზების კომპენსაციისთვის.
ეფექტები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს PF ჰიპერალამინ 10%-ით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ
ექიმი გაცნობებთ, რამდენ ხანს გაგრძელდება PF ჰიპერალამინ 10%-ით მკურნალობა. არ შეწყვიტოთ მკურნალობა ნაადრევად, რადგან ამით ვერ მიიღწევა სასურველი შედეგი.
- მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად, PF ჰიპერალამინ 10%-მაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები იმ ადამიანებში, რომლებსაც აქვთ მომატებული მგრძნობელობა მასში შემავალი ნივთიერებების მიმართ.
გვერდითი მოვლენები კლასიფიცირებულია შემდეგი კატეგორიების მიხედვით:
ძალიან ხშირი:
ვლინდება 10 -დან 1-მდე პაციენტში.
ხშირი:
ვლინდება 10 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 100-დან 1-ზე მეტში.
არახშირი:
ვლინდება 100 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 1.000-დან 1-ზე მეტში.
იშვიათი:
ვლინდება 1.000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 10.000-დან 1-ზე მეტში.
ძალიან იშვიათი:
ვლინდება 10.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებში.
უცნობია სიხშირე:
სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია არსებული მონაცემებით.
უცნობია სიხშირე:
მომატებული მგრძნობელობის რეაქციები (ქავილი, სიწითლე, შეშუპება, წვა სხეულის ერთ ან ყველა ნაწილში; ქოშინი, ხიხინი, ტკივილი გულმკერდის არეში; სხეულში სიცხის ან სიცივის ძლიერი შეგრძნებები; ხელების, ფეხების, ტუჩების, სახის ან მთელი სხეულის შეშუპება; თავბრუსხვევა, სისუსტე).
ეს ყველაფერი ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია.
თუ რომელიმე მათგანი გამოგივლინდათ, ეს ნიშნავს, რომ გაქვთ სერიოზული ალერგია PF ჰიპერალამინ 10%-ზე. შესაძლოა დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.
ყველა ეს ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენა საკმაოდ იშვიათია.
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების გარდა, შეიძლება ასევე განვითარდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:
უცნობი სიხშირით:
პროცედურის ჩატარების ადგილას ვენის გარშემო სიწითლე, შეშუპება ან ტკივილი (ინფექცია) და სისხლძარღვშიდა ანთებითი კოლტები, რომლებიც შეიძლება გავრცელდეს ვენის გასწვრივ ინექციის ადგილიდან (ვენური თრომბოზი და ფლებიტი);
ჩვენს ორგანიზმში სითხის მოცულობის მატებასთან დაკავშირებული სიმპტომებია: კოჭების ან ფეხების შეშუპება და თვალების შეშუპება (ოდემა);
სისხლში შარდოვანას დონის (BUN) მომატება;
ორგანიზმის სითხეების მჟავიანობის (pH) ცვლილება მჟავიანობისკენ (აციდოზი);
კანზე ლოკალიზებული ფერის შეცვლა, სიწითლე და სითბოს შეგრძნება.
ეს ყველაფერი სერიოზული გვერდითი მოვლენებია. ისინი შეიძლება დაკავშირებული იყოს თქვენს მიერ მიღებულ მედიკამენტთან ან ინტრავენურ ინექციასთან. შესაძლოა საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება.
სხვა არასერიოზული გვერდითი მოვლენები:
უცნობი სიხშირით:
ზოგადი დაღლილობა
წონის მატება
ეს არის PF ჰიპერალამინ 10%-ის მსუბუქი გვერდითი მოვლენები.
გვერდითი მოვლენების შეტყობინება
თუ თქვენ გამოგივლინდათ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ისინი ჩამოთვლილი გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ასევე, შეგიძლიათ შეატყობინოთ ნებისმიერი გვერდითი მოვლენის შესახებ თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს (TÜFAM) ვებ-გვერდზე www.titck.gov.tr „წამლის გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების“ ლინკზე დაწკაპუნებით ან გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების ცხელ ხაზზე დარეკვით ნომერზე 0 800 314 00 08. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით, თქვენ ხელს შეუწყობთ თქვენს მიერ გამოყენებული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.
თუ შენიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული ამ ფურცელ-ჩანართში, გთხოვთ, აცნობოთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- PF ჰიპერალამინი 10%-ის შენახვის პირობები
PF ჰიპერალამინი 10% შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას ორიგინალ შეფუთვაში.
ეს მედიკამენტო გამოიყენეთ მხოლოდ ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.
არ გამოიყენოთ PF ჰიპერალამინი 10% შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. შეინახეთ არაუმეტეს 25°C ოთახის ტემპერატურაზე. დაიცავით ექსტრემალური სიცხისა და გაყინვისგან. გამოყენებამდე დაიცავით სინათლისგან. არ გამოიყენოთ მღვრიე ან გაჟონილი ხსნარები. გადააგდეთ დარჩენილი ხსნარი; გამოუყენებელი ნაწილი ხელახლა არ გამოიყენოთ.
ვარგისიანობის ვადა მითითებულია თითოეული ბოთლის ეტიკეტზე. ამ თარიღის შემდეგ ეს მედიკამენტი აღარ იქნება გამოსაყენებლად ვარგისი.
ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები არ გადააგდოთ საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად! მიიტანეთ ისინი გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ მოწყობილ შეგროვების პუნქტში.
ლიცენზიის მფლობელი: პოლიფარმა ილაჩ სან. ვე ტიკ. ა.შ.
ვაკიფლარ ოსბ მაჰ. სანაი კასესი No:22/1
ერგენე/ტეკირდაღი
ტელ: 0282 675 14 04
ფაქსი: 0282 675 14 05
წარმოების ადგილი: პოლიფარმა ილაჩ სან. ვე ტიკ. ა.შ.
ვაკიფლარ ოსბ მაჰ. სანაი კასესი No:22/1
ერგენე/ტეკირდაღი
ტელ: 0282 675 14 04
ფაქსი: 0282 675 14 05
წინამდებარე ინსტრუქციის დამტკიცების თარიღა 05.06.2020.
თარგმანი შეესაბამება ორიგინალს. თარჯიმანი:
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.