ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ხველისა და გაციების სამკურნალო პრეპარატები

ფლუიფორტი

FluiFort®

ურეცეპტოდ2,7გინსტრუქცია ქართულადტაილანდი
რისთვის გამოიყენება

ფლუიფორტი® არის მუკორეგულატორი რომელსაც აქვს მუკოლიზური და ლორწოს გამათხევადებელი მოქმედება. ფლუიფორტი® ეფექტურია ჰიპერვისკოზური ან ჰიპოვისკოზური ლორწოს შემთხვევაში. ფლუიფორტი® ნაჩვენებია ზედა და ქვედა სასუნთქი გზების მწვავე დაავადებების სამკურნალოდ. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
carbocisteine
ფორმა და შეფუთვა
2,7გ/5გ 5გ ფხვნილი შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლად პაკეტი №5
მწარმოებელი
POLIPHARM CO., LTD, ტაილანდი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ხველის და გაციების საწინააღმდეგო პრეპარატები, მუკოლიზური საშუალებები
ATC კოდი
R05CB03
რეგისტრაციის ნომერი
რ-046172
რეგისტრირებულია
20 აგვისტო 2026, მოქმედებს 20 აგვისტო 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Eurodrug Laboratories B.V. (ნიდერლანდი)
განმცხადებელი
ევროდრაგ ლაბორატორის ჯორჯია
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაფლუიფორტი და სხვა წამალი ერთად

ფლუიფორტი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ფლუიფორტი® არის მუკორეგულატორი რომელსაც აქვს მუკოლიზური და ლორწოს გამათხევადებელი მოქმედება. ფლუიფორტი® ეფექტურია ჰიპერვისკოზური ან ჰიპოვისკოზური ლორწოს შემთხვევაში.

ფლუიფორტი® ნაჩვენებია ზედა და ქვედა სასუნთქი გზების მწვავე დაავადებების სამკურნალოდ.

ფლუიფორტი® ასევე ნაჩვენებია ყელ-ყურ-ცხვირის (ENT) დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა ფარინგიტი, ტონზილიტი, ლარინგიტი, რინიტი, რინოფარინგიტი, ოტიტი, სინუსიტი.

მიღების წესი და დოზირება

მოზრდილები:

1 პაკეტი დღეში ან ექიმის დანიშნულების მიხედვით.

განაზავეთ პაკეტის შიგთავსი ნახევარ ჭიქა წყალში, შეურიეთ კარგად..

ფარმაკოკინეტიკური თვისებების და კარბოცისტეინის ლიზინის მარილის მონოჰიდრატის ამტანობის გათვალისწინებით, ასეთი დოზირება შეიძლება გამოყენებულ იქნას ასევე პაციენტებში თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის დარღვევით. ფლუიფორტი® პაკეტი შეიძლება ასევე გამოყენებულ იქნას დიაბეტიან პაციენტებში.

ბავშვები: ფლუიფორტი® პაკეტი არ არის რეკომენდებული ბავშვებში გამოყენებისთვის.

ფლუიფორტი® სიროფი შესაფერისია ბავშვებში გამოყენებისთვის.

მკურნალობის ხანგრძლივობა: კარბოცისტეინი გამოიყენება როგორც მწვავე ასევე ქრონიკული პათოლოგიების სამკურნალოდ 4-დან 6 თვემდე პერიოდით, ექიმის გადაწყვეტილების შესაბამისად.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა აქტიური ინგრედიენტის ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ. კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული. ორსულობა და ლაქტაცია.

სიფრთხილის ზომები

მკურნალობის პირველი დღეებიდან იზრდება ნახველის ამოღება სეკრეციის გაუმჯობესებული ელიმინაციის გამო.

ამტანობის ან დამოკიდებულების შემთხვევები არ არის ცნობილი. მიუხედავად იმისა, რომ პროდუქტი არც ტერატოგენულია და არც მუტაგენური და არ აქვს რაიმე უარყოფითი გავლენა ცხოველების რეპროდუქციულ ფუნქციაზე, მისი გამოყენება ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში არ არის რეკომენდებული.

რადგანაც არ არის მონაცემები კარბოცისტეინის გამოყოფის შესახებ დედის რძეში, ამიტომ მისი გამოყენება არ უნდა მოხდეს ლაქტაციის პერიოდში.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

დღემდე არ გამოვლენილა შეუთავსებლობა კარბოცისტეინსა და იმ წამლებს შორის, რომლებიც ყველაზე ხშირად გამოიყენება ზედა და ქვედა სასუნთქი გზების სამკურნალოდ, საკვებ პროდუქტებთან ან ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგად.

ორსულობა და ძუძუთი კვება

მიუხედავად იმისა, რომ აქტიური ინგრედიენტი არ არის არც ტერატოგენული და არც მუტაგენური და არ არის გამოვლენილი რაიმე უარყოფითი ეფექტი რეპროდუქტიულ ფუნქციაზე ცხოველებში, ფლუიფორტი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობისას (იხ. 4.3). კარბოცისტეინის ლიზინის მარილის მონოჰიდრატის დედის რძეში გადასვლის შესახებ მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი: ამიტომ ლაქტაციის პერიოდში სამკურნალო საშუალების გამოყენება უკუნაჩვენებია (იხ. 4.3).

გავლენა ავტომობილის მართვაზე

წამლის არანაირი უარყოფითი ეფექტი არ არის გამოვლენილი ავტომობილის მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე.

  • 8. გვერდითი რეაქციები

ფლუიფორტის პოსტ-მარკეტინგული მონაცემები აჩვენებს, რომ წამლის გვერდითი რეაქციები არის ძალიან იშვიათი. ზემოქმედებული პაციენტების შეფასების საფუძველზე, გვერდითი რეაქციები სპონტანურად დაფიქსირდა 1 მილიონი პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში. უმეტეს შემთხვევაში, სიმპტომები გარდამავალი იყო და აღმოიფხვრა თერაპიის შეწყვეტის შემდეგ და ზოგჯერ სპეციალური ფარმაკოლოგიური მკურნალობის შემდეგ.

ქვემოთ აღნიშნული წარმოადგენს ძალიან იშვიათ გვერდითი რეაქციებს (სიხშირე <1/10,000) რომელიც დაფიქსირდა ფლუიფორტთან დაკავშირებით:

კანი და მოსაზღვრე ორგანოები: გამონაყარი კანზე, ურტიკარია, ერითემა, ეგზანთემა, ეგზანთემა/ბულოზური ერითემა, ქავილი, ანგიოედემა, დერმატიტი.

საჭმლის მომნელებელი სისტემა: მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, დიარეა.

ნერვული სისტემა: თავბრუსხვევა

გულ-სისხლძარღვთა სისტემა: სიწითლე

სასუნთქი სისტემა: გაძნელებული სუნთქვა.

ჰიპოგევზიისა და პაროსმიის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა პაციენტში, რომელიც მკურნალობდა რეკომენდებულზე მაღალი დოზებით.

ძალიან იშვიათი მწვავე გვერდითი რეაქციები (მხოლოდ სამი შემთხვევა) მოიცავს მხოლოდ კანის რეაქციებს (ჭინჭრის ციება, ერითემა და / ან ეგზანთემა, ბულოზი).

ჭარბი დოზა

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, გვერდითი ეფექტების გაძლიერების თანხლებით, შეიძლება მიზანშეწონილი იყოს კუჭის ამორეცხვა, რასაც მოჰყვება კოლატერალური თერაპია სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ. არ არსებობს სპეციფიკური ანტიდოტი.

შენახვის პირობები

შეინახეთ მშრალ არაუმეტეს 300C-ზე.

  • 5. შეფუთვა

პაკეტი - კოლოფები 5, 30 & 50 პაკეტით გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

  • 6. გამოყენების და დამუშავების ინსტრუქციები

სპეციალური მოთხოვნები არ არის.

  • მწარმოებელი

Polipharm Co. Ltd.,

სამუტპრაკანი, ტაილანდი

  • ლიცენზიის მფლობელი

Eurodrug Laboratories B.V.,

რეგულუსვეგ 11

2516 AC, ჰააგა

ნიდერლანდები

  • დოკუმენტების საბოლოო განახლების თარიღი

აპრილი 2026

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოთერაპიული კლასი: ფლუიფორტი არის მუკორეგულატორი, რომელსაც გააჩნია მუკოლიზური და ლორწოს გამათხევადებელი მოქმედება.

ათქ კოდი: R05CB03

კარბოციტეინის ლიზინის მარილის მონოჰიდრატი აღადგენს ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ლორწოვანი სეკრეციის სიბლანტეს და ელასტიურობას დოზაზე დამოკიდებული გზით. მისი ეფექტურობა ლორწოს სეკრეციის ნორმალიზებაში, როგორც ჩანს, გამოწვეულია სიალომუცინების მომატებული სინთეზით, რაც ახდენს წონასწორობის აღდგენას სიალომუცინებსა და ფუკომუცინებს შორის, რომლებიც ხელს უწყობენ ლორწოს გათხევადებას.

კარბოცისტეინის ლიზინის მარილის მონოჰიდრატი ასევე ასტიმულირებს ქლორის იონების სეკრეციას სასუნთქი გზების ეპითელიუმში: ასეთი ფენომენი დაკავშირებულია წყლის ტრანსპორტირებასთან და, ამგვარად, ლორწოს გათხევადებასთან. კურდღლებში კარბოცისტეინის ლიზინის მარილის მონოჰიდრატის პერორალური მიღება ხელს უშლის ეგზოგენური ელასტაზის ინტრატრაქეალური ინსტილაციის შედეგად განპირობებული მუკოცილიარული ტრანსპორტის შემცირებას.

კარბოცისტეინის ლიზინის მარილის მონოჰიდრატი ზრდის ლაქტოფერინის, ლიზოციმის და ალფა 1-ანტიქიმიოტრიპსინის კონცენტრაციას დოზაზე დამოკიდებული ფორმით, რაც მიუთითებს პერიბრონქიალური ჯირკვლების შრატის უჯრედების ფუნქციონალურ განახლებაზე და პროტეინის სინთეზის მათ მექანიზმებზე.

კარბოცისტეინის ლიზინის მარილის მონოჰიდრატმა აჩვენა დადებითი გავლენა ცხვირის და ტრაქეობრონქული სეკრეციული IgA- ს წარმოქმნაზე.

კარბოცისტეინის ლიზინის მარილის მონოჰიდრატი ასევე აუმჯობესებს მუკოცილიარულ კლირენსს და ანტიბიოტიკის დიფუზიურობას.

  • 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები

პერორალური მიღების შემდეგ, კარბოცისტეინის ლიზინის მარილის მონოჰიდრატი აბსორბირდება საკმაოდ სრულყოფილად და სწრაფად. შთანთქმის პიკი დგება 1,5-2 საათში. პლაზმური ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 1.5-საათს. კარბოციტეინის ლიზინის მარილის მონოჰიდრატის და მისი მეტაბოლიტების ელიმინაცია ძირითადად ხდება თირკმელების საშუალებით. დოზის 30-60% მდე გამოიყოფა შარდით, დანარჩენი კი გამოიყოფა სხვადასხვა მეტაბოლიტების სახით.

კარბოცისტეინის ლიზინის მარილის მონოჰიდრატი სპეციფიურად აფიქსირებს თავს ბრონქო-პულმონალურ ქსოვილში. ბიოშეღწევადობის გამოკვლევებმა აჩვენა, რომ შეყვანილი დოზის 17.5% მდე გვხვდება ბრონქების სეკრეტებში

პრეპარატი აღწევს ლორწოში საშუალო კონცენტრაციით 3,5 მკგ / მლ, ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 1,8 საათი (2 გ / დღეში დოზა).

  • 3. პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები

მწვავე, ქვემწვავე და ქრონიკული ტოქსიკურობის გამოკვლევებმა არ აჩვენა რაიმე ტოქსიკურობა დოზებზე, რომლებიც რეკომენდებულ თერაპიულ დოზას მნიშვნელოვნად აღემატება (LD50 მგ / კგ: თაგვი და ვირთაგვები i.p. > 5760; თაგვი და ვირთთაგვები ორალურად > 13500. ქრონიკულ კვლევებში არ არის ტოქსიკური დოზა: 2 თვე ძაღლი პერორალურად = 300 მგ / კგ / დღეში; 6 თვე ვირთაგვებში პერორალურად = 500 მგ / კგ / დღეში).

ვირთაგვებზე და კურდღლებზე ტერატოგენულმა კვლევებმა არ აჩვენა ორგანოგენეტიკური ანომალიები. რეპროდუქციული ტოქსიკურობის კვლევები ვირთაგვებზე აჩვენებს, რომ კარბოცისტეინის ლიზინის მარილის მონოჰიდრატი ხელს არ უშლის ნაყოფიერებას, რეპროდუციას, ემბრიონ-ნაყოფის და მშობიარობის შემდგომ განვითარებას.

პროდუქტი ქიმიურად არ არის კორელაციაში სიმსივნურ პროდუქტებთან. "in vitro" და "in vivo" გენოტოქსიკურობის ტესტები აჩვენებს, რომ პროდუქტი არ არის მუტაგენური.

  • ფარმაცევტული მახასიათებლები
  • 1. დამხმარე ნივთიერებების სია

ასპარტამი, პოვიდონი K30, უწყლო ლიმონმჟავა, კედარის ნატურალური არომატიზატორი, ფორთხოლის ფხვნილი, მანიტოლი.

  • 2. შეუთავსებლობები

არ არის

  • 3. მოქმედების ვადა

ორი წელი

მოქმედების ვადა ვრცელდება სრულად შეფუთულ და სწორად შენახულ პროდუქტზე.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · პროდუქტის მახასიათებლები (ექიმისთვის)

პროდუქტის მახასიათებლების რეზიუმე

ფლუიფორტი® პაკეტი

(კარბოცისტეინის ლიზინის მარილი 2.7 გ)

  • სამედიცინო პროდუქტის სახელწოდება

ფლუიფორტი

  • ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა

ერთი პაკეტი შეიცავს:

აქტიური ინგრედიენტი: კარბოცისტეინის ლიზინის მარილის მონოჰიდრატი, რომელიც არის კარბოცისტეინის მარილი 2.7 გ-ს ექვივალენტური.

დამხმარე ნივთიერებებისთვის იხილეთ 6.1.

  • წამლის ფორმა

პაკეტი

  • კლინიკური მახასიათებლები
  • 1. თერაპიული ჩვენებები

ფლუიფორტი® არის მუკორეგულატორი რომელსაც აქვს მუკოლიზური და ლორწოს გამათხევადებელი მოქმედება. ფლუიფორტი® ეფექტურია ჰიპერვისკოზური ან ჰიპოვისკოზური ლორწოს შემთხვევაში.

ფლუიფორტი® ნაჩვენებია ზედა და ქვედა სასუნთქი გზების მწვავე დაავადებების სამკურნალოდ.

ფლუიფორტი® ასევე ნაჩვენებია ყელ-ყურ-ცხვირის (ENT) დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა ფარინგიტი, ტონზილიტი, ლარინგიტი, რინიტი, რინოფარინგიტი, ოტიტი, სინუსიტი.

  • 2. დოზირება და გამოყენების წესი

მოზრდილები:

1 პაკეტი დღეში ან ექიმის დანიშნულების მიხედვით.

განაზავეთ პაკეტის შიგთავსი ნახევარ ჭიქა წყალში, შეურიეთ კარგად..

ფარმაკოკინეტიკური თვისებების და კარბოცისტეინის ლიზინის მარილის მონოჰიდრატის ამტანობის გათვალისწინებით, ასეთი დოზირება შეიძლება გამოყენებულ იქნას ასევე პაციენტებში თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის დარღვევით. ფლუიფორტი® პაკეტი შეიძლება ასევე გამოყენებულ იქნას დიაბეტიან პაციენტებში.

ბავშვები: ფლუიფორტი® პაკეტი არ არის რეკომენდებული ბავშვებში გამოყენებისთვის.

ფლუიფორტი® სიროფი შესაფერისია ბავშვებში გამოყენებისთვის.

მკურნალობის ხანგრძლივობა: კარბოცისტეინი გამოიყენება როგორც მწვავე ასევე ქრონიკული პათოლოგიების სამკურნალოდ 4-დან 6 თვემდე პერიოდით, ექიმის გადაწყვეტილების შესაბამისად.

  • 3. უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა აქტიური ინგრედიენტის ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ. კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული. ორსულობა და ლაქტაცია.

  • 4. განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

მკურნალობის პირველი დღეებიდან იზრდება ნახველის ამოღება სეკრეციის გაუმჯობესებული ელიმინაციის გამო.

ამტანობის ან დამოკიდებულების შემთხვევები არ არის ცნობილი. მიუხედავად იმისა, რომ პროდუქტი არც ტერატოგენულია და არც მუტაგენური და არ აქვს რაიმე უარყოფითი გავლენა ცხოველების რეპროდუქციულ ფუნქციაზე, მისი გამოყენება ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში არ არის რეკომენდებული.

რადგანაც არ არის მონაცემები კარბოცისტეინის გამოყოფის შესახებ დედის რძეში, ამიტომ მისი გამოყენება არ უნდა მოხდეს ლაქტაციის პერიოდში.

  • 5. წამლებთან ურთიერთქმედება

დღემდე არ გამოვლენილა შეუთავსებლობა კარბოცისტეინსა და იმ წამლებს შორის, რომლებიც ყველაზე ხშირად გამოიყენება ზედა და ქვედა სასუნთქი გზების სამკურნალოდ, საკვებ პროდუქტებთან ან ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგად.

  • 6. ორსულობა და ლაქტაცია

მიუხედავად იმისა, რომ აქტიური ინგრედიენტი არ არის არც ტერატოგენული და არც მუტაგენური და არ არის გამოვლენილი რაიმე უარყოფითი ეფექტი რეპროდუქტიულ ფუნქციაზე ცხოველებში, ფლუიფორტი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობისას (იხ. 4.3). კარბოცისტეინის ლიზინის მარილის მონოჰიდრატის დედის რძეში გადასვლის შესახებ მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი: ამიტომ ლაქტაციის პერიოდში სამკურნალო საშუალების გამოყენება უკუნაჩვენებია (იხ. 4.3).

  • 7. გავლენა ავტომობილის მართვასა და მექანიზმების გამოყენებაზე

წამლის არანაირი უარყოფითი ეფექტი არ არის გამოვლენილი ავტომობილის მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე.

  • 8. გვერდითი რეაქციები

ფლუიფორტის პოსტ-მარკეტინგული მონაცემები აჩვენებს, რომ წამლის გვერდითი რეაქციები არის ძალიან იშვიათი. ზემოქმედებული პაციენტების შეფასების საფუძველზე, გვერდითი რეაქციები სპონტანურად დაფიქსირდა 1 მილიონი პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში. უმეტეს შემთხვევაში, სიმპტომები გარდამავალი იყო და აღმოიფხვრა თერაპიის შეწყვეტის შემდეგ და ზოგჯერ სპეციალური ფარმაკოლოგიური მკურნალობის შემდეგ.

ქვემოთ აღნიშნული წარმოადგენს ძალიან იშვიათ გვერდითი რეაქციებს (სიხშირე <1/10,000) რომელიც დაფიქსირდა ფლუიფორტთან დაკავშირებით:

კანი და მოსაზღვრე ორგანოები: გამონაყარი კანზე, ურტიკარია, ერითემა, ეგზანთემა, ეგზანთემა/ბულოზური ერითემა, ქავილი, ანგიოედემა, დერმატიტი.

საჭმლის მომნელებელი სისტემა: მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, დიარეა.

ნერვული სისტემა: თავბრუსხვევა

გულ-სისხლძარღვთა სისტემა: სიწითლე

სასუნთქი სისტემა: გაძნელებული სუნთქვა.

ჰიპოგევზიისა და პაროსმიის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა პაციენტში, რომელიც მკურნალობდა რეკომენდებულზე მაღალი დოზებით.

ძალიან იშვიათი მწვავე გვერდითი რეაქციები (მხოლოდ სამი შემთხვევა) მოიცავს მხოლოდ კანის რეაქციებს (ჭინჭრის ციება, ერითემა და / ან ეგზანთემა, ბულოზი).

  • 9. ჭარბი დოზა

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, გვერდითი ეფექტების გაძლიერების თანხლებით, შეიძლება მიზანშეწონილი იყოს კუჭის ამორეცხვა, რასაც მოჰყვება კოლატერალური თერაპია სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ. არ არსებობს სპეციფიკური ანტიდოტი.

  • ფარმაკოლოგიური თვისებები
  • 1. ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმაკოთერაპიული კლასი: ფლუიფორტი არის მუკორეგულატორი, რომელსაც გააჩნია მუკოლიზური და ლორწოს გამათხევადებელი მოქმედება.

ათქ კოდი: R05CB03

კარბოციტეინის ლიზინის მარილის მონოჰიდრატი აღადგენს ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ლორწოვანი სეკრეციის სიბლანტეს და ელასტიურობას დოზაზე დამოკიდებული გზით. მისი ეფექტურობა ლორწოს სეკრეციის ნორმალიზებაში, როგორც ჩანს, გამოწვეულია სიალომუცინების მომატებული სინთეზით, რაც ახდენს წონასწორობის აღდგენას სიალომუცინებსა და ფუკომუცინებს შორის, რომლებიც ხელს უწყობენ ლორწოს გათხევადებას.

კარბოცისტეინის ლიზინის მარილის მონოჰიდრატი ასევე ასტიმულირებს ქლორის იონების სეკრეციას სასუნთქი გზების ეპითელიუმში: ასეთი ფენომენი დაკავშირებულია წყლის ტრანსპორტირებასთან და, ამგვარად, ლორწოს გათხევადებასთან. კურდღლებში კარბოცისტეინის ლიზინის მარილის მონოჰიდრატის პერორალური მიღება ხელს უშლის ეგზოგენური ელასტაზის ინტრატრაქეალური ინსტილაციის შედეგად განპირობებული მუკოცილიარული ტრანსპორტის შემცირებას.

კარბოცისტეინის ლიზინის მარილის მონოჰიდრატი ზრდის ლაქტოფერინის, ლიზოციმის და ალფა 1-ანტიქიმიოტრიპსინის კონცენტრაციას დოზაზე დამოკიდებული ფორმით, რაც მიუთითებს პერიბრონქიალური ჯირკვლების შრატის უჯრედების ფუნქციონალურ განახლებაზე და პროტეინის სინთეზის მათ მექანიზმებზე.

კარბოცისტეინის ლიზინის მარილის მონოჰიდრატმა აჩვენა დადებითი გავლენა ცხვირის და ტრაქეობრონქული სეკრეციული IgA- ს წარმოქმნაზე.

კარბოცისტეინის ლიზინის მარილის მონოჰიდრატი ასევე აუმჯობესებს მუკოცილიარულ კლირენსს და ანტიბიოტიკის დიფუზიურობას.

  • 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები

პერორალური მიღების შემდეგ, კარბოცისტეინის ლიზინის მარილის მონოჰიდრატი აბსორბირდება საკმაოდ სრულყოფილად და სწრაფად. შთანთქმის პიკი დგება 1,5-2 საათში. პლაზმური ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 1.5-საათს. კარბოციტეინის ლიზინის მარილის მონოჰიდრატის და მისი მეტაბოლიტების ელიმინაცია ძირითადად ხდება თირკმელების საშუალებით. დოზის 30-60% მდე გამოიყოფა შარდით, დანარჩენი კი გამოიყოფა სხვადასხვა მეტაბოლიტების სახით.

კარბოცისტეინის ლიზინის მარილის მონოჰიდრატი სპეციფიურად აფიქსირებს თავს ბრონქო-პულმონალურ ქსოვილში. ბიოშეღწევადობის გამოკვლევებმა აჩვენა, რომ შეყვანილი დოზის 17.5% მდე გვხვდება ბრონქების სეკრეტებში

პრეპარატი აღწევს ლორწოში საშუალო კონცენტრაციით 3,5 მკგ / მლ, ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 1,8 საათი (2 გ / დღეში დოზა).

  • 3. პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები

მწვავე, ქვემწვავე და ქრონიკული ტოქსიკურობის გამოკვლევებმა არ აჩვენა რაიმე ტოქსიკურობა დოზებზე, რომლებიც რეკომენდებულ თერაპიულ დოზას მნიშვნელოვნად აღემატება (LD50 მგ / კგ: თაგვი და ვირთაგვები i.p. > 5760; თაგვი და ვირთთაგვები ორალურად > 13500. ქრონიკულ კვლევებში არ არის ტოქსიკური დოზა: 2 თვე ძაღლი პერორალურად = 300 მგ / კგ / დღეში; 6 თვე ვირთაგვებში პერორალურად = 500 მგ / კგ / დღეში).

ვირთაგვებზე და კურდღლებზე ტერატოგენულმა კვლევებმა არ აჩვენა ორგანოგენეტიკური ანომალიები. რეპროდუქციული ტოქსიკურობის კვლევები ვირთაგვებზე აჩვენებს, რომ კარბოცისტეინის ლიზინის მარილის მონოჰიდრატი ხელს არ უშლის ნაყოფიერებას, რეპროდუციას, ემბრიონ-ნაყოფის და მშობიარობის შემდგომ განვითარებას.

პროდუქტი ქიმიურად არ არის კორელაციაში სიმსივნურ პროდუქტებთან. "in vitro" და "in vivo" გენოტოქსიკურობის ტესტები აჩვენებს, რომ პროდუქტი არ არის მუტაგენური.

  • ფარმაცევტული მახასიათებლები
  • 1. დამხმარე ნივთიერებების სია

ასპარტამი, პოვიდონი K30, უწყლო ლიმონმჟავა, კედარის ნატურალური არომატიზატორი, ფორთხოლის ფხვნილი, მანიტოლი.

  • 2. შეუთავსებლობები

არ არის

  • 3. მოქმედების ვადა

ორი წელი

მოქმედების ვადა ვრცელდება სრულად შეფუთულ და სწორად შენახულ პროდუქტზე.

  • 4. შენახვის პირობები

შეინახეთ მშრალ არაუმეტეს 300C-ზე.

  • 5. შეფუთვა

პაკეტი - კოლოფები 5, 30 & 50 პაკეტით გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

  • 6. გამოყენების და დამუშავების ინსტრუქციები

სპეციალური მოთხოვნები არ არის.

  • მწარმოებელი

Polipharm Co. Ltd.,

სამუტპრაკანი, ტაილანდი

  • ლიცენზიის მფლობელი

Eurodrug Laboratories B.V.,

რეგულუსვეგ 11

2516 AC, ჰააგა

ნიდერლანდები

  • დოკუმენტების საბოლოო განახლების თარიღი

აპრილი 2026

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა