არდეაელიტოსოლი D 1/1
Ardeaelytosol D 1/1
- მოქმედი ნივთიერება
- sodium lactate + sodium chloride + potassium chloride
- ფორმა და შეფუთვა
- (4მგ+2,67მგ+5,94მგ)/მლ 500მლ ი.ვ. საინფუზიო ხსნარი მინის ბოთლი №1 (პირველადი შეფუთვით)
- მწარმოებელი
- ARDEAPHARMA, a.s., ჩეხეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- სისხლის შემცვლელები და საპერფუზიო ხსნარები, ელექტროლიტურ ბალანსზე მოქმედი ხსნარები
- ATC კოდი
- B05BB01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-046142
- რეგისტრირებულია
- 12 აგვისტო 2026, მოქმედებს 12 აგვისტო 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „ნიუფარმ ჯორჯია“
არდეაელიტოსოლი D 1/1 — ინსტრუქცია ქართულად
მიღების წესი და დოზირება
დოზა განისაზღვრება მკაცრად ინდივიდუალურად და დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობაზე. ჩვეულებრივ ინფუზიის სიჩქარე დაახლოებით 4 მლ/კგ/სთ-ს შეადგენს. კალიუმის ინფუზიის მაქსიმალური სიჩქარე არ უნდა იყოს 20 მმოლი/სთ-ზე მეტი (ზოგიერთი უფრო ახალი წყაროს შესაბამისად 40 მმოლი/სთ). ზოგადად რეკომენდებულია, რომ არ იყოს გადაჭარბებული საერთო დღიური დოზა, რომელიც შეადგენს 150-200 მმოლ K+/24 საათში.
არდეაელიტოსოლი D 1/1 ხსნარის საშუალო დღიური დოზა შეადგენს 500-1000 მლ-ს. სამედიცინო პროდუქტი გამოიყენება მოზრდილებში და ნებისმიერი ასაკის ბავშვებში შეზღუდვების გარეშე.
შეყვანის მეთოდი
ინტრავენური წვეთოვანი ინფუზია დახურული სისტემის გამოყენებით.
უკუჩვენებები
თუ გაქვთ სისხლში ტუტე ნივთიერებების მომატებული დონე,
თუ გაქვთ სისხლში კალიუმის და ლაქტატის მომატებული დონე,
თუ გაქვთ სისხლში ჟანგბადის დაბალი დონე,
ორგანიზმში ჭარბი თავისუფალი წყლის არსებობის შემთხვევაში,
თუ გაქვთ თირკმელების უკმარისობა,
თუ გაქვთ გულის უკმარისობა,
თუ გაქვთ თავის ტვინის ან ფილტვის შეშუპება,
თუ გაქვთ მაღალი არტერიული წნევა.
სიფრთხილის ზომები
პრეპარატში ლაქტატის შემცველობის გამო, ის გამოიყენება მხოლოდ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ სისხლში ჟანგბადის ნორმალური დონე, ღვიძლის ნორმალური ფუნქცია და ღვიძლში სისხლის ადეკვატური მიმოქცევა.
ინფუზიის დროს საჭიროა სისხლში ნატრიუმისა და კალიუმის, ასევე ორგანიზმის სხვა ძირითადი სითხეებისა და ელექტროლიტების მაჩვენებლების მონიტორინგი. უნდა იქნას შენარჩუნებული ინფუზიის სათანადო სიჩქარე.
სიფრთხილის განსაკუთრებული ზომების დაცვაა საჭირო პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ საგულე გლიკოზიდებს (მაგალითად, დიგოქსინს), გულის უკმარისობის სამკურნალო პრეპარატებს.
ბავშვები, შვილოსნობის ასაკის ქალები და პაციენტები თავის ტვინის ფუნქციის დაქვეითებით (მაგალითად, მენინგიტი, ინტრაკრანიალური სისხლჩაქცევა, ცერებრალური ტრავმები და ცერებრალური შეშუპება), იმყოფებიან მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში ცერებრალური შეშუპების განვითარების რისკის ქვეშ, რომელიც გამოწვეულია სისხლში ნატრიუმის დონის მწვავე დაქვეითებით.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ, ახლახანს იღებდით ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი.
ეს პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება, თუ იღებთ პრეპარატებს, რომლებიც ზრდის სისხლში კალიუმის დონეს, როგორიცაა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს), ბეტა-ბლოკერები, ჰეპარინი, ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორები ან ალდოსტერონის ანტაგონისტები.
ასევე, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, თუ გიტარდებათ მკურნალობა საგულე გლიკოზიდებით (მაგალითად, დიგოქსინით), რადგან ისინი, ისევე როგორც ზემოთ მითითებული პრეპარატები, ზრდიან სისხლში კალიუმის დონეს.
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, თუ გიტარდებათ მკურნალობა პრეპარატებით, რომლებიც ზრდის ვაზოპრესინის მოქმედებას (ანტიდიურეზული ჰორმონი), რადგან აღნიშნულმა შეიძლება დააქვეითოს ელექტროლიტებისგან თავისუფალი წყლის გამოყოფა თირკმელების საშუალებით და გაზარდოს სისხლში ნატრიუმის დაბალი დონის რისკი.
სხვა პრეპარატები, რომლებსაც შეუძლია სისხლში ნატრიუმის დაბალი დონის რისკის გაზრდა, არის დიურეზულები (შარდმდენი პრეპარატები) და ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატები.
ერთდროულად კალციუმის დიდი რაოდენობით მიღებამ შეიძლება გავლენა იქონიოს კალციუმისა და კალიუმის იონების ბალანსზე, რაც შეიძლება იწვევდეს გულის რიტმის დარღვევებს.
არდეაელიტოსოლი D 1/1-ის მიღება საკვებთან და სასმელებთან ერთად
არდეაელიტოსოლი D 1/1-ის გამოყენება შეიძლება საკვებთან და სასმელებთან ერთად ან მათ გარეშე.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
მოცემული სამკურნალო პროდუქტი განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება ორსულ ქალებში მშობიარობის დროს, განსაკუთრებით სისხლში ნატრიუმის დონის თვალსაზრისით, როდესაც შეიყვანება ოქსიტოცინთან კომბინაციაში.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
არდეაელიტოსოლი D 1/1-ის შეყვანა ხდება მხოლოდ ჯანდაცვის დაწესებულებაში, ამიტომ, სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე მისი ზემოქმედება არ არის მნიშვნელოვანი.
- როგორ გამოიყენება არდეაელიტოსოლი D 1/1
არდეაელიტოსოლი D 1/1 შეიყვანება ინფუზიის სახით. ინფუზია შეიყვანება ექიმის ან მედდის მიერ.
თქვენი ექიმი დაგინიშნავთ თქვენთვის საჭირო ხსნარის დოზას და შეყვანის სიხშირეს. ეს დამოკიდებული იქნება თქვენს ასაკზე, წონაზე, სამედიცინო მდგომარეობაზე და მკურნალობის დანიშნულებაზე. ხსნარი შეიყვანება ვენაში პლასტმასის ტუბის საშუალებით. თქვენმა ექიმმა შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება, რომ ეს სამედიცინო პროდუქტი შეიყვანოს სხვა გზით.
არდეაელიტოსოლი D 1/1-ის საჭიროზე მეტი დოზის შეყვანის ან დოზის გამოტოვების შემთხვევაში
მოცემული სამედიცინო პროდუქტი შეიყვანება ჯანდაცვის დაწესებულებაში (მაგალითად, საავადმყოფოში) ჯანდაცვის სპეციალისტის მეთვალყურეობით, ამიტომ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მიიღოთ სამედიცინო პროდუქტის ძალიან დიდი რაოდენობა ან გამოტოვოთ დოზა.
ამ სამედიცინო პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენები
- როგორ ინახება არდეაელიტოსოლი D 1/1
- შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
- რას წარმოადგენს არდეაელიტოსოლი D 1/1 და რისთვის გამოიყენება
არდეაელიტოსოლი D 1/1 არის საინფუზიო ხსნარი, რომელიც გამოიყენება წყლისა და ელექტროლიტების ჩასანაცვლებლად, რომელთა დანაკარგი შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა მიზეზით. ძირითადად, ის გამოიყენება პაციენტებში, რომლებსაც აქვთ კალიუმის დანაკარგი და სისხლში მჟავური ნივთიერებების მომატებული დონე.
- რა უნდა იცოდეთ მანამ, სანამ მიიღებთ არდეაელიტოსოლი D 1/1-ს
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერებები არის ნატრიუმის ქლორიდი, კალიუმის ქლორიდი და ნატრიუმის ლაქტატი.
დამხმარე ნივთიერებაა საინექციო წყალი.
საინფუზიო ხსნარის 1000 მლ შეიცავს:
ნატრიუმის ქლორიდს 4.00 გ
კალიუმის ქლორიდს 2.67 გ
ნატრიუმის ლაქტატს 5.94 გ
არდეაელიტოსოლი D 1/1-ის აღწერა და შეფუთვის შიგთავსი
არდეაელიტოსოლი D 1/1 არის გამჭვირვალე, უფერო ხსნარი.
სამედიცინო პროდუქტი გამოდის მინის საინფუზიო ბოთლებში, რომლებიც დახურულია რეზინის საცობებით და ალუმინის ხუფებით.
შეფუთვის ზომები: 1x80 მლ, 1x100 მლ, 1x250 მლ, 1x500 მლ, 20x80 მლ, 20x100 მლ, 10x250 მლ და 10x500 მლ.
შეიძლება, ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
ARDEAPHARMA, a.s., ტრებონსკა 229, შევეტინი, ჩეხეთის რესპუბლიკა.
right17272000ამ ჩანართის ბოლო რედაქტირების თარიღი: 2018 წლის 13 აპრილი
ქვემოთ წარმოდგენილი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ ჯანდაცვის სპეციალისტებისთვის
შენახვის პირობები
არ გაყინოთ.
შენახვის ვადა პირველად გახსნის შემდეგ
ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა ნაჩვენებია 48 საათის განმავლობაში 25˚C-ზე.
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით სამედიცინო პროდუქტი უნდა იქნას გამოყენებული დაუყოვნებლივ. თუ არ იქნება დაუყოვნებლივ გამოყენებული, შენახვის დროსა და პირობებზე პასუხისმგებელია მომხმარებელი და, როგორც წესი, არ უნდა იყოს 24 საათზე მეტი 2˚C-8˚C-ზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გახსნას ადგილი აქვს კონტროლირებულ და დამტკიცებულ ასეპტიკურ პირობებში.
მითითება სამედიცინო პროდუქტის მოხმარებასთან დაკავშირებით
პარენტერალური სამედიცინო პროდუქტები შეყვანამდე უნდა შემოწმდეს ვიზუალურად. თუ შეიმჩნევა მყარი ნაწილაკები ან კონტეინერი დაზიანებულია, სამედიცინო პროდუქტი არ უნდა გამოიყენოთ.
პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის.
უტილიზაცია
ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო საშუალება ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
right-486410ARDEAPHARMA, a.s.
ტრებონსკა 229, 373 63 შევეტინი,
ჩეხეთის რესპუბლიკა
IC: 079 58 595, DIC: CZ07958595
www.ardeapharma.cz
- 06.2026 წ.
ARDEAPHARMA, a.s.
ტრებონსკა 229, 373 63 შევეტინი,
ჩეხეთის რესპუბლიკა
IC: 079 58 595, DIC: CZ07958595
www.ardeapharma.cz
- 06.2026 წ.
sp.zn. sukls62825/2018
შეფუთვის ჩანართი: ინფორმაცია პაციენტისათვის
არდეაელიტოსოლი D 1/1 საინფუზიო ხსნარი
ამ პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ სრული ჩანართი
შეინახეთ ეს ჩანართი. შეიძლება, კვლავ დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.
ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
რომელიმე გვერდითი მოქმედების განვითარების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ან ჩანართში. იხ. პარაგრაფი 4.
ჩანართის შინაარსი:
- რას წარმოადგენს არდეაელიტოსოლი D 1/1 და რისთვის გამოიყენება
- რა უნდა იცოდეთ მანამ, სანამ მიიღებთ არდეაელიტოსოლი D 1/1-ს
- როგორ გამოიყენება არდეაელიტოსოლი D 1/1
- შესაძლო გვერდითი მოქმედება
- როგორ ინახება არდეაელიტოსოლი D 1/1
- შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
- რას წარმოადგენს არდეაელიტოსოლი D 1/1 და რისთვის გამოიყენება
არდეაელიტოსოლი D 1/1 არის საინფუზიო ხსნარი, რომელიც გამოიყენება წყლისა და ელექტროლიტების ჩასანაცვლებლად, რომელთა დანაკარგი შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა მიზეზით. ძირითადად, ის გამოიყენება პაციენტებში, რომლებსაც აქვთ კალიუმის დანაკარგი და სისხლში მჟავური ნივთიერებების მომატებული დონე.
- რა უნდა იცოდეთ მანამ, სანამ მიიღებთ არდეაელიტოსოლი D 1/1-ს
არ გამოიყენოთ არდეაელიტოსოლი D 1/1:
თუ გაქვთ სისხლში ტუტე ნივთიერებების მომატებული დონე,
თუ გაქვთ სისხლში კალიუმის და ლაქტატის მომატებული დონე,
თუ გაქვთ სისხლში ჟანგბადის დაბალი დონე,
ორგანიზმში ჭარბი თავისუფალი წყლის არსებობის შემთხვევაში,
თუ გაქვთ თირკმელების უკმარისობა,
თუ გაქვთ გულის უკმარისობა,
თუ გაქვთ თავის ტვინის ან ფილტვის შეშუპება,
თუ გაქვთ მაღალი არტერიული წნევა.
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
პრეპარატში ლაქტატის შემცველობის გამო, ის გამოიყენება მხოლოდ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ სისხლში ჟანგბადის ნორმალური დონე, ღვიძლის ნორმალური ფუნქცია და ღვიძლში სისხლის ადეკვატური მიმოქცევა.
ინფუზიის დროს საჭიროა სისხლში ნატრიუმისა და კალიუმის, ასევე ორგანიზმის სხვა ძირითადი სითხეებისა და ელექტროლიტების მაჩვენებლების მონიტორინგი. უნდა იქნას შენარჩუნებული ინფუზიის სათანადო სიჩქარე.
სიფრთხილის განსაკუთრებული ზომების დაცვაა საჭირო პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ საგულე გლიკოზიდებს (მაგალითად, დიგოქსინს), გულის უკმარისობის სამკურნალო პრეპარატებს.
ბავშვები, შვილოსნობის ასაკის ქალები და პაციენტები თავის ტვინის ფუნქციის დაქვეითებით (მაგალითად, მენინგიტი, ინტრაკრანიალური სისხლჩაქცევა, ცერებრალური ტრავმები და ცერებრალური შეშუპება), იმყოფებიან მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში ცერებრალური შეშუპების განვითარების რისკის ქვეშ, რომელიც გამოწვეულია სისხლში ნატრიუმის დონის მწვავე დაქვეითებით.
სხვა პრეპარატები და არდეაელიტოსოლი D 1/1
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ, ახლახანს იღებდით ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი.
ეს პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება, თუ იღებთ პრეპარატებს, რომლებიც ზრდის სისხლში კალიუმის დონეს, როგორიცაა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს), ბეტა-ბლოკერები, ჰეპარინი, ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორები ან ალდოსტერონის ანტაგონისტები.
ასევე, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, თუ გიტარდებათ მკურნალობა საგულე გლიკოზიდებით (მაგალითად, დიგოქსინით), რადგან ისინი, ისევე როგორც ზემოთ მითითებული პრეპარატები, ზრდიან სისხლში კალიუმის დონეს.
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, თუ გიტარდებათ მკურნალობა პრეპარატებით, რომლებიც ზრდის ვაზოპრესინის მოქმედებას (ანტიდიურეზული ჰორმონი), რადგან აღნიშნულმა შეიძლება დააქვეითოს ელექტროლიტებისგან თავისუფალი წყლის გამოყოფა თირკმელების საშუალებით და გაზარდოს სისხლში ნატრიუმის დაბალი დონის რისკი.
სხვა პრეპარატები, რომლებსაც შეუძლია სისხლში ნატრიუმის დაბალი დონის რისკის გაზრდა, არის დიურეზულები (შარდმდენი პრეპარატები) და ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატები.
ერთდროულად კალციუმის დიდი რაოდენობით მიღებამ შეიძლება გავლენა იქონიოს კალციუმისა და კალიუმის იონების ბალანსზე, რაც შეიძლება იწვევდეს გულის რიტმის დარღვევებს.
არდეაელიტოსოლი D 1/1-ის მიღება საკვებთან და სასმელებთან ერთად
არდეაელიტოსოლი D 1/1-ის გამოყენება შეიძლება საკვებთან და სასმელებთან ერთად ან მათ გარეშე.
ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა
თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
მოცემული სამკურნალო პროდუქტი განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება ორსულ ქალებში მშობიარობის დროს, განსაკუთრებით სისხლში ნატრიუმის დონის თვალსაზრისით, როდესაც შეიყვანება ოქსიტოცინთან კომბინაციაში.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
არდეაელიტოსოლი D 1/1-ის შეყვანა ხდება მხოლოდ ჯანდაცვის დაწესებულებაში, ამიტომ, სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე მისი ზემოქმედება არ არის მნიშვნელოვანი.
- როგორ გამოიყენება არდეაელიტოსოლი D 1/1
არდეაელიტოსოლი D 1/1 შეიყვანება ინფუზიის სახით. ინფუზია შეიყვანება ექიმის ან მედდის მიერ.
თქვენი ექიმი დაგინიშნავთ თქვენთვის საჭირო ხსნარის დოზას და შეყვანის სიხშირეს. ეს დამოკიდებული იქნება თქვენს ასაკზე, წონაზე, სამედიცინო მდგომარეობაზე და მკურნალობის დანიშნულებაზე. ხსნარი შეიყვანება ვენაში პლასტმასის ტუბის საშუალებით. თქვენმა ექიმმა შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება, რომ ეს სამედიცინო პროდუქტი შეიყვანოს სხვა გზით.
არდეაელიტოსოლი D 1/1-ის საჭიროზე მეტი დოზის შეყვანის ან დოზის გამოტოვების შემთხვევაში
მოცემული სამედიცინო პროდუქტი შეიყვანება ჯანდაცვის დაწესებულებაში (მაგალითად, საავადმყოფოში) ჯანდაცვის სპეციალისტის მეთვალყურეობით, ამიტომ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მიიღოთ სამედიცინო პროდუქტის ძალიან დიდი რაოდენობა ან გამოტოვოთ დოზა.
ამ სამედიცინო პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გვერდითი მოქმედება
როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, მოცემულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში.
სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია):
ორგანიზმის მდგომარეობის დარღვევა,
სისხლში კალიუმის მომატებული დონე,
სისხლში ნატრიუმის დაქვეითებული დონე, რაც შეიძლება იწვევდეს ტვინის შეუქცევად დაზიანებას და სიკვდილს,
შეშუპება,
დარღვევები გულის მხრივ,
დარღვევები თირკმელების და საშარდე გზების მხრივ.
შეტყობინება გვერდითი მოქმედების შესახებ
რომელიმე გვერდითი მოქმედების განვითარების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ შეფუთვის ჩანართში.
ასევე, გვერდითი მოქმედების შესახებ შეტყობინების გაგზავნა შეგიძლიათ უშუალოდ შეტყობინებათა ეროვნულ სისტემაში:
წამლის კონტროლის სახელმწიფო ინსტიტუტი, შრობაროვა 48, 100 41 პრაღა 10, ჩეხეთის რესპუბლიკა
ვებ-გვერდი: www.sukl.cz/nahlasit-nezadouci-ucinek
გვერდითი მოქმედების შესახებ შეტყობინების გაგზავნით შეგიძლიათ დახმარება ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებაში.
- როგორ ინახება არდეაელიტოსოლი D 1/1
ამ პრეპარატს შეინახავს ჯანდაცვის სპეციალისტი.
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
არ გაყინოთ.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ეტიკეტზე წარწერა „ვარგისია“-ს შემდეგ. ვარგისობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
არ გამოიყენოთ ეს სამედიცინო პროდუქტი, თუ შენიშნავთ, რომ ხსნარი არის მღვრიე (ხსნარი არ არის გამჭვირვალე) და/ან შეიცავს ხილვად ნაწილაკებს, ან თუ დაზიანებულია კონტეინერი.
პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის.
- შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს არდეაელიტოსოლი D 1/1
მოქმედი ნივთიერებები არის ნატრიუმის ქლორიდი, კალიუმის ქლორიდი და ნატრიუმის ლაქტატი.
დამხმარე ნივთიერებაა საინექციო წყალი.
საინფუზიო ხსნარის 1000 მლ შეიცავს:
ნატრიუმის ქლორიდს 4.00 გ
კალიუმის ქლორიდს 2.67 გ
ნატრიუმის ლაქტატს 5.94 გ
არდეაელიტოსოლი D 1/1-ის აღწერა და შეფუთვის შიგთავსი
არდეაელიტოსოლი D 1/1 არის გამჭვირვალე, უფერო ხსნარი.
სამედიცინო პროდუქტი გამოდის მინის საინფუზიო ბოთლებში, რომლებიც დახურულია რეზინის საცობებით და ალუმინის ხუფებით.
შეფუთვის ზომები: 1x80 მლ, 1x100 მლ, 1x250 მლ, 1x500 მლ, 20x80 მლ, 20x100 მლ, 10x250 მლ და 10x500 მლ.
შეიძლება, ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
ARDEAPHARMA, a.s., ტრებონსკა 229, შევეტინი, ჩეხეთის რესპუბლიკა.
right17272000ამ ჩანართის ბოლო რედაქტირების თარიღი: 2018 წლის 13 აპრილი
ქვემოთ წარმოდგენილი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ ჯანდაცვის სპეციალისტებისთვის
დოზირება და შეყვანის წესი
დოზა განისაზღვრება მკაცრად ინდივიდუალურად და დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობაზე. ჩვეულებრივ ინფუზიის სიჩქარე დაახლოებით 4 მლ/კგ/სთ-ს შეადგენს. კალიუმის ინფუზიის მაქსიმალური სიჩქარე არ უნდა იყოს 20 მმოლი/სთ-ზე მეტი (ზოგიერთი უფრო ახალი წყაროს შესაბამისად 40 მმოლი/სთ). ზოგადად რეკომენდებულია, რომ არ იყოს გადაჭარბებული საერთო დღიური დოზა, რომელიც შეადგენს 150-200 მმოლ K+/24 საათში.
არდეაელიტოსოლი D 1/1 ხსნარის საშუალო დღიური დოზა შეადგენს 500-1000 მლ-ს. სამედიცინო პროდუქტი გამოიყენება მოზრდილებში და ნებისმიერი ასაკის ბავშვებში შეზღუდვების გარეშე.
შეყვანის მეთოდი
ინტრავენური წვეთოვანი ინფუზია დახურული სისტემის გამოყენებით.
გვერდითი ეფექტები
არასათანადო ინფუზიური თერაპიის შემთხვევაში, შეიძლება განვითარდეს ელექტროლიტური დისბალანსი, ჰიპერჰიდრატაცია, ჰიპერკალიემია, ჰიპერლაქტატემია, ჰიპონატრიემია შემდგომში მწვავე ჰიპონატრიემიური ენცეფალოპათიის განვითარებით, შეშუპება, გულის დეკომპენსაცია და ელექტროლიტური დარღვევა.
არათავსებადობა
მოცემული პრეპარატი თავსებადია უმრავლეს ფართოდ გამოყენებად პრეპარატთან. ფიზიკურ-ქიმიური შეუთავსებლობა ცნობილი არ არის, გარდა შეუტავსებლობისა მჟანგავი ნივთიერებების შემცველ ხსნარებთან და სხვადასხვა pH-ის მქონე ხსნარებთან.
შენახვის პირობები
არ გაყინოთ.
შენახვის ვადა პირველად გახსნის შემდეგ
ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა ნაჩვენებია 48 საათის განმავლობაში 25˚C-ზე.
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით სამედიცინო პროდუქტი უნდა იქნას გამოყენებული დაუყოვნებლივ. თუ არ იქნება დაუყოვნებლივ გამოყენებული, შენახვის დროსა და პირობებზე პასუხისმგებელია მომხმარებელი და, როგორც წესი, არ უნდა იყოს 24 საათზე მეტი 2˚C-8˚C-ზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გახსნას ადგილი აქვს კონტროლირებულ და დამტკიცებულ ასეპტიკურ პირობებში.
მითითება სამედიცინო პროდუქტის მოხმარებასთან დაკავშირებით
პარენტერალური სამედიცინო პროდუქტები შეყვანამდე უნდა შემოწმდეს ვიზუალურად. თუ შეიმჩნევა მყარი ნაწილაკები ან კონტეინერი დაზიანებულია, სამედიცინო პროდუქტი არ უნდა გამოიყენოთ.
პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის.
უტილიზაცია
ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო საშუალება ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.
