არდეაელიტოსოლი კონც. ნატრიუმჰიდროგენკარბონატი 4,2%
Ardeaelytosol conc. natriumhydrogenkarbonát 4,2%
- მოქმედი ნივთიერება
- _ (SODIUM BICARBONATE )
- ფორმა და შეფუთვა
- 4,2% (42მგ/მლ) 200მლ კონცენტრატი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად მინის ბოთლი №1 (პირველადი შეფუთვით)
- მწარმოებელი
- ARDEAPHARMA, a.s., ჩეხეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- სისხლის შემცვლელები და საპერფუზიო ხსნარები, ელექტროლიტური ხსნარები
- ATC კოდი
- B05XA02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-046141
- რეგისტრირებულია
- 12 აგვისტო 2026, მოქმედებს 12 აგვისტო 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „ნიუფარმ ჯორჯია“
არდეაელიტოსოლი კონც. ნატრიუმჰიდროგენკარბონატი 4,2% — ინსტრუქცია ქართულად
მიღების წესი და დოზირება
დოზა უნდა განისაზღვროს ინდივიდუალურად. სამედიცინო პროდუქტი უნდა გაზავდეს გადამტან ხსნარში თანაფარდობით 1:3-1:6. დოზა უნდა გაანგარიშდეს ფუძის დეფიციტის შესაბამისად: NaHCO3 (მმოლი) = წონა (კგ) x 0.3 x ფუძის სიჭარბე (ფუძის სიჭარბე, მმოლი/ლ). ფუძის დეფიციტი თანდათანობით უნდა დაკორექტირდეს. კლინიკურ პრაქტიკაში საწყის ეტაპზე ჩვეულებრივ შეიყვანება გაანგარიშებული დოზის არაუმეტეს 50%.
გარდა ამისა, გასათვალისწინებელია სისხლის pH და pCO2 მნიშვნელობები, ასევე პაციენტის ზოგადი კლინიკური მდგომარეობა. გადაუდებელ შემთხვევებში, ხსნარის შეყვანა შეიძლება გაუზავებლად. გაანგარიშებული დოზის ნახევარი უნდა იქნას შეყვანილი დაახლოებით 2 საათის განმავლობაში, რომელსაც მოჰყვება ნელი ინტრავენური ინფუზია შეყვანილი სითხეებისა და ელექტროლიტების საერთო მოცულობის შესაბამისად 24 საათის განმავლობაში, განმეორებითი ლაბორატორიული მონიტორინგით.
შეყვანის მეთოდი: მხოლოდ ინტრავენური გამოყენებისთვის.
ინტრავენური წვეთოვანი ინფუზია დახურული სისტემის გამოყენებით.
უკუჩვენებები
თუ გაქვთ სისხლში ტუტე ნივთიერებების მომატებული დონე
თუ გაქვთ სისხლში კალიუმის დაბალი დონე
თუ გაქვთ სისხლში ნატრიუმის მაღალი დონე
თუ გაქვთ აციდოზი, რომელიც გამოწვეულია სისხლში ნახშირორჟანგის სიჭარბით
სიფრთხილის ზომები
პრეპარატში ნატრიუმის შემცველობის გამო, საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა ამ სამედიცინო პროდუქტის შეყვანისას პაციენტებისთვის გულის შეგუბებითი უკმარისობით, თირკმელების ფუნქციის დარღვევით, ღვიძლის დაავადებით, ჰიპერტენზიით ან იმ პირებში, რომლებიც იღებენ კორტიკოსტეროიდებს. გაუზავებელი პროდუქტის შეყვანა (მაგალითად, სასწრაფო რეანიმაციის დროს) იწვევს ვენების შიდა კედლის გაღიზიანებას. ექსტრავაზაცია შეიძლება იწვევდეს ქსოვილების დაზიანებას.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ, ახლახანს იღებდით ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი.
როდესაც ეს პრეპარატი შეიყვანება ხანმოკლე კურსით ორგანიზმის მჟავური ბალანსის კორექციისთვის, სხვა პრეპარატებთან კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება მოსალოდნელი არ არის. თუმცა, მაღალი დოზების ხანგრძლივი შეყვანა შეიძლება იწვევდეს შარდის გატუტიანებას, შედეგად კი გარკვეული პრეპარატის ექსკრეციის და ეფექტიანობის შეცვლას.
შარდის გატუტიანება (შარდის pH >7.5) ზრდის ეფედრინის, ფსევდოეფედრინის და ქინიდინის მოქმედებას და ტოქსიკურობას მათი თირკმლისმიერი ექსკრეციის დაქვეითებით. პრეპარატი ამცირებს ქლორპროპამიდის, ლითიუმის, სალიცილატების და ბარბიტურატების მოქმედებას და ტოქსიკურობას მათი თირკმლისმიერი ექსკრეციის გაზრდით.
სისხლის pH გაზრდა შეიძლება იწვევდეს კალიუმის დონის დაქვეითებას, შედეგად კი საგულე გლიკოზიდების ეფექტებისა და ტოქსიკურობის გაზრდას.
საკვები და სასმელები
არდეაელიტოსოლი კონც. ნატრიუმის ჰიდროკარბონატი 4.2% (8.4%)-ის გამოყენება შეიძლება საკვებთან და სასმელებთან ერთად ან მათ გარეშე.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ თქვენი სამედიცინო მდგომარეობა მოითხოვს, ორსულობა და ძუძუთი კვება არ წარმოადგენს ამ სამედიცინო პროდუქტის გამოყენების უკუჩვენებას.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
არდეაელიტოსოლი კონც. ნატრიუმის ჰიდროკარბონატი 4.2% (8.4%)-ის შეყვანა ხდება მხოლოდ ჯანდაცვის დაწესებულებაში. ამიტომ, სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ამ პრეპარატის ზემოქმედება არ განიხილება.
- როგორ გამოიყენება არდეაელიტოსოლი კონც. ნატრიუმჰიდროგენკარბონატი 4.2% /8.4%
არდეაელიტოსოლი კონც. ნატრიუმის ჰიდროკარბონატი 4.2% (8.4%) შეიყვანება ინფუზიის სახით. ინფუზია შეიყვანება ექიმის ან მედდის მიერ.
თქვენი ექიმი დაგინიშნავთ თქვენთვის საჭირო ხსნარის დოზას და შეყვანის სიხშირეს. ეს დამოკიდებული იქნება თქვენს ასაკზე, წონაზე, სამედიცინო მდგომარეობაზე და მკურნალობის დანიშნულებაზე. ხსნარი შეიყვანება ვენაში პლასტმასის ტუბის საშუალებით. თქვენმა ექიმმა შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება, რომ ეს სამედიცინო პროდუქტი შეიყვანოს სხვა შესაბამისი გზით.
არდეაელიტოსოლი კონც. ნატრიუმჰიდროგენკარბონატი 4.2% / 8.4%-ის საჭიროზე მეტი დოზის შეყვანის ან დოზის გამოტოვების შემთხვევაში
მოცემული პრეპარატი შეიყვანება ჯანდაცვის დაწესებულებაში (მაგალითად, საავადმყოფოში) ჯანდაცვის სპეციალისტის მეთვალყურეობით, ამიტომ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მიიღოთ სამედიცინო პროდუქტის ძალიან დიდი რაოდენობა ან გამოტოვოთ დოზა.
ამ სამედიცინო პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენები
- როგორ ინახება არდეაელიტოსოლი კონც. ნატრიუმჰიდროგენკარბონატი 4.2% (8.4%)
- შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
- რას წარმოადგენს არდეაელიტოსოლი კონც. ნატრიუმჰიდროგენკარბონატი 4.2% (8.4%) და რისთვის გამოიყენება
არდეაელიტოსოლი კონც. ნატრიუმჰიდროგენკარბონატი 4.2% (8.4%) არის საინფუზიო ხსნარი, რომელიც გამოიყენება სისხლის მომატებული მჟავიანობის და სისხლში კალიუმის დონის მწვავე მომატების სამკურნალოდ.
- რა უნდა იცოდეთ მანამ, სანამ მიიღებთ არდეაელიტოსოლი კონც. ნატრიუმჰიდროგენკარბონატი 4.2% (8.4%)-ს
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება არის ნატრიუმის ჰიდროკარბონატი. დამხმარე ნივთიერებებია ყინულოვანი ძმარმჟავა, დინატრიუმის ედეტატ დიჰიდრატი და საინექციო წყალი.
საინფუზიო ხსნარის კონცენტრატის 1000 მლ შეიცავს:
არდეაელიტოსოლი კონც. ნატრიუმჰიდროგენკარბონატი 4.2% 8.4%
ნატრიუმის ჰიდროკარბონატი 42.0 გ 84.0 გ
არდეაელიტოსოლი კონც. ნატრიუმჰიდროგენკარბონატი 4.2% (8.4%)-ის აღწერა და შეფუთვის შიგთავსი
არდეაელიტოსოლი კონც. ნატრიუმჰიდროგენკარბონატი 4.2% (8.4%) არის გამჭვირვალე, უფერო ხსნარი.
სამედიცინო პროდუქტი გამოდის მინის საინფუზიო ბოთლებში, რომლებიც დახურულია რეზინის საცობებით და ალუმინის ხუფებით. შეფუთვის ზომები: 1x80 მლ, 1x200 მლ, 20x80 მლ და 10x200 მლ.
შეიძლება, ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
ARDEAPHARMA, a.s., ტრებონსკა 229, შევეტინი, ჩეხეთის რესპუბლიკა.
right17843500ამ ჩანართის ბოლო რედაქტირების თარიღი: 2018 წლის 4 სექტემბერი
ქვემოთ წარმოდგენილი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ ჯანდაცვის სპეციალისტებისთვის
შენახვის პირობები
არ გაყინოთ.
შენახვის ვადა პირველად გახსნის შემდეგ
გახსნის შემდეგ ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა ნაჩვენებია 48 საათის განმავლობაში 25˚C-ზე.
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით სამედიცინო პროდუქტი უნდა იქნას გამოყენებული დაუყოვნებლივ. თუ არ იქნება დაუყოვნებლივ გამოყენებული, შენახვის დროსა და პირობებზე პასუხისმგებელია მომხმარებელი და, როგორც წესი, არ უნდა იყოს 24 საათზე მეტი 2˚C-8˚C-ზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გახსნას/გაზავებას ადგილი აქვს კონტროლირებულ და დამტკიცებულ ასეპტიკურ პირობებში.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
მითითება სამედიცინო პროდუქტის მოხმარებასთან დაკავშირებით
პრეპარატი არ გამოიყენება გაუზავებლად!
პარენტერალური სამედიცინო პროდუქტები შეყვანამდე უნდა შემოწმდეს ვიზუალურად. თუ შეიმჩნევა მყარი ნაწილაკები ან კონტეინერი დაზიანებულია, სამედიცინო პროდუქტი არ უნდა გამოიყენოთ.
ვინაიდან ეს არის კონცენტრირებული საინფუზიო ხსნარი, ის უნდა ინახებოდეს ჩვეულებრივ ოთახის ტემპერატურაზე დაბალ ტემპერატურაზე. შენახვისას წარმოქმნილი ნებისმიერი კრისტალი შეიძლება დაიშალოს ბოთლის გათბობით. ინფუზიის დროს კრისტალების ორგანიზმში შემთხვევით შეყვანის წინააღმდეგ სიფრთხილის ზომის სახით, გამოიყენება გამდინარე ფილტრით აღჭურვილი საინფუზიო სისტემა.
პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის.
უტილიზაცია
ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო საშუალება ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
right-486410ARDEAPHARMA, a.s.
ტრებონსკა 229, 373 63 შევეტინი,
ჩეხეთის რესპუბლიკა
IC: 079 58 595, DIC: CZ07958595
www.ardeapharma.cz
- 06.2026 წ.
ARDEAPHARMA, a.s.
ტრებონსკა 229, 373 63 შევეტინი,
ჩეხეთის რესპუბლიკა
IC: 079 58 595, DIC: CZ07958595
www.ardeapharma.cz
- 06.2026 წ.
sp.zn. sukls171152/2018
სარეკომენდაციო ვერსია
შეფუთვის ჩანართი: ინფორმაცია პაციენტისათვის
არდეაელიტოსოლი კონც. ნატრიუმჰიდროგენკარბონატი 4.2% კონცენტრატი საინფუზიო ხსნარისთვის
არდეაელიტოსოლი კონც. ნატრიუმჰიდროგენკარბონატი 8.4% კონცენტრატი საინფუზიო ხსნარისთვის
ნატრიუმის ჰიდროკარბონატი
ამ პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ სრული ჩანართი.
შეინახეთ ეს ჩანართი. შეიძლება, კვლავ დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.
ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
რომელიმე გვერდითი მოქმედების განვითარების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ან ჩანართში. იხ. პარაგრაფი 4.
ჩანართის შინაარსი:
- რას წარმოადგენს არდეაელიტოსოლი კონც. ნატრიუმჰიდროგენკარბონატი 4.2% (8.4%) და რისთვის გამოიყენება
- რა უნდა იცოდეთ მანამ, სანამ მიიღებთ არდეაელიტოსოლი კონც. ნატრიუმჰიდროგენკარბონატი 4.2% (8.4%)-ს
- როგორ გამოიყენება არდეაელიტოსოლი კონც. ნატრიუმჰიდროგენკარბონატი 4.2% (8.4%)
- შესაძლო გვერდითი მოქმედება
- როგორ ინახება არდეაელიტოსოლი კონც. ნატრიუმჰიდროგენკარბონატი 4.2% (8.4%)
- შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
- რას წარმოადგენს არდეაელიტოსოლი კონც. ნატრიუმჰიდროგენკარბონატი 4.2% (8.4%) და რისთვის გამოიყენება
არდეაელიტოსოლი კონც. ნატრიუმჰიდროგენკარბონატი 4.2% (8.4%) არის საინფუზიო ხსნარი, რომელიც გამოიყენება სისხლის მომატებული მჟავიანობის და სისხლში კალიუმის დონის მწვავე მომატების სამკურნალოდ.
- რა უნდა იცოდეთ მანამ, სანამ მიიღებთ არდეაელიტოსოლი კონც. ნატრიუმჰიდროგენკარბონატი 4.2% (8.4%)-ს
არ გამოიყენოთ არდეაელიტოსოლი კონც. ნატრიუმჰიდროგენკარბონატი 4.2% (8.4%):
თუ გაქვთ სისხლში ტუტე ნივთიერებების მომატებული დონე
თუ გაქვთ სისხლში კალიუმის დაბალი დონე
თუ გაქვთ სისხლში ნატრიუმის მაღალი დონე
თუ გაქვთ აციდოზი, რომელიც გამოწვეულია სისხლში ნახშირორჟანგის სიჭარბით
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
პრეპარატში ნატრიუმის შემცველობის გამო, საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა ამ სამედიცინო პროდუქტის შეყვანისას პაციენტებისთვის გულის შეგუბებითი უკმარისობით, თირკმელების ფუნქციის დარღვევით, ღვიძლის დაავადებით, ჰიპერტენზიით ან იმ პირებში, რომლებიც იღებენ კორტიკოსტეროიდებს. გაუზავებელი პროდუქტის შეყვანა (მაგალითად, სასწრაფო რეანიმაციის დროს) იწვევს ვენების შიდა კედლის გაღიზიანებას. ექსტრავაზაცია შეიძლება იწვევდეს ქსოვილების დაზიანებას.
სხვა პრეპარატები და არდეაელიტოსოლი კონც. ნატრიუმჰიდროგენკარბონატი 4.2% /8.4%
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ, ახლახანს იღებდით ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი.
როდესაც ეს პრეპარატი შეიყვანება ხანმოკლე კურსით ორგანიზმის მჟავური ბალანსის კორექციისთვის, სხვა პრეპარატებთან კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება მოსალოდნელი არ არის. თუმცა, მაღალი დოზების ხანგრძლივი შეყვანა შეიძლება იწვევდეს შარდის გატუტიანებას, შედეგად კი გარკვეული პრეპარატის ექსკრეციის და ეფექტიანობის შეცვლას.
შარდის გატუტიანება (შარდის pH >7.5) ზრდის ეფედრინის, ფსევდოეფედრინის და ქინიდინის მოქმედებას და ტოქსიკურობას მათი თირკმლისმიერი ექსკრეციის დაქვეითებით. პრეპარატი ამცირებს ქლორპროპამიდის, ლითიუმის, სალიცილატების და ბარბიტურატების მოქმედებას და ტოქსიკურობას მათი თირკმლისმიერი ექსკრეციის გაზრდით.
სისხლის pH გაზრდა შეიძლება იწვევდეს კალიუმის დონის დაქვეითებას, შედეგად კი საგულე გლიკოზიდების ეფექტებისა და ტოქსიკურობის გაზრდას.
საკვები და სასმელები
არდეაელიტოსოლი კონც. ნატრიუმის ჰიდროკარბონატი 4.2% (8.4%)-ის გამოყენება შეიძლება საკვებთან და სასმელებთან ერთად ან მათ გარეშე.
ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა
თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ თქვენი სამედიცინო მდგომარეობა მოითხოვს, ორსულობა და ძუძუთი კვება არ წარმოადგენს ამ სამედიცინო პროდუქტის გამოყენების უკუჩვენებას.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
არდეაელიტოსოლი კონც. ნატრიუმის ჰიდროკარბონატი 4.2% (8.4%)-ის შეყვანა ხდება მხოლოდ ჯანდაცვის დაწესებულებაში. ამიტომ, სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ამ პრეპარატის ზემოქმედება არ განიხილება.
- როგორ გამოიყენება არდეაელიტოსოლი კონც. ნატრიუმჰიდროგენკარბონატი 4.2% /8.4%
არდეაელიტოსოლი კონც. ნატრიუმის ჰიდროკარბონატი 4.2% (8.4%) შეიყვანება ინფუზიის სახით. ინფუზია შეიყვანება ექიმის ან მედდის მიერ.
თქვენი ექიმი დაგინიშნავთ თქვენთვის საჭირო ხსნარის დოზას და შეყვანის სიხშირეს. ეს დამოკიდებული იქნება თქვენს ასაკზე, წონაზე, სამედიცინო მდგომარეობაზე და მკურნალობის დანიშნულებაზე. ხსნარი შეიყვანება ვენაში პლასტმასის ტუბის საშუალებით. თქვენმა ექიმმა შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება, რომ ეს სამედიცინო პროდუქტი შეიყვანოს სხვა შესაბამისი გზით.
არდეაელიტოსოლი კონც. ნატრიუმჰიდროგენკარბონატი 4.2% / 8.4%-ის საჭიროზე მეტი დოზის შეყვანის ან დოზის გამოტოვების შემთხვევაში
მოცემული პრეპარატი შეიყვანება ჯანდაცვის დაწესებულებაში (მაგალითად, საავადმყოფოში) ჯანდაცვის სპეციალისტის მეთვალყურეობით, ამიტომ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მიიღოთ სამედიცინო პროდუქტის ძალიან დიდი რაოდენობა ან გამოტოვოთ დოზა.
ამ სამედიცინო პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გვერდითი მოქმედება
როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, მოცემულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში.
იშვიათი გვერდითი მოქმედება (აღენიშნება 1000-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 10000-დან 1-ზე მეტ ადამიანს) მოიცავს:
ორგანიზმის მდგომარეობის დარღვევას,
შეშუპებას,
დარღვევებს გულის მხრივ,
დარღვევებს თირკმელების და საშარდე გზების მხრივ, რაც გამოწვეულია ჰიპერვოლემიით,
სისხლში ნატრიუმის და ტუტე ნივთიერებების დონის მომატება.
შეტყობინება გვერდითი მოქმედების შესახებ
რომელიმე გვერდითი მოქმედების განვითარების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ჩანართში.
ასევე, გვერდითი მოქმედების შესახებ შეტყობინების გაგზავნა შეგიძლიათ უშუალოდ შეტყობინებათა ეროვნულ სისტემაში:
წამლის კონტროლის სახელმწიფო ინსტიტუტი, შრობაროვა 48, 100 41 პრაღა 10, ჩეხეთის რესპუბლიკა
ვებ-გვერდი: www.sukl.cz/nahlasit-nezadouci-ucinek
გვერდითი მოქმედების შესახებ შეტყობინების გაგზავნით შეგიძლიათ დახმარება ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებაში.
- როგორ ინახება არდეაელიტოსოლი კონც. ნატრიუმჰიდროგენკარბონატი 4.2% / 8.4%
ამ პრეპარატს შეინახავს ჯანდაცვის სპეციალისტი.
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
არ გაყინოთ.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ეტიკეტზე წარწერა „ვარგისია“-ს შემდეგ. ვარგისობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი, თუ შენიშნავთ, რომ ხსნარი არის მღვრიე (ხსნარი არ არის გამჭვირვალე) და/ან შეიცავს ხილვად ნაწილაკებს.
პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის.
- შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს არდეაელიტოსოლი კონც. ნატრიუმჰიდროგენკარბონატი 4.2% (8.4%)
მოქმედი ნივთიერება არის ნატრიუმის ჰიდროკარბონატი. დამხმარე ნივთიერებებია ყინულოვანი ძმარმჟავა, დინატრიუმის ედეტატ დიჰიდრატი და საინექციო წყალი.
საინფუზიო ხსნარის კონცენტრატის 1000 მლ შეიცავს:
არდეაელიტოსოლი კონც. ნატრიუმჰიდროგენკარბონატი 4.2% 8.4%
ნატრიუმის ჰიდროკარბონატი 42.0 გ 84.0 გ
არდეაელიტოსოლი კონც. ნატრიუმჰიდროგენკარბონატი 4.2% (8.4%)-ის აღწერა და შეფუთვის შიგთავსი
არდეაელიტოსოლი კონც. ნატრიუმჰიდროგენკარბონატი 4.2% (8.4%) არის გამჭვირვალე, უფერო ხსნარი.
სამედიცინო პროდუქტი გამოდის მინის საინფუზიო ბოთლებში, რომლებიც დახურულია რეზინის საცობებით და ალუმინის ხუფებით. შეფუთვის ზომები: 1x80 მლ, 1x200 მლ, 20x80 მლ და 10x200 მლ.
შეიძლება, ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
ARDEAPHARMA, a.s., ტრებონსკა 229, შევეტინი, ჩეხეთის რესპუბლიკა.
right17843500ამ ჩანართის ბოლო რედაქტირების თარიღი: 2018 წლის 4 სექტემბერი
ქვემოთ წარმოდგენილი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ ჯანდაცვის სპეციალისტებისთვის
დოზირება და შეყვანის წესი
დოზა უნდა განისაზღვროს ინდივიდუალურად. სამედიცინო პროდუქტი უნდა გაზავდეს გადამტან ხსნარში თანაფარდობით 1:3-1:6. დოზა უნდა გაანგარიშდეს ფუძის დეფიციტის შესაბამისად: NaHCO3 (მმოლი) = წონა (კგ) x 0.3 x ფუძის სიჭარბე (ფუძის სიჭარბე, მმოლი/ლ). ფუძის დეფიციტი თანდათანობით უნდა დაკორექტირდეს. კლინიკურ პრაქტიკაში საწყის ეტაპზე ჩვეულებრივ შეიყვანება გაანგარიშებული დოზის არაუმეტეს 50%.
გარდა ამისა, გასათვალისწინებელია სისხლის pH და pCO2 მნიშვნელობები, ასევე პაციენტის ზოგადი კლინიკური მდგომარეობა. გადაუდებელ შემთხვევებში, ხსნარის შეყვანა შეიძლება გაუზავებლად. გაანგარიშებული დოზის ნახევარი უნდა იქნას შეყვანილი დაახლოებით 2 საათის განმავლობაში, რომელსაც მოჰყვება ნელი ინტრავენური ინფუზია შეყვანილი სითხეებისა და ელექტროლიტების საერთო მოცულობის შესაბამისად 24 საათის განმავლობაში, განმეორებითი ლაბორატორიული მონიტორინგით.
შეყვანის მეთოდი: მხოლოდ ინტრავენური გამოყენებისთვის.
ინტრავენური წვეთოვანი ინფუზია დახურული სისტემის გამოყენებით.
გვერდითი ეფექტები
არდეაელიტოსოლი კონც. ნატრიუმის ჰიდროკარბონატი 4.2% (8.4%)-ისთვის დამახასიათებელი გვერდითი რეაქციები დაფიქსირებული არ არის. თუმცა, შეიძლება განვითარდეს არასათანადო ინფუზიური თერაპიით გამოწვეული გვერდითი რეაქციები, რაც მოიცავს მეტაბოლურ ალკალოზს, ჰიპერნატრიემიას, გულის დეკომპენსაციას, შეშუპებას და ელექტროლიტების დისბალანსს.
არათავსებადობა
ჰიდროკორტიზონი და თეოფილინის შემცველი სამედიცინო პროდუქტები არ უნდა დაემატოს ნატრიუმის ჰიდროკარბონატის ინფუზიებს. საკუთარი ტუტე რეაქციის გამო სამედიცინო პროდუქტი არ უნდა შეურიოთ Ca2+, Ma2+ ან ფოსფატის იონების შემცველ სამედიცინო პროდუქტებს.
შენახვის პირობები
არ გაყინოთ.
შენახვის ვადა პირველად გახსნის შემდეგ
გახსნის შემდეგ ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა ნაჩვენებია 48 საათის განმავლობაში 25˚C-ზე.
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით სამედიცინო პროდუქტი უნდა იქნას გამოყენებული დაუყოვნებლივ. თუ არ იქნება დაუყოვნებლივ გამოყენებული, შენახვის დროსა და პირობებზე პასუხისმგებელია მომხმარებელი და, როგორც წესი, არ უნდა იყოს 24 საათზე მეტი 2˚C-8˚C-ზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გახსნას/გაზავებას ადგილი აქვს კონტროლირებულ და დამტკიცებულ ასეპტიკურ პირობებში.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
მითითება სამედიცინო პროდუქტის მოხმარებასთან დაკავშირებით
პრეპარატი არ გამოიყენება გაუზავებლად!
პარენტერალური სამედიცინო პროდუქტები შეყვანამდე უნდა შემოწმდეს ვიზუალურად. თუ შეიმჩნევა მყარი ნაწილაკები ან კონტეინერი დაზიანებულია, სამედიცინო პროდუქტი არ უნდა გამოიყენოთ.
ვინაიდან ეს არის კონცენტრირებული საინფუზიო ხსნარი, ის უნდა ინახებოდეს ჩვეულებრივ ოთახის ტემპერატურაზე დაბალ ტემპერატურაზე. შენახვისას წარმოქმნილი ნებისმიერი კრისტალი შეიძლება დაიშალოს ბოთლის გათბობით. ინფუზიის დროს კრისტალების ორგანიზმში შემთხვევით შეყვანის წინააღმდეგ სიფრთხილის ზომის სახით, გამოიყენება გამდინარე ფილტრით აღჭურვილი საინფუზიო სისტემა.
პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის.
უტილიზაცია
ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო საშუალება ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.
