ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
დიურეზული საშუალებები

ეპნონ 50

EPNONE 50

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადინდოეთი
რისთვის გამოიყენება

ეპლერენონი ნაჩვენებია: სტანდარტულ თერაპიასთან, მათ შორის ბეტა-ბლოკატორებთან ერთად, გულ-სისხლძარღვთა (CV) მიზეზით სიკვდილიანობისა და ავადობის რისკის შესამცირებლად მარცხენა პარკუჭის დისფუნქციის მქონე (LVEF ≤ 40%) და ბოლო დროს გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტის (MI) შემდეგ გულის უკმარისობის კლინიკური ნიშნებით სტაბილურ …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ეპლერენონი (eplerenone)
ფორმა და შეფუთვა
50მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 (3X10)
მწარმოებელი
MSN Laboratories Private Limited, ინდოეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
დიურეზული საშუალებები, ალდოსტერონის ანტაგონისტები
ATC კოდი
C03DA04
რეგისტრაციის ნომერი
რ-046123
რეგისტრირებულია
6 აგვისტო 2026, მოქმედებს 6 აგვისტო 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
MSN Laboratories Private Limited (ინდოეთი)
განმცხადებელი
შპს „იმპექსფარმი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაეპნონ 50 და სხვა წამალი ერთად

ეპნონ 50 — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ეპლერენონი ნაჩვენებია:

სტანდარტულ თერაპიასთან, მათ შორის ბეტა-ბლოკატორებთან ერთად, გულ-სისხლძარღვთა (CV) მიზეზით სიკვდილიანობისა და ავადობის რისკის შესამცირებლად მარცხენა პარკუჭის დისფუნქციის მქონე (LVEF ≤ 40%) და ბოლო დროს გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტის (MI) შემდეგ გულის უკმარისობის კლინიკური ნიშნებით სტაბილურ პაციენტებში.

სტანდარტულ ოპტიმალურ თერაპიასთან ერთად, ნიუ-იორკის გულის ასოციაციის (NYHA) II კლასის (ქრონიკული) გულის უკმარისობის და მარცხენა პარკუჭის სისტოლური დისფუნქციის (LVEF ≤ 30%) მქონე ზრდასრულ პაციენტებში გულ-სისხლძარღვთა მიზეზით გამოწვეული სიკვდილიანობისა და ავადობის რისკის შესამცირებლად (იხ. პარაგრაფი 5.1).

მიღების წესი და დოზირება

დოზის ინდივიდუალური კორექტირებისთვის ხელმისაწვდომია 25 მგ და 50 მგ დოზების ტაბლეტები. მაქსიმალური რეკომენდებული დოზაა 50 მგ დღეში.

მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომი გულის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის

ეპლერენონის რეკომენდებული შემანარჩუნებელი დოზაა 50 მგ ერთხელ დღეში (OD). მკურნალობა უნდა დაიწყოს 25 მგ-ით ერთხელ დღეში და გაიზარდოს 50 მგ სამიზნე დოზამდე ერთხელ დღეში, სასურველია 4 კვირის განმავლობაში, შრატში კალიუმის დონის გათვალისწინებით (იხ. ცხრილი 1). ეპლერენონით თერაპია, როგორც წესი, უნდა დაიწყოს მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტიდან 3-14 დღის განმავლობაში.

NYHA II კლასის (ქრონიკული) გულის უკმარისობის მქონე პაციენტები

ქრონიკული გულის უკმარისობის მქონე NYHA II კლასის პაციენტებისთვის მკურნალობა უნდა დაიწყოს 25 მგ-ით დღეში ერთხელ და შემდგომ თანდათანობით გაიზარდოს 50 მგ სამიზნე დოზამდე ერთხელ დღეში, სასურველია 4 კვირის განმავლობაში; შრატში კალიუმის დონის გათვალისწინებით (იხ. ცხრილი 1 და პარაგრაფი 4.4).

პაციენტებისთვის, რომელთა შრატში კალიუმის დონე > 5.0 მმოლ/ლ-ია, ეპლერენონით მკურნალობის დაწყება არ არის რეკომენდებული (იხ. პარაგრაფი 4.3).

შრატში კალიუმის დონე უნდა გაიზომოს ეპლერენონით თერაპიის დაწყებამდე, მკურნალობის დაწყებიდან პირველი კვირის განმავლობაში და მკურნალობის დაწყებიდან ერთი თვის განმავლობაში ან დოზის კორექტირების შემდეგ. შემდგომში შრატის კალიუმი უნდა შეფასდეს პერიოდულად საჭიროებისამებრ.

მკურნალობის დაწყების შემდეგ, დოზა უნდა დაკორექტირდეს შრატში კალიუმის დონის მიხედვით, როგორც ნაჩვენებია ცხრილ 1-ში.

ცხრილი 1: დოზის რეგულირება მკურნალობის დაწყების შემდეგ

შრატის კალიუმი (მმოლ/ლ)

შესაბამისი ზომები

დოზის რეგულირება

< 5.0

გაზრდა

25 მგ EOD*-დან 25 მგ OD-მდე

25 მგ OD-დან 50 მგ OD-მდე

  • 0 – 5.4

შენარჩუნება

დოზის კორექცია საჭირო არ არის

  • 5 -5.9

შემცირება

50 მგ OD-დან 25 მგ OD-მდე

25 მგ OD-დან 25 მგ EOD-მდე*

25 მგ EOD* შეწყვეტამდე

≥ 6.0

შეწყვეტა

არ არის

  • EOD: ყოველი მეორე დღე.

შრატში კალიუმის ≥ 6.0 მმოლ/ლ დონის გამო ეპლერენონით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ, ეპლერენონის ხელახალი დანიშვნა შესაძლებელია 25 მგ დოზით ყოველ მეორე დღეს, მას შემდეგ რაც კალიუმის დონე შრატში 5.0 მმოლ/ლ-ზე დაბლა დაიწევს.

პედიატრიული პოპულაცია

ეპლერენონის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებსა და მოზარდებში დადგენილი არ არის. ამჟამად ხელმისაწვდომი მონაცემები აღწერილია 5.1 და 5.2 პარაგრაფებში.

ხანდაზმულები

ხანდაზმულ პაციენტებში საწყისი დოზის კორექცია საჭირო არ არის. ასაკთან დაკავშირებული თირკმლის ფუნქციის დაქვეითების გამო, ხანდაზმულ პაციენტებში ჰიპერკალიემიის რისკი იზრდება. ეს რისკი შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს, როდესაც ასევე არსებობს სისტემური ექსპოზიციის გაზრდასთან დაკავშირებული თანმხლები დაავადებები, განსაკუთრებით ღვიძლის მსუბუქი და საშუალო უკმარისობის დროს. რეკომენდებულია შრატში კალიუმის დონის პერიოდული მონიტორინგი (იხ. პარაგრაფი 4.4).

თირკმლის უკმარისობა

თირკმლის მსუბუქი უკმარისობის მქონე პაციენტებში საწყისი დოზის კორექცია საჭირო არ არის. რეკომენდებულია შრატში კალიუმის დონის პერიოდული მონიტორინგი დოზის კორექციის ცხრილი 1-ის მიხედვით.

თირკმლის ზომიერი უკმარისობით პაციენტებმა (კრეატინინის კლირენსი 30-60 მლ/წთ) მკურნალობა უნდა დაიწყონ 25 მგ დოზით ყოველ მეორე დღეს და დოზა უნდა დაკორექტირდეს კალიუმის დონის მიხედვით (იხ. ცხრილი 1). რეკომენდებულია შრატში კალიუმის პერიოდული მონიტორინგი (იხ. პარაგრაფი 4.4).

არ არსებობს გამოცდილება პაციენტებში, რომლებსაც აქვთ კრეატინინის კლირენსი <50 მლ/წთ და მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომი გულის უკმარისობა. ეპლერენონის გამოყენება ამ პაციენტებში უნდა მოხდეს სიფრთხილით. 25 მგ-ზე მეტი დოზით დღეში მიღება არ არის შესწავლილი პაციენტებში, რომლებსაც აქვთ <50 მლ/წთ კრეატინინის კლირენსი.

თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ) პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია (იხ. პარაგრაფი 4.3). ეპლერენონი არ ექვემდებარება დიალიზს.

ღვიძლის უკმარისობა

მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის საწყისი დოზის კორექცია საჭირო არ არის. მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ეპლერენონის სისტემური ექსპოზიციის ზრდის გამო, ამ პაციენტებში რეკომენდებულია შრატში კალიუმის ხშირი და რეგულარული მონიტორინგი, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში (იხ. პარაგრაფი 4.4).

თანმხლები მკურნალობა

მსუბუქი და საშუალო სიმძიმის CYP3A4 ინჰიბიტორებთან, მაგ. ამიოდარონთან, დილტიაზემთან და ვერაპამილთან ერთად მკურნალობის შემთხვევაში, მკურნალობა შეიძლება დაიწყოს 25 მგ ერთხელ დღეში დოზით. დოზა არ უნდა აღემატებოდეს 25 მგ-ს დღეში (იხ. პარაგრაფი 4.5).

ეპლერენონის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე (იხ. პარაგრაფი 5.2).

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან 6.1 პარაგრაფში მითითბული რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;

პაციენტები, რომელთა შრატში კალიუმის დონე მკურნალობის დაწყებისას არის > 5.0 მმოლ/ლ;

თირკმლის მძიმე უკმარისობით პაციენტები (eGFR <30 მლ წუთში 1.73 მ2);

ღვიძლის მძიმე უკმარისობით პაციენტები (ჩაილდ-პიუს კლასი C);

პაციენტები, რომლებიც იღებენ კალიუმის დამზოგავ დიურეტიკებს ან CYP3A4-ის ძლიერ ინჰიბიტორებს (მაგ., იტრაკონაზოლი, კეტოკონაზოლი, რიტონავირი, ნელფინავირი, კლარითრომიცინი, ტელითრომიცინი და ნეფაზოდონი) (იხ. პარაგრაფი 4.5);

ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის (ACE) ინჰიბიტორის და ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკატორის (ARB) ერთდროული გამოყენება ეპლერენონთან.

  • 4 სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

ჰიპერკალიემია

მოქმედების მექანიზმის შესაბამისად, ეპლერენონის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ჰიპერკალიემია. შრატში კალიუმის დონე უნდა გაკონტროლდეს ყველა პაციენტში მკურნალობის დაწყებისას და დოზის შეცვლისას. შემდგომში რეკომენდებულია პერიოდული მონიტორინგი, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ჰიპერკალიემიის განვითარების რისკი, როგორიცაა ხანდაზმული პაციენტები, თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები (იხ. პარაგრაფი 4.2) და დიაბეტის მქონე პაციენტები. ეპლერენონით თერაპიის დაწყების შემდეგ კალიუმის შემცველი დანამატების გამოყენება არ არის რეკომენდებული ჰიპერკალიემიის განვითარების გაზრდილი რისკის გამო. ეპლერენონის დოზის შემცირებამ აჩვენა, რომ ამცირებს შრატში კალიუმის დონეს. ერთ კვლევაში, აღინიშნა რომ ჰიდროქლორთიაზიდის დამატება ეპლერენონთან თერაპიაში ხელს უშლიდა შრატში კალიუმის დონის მატებას.

ჰიპერკალიემიის რისკი შეიძლება გაიზარდოს, როდესაც ეპლერენონი გამოიყენება აგფ ინჰიბიტორთან და/ან არბ-თან კომბინაციაში. აგფ ინჰიბიტორის და არბ-ის კომბინაცია ეპლერენონთან არ უნდა იქნას გამოყენებული (იხ. პარაგრაფები 4.3 და 4.5).

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, მათ შორის დიაბეტური მიკროალბუმინურიის დროს, უნდა მოხდეს კალიუმის დონის რეგულარული მონიტორინგი. ჰიპერკალიემიის რისკი იზრდება თირკმლის ფუნქციის დაქვეითებასთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ მე-2 ტიპის დიაბეტებისა და მიკროალბუმინურიის მქონე პაციენტებში ეპლერენონის მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომი გულის უკმარისობის ეფექტურობისა და გადარჩენის კვლევის (EPHESUS) მონაცემები შეზღუდულია, პაციენტების ამ მცირე ჯგუფში დაფიქსირდა ჰიპერკალიემიის შემთხვევების ზრდა. ამიტომ, ამ პაციენტების მკურნალობა უნდა ჩატარდეს სიფრთხილით. ეპლერენონი არ გამოიყოფა ჰემოდიალიზით.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

შრატში კალიუმის დონის 5.5 მმოლ/ლ-ზე მეტი მატება არ დაფიქსირებულა ღვიძლის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის უკმარისობის მქონე პაციენტებში (ჩაილდ პიუს კლასი A და B). ღვიძლის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის უკმარისობის მქონე პაციენტებში უნდა გაკონტროლდეს ელექტროლიტების დონე. ეპლერენონის გამოყენება ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში არ არის შეფასებული და შესაბამისად, მისი გამოყენება უკუნაჩვენებია (იხილეთ პარაგრაფები 4.2 და 4.3).

CYP3A4 ინდუქტორები

ეპლერენონის მიღება ძლიერ CYP3A4 ინდუქტორებთან ერთად არ არის რეკომენდებული (იხილეთ პარაგრაფი 4.5).

ეპლერენონით მკურნალობის პერიოდში თავიდან უნდა იქნას აცილებული ლითიუმის, ციკლოსპორინის და ტაკროლიმუსის მიღება (იხილეთ პარაგრაფი 4.5).

ლაქტოზა

ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს ლაქტოზას. ამ პრეპარატის მიღება გალაქტოზას აუტანლობის, ლაქტაზას სრული დეფიციტის ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციის იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემების მქონე პაციენტებში, არ არის რეკომენდებული.

ნატრიუმი

ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) ერთ ტაბლეტში, რაც ნიშნავს, რომ ის არსებითად „ნატრიუმის გარეშეა“.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულ ქალებში ეპლერენონის გამოყენების შესახებ საკმარისი მონაცემები არ არსებობს. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა არ აჩვენა პირდაპირი ან ირიბი გვერდითი მოვლენები ორსულობაზე, ემბრიონის განვითარებაზე, მშობიარობასა და პოსტნატალურ განვითარებაზე (იხ. პარაგრაფი 5.3). სიფრთხილეა საჭირო ეპლერენონის ორსულ ქალებში დანიშვნისას.

ძუძუთი კვება

უცნობია, გამოიყოფა თუ არა ეპლერენონი ადამიანის დედის რძეში პერორალური მიღების შემდეგ. თუმცა, პრეკლინიკური მონაცემები აჩვენებს, რომ ეპლერენონი და/ან მეტაბოლიტები გვხვდება ვირთხის დედის რძეში და რომ ამ გზით ზემოქმედების ქვეშ მყოფი ვირთხის ნაშიერები ნორმალურად ვითარდებიან. ძუძუთი კვებაზე უარყოფითი ეფექტების პოტენციალი უცნობია, დედისთვის პრეპარატის მნიშვნელობის გათვალისწინებით, უნდა იქნას მიღებული გადაწყვეტილება ძუძუთი კვების ან პრეპარატის მიღების შეწყვეტის შესახებ.

ფერტილობა

ადამიანებზე ფერტილობის შესახებ მონაცემები არ არსებობს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ეპლერენონის გავლენის შესახებ კვლევები ავტომობილის მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე არ ჩატარებულა. ეპლერენონი არ იწვევს ძილიანობას ან კოგნიტური ფუნქციის დარღვევას, მაგრამ ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობისას უნდა გაითვალისწინოთ, რომ მკურნალობის დროს შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა.

გვერდითი მოვლენები

ორ კვლევაში (EPHESUS და EMPHASIS-HF (ეპლერენონი გულის უკმარისობის მსუბუქი სიმძიმის პაციენტებში ჰოსპიტალიზაციისა და გადარჩენის კვლევა), ეპლერენონის გამოყენებისას დაფიქსირებული გვერდითი მოვლენების საერთო სიხშირე იყო პლაცებოს ჯგუფის ანალოგიური.

ქვემოთ მითითებულია ის გვერდითი მოვლენები, რომლებიც სავარაუდოდ დაკავშირებულია მკურნალობასთან და აღემატება პლაცებოს ჯგუფში დაფიქსირებულ სიხშირეს, ან სერიოზულია და მნიშვნელოვნად აღემატება პლაცებოს ჯგუფში დაფიქსირებულს, ან დაფიქსირდა პოსტმარკეტინგული დაკვირვების დროს. გვერდითი მოვლენები ჩამოთვლილია ორგანოთა სისტემების და აბსოლუტური სიხშირის მიხედვით.

სიხშირეები განისაზღვრება შემდეგნაირად:

ძალიან ხშირი (≥ 1/10)

ხშირი (≥ 1/100-დან < 1/10-მდე)

არახშირი (≥ 1/1000-დან < 1/100-მდე)

იშვიათი (≥ 1/10000-დან < 1/1000-მდე)

ძალიან იშვიათი (< 1/10000)

უცნობი (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია).

ცხრილი 2: გვერდითი მოვლენების სიხშირე ეპლერენონი პლაცებოთი კონტროლირებად კვლევებში.

MedDRA ორგანოთა სისტემის კლასი

გვერდითი რეაქცია

ინფექციები და ინვაზიები

არახშირი

ფიელონეფრიტი, ინფექცია, ფარინგიტი

სისხლის და ლიმფური სისტემის დარღვევები

არახშირი

ეოზინოფილია

ენდოკრინული დარღვევები

არახშირი

ჰიპოთიროიდიზმი

ნეტაბოლიზმის და კვებითი დარღვევები

ხშირი

არახშირი

ხშირი: ჰიპერკალიემია (იხ. პარაგრაფი 4.3 და 4.4)

ჰიპერქოლესტერინემია.

არახშირი: ჰიპონატრიემია, დეჰიდრატაცია,

ჰიპერტრიგლიცერიდემია

ფსიქიკური დარღვევები

ხშირი

უძილობა

ნერვული სისტემის დარღვევები

ხშირი

არახშირი

ხშირი: სინკოპე, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი;

არახშირი: ჰიპესთეზია

გულის დარღვევები

ხშირი

არახშირი

ხშირი: მარცხენა პარკუჭის უკმარისობა, წინაგულების ფიბრილაცია

არახშირი: ტაქიკარდია

სისხლძარღვოვანი დარღვევები

ხშირი

არახშირი

ხშირი: ჰიპოტენზია

არახშირი: კიდურების არტერიული თრომბოზი, ორთოსტატული ჰიპოტენზია

სასუნთქი გზების, გულმკერდის და შუასაყრის დარღვევები

ხშირი

ხევლა

კუჭ-ნაწლავის დარღვევები

ხშირი

არახშირი

ხშირი: დიარეა, გულისრევა, ყაბზობა, ღებინება

არახშირი: მეტეორიზმი

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

ხშირი

არახშირი

ხშირი: გამონაყარი, ქავილი

არახშირი: ანგიონევროზული შეშუპება,

ჰიპერჰიდროზი

ძვალ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები

ხშირი

არახშირი

ხშირი: კუნთების სპაზმები, ზურგის ტკივილი

არახშირი: ძვალ-კუნთოვანი სისტემის ტკივილი

თირკმლის და საშარდეს სისტემის დარღვევები

ხშირი

თირკმლის უკმარისობა (იხ. პარაგრაფები 4.4 და 4.5)

ღვიძლისა და სანაღვლე გზების დარღვევები

არახშირი

ქოლეცისტიტი

რეპროდუქციული სისტემისა და სარძევე ჯირკვლის დარღვევები

არახშირი

გინეკომასტია

ზოგადი დარღვევები და რეაქციები გამოყენების ადგილას

ხშირი

არახშირი

ხშირი: ასთენია

არახშირი: სისუსტე

გამოკვლევები

ხშირი

არახშირი

ხშირი:

სისხლში შარდოვანას მომატება, სისხლში კრეატინინის მომატება

არახშირი: ეპიდერმული ზრდის ფაქტორის რეცეპტორის შემცირება, სისხლში გლუკოზის მომატება

EPHESUS-ის კვლევაში, ძალიან ხანდაზმული პაციენტების ჯგუფში (≥ 75 წლის ასაკი) ინსულტის შემთხვევები რიცხობრივად უფრო მეტი იყო. თუმცა, სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ დაფიქსირებულა ინსულტის შემთხვევებს შორის ეპლერენონის (30) და პლაცებოს (22) ჯგუფებში. EMPHASIS-HF-ში, ძალიან ხანდაზმულებში (≥ 75 წლის) ინსულტის შემთხვევების რაოდენობა ეპლერენონის ჯგუფში იყო 9, ხოლო პლაცებოს ჯგუფში 8.

საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება

სამკურნალო პროდუქტის ავტორიზაციის შემდეგ საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება მნიშვნელოვანია. ეს იძლევა სამკურნალო პროდუქტის სარგებლისა და რისკის ბალანსის მუდმივი მონიტორინგის საშუალებას.

ჭარბი დოზა

ადამიანებში ეპლერენონის დოზის გადაჭარბებასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების შემთხვევები არ დაფიქსირებულა. ადამიანებში დოზის გადაჭარბების ყველაზე სავარაუდო გამოვლინებაა ჰიპოტენზია ან ჰიპერკალიემია. ეპლერენონის ჰემოდიალიზით გამოდევნა შეუძლებელია. ნაჩვენებია, რომ ეპლერენონი ინტენსიურად უკავშირდება ნახშირს. სიმპტომური ჰიპოტენზიის განვითარების შემთხვევაში, უნდა დაიწყოს დამხმარე მკურნალობა. ჰიპერკალიემიის განვითარების შემთხვევაში, უნდა დაიწყოს სტანდარტული მკურნალობა.

შემადგენლობა

ეპნონ 25: ერთი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 25 მგ ეპლერენონს.

ეპნონ 50: ერთი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 50 მგ ეპლერენონს.

დამხმარე ნივთიერებები ცნობილი ეფექტით

თითოეული ტაბლეტი შეიცავს ლაქტოზის მონოჰიდრატს (იხ. პარაგრაფი 4.4).

თითოეული ტაბლეტი შეიცავს 23 მგ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (იხ. პარაგრაფი 4.4).

დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალისთვის იხილეთ პარაგრაფი 6.1.

  • ფარმაცევტული ფორმა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

ეპნონ 25: მოყვითალო-წითელი ფერის, ალმასის ფორმის, ორმხრივად ამობურცული, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ერთ მხარეს ამოტვიფრული წარწერით „E“, ხოლო მეორე მხარეს - „25“.

ეპნონ 50: მოყვითალო-წითელი ფერის, ალმასის ფორმის, ორმხრივად ამობურცული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ერთ მხარეს ამოტვიფრული წარწერით „E“, ხოლო მეორე მხარეს - „50“.

  • კლინიკური მახასიათებლები

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.

პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილას.

  • 5 შეფუთვის აღწერა და შემადგენლობა

ეპნონ 25 მგ და ეპნონ 50 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ხელმისაწვდომია 10 ცალიან თეთრ, გაუმჭვირვალე პვქ-ალუმინის ბლისტერულ შეფუთვაში. თითოეული ბლისტერი შეიცავს 10 ტაბლეტს, ხოლო 3 ბლისტერი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში (3 x 10) შეფუთვის ფურცელ-ჩანართთან ერთად.

  • 6 უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები უტილიზაციის და სხვა სახის მოპყრობისას

არ არის განსაკუთრებული მოთხოვნები.

გაცემის წესი - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

  • მარკეტინგის ნებართვის მფლობელი

მარკეტინგის ნებართვის მფლობელი

მწარმოებელი

MSN Laboratories Private Limited

“MSN HOUSE”

Plot No.: C-24, Sanathnagar Industrial Estate,

Sanathnagar, Hyderabad 500 018,

Telangana, ინდოეთი.

MSN Laboratories Private Limited

Formulations Division, Unit-II,

Sy. No. 1277 & 1319 to 1324,

Nandigama (Village & Mandal),

Rangareddy District, Pin Code. 509228,

Telangana, ინდოეთი.

  • მარკეტინგული ნებართვის ნომერი

არ გამოიყენება.

  • პირველი ავტორიზაციის/ავტორიზაციის განახლების თარიღი

არ გამოიყენება.

  • ტექსტის გადახედვის თარიღი

2026 წლის აპრილი.

ფარმაკოლოგიური თვისებები

კალიუმის დამზოგავი შარდმდენები და კალიუმის დანამატები

ჰიპერკალიემიის მომატებული რისკის გამო, ეპლერენონი არ უნდა დაენიშნოს პაციენტებს, რომლებიც იღებენ კალიუმის დამზოგავ სხვა შარდმდენებს და კალიუმის დანამატებს (იხ. პარაგრაფ 4.3). კალიუმის დამზოგავმა დიურეტიკებმა ასევე შეიძლება გააძლიერონ ანტიჰიპერტენზიული საშუალებების და სხვა შარდმდენების ეფექტი.

აგფ ინჰიბიტორები, არბ-ები

ჰიპერკალიემიის რისკი შეიძლება გაიზარდოს, როდესაც ეპლერენონი გამოიყენება აგფ ინჰიბიტორთან და/ან არბ-თან კომბინაციაში. რეკომენდებულია შრატში კალიუმის დონისა და თირკმლის ფუნქციის მკაცრი მონიტორინგი, განსაკუთრებით თირკმლის ფუნქციის დარღვევის რისკის მქონე პაციენტებში, მაგალითად, ხანდაზმულებში. არ უნდა იქნას გამოყენებული აგფ ინჰიბიტორის და არბ-ის სამმაგი კომბინაცია ეპლერენონთან (იხ. პარაგრაფები 4.3 და 4.4).

ლითიუმი

ეპლერენონსა და ლითიუმს შორის ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა. თუმცა, ლითიუმის ტოქსიკურობის შემთხვევები დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც იღებენ ლითიუმს შარდმდენებთან და აგფ ინჰიბიტორებთან ერთად(იხ. პარაგრაფი 4.4). თავიდან უნდა იქნას აცილებული ეპლერენონისა და ლითიუმის ერთდროული მიღება. თუ ეს კომბინაცია აუცილებელია, საჭიროა ლითიუმის პლაზმური კონცენტრაციების მონიტორინგი (იხ. პარაგრაფი 4.4).

ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი

ციკლოსპორინმა და ტაკროლიმუსმა შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის დარღვევა და გაზარდოს ჰიპერკალიემიის რისკი. თავიდან უნდა იქნას აცილებული ეპლერენონისა და ციკლოსპორინის ან ტაკროლიმუსის ერთდროული გამოყენება. საჭიროების შემთხვევაში, თუ ეპლერენონით მკურნალობის დროს აუცილებელია ციკლოსპორინის და ტაკროლიმუსის გამოყენება, რეკომენდებულია შრატში კალიუმის და თირკმლის ფუნქციის მკაცრი მონიტორინგი (იხ. პარაგრაფი 4.4).

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (NSAID)

თირკმლის მწვავე უკმარისობა შეიძლება განვითარდეს რისკის ქვეშ მყოფ პაციენტებში (ხანდაზმულები, დეჰიდრატირებული პირები, შარდმდენებზე მყოფი პაციენტები, თირკმლის ფუნქციის დარღვევით პაციენტები) გლომერულური ფილტრაციის შემცირების გამო (ვაზოდილატაციური პროსტაგლანდინების ინჰიბირება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების გამო). ეს ეფექტები ზოგადად შექცევადია. გარდა ამისა, შესაძლოა შემცირდეს ანტიჰიპერტენზიული ეფექტი. მკურნალობის დასაწყისში და კომბინირებული თერაპიის განმავლობაში საჭიროა რეგულარულად მოხდეს პაციენტისთვის საკმარისი რაოდენობით სითხის მიცემა და გაკონტროლდეს თირკმლის ფუნქცია (იხილეთ პარაგრაფები 4.2 და 4.4).

ტრიმეტოპრიმი

ტრიმეტოპრიმისა და ეპლერენონის ერთდროული მიღება ზრდის ჰიპერკალიემიის განვითარების რისკს. რეკომენდებულია შრატში კალიუმის და თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი, განსაკუთრებით თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში და ხანდაზმულებში.

ალფა-1-ბლოკატორები (მაგ., პრაზოზინი, ალფუზოზინი)

ალფა-1-ბლოკატორების ეპლერენონთან ერთად გამოყენებისას, არსებობს ჰიპოტენზიური ეფექტის და/ან პოსტურალური ჰიპოტენზიის გაძლიერების პოტენციალი. ალფა-1-ბლოკატორების ერთდროული მიღებისას რეკომენდებულია პოსტურალური ჰიპოტენზიის კლინიკური მონიტორინგი.

ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ნეიროლეფსიური საშუალებები, ამიფოსტინი, ბაკლოფენი

ამ პრეპარატების ეპლერენონთან ერთად მიღებამ შესაძლოა პოტენციურად გაზარდოს ანტიჰიპერტენზიული ეფექტი და ორთოსტატული ჰიპოტენზიის რისკი.

გლუკოკორტიკოიდები, ტეტრაკოზაქტიდი

ამ პრეპარატების ეპლერენონთან ერთად მიღებამ შესაძლოა პოტენციურად შეამციროს ანტიჰიპერტენზიული ეფექტები (ნატრიუმის და სითხის შეკავება).

ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედებები

ინ ვიტრო კვლევები მიუთითებს, რომ ეპლერენონი არ არის CYP1A2, CYP2C19, CYP2C9, CYP2D6 ან CYP3A4 იზოფერმენტების ინჰიბიტორი. ეპლერენონი არ არის P-გლიკოპროტეინის სუბსტრატი ან ინჰიბიტორი.

დიგოქსინი

დიგოქსინის სისტემური ექსპოზიცია (AUC) იზრდება 16%-ით (90% CI: 4% - 30%) ეპლერენონთან ერთად მიღებისას. სიფრთხილეა საჭირო დიგოქსინის დანიშვნისას მისი თერაპიული დიაპაზონის ზედა ზღვართან ახლოს.

ვარფარინი

ვარფარინთან კლინიკურად მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედებები არ დაფიქსირებულა. სიფრთხილეა საჭირო ვარფარინის დანიშვნისას მისი თერაპიული დიაპაზონის ზედა ზღვართან ახლოს.

CYP3A4 სუბსტრატები

CYP3A4-ის ზონდ-სუბსტრატების, ანუ მიდაზოლამის და ცისაპრიდის ფარმაკოკინეტიკური კვლევების შედეგებმა არ აჩვენა მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება, როდესაც ეს პრეპარატები მიიღებოდა ეპლერენონთან ერთად.

CYP3A4 ინჰიბიტორები

ძლიერი CYP3A4 ინჰიბიტორები: ეპლერენონის CYP3A4 ფერმენტის დამთრგუნველ პრეპარატებთან ერთად მიღებისას შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მნიშვნელოვან ფარმაკოკინეტიკურ ურთიერთქმედებებს. CYP3A4-ის ძლიერმა ინჰიბიტორმა (კეტოკონაზოლი 200 მგ ორჯერ დღეში) გამოიწვია ეპლერენონის AUC-ის 441%-ით ზრდა (იხ. პარაგრაფი 4.3). ეპლერენონის ერთდროული გამოყენება ძლიერ CYP3A4 ინჰიბიტორებთან, როგორიცაა კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, რიტონავირი, ნელფინავირი, კლარითრომიცინი, ტელითრომიცინი და ნეფაზადონი, უკუნაჩვენებია (იხ. პარაგრაფი 4.3).

  • მსუბუქი და საშუალო სიმძიმის CYP3A4 ინჰიბიტორები: ერითრომიცინთან, საქვინავირთან, ამიოდარონთან, დილთიაზემთან, ვერაპამილთან ან ფლუკონაზოლთან ერთად მიღებამ გამოიწვია მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედებები, რის შედეგადაც AUC გაიზარდა 98%-დან 187%-მდე. ამიტომ, ეპლერენონის დოზა CYP3A4-ის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ინჰიბიტორებთან ერთად მიღებისას, არ უნდა აღემატებოდეს 25 მგ-ს დღეში (იხ. პარაგრაფი 4.2).

CYP3A4-ის ინდუქტორები

კრაზანას (ძლიერი CYP3A4 ინდუქტორი) ეპლერენონთან ერთად მიღებამ გამოიწვია ეპლერენონის AUC-ის 30%-ით შემცირება. ეპლერენონის AUC-ის უფრო გამოხატული შემცირება შეიძლება მოხდეს უფრო ძლიერი CYP3A4 ინდუქტორების, როგორიცაა რიფამპიცინი, გამოყენებისას. ეპლერენონის ეფექტურობის შემცირების რისკის გამო, ძლიერი CYP3A4 ინდუქტორების (რიფამპიცინი, კარბამაზეპინი, ფენიტოინი, ფენობარბიტალი, კრაზანა) ეპლერენონთან ერთად გამოყენება არ არის რეკომენდებული (იხილეთ პარაგრაფი 4.4).

ანტაციდები

ფარმაკოკინეტიკური კლინიკური კვლევის შედეგების საფუძველზე, ანტაციდების ეპლერენონთან ერთად მიღებისას მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება არ არის მოსალოდნელი.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · პროდუქტის მახასიათებლები (ექიმისთვის)

პროდუქტის მახასიათებლების მოკლე დახასიათება

ეპნონ 25, 25 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

ეპნონ 50, 50 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

ეპლერენონი ტაბლეტები

  • სამკურნალო პროდუქტის დასახელება

ეპნონ 25, 25 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

ეპნონ 50, 50 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

  • თვისებრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა

ეპნონ 25: ერთი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 25 მგ ეპლერენონს.

ეპნონ 50: ერთი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 50 მგ ეპლერენონს.

დამხმარე ნივთიერებები ცნობილი ეფექტით

თითოეული ტაბლეტი შეიცავს ლაქტოზის მონოჰიდრატს (იხ. პარაგრაფი 4.4).

თითოეული ტაბლეტი შეიცავს 23 მგ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (იხ. პარაგრაფი 4.4).

დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალისთვის იხილეთ პარაგრაფი 6.1.

  • ფარმაცევტული ფორმა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

ეპნონ 25: მოყვითალო-წითელი ფერის, ალმასის ფორმის, ორმხრივად ამობურცული, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ერთ მხარეს ამოტვიფრული წარწერით „E“, ხოლო მეორე მხარეს - „25“.

ეპნონ 50: მოყვითალო-წითელი ფერის, ალმასის ფორმის, ორმხრივად ამობურცული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ერთ მხარეს ამოტვიფრული წარწერით „E“, ხოლო მეორე მხარეს - „50“.

  • კლინიკური მახასიათებლები
  • 1 თერაპიული ჩვენებები

ეპლერენონი ნაჩვენებია:

სტანდარტულ თერაპიასთან, მათ შორის ბეტა-ბლოკატორებთან ერთად, გულ-სისხლძარღვთა (CV) მიზეზით სიკვდილიანობისა და ავადობის რისკის შესამცირებლად მარცხენა პარკუჭის დისფუნქციის მქონე (LVEF ≤ 40%) და ბოლო დროს გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტის (MI) შემდეგ გულის უკმარისობის კლინიკური ნიშნებით სტაბილურ პაციენტებში.

სტანდარტულ ოპტიმალურ თერაპიასთან ერთად, ნიუ-იორკის გულის ასოციაციის (NYHA) II კლასის (ქრონიკული) გულის უკმარისობის და მარცხენა პარკუჭის სისტოლური დისფუნქციის (LVEF ≤ 30%) მქონე ზრდასრულ პაციენტებში გულ-სისხლძარღვთა მიზეზით გამოწვეული სიკვდილიანობისა და ავადობის რისკის შესამცირებლად (იხ. პარაგრაფი 5.1).

  • 2 დოზირება და მიღების წესი

დოზირება

დოზის ინდივიდუალური კორექტირებისთვის ხელმისაწვდომია 25 მგ და 50 მგ დოზების ტაბლეტები. მაქსიმალური რეკომენდებული დოზაა 50 მგ დღეში.

მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომი გულის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის

ეპლერენონის რეკომენდებული შემანარჩუნებელი დოზაა 50 მგ ერთხელ დღეში (OD). მკურნალობა უნდა დაიწყოს 25 მგ-ით ერთხელ დღეში და გაიზარდოს 50 მგ სამიზნე დოზამდე ერთხელ დღეში, სასურველია 4 კვირის განმავლობაში, შრატში კალიუმის დონის გათვალისწინებით (იხ. ცხრილი 1). ეპლერენონით თერაპია, როგორც წესი, უნდა დაიწყოს მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტიდან 3-14 დღის განმავლობაში.

NYHA II კლასის (ქრონიკული) გულის უკმარისობის მქონე პაციენტები

ქრონიკული გულის უკმარისობის მქონე NYHA II კლასის პაციენტებისთვის მკურნალობა უნდა დაიწყოს 25 მგ-ით დღეში ერთხელ და შემდგომ თანდათანობით გაიზარდოს 50 მგ სამიზნე დოზამდე ერთხელ დღეში, სასურველია 4 კვირის განმავლობაში; შრატში კალიუმის დონის გათვალისწინებით (იხ. ცხრილი 1 და პარაგრაფი 4.4).

პაციენტებისთვის, რომელთა შრატში კალიუმის დონე > 5.0 მმოლ/ლ-ია, ეპლერენონით მკურნალობის დაწყება არ არის რეკომენდებული (იხ. პარაგრაფი 4.3).

შრატში კალიუმის დონე უნდა გაიზომოს ეპლერენონით თერაპიის დაწყებამდე, მკურნალობის დაწყებიდან პირველი კვირის განმავლობაში და მკურნალობის დაწყებიდან ერთი თვის განმავლობაში ან დოზის კორექტირების შემდეგ. შემდგომში შრატის კალიუმი უნდა შეფასდეს პერიოდულად საჭიროებისამებრ.

მკურნალობის დაწყების შემდეგ, დოზა უნდა დაკორექტირდეს შრატში კალიუმის დონის მიხედვით, როგორც ნაჩვენებია ცხრილ 1-ში.

ცხრილი 1: დოზის რეგულირება მკურნალობის დაწყების შემდეგ

შრატის კალიუმი (მმოლ/ლ)

შესაბამისი ზომები

დოზის რეგულირება

< 5.0

გაზრდა

25 მგ EOD*-დან 25 მგ OD-მდე

25 მგ OD-დან 50 მგ OD-მდე

  • 0 – 5.4

შენარჩუნება

დოზის კორექცია საჭირო არ არის

  • 5 -5.9

შემცირება

50 მგ OD-დან 25 მგ OD-მდე

25 მგ OD-დან 25 მგ EOD-მდე*

25 მგ EOD* შეწყვეტამდე

≥ 6.0

შეწყვეტა

არ არის

  • EOD: ყოველი მეორე დღე.

შრატში კალიუმის ≥ 6.0 მმოლ/ლ დონის გამო ეპლერენონით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ, ეპლერენონის ხელახალი დანიშვნა შესაძლებელია 25 მგ დოზით ყოველ მეორე დღეს, მას შემდეგ რაც კალიუმის დონე შრატში 5.0 მმოლ/ლ-ზე დაბლა დაიწევს.

პედიატრიული პოპულაცია

ეპლერენონის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებსა და მოზარდებში დადგენილი არ არის. ამჟამად ხელმისაწვდომი მონაცემები აღწერილია 5.1 და 5.2 პარაგრაფებში.

ხანდაზმულები

ხანდაზმულ პაციენტებში საწყისი დოზის კორექცია საჭირო არ არის. ასაკთან დაკავშირებული თირკმლის ფუნქციის დაქვეითების გამო, ხანდაზმულ პაციენტებში ჰიპერკალიემიის რისკი იზრდება. ეს რისკი შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს, როდესაც ასევე არსებობს სისტემური ექსპოზიციის გაზრდასთან დაკავშირებული თანმხლები დაავადებები, განსაკუთრებით ღვიძლის მსუბუქი და საშუალო უკმარისობის დროს. რეკომენდებულია შრატში კალიუმის დონის პერიოდული მონიტორინგი (იხ. პარაგრაფი 4.4).

თირკმლის უკმარისობა

თირკმლის მსუბუქი უკმარისობის მქონე პაციენტებში საწყისი დოზის კორექცია საჭირო არ არის. რეკომენდებულია შრატში კალიუმის დონის პერიოდული მონიტორინგი დოზის კორექციის ცხრილი 1-ის მიხედვით.

თირკმლის ზომიერი უკმარისობით პაციენტებმა (კრეატინინის კლირენსი 30-60 მლ/წთ) მკურნალობა უნდა დაიწყონ 25 მგ დოზით ყოველ მეორე დღეს და დოზა უნდა დაკორექტირდეს კალიუმის დონის მიხედვით (იხ. ცხრილი 1). რეკომენდებულია შრატში კალიუმის პერიოდული მონიტორინგი (იხ. პარაგრაფი 4.4).

არ არსებობს გამოცდილება პაციენტებში, რომლებსაც აქვთ კრეატინინის კლირენსი <50 მლ/წთ და მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომი გულის უკმარისობა. ეპლერენონის გამოყენება ამ პაციენტებში უნდა მოხდეს სიფრთხილით. 25 მგ-ზე მეტი დოზით დღეში მიღება არ არის შესწავლილი პაციენტებში, რომლებსაც აქვთ <50 მლ/წთ კრეატინინის კლირენსი.

თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ) პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია (იხ. პარაგრაფი 4.3). ეპლერენონი არ ექვემდებარება დიალიზს.

ღვიძლის უკმარისობა

მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის საწყისი დოზის კორექცია საჭირო არ არის. მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ეპლერენონის სისტემური ექსპოზიციის ზრდის გამო, ამ პაციენტებში რეკომენდებულია შრატში კალიუმის ხშირი და რეგულარული მონიტორინგი, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში (იხ. პარაგრაფი 4.4).

თანმხლები მკურნალობა

მსუბუქი და საშუალო სიმძიმის CYP3A4 ინჰიბიტორებთან, მაგ. ამიოდარონთან, დილტიაზემთან და ვერაპამილთან ერთად მკურნალობის შემთხვევაში, მკურნალობა შეიძლება დაიწყოს 25 მგ ერთხელ დღეში დოზით. დოზა არ უნდა აღემატებოდეს 25 მგ-ს დღეში (იხ. პარაგრაფი 4.5).

ეპლერენონის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე (იხ. პარაგრაფი 5.2).

  • 3 უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან 6.1 პარაგრაფში მითითბული რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;

პაციენტები, რომელთა შრატში კალიუმის დონე მკურნალობის დაწყებისას არის > 5.0 მმოლ/ლ;

თირკმლის მძიმე უკმარისობით პაციენტები (eGFR <30 მლ წუთში 1.73 მ2);

ღვიძლის მძიმე უკმარისობით პაციენტები (ჩაილდ-პიუს კლასი C);

პაციენტები, რომლებიც იღებენ კალიუმის დამზოგავ დიურეტიკებს ან CYP3A4-ის ძლიერ ინჰიბიტორებს (მაგ., იტრაკონაზოლი, კეტოკონაზოლი, რიტონავირი, ნელფინავირი, კლარითრომიცინი, ტელითრომიცინი და ნეფაზოდონი) (იხ. პარაგრაფი 4.5);

ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის (ACE) ინჰიბიტორის და ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკატორის (ARB) ერთდროული გამოყენება ეპლერენონთან.

  • 4 სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

ჰიპერკალიემია

მოქმედების მექანიზმის შესაბამისად, ეპლერენონის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ჰიპერკალიემია. შრატში კალიუმის დონე უნდა გაკონტროლდეს ყველა პაციენტში მკურნალობის დაწყებისას და დოზის შეცვლისას. შემდგომში რეკომენდებულია პერიოდული მონიტორინგი, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ჰიპერკალიემიის განვითარების რისკი, როგორიცაა ხანდაზმული პაციენტები, თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები (იხ. პარაგრაფი 4.2) და დიაბეტის მქონე პაციენტები. ეპლერენონით თერაპიის დაწყების შემდეგ კალიუმის შემცველი დანამატების გამოყენება არ არის რეკომენდებული ჰიპერკალიემიის განვითარების გაზრდილი რისკის გამო. ეპლერენონის დოზის შემცირებამ აჩვენა, რომ ამცირებს შრატში კალიუმის დონეს. ერთ კვლევაში, აღინიშნა რომ ჰიდროქლორთიაზიდის დამატება ეპლერენონთან თერაპიაში ხელს უშლიდა შრატში კალიუმის დონის მატებას.

ჰიპერკალიემიის რისკი შეიძლება გაიზარდოს, როდესაც ეპლერენონი გამოიყენება აგფ ინჰიბიტორთან და/ან არბ-თან კომბინაციაში. აგფ ინჰიბიტორის და არბ-ის კომბინაცია ეპლერენონთან არ უნდა იქნას გამოყენებული (იხ. პარაგრაფები 4.3 და 4.5).

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, მათ შორის დიაბეტური მიკროალბუმინურიის დროს, უნდა მოხდეს კალიუმის დონის რეგულარული მონიტორინგი. ჰიპერკალიემიის რისკი იზრდება თირკმლის ფუნქციის დაქვეითებასთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ მე-2 ტიპის დიაბეტებისა და მიკროალბუმინურიის მქონე პაციენტებში ეპლერენონის მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომი გულის უკმარისობის ეფექტურობისა და გადარჩენის კვლევის (EPHESUS) მონაცემები შეზღუდულია, პაციენტების ამ მცირე ჯგუფში დაფიქსირდა ჰიპერკალიემიის შემთხვევების ზრდა. ამიტომ, ამ პაციენტების მკურნალობა უნდა ჩატარდეს სიფრთხილით. ეპლერენონი არ გამოიყოფა ჰემოდიალიზით.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

შრატში კალიუმის დონის 5.5 მმოლ/ლ-ზე მეტი მატება არ დაფიქსირებულა ღვიძლის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის უკმარისობის მქონე პაციენტებში (ჩაილდ პიუს კლასი A და B). ღვიძლის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის უკმარისობის მქონე პაციენტებში უნდა გაკონტროლდეს ელექტროლიტების დონე. ეპლერენონის გამოყენება ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში არ არის შეფასებული და შესაბამისად, მისი გამოყენება უკუნაჩვენებია (იხილეთ პარაგრაფები 4.2 და 4.3).

CYP3A4 ინდუქტორები

ეპლერენონის მიღება ძლიერ CYP3A4 ინდუქტორებთან ერთად არ არის რეკომენდებული (იხილეთ პარაგრაფი 4.5).

ეპლერენონით მკურნალობის პერიოდში თავიდან უნდა იქნას აცილებული ლითიუმის, ციკლოსპორინის და ტაკროლიმუსის მიღება (იხილეთ პარაგრაფი 4.5).

ლაქტოზა

ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს ლაქტოზას. ამ პრეპარატის მიღება გალაქტოზას აუტანლობის, ლაქტაზას სრული დეფიციტის ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციის იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემების მქონე პაციენტებში, არ არის რეკომენდებული.

ნატრიუმი

ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) ერთ ტაბლეტში, რაც ნიშნავს, რომ ის არსებითად „ნატრიუმის გარეშეა“.

  • 5 ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედებები

კალიუმის დამზოგავი შარდმდენები და კალიუმის დანამატები

ჰიპერკალიემიის მომატებული რისკის გამო, ეპლერენონი არ უნდა დაენიშნოს პაციენტებს, რომლებიც იღებენ კალიუმის დამზოგავ სხვა შარდმდენებს და კალიუმის დანამატებს (იხ. პარაგრაფ 4.3). კალიუმის დამზოგავმა დიურეტიკებმა ასევე შეიძლება გააძლიერონ ანტიჰიპერტენზიული საშუალებების და სხვა შარდმდენების ეფექტი.

აგფ ინჰიბიტორები, არბ-ები

ჰიპერკალიემიის რისკი შეიძლება გაიზარდოს, როდესაც ეპლერენონი გამოიყენება აგფ ინჰიბიტორთან და/ან არბ-თან კომბინაციაში. რეკომენდებულია შრატში კალიუმის დონისა და თირკმლის ფუნქციის მკაცრი მონიტორინგი, განსაკუთრებით თირკმლის ფუნქციის დარღვევის რისკის მქონე პაციენტებში, მაგალითად, ხანდაზმულებში. არ უნდა იქნას გამოყენებული აგფ ინჰიბიტორის და არბ-ის სამმაგი კომბინაცია ეპლერენონთან (იხ. პარაგრაფები 4.3 და 4.4).

ლითიუმი

ეპლერენონსა და ლითიუმს შორის ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა. თუმცა, ლითიუმის ტოქსიკურობის შემთხვევები დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც იღებენ ლითიუმს შარდმდენებთან და აგფ ინჰიბიტორებთან ერთად(იხ. პარაგრაფი 4.4). თავიდან უნდა იქნას აცილებული ეპლერენონისა და ლითიუმის ერთდროული მიღება. თუ ეს კომბინაცია აუცილებელია, საჭიროა ლითიუმის პლაზმური კონცენტრაციების მონიტორინგი (იხ. პარაგრაფი 4.4).

ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი

ციკლოსპორინმა და ტაკროლიმუსმა შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის დარღვევა და გაზარდოს ჰიპერკალიემიის რისკი. თავიდან უნდა იქნას აცილებული ეპლერენონისა და ციკლოსპორინის ან ტაკროლიმუსის ერთდროული გამოყენება. საჭიროების შემთხვევაში, თუ ეპლერენონით მკურნალობის დროს აუცილებელია ციკლოსპორინის და ტაკროლიმუსის გამოყენება, რეკომენდებულია შრატში კალიუმის და თირკმლის ფუნქციის მკაცრი მონიტორინგი (იხ. პარაგრაფი 4.4).

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (NSAID)

თირკმლის მწვავე უკმარისობა შეიძლება განვითარდეს რისკის ქვეშ მყოფ პაციენტებში (ხანდაზმულები, დეჰიდრატირებული პირები, შარდმდენებზე მყოფი პაციენტები, თირკმლის ფუნქციის დარღვევით პაციენტები) გლომერულური ფილტრაციის შემცირების გამო (ვაზოდილატაციური პროსტაგლანდინების ინჰიბირება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების გამო). ეს ეფექტები ზოგადად შექცევადია. გარდა ამისა, შესაძლოა შემცირდეს ანტიჰიპერტენზიული ეფექტი. მკურნალობის დასაწყისში და კომბინირებული თერაპიის განმავლობაში საჭიროა რეგულარულად მოხდეს პაციენტისთვის საკმარისი რაოდენობით სითხის მიცემა და გაკონტროლდეს თირკმლის ფუნქცია (იხილეთ პარაგრაფები 4.2 და 4.4).

ტრიმეტოპრიმი

ტრიმეტოპრიმისა და ეპლერენონის ერთდროული მიღება ზრდის ჰიპერკალიემიის განვითარების რისკს. რეკომენდებულია შრატში კალიუმის და თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი, განსაკუთრებით თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში და ხანდაზმულებში.

ალფა-1-ბლოკატორები (მაგ., პრაზოზინი, ალფუზოზინი)

ალფა-1-ბლოკატორების ეპლერენონთან ერთად გამოყენებისას, არსებობს ჰიპოტენზიური ეფექტის და/ან პოსტურალური ჰიპოტენზიის გაძლიერების პოტენციალი. ალფა-1-ბლოკატორების ერთდროული მიღებისას რეკომენდებულია პოსტურალური ჰიპოტენზიის კლინიკური მონიტორინგი.

ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ნეიროლეფსიური საშუალებები, ამიფოსტინი, ბაკლოფენი

ამ პრეპარატების ეპლერენონთან ერთად მიღებამ შესაძლოა პოტენციურად გაზარდოს ანტიჰიპერტენზიული ეფექტი და ორთოსტატული ჰიპოტენზიის რისკი.

გლუკოკორტიკოიდები, ტეტრაკოზაქტიდი

ამ პრეპარატების ეპლერენონთან ერთად მიღებამ შესაძლოა პოტენციურად შეამციროს ანტიჰიპერტენზიული ეფექტები (ნატრიუმის და სითხის შეკავება).

ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედებები

ინ ვიტრო კვლევები მიუთითებს, რომ ეპლერენონი არ არის CYP1A2, CYP2C19, CYP2C9, CYP2D6 ან CYP3A4 იზოფერმენტების ინჰიბიტორი. ეპლერენონი არ არის P-გლიკოპროტეინის სუბსტრატი ან ინჰიბიტორი.

დიგოქსინი

დიგოქსინის სისტემური ექსპოზიცია (AUC) იზრდება 16%-ით (90% CI: 4% - 30%) ეპლერენონთან ერთად მიღებისას. სიფრთხილეა საჭირო დიგოქსინის დანიშვნისას მისი თერაპიული დიაპაზონის ზედა ზღვართან ახლოს.

ვარფარინი

ვარფარინთან კლინიკურად მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედებები არ დაფიქსირებულა. სიფრთხილეა საჭირო ვარფარინის დანიშვნისას მისი თერაპიული დიაპაზონის ზედა ზღვართან ახლოს.

CYP3A4 სუბსტრატები

CYP3A4-ის ზონდ-სუბსტრატების, ანუ მიდაზოლამის და ცისაპრიდის ფარმაკოკინეტიკური კვლევების შედეგებმა არ აჩვენა მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება, როდესაც ეს პრეპარატები მიიღებოდა ეპლერენონთან ერთად.

CYP3A4 ინჰიბიტორები

ძლიერი CYP3A4 ინჰიბიტორები: ეპლერენონის CYP3A4 ფერმენტის დამთრგუნველ პრეპარატებთან ერთად მიღებისას შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მნიშვნელოვან ფარმაკოკინეტიკურ ურთიერთქმედებებს. CYP3A4-ის ძლიერმა ინჰიბიტორმა (კეტოკონაზოლი 200 მგ ორჯერ დღეში) გამოიწვია ეპლერენონის AUC-ის 441%-ით ზრდა (იხ. პარაგრაფი 4.3). ეპლერენონის ერთდროული გამოყენება ძლიერ CYP3A4 ინჰიბიტორებთან, როგორიცაა კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, რიტონავირი, ნელფინავირი, კლარითრომიცინი, ტელითრომიცინი და ნეფაზადონი, უკუნაჩვენებია (იხ. პარაგრაფი 4.3).

  • მსუბუქი და საშუალო სიმძიმის CYP3A4 ინჰიბიტორები: ერითრომიცინთან, საქვინავირთან, ამიოდარონთან, დილთიაზემთან, ვერაპამილთან ან ფლუკონაზოლთან ერთად მიღებამ გამოიწვია მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედებები, რის შედეგადაც AUC გაიზარდა 98%-დან 187%-მდე. ამიტომ, ეპლერენონის დოზა CYP3A4-ის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ინჰიბიტორებთან ერთად მიღებისას, არ უნდა აღემატებოდეს 25 მგ-ს დღეში (იხ. პარაგრაფი 4.2).

CYP3A4-ის ინდუქტორები

კრაზანას (ძლიერი CYP3A4 ინდუქტორი) ეპლერენონთან ერთად მიღებამ გამოიწვია ეპლერენონის AUC-ის 30%-ით შემცირება. ეპლერენონის AUC-ის უფრო გამოხატული შემცირება შეიძლება მოხდეს უფრო ძლიერი CYP3A4 ინდუქტორების, როგორიცაა რიფამპიცინი, გამოყენებისას. ეპლერენონის ეფექტურობის შემცირების რისკის გამო, ძლიერი CYP3A4 ინდუქტორების (რიფამპიცინი, კარბამაზეპინი, ფენიტოინი, ფენობარბიტალი, კრაზანა) ეპლერენონთან ერთად გამოყენება არ არის რეკომენდებული (იხილეთ პარაგრაფი 4.4).

ანტაციდები

ფარმაკოკინეტიკური კლინიკური კვლევის შედეგების საფუძველზე, ანტაციდების ეპლერენონთან ერთად მიღებისას მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება არ არის მოსალოდნელი.

  • 6 ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა

ორსულ ქალებში ეპლერენონის გამოყენების შესახებ საკმარისი მონაცემები არ არსებობს. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა არ აჩვენა პირდაპირი ან ირიბი გვერდითი მოვლენები ორსულობაზე, ემბრიონის განვითარებაზე, მშობიარობასა და პოსტნატალურ განვითარებაზე (იხ. პარაგრაფი 5.3). სიფრთხილეა საჭირო ეპლერენონის ორსულ ქალებში დანიშვნისას.

ძუძუთი კვება

უცნობია, გამოიყოფა თუ არა ეპლერენონი ადამიანის დედის რძეში პერორალური მიღების შემდეგ. თუმცა, პრეკლინიკური მონაცემები აჩვენებს, რომ ეპლერენონი და/ან მეტაბოლიტები გვხვდება ვირთხის დედის რძეში და რომ ამ გზით ზემოქმედების ქვეშ მყოფი ვირთხის ნაშიერები ნორმალურად ვითარდებიან. ძუძუთი კვებაზე უარყოფითი ეფექტების პოტენციალი უცნობია, დედისთვის პრეპარატის მნიშვნელობის გათვალისწინებით, უნდა იქნას მიღებული გადაწყვეტილება ძუძუთი კვების ან პრეპარატის მიღების შეწყვეტის შესახებ.

ფერტილობა

ადამიანებზე ფერტილობის შესახებ მონაცემები არ არსებობს.

  • 7 გავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე

ეპლერენონის გავლენის შესახებ კვლევები ავტომობილის მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე არ ჩატარებულა. ეპლერენონი არ იწვევს ძილიანობას ან კოგნიტური ფუნქციის დარღვევას, მაგრამ ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობისას უნდა გაითვალისწინოთ, რომ მკურნალობის დროს შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა.

  • 8 არასასურველი ეფექტები

ორ კვლევაში (EPHESUS და EMPHASIS-HF (ეპლერენონი გულის უკმარისობის მსუბუქი სიმძიმის პაციენტებში ჰოსპიტალიზაციისა და გადარჩენის კვლევა), ეპლერენონის გამოყენებისას დაფიქსირებული გვერდითი მოვლენების საერთო სიხშირე იყო პლაცებოს ჯგუფის ანალოგიური.

ქვემოთ მითითებულია ის გვერდითი მოვლენები, რომლებიც სავარაუდოდ დაკავშირებულია მკურნალობასთან და აღემატება პლაცებოს ჯგუფში დაფიქსირებულ სიხშირეს, ან სერიოზულია და მნიშვნელოვნად აღემატება პლაცებოს ჯგუფში დაფიქსირებულს, ან დაფიქსირდა პოსტმარკეტინგული დაკვირვების დროს. გვერდითი მოვლენები ჩამოთვლილია ორგანოთა სისტემების და აბსოლუტური სიხშირის მიხედვით.

სიხშირეები განისაზღვრება შემდეგნაირად:

ძალიან ხშირი (≥ 1/10)

ხშირი (≥ 1/100-დან < 1/10-მდე)

არახშირი (≥ 1/1000-დან < 1/100-მდე)

იშვიათი (≥ 1/10000-დან < 1/1000-მდე)

ძალიან იშვიათი (< 1/10000)

უცნობი (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია).

ცხრილი 2: გვერდითი მოვლენების სიხშირე ეპლერენონი პლაცებოთი კონტროლირებად კვლევებში.

MedDRA ორგანოთა სისტემის კლასი

გვერდითი რეაქცია

ინფექციები და ინვაზიები

არახშირი

ფიელონეფრიტი, ინფექცია, ფარინგიტი

სისხლის და ლიმფური სისტემის დარღვევები

არახშირი

ეოზინოფილია

ენდოკრინული დარღვევები

არახშირი

ჰიპოთიროიდიზმი

ნეტაბოლიზმის და კვებითი დარღვევები

ხშირი

არახშირი

ხშირი: ჰიპერკალიემია (იხ. პარაგრაფი 4.3 და 4.4)

ჰიპერქოლესტერინემია.

არახშირი: ჰიპონატრიემია, დეჰიდრატაცია,

ჰიპერტრიგლიცერიდემია

ფსიქიკური დარღვევები

ხშირი

უძილობა

ნერვული სისტემის დარღვევები

ხშირი

არახშირი

ხშირი: სინკოპე, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი;

არახშირი: ჰიპესთეზია

გულის დარღვევები

ხშირი

არახშირი

ხშირი: მარცხენა პარკუჭის უკმარისობა, წინაგულების ფიბრილაცია

არახშირი: ტაქიკარდია

სისხლძარღვოვანი დარღვევები

ხშირი

არახშირი

ხშირი: ჰიპოტენზია

არახშირი: კიდურების არტერიული თრომბოზი, ორთოსტატული ჰიპოტენზია

სასუნთქი გზების, გულმკერდის და შუასაყრის დარღვევები

ხშირი

ხევლა

კუჭ-ნაწლავის დარღვევები

ხშირი

არახშირი

ხშირი: დიარეა, გულისრევა, ყაბზობა, ღებინება

არახშირი: მეტეორიზმი

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

ხშირი

არახშირი

ხშირი: გამონაყარი, ქავილი

არახშირი: ანგიონევროზული შეშუპება,

ჰიპერჰიდროზი

ძვალ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები

ხშირი

არახშირი

ხშირი: კუნთების სპაზმები, ზურგის ტკივილი

არახშირი: ძვალ-კუნთოვანი სისტემის ტკივილი

თირკმლის და საშარდეს სისტემის დარღვევები

ხშირი

თირკმლის უკმარისობა (იხ. პარაგრაფები 4.4 და 4.5)

ღვიძლისა და სანაღვლე გზების დარღვევები

არახშირი

ქოლეცისტიტი

რეპროდუქციული სისტემისა და სარძევე ჯირკვლის დარღვევები

არახშირი

გინეკომასტია

ზოგადი დარღვევები და რეაქციები გამოყენების ადგილას

ხშირი

არახშირი

ხშირი: ასთენია

არახშირი: სისუსტე

გამოკვლევები

ხშირი

არახშირი

ხშირი:

სისხლში შარდოვანას მომატება, სისხლში კრეატინინის მომატება

არახშირი: ეპიდერმული ზრდის ფაქტორის რეცეპტორის შემცირება, სისხლში გლუკოზის მომატება

EPHESUS-ის კვლევაში, ძალიან ხანდაზმული პაციენტების ჯგუფში (≥ 75 წლის ასაკი) ინსულტის შემთხვევები რიცხობრივად უფრო მეტი იყო. თუმცა, სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ დაფიქსირებულა ინსულტის შემთხვევებს შორის ეპლერენონის (30) და პლაცებოს (22) ჯგუფებში. EMPHASIS-HF-ში, ძალიან ხანდაზმულებში (≥ 75 წლის) ინსულტის შემთხვევების რაოდენობა ეპლერენონის ჯგუფში იყო 9, ხოლო პლაცებოს ჯგუფში 8.

საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება

სამკურნალო პროდუქტის ავტორიზაციის შემდეგ საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება მნიშვნელოვანია. ეს იძლევა სამკურნალო პროდუქტის სარგებლისა და რისკის ბალანსის მუდმივი მონიტორინგის საშუალებას.

  • 9 დოზის გადაჭარბება

ადამიანებში ეპლერენონის დოზის გადაჭარბებასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების შემთხვევები არ დაფიქსირებულა. ადამიანებში დოზის გადაჭარბების ყველაზე სავარაუდო გამოვლინებაა ჰიპოტენზია ან ჰიპერკალიემია. ეპლერენონის ჰემოდიალიზით გამოდევნა შეუძლებელია. ნაჩვენებია, რომ ეპლერენონი ინტენსიურად უკავშირდება ნახშირს. სიმპტომური ჰიპოტენზიის განვითარების შემთხვევაში, უნდა დაიწყოს დამხმარე მკურნალობა. ჰიპერკალიემიის განვითარების შემთხვევაში, უნდა დაიწყოს სტანდარტული მკურნალობა.

  • ფარმაკოლოგიური თვისებები
  • 1 ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ალდოსტერონის ანტაგონისტი,

ათქ კოდი: C03DA04.

მოქმედების მექანიზმი

ეპლერენონს აქვს შედარებითი სელექციურობა ადამიანის რეკომბინანტულ მინერალოკორტიკოიდურ რეცეპტორებთან შეკავშირებისას, ადამიანის რეკომბინანტულ გლუკოკორტიკოიდთან, პროგესტერონთან და ანდროგენულ რეცეპტორებთან შეკავშირებასთან შედარებით. ეპლერენონი აფერხებს ალდოსტერონის შეკავშირებას, რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის (RAAS) ძირითად ჰორმონთან, რომელიც მონაწილეობს არტერიული წნევის რეგულირებასა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პათოფიზიოლოგიაში.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

ეპლერენონი იწვევს პლაზმაში რენინის და შრატში ალდოსტერონის მდგრად ზრდას, რაც შეესაბამება ალდოსტერონის მიერ რენინის სეკრეციაზე უარყოფითი მარეგულირებელი უკუკავშირის ინჰიბირებას. შედეგად, პლაზმაში რენინის აქტივობის და ალდოსტერონის მოცირკულირე დონის მატება არ აჭარბებს ეპლერენონის ეფექტებს.

ქრონიკული გულის უკმარისობის დოზის შერჩევის კვლევებში (NYHA კლასიფიკაცია II-IV), ეპლერენონის სტანდარტულ თერაპიაზე დამატებამ გამოიწვია ალდოსტერონის მოსალოდნელი დოზადამოკიდებული მატება. ანალოგიურად, EPHESUS-ის კარდიორენალურ ქვეკვლევაში, ეპლერენონით თერაპიამ გამოიწვია ალდოსტერონის დონის მნიშვნელოვანი ზრდა. ეს შედეგები ადასტურებს მინერალოკორტიკოიდური რეცეპტორის ბლოკადას ამ პოპულაციებში.

ეპლერენონის ეფექტურობა შესწავლილი იქნა EPHESUS-ის კვლევაში. EPHESUS იყო ორმაგად ბრმა, პლაცებო-კონტროლირებადი კვლევა, 3 წლიანი ხანგრძლივობით, რომელშიც მონაწილეობდა მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტის, მარცხენა პარკუჭის დისფუნქციის (მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქციით [LVEF] ≤ 40%) და გულის უკმარისობის კლინიკური ნიშნების მქონე 6632 სუბიექტი. მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტიდან 3-14 დღის განმავლობაში (საშუალოდ 7 დღე) სუბიექტები იღებდნენ ეპლერენონს ან პლაცებოს სტანდარტულ თერაპიასთან ერთად, საწყისი დოზით 25 მგ დღეში ერთხელ რომელიც იზრდებოდა სამიზნე დოზამდე 50 მგ დღეში ერთხელ 4 კვირის შემდეგ, თუ შრატის კალიუმი შეადგენდა < 5.0 მმოლ/ლ-ს. კვლევის დროს სუბიექტები იტარებდნენ სტანდარტულ მკურნალობას მათ შორის აცეტილსალიცილის მჟავით (92%), აგფ ინჰიბიტორებით (90%), ბეტა-ბლოკატორებით (83%), ნიტრატებით (72%), მარყუჟოვანი შარდმდენებით (66%) ან HMG CoA რედუქტაზას ინჰიბიტორებით (60%).

EPHESUS-ის კვლევაში, თანაბარი მნიშვნელობის მქონე პირველადი საბოლოო წერტილები იყო ნებისმიერი მიზეზით გამოწვეული სიკვდილიანობა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის ან გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული ჰოსპიტალიზაციის კომბინირებული საბოლოო წერტილები; ეპლერენონის ჯგუფში შემავალი სუბიექტების 14.4% და პლაცებოს ჯგუფში შემავალი სუბიექტების 16.7% გარდაიცვალა (ყველა მიზეზით), ხოლო ეპლერენონის ჯგუფში შემავალი სუბიექტების 26.7%-მა და პლაცებოს ჯგუფში შემავალი სუბიექტების 30.0%-მა მიაღწია გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის ან ჰოსპიტალიზაციის კომბინირებულ საბოლოო წერტილს. ამრიგად, EPHESUS-ის კვლევაში, ეპლერენონმა შეამცირა ნებისმიერი მიზეზით გამოწვეული სიკვდილიანობის რისკი 15%-ით (RR 0.85; 95% CI, 0.75-0.96; p= 0.008) პლაცებოსთან შედარებით, ძირითადად გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირებით. გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის ან გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული ჰოსპიტალიზაციის რისკი ეპლერენონის შემთხვევაში 13%-ით შემცირდა (RR 0.87; 95% CI, 0.79-0.95; p=0.002). ყველა მიზეზით გამოწვეული სიკვდილიანობის და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის/ჰოსპიტალიზაციის საბოლოო წერტილებისთვის რისკის აბსოლუტური შემცირება იყო შესაბამისად 2.3% და 3.3% იყო. კლინიკური ეფექტურობა პირველ რიგში გამოვლინდა როდესაც ეპლერენონით თერაპია დაიწყო 75 წელზე ნაკლები ასაკის პაციენტებში.

თერაპიის სარგებელი 75 წელზე უფროსი ასაკის სუბიექტებში გაურკვეველია. NYHA ფუნქციური კლასიფიკაცია გაუმჯობესდა ან დარჩა სტაბილური ეპლერენონის მიმღებ პაციენტთა სტატისტიკურად მნიშვნელოვნად უფრო დიდი ნაწილისთვის პლაცებოსთან შედარებით.

ჰიპერკალიემიის შემთხვევები ეპლერენონის ჯგუფში იყო 3.4%, ხოლო პლაცებოს ჯგუფში 2.0% (p < 0.001). ჰიპოკალიემიის შემთხვევები ეპლერენონის ჯგუფში იყო 0.5% პლაცებოს ჯგუფში 1.5%-თან შედარებით (p < 0.001).

არ გამოვლინდა ეპლერონონის თანმიმდევრული ეფექტები გულის რითმზე, QRS ხანგრძლივობაზე, ან PR ან QT ინტერვალზე 147 ნორმალურ სუბიექტში, რომელთაც ჩაუტარდათ ელექტროკარდიოგრაფიული ცვლილებების შეფასება ფარმაკოკინეტიკურ კვლევებში.

EMPHASIS-HF კვლევაში გამოკვლეულ იქნა კლინიკურ შედეგებზე ეპლერენონის გავლენა სტანდარტულ თერაპიაზე დამატებისას პაციენტებში სისტოლური გულის უკმარისობით და მსუბუქი სიმპტომებით (NYHA ფუნქციური კლასი II.).

პაციენტები ჩართულნი იყვნენ კვლევაში იმ შემთხვევაში, თუ ისინი იყვნენ მინიმუმ 55 წლის, ჰქონდათ მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქცია (LVEF) ≤ 30%, ან LVEF ≤ 35%-ზე QRS-ის ხანგრძლივობის > 130 მწმ-თან ერთად და იყვნენ ჰოსპიტალიზირებულნი გულ-სისხლძარღვთა (CV) მიზეზებით ჩართვამდე 6 თვით ადრე, ან ჰქონდათ B ტიპის ნატრიურეზული პეპტიდის (BNP) პლაზმური დონე მინიმუმ 250 პგ/მლ, ან მამაკაცებში N-ტერმინალური პრო-BNP-ს დონე პლაზმაში მინიმუმ იყო 500 პგ/მლ (750 პგ/მლ ქალბატონებში). ეპლერენონის მიღება დაიწყო დოზით 25 მგ დღეში ერთჯერ და 4 კვირის შემდეგ დოზა გაიზარდა 50 მგ-მდე დღეში ერთჯერ, თუ შრატში კალიუმის დონე იყო <5.0 მმოლ/ლ. ალტერნატიულად, თუ სავარაუდო GFR იყო 30-49 მლ/წთ/1.73 მ2, ეპლერენონით მკურნალობა დაიწყო დოზით 25 მგ ალტერნატიულ დღეებში, და გაიზარდა 25 მგ-მდე დღეში ერთჯერ.

საერთო ჯამში, ეპლერენონით, ან პლაცებოთი მკურნალობისათვის რანდომიზებულ იქნა (ორმაგად ბრმა) 2737 პაციენტი, დიურეტიკებით (85%), აგფ ინჰიბიტორებით (78%), ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკერებით (19%), ბეტა ბლოკერებით (87%), ანტითრომბოლიზური საშუალებებით (88%), ლიპიდების შემამცირებელი საშუალებებით (63%) და დიგიტალისის გლიკოზიდებით (27%) საბაზისო თერაპიის ჩათვლით. საშუალო LVEF იყო ⁓ 26% და საშუალო QRS ხანგრძლივობა იყო ⁓122 მწმ. პაციენტების უმეტესობა (83.4%) წარსულში იყო საავადმყოფოში მოხვედრილი გულ-სისხლძსრღვთა მიზეზებით, რანდომიზაციამდე 6 თვის განმავლობაში, მათგან დაახლოებით 50% გულის უკმარისობის გამო. პაციენტთა დაახლოებით 20% ქონდა იმპლანტირებული დეფიბრილატორები, ან ჩაუტარდათ გულის რესინქრონიზაციის თერაპია.

საწყისი საბოლოო წერტილი, სიკვდილი გულ-სისხლძარღვთა მიზეზით, ან გულის უკმარისობის გამო ჰოსპიტალიზაციით, გამოვლინდა 249 პაციენტში (18.3%) ეპლერენონის ჯგუფში და 356 პაციენტში (25.9%) პლაცებოს ჯგუფში (RR 0.63, 95% CI, 0.54-0.74; p<0.001). ეპლერენონის მოქმედება საწყისი საბოლოო წერტილის შედეგებზე იყო მსგავსის ყველა წინასწარ განსაზღვურლ ქვეჯგუფში.

მეორადი საბოლოო წერტილი ნებისმიერი მიზეზით სიკვდილიანობისათვის გავლინდა 171 პაციენტში (12.5%) ეპლერენონის ჯგუფში და 213 პაციენტში (15.5%) პლაცებოს ჯგუფში (RR 0.76; 95% CI, 0.62-0.93; p = 0.008). გულ-სისხლძარღვთა მიზეზით სიკვდილიანობის შესახებ იყო ცნობები 147 (10.8%) პაციენტში ეპლერენონის ჯგუფში და 185 (13.5%) პაციენტში პლაცებოს ჯგუფში (RR 0.76; 95% CI, 0.61-0.94; p = 0.01).

კვლევის დროს ჰიპერკალემია (შრატში კალიუმის დონე> 5,5 მმოლ/ლ) აღინიშნა 158 პაციენტში (11.8%) ეპლერენონის ჯგუფში და 96 პაციენტში (7.2%) პლაცებოს ჯგუფში (p <0.001). ჰიპოკალემია, განსაზღვრული, როგორც შრატში კალიუმის დონე <4.0 მმოლ/ლ, სტატისტიკურად იყო შედარებით დაბალი ეპლერენონის გამოყენებისას პლაცებოსთან შედარებით (38.9% ეპლერენონის შემთხვევაში და 48.4% პლაცებოსთან შედარებით p <0.0001).

პედიატრიული პოპულაცია:

ეპლერენონი არ არის შესწავლილი გულის უკმარისობის მქონე პედიატრიულ პაციენტებში. ჰიპერტენზიის მქონე პედიატრიულ პაციენტთა (ასაკობრივი ჯგუფი 4-დან 17 წლამდე, n = 304) 10-კვირიანი კვლევისას ეპლერენონის იმ დოზებით გამოყენებამ (25 მგ-დან 100 მგ-მდე დღეში), რომლის ზეგავლენა იყო ისეთივე, რაც ზრდასრულებში, ეფექტურად არ შეამცირა არტერიული წნევა. ამ კვლევაში და პედიატრიული უსაფრთხოების ერთწლიან კვლევაში 149 პაციენტის მონაწილეობით, უსაფრთხოების პროფილი მსგავსი იყო ზრდასრულებისა. ეპლერენონი არ არის შესწავლილი ჰიპერტენზიის მქონე 4 წლამდე ასაკის პაციენტებში, რადგან შედარებით მეტი ასაკის პედიატრიული პაციენტების კვლევამ აჩვენა ეფექტურობის ნაკლებობა (იხ. ნაწილი 4.2).

პედიატრიულ პაციენტებში ჰორმონალური სტატუსის (ხანგრძლივი) რაიმე ეფექტი არ არის შესწავლილი.

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

აბსორბცია

ეპლერენონის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა 100 მგ პერორალური ტაბლეტის მიღების შემდეგ არის 69%. პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა დაახლოებით 1.5-2 საათის შემდეგ. როგორც პლაზმის პიკური დონე (Cmax), ისე ფართობი მრუდის ქვეშ (AUC) არის დოზის პროპორციული 10მგ-დან 100მგ-მდე დოზებისათვის და ნაკლებად პროპორციული 100მგ-ზე მეტი დოზების მიღებისას. სტაბილური მდგომარეობა მიიღწევა 2 დღეში. აბსორბციაზე გავლენას არ ახდენს საკვების მიღება.

განაწილება

ეპლერენონის პლაზმის ცილებთან შეკავშირება დაახლოებით 50%-ს შეადგენს და ძირითადად უკავშირდება ალფა 1-მჟავა გლიკოპროტეინებს. განაწილების აშკარა მოცულობა სტაბილურ მდგომარეობაში ფასდება 42-90 ლ-ით. ეპლერენონი უპირატესად არ უკავშირდება სისხლის წითელ უჯრედებს.

ბიოტრანსფორმაცია

ეპლერენონის მეტაბოლიზმი ძირითადად ხდება CYP3A4-ის მეშვეობით. ადამიანის პლაზმაში არ გამოვლენილა ეპლერენონის აქტიური მეტაბოლიტები.

გამოყოფა

ეპლერენონის დოზის 5%-ზე ნაკლები გამოიყოფა უცვლელი სახით შარდით და ფეკალიებით. რადიაქტიურად მონიშნული პრეპარატის ერთჯერადი პერორალური დოზის მიღების შემდეგ, დოზის დაახლოებით 32% გამოიყო განავლით და დაახლოებით 67% გამოიყო შარდით. ეპლერენონის ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით შეადგენს 3-6 საათს. პლაზმის თვალსაჩინო კლირენსი არის დაახლოებით 10 ლ/სთ.

განსაკუთრებული პოპულაციები

ასაკი, სქესი და რასა

ეპლერენონის ფარმაკოკინეტიკა 100 მგ დოზით დღეში ერთჯერ შესწავლილ იქნა ხანდაზმულებში (≥65 წელი), მამაკაცებში და ქალებში, და შავკანიანებში. ეპლერენონის ფარმაკოკინეტიკა მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა მამაკაცებსა და ქალებს შორის. სტაბილურ მდგომარეობაში ხანდაზმულ პაციენტებში აღინიშნა Cmax-ის ზრდა (22%) და AUC-ს ზრდა (45%) ახალგაზრდებთან შედარებით (18-დან 45 წლამდე). სტაბილურ მდგომარეობაში, Cmax იყო 19%-ით დაბალი და AUC იყო 26%-ით დაბალი შავკანიანებში (იხ. პარაგრაფი 4.2.)

პედიატრიული პოპულაცია

ეპლერენონის კონცენტრაციების პოპულაციური ფარმაკოკინეტიკური მოდელის ორი კვლევიდან, რომლებშიც მონაწილეობდა 4-16 წლის ასაკის ჰიპერტენზიის მქონე 51 პედიატრიული პაციენტი, დაადგინა, რომ პაციენტის სხეულის მასას ჰქონდა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გავლენა ეპლერენონის განაწილების მოცულობაზე, მაგრამ არა მის კლირენსზე. უფრო მძიმე პედიატრიულ პაციენტში ეპლერენონის განაწილების მოცულობა და პიკური ზემოქმედება ივარაუდება, რომ მსგავსია იმავე სხეულის მასის მქონე ზრდასრულებში; 45 კგ-ზე ნაკლები მასის მქონე პაციენტში, განაწილების მოცულობა დაახლოებით 40%-ით დაბალია, ხოლო პიკური ექსპოზიცია სავარაუდოდ უფრო მაღალია, ვიდრე ჩვეულებრივ ზრდასრულებში. ეპლერენონით მკურნალობა დაიწყო 25 მგ დღეში ერთჯერ მიღებით პედიატრიულ პაციენტებში და გაიზარდა 25 მგ-მდე დღეში ორჯერ 2 კვირის შემდეგ და საბოლოოდ

50მგ-მდე დღეში ორჯერ კლინიკური ჩვენების შემთხვევაში. ამ დოზების მიღებისას, ეპლერენონის ყველაზე მაღალი კონცენტრაცია პედიატრიულ სუბიექტებში მნიშვნელოვნად არ აღემატებოდა ზრდასრულების კონცენცენტრაციას 50 მგ-ის დღეში ერთჯერ მიღებისას.

თირკმლის უკმარისობა

ეპლერენონის ფარმაკოკინეტიკა შეფასდა თირკმლის უკმარისობის სხვადასხვა ხარისხის მქონე პაციენტებში და პაციენტებში, რომლებსაც უტარდებოდათ ჰემოდიალიზი. საკონტროლო სუბიექტებთან შედარებით, სტაბილურ მდომარეობაში AUC და Cmax გაიზარდა 38% და 24%, შესაბამისად, თირკმელების მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში და შემცირდა 26% და 3%, შესაბამისად, პაციენტებში, რომლებსაც უტარდებოდათ ჰემოდიალიზი.

არ გამოვლინდა კორელაცია ეპლერენონის პლაზმური კლირენსსა და კრეატინინის კლირენსს შორის. ეპლერენონი არ გამოიდევნება ჰემოდიალიზით (იხ. პარაგრაფი 4.4.).

ღვიძლის უკმარისობა

400 მგ ეპლერენონის ფარმაკოკინეტიკა შესწავლილ იქნა ღვიძლის ზომიერი (ჩაილ-პიუს კლასი B) უკმარისობის მქონე პაციენტებში და შედარდა ნორმალურ სუბიექტებს. სტაბილურ მდგომარეობაში ეპლერენონის Cmax და AUC გაიზარდა 3.6%-ით და 42%-ით, შესაბამისად (იხ. პარაგრაფი 4.2). იქიდან გამომდინარე, რომ ეპლერენონის გამოყენება არ არის შესწავლილი ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში, ეპლერენონის გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია ამ პაციენტთა ჯგუფში (იხ. ნაწილი 4.3).

გულის უკმარისობა

50 მგ ეპლერენონის ფარმაკოკინეტიკა შეფასდა გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში (NYHA კლასიფიკაცია II-IV). ჯანმრთელ სუბიექტებთან შედარებით, რომელთა შერჩევა მოხდა ასაკის, წონისა და სქესის მიხედვით, გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში სტაბილურ მდგომარეობაში AUC და Cmax იყო 38%-ით და 30%-ით უფრო მაღალი, შესაბამისად. ამ შედეგების შესაბამისად, ეპლერენონის პოპულაციური ფარმაკოკინეტიკური ანალიზი, რომელიც ეფუძნება EPHESUS პაციენტთა ქვეჯგუფს, მიუთითებს იმაზე, რომ ეპლერენონის კლირენსი გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში მსგავსი იყო ჯანმრთელი ხანდაზმული პაციენტებისა.

  • 3 კლინიკამდელი უსაფრთხოების მონაცემები

უსაფრთხოების ფარმაკოლოგიის, გენოტოქსიკურობის, კანცეროგენობის პოტენციალის და რეპროდუქციული ტოქსიკურობის პრეკლინიკურმა კვლევაბმა არ გამოავლინა განსაკუთებული საფრთხე ადამიანებისათვის.

განმეორებითი დოზირების ტოქსიკურობის კვლევებში, ვირთხებსა და ძაღლებში, გამოვლინდა პროსტატის ატროფია კლინიკური ექსპოზიციის დონეებზე შედარებით მაღალი ესქპოზიციის დონეების გამოყენებისას. ამ შედეგების კლინიკური მნიშვნელობა უცნობია.

  • ფარმაცევტული მახასიათებლები
  • 1 დამხმარე ნივთიერებების ჩამონთვალი

ტაბლეტის ბირთვი:

ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ნატიუმის ლაურილ სულფატი, ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა 5CPS, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.

ტაბლეტის გარსი:

ოპადრი ნარინჯისფერი

ჰიპრომელოზა, D&C ყვითელი #10 ალუმინის ლაქი, ტიტანის დიოქსიდი, პოლიეთილენგლიკოლი/მაკროგოლი, პოლისორბატი 80, FD&C ყვითელ #6-ს, სანსეტ ყვითელი FCF ალუმინის ლაქი, ყვითელი რკინის ოქსიდი არ იწვევს გაღიზიანებას და წითელი რკინის ოქსიდი არ იწვევს გაღიზიანებას.

  • 2 შეუთავსებლობა

არ არის ხელმისაწვდომი.

  • 3 ვარგისიანობის ვადა

48 თვე.

  • 4 შენახვის განასკუთრებული პირობები

ინახება არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.

პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილას.

  • 5 შეფუთვის აღწერა და შემადგენლობა

ეპნონ 25 მგ და ეპნონ 50 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ხელმისაწვდომია 10 ცალიან თეთრ, გაუმჭვირვალე პვქ-ალუმინის ბლისტერულ შეფუთვაში. თითოეული ბლისტერი შეიცავს 10 ტაბლეტს, ხოლო 3 ბლისტერი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში (3 x 10) შეფუთვის ფურცელ-ჩანართთან ერთად.

  • 6 უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები უტილიზაციის და სხვა სახის მოპყრობისას

არ არის განსაკუთრებული მოთხოვნები.

გაცემის წესი - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

  • მარკეტინგის ნებართვის მფლობელი

მარკეტინგის ნებართვის მფლობელი

მწარმოებელი

MSN Laboratories Private Limited

“MSN HOUSE”

Plot No.: C-24, Sanathnagar Industrial Estate,

Sanathnagar, Hyderabad 500 018,

Telangana, ინდოეთი.

MSN Laboratories Private Limited

Formulations Division, Unit-II,

Sy. No. 1277 & 1319 to 1324,

Nandigama (Village & Mandal),

Rangareddy District, Pin Code. 509228,

Telangana, ინდოეთი.

  • მარკეტინგული ნებართვის ნომერი

არ გამოიყენება.

  • პირველი ავტორიზაციის/ავტორიზაციის განახლების თარიღი

არ გამოიყენება.

  • ტექსტის გადახედვის თარიღი

2026 წლის აპრილი.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა