ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
დიურეზული საშუალებები

რენიალი

RENIAL

რეცეპტით25მგინსტრუქცია ქართულადუკრაინა
რისთვის გამოიყენება

- β-ბლოკატორებით სტანდარტული მკურნალობის დამატება ავადობისა და ლეტალობის რისკის შესამცირებლად, რომლებიც დაკავშირებულია გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან, სტაბილურ პაციენტებში მარცხენა პარკუჭის დისფუნქციით (მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქცია ≤ 40%) და გულის უკმარისობის კლინიკური ნიშნებით ახლახანს გადატანილი მიოკარდიუმის …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ეპლერენონი (eplerenone)
ფორმა და შეფუთვა
25მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 (3X10)
მწარმოებელი
PJSC «Kievmedpreparat», უკრაინა
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
დიურეზული საშუალებები, ალდოსტერონის ანტაგონისტები
ATC კოდი
C03DA04
რეგისტრაციის ნომერი
რ-045574
რეგისტრირებულია
28 მაისი 2026, მოქმედებს 2 ოქტომბერი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
«ARTERIUM LTD» LLC (უკრაინა)
განმცხადებელი
შპს ,,ავერსი-ფარმა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებარენიალი და სხვა წამალი ერთად

რენიალი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

  • β-ბლოკატორებით სტანდარტული მკურნალობის დამატება ავადობისა და ლეტალობის რისკის შესამცირებლად, რომლებიც დაკავშირებულია გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან, სტაბილურ პაციენტებში მარცხენა პარკუჭის დისფუნქციით (მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქცია ≤ 40%) და გულის უკმარისობის კლინიკური ნიშნებით ახლახანს გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ.
  • სტანდარტული ოპტიმალური თერაპიის დამატება ავადობისა და ლეტალობის რისკის შესამცირებლად, რომლებიც დაკავშირებულია გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან, ზრდასრულ პაციენტებში NYHA-ს კლასიფიკაციის მიხედვით II კლასის (ქრონიკული) გულის უკმარისობითა და მარცხენა პარკუჭის დისფუნქციით (მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქცია ≤30%) (იხ. ნაწილი "ფარმაკოლოგიური თვისებები" ).

მიღების წესი და დოზირება

ზრდასრულები

დოზირების ინდივიდუალური შერჩევისთვის პრეპარატი იწარმოება 25 მგ და 50 მგ დოზებით. პრეპარატის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 50 მგ.

ეპლერენონის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან საკვებს მიღებისგან დამოუკიდებლად (იხ. განყოფილება „ფარმაკოლოგიური თვისებები“ ).

პაციენტები გულის უკმარისობით გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ. ეპლერენონის რეკომენდებული შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 50 მგ დღე-ღამეში ერთხელ. მკურნალობა უნდა დაიწყოს 25 მგ დოზით დღე-ღამეში ერთხელ და თანდათან გაიზარდოს სამიზნე დოზამდე 50 მგ დღე-ღამეში ერთხელ. სასურველია ეს დოზა მიღწეულ იქნას 4 კვირის განმავლობაში,სისხლის შრატში კალიუმის დონის გათვალისწინებით (იხ. ქვემოთ მოცემული ცხრილი).

ეპლერენონით მკურნალობა, როგორც წესი, იწყება მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტიდან 3-14 დღის შემდეგ.

პაციენტები NYHA-ს კლასიფიკაციით II კლასის (ქრონიკული) გულის უკმარისობით. NYHA -ს კლასიფიკაციით II კლასის ქრონიკული გულის უკმარისობის მქონე პაციენტების მკურნალობა უნდა იქნას დაწყებული დოზით 25 მგ დღე-ღამეში ერთხელ და თანდათან გაიზარდოს სამიზნე დოზამდე 50 მგ დღე-ღამეში ერთხელ. სასურველია, ეს დოზა მიღწეულ იქნას 4 კვირის განმავლობაში, სისხლის შრატში კალიუმის დონის გათვალისწინებით (იხ. ქვემოთ მოცემული ცხრილი და ნაწილი „ გამოყენების თავისებურებები “ ).

პაციენტებმა, რომელთა შრატში კალიუმის დონე აღემატება 5 მმოლ/ლ-ს, არ უნდა დაიწყონ ეპლერენონით მკურნალობა (იხ. ნაწილი „უკუჩვენებები“).

სისხლის შრატში კალიუმის დონე უნდა განისაზღვროს ეპლერენონით მკურნალობის დაწყების წინ, მკურნალობის პირველი კვირის განმავლობაში და მკურნალობის დაწყებიდან ან დოზის კორექტირებიდან ერთი თვის შემდეგ. აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა შემდგომ მკურნალობის განმავლობაში სისხლის შრატში კალიუმის დონე პერიოდულად განისაზღვროს.

მკურნალობის დაწყების შემდეგ პრეპარატის დოზა უნდა დაკორექტირდეს სისხლის შრატში კალიუმის კონცენტრაციის დათვალისწინებით, როგორც ეს მითითებულია ქვემოთ მოცემულ ცხრილში.

დოზის კორექცია მკურნალობის დაწყების შემდეგ

კალიუმის კონცენტრაცია

სისხლის შრატში (მმოლ/ლ)

მოქმედება

დოზის კორექტირება

< 5.0

მომატება

25 მგ-დან 2 დღეში ერთხელ 25 მგ-მდე დღე-ღამეში ერთხელ

25 მგ-დან დღე-ღამეში ერთხელ 50 მგ-მდე დღე-ღამეში ერთხელ

  • 0 – 5.4

ცვლილებების გარეშე

დოზა არ იცვლება

  • 5 – 5.9

შემცირება

50 მგ-დან დღე-ღამეში ერთხელ 25 მგ-მდე დღე-ღამეში ერთხელ

25 მგ-დან დღე-ღამეში ერთხელ 25 მგ-მდე ყოველ 2 დღეში ერთხელ

25 მგ-დან 2 დღეში ერთხელ დროებით მოხსნამდე

  • 0

დროებითი მოხსნა

-

კალიუმის დონის 6 მმოლ/ლ-მდე მომატების გამო ეპლერენონის დროებითი მოხსნის შემდეგ მკურნალობის განახლება შესაძლებელია 25 მგ დოზით 2 დღეში ერთხელ, მას შემდეგ, რაც კალიუმის კონცენტრაცია შემცირიდება 5 მმოლ/ლ დონეზე ქვემოთ.

ხანდაზმული ასაკის პაციენტები. ხანდაზმული ასაკის პაციენტებისთვის პრეპარატის საწყისი დოზის კორექცია საჭირო არ არის. თირკმლის ფუნქციის ინტენსივობის ასაკობრივი დაქვეითების გამო ხანდაზმული ასაკის პაციენტებში ჰიპერკალიემიის განვითარების რისკი იზრდება. ეს რისკი შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს ისეთი თანმხლები დაავადების არსებობისას, რომელსაც მოყვება პრეპარატის სისტემურ ზემოქმედების ზრდა, კერძოდ ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დარღვევებისას. რეკომენდებულია სისხლის შრატში კალიუმის დონის პერიოდული კონტროლის ჩატარება (იხ. ნაწილი „ გამოყენების თავისებურებები “ ).

თირკმლის ფუნქციის დარღვევა. პაციენტებს თირკმლის ფუნქციის მსუბუქი დარღვევით საწყისი დოზის კორექცია არ სჭირდებათ. რეკომენდებულია სისხლის შრატში კალიუმის დონის პერიოდული მონიტორინგი და პრეპარატის დოზის კორექცია ზემოთ მოცემული ცხრილის მიხედვით.

პაციენტებმა, რომლებსაც აქვთ თირკმლის ფუნქციის ზომიერი დარღვევები (კრეატინინის კლირენსი 30-60 მლ/წთ), მკურნალობა უნდა დაიწყონ 25 მგ-ის მიღებით 2 დღეში ერთხელ და პრეპარატის დოზა უნდა დააკორექტირონ კალიუმის კონცენტრაციიდან გამომდინარე (იხ. ზემოთ მოცემული ცხრილი). რეკომენდებულია სისხლის შრატში კალიუმის დონის პერიოდული კონტროლის ჩატარება (იხ. განყოფილება „ გამოყენების თავისებურებები “ ).

არ არსებობს პრეპარატის გამოყენების გამოცდილება პაციენტებში, რომლებსაც აქვთ კრეატინინის კლირენსი <50 მლ/წთ და გულის უკმარისობა მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ. ასეთ პაციენტების მკურნალობისას ეპლერენონი უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით. დოზების გამოყენება, რომლებიც აჭარბებენ 25 მგ-ს დღე-ღამეში, პაციენტებში, რომლებსაც აქვთ კრეატინინის კლირენსი <50 მლ/წთ, არ არის გამოკვლეული.

ეპლერენონი უკუნაჩვენებია თირკმლის მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ) (იხ. ნაწილი „უკუჩვენებები“). ეპლერენონი ორგანიზმიდან არ გამოიყოფა დიალიზის მეშვეობით.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა. პაციენტებს, რომლებსაც აქვთ ღვიძლის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის დარღვევა, საწყისი დოზის კორექცია არ სჭირდებათ. ეპლერენონის სისტემური ზემოქმედების გაზრდის გამო ამ კატეგორიის პაციენტებს და განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკის პაციენტებს ეძლევათ სისხლის შრატში კალიუმის დონის ხშირი და რეგულარული მონიტორინის ჩატარების რეკომენდაცია (იხ. ნაწილი „ გამოყენების თავისებურებები “ ).

კომბინირებული გამოყენება. CYP3A4-ის სუსტი ან საშუალო სიმძლავრის ინჰიბიტორებთან (მაგალითად, ამიოდარონთან, დილთიაზემთან და ვერაპამილთან) ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში მკურნალობა ეპლერენონით შეიძლება დაიწყოს საწყისი დოზიდან 25 მგ დღე-ღამეში ერთხელ. პრეპარატის დოზა არ უნდა აღემატებოდეს 25 მგ-ს დღე-ღამეში ერთხელ (იხ. ნაწილი „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები“).

ბავშვები

ბავშვებში ეპლერენონის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის. ამჟამად არსებული ინფორმაცია მოყვანილია ნაწილში „ფარმაკოლოგიური თვისებები “ .

უკუჩვენებები

  • მომატებული მგრძნობელობა მოქმედი ნივთიერებისა ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია ნაწილში „შემადგენლობა“.
  • პაციენტებისთვის, რომელთა სისხლის შრატის კალიუმის დონე მკურნალობის დასაწყისში >5 მმოლ/ლ-ია.
  • პაციენტებისთვის თირკმლის მძიმე უკმარისობით (გორგლოვანი ფილტრაციის გამოთვლადი სიჩქარე <30 მლ/წთ/1.73 მ2).
  • პაციენტებისთვის ღვიძლის მძიმე უკმარისობით (C კლასი ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციის მიხედვით).
  • პაციენტებისთვის, რომლებიც ღებულობენ კალიუმის დამზოგავ დიურეზულებს ან CYP 3A4-ის ძლიერ ინჰიბიტორებს (მაგალითად, იტრაკონაზოლს, კეტოკონაზოლს, რიტონავირს, ნელფინავირს, კლარითრომიცინს, ტელითრომიცინსა და ნეფაზოდონს) (იხ. ნაწილი „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები“).
  • ეპლერენონის ერთდროული გამოყენება სამმაგ კომბინაციაში აგფ ინჰიბიტორთან და ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკატორთან ერთად.

ჭარბი დოზა

ცნობები გვერდითი რეაქციების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია ადამიანებში ეპლერენონის დოზის გადაჭარბებასთან, არ მიგვიღია. მოსალოდნელია, რომ ადამიანებში დოზის გადაჭარბების ყველაზე სავარაუდო გამოვლინებები იქნება არტერიული ჰიპოტენზია ან ჰიპერკალიემიაა. შეუძლებელია ეპლერენონის ორგანიზმიდან ჰემოდიალიზის საშუალებით გამოიდევნება. ნაჩვენები იყო, რომ ეპლერენონი ეფექტურად უკავშირდება აქტივირებულ ნახშირს. არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების შემთხვევაში უნდა იქნას დაწყებული შემანარჩუნებელი მკურნალობა. ჰიპერკალიემიის განვითარების დროს მკურნალობა უნდა დაიწყოს სტანდარტების შესაბამისად.

გვერდითი რეაქციები

ორი კვლევის (EPHESUS და EMPHASIS-HF) მსვლელობისას ნაჩვენები იყო, რომ გვერდითი რეაქციების საერთო განვითარების საერთო სიხშირე ეპლერენონისა და პლაცებოს მიღებისას იყო ერთნაირი.

ქვემოთ მოყვანილია გვერდითი რეაქციები, რომლებიც, შესაძლოა, დაკავშირებულნი არიან ეპლერენონთან და რომლებიც მკურნალობის დროს ვლინდებოდა უფრო ხშირად, ვიდრე პლაცებოს დროს, ან სერიოზული გვერდითი რეაქციები, რომლებიც წარმოიქმნებოდა მკურნალობის დროს უფრო ხშირად, ვიდრე პლაცებოს გამოყენების დროს, ან ისინი, რომლებიც აღწერილი იყო პოსტმარკეტინგული დაკვირვების დროს.

გვერდითი რეაქციები კლასიფიცირებულია ორგანოთა სისტემებისა და აბსოლუტური სიხშირის მიხედვით: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100 – <1/10), არახშირი (≥1/1000 – <1/100), იშვიათი (≥1/10000 – <1/1000), ძალიან იშვიათი (<1/10000), სიხშირე უცნობია (არსებული ინფორმაციის საფუძველზე შეფასება შეუძლებელია).

ინფექციები და ინვაზიები.

არახშირი: პიელონეფრიტი, ინფექციები, ფარინგიტი.

სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ

არახშირი: ეოზინოფილია.

ენდოკრინული სისტემის მხრივ.

არახშირი: ჰიპოთირეოზი.

მეტაბოლიზმისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ.

ხშირი: ჰიპერკალიემია (იხ. ნაწილები „უკუჩვენებები“ და „ გამოყენების თავისებურებები “ ), ჰიპერქოლესტერინემია.

არახშირი: ჰიპონატრიემია, გაუწყლოვანება, ჰიპერტრიგლიცერიდემია.

ფსიქიკის მხრივ.

ხშირი: უძილობა.

ნერვული სისტემის მხრივ.

ხშირი: სინკოპე, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი.

არახშირი: ჰიპესთეზია.

გულის მხრივ.

ხშირი: მარცხენა პარკუჭის უკმარისობა, წინაგულების ფიბრილაცია.

არახშირი: ტაქიკარდია.

სისხლძარღვების მხრივ.

ხშირი: ჰიპოტენზია.

არახშირი: კიდურების არტერიების თრომბოზი, ორთოსტატული ჰიპოტენზია.

სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოებისა და შუასაყარის მხრივ.

ხშირი: ხველა.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ.

ხშირი: დიარეა, გულისრევა, ყაბზობა, ღებინება.

არახშირი: მუცლის შებერილობა.

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ.

ხშირი: გამონაყარი, ქავილი.

არახშირი: ანგიონევროზული შეშუპება, ჰიპერჰიდროზი.

ძვალ-კუნთოვანი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილების მხრივ.

ხშირი: კუნთების სპაზმები, ზურგის ტკივილი.

არახშირი: ტკივილი ძვალ-კუნთოვან სისტემაში.

თირკმელებისა და შარდგამომყოფი გზების მხრივ.

ხშირი: თირკმლის ფუნქციის დარღვევა (იხ. ნაწილები „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები“ და „ გამოყენების თავისებურებები “ ).

ღვიძლისა და ნაღველგამომყოფი გზების მხრივ.

არახშირი: ქოლეცისტიტი.

რეპროდუქციული სისტემისა და სარძევე ჯირკვლების მხრივ.

არახშირი: გინეკომასტია.

ზოგადი დარღვევები და დაზიანებები შეყვანის ადგილზე.

ხშირი: ასთენია.

არახშირი: შეუძლოდ ყოფნა.

ლაბორატორიული კვლევები.

ხშირი: სისხლში შარდოვანას დონის მომატება, კრეატინინის დონის მომატება.

არახშირი: ეპიდერმული ზრდის ფაქტორის რეცეპტორების რაოდენობის შემცირება, სისხლში გლუკოზის დონის მომატება.

EPHESUS კვლევის მსვლელობისას 75 წლის და უფროსი ასაკის პაციენტების ჯგუფში დარეგისტრირებული იყო ინსულტის შემთხვევების უფრო მეტი რაოდენობა. ამავე დროს, სტატისტიკურად უტყუარი განსხვავება ინსულტის სიხშირეში ეპლერენონის (30) და პლაცებოს (22) ჯგუფებს შორის არ ყოფილა გამოვლენილი. EMPHASIS-HF კვლევაში ინსულტის შემთხვევების რაოდენობა 75 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებში ეპლერენონით მკურნალობის ჯგუფში შეადგინა 9 და პლაცებოს ჯგუფში - 8.

შეტყობინებები საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ

შეტყობინება საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ სამკურნალო პროდუქტის რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. ეს საშუალებას იძლევა განხორციელდეს სამკურნალო პროდუქტის გამოყენების სარგებლისა და რისკის თანაფარდობის უწყვეტი მონიტორინგი. მედიცინის მუშაკებს სთხოვენ, რომ მიაწოდონ ინფორმაცია ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

ვარგისობის ვადა: 2 წელი.

შემადგენლობა

აქტიური ინგრედიენტი: ეპლერენონი (еplerenon);

1 ტაბლეტი შეიცავს ეპლერენონს, 100% ნივთიერებაზე გადათვლით 25 მგ ან 50 მგ;

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი; მიკროკრისტალური ცელულოზა; ნატრიუმის კროსკარმელოზა; ჰიპრომელოზა; ნატრიუმის ლაურილსულფატი; ტალკი; მაგნიუმის სტეარატი;

ნარევი აპკიანი საფარისთვის: ტიტანის დიოქსიდი (E 171); პოლიეთილენგლიკოლი (მაკროგოლი); ჰიპრომელოზა; რკინის ყვითელი ოქსიდი (E 172); პოლისორბატი 80; მზის ჩასვლის ყვითელი FCF (E 110), ქინოლინის ყვითელი (E 104), ინდიგო კარმინი (E 132).

სამკურნალო ფორმა: აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

ძირითადი ფიზიკური და ქიმიური თვისებები: აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ყვითელი ფერის, რომბისმსგავსი ფორმის ორმხრივამოზნექილი ზედაპირით.

შენახვის პირობები

შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

შეფუთვა: 10 ტაბლეტი ბლისტერზე, 3 ბლისტერი შეფუთვაში.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მწარმოებელი: სსს „კიევმედპრეპარატი“.

მწარმოებლის ადგილმდებარეობა და მისი საქმიანობის განხორციელების ადგილი

უკრაინა, 01032, კიევი, საკსაგანსკის ქუჩა, 139.

ფარმაკოლოგიური თვისებები

კალიუმის დამზოგავი შარდმდენები. ალდოსტერონის ანტაგონისტები. ეპლერენონი.

ათქ კოდი C03D A04 .

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

მოქმედების მექანიზმი. ეპლერენონს გააჩნია გარკვეული სელექტიურობა ადამიანის მინერალოკორტიკოიდულ რეცეპტორებთან შეკავშირების დროს მის ურთიერთქმედებასთან შედარებით ადამიანის რეკომბინანტულ გლუკოკორტიკოიდულ რეცეპტორებთან, პროგესტერონთან და ანდროგენულ რეცეპტორებთან. ეპლერენონი ხელს უშლის რეცეპტორების შეკავშირებას ალდოსტერონთან - რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის მნიშვნელოვან ჰორმონთან, რომელიც მონაწილეობს არტერიული წნევის რეგულირებაში და ჩართულია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების პათოფიზიოლოგიურ მექანიზმებში.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები. ნაჩვენები იყო, რომ ეპლერენონი იწვევს სისხლის პლაზმაში რენინის და სისხლის შრატში ალდოსტერონის დონის მდგრად მატებას, რაც თანხვედრაშია რენინის სეკრეციაზე ალდოსტერონის უარყოფითი უკუგავლენის გზის დათრგუნვასთან. ამავდროულად სისხლის პლაზმაში რენინის აქტივობისა და სისხლში ალდოსტერონის დონის მატება არ იწვევს ეპლერენონის მოქმედების დათრგუნვას.

გულის ქრონიკული უკმარისობისას გამოყენებული დოზების დიაპაზონის კვლევების მიმდინარეობის დროს (II-IV კლასი ნიუ-იორკის კარდიოლოგიური ასოციაციის (NYHA-ს) კლასიფიკაციის მიხედვით) სტანდარტულ სქემაზე ეპლერენონის დამატებამ გამოიწვია ალდოსტერონის დონის მოსალოდნელ დოზადამოკიდებული მატება. ანალოგიურად, EPHESUS -ის კარდიო-ნეფროლოგიური კვლევის მიმდინარეობისას (ეფექტურობისა და ლეტალობის კვლევა ეპლერენონის გამოყენებისას პაციენტებში მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტით, მარცხენა პარკუჭის გართულებული დისფუნქციით და გულის უკმარისობით) ეპლერენონით მკურნალობამ გამოიწვია ალდოსტერონის დონის მნიშვნელოვანი მატება. მიღებული შედეგები ადასტურებენ მინერალოკორტიკოიდური რეცეპტორების ბლოკირებას ამ პოპულაციაში.

ეპლერენონი იქნა შესწავლილი EPHESUS კვლევის მიმდინარეობისას. ეს იყო ორმაგად ბრმა, პლაცებო-კონტროლირებადი კვლევა 3 წლიანი ხანგრძლივობით, რომელშიც მონაწილეობდა 6,632 სუბიექტი მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტით, მარცხენა პარკუჭის დისფუნქციით (ფასდებოდა მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქციის მიხედვით ≤40%) და გულის უკმარისობის კლინიკური ნიშნებით. მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტიდან 3-14 დღის შემდეგ (მედიანა შეადგენდა 7 დღეს) სუბიექტებმა სტანდარტულ მკურნალობასთან ერთად დამატებით მიიღეს ეპლერენონი ან პლაცებო საწყისი დოზით 25 მგ დღე-ღამეში ერთხელ. შემდგომ დოზა თანდათან იზრდებოდა (4 კვირის განმავლობაში) სამიზნე დოზის მიღწევამდე 50 მგ დღე-ღამეში ერთხელ, იმ პირობით, რომ სისხლის შრატში კალიუმის დონე 5 მმოლ/ლ-ზე ნაკლები ყოფილიყო. კვლევის განმავლობაში სუბიექტებმა მიიღეს სტანდარტული მკურნალობა, რომელშიც ჩართული იყო აცეტილსალიცილის მჟავა (92%), აგფ ინჰიბიტორები (90%), β-ბლოკატორები (83%), ნიტრატები (72%), მარყუჟოვანი შარდმდენები (66%) ან HMG-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორები (60%).

EPHESUS კვლევის პირველადი საბოლოო წერტილები იყო საერთო ლეტალობა და კომბინირებული საბოლოო წერტილი (ლეტალური შედეგი ან ჰოსპიტალიზაცია დარღვევების გამო გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრიდან). ეპლერენონის ჯგუფში სუბიექტების 14.4% და პლაცებოს ჯგუფში სუბიექტების 16.7% გარდაიცვალა (ნებისმიერი მიზეზით), ხოლო ეპლერენონის ჯგუფში სუბიექტების 26.7%-მა და პლაცებოს ჯგუფში სუბიექტების 30.0%-მა მიაღწია შესაბამისობას კომბინირებული საბოლოო წერტილის კრიტერიუმებთან (ლეტალური შედეგი ან ჰოსპიტალიზაცია დარღვევების გამო გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ). ამრიგად, EPHESUS კვლევის მიმდინარეობისას ეპლერენონმა შეამცირა ნებისმიერი მიზეზით გამოწვეული ლეტალური შედეგის რისკი 15%-ით (შეფარდებითი რისკი-შრ- 0.85; 95% ნი 0.75-0.96; p=0.008) პლაცებოსთან შედარებით, უპირატესად გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრიდან დარღვევებით გამოწვეული ლეტალობის შემცირების გამო. ეპლერენონის გამოყენების შემთხვევაში გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრიდან დარღვევების გამო ლეტალური შედეგის ან ჰოსპიტალიზაციის რისკი შემცირდა 13%-ით (შრ 0.87; 95% ნი 0.79-0.95, p=0.002). რისკის აბსოლუტურმა შემცირებამ ისეთი საბოლოო წერტილისთვის, როგორიცაა საერთო ლეტალობა, შეადგინა 2.3%, ხოლო ისეთი საბოლოო წერტილისთვის, როგორიცაა ლეტალური შედეგი ან ჰოსპიტალიზაცია გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრიდან დარღვევების გამო - 3.3% . ეპლერენონის კლინიკური ეფექტურობა პირველ რიგში ნაჩვენები იყო 75 წლამდე ასაკის პაციენტებისთვის მკურნალობის დანიშვნისას. 75 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში მკურნალობის სარგებელი სათანადოდ არ არის შესწავლილი. NYHA-ს მიხედვით ფუნქციური კლასიფიკაციის მაჩვენებლების გაუმჯობესება ან სტაბილიზაცია აღინიშნა ეპლერენონის მიმღებ სუბიექტთა სტატისტიკურად მნიშვნელოვნად უფრო დიდ ნაწილში პლაცებო ჯგუფის პაციენტებთან შედარებით. ჰიპერკალიემიის განვითარების სიხშირემ შეადგინა 3.4% ეპლერენონის ჯგუფში და 2% პლაცებო ჯგუფში (p<0.001). ჰიპოკალიემიის განვითარების სიხშირე ეპლერენონის ჯგუფში შეადგენდა 0.5% და პლაცებო ჯგუფში - 1.5% (p<0.001).

ეკგ-ზე ცვლილებების აღმოჩენის მიზნით 147 ჯანმრთელ მოხალისის გამოკვლევის მიმდინარეობისას ჩატარებული ფარმაკოკინეტიკური კვლევების განმავლობაში ეპლერენონმა არ აჩვენა მდგრადი გავლენა გულის კუნთის შეკუმშვაზე, QRS კომპლექსის ხანგრძლივობაზე ან PR და QT ინტერვალებზე.

EMPHASIS-HF კვლევის მიმდინარეობისას (ჰისპიტალიზაციისა და ლეტალობის სიხშირის კვლევა ეპლერენონის გამოყენებისას გულის უკმარისობისა და მსუბუქი ხარისხის სიმპტომების მქონე პაციენტებში) შეისწავლებოდა სტანდარტულ მკურნალობაზე დამატებული ეპლერენონის ზეგავლენის ეფექტურობა კლინიკურ შედეგებზე პაციენტებთან სისტოლური გულის უკმარისობითა და მსუბუქი ხარისხის სიმპტომებით (ფუნქციური კლასი II NYHA-ს კლასიფიკაციის მიხედვით).

კვლევაში მონაწილეობას იღებდნენ 55 წლისა და უფროსი ასაკის სუბიექტები, რომლების მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქცია შეადგენდა ≤ 30% ან ≤ 35% იმ პირობით, რომ QRS 130 მილიწამზე მეტია და რომლებიც იმ 6 თვის განმავლობაში, რაც წინ უძღვოდა კვლევის დაწყებას, იყვნენ ჰოსპიტალიზებულნი დარღვევების გამო გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრიდან ან რომლებსაც სისხლის პლაზმაში B-ტიპის ნატრიურეზული პეპტიდის (ნპB) დონე შეადგენდა მინიმუმ 250 პგ/მლ ან სისხლის პლაზმაში N-ტერმინალური პრო-ნპB-ს დონე შეადგენდა მინიმუმ 500 პგ/მლ მამაკაცებში (ქალებში 750 პგ/მლ). ეპლერენონის საწყისი დოზა შეადგენდა 25 მგ დღე-ღამეში ერთხელ. 4 კვირის შემდეგ დოზა იზრდებოდა 50 მგ-მდე დღე-ღამეში ერთხელ იმ პირობით, რომ სისხლის შრატში კალიუმის დონე არ მიაღწევდა 5 მმოლ/ლ-ს. ან თუ გლომერულური ფილტრაციის გამოთვლადი სიჩქარე უდრიდა 30-49 მლ/წთ/1.73 მ2, ეპლერენონის საწყისი დოზა შეადგენდა 25 მგ ყოველ 2 დღეში ერთხელ და შემდგომში მატულობდა 25 მგ-მდე დღე-ღამეში ერთხელ.

საერთო ჯამში რანდომიზაცია (ორმაგად ბრმა რეჟიმში) გაიარა 2,737 სუბიექტმა, რომლებსაც დაენიშნათ ეპლერენონი ან პლაცებო შარდმდენი პრეპარატებით (85%), აგფ ინჰიბიტორებით (78%), ანგიოტენზინის რეცეპტორების II ტიპის ბლოკატორებით (19%), β-ბლოკატორებით (87%), ანტითრომბოზული პრეპარატებით (88%), ლიპიდების დონის დამწევი საშუალებებით (63%) და ფუტკარას გლიკოზიდებით (27%) საბაზო მკურნალობის ფონზე. მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქციის საშუალო დონე შეადგენდა ~26%, ხოლო QRS კომპლექსის საშუალო ხანგრძლივობა - ~122 მწ. სუბიექტების უმეტესობა (83.4%) იმ 6 თვის განმავლობაში, რომელიც წინ უძღვოდა რანდომიზაციას, ჰოსპიტალიზებული იყო დარღვევების გამო გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრიდან, ამასთან ამ სუბიექტებიდან დაახლოებით ნახევარი- გულის უკმარისობის გამო. სუბიექტების დაახლოებით 20%-ს ჰქონდა ჩაყენებული იმპლანტირებული დეფიბრილატორები ან იმყოფებოდა გულის რესინქრონიზაციულ თერაპიაზე.

პირველადი საბოლოო წერტილი (ლეტალური შედეგი გულ-სისხლძარღვთა დარღვევების გამო ან ჰოსპიტალიზაცია გულის უკმარისობასთან დაკავშირებით) აღენიშნებოდა 249 სუბიექტს (18.3%) ეპლერენონის ჯგუფში და 356 სუბიექტს (25.9%) პლაცებოს ჯგუფში (შრ 0.63; 95% ნი 0.54-0.74, p < 0.001). ეპლერენონის გავლენა პირველად საბოლოო წერტილის შედეგებზე აღინიშებოდა სტაბილურად ყველა წინასწარ განსაზღვრულ ქვეჯგუფში.

მეორადი საბოლოო წერტილი (საერთო ლეტალობა) აღენიშნებოდა ეპლერენონის ჯგუფში 171 პაციენტს (12.5%) და 213 სუბიექტს (15.5%) პლაცებოს ჯგუფში (შრ 0.76; 95% ნი 0.62-0.93, р=0,008). ლეტალური შედეგი გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრიდან დარვევების გამო დაფიქსირებული იყო 147 სუბიექტთან (10.8%) ეპლერენონის ჯგუფიდან და 185 სუბიექტთან (13.5%) პლაცებოს ჯგუფიდან (შრ 0.76; 95% ნი 0.61-0.93, P = 0.01).

კვლევის განმავლობაში ჰიპერკალიემია (სისხლის შრატში კალიუმის დონე >5.5 მმოლ/ლ) განუვითარდა ეპლერენონის ჯგუფში 158 სუბიექტს (11.8%) და პლაცებოს ჯგუფში 96 სუბიექტს (7.2%) (p <0.001). ჰიპოკალიემია (სისხლის შრატში კალიუმის დონე <4 მმოლ/ლ) გამოვლინდა ეპლერენონის ჯგუფში სტატისტიკურად მნიშვნელოვნად უფრო დაბალი სიხშირით, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში (38.9% ეპლერენონის ჯგუფში და 48.4% პლაცებოს ჯგუფში, p <0.0001).

ბავშვები. ეპლერენონის გამოყენება გულის უკმარისობის მქონე ბავშვებში შესწავლილი არ არის.

ჰიპერტენზიის მქონე ბავშვების მონაწილეობით (4-16 წლის ასაკის, n=304) ჩატარებულ 10-კვირიან კვლევაში ეპლერენონის გამოყენება 25-100 მგ დოზით დღე-ღამეში, რამაც გამოიწვია ექსპოზიცია, რომელიც ზრდასრულების ექსპოზიციის ანალოგიურია, არ აღმოჩნდა ეფექტური არტერიული წნევის დასაწევად. ამ კვლევაში და 5-17 წლის ასაკის 149 ბავშვის მონაწილეობით ჩატარებულ 1-წლიანი ხანგრლივობის უსაფრთხოების კვლევაში უსაფრთხოების პროფილი მსგავსი იყო მოზრდილებში დაფიქსირებული პროფილისა. ეპლერენონის გამოყენება 4 წლამდე ასაკის ჰიპერტენზიის მქონე ბავშვებში არ არის შესწავლილი, ვინაიდან უფროსი ასაკის ბავშვებში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა ამ პრეპარატის არაეფექტურობა (იხ. ნაწილი „მიღების წესი და დოზები“).

კვლევები ბავშვების ჰორმონალურ სტატუსზე რაიმე (ხანგრძლივი) ზემოქმედების შესახებ არ ჩატარებულა.

ფარმაკოკინეტიკა

აბსორბცია. ეპლერენონის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა 100 მგ პერორალური დოზის შემდეგ შეადგენს 69%-ს.

პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა დაახლოებით 1.5-2საათის შემდეგ. მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში (Cmax) და ფართობი ფარმაკოკინეტიკური მრუდის ქვეშ (AUC) იცვლება დოზის პროპორციულად 10-100მგ დიაპაზონში და ნაკლებად დოაზაპროპორციულად 100 მგ-ზე მეტი დოზით გამოყენებისას. წონასწორული კონცენტრაცია მიიღწევა 2 დღის განმავლობაში მკურნალობის დაწყებიდან. საკვები არ მოქმედებს პრეპარატის აბსორბციაზე.

განაწილება. ეპლერენონი დაახლოებით 50%-ით უკავშირდება პლაზმის ცილებს და ძირითადად უკავშირდება α-1-მჟავა გლიკოპროტეინებს. ეპლერენონის განაწილების აშკარა მოცულობა წონასწორულ მდგომარეობაში განიხილება დაახლოებით 42-90 ლიტრის ტოლად. ეპლერენონს არ სჩვევია ერითროციტებთან შეკავშირება.

ბიოტრანსფორმაცია. ეპლერენონის მეტაბოლიზმი ხორციელდება უპირატესად ფერმენტ CYP3A4-ის ხარჯზე. ადამიანის სისხლის პლაზმაში ეპლერენონის აქტიური მეტაბოლიტები არ არის აღმოჩენილი.

გამოყოფა. ეპლერენონის დოზის 5%-ზე ნაკლები გამოიყოფა შარდით და განავლით უცვლელი პრეპარატის სახით. პრეპარატის რადიოაქტიური ნივთიერებით მონიშნული ერთჯერადი პერორალური დოზის მიღების შემდეგ დოზის დაახლოებით 32% იქნა გამოყოფილი განავლით და დაახლოებით 67% გამოიყო შარდით. ეპლერენონის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 3-6 საათს. აშკარა კლირენსი პლაზმიდან უდრის დაახლოებით 10 ლ/სთ.

გამოყენება სპეციფიკურ პოპულაციებში

ასაკი, სქესი და რასა. ეპლერენონის 100 მგ დოზით დღე-ღამეში ერთხელ გამოყენებისას ფარმაკოკინეტიკური კვლევა ტარდებოდა სუბიექტების ისეთი კატეგორიების მონაწილეობით, როგორიცაა ხანდაზმული ასაკის პაციენტები (65 წლისა და უფროსი ასაკის), მამრობითი სქესის პაციენტები, მდედრობითი სქესის პაციენტები და ნეგროიდული რასის პაციენტები. პაციენტებს შორის სქესიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი განსხვავებები ეპლერენონის ფარმაკოკინეტიკაში არ დაფიქსირებულა. ხანდაზმული ასაკის სუბიექტებთან წონასწორულ მდგომარეობაში აღინიშნა C max (22%) და AUC (45%) დონის მატება უფრო ახალგაზრდა პაციენტებთან (18-45 წლის) შედარებით. ნეგროიდული რასის სუბიექტებთან წონასწორულ მდგომარეობაში C max იყო 19%-ით ნაკლები, ხოლო AUC - 26%-ით ნაკლები (იხ. „მიღების წესი და დოზები“).

ბავშვები. 2 კვლევის მიხედვით, რომელშიც მონაწილეობდა 4-16 წლის ასაკის 51 პაციენტი, ეპლერენონის კონცენტრაციებისთვის პოპულაციური ფარმაკოკინეტიკური მოდელის გამოყენებით დადგინდა, რომ პაციენტის სხეულის მასას სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა ეპლერენონის განაწილების მოცულობაზე, მაგრამ არა მის გამოყოფაზე. სავარაუდოა, რომ ეპლერენონის განაწილების მოცულობა და პიკური ექსპოზიცია უფრო მაღალი მასის მქონე ბავშვებში მსგავსი იქნება იმისა, რომელიც აღინიშნრება მსგავსი მასის მქონე ზრდასრულებში. 45 კგ სხეულის მასის პაციენტებში განაწილების მოცულობა დაახლოებით 40%-ით უფრო დაბალია და ივარაუდება, რომ პიკური ექსპოზიცია იქნება უფრო მაღალი, ვიდრე ის, რომელიც ჩვეულებრივ აღინიშნება ზრდასრულებში. ბავშვებში იყენებდნენ ეპლერენონის საწყის დოზას 25 მგ დღე-ღამეში ერთხელ; 2 კვირის შემდეგ დოზა გაიზარდა 25 მგ-მდე დღე-ღამეში 2 ჯერ, ხოლო კლინიკური აუცილებლობის შემთხვევაში - 50 მგ-მდე დღე-ღამეში 2 ჯერ. ასეთი დოზების გამოყენების დროს ეპლერენონის მაღალი კონცენტრაციები ბავშვებში მნიშვნელოვნად არ აღემატებოდა იმ მაჩვენებლებს, რომლებიც აღინიშნებოდა ზრდასრულებში საწყისი დოზის 50 მგ დღე-ღამეში ერთხელ მიღებისას.

თირკმლის უკმარისობა. ეპლერენონის ფარმაკოკინეტიკა შეფასდა თირკმლის ფუნქციის სხვადასხვა ხარისხის დარღვევის მქონე პაციენტებში და ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში. თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში AUC და Cmax წონასწორულ მდგომარეობაში იყო მომატებული შესაბამისად 38%-ით და 24%-ით საკონტროლო ჯგუფთან შედარებით. ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში ეს მაჩვენებლები შემცირებულია შესაბამისად 26%-ით და 3%-ით პაციენტების საკონტროლო ჯგუფთან შედარებით. ეპლერენონის სისხლის პლაზმის კლირენსსა და კრეატინინის კლირენსს შორის კორელაცია გამოვლენილი არ ყოფილა. ეპლერენონი არ განიდევნება ჰემოდიალიზის დახმარებით (იხ. ნაწილი „გამოყენების თავისებურებები “).

ღვიძლის უკმარისობა. ეპლერენონის ფარმაკოკინეტიკა 400 მგ დოზით მიღებისას შესწავლილი იქნა ღვიძლის ზომიერი დარღვევების მქონე პაციენტებში (კლასი B ჩაილდ - პიუს კლასიფიკაციის მიხედვით) და შედეგები შედარებული იქნა ღვიძლის ფუნქციის დარღვევის არმქონე პაციენტებში მიღებულ შედეგებთან. ეპლერენონის C max და AUC წონასწორულ მდგომარეობაში გაიზარდა შესაბამისად 3.6%-ით და 42%-ით (იხ. ნაწილი „მიღების წესი და დოზები“). ვინაიდან კვლევები ეპლერენონის გამოყენების შესახებ ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებში ჩატარებული არ არის, ეპლერენონის დანიშვნა ამ პაციენტებისთვის უკუნაჩვენებია (იხ. ნაწილი „ უკუჩვენებები“).

გულის უკმარისობა. გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში (II-IV კლასები NYHA-ს კლასიფიკაციის მიხედვით) ჩატარდა ეპლერენონის ფარმაკოკინეტიკური კვლევა, რომელიც გამოიყენებოდა 50 მგ დოზით. Cmax და AUC მაჩვენებლები წონასწორულ მდგომარეობაში გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში იყო შესაბამისად 38%-ით და 30%-ით უფრო მაღალი, ვიდრე შესაბამისი ასაკის, წონისა და სქესის ჯანმრთელ მოხალისეებში. ამ შედეგების თანახმად, ეპლერენონის პოპულაციური ფარმაკოკინეტიკული ანალიზი, რომელიც ჩატარდა EPHESUS კვლევის პაციენტთა ქვეჯგუფში, მოწმობს, რომ ეპლერენონის კლირენსი გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში არ განსხვავდება ამ პრეპარატის კლირენსისაგან ჯანმრთელ ხანდაზმულ მოხალისეებში.

კლინიკური მახასიათებლები

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სამკურნალო საშუალების სამედიცინო

ინსტრუქცია

რენიალი

(RENIAL)

შემადგენლობა:

აქტიური ინგრედიენტი: ეპლერენონი (еplerenon);

1 ტაბლეტი შეიცავს ეპლერენონს, 100% ნივთიერებაზე გადათვლით 25 მგ ან 50 მგ;

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი; მიკროკრისტალური ცელულოზა; ნატრიუმის კროსკარმელოზა; ჰიპრომელოზა; ნატრიუმის ლაურილსულფატი; ტალკი; მაგნიუმის სტეარატი;

ნარევი აპკიანი საფარისთვის: ტიტანის დიოქსიდი (E 171); პოლიეთილენგლიკოლი (მაკროგოლი); ჰიპრომელოზა; რკინის ყვითელი ოქსიდი (E 172); პოლისორბატი 80; მზის ჩასვლის ყვითელი FCF (E 110), ქინოლინის ყვითელი (E 104), ინდიგო კარმინი (E 132).

სამკურნალო ფორმა: აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

ძირითადი ფიზიკური და ქიმიური თვისებები: აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ყვითელი ფერის, რომბისმსგავსი ფორმის ორმხრივამოზნექილი ზედაპირით.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: კალიუმის დამზოგავი შარდმდენები. ალდოსტერონის ანტაგონისტები. ეპლერენონი.

ჩვენებები

  • β-ბლოკატორებით სტანდარტული მკურნალობის დამატება ავადობისა და ლეტალობის რისკის შესამცირებლად, რომლებიც დაკავშირებულია გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან, სტაბილურ პაციენტებში მარცხენა პარკუჭის დისფუნქციით (მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქცია ≤ 40%) და გულის უკმარისობის კლინიკური ნიშნებით ახლახანს გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ.
  • სტანდარტული ოპტიმალური თერაპიის დამატება ავადობისა და ლეტალობის რისკის შესამცირებლად, რომლებიც დაკავშირებულია გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან, ზრდასრულ პაციენტებში NYHA-ს კლასიფიკაციის მიხედვით II კლასის (ქრონიკული) გულის უკმარისობითა და მარცხენა პარკუჭის დისფუნქციით (მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქცია ≤30%) (იხ. ნაწილი "ფარმაკოლოგიური თვისებები" ).

უკუჩვენებები

  • მომატებული მგრძნობელობა მოქმედი ნივთიერებისა ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია ნაწილში „შემადგენლობა“.
  • პაციენტებისთვის, რომელთა სისხლის შრატის კალიუმის დონე მკურნალობის დასაწყისში >5 მმოლ/ლ-ია.
  • პაციენტებისთვის თირკმლის მძიმე უკმარისობით (გორგლოვანი ფილტრაციის გამოთვლადი სიჩქარე <30 მლ/წთ/1.73 მ2).
  • პაციენტებისთვის ღვიძლის მძიმე უკმარისობით (C კლასი ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციის მიხედვით).
  • პაციენტებისთვის, რომლებიც ღებულობენ კალიუმის დამზოგავ დიურეზულებს ან CYP 3A4-ის ძლიერ ინჰიბიტორებს (მაგალითად, იტრაკონაზოლს, კეტოკონაზოლს, რიტონავირს, ნელფინავირს, კლარითრომიცინს, ტელითრომიცინსა და ნეფაზოდონს) (იხ. ნაწილი „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები“).
  • ეპლერენონის ერთდროული გამოყენება სამმაგ კომბინაციაში აგფ ინჰიბიტორთან და ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკატორთან ერთად.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები

ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედებები

კალიუმის დამზოგავი შარდმდენები და კალიუმის შემცველი დანამატები. ეპლერენონი არ უნდა დაენიშნოს პაციენტებს, რომლებიც იღებენ სხვა კალიუმის დამზოგავ შარდმდენ პრეპარატებს ან კალიუმის შემცველ დანამატებს ჰიპერკალიემიის მომატებული რისკის გამო (იხ. პუნქტი “უკუჩვენებები“). კალიუმის დამზოგავი შარდმდენი პრეპარატების გავლენით ასევე შეიძლება გაძლიერდეს ჰიპოტენზიული პრეპარატებისა და სხვა შარდმდენი საშუალებების მოქმედება.

აგფ ინჰიბიტორები, ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკატორები. ეპლერენონის გამოიყენებისას აგფ ინჰიბიტორთან და/ან ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკატორთან კომბინაციაში ჰიპერკალიემიის რისკი შეიძლება გაიზარდოს. რეკომენდებულია სისხლის შრატში კალიუმის დონის და თირკმლის ფუნქციის მაჩვანებლების გულდასმითი კონტროლის განხორციელება, განსაკუთრებით თირკმლის ფუნქციის დარღვევის რისკის მქონე პაციენტებში, მაგალითად ხანდაზმული ასაკის პაციენტებში. ეპლერენონი არ უნდა იქნას გამოყენებული ერთდროულად სამმაგ კომბინაციაში აგფ ინჰიბიტორთან და ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკატორთან (იხ. ნაწილები "უკუჩვენებები" და " გამოყენების თავისებურებები ").

ლითიუმი. ეპლერენონსა და ლითიუმს შორის ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა. თუმცა, იყო აღწერილი ლითიუმის ტოქსიკური ზემოქმედების შემთხვევები პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ლითიუმს აგფ ინჰიბიტორებთან და შარდმდენებთან ერთდროულად (იხ. ნაწილი „ გამოყენების თავისებურობები “ ). თავიდან უნდა იქნას აცილებული ეპლერენონისა და ლითიუმის პრეპარატების ერთდროული გამოყენება. თუ ამ კომბინაციის გამოყენების თავიდან აცილება შეუძლებელია, აუცილებელია სისხლის პლაზმაში ლითიუმის დონის კონტროლი (იხ. ნაწილი „ გამოყენების თავისებურებები“ ).

ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი. ციკლოსპორინმა და ტაკროლიმუსმა შეიძლება გამოიწვიონ თირკმლის ფუნქციის დარღვევა და გაზარდონ ჰიპერკალიემიის განვითარების რისკი. თავი უნდა ავარიდოთ ეპლერენონისა და ციკლოსპორინის ან ტაკროლიმუსის ერთდროულ გამოყენებას. ეპლერენონით მკურნალობის დროს ციკლოსპორინისა და ტაკროლიმუსის დანიშვნის აუცილებელობის შემთხვევაში რეკომენდებულია სისხლის შრატში კალიუმის დონის გულდასმითი კონტროლი (იხ. ნაწილი „ გამოყენების თავისებურებები “ ).

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (აასპ). თირკმლის მწვავე უკმარისობა შეიძლება განვითარდეს რისკის ჯგუფის პაციენტებში (ხანდაზმული ასაკის პირები, პირები გაუწყლოვანებით, იმათთან, ვინც იყენებს დიურეზულებს, და პირებს თირკმლის ფუნქციის დარღვევებით) გორგლოვანი ფილტრაციის შემცირების გამო (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიერ სისხლძარღვების გამაფართოებელი პროსტაგლანდინების ინჰიბირება). ეს ზემოქმედება, როგორც წესი, შექცევადია. გარდა ამისა, შესაძლებელია ანტიჰიპერტენზიული ეფექტის შემცირება. უნდა იქნას ჩატარებული პაციენტების ჰიდრატაცია და გაკონტროლებული თირკმლის ფუნქცია მკურნალობის დასაწყისში და რეგულარულად კომბინირებული თერაპიის დროს (იხ. ნაწილები " მიღების წესი და დოზები " და "გამოყენების თავისებურებები").

ტრიმეტოპრიმი. ტრიმეტოპრიმისა და ეპლერენონის ერთდროული დანიშვნა ზრდის ჰიპერკალიემიის განვითარების რისკს. უნდა გაკონტროლებული კალიუმის დონე სისხლის შრატში და თირკმლის ფუნქციის მაჩვენებლები, განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკის პაციენტებში და თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში.

α1-ბლოკატორები (მაგალითად, პრაზოზინი, ალფუზოზინი). α1-ბლოკატორებისა და ეპლერენონის კომბინირების დროს არსებობს ჰიპოტენზიური ეფექტის გაძლიერების და/ან ორთოსტატული ჰიპოტენზიის განვითარების შესაძლებლობა. α1- ბლოკატორების ერთდროული გამოყენებისას საჭიროა პაციენტების კლინიკური მდგომარეობის გაკონტროლება ორთოსტატული ჰიპოტენზიასთან დაკავშირებით.

ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ნეიროლეპტიკები, ამიფოსტინი, ბაკლოფენი. ამ სამკურნალო საშუალებებისა და ეპლერენონის ერთდროულად გამოყენებას პოტენციურად შეუძლია გააძლიეროს ჰიპოტენზიური მოქმედება და გაზარდოს ორთოსტატული ჰიპოტენზიის განვითარების რისკი.

გლუკოკორტიკოიდები, ტეტრაკოზაქტიდი. ამ სამკურნალო საშუალებებისა და ეპლერენონის ერთდროულად დანიშვნისას არსებობს ჰიპოტენზიური მოქმედების შესუსტების პოტენციალი სითხისა და ნატრიუმის შეკავების გამო.

ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედებები.

In vitro კვლევები მოწმობენ, რომ ეპლერენონი არ არის CYP1A2, CYP2C19, CYP2C9, CYP2D6 ან CYP3A4 იზოფერმენტების ინჰიბიტორი. ეპლერენონი არ წარმოადგენს P-გლიკოპროტეინის სუბსტრატს ან ინჰიბიტორს.

დიგოქსინი. დიგოქსინის სისტემური ექსპოზიციის (AUC) დონე ეპლერენონთან ერთდროულად გამოყენებისას იზრდება 16%-ით (90% ნი 4-30%). დიგოქსინი სიფრთხილით უნდა იქნას დანიშნული დოზებში, რომლებიც თერაპიული დიაპაზონის ზედა ზღვართანაა მიახლოებული.

ვარფარინი. ვარფარინთან კლინიკურად მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება აღწერილი არ არის. ვარფარინი სიფრთხილით უნდა იქნას დანიშნული დოზებით, რომლებიც თერაპიული დიაპაზონის ზედა ზღვართან მიახლოებული.

CYP3A4 სუბსტრატები. CYP3A4 ნიმუშების-სუბსტრატების (ესე იგი მიდაზოლამის და ცისაპრიდის) ფარმაკოკინეტიკური კვლევების შედეგებმა არ გამოავლინა მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედების ნიშნები ამ საშუალებებისა და ეპლერენონის ერთდროულად გამოყენების დროს.

CYP3A4 ინჰიბიტორები

  • CYP3A4 ძლიერი ინჰიბიტორები. ეპლერენონისა და იმ საშუალებების ერთდროული გამოყენება, რომლებიც თრგუნავენ ფერმენტ CYP3A4-ის აქტივობას, მოსალოდნელია გამოხატული ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედებების განვითარება. CYP3A4-ის ძლიერი ინჰიბიტორის (კეტოკონაზოლი 200 მგ დღე-ღამეში ორჯერ) ზემოქმედების ქვეშ ეპლერენონის AUC იზრდება 441%-ით (იხ. ნაწილი „უკუჩვენებები“). ეპლერენონისა და CYP3A4 ძლიერი ინჰიბიტორების (კეტოკონაზოლის, იტრაკონაზოლის, რიტონავირის, ნელფინავირის, კლარითრომიცინის, ტელითრომიცინისა და ნეფაზოდონის) ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია (იხ. ნაწილი „უკუჩვენებები“).
  • CYP3A4-ს სუსტი და საშუალო სიძლიერის ინჰიბიტორები. ერითრომიცინთან, საქვინავირთან, ამიოდარონთან, დილთიაზემთან, ვერაპამილთან ან ფლუკონაზოლთან ერთდროული გამოყენება იწვევდა გამოხატულ ფარმაკოკინეტიკურ ურთიერთქმედებებს AUC-ის დონეების გაზრდით 98-187%-ით. ამიტომ, ეპლერენონის CYP3A4 -ის სუსტ ან საშუალო სიძლიერის ინჰიბიტორებთან ერთდროულად მიღებისას ეპლერენონის დოზა არ უნდა აღემატებოდეს 25 მგ-ს დღე-ღამეში (იხილეთ ნაწილი „მიღების წესი და დოზები“).

CYP3A4-ის ინდუქტორები. ეპლერენონისა და კრაზანას (CYP3A4 -ის ძლიერი ინდუქტორი) ერთდროული გამოყენება იწვევს ეპლერენონის AUC-ის შემცირებას 30%-ით. CYP3A4 -ის უფრო ძლიერი ინდუქტორების (ისეთების, როგორიცაა რიფამპინი) გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიონ ეპლერენონის AUC-ის უფრო გამოხატული შემცირება. ეპლერენონის ეფექტურობის შემცირების რისკის გამო ამ პრეპარატთან CYP3A4-ს ძლიერი ინდუქტორების (რიფამპინი, კარბამაზეპინი, ფენიტოინი, ფენობარბიტალი, კრაზანა) ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული (იხ. ნაწილი „ გამოყენების თავისებურებები “ ).

ანტაციდები. კლინიკური ფარმაკოკინეტიკური კვლევის შედეგების გათვალისწინებით, ეპლერენონისა და ანტაციდური პრეპრატების ერთდროული გამოყენებისას მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება არ არის მოსალოდნელი.

გამოყენების თავისებურობები

ჰიპერკალიემია. ეპლერენონით მკურნალობის მსვლელობისას, მისი მოქმედების მექანიზმიდან გამომდინარე, შეიძლება განვითარდეს ჰიპერკალიემია. ყველა პაციენტთან მკურნალობის დასაწყისში და დოზის ცვლილებების დროს უნდა გაკონტროლდეს კალიუმის დონე სისხლის შრატში. შემდგომში რეკომენდებულია პერიოდული კონტროლის ჩატარება, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებიც შედიან ჰიპერკალიემიის განვითარების რისკის ჯგუფში (ისეთები, როგორების არიან ხანდაზმული ასაკის პაციენტები, პაციენტები თირკმლის უკმარისობით (იხ. ნაწილი „გამოყენების წესი და დოზები“) და დიაბეტით). ეპლერენონით მკურნალობის დაწყების შემდეგ არ არის რეკომენდებული კალიუმის შემცველი დანამატების გამოყენება ჰიპერკალიემიის განვითარების მომატებული რისკის გამო. ნაჩვენები იყო, რომ ეპლერენონის დოზის შემცირება იწვევს კალიუმის დონის შემცირებას სისხლის შრატში. ერთი კვლევის მიმდინარეობის დროს ნაჩვენები იყო, რომ ჰიდროქლორთიაზიდის დამატებით დანიშვნა ეპლერენონით მკურნალობის დროს აკომპენსირებდა სისხლის შრატში კალიუმის კონცენტრაციის მომატებას.

ეპლერენონის გამოიყენებისას აგფ ინჰიბიტორთან და/ან ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკატორთან კომბინაციაში ჰიპერკალიემიის რისკი შეიძლება გაიზარდოს. ეპლერენონი არ უნდა იქნას გამოყენებული ერთდროულად სამმაგ კომბინაციაში აგფ ინჰიბიტორთან და ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკატორთან (იხ. ნაწილები „უკუჩვენებები“ და „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები“).

თირკმლის ფუნქციის დარღვევა. თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ( მათ შორის დიაბეტური მიკროალბუმინურიის მქონე პაციენტებში) კალიუმის დონე რეგულარულად უნდა გაკონტროლდეს. თირკმლის ფუნქციის დაქვეითებას თან ახლავს ჰიპერკალიემიის რისკის ზრდა. მიუხედავად იმისა, რომ EPHESUS კვლევის შედეგები, რომელიც ჩატარებულია მე-2 ტიპის დიაბეტით და მიკროალბუმინურიით დაავადებულ პაციენტების მონაწილეობით, შეზღუდულია, პაციენტების ამ მცირე ჯგუფში აღინიშნებოდა ჰიპერკალიემიის განვითარების მომატებული სიხშირე. შესაბამისად, ამ პაციენტების მკურნალობა უნდა ტარდებოდეს სიფრთხილით. ეპლერენონი არ გამოიყოფა ჰემოდიალიზის მეშვეობით.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა. პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი და საშუალო დარღვევებით (კლასი A და B ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციის მიხედვით), სისხლის შრატში კალიუმის დონე არ აღემატებოდა 5.5 მმოლ/ლ-ს. ამ პაციენტებისთვის საჭიროა ელექტროლიტების დონის კონტროლი. ეპლერენონის გამოყენება თირკმლის მძიმე დარღვევების მქონე პაციენტების სამკურნალოდ შესწავლილი არ არის; ამიტომ, ეპლერენონი უკუნაჩვენებია ამ პაციენტებში (იხ. ნაწილი „გამოყენების წესი და დოზები“ და „უკუჩვენებები“).

CYP3A4-ის ინდუქტორები. ეპლერენონისა და CYP3A4-ის ძლიერი ინდუქტორების ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული (იხ. ნაწილი „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები“).

ეპლერენონით მკურნალობის დროს თავი უნდა აარიდოთ ლითიუმის, ციკლოსპორინის და ტაკროლიმუსის გამოყენებას (იხ. ნაწილი „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები“).

ლაქტოზა

ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ ის არ უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ისეთი იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებები, როგორიცაა გალაქტოზას აუტანლობა, ლაქტაზას სრული უკმარისობა ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია.

ნატრიუმი

ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო ტაბლეტში, ესე იგი ის პრაქტიკულად თავისუფალია ნატრიუმისგან.

აზოსაღებავები. სამკურნალო საშუალება შეიცავს აზოსაღებავს ყვითელი დაისი FCF (E 110), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.

გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში

ორსულობა. არ არსებობს ადეკვატური მონაცემები ორსულ ქალებში ეპლერენონის გამოყენების შესახებ. მონაცემები, რომლებიც მიღებულია ცხოველებზე ჩატარებული კვლევების მსვლელობისას, არ მიუთითებენ პირდაპირ ან არაპირდაპირ უარყოფით ზემოქმედებაზე ორსულობის მსვლელობაზე, ემბრიონისა და ნაყოფის განვითარების, მშობიარობის ან მშობიარობის შემდგომი განვითარების დროს. ეპლერენონის სიფრთხილით უნდა იქნას დანიშნული ორსულ ქალებში.

ძუძუთი კვება. უცნობია, აღწევს თუ არა ეპლერენონი ადამიანის დედის რძეში პერორალური მიღების შემდეგ. ამავე დროს, პრეკლინიკური კვლევების მონაცემები მოწმობენ ეპლერენონის და/ან მისი მეტაბოლიტების არსებობაზე ვირთხის რძეში და იმ ნაშიერების ნორმალურ განვითარებაზე, რომელმაც განიცადა ეპლერენონის ზემოქმედება ასეთი სახით. რადგან ჩვილებში, რომლებიც იმყოფებიან ძუძუთი კვებაზე, გვერდითი ეფექტების წარმოქმნის პოტენციალი არ არის შესწავლილი, დედისთვის პრეპარატის მნიშვნელობის გათვალისწინებით, უნდა იქნას მიღებული გადაწყვეტილება ძუძუთი კვების შეწყვეტის ან პრეპარატის გამოყენების შეწყვეტის შესახებ.

ფერტილობა. არ არსებობს ინფორმაცია ადამიანის ფერტილობაზე ზემოქმედების შესახებ.

რეაქციის სიჩქარეზე გავლენის მოხდენის უნარი ავტოტრანსპორტისა ან სხვა მექანიზმების მართვის დროს

კვლევები ეპლერენონის ზემოქმედების შესახებ ავტოტრანსპორტის მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობის უნარზე არ ჩატარებულა. ეპლერენონი არ იწვევს ძილიანობას ან კოგნიტური ფუნქციების დარღვევებს, მაგრამ, ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვის დროს უნდა იქნას გათვალისწინებული ამ პრეპარატით მკურნალობასთან დაკავშირებული თავბრუსხვევის შესაძლებლობა.

გამოყენების წესი და დოზები

ზრდასრულები

დოზირების ინდივიდუალური შერჩევისთვის პრეპარატი იწარმოება 25 მგ და 50 მგ დოზებით. პრეპარატის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 50 მგ.

ეპლერენონის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან საკვებს მიღებისგან დამოუკიდებლად (იხ. განყოფილება „ფარმაკოლოგიური თვისებები“ ).

პაციენტები გულის უკმარისობით გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ. ეპლერენონის რეკომენდებული შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 50 მგ დღე-ღამეში ერთხელ. მკურნალობა უნდა დაიწყოს 25 მგ დოზით დღე-ღამეში ერთხელ და თანდათან გაიზარდოს სამიზნე დოზამდე 50 მგ დღე-ღამეში ერთხელ. სასურველია ეს დოზა მიღწეულ იქნას 4 კვირის განმავლობაში,სისხლის შრატში კალიუმის დონის გათვალისწინებით (იხ. ქვემოთ მოცემული ცხრილი).

ეპლერენონით მკურნალობა, როგორც წესი, იწყება მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტიდან 3-14 დღის შემდეგ.

პაციენტები NYHA-ს კლასიფიკაციით II კლასის (ქრონიკული) გულის უკმარისობით. NYHA -ს კლასიფიკაციით II კლასის ქრონიკული გულის უკმარისობის მქონე პაციენტების მკურნალობა უნდა იქნას დაწყებული დოზით 25 მგ დღე-ღამეში ერთხელ და თანდათან გაიზარდოს სამიზნე დოზამდე 50 მგ დღე-ღამეში ერთხელ. სასურველია, ეს დოზა მიღწეულ იქნას 4 კვირის განმავლობაში, სისხლის შრატში კალიუმის დონის გათვალისწინებით (იხ. ქვემოთ მოცემული ცხრილი და ნაწილი „ გამოყენების თავისებურებები “ ).

პაციენტებმა, რომელთა შრატში კალიუმის დონე აღემატება 5 მმოლ/ლ-ს, არ უნდა დაიწყონ ეპლერენონით მკურნალობა (იხ. ნაწილი „უკუჩვენებები“).

სისხლის შრატში კალიუმის დონე უნდა განისაზღვროს ეპლერენონით მკურნალობის დაწყების წინ, მკურნალობის პირველი კვირის განმავლობაში და მკურნალობის დაწყებიდან ან დოზის კორექტირებიდან ერთი თვის შემდეგ. აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა შემდგომ მკურნალობის განმავლობაში სისხლის შრატში კალიუმის დონე პერიოდულად განისაზღვროს.

მკურნალობის დაწყების შემდეგ პრეპარატის დოზა უნდა დაკორექტირდეს სისხლის შრატში კალიუმის კონცენტრაციის დათვალისწინებით, როგორც ეს მითითებულია ქვემოთ მოცემულ ცხრილში.

დოზის კორექცია მკურნალობის დაწყების შემდეგ

კალიუმის კონცენტრაცია

სისხლის შრატში (მმოლ/ლ)

მოქმედება

დოზის კორექტირება

< 5.0

მომატება

25 მგ-დან 2 დღეში ერთხელ 25 მგ-მდე დღე-ღამეში ერთხელ

25 მგ-დან დღე-ღამეში ერთხელ 50 მგ-მდე დღე-ღამეში ერთხელ

  • 0 – 5.4

ცვლილებების გარეშე

დოზა არ იცვლება

  • 5 – 5.9

შემცირება

50 მგ-დან დღე-ღამეში ერთხელ 25 მგ-მდე დღე-ღამეში ერთხელ

25 მგ-დან დღე-ღამეში ერთხელ 25 მგ-მდე ყოველ 2 დღეში ერთხელ

25 მგ-დან 2 დღეში ერთხელ დროებით მოხსნამდე

  • 0

დროებითი მოხსნა

-

კალიუმის დონის 6 მმოლ/ლ-მდე მომატების გამო ეპლერენონის დროებითი მოხსნის შემდეგ მკურნალობის განახლება შესაძლებელია 25 მგ დოზით 2 დღეში ერთხელ, მას შემდეგ, რაც კალიუმის კონცენტრაცია შემცირიდება 5 მმოლ/ლ დონეზე ქვემოთ.

ხანდაზმული ასაკის პაციენტები. ხანდაზმული ასაკის პაციენტებისთვის პრეპარატის საწყისი დოზის კორექცია საჭირო არ არის. თირკმლის ფუნქციის ინტენსივობის ასაკობრივი დაქვეითების გამო ხანდაზმული ასაკის პაციენტებში ჰიპერკალიემიის განვითარების რისკი იზრდება. ეს რისკი შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს ისეთი თანმხლები დაავადების არსებობისას, რომელსაც მოყვება პრეპარატის სისტემურ ზემოქმედების ზრდა, კერძოდ ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დარღვევებისას. რეკომენდებულია სისხლის შრატში კალიუმის დონის პერიოდული კონტროლის ჩატარება (იხ. ნაწილი „ გამოყენების თავისებურებები “ ).

თირკმლის ფუნქციის დარღვევა. პაციენტებს თირკმლის ფუნქციის მსუბუქი დარღვევით საწყისი დოზის კორექცია არ სჭირდებათ. რეკომენდებულია სისხლის შრატში კალიუმის დონის პერიოდული მონიტორინგი და პრეპარატის დოზის კორექცია ზემოთ მოცემული ცხრილის მიხედვით.

პაციენტებმა, რომლებსაც აქვთ თირკმლის ფუნქციის ზომიერი დარღვევები (კრეატინინის კლირენსი 30-60 მლ/წთ), მკურნალობა უნდა დაიწყონ 25 მგ-ის მიღებით 2 დღეში ერთხელ და პრეპარატის დოზა უნდა დააკორექტირონ კალიუმის კონცენტრაციიდან გამომდინარე (იხ. ზემოთ მოცემული ცხრილი). რეკომენდებულია სისხლის შრატში კალიუმის დონის პერიოდული კონტროლის ჩატარება (იხ. განყოფილება „ გამოყენების თავისებურებები “ ).

არ არსებობს პრეპარატის გამოყენების გამოცდილება პაციენტებში, რომლებსაც აქვთ კრეატინინის კლირენსი <50 მლ/წთ და გულის უკმარისობა მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ. ასეთ პაციენტების მკურნალობისას ეპლერენონი უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით. დოზების გამოყენება, რომლებიც აჭარბებენ 25 მგ-ს დღე-ღამეში, პაციენტებში, რომლებსაც აქვთ კრეატინინის კლირენსი <50 მლ/წთ, არ არის გამოკვლეული.

ეპლერენონი უკუნაჩვენებია თირკმლის მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ) (იხ. ნაწილი „უკუჩვენებები“). ეპლერენონი ორგანიზმიდან არ გამოიყოფა დიალიზის მეშვეობით.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა. პაციენტებს, რომლებსაც აქვთ ღვიძლის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის დარღვევა, საწყისი დოზის კორექცია არ სჭირდებათ. ეპლერენონის სისტემური ზემოქმედების გაზრდის გამო ამ კატეგორიის პაციენტებს და განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკის პაციენტებს ეძლევათ სისხლის შრატში კალიუმის დონის ხშირი და რეგულარული მონიტორინის ჩატარების რეკომენდაცია (იხ. ნაწილი „ გამოყენების თავისებურებები “ ).

კომბინირებული გამოყენება. CYP3A4-ის სუსტი ან საშუალო სიმძლავრის ინჰიბიტორებთან (მაგალითად, ამიოდარონთან, დილთიაზემთან და ვერაპამილთან) ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში მკურნალობა ეპლერენონით შეიძლება დაიწყოს საწყისი დოზიდან 25 მგ დღე-ღამეში ერთხელ. პრეპარატის დოზა არ უნდა აღემატებოდეს 25 მგ-ს დღე-ღამეში ერთხელ (იხ. ნაწილი „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები“).

ბავშვები

ბავშვებში ეპლერენონის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის. ამჟამად არსებული ინფორმაცია მოყვანილია ნაწილში „ფარმაკოლოგიური თვისებები “ .

დოზის გადაჭარბება

ცნობები გვერდითი რეაქციების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია ადამიანებში ეპლერენონის დოზის გადაჭარბებასთან, არ მიგვიღია. მოსალოდნელია, რომ ადამიანებში დოზის გადაჭარბების ყველაზე სავარაუდო გამოვლინებები იქნება არტერიული ჰიპოტენზია ან ჰიპერკალიემიაა. შეუძლებელია ეპლერენონის ორგანიზმიდან ჰემოდიალიზის საშუალებით გამოიდევნება. ნაჩვენები იყო, რომ ეპლერენონი ეფექტურად უკავშირდება აქტივირებულ ნახშირს. არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების შემთხვევაში უნდა იქნას დაწყებული შემანარჩუნებელი მკურნალობა. ჰიპერკალიემიის განვითარების დროს მკურნალობა უნდა დაიწყოს სტანდარტების შესაბამისად.

გვერდითი რეაქციები

ორი კვლევის (EPHESUS და EMPHASIS-HF) მსვლელობისას ნაჩვენები იყო, რომ გვერდითი რეაქციების საერთო განვითარების საერთო სიხშირე ეპლერენონისა და პლაცებოს მიღებისას იყო ერთნაირი.

ქვემოთ მოყვანილია გვერდითი რეაქციები, რომლებიც, შესაძლოა, დაკავშირებულნი არიან ეპლერენონთან და რომლებიც მკურნალობის დროს ვლინდებოდა უფრო ხშირად, ვიდრე პლაცებოს დროს, ან სერიოზული გვერდითი რეაქციები, რომლებიც წარმოიქმნებოდა მკურნალობის დროს უფრო ხშირად, ვიდრე პლაცებოს გამოყენების დროს, ან ისინი, რომლებიც აღწერილი იყო პოსტმარკეტინგული დაკვირვების დროს.

გვერდითი რეაქციები კლასიფიცირებულია ორგანოთა სისტემებისა და აბსოლუტური სიხშირის მიხედვით: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100 – <1/10), არახშირი (≥1/1000 – <1/100), იშვიათი (≥1/10000 – <1/1000), ძალიან იშვიათი (<1/10000), სიხშირე უცნობია (არსებული ინფორმაციის საფუძველზე შეფასება შეუძლებელია).

ინფექციები და ინვაზიები.

არახშირი: პიელონეფრიტი, ინფექციები, ფარინგიტი.

სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ

არახშირი: ეოზინოფილია.

ენდოკრინული სისტემის მხრივ.

არახშირი: ჰიპოთირეოზი.

მეტაბოლიზმისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ.

ხშირი: ჰიპერკალიემია (იხ. ნაწილები „უკუჩვენებები“ და „ გამოყენების თავისებურებები “ ), ჰიპერქოლესტერინემია.

არახშირი: ჰიპონატრიემია, გაუწყლოვანება, ჰიპერტრიგლიცერიდემია.

ფსიქიკის მხრივ.

ხშირი: უძილობა.

ნერვული სისტემის მხრივ.

ხშირი: სინკოპე, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი.

არახშირი: ჰიპესთეზია.

გულის მხრივ.

ხშირი: მარცხენა პარკუჭის უკმარისობა, წინაგულების ფიბრილაცია.

არახშირი: ტაქიკარდია.

სისხლძარღვების მხრივ.

ხშირი: ჰიპოტენზია.

არახშირი: კიდურების არტერიების თრომბოზი, ორთოსტატული ჰიპოტენზია.

სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოებისა და შუასაყარის მხრივ.

ხშირი: ხველა.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ.

ხშირი: დიარეა, გულისრევა, ყაბზობა, ღებინება.

არახშირი: მუცლის შებერილობა.

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ.

ხშირი: გამონაყარი, ქავილი.

არახშირი: ანგიონევროზული შეშუპება, ჰიპერჰიდროზი.

ძვალ-კუნთოვანი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილების მხრივ.

ხშირი: კუნთების სპაზმები, ზურგის ტკივილი.

არახშირი: ტკივილი ძვალ-კუნთოვან სისტემაში.

თირკმელებისა და შარდგამომყოფი გზების მხრივ.

ხშირი: თირკმლის ფუნქციის დარღვევა (იხ. ნაწილები „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები“ და „ გამოყენების თავისებურებები “ ).

ღვიძლისა და ნაღველგამომყოფი გზების მხრივ.

არახშირი: ქოლეცისტიტი.

რეპროდუქციული სისტემისა და სარძევე ჯირკვლების მხრივ.

არახშირი: გინეკომასტია.

ზოგადი დარღვევები და დაზიანებები შეყვანის ადგილზე.

ხშირი: ასთენია.

არახშირი: შეუძლოდ ყოფნა.

ლაბორატორიული კვლევები.

ხშირი: სისხლში შარდოვანას დონის მომატება, კრეატინინის დონის მომატება.

არახშირი: ეპიდერმული ზრდის ფაქტორის რეცეპტორების რაოდენობის შემცირება, სისხლში გლუკოზის დონის მომატება.

EPHESUS კვლევის მსვლელობისას 75 წლის და უფროსი ასაკის პაციენტების ჯგუფში დარეგისტრირებული იყო ინსულტის შემთხვევების უფრო მეტი რაოდენობა. ამავე დროს, სტატისტიკურად უტყუარი განსხვავება ინსულტის სიხშირეში ეპლერენონის (30) და პლაცებოს (22) ჯგუფებს შორის არ ყოფილა გამოვლენილი. EMPHASIS-HF კვლევაში ინსულტის შემთხვევების რაოდენობა 75 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებში ეპლერენონით მკურნალობის ჯგუფში შეადგინა 9 და პლაცებოს ჯგუფში - 8.

შეტყობინებები საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ

შეტყობინება საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ სამკურნალო პროდუქტის რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. ეს საშუალებას იძლევა განხორციელდეს სამკურნალო პროდუქტის გამოყენების სარგებლისა და რისკის თანაფარდობის უწყვეტი მონიტორინგი. მედიცინის მუშაკებს სთხოვენ, რომ მიაწოდონ ინფორმაცია ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

ვარგისობის ვადა: 2 წელი.

შენახვის პირობები

შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

შეფუთვა: 10 ტაბლეტი ბლისტერზე, 3 ბლისტერი შეფუთვაში.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მწარმოებელი: სსს „კიევმედპრეპარატი“.

მწარმოებლის ადგილმდებარეობა და მისი საქმიანობის განხორციელების ადგილი

უკრაინა, 01032, კიევი, საკსაგანსკის ქუჩა, 139.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა