ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ყელის პრეპარატები

ლარიტილენი

larytylen

ურეცეპტოდ0,25მგ+0,03მგინსტრუქცია ქართულადუკრაინა
რისთვის გამოიყენება

პირის ღრუსა და ყელის მწვავე ანთებითი დაავადებების ადგილობრივი მკურნალობა: გინგივიტი, წყლულოვანი და აფთოზური სტომატიტი, ტონზილიტი, ლარინგიტი და ფარინგიტი. ლარიტილენის გამოყენება ასევე რეკომენდებულია პირში უსიამოვნო სუნის არსებობისას. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
dequalinium + cinchocaine dibucaine
ფორმა და შეფუთვა
0,25მგ+0,03მგ საწუწნი ტაბლეტი პიტნის და ლიმონის გემოთი №20 (2X10)
მწარმოებელი
PJSC «Kyivmedpreparat», უკრაინა
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ყელის პრეპარატები, ანტისეპტიკური საშუალებები
ATC კოდი
R02AA20
რეგისტრაციის ნომერი
რ-046053
რეგისტრირებულია
30 ივლისი 2026, მოქმედებს 30 ივლისი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
PJSC «Kyivmedpreparat» (უკრაინა)
განმცხადებელი
შპს „ავერსი-ფარმა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებალარიტილენი და სხვა წამალი ერთად

ლარიტილენი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

პირის ღრუსა და ყელის მწვავე ანთებითი დაავადებების ადგილობრივი მკურნალობა: გინგივიტი, წყლულოვანი და აფთოზური სტომატიტი, ტონზილიტი, ლარინგიტი და ფარინგიტი. ლარიტილენის გამოყენება ასევე რეკომენდებულია პირში უსიამოვნო სუნის არსებობისას.

ლარიტილენის გამოყენება შეიძლება პირის ღრუსა და ყელის შერეული ინფექციის შემთხვევებში (ექიმის რეკომენდაციით); როგორც დამხმარე პრეპარატი კატარული ანგინის, ლაკუნარული ანგინის და პლაუტ-ვენსანის ანგინის მკურნალობისას; პირის ღრუსა და ხახის კანდიდოზის შემთხვევაში.

რეკომენდებულია პოსტოპერაციულ პერიოდში ტონზილექტომიისა და კბილების ამოღების შემდეგ.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგნელობაში შემავალი ნებისმიერი ნივთიერების მიმართ. ალერგია ამონიუმის მეოთხეულ ნაერთებზე (მაგალითად, ბენზალკონიუმის ქლორიდი).

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

დექვალინის ანტიბაქტერიული აქტივობა მცირდება ანიონურ ტენსიდებთან ერთად გამოყენებისას, მაგალითად, კბილის პასტის შემადგენლობაში. პრეპარატის გამოყენება არ უნდა კომბინირდეს ქოლინესთერაზას ინჰიბიტორების გამოყენებასთან.

გამოყენების თავისებურებანი.

ვინაიდან პრეპარატი არ შეიცავს შაქარს, იგი ვარგისია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულების მიერ გამოსაყენებლად.

პრეპარატი შეიცავს სორბიტს, ამიტომ მისი გამოყენება არ შეიძლება პაციენტებში იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებებით, როგორიც არის ფრუქტოზის აუტანლობის სინდრომი. სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში სისხლის პლაზმაში ქოლინსეთერაზას დაბალი დონით.

გამოყენება ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში

ორსულობა და ძუძუთი კვება

არსებული მონაცემებით კონტროლირებადი კვლევები არ ჩატარებულა. ამასთან დაკავშირებით ორსულობის პერიოდში პრეპარატის გამოყენება შეიძლება ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, თუ მკურნალობის ეფექტი აღემატება ნაყოფისთვის შესაძლო რისკს.

ლაქტაციის პერიოდი

არსებული მონაცემებით დედის რძეში მოქმედი ნივთიერებების შეღწევის თაობაზე კლინიკური კვლევები არ ჩატარებულა. პრეპარატის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში რეკომენდებული არ არის.

ზეგავლენის უნარი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ან სხვა მექანიზმების მართვის დროს რეაქციის სისწრაფეზე.

არსებული მონაცემებით ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე პრეპარატის ზეგავლენის თაობაზე კვლევები არ ჩატარებულა. თუმცა იმის ალბათობა, რომ პრეპარატს შეიძლება რაიმე უარყოფითი ზეგავლენა ჰქონდეს ამ მიმართულებით, ძალიან მცირეა.

გამოყენების წესი და დოზები.

მოზრდილებსა და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში

ინიშნება 1 ტაბლეტი ყოველ 2 საათში, ანთების სიმპტომების შემცირების შემდეგ - 1 ტაბლეტი ყოველ 4 საათში.

4 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში

ინიშნება 1 ტაბლეტი ყოველ 3 საათში, ანთების სიმპტომების შემცირების შემდეგ - 1 ტაბლეტი ყოველ 4 საათში.

მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 10-12 ტაბლეტს მწვავე ფაზის პერიოდში და 6 ტაბლეტს ანთების სიმპტომების ალაგების შემდეგ.

ტაბლეტები უნდა გაიწუწნოს ნელა, დაღეჭვის გარეშე. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობას ექიმი განსაზღვრავს ინდივიდუალურად. თუ 5-დღიანი მკურნალობის შემდეგ სიმპტომები არ ალაგდა ან გაუარესდა, პაციენტმა კონსულტაციისთვის უნდა მიმართოს ექიმს.

ბავშვები. 4 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებში ამ წამლის ფორმით პრეპარატი არ ინიშნება.

ჭარბი დოზა

ზოგადად პრეპარატი კარგად აიტანება. ჭარბი დოზის შემთხვევაში შესაძლებელია ღებინება, გულისრევა, იშვიათ შემთხვევებში - საყლაპავის წყლულები და ნეკროზი.

ჭარბი დოზის მკურნალობა სიმპტომურია, საჭიროებისას შეიძლება ანტაციდური საშუალებების გამოყენება.

არ შეიძლება გულისრევის გამოწვევა და კუჭის ამორეცხვა, ეს ზომები არამიზანშეწონილია.

გვერდითი რეაქციები.

პრეპარატის გამოყენების შემდეგ ზოგჯერ შეიძლება აღინიშნოს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მაგალითად, გამონაყარი, ქავილი, წვის შეგრძნება, პირის ღრუსა და ყელის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება. იშვიათ შემთხვევებში, კერძოდ ბოროტად გამოყენებისას, შესაძლოა წყლულის და ნეკროზის განვითარება. რაიმე უჩვეულო რეაქციების წარმოქმნისას პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს და აუცილებლად საჭიროა კონსულტაციისთვის ექიმთან მიმართვა შემდგომი თერაპიის თაობაზე.

ვარგისობის ვადა. 3 წელი.

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერებები: დექვალინის ქლორიდი, დიბუკაინის ჰიდროქლორიდი;

1 საწუწნი ტაბლეტი შეიცავს დექვალინის ქლორიდს 100% ნივთიერებაზე გადაანგარიშებით 0,25 მგ, დიბუკაინის ჰიდროქლორიდი (ცინქოკაინის ჰიდროქლორიდი) 100% ნივთიერებაზე გადაანგარიშებით 0,03 მგ;

დამხმარე ნივთიერებები: ტაბლეტები პიტნისა და ლიმონის გემოთი: სორბიტი (E 420), ტალკი, სილიციუმის კოლოიდური უწყლო დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, არომატიზატორი ლიმონი, მწარე პიტნის ზეთი.

წამლის ფორმა. საწუწნი ტაბლეტები.

ძირითადი ფიზიკო-ქიმიური თვისებები: თეთრი მრგვალი ტაბლეტები ნაზოლით ორივე მხარეს და გამყოფი ხაზით ერთ მხარეს.

შენახვის პირობები

ინახება ორიგინალ შეფუთვაში არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა.

10 ტაბლეტი ბლისტერში, 2 ბლისტერი კოლოფში.

გაცემის კატეგორია

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი.

სსს "კიევმედპრეპარატი".

მწარმოებლის ადგილმდებარეობა და საქმიანობის განხორციელების ადგილის მისამართი.

უკრაინა, 01032, ქ.კიევი, საქსაგანსკის ქ., 139.

ბოლო გადახედვის თარიღი.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ათქ კოდი R02A A20.

ფარმაკოლოგიური თვისებები.

ფარმაკოდინამიკა

როგორც ბაქტერიციდული და ფუნგოსტატური ნივთიერება დექვალინის ქლორიდი ზეგავლენას ახდენს პირის ღრუსა და ყელის შერეული ინფექციების გამომწვევ მიკროორგანიზმებზე. ამ ადგილობრივი ქიმიოთერაპიის ნივთიერების მოქმედების სპექტრი ფართოა და მოიცავს უმეტეს გრამდადებით და გრამუარყოფით ბაქტერიებს, ასევე სოკოებს, სპიროქეტებს და პირის ღრუსა და ყელის შერეული ინფექციების გამომწვევ პათოგენურ მიკროორგანიზმებს. ორგანიზმში დიბუკაინის ჰიდროქლორიდის დაგროვება აადვილებს პირის ღრუსა და ყელის ინფექციების თანმხლებ ტკივილის სიმპტომს.

დექვალინის ქლორიდის მოქმედების მიმართ მდგრადი მიკროორგანიზმები უცნობია.

არ იწვევს კარიესის წარმოქმნას.

ფარმაკოკინეტიკა.

ძირითადი აქტიური ინგრედიენტი ძალიან უმნიშვნელო რაოდენობით აბსორბირდება.

კლინიკური მახასიათებლები.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სამკურნალო საშუალების სამედიცინო

გამოყენების ინსტრუქცია

ლარიტილენი

(LARYTYLEN)

შემადგენლობა:

მოქმედი ნივთიერებები: დექვალინის ქლორიდი, დიბუკაინის ჰიდროქლორიდი;

1 საწუწნი ტაბლეტი შეიცავს დექვალინის ქლორიდს 100% ნივთიერებაზე გადაანგარიშებით 0,25 მგ, დიბუკაინის ჰიდროქლორიდი (ცინქოკაინის ჰიდროქლორიდი) 100% ნივთიერებაზე გადაანგარიშებით 0,03 მგ;

დამხმარე ნივთიერებები: ტაბლეტები პიტნისა და ლიმონის გემოთი: სორბიტი (E 420), ტალკი, სილიციუმის კოლოიდური უწყლო დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, არომატიზატორი ლიმონი, მწარე პიტნის ზეთი.

წამლის ფორმა. საწუწნი ტაბლეტები.

ძირითადი ფიზიკო-ქიმიური თვისებები: თეთრი მრგვალი ტაბლეტები ნაზოლით ორივე მხარეს და გამყოფი ხაზით ერთ მხარეს.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. ყელის დაავადებებისას გამოსაყენებელი პრეპარატები.

ათქ კოდი R02A A20.

ფარმაკოლოგიური თვისებები.

ფარმაკოდინამიკა

როგორც ბაქტერიციდული და ფუნგოსტატური ნივთიერება დექვალინის ქლორიდი ზეგავლენას ახდენს პირის ღრუსა და ყელის შერეული ინფექციების გამომწვევ მიკროორგანიზმებზე. ამ ადგილობრივი ქიმიოთერაპიის ნივთიერების მოქმედების სპექტრი ფართოა და მოიცავს უმეტეს გრამდადებით და გრამუარყოფით ბაქტერიებს, ასევე სოკოებს, სპიროქეტებს და პირის ღრუსა და ყელის შერეული ინფექციების გამომწვევ პათოგენურ მიკროორგანიზმებს. ორგანიზმში დიბუკაინის ჰიდროქლორიდის დაგროვება აადვილებს პირის ღრუსა და ყელის ინფექციების თანმხლებ ტკივილის სიმპტომს.

დექვალინის ქლორიდის მოქმედების მიმართ მდგრადი მიკროორგანიზმები უცნობია.

არ იწვევს კარიესის წარმოქმნას.

ფარმაკოკინეტიკა.

ძირითადი აქტიური ინგრედიენტი ძალიან უმნიშვნელო რაოდენობით აბსორბირდება.

კლინიკური მახასიათებლები.

ჩვენებები.

პირის ღრუსა და ყელის მწვავე ანთებითი დაავადებების ადგილობრივი მკურნალობა: გინგივიტი, წყლულოვანი და აფთოზური სტომატიტი, ტონზილიტი, ლარინგიტი და ფარინგიტი. ლარიტილენის გამოყენება ასევე რეკომენდებულია პირში უსიამოვნო სუნის არსებობისას.

ლარიტილენის გამოყენება შეიძლება პირის ღრუსა და ყელის შერეული ინფექციის შემთხვევებში (ექიმის რეკომენდაციით); როგორც დამხმარე პრეპარატი კატარული ანგინის, ლაკუნარული ანგინის და პლაუტ-ვენსანის ანგინის მკურნალობისას; პირის ღრუსა და ხახის კანდიდოზის შემთხვევაში.

რეკომენდებულია პოსტოპერაციულ პერიოდში ტონზილექტომიისა და კბილების ამოღების შემდეგ.

უკუჩვენებები.

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგნელობაში შემავალი ნებისმიერი ნივთიერების მიმართ. ალერგია ამონიუმის მეოთხეულ ნაერთებზე (მაგალითად, ბენზალკონიუმის ქლორიდი).

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა სახეობები.

დექვალინის ანტიბაქტერიული აქტივობა მცირდება ანიონურ ტენსიდებთან ერთად გამოყენებისას, მაგალითად, კბილის პასტის შემადგენლობაში. პრეპარატის გამოყენება არ უნდა კომბინირდეს ქოლინესთერაზას ინჰიბიტორების გამოყენებასთან.

გამოყენების თავისებურებანი.

ვინაიდან პრეპარატი არ შეიცავს შაქარს, იგი ვარგისია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულების მიერ გამოსაყენებლად.

პრეპარატი შეიცავს სორბიტს, ამიტომ მისი გამოყენება არ შეიძლება პაციენტებში იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებებით, როგორიც არის ფრუქტოზის აუტანლობის სინდრომი. სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში სისხლის პლაზმაში ქოლინსეთერაზას დაბალი დონით.

გამოყენება ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში

ორსულობა

არსებული მონაცემებით კონტროლირებადი კვლევები არ ჩატარებულა. ამასთან დაკავშირებით ორსულობის პერიოდში პრეპარატის გამოყენება შეიძლება ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, თუ მკურნალობის ეფექტი აღემატება ნაყოფისთვის შესაძლო რისკს.

ლაქტაციის პერიოდი

არსებული მონაცემებით დედის რძეში მოქმედი ნივთიერებების შეღწევის თაობაზე კლინიკური კვლევები არ ჩატარებულა. პრეპარატის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში რეკომენდებული არ არის.

ზეგავლენის უნარი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ან სხვა მექანიზმების მართვის დროს რეაქციის სისწრაფეზე.

არსებული მონაცემებით ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე პრეპარატის ზეგავლენის თაობაზე კვლევები არ ჩატარებულა. თუმცა იმის ალბათობა, რომ პრეპარატს შეიძლება რაიმე უარყოფითი ზეგავლენა ჰქონდეს ამ მიმართულებით, ძალიან მცირეა.

გამოყენების წესი და დოზები.

მოზრდილებსა და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში

ინიშნება 1 ტაბლეტი ყოველ 2 საათში, ანთების სიმპტომების შემცირების შემდეგ - 1 ტაბლეტი ყოველ 4 საათში.

4 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში

ინიშნება 1 ტაბლეტი ყოველ 3 საათში, ანთების სიმპტომების შემცირების შემდეგ - 1 ტაბლეტი ყოველ 4 საათში.

მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 10-12 ტაბლეტს მწვავე ფაზის პერიოდში და 6 ტაბლეტს ანთების სიმპტომების ალაგების შემდეგ.

ტაბლეტები უნდა გაიწუწნოს ნელა, დაღეჭვის გარეშე. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობას ექიმი განსაზღვრავს ინდივიდუალურად. თუ 5-დღიანი მკურნალობის შემდეგ სიმპტომები არ ალაგდა ან გაუარესდა, პაციენტმა კონსულტაციისთვის უნდა მიმართოს ექიმს.

ბავშვები. 4 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებში ამ წამლის ფორმით პრეპარატი არ ინიშნება.

ჭარბი დოზა.

ზოგადად პრეპარატი კარგად აიტანება. ჭარბი დოზის შემთხვევაში შესაძლებელია ღებინება, გულისრევა, იშვიათ შემთხვევებში - საყლაპავის წყლულები და ნეკროზი.

ჭარბი დოზის მკურნალობა სიმპტომურია, საჭიროებისას შეიძლება ანტაციდური საშუალებების გამოყენება.

არ შეიძლება გულისრევის გამოწვევა და კუჭის ამორეცხვა, ეს ზომები არამიზანშეწონილია.

გვერდითი რეაქციები.

პრეპარატის გამოყენების შემდეგ ზოგჯერ შეიძლება აღინიშნოს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მაგალითად, გამონაყარი, ქავილი, წვის შეგრძნება, პირის ღრუსა და ყელის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება. იშვიათ შემთხვევებში, კერძოდ ბოროტად გამოყენებისას, შესაძლოა წყლულის და ნეკროზის განვითარება. რაიმე უჩვეულო რეაქციების წარმოქმნისას პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს და აუცილებლად საჭიროა კონსულტაციისთვის ექიმთან მიმართვა შემდგომი თერაპიის თაობაზე.

ვარგისობის ვადა. 3 წელი.

შენახვის პირობები.

ინახება ორიგინალ შეფუთვაში არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა.

10 ტაბლეტი ბლისტერში, 2 ბლისტერი კოლოფში.

გაცემის კატეგორია

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი.

სსს "კიევმედპრეპარატი".

მწარმოებლის ადგილმდებარეობა და საქმიანობის განხორციელების ადგილის მისამართი.

უკრაინა, 01032, ქ.კიევი, საქსაგანსკის ქ., 139.

ბოლო გადახედვის თარიღი.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა