ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ჰიპოფიზის და ჰიპოთალამუსის ჰორმონები და ანალოგები

დეზამინოოქსიტოცინი

Desaminooxytocin

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადლატვია
რისთვის გამოიყენება

სამშობიარო მოქმედების აღძვრისა და გაძლიერებისთვის სამშობიარო მოქმედების პირველადი ან მეორადი სისუსტის დროს. საშვილოსნოს ინვოლუციის დაჩქარებისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდში რძის გამოყოფის გასაძლიერებლად. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
demoxytocin
ფორმა და შეფუთვა
50 ს.ე. ტაბლეტი №10 (1X10)
მწარმოებელი
«Grindeks» JSC, ლატვია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით, გამოიყენება სამედიცინო დაწესებულებებში
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ჰიპოფიზის და ჰიპოთალამუსის ჰორმონები და ანალოგები, ოქსიტოცინი და ანალოგები
ATC კოდი
H01BB01
რეგისტრაციის ნომერი
რ-046049
რეგისტრირებულია
30 ივლისი 2026, მოქმედებს 30 ივლისი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
«Grindeks» JSC (ლატვია)
განმცხადებელი
სს გრინდეკსი-ს წარმომადგენლობა (ფილიალი)
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებადეზამინოოქსიტოცინი და სხვა წამალი ერთად

დეზამინოოქსიტოცინი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

სამშობიარო მოქმედების აღძვრისა და გაძლიერებისთვის სამშობიარო მოქმედების პირველადი ან მეორადი სისუსტის დროს.

საშვილოსნოს ინვოლუციის დაჩქარებისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდში რძის გამოყოფის გასაძლიერებლად.

გამოყენების წესები და დოზები

პრეპარატი მიიღება ტრანსბუკალურად: ტაბლეტს იდებენ მონაცვლეობით მარცხენა და მარჯვენა ლოყის ქვეშ და აჩერებენ პირის ღრუში მის სრულ გახსნასა და შეწოვამდე, დაღეჭვისა და გადაყლაპვის გარეშე.

სამშობიარო მოქმედების აღძვრისა და სტიმულირებისათვის ინიშნება ყოველ 30 წუთში 50 სე (1 ტაბლეტი); პრეპარატის საჭირო რაოდენობა განისაზღვრება ინდივიდუალურად. რეგულარული და ძლიერი სამშობიარო შეკუმშვების დაწყების შემდეგ დოზას ამცირებენ ორჯერ (1/2 ტაბლეტი) ან ზრდიან ინტერვალს ერთჯერად დოზებს შორის (1 საათამდე). სამშობიარო მოქმედების აღძვრისა და სტიმულირებისათვის მაქსიმალური დოზა შეადგენს 500 სე-ს (10 ტაბლეტი), იშვიათ შემთხვევაში – 900 სე და მეტი. მაქსიმალური დოზის არაეფექტურობის შემთხვევაში პრეპარატის მიცემას წყვეტენ მეორე დღემდე ან 24 საათის შემდეგ შეჰყავთ ოქსიტოცინის ინტრავენური წვეთოვანი ინფუზია.

ლაქტაციის სტიმულაციისათვის - მშობიარობის შემდგომ პერიოდში პრეპარატს ნიშნავენ დღეღამეში 2-4-ჯერ მე-2 დღიდან მე-6 დღემდე 25-50 სე ოდენობით (1/2-1 ტაბლეტი) ბავშვის ძუძუთი კვებამდე 5 წუთით ადრე.

უკუჩვენებები

დემოქსიტოცინის მიღება უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:

დემოქსიტოცინის ან პრეპარატის სხვა შემადგენელი კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა;

საშვილოსნოს ჰიპერტონული შეკუმშვა, სამშობიარო გზებში მექანიკური დაბრკოლება, ნაყოფის დისტრესი;

ნაყოფის თავის და დედის მენჯის ზომების შეუსაბამობა, ნაყოფის გარდიგარდმო ან ირიბი მდებარეობა,

საშვილოსნოს გაჭიმვა (მრავალნაყოფიანი ორსულობა), მრავალწყლიანობა;

საშვილოსნოს კედელზე ოპერაციის შემდგომი ნაწიბურების არსებობა, მათ შორის საკეისრო კვეთის შედეგად;

პლაცენტის ნაადრევი აცლა, ჭიპლარის გამოვარდნა;

საშვილოსნოს გახევის საშიშროება, მრავლობითი მშობიარობების გამო;

პლაცენტის წინამდებარეობა ან ჭიპლარის სისხლძარღვების წინამდებარეობა.

პრეპარატი არ გამოიყენება მძიმე პრეეკლამფსიური ტოქსიკოზის და გულ-სისხლძარღვთა მძიმე დაავადებების დროს, ასევე საშვილოსნოს ინერტულობის შემთხვევაში (რეზისტენტობა დემოქსიტოცინის/ოქსიტოცინის მიმართ)

თუ თქვენ გაქვთ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი დაავადება ან მდგომარეობა, შეატყობინეთ ამის შესახებ ექიმს პრეპარატის მიღების წინ.

სიფრთხილის ზომები

მშობიარობის მედიკამენტოზური სტიმულაციის დროს აუცილებელია მშობიარის მეთველყურეობა. აუცილებელია საშვილოსნოს შეკუმშვის ინტენსივობის, ნაყოფის გულისცემის და მდებარეობის კონტროლი, ასევე დემოქსიტოცინზე პაციენტის ინდივიდუალური რეაქციის კონტროლი, საჭირო დოზის შერჩევა. ზედმეტად ძლიერი სამშობიარო მოქმედებისას პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.

განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო:

თუ არსებობს ნაყოფის და დედის მენჯის ზომების შეუსაბამობა (დემოქსიტოცინი არ გამოიყენება, თუ რისკი არსებითია);

თუ არის საშვილოსნოს მეორადი ინერტულობა;

ორსულობის შედეგად გამოწვეული ჰიპერტენზია, გულის დაავადება;

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

საინჰალაციო ანესთეტიკები (ციკლოპროპანი, ჰალოტანი) შესაძლოა ამცირებდნენ დემოქსიტოცინის მოქმედებას (ზრდიან ჰიპოტენზიურ ეფექტს და არითმიის რისკს).

რადგან, პროსტაგლანდინები ზრდიან დემოქსიტოცინის უტეროტონურ ეფექტს, ეს უკანასკნელი არ გამოიყენება პროსტაგლანდინების ვაგინალური გამოყენებიდან 6 საათის განმავლობაში.

კაუდალური ანესთეზიის დროს დემოქსიტოცინმა შესაძლებელია გააძლიეროს სიმპატომიმეტური და სისხლძრღვთა შემავიწროებელი საშუალებების ვაზოპრესორული მოქმედება.

თუ იყენებთ რომელიმე სხვა სამკურნალო საშუალებას, პრეპარატის მიღების წინ ამის შესახებ შეატყობინეთ ექიმს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ანამნეზში ნახსენებია საკეისრო კვეთა საშვილოსნოს ქვედა სეგმენტში;

თუ კონსტატირებულია ნაყოფის საშვილოსნოსშიდა სიკვდილი ან სანაყოფე წყლები შეიცავს მეკონიუმს (შესაძლებელია განვითარდეს სანაყოფე წყლებით ემბოლია).

დემოქსიტოცინის ეფექტი ძლიერდება პროსტაგლანდინების ერთდროულად მიღებისას (აუცილებელია საგულდაგულო დაკვირვება), და ასევე კაუდალური ანესთეზიის დროს (შეიძლება გაძლიერდეს სიმპატომიმეტიკური ვაზოპრესული პრეპარატების ჰიპერტენზიული მოქმედება).

არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ სამშობიარო მოქმედებების აღძვრისთვის დემოქსიტოცინის ანალოგის, ოქსიტოცინის, მიღებამ შესაძლოა გააძლიეროს მშობიარობის შემდგომი დისემინირებული სისხლძარღვშიდა კოაგულაციის რისკი(დსკ), რომელიც იშვიათად გვხვდება. ეს რისკი უფრო გამოხატულია 35 წელზე მეტი ასაკის ქალებში, ასევე გართულებებით მიმდინარე ორსულობის დროს ან 40 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის დროს. ასეთ შემთხვევებში ოქსოტოცინი და მისი ანალოგები სიფრთხილით უნდა გამოვიყენოთ, და ექიმი ყურადღებით უნდა იყოს დსკ-ს გაჩენის მიმართ.

დეზამინოოქსიტოცინის ტაბლეტი შეიცავს საქაროზას და ლაქტოზას მონოჰიდრატს. ეს პრეპარატი არაა რეკომენდებული პაციენტებისთვის, ვისაც აქვთ ფრუქტოზას იშვიათი თანდაყოლილი აუტანლობა, ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია ან საქაროზა-იზომალტოზას უკმარისობა, ასევე გალაქტოზას იშვიათი თანდაყოლილი აუტანლობა ან ლაქტაზას აბსოლიტური დეფიციტი.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობა

ორსულობის პერიოდში დემოქსიტოცინი მიიღება სიფრთხილით, რადგან არსებობს მშობიარის და ნაყოფის მხრივ გართულებების მომატებული რისკი.

ძუძუთი კვება

შესაძლოა დემოქსიტოცინი მცირე რაოდენობით მოხვდეს დედის რძეში. გართულებები უცნობია. პრეპარატი იშლება ბავშვის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში.

გავლენა სატრანსპორტო საშუალების მართვასა და მოძრავი მექანიზმებით მომსახურებაზე

კვლევები სატრანსპორტო საშუალების მართვასა და მოძრავი მექანიზმებით მომსახურებაზე გავლენის შესაფასებლად არ ჩატარებულა.

გვერდითი მოვლენები

შესაძლებელია საშვილოსნოს სპაზმები მცირე დოზების გამოყენების დროსაც კი.

საშვილოსნოს მომატებულ მგრძნობელობას და დეზამინოოქსიტოცინის მაღალ დოზებს შეუძლიათ გამოიწვოინ საშვილოსნოს ჰიპერტონუსი, ტეტანური შეკუმშვები, საშვილოსნოს ჰიპერაქტივობა საშვილოსნოს და ვაგინალური ქსოვილების გახევით; შესაძლებელია ბრადიკარდია, არითმია, ასფიქსია, ნაყოფის მწვავე ჰიპოქსია; შესაძლოა ლეტალური გამოსავალი როგორც დედის ასევე ნაყოფის მხრიდან.

ორსულობის და მშობიარობის გართულების შემთხვევაში შეიძლება წარმოიშვას სიცოცხლისთვის საშიში აფიბრინოგენემია და მშობიარობის შემდგომი სისხლდენა. არსებობს რისკი დისემინირებული სისხლძარღვშიდა შედედების სინდრომის განვითარების (იშვიათად ვლინდება ოქსიტოცინის გამოყენების დროს).

შემდგომში ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები კლასიფიცირდება ორგანოების სისტემების ჯგუფების შესაბამისად; შეხვედრის სიხშირის მიხედვით გამოიყენება შემდეგი კლასიფიკაცია: ძალიან ხშირად (>1/10), ხშირად (>1/100, <1/10), ნაკლებად ხშირად (>1/1000, <1/100), იშვიათად (>1/10000, <1/1000), ძალიან იშვიათად (<1/10000), ცალკეული შემთხვევების ჩათვლით.

დარღვევები იმუნური სისტემის მხრიდან

იშვიათად: ანაფილაქსიური რეაქციები (სუნთქვის გაძნელებით, ჰიპოტენზიით ან შოკით).

დარღვევები ნერვული სისტემის მხრიდან

ხშირად: თავის ტკივილები.

დარღვევები გულის ფუნქციის მხრიდან

ხშირად: ტაქიკარდია, ბრადიკარდია.

ნაკლებად ხშირად: არითმია.

დარღვევები კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრიდან

ხშირად: გულისრევა, ღებინება.

კანის და კანქვეშა ქსოვილების დაზიანებები

იშვიათად: გამონაყარი.

ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენების გაჩენისას, ასევე ისეთი გვერდითი მოვლენების გაჩენის შემთხვევაში, რომლებიც არაა მითითებული ინსტრუქციაში, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

ჭარბი დოზა

დღემდე უცნობია მონაცემები ჭარბი დოზირების შემთხვევების შესახებ. შიგნით მიღებისას დემოქსიტოცინი სწრაფად ინაქტივირდება საჭმლის მომნელებელ ტრაქტში.

ტრანსბუკალური მიღებისას დიდმა დოზამ შესაძლოა გამოიწვიოს მძიმე გვერდითი მოვლენები. ჭარბი დოზირების დროს დაუყონებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება. მკურნალობა სიმპტომურია.

შენახვის პირობები

შეინახეთ სინათლისაგან და ნესტისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25 ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

გაცემის პირობები - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით გამოიყენება სამედიცინო დაწესებულებებში.

ვარგისობის ვადა

5 წელი.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ჰიპოფიზის უკანა წილის ჰორმონები. ოქსიტოცინი და ანალოგები. ათქ კოდი: H01BB01.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ქიმიური სტრუქტურით დემოქსიტოცინი წარმოადგენს ოქსიტოცინის, ჰოპოფიზის უკანა წილის ბუნებრივი ჰორმონის სინთეზურ ანალოგს. დემოქსიტოცინი და ოქსიტოცინი თავისი ფარმაკოლოგიური თვისებებით და მოქმედების მექანიზმით ერთმანეთის მსგავსია: ისინი მოქმედებენ უჯრედის მემბრანის შეღწევადობაზე, ზრდიან კალციუმის იონების შემადგენლობას გლუვი მუსკულატურის უჯრედებში, და ამგვარად ზრდიან მის კუმშვადობას. პრეპარატები ასტიმულირებენ საშვილოსნოს გლუვი მუსკულატურის შეკუმშვას, და ასევე, სარძევე ჯირკვლის მიოეპითელური უჯრედების შეკუმშვით, ზრდიან რძის სეკრეციას.

საშვილოსნოს სტიმულაციისთვის დემოქსიტოცინის ტრანსბუკალური მიღებისას, საშვილოსნოს ადექვატური შეკუმშვები იწყება 20-40 (მაქსიმალური 50-60) წუთის შემდეგ. ეფექტი დამოკიდებულია დოზაზე და გრძელდება 180 წუთამდე. უტეროტონური აქტივობით პრეპარატი ორჯერ აღემატება ოქსიტოცინის აქტივობას. მშობიარობის შემდგომ პერიოდში დემოქსიტოცინი აჩქარებს საშვილოსნოს ინვოლუციას და ამცირებს მშობიარობის შემდგომი სისხლდენის ხანგრძლივობას.

დემოქსიტოცინის ლაქტოგენური მოქმედება იწყება უფრო ადრე, მეტად გამოხატულია და ხანგრძლივი ოქსიტოცინთან შედარებით, ფერმენტული ინაქტივაციის მიმართ მდგრადობის გამო. დემოქსიტოცინი ასტიმულირებს რძის წარმოქმნას და გამოყოფას, ნორმაში მოჰყავს ლაქტაციის პროცესი, ხელს უშლის მკერდის გამაგრებას და მასტიტის გაჩენას.

ოქსიტოცინისგან განსხვავებით დემოქსიტოცინს არ გააჩნია გამოხატული ვაზოპრესული და ანტიდიურეზული მოქმედება, რაც იძლევა მისი გამოყენების საშუალებას პაციენტებში მაღალი არტერიული წნევით, ორსულთა გვიანი ტოქსიკოზით და თირკმელების ფუნქციის დარღვევით.

ფარმაკოკინეტიკა

დემოქსიტოცინი სწრაფად შეიწოვება პირის ღრუს ლორწოვანი გარსიდან სისხლმიმოქცევის სისტემაში. ტრანსბუკალურად მიღებული 1 ტაბლეტი 50 სე დემოქსიტოცინი აბსორბირდება 15-30 წუთის განმავლობაში. ნერწყვის ფერმენტები არ შლიან პრეპარატს, რადგან ის მდგრადია ოქსიტოცინაზას მიმართ; დემოქსიტოცინის ელიმინაცია ხდება 30-60 წუთში.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

დეზამინოოქსიტოცინი

ტაბლეტები 50 სე

საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება

დემოქსიტოცინი (Demoxytocinum)

წამლის ფორმა და შემადგენლობა

ტაბლეტები.

ერთი ტაბლეტი შეიცავს:

აქტიური ნივთიერება - 50 სე დემოქსიტოცინი;

დამხმარე ნივთიერებები: საქაროზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, მეთილცელულოზა, კალციუმის სტეარატი, კარტოფილის სახამებელი.

აღწერა

თეთრი ფერის მრგვალი ბრტყელცილინდრიანი ფორმის ტაბლეტები ფასკით და გამყოფი ღარით.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ჰიპოფიზის უკანა წილის ჰორმონები. ოქსიტოცინი და ანალოგები. ათქ კოდი: H01BB01.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ქიმიური სტრუქტურით დემოქსიტოცინი წარმოადგენს ოქსიტოცინის, ჰოპოფიზის უკანა წილის ბუნებრივი ჰორმონის სინთეზურ ანალოგს. დემოქსიტოცინი და ოქსიტოცინი თავისი ფარმაკოლოგიური თვისებებით და მოქმედების მექანიზმით ერთმანეთის მსგავსია: ისინი მოქმედებენ უჯრედის მემბრანის შეღწევადობაზე, ზრდიან კალციუმის იონების შემადგენლობას გლუვი მუსკულატურის უჯრედებში, და ამგვარად ზრდიან მის კუმშვადობას. პრეპარატები ასტიმულირებენ საშვილოსნოს გლუვი მუსკულატურის შეკუმშვას, და ასევე, სარძევე ჯირკვლის მიოეპითელური უჯრედების შეკუმშვით, ზრდიან რძის სეკრეციას.

საშვილოსნოს სტიმულაციისთვის დემოქსიტოცინის ტრანსბუკალური მიღებისას, საშვილოსნოს ადექვატური შეკუმშვები იწყება 20-40 (მაქსიმალური 50-60) წუთის შემდეგ. ეფექტი დამოკიდებულია დოზაზე და გრძელდება 180 წუთამდე. უტეროტონური აქტივობით პრეპარატი ორჯერ აღემატება ოქსიტოცინის აქტივობას. მშობიარობის შემდგომ პერიოდში დემოქსიტოცინი აჩქარებს საშვილოსნოს ინვოლუციას და ამცირებს მშობიარობის შემდგომი სისხლდენის ხანგრძლივობას.

დემოქსიტოცინის ლაქტოგენური მოქმედება იწყება უფრო ადრე, მეტად გამოხატულია და ხანგრძლივი ოქსიტოცინთან შედარებით, ფერმენტული ინაქტივაციის მიმართ მდგრადობის გამო. დემოქსიტოცინი ასტიმულირებს რძის წარმოქმნას და გამოყოფას, ნორმაში მოჰყავს ლაქტაციის პროცესი, ხელს უშლის მკერდის გამაგრებას და მასტიტის გაჩენას.

ოქსიტოცინისგან განსხვავებით დემოქსიტოცინს არ გააჩნია გამოხატული ვაზოპრესული და ანტიდიურეზული მოქმედება, რაც იძლევა მისი გამოყენების საშუალებას პაციენტებში მაღალი არტერიული წნევით, ორსულთა გვიანი ტოქსიკოზით და თირკმელების ფუნქციის დარღვევით.

ფარმაკოკინეტიკა

დემოქსიტოცინი სწრაფად შეიწოვება პირის ღრუს ლორწოვანი გარსიდან სისხლმიმოქცევის სისტემაში. ტრანსბუკალურად მიღებული 1 ტაბლეტი 50 სე დემოქსიტოცინი აბსორბირდება 15-30 წუთის განმავლობაში. ნერწყვის ფერმენტები არ შლიან პრეპარატს, რადგან ის მდგრადია ოქსიტოცინაზას მიმართ; დემოქსიტოცინის ელიმინაცია ხდება 30-60 წუთში.

გამოყენების ჩვენებები

სამშობიარო მოქმედების აღძვრისა და გაძლიერებისთვის სამშობიარო მოქმედების პირველადი ან მეორადი სისუსტის დროს.

საშვილოსნოს ინვოლუციის დაჩქარებისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდში რძის გამოყოფის გასაძლიერებლად.

გამოყენების წესები და დოზები

პრეპარატი მიიღება ტრანსბუკალურად: ტაბლეტს იდებენ მონაცვლეობით მარცხენა და მარჯვენა ლოყის ქვეშ და აჩერებენ პირის ღრუში მის სრულ გახსნასა და შეწოვამდე, დაღეჭვისა და გადაყლაპვის გარეშე.

სამშობიარო მოქმედების აღძვრისა და სტიმულირებისათვის ინიშნება ყოველ 30 წუთში 50 სე (1 ტაბლეტი); პრეპარატის საჭირო რაოდენობა განისაზღვრება ინდივიდუალურად. რეგულარული და ძლიერი სამშობიარო შეკუმშვების დაწყების შემდეგ დოზას ამცირებენ ორჯერ (1/2 ტაბლეტი) ან ზრდიან ინტერვალს ერთჯერად დოზებს შორის (1 საათამდე). სამშობიარო მოქმედების აღძვრისა და სტიმულირებისათვის მაქსიმალური დოზა შეადგენს 500 სე-ს (10 ტაბლეტი), იშვიათ შემთხვევაში – 900 სე და მეტი. მაქსიმალური დოზის არაეფექტურობის შემთხვევაში პრეპარატის მიცემას წყვეტენ მეორე დღემდე ან 24 საათის შემდეგ შეჰყავთ ოქსიტოცინის ინტრავენური წვეთოვანი ინფუზია.

ლაქტაციის სტიმულაციისათვის - მშობიარობის შემდგომ პერიოდში პრეპარატს ნიშნავენ დღეღამეში 2-4-ჯერ მე-2 დღიდან მე-6 დღემდე 25-50 სე ოდენობით (1/2-1 ტაბლეტი) ბავშვის ძუძუთი კვებამდე 5 წუთით ადრე.

უკუჩვენებები

დემოქსიტოცინის მიღება უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:

დემოქსიტოცინის ან პრეპარატის სხვა შემადგენელი კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა;

საშვილოსნოს ჰიპერტონული შეკუმშვა, სამშობიარო გზებში მექანიკური დაბრკოლება, ნაყოფის დისტრესი;

ნაყოფის თავის და დედის მენჯის ზომების შეუსაბამობა, ნაყოფის გარდიგარდმო ან ირიბი მდებარეობა,

საშვილოსნოს გაჭიმვა (მრავალნაყოფიანი ორსულობა), მრავალწყლიანობა;

საშვილოსნოს კედელზე ოპერაციის შემდგომი ნაწიბურების არსებობა, მათ შორის საკეისრო კვეთის შედეგად;

პლაცენტის ნაადრევი აცლა, ჭიპლარის გამოვარდნა;

საშვილოსნოს გახევის საშიშროება, მრავლობითი მშობიარობების გამო;

პლაცენტის წინამდებარეობა ან ჭიპლარის სისხლძარღვების წინამდებარეობა.

პრეპარატი არ გამოიყენება მძიმე პრეეკლამფსიური ტოქსიკოზის და გულ-სისხლძარღვთა მძიმე დაავადებების დროს, ასევე საშვილოსნოს ინერტულობის შემთხვევაში (რეზისტენტობა დემოქსიტოცინის/ოქსიტოცინის მიმართ)

თუ თქვენ გაქვთ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი დაავადება ან მდგომარეობა, შეატყობინეთ ამის შესახებ ექიმს პრეპარატის მიღების წინ.

გვერდითი მოვლენები

შესაძლებელია საშვილოსნოს სპაზმები მცირე დოზების გამოყენების დროსაც კი.

საშვილოსნოს მომატებულ მგრძნობელობას და დეზამინოოქსიტოცინის მაღალ დოზებს შეუძლიათ გამოიწვოინ საშვილოსნოს ჰიპერტონუსი, ტეტანური შეკუმშვები, საშვილოსნოს ჰიპერაქტივობა საშვილოსნოს და ვაგინალური ქსოვილების გახევით; შესაძლებელია ბრადიკარდია, არითმია, ასფიქსია, ნაყოფის მწვავე ჰიპოქსია; შესაძლოა ლეტალური გამოსავალი როგორც დედის ასევე ნაყოფის მხრიდან.

ორსულობის და მშობიარობის გართულების შემთხვევაში შეიძლება წარმოიშვას სიცოცხლისთვის საშიში აფიბრინოგენემია და მშობიარობის შემდგომი სისხლდენა. არსებობს რისკი დისემინირებული სისხლძარღვშიდა შედედების სინდრომის განვითარების (იშვიათად ვლინდება ოქსიტოცინის გამოყენების დროს).

შემდგომში ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები კლასიფიცირდება ორგანოების სისტემების ჯგუფების შესაბამისად; შეხვედრის სიხშირის მიხედვით გამოიყენება შემდეგი კლასიფიკაცია: ძალიან ხშირად (>1/10), ხშირად (>1/100, <1/10), ნაკლებად ხშირად (>1/1000, <1/100), იშვიათად (>1/10000, <1/1000), ძალიან იშვიათად (<1/10000), ცალკეული შემთხვევების ჩათვლით.

დარღვევები იმუნური სისტემის მხრიდან

იშვიათად: ანაფილაქსიური რეაქციები (სუნთქვის გაძნელებით, ჰიპოტენზიით ან შოკით).

დარღვევები ნერვული სისტემის მხრიდან

ხშირად: თავის ტკივილები.

დარღვევები გულის ფუნქციის მხრიდან

ხშირად: ტაქიკარდია, ბრადიკარდია.

ნაკლებად ხშირად: არითმია.

დარღვევები კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრიდან

ხშირად: გულისრევა, ღებინება.

კანის და კანქვეშა ქსოვილების დაზიანებები

იშვიათად: გამონაყარი.

ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენების გაჩენისას, ასევე ისეთი გვერდითი მოვლენების გაჩენის შემთხვევაში, რომლებიც არაა მითითებული ინსტრუქციაში, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

განსაკუთრებული მითითებები

მშობიარობის მედიკამენტოზური სტიმულაციის დროს აუცილებელია მშობიარის მეთველყურეობა. აუცილებელია საშვილოსნოს შეკუმშვის ინტენსივობის, ნაყოფის გულისცემის და მდებარეობის კონტროლი, ასევე დემოქსიტოცინზე პაციენტის ინდივიდუალური რეაქციის კონტროლი, საჭირო დოზის შერჩევა. ზედმეტად ძლიერი სამშობიარო მოქმედებისას პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.

განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო:

თუ არსებობს ნაყოფის და დედის მენჯის ზომების შეუსაბამობა (დემოქსიტოცინი არ გამოიყენება, თუ რისკი არსებითია);

თუ არის საშვილოსნოს მეორადი ინერტულობა;

ორსულობის შედეგად გამოწვეული ჰიპერტენზია, გულის დაავადება;

ორსულობა 35 წლის ზევით;

თუ ანამნეზში ნახსენებია საკეისრო კვეთა საშვილოსნოს ქვედა სეგმენტში;

თუ კონსტატირებულია ნაყოფის საშვილოსნოსშიდა სიკვდილი ან სანაყოფე წყლები შეიცავს მეკონიუმს (შესაძლებელია განვითარდეს სანაყოფე წყლებით ემბოლია).

დემოქსიტოცინის ეფექტი ძლიერდება პროსტაგლანდინების ერთდროულად მიღებისას (აუცილებელია საგულდაგულო დაკვირვება), და ასევე კაუდალური ანესთეზიის დროს (შეიძლება გაძლიერდეს სიმპატომიმეტიკური ვაზოპრესული პრეპარატების ჰიპერტენზიული მოქმედება).

არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ სამშობიარო მოქმედებების აღძვრისთვის დემოქსიტოცინის ანალოგის, ოქსიტოცინის, მიღებამ შესაძლოა გააძლიეროს მშობიარობის შემდგომი დისემინირებული სისხლძარღვშიდა კოაგულაციის რისკი(დსკ), რომელიც იშვიათად გვხვდება. ეს რისკი უფრო გამოხატულია 35 წელზე მეტი ასაკის ქალებში, ასევე გართულებებით მიმდინარე ორსულობის დროს ან 40 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის დროს. ასეთ შემთხვევებში ოქსოტოცინი და მისი ანალოგები სიფრთხილით უნდა გამოვიყენოთ, და ექიმი ყურადღებით უნდა იყოს დსკ-ს გაჩენის მიმართ.

დეზამინოოქსიტოცინის ტაბლეტი შეიცავს საქაროზას და ლაქტოზას მონოჰიდრატს. ეს პრეპარატი არაა რეკომენდებული პაციენტებისთვის, ვისაც აქვთ ფრუქტოზას იშვიათი თანდაყოლილი აუტანლობა, ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია ან საქაროზა-იზომალტოზას უკმარისობა, ასევე გალაქტოზას იშვიათი თანდაყოლილი აუტანლობა ან ლაქტაზას აბსოლიტური დეფიციტი.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობა

ორსულობის პერიოდში დემოქსიტოცინი მიიღება სიფრთხილით, რადგან არსებობს მშობიარის და ნაყოფის მხრივ გართულებების მომატებული რისკი.

ძუძუთი კვება

შესაძლოა დემოქსიტოცინი მცირე რაოდენობით მოხვდეს დედის რძეში. გართულებები უცნობია. პრეპარატი იშლება ბავშვის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში.

გავლენა სატრანსპორტო საშუალების მართვასა და მოძრავი მექანიზმებით მომსახურებაზე

კვლევები სატრანსპორტო საშუალების მართვასა და მოძრავი მექანიზმებით მომსახურებაზე გავლენის შესაფასებლად არ ჩატარებულა.

სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ურთიერთქმედება

საინჰალაციო ანესთეტიკები (ციკლოპროპანი, ჰალოტანი) შესაძლოა ამცირებდნენ დემოქსიტოცინის მოქმედებას (ზრდიან ჰიპოტენზიურ ეფექტს და არითმიის რისკს).

რადგან, პროსტაგლანდინები ზრდიან დემოქსიტოცინის უტეროტონურ ეფექტს, ეს უკანასკნელი არ გამოიყენება პროსტაგლანდინების ვაგინალური გამოყენებიდან 6 საათის განმავლობაში.

კაუდალური ანესთეზიის დროს დემოქსიტოცინმა შესაძლებელია გააძლიეროს სიმპატომიმეტური და სისხლძრღვთა შემავიწროებელი საშუალებების ვაზოპრესორული მოქმედება.

თუ იყენებთ რომელიმე სხვა სამკურნალო საშუალებას, პრეპარატის მიღების წინ ამის შესახებ შეატყობინეთ ექიმს.

ჭარბი დოზირება

დღემდე უცნობია მონაცემები ჭარბი დოზირების შემთხვევების შესახებ. შიგნით მიღებისას დემოქსიტოცინი სწრაფად ინაქტივირდება საჭმლის მომნელებელ ტრაქტში.

ტრანსბუკალური მიღებისას დიდმა დოზამ შესაძლოა გამოიწვიოს მძიმე გვერდითი მოვლენები. ჭარბი დოზირების დროს დაუყონებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება. მკურნალობა სიმპტომურია.

შენახვის პირობები

შეინახეთ სინათლისაგან და ნესტისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25 ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

გაცემის პირობები - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით გამოიყენება სამედიცინო დაწესებულებებში.

ვარგისობის ვადა

5 წელი.

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

შეფუთვა

10 ტაბლეტი პოლივინილქლორიდის აპკის და ალუმინის ფოლგის ბლისტერზე.

1 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

გაცემის წესი - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით გამოიყენება სამედიცინო დაწესებულებებში

მწარმოებელი და სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი

სს „გრინდეკსი“. კრუსტპილსის ქ. 53, რიგა, LV-1057 ლატვია

ტელ: +371 67083205

ელ-ფოსტა: [email protected]

ტექსტის ბოლო გადახედვის თარიღი: 2026 წლის აპრილი.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა