ვაქსიგრიპი
Vaxigrip®
- მოქმედი ნივთიერება
- _ (A/Missouri/11/2025 (H1N1)pdm09-like strain (A/Switzerland/6849/2025, IVR-278) A/Darwin/1454/2025 (H3N2)- like strain (A/Michigan/105/2025, SAN-049A) B/Tokyo/EIS13-175/2025- like strain (B/Tokyo/EIS13-175/2025, wild type))
- ფორმა და შეფუთვა
- 0.5მლ (1 დოზა) გრიპის საწინააღმდეგო სამვალენტიანი ინაქტივირებული სპლიტ-ვაქცინა ი.მ. და კანქვეშ შესაყვანი საინექციო სუსპენზიის სახით წინასწარ შევსებული შპრიცი №1 ნემსით
- მწარმოებელი
- Sanofi Winthrop Industrie (Marcy L’etoile), საფრანგეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ვაქცინები, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინები
- ATC კოდი
- J07BB02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-045997
- რეგისტრირებულია
- 24 ივლისი 2026, მოქმედებს 6 ივლისი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Sanofi Winthrop Industrie (საფრანგეთი)
- განმცხადებელი
- შპს „ფაინენშლ ჩეინ კორპორეიშნ“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ვაქსიგრიპი — ინსტრუქცია ქართულად
მიღების წესი და დოზირება
მოზრდილები იღებენ ერთ 0.5 მლ დოზას.
გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში
6 თვიდან 17 წლამდე ასაკის ბავშვები იღებენ ერთ 0.5 მლ დოზას.
თუ თქვენი ბავშვი 9 წელზე უმცროსი ასაკისაა და ადრე არ ჩატარებია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, 0.5 მლ მეორე დოზის გამოყენება უნდა მოხდეს მინიმუმ 4 კვირის შემდეგ.
თუ ხართ ორსულად, ორსულობის პერიოდში მიღებულმა ერთმა 0.5 მლ დოზამ შეიძლება დაიცვას თქვენი ბავშვი დაბადებიდან თითქმის 6 თვის ასაკამდე. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
როგორ შეიყვანება ვაქსიგრიპი
თქვენი ექიმი ან მედდა ვაქცინის რეკომენდებულ დოზას ინექციის სახით შეიყვანს კუნთში ან კანქვეშ.
თუ თქვენ ან თქვენმა ბავშვმა მიიღეთ საჭიროზე მეტი ვაქსიგრიპი
ზოგ შემთხვევაში, შემთხვევით იქნა შეყვანილი რეკომენდებულზე მაღალი დოზა.
ასეთ შემთხვევებში, როდესაც შეტყობინებული იქნა გვერდითი ეფექტები, ინფორმაცია შეესაბამებოდა ინფორმაციას, რომელიც აღწერილი იყო რეკომენდებული დოზის შეყვანის შემდეგ (იხ. პარაგრაფი 4).
ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
თუ თქვენ ან თქვენი ბავშვი ხართ ალერგიული:
აქტიურ ნივთიერებაზე ან
ამ ვაქცინის ნებისმიერ სხვა ინგრედიენტზე (მითითებულია მე-6 პარაგრაფში), ან
ნებისმიერ კომპონენტზე, რომელიც შეიძლება ძალიან მცირე რაოდენობით იყოს წარმოდგენილი, როგორიცაა კვერცხი (ოვალბუმინი ან ქათმის ცილები), ნეომიცინი, ფორმალდეჰიდი ან ოქტოქსინოლი-9.
სიფრთხილის ზომები
ვაქსიგრიპის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ვაქცინაციამდე უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს, თუ თქვენ ან თქვენს ბავშვს აღგენიშნებათ:
სუსტი იმუნური პასუხი (იმუნოდეფიციტი, ან იმუნურ სისტემაზე მოქმედი მედიკამენტების მიღება),
სისხლდენის პრობლემები ან სისხლჩაქცევების ადვილად განვითარება.
თუ თქვენ ან თქვენს ბავშვს აქვს მწვავე დაავადება ცხელებით, ვაქცინაცია უნდა გადაიდოს ცხელების ალაგებამდე.
თქვენი ექიმი გადაწყვეტს, უნდა მიიღოთ თუ არა თქვენ ან თქვენმა ბავშვმა ვაქცინა.
ნემსით ნებისმიერი ინექციის შემდეგ, ან ინექციამდეც კი, შეიძლება განვითარდეს გულის წასვლა (ძირითადად მოზარდებში).
აქედან გამომდნარე, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ექთანს, თუ წინა ინექციის დროს თქვენ ან თქვენს ბავშვს აღგენიშნათ გულის წასვლის ეპიზოდი.
როგორც ყველა ვაქცინამ, ვაქსიგრიპმა შეიძლება სრულად არ დაიცვას ყველა ვაქცინირებული პირი.
შეიძლება არ იყოს დაცული 6 თვეზე უმცროსი ასაკის ყველა ბავშვი, რომელიც დაიბადა ორსულობის პერიოდში ვაქცინირებული ქალისგან.
ბავშები
ვაქსიგრიპის გამოყენება არ არის რეკომენდებული 6 თვემდე ასაკის ბავშვებში.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ ან თქვენი ბავშვი იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება მიგეღოთ ნებისმიერი სხვა ვაქცინა ან მედიკამენტი.
ვაქსიგრიპის გამოყენება შეიძლება სხვა ვაქცინებთან ერთად, ცალკე საინექციო ადგილების გამოყენებით.
იმუნოლოგიური პასუხი შეიძლება დაქვეითდეს იმუნოსუპრესიული მკურნალობის შემთხვევაში, როგორიცაა კორტიკოსტეროიდები, ციტოტოქსიკური პრეპარატები ან რადიოთერაპია.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ორსულად ხართ ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად, ამ მედიკამენტის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ვაქსიგრიპის გამოყენება შესაძლებელია ორსულობის ყველა ეტაპზე.
ვაქსიგრიპის გამოყენება შეიძლება ძუძუთი კვების პერიოდში.
თქვენი ექიმი ან ფარმაცევტი გადაწყვეტს, უნდა მიიღოთ თუ არა ვაქსიგრიპი.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმების გამოყენება
ვაქსიგრიპი არ მოქმედებს ან უმნიშვნელო გავლენას ახდენს სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე.
ვაქსიგრიპი შეიცავს კალიუმს და ნატრიუმს
ამ მედიკამენტის ერთი დოზა შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ კალიუმს (39 მგ) და ნატრიუმს (23 მგ), ანუ ფაქტობრივად კალიუმისგან და ნატრიუმისგან თავისუფალია.
როგორ გამოიყენება ვაქსიგრიპი
გვერდითი მოვლენები
როგორ ინახება ვაქსიგრიპი
შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
რა არის ვაქსიგრიპი და რისთვის გამოიყენება
ვაქსიგრიპი არის ვაქცინა.
ეს ვაქცინა, რომელიც გიკეთდებათ თქვენ ან თქვენს ბავშვს 6 თვის ასაკიდან, გეხმარებათ გრიპისგან დაცვაში.
როდესაც პირი იღებს ვაქსიგრიპის ვაქცინას, იმუნური სისტემა (ორგანიზმის ბუნებრივი დამცავი სისტემა) წარმოქმნის საკუთარ დაცვას (ანტისხეულები) დაავადების წინააღმდეგ. ორსულობის პერიოდში შეყვანისას ვაქცინა ეხმარება ორსულს დაცვაში, და ასევე, ეხმარება მისი ბავშვის დაცვაში დაბადებიდან თითქმის 6 თვის ასაკამდე, ორსულობის დროს დედიდან ბავშვზე დაცვის გადასვლის გამო (ასევე, იხ. პარაგრაფები 2 და 3).
ვაქცინის არც ერთ ინგრედიენტს არ შეუძლია გრიპის გამოწვევა.
ვაქსიგრიპი გამოიყენება ოფიციალური რეკომენდაციების შესაბამისად.
გრიპი არის დაავადება, რომელიც შეიძლება სწრაფად გავრცელდეს და გამოწვეულია სხვადასხვა ტიპის შტამებით, რომლებსაც ყოველ წელს შეცვლა შეუძლიათ. ყოველწლიურად მოცირკულირე შტამების ამ შესაძლო ცვლილების, ასევე ვაქცინის მოსალოდნელი დაცვის ხანგრძლივობის გამო, ვაქცინაციის ჩატარება რეკომენდებულია ყოველწლიურად. გრიპით დაავადების რისკი ყველაზე მაღალია ცივ თვეებში, ოქტომბრიდან მარტამდე. თუ თქვენ ან თქვენს ბავშვს ვაქცინაცია არ გაგიკეთებიათ შემოდგომაზე, კვლავ შესაძლებელია გაზაფხულამდე ვაქცინაცია, რადგან მანამდე არსებობს გრიპით დაავადების რისკი. თქვენი ექიმი შეგირჩევთ ვაქცინაციისთვის საუკეთესო დროს.
ვაქსიგრიპი განკუთვნილია თქვენი და თქვენი ბავშვის დაცვისთვის ვაქცინაში შემცველი ვირუსის სამი შტამისგან, ინექციიდან დაახლოებით 2-3 კვირის შემდეგ.
გარდა ამისა, ვინაიდან გრიპის საინკუბაციო პერიოდი რამდენიმე დღეს შეადგენს, თუ თქვენ ან თქვენი ბავშვი გრიპისადმი ექსპოზირებულნი ხართ უშუალოდ ვაქცინაციამდე ან ვაქცინაციისთანავე, შეიძლება მაინც დაავადდეთ.
ვაქცინა თქვენ ან თქვენს ბავშვს არ დაგიცავთ ჩვეულებრივი გაციებისგან, მიუხედავად იმისა, რომ მისი ზოგი სიმპტომი გრიპის მსგავსია.
რა უნდა იცოდეთ სანამ თქვენ ან თქვენი ბავშვი გამოიყენებთ ვაქსიგრიპს
რათა დარწმუნდეთ, რომ ვაქსიგრიპი შესაფერისია თქვენთვის ან თქვენი ბავშვისთვის, მნიშვნელოვანია აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ გეხებათ რომელიმე ქვემოთ აღნიშნული პუნქტი.
თუ რაიმეს ვერ გაიგებთ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებებია: შემდეგი შტამების* გრიპის ვირუსი (გახლეჩილი, ინაქტივირებული):
A/Missouri/11/2025 (H1N1)pdm09 – მსგავსი შტამი
(A/Switzerland/6849/2025, IVR-278) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 15 მიკროგრამი HA**
A/Darwin/1454/2025 (H3N2) – მსგავსი შტამი
(A/Michigan/105/2025, SAN-049A) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 15 მიკროგრამი HA**
B/Tokyo/EIS13-175/2025 – მსგავსი შტამი
(B/ Tokyo/EIS13-175/2025, ველური ტიპი) . . . . . . . . . . . . . . . . . 15 მიკროგრამი HA**
- 5 მლ დოზაზე
გამრავლებული განაყოფიერებული ქათმის კვერცხში ჯანმრთელი ქათმის ფერმიდან
ჰემაგლუტინინი
ეს ვაქცინა შეესაბამება ჯანმოს (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია) რეკომენდაციებს (ჩრდილოეთ ნახევარსფერო) და ევროსაბჭოს გადაწყვეტილებას 2026/2027 სეზონისთვის.
სხვა ინგრედიენტებია: ნატრიუმის ქლორიდის, დინატრიუმის ფოსფატ დიჰიდრატის, კალიუმის დიწყალბად ფოსფატის, კალიუმის ქლორიდის და საინექციო წყლის შემცველი ბუფერული ხსნარი.
ზოგიერთი კომპონენტი, როგორიცაა კვერცხი (ოვალბუმინი, ქათმის ცილა), ნეომიცინი, ფორმალდეჰიდი ან ოქტოქსინოლი-9, შეიძლება წარმოდგენილი იყოს ძალიან მცირე რაოდენობით (იხ. პარაგრაფი 2).
ვაქსიგრიპის აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა
მსუბუქად შენჯღრევის შემდეგ ვაქცინა არის უფერო ოპალესცენტური სითხე.
ვაქსგრიპი არის 0.5 მლ საინექციო სუსპენზია წინასწარ შევსებულ შპრიცში, მიმაგრებული ნემსით, ცალკე ნემსით ან ნემსის გარეშე, კოლოფებში 1 ან 10.
შეიძლება, ბაზარზე ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს წარმოდგენილი.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
სანოფი უინზროპ ინდასთრი
რასპაის გამზირი 82 - 94250 ჟანტიი, საფრანგეთი
ამ ჩანართის ბოლო რედაქტირების თარიღი: 08/2026
შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ ჯანდაცვის სპეციალისტებისთვის:
როგორც ყველა საინექციო ვაქცინის შემთხვევაში, ყოველთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს შესაბამისი სამკურნალო საშუალებები და ზედამხედველობა ვაქცინის გამოყენების შემდეგ ანაფილაქსიური რეაქციის განვითარების შემთხვევაში.
გამოყენებამდე ვაქცინამ უნდა მიაღწიოს ოთახის ტემპერატურას.
გამოყენებამდე შეანჯღრიეთ. შეამოწმეთ ვიზუალურად შეყვანის წინ.
ვაქცინა არ უნდა გამოიყენონ სუსპენზიაში უცხო ნაწილაკების არსებობის შემთხვევაში.
არ შეიძლება ერთ შპრიცში სხვა სამედიცინო პროდუქტებთან ერთად შერევა.
ვაქცინის ინექცია არ უნდა მოხდეს უშუალოდ სისხლძარღვში.
აგრეთვე იხ. პარაგრაფი 3. როგორ გამოიყენება ვაქსიგრიპი.
სანოფი
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია
შეფუთვის ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისათვის
ვაქსიგრიპი® საინექციო სუსპენზია წინასწარ შევსებულ შპრიცში
გრიპის ტრივალენტური ვაქცინა (გახლეჩილი ვირიონი, ინაქტივირებული)
2026/2027 სეზონი
თქვენი ან თქვენი ბავშვის ვაქცინაციამდე ყურადღებით წაიკითხეთ სრული ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს ჩანართი. შეიძლება, დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.
ეს ვაქცინა დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ ან თქვენს ბავშვს. არ გადასცეთ ის სხვა პირებს.
თუ თქვენ ან თქვენს ბავშვს აღენიშნება ნებისმიერი გვერდითი მოქმედება, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, რომელიც ამ ჩანართში ჩამოთვლილი არ არის. იხ. პარაგრაფი 4.
რა არის მოცემული ამ ჩანართში
რა არის ვაქსიგრიპი და რისთვის გამოიყენება
რა უნდა იცოდეთ სანამ თქვენ ან თქვენი ბავშვი გამოიყენებთ ვაქსიგრიპს
როგორ გამოიყენება ვაქსიგრიპი
შესაძლო გვერდითი მოქმედება
როგორ ინახება ვაქსიგრიპი
შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
რა არის ვაქსიგრიპი და რისთვის გამოიყენება
ვაქსიგრიპი არის ვაქცინა.
ეს ვაქცინა, რომელიც გიკეთდებათ თქვენ ან თქვენს ბავშვს 6 თვის ასაკიდან, გეხმარებათ გრიპისგან დაცვაში.
როდესაც პირი იღებს ვაქსიგრიპის ვაქცინას, იმუნური სისტემა (ორგანიზმის ბუნებრივი დამცავი სისტემა) წარმოქმნის საკუთარ დაცვას (ანტისხეულები) დაავადების წინააღმდეგ. ორსულობის პერიოდში შეყვანისას ვაქცინა ეხმარება ორსულს დაცვაში, და ასევე, ეხმარება მისი ბავშვის დაცვაში დაბადებიდან თითქმის 6 თვის ასაკამდე, ორსულობის დროს დედიდან ბავშვზე დაცვის გადასვლის გამო (ასევე, იხ. პარაგრაფები 2 და 3).
ვაქცინის არც ერთ ინგრედიენტს არ შეუძლია გრიპის გამოწვევა.
ვაქსიგრიპი გამოიყენება ოფიციალური რეკომენდაციების შესაბამისად.
გრიპი არის დაავადება, რომელიც შეიძლება სწრაფად გავრცელდეს და გამოწვეულია სხვადასხვა ტიპის შტამებით, რომლებსაც ყოველ წელს შეცვლა შეუძლიათ. ყოველწლიურად მოცირკულირე შტამების ამ შესაძლო ცვლილების, ასევე ვაქცინის მოსალოდნელი დაცვის ხანგრძლივობის გამო, ვაქცინაციის ჩატარება რეკომენდებულია ყოველწლიურად. გრიპით დაავადების რისკი ყველაზე მაღალია ცივ თვეებში, ოქტომბრიდან მარტამდე. თუ თქვენ ან თქვენს ბავშვს ვაქცინაცია არ გაგიკეთებიათ შემოდგომაზე, კვლავ შესაძლებელია გაზაფხულამდე ვაქცინაცია, რადგან მანამდე არსებობს გრიპით დაავადების რისკი. თქვენი ექიმი შეგირჩევთ ვაქცინაციისთვის საუკეთესო დროს.
ვაქსიგრიპი განკუთვნილია თქვენი და თქვენი ბავშვის დაცვისთვის ვაქცინაში შემცველი ვირუსის სამი შტამისგან, ინექციიდან დაახლოებით 2-3 კვირის შემდეგ.
გარდა ამისა, ვინაიდან გრიპის საინკუბაციო პერიოდი რამდენიმე დღეს შეადგენს, თუ თქვენ ან თქვენი ბავშვი გრიპისადმი ექსპოზირებულნი ხართ უშუალოდ ვაქცინაციამდე ან ვაქცინაციისთანავე, შეიძლება მაინც დაავადდეთ.
ვაქცინა თქვენ ან თქვენს ბავშვს არ დაგიცავთ ჩვეულებრივი გაციებისგან, მიუხედავად იმისა, რომ მისი ზოგი სიმპტომი გრიპის მსგავსია.
რა უნდა იცოდეთ სანამ თქვენ ან თქვენი ბავშვი გამოიყენებთ ვაქსიგრიპს
რათა დარწმუნდეთ, რომ ვაქსიგრიპი შესაფერისია თქვენთვის ან თქვენი ბავშვისთვის, მნიშვნელოვანია აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ გეხებათ რომელიმე ქვემოთ აღნიშნული პუნქტი.
თუ რაიმეს ვერ გაიგებთ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
არ გამოიყენოთ ვაქსიგრიპი:
თუ თქვენ ან თქვენი ბავშვი ხართ ალერგიული:
აქტიურ ნივთიერებაზე ან
ამ ვაქცინის ნებისმიერ სხვა ინგრედიენტზე (მითითებულია მე-6 პარაგრაფში), ან
ნებისმიერ კომპონენტზე, რომელიც შეიძლება ძალიან მცირე რაოდენობით იყოს წარმოდგენილი, როგორიცაა კვერცხი (ოვალბუმინი ან ქათმის ცილები), ნეომიცინი, ფორმალდეჰიდი ან ოქტოქსინოლი-9.
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
ვაქსიგრიპის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ვაქცინაციამდე უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს, თუ თქვენ ან თქვენს ბავშვს აღგენიშნებათ:
სუსტი იმუნური პასუხი (იმუნოდეფიციტი, ან იმუნურ სისტემაზე მოქმედი მედიკამენტების მიღება),
სისხლდენის პრობლემები ან სისხლჩაქცევების ადვილად განვითარება.
თუ თქვენ ან თქვენს ბავშვს აქვს მწვავე დაავადება ცხელებით, ვაქცინაცია უნდა გადაიდოს ცხელების ალაგებამდე.
თქვენი ექიმი გადაწყვეტს, უნდა მიიღოთ თუ არა თქვენ ან თქვენმა ბავშვმა ვაქცინა.
ნემსით ნებისმიერი ინექციის შემდეგ, ან ინექციამდეც კი, შეიძლება განვითარდეს გულის წასვლა (ძირითადად მოზარდებში).
აქედან გამომდნარე, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ექთანს, თუ წინა ინექციის დროს თქვენ ან თქვენს ბავშვს აღგენიშნათ გულის წასვლის ეპიზოდი.
როგორც ყველა ვაქცინამ, ვაქსიგრიპმა შეიძლება სრულად არ დაიცვას ყველა ვაქცინირებული პირი.
შეიძლება არ იყოს დაცული 6 თვეზე უმცროსი ასაკის ყველა ბავშვი, რომელიც დაიბადა ორსულობის პერიოდში ვაქცინირებული ქალისგან.
ბავშები
ვაქსიგრიპის გამოყენება არ არის რეკომენდებული 6 თვემდე ასაკის ბავშვებში.
სხვა მედიკამენტები და ვაქსიგრიპი
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ ან თქვენი ბავშვი იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება მიგეღოთ ნებისმიერი სხვა ვაქცინა ან მედიკამენტი.
ვაქსიგრიპის გამოყენება შეიძლება სხვა ვაქცინებთან ერთად, ცალკე საინექციო ადგილების გამოყენებით.
იმუნოლოგიური პასუხი შეიძლება დაქვეითდეს იმუნოსუპრესიული მკურნალობის შემთხვევაში, როგორიცაა კორტიკოსტეროიდები, ციტოტოქსიკური პრეპარატები ან რადიოთერაპია.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ორსულად ხართ ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად, ამ მედიკამენტის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ვაქსიგრიპის გამოყენება შესაძლებელია ორსულობის ყველა ეტაპზე.
ვაქსიგრიპის გამოყენება შეიძლება ძუძუთი კვების პერიოდში.
თქვენი ექიმი ან ფარმაცევტი გადაწყვეტს, უნდა მიიღოთ თუ არა ვაქსიგრიპი.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმების გამოყენება
ვაქსიგრიპი არ მოქმედებს ან უმნიშვნელო გავლენას ახდენს სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე.
ვაქსიგრიპი შეიცავს კალიუმს და ნატრიუმს
ამ მედიკამენტის ერთი დოზა შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ კალიუმს (39 მგ) და ნატრიუმს (23 მგ), ანუ ფაქტობრივად კალიუმისგან და ნატრიუმისგან თავისუფალია.
როგორ გამოიყენება ვაქსიგრიპი
დოზირება
მოზრდილები იღებენ ერთ 0.5 მლ დოზას.
გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში
6 თვიდან 17 წლამდე ასაკის ბავშვები იღებენ ერთ 0.5 მლ დოზას.
თუ თქვენი ბავშვი 9 წელზე უმცროსი ასაკისაა და ადრე არ ჩატარებია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, 0.5 მლ მეორე დოზის გამოყენება უნდა მოხდეს მინიმუმ 4 კვირის შემდეგ.
თუ ხართ ორსულად, ორსულობის პერიოდში მიღებულმა ერთმა 0.5 მლ დოზამ შეიძლება დაიცვას თქვენი ბავშვი დაბადებიდან თითქმის 6 თვის ასაკამდე. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
როგორ შეიყვანება ვაქსიგრიპი
თქვენი ექიმი ან მედდა ვაქცინის რეკომენდებულ დოზას ინექციის სახით შეიყვანს კუნთში ან კანქვეშ.
თუ თქვენ ან თქვენმა ბავშვმა მიიღეთ საჭიროზე მეტი ვაქსიგრიპი
ზოგ შემთხვევაში, შემთხვევით იქნა შეყვანილი რეკომენდებულზე მაღალი დოზა.
ასეთ შემთხვევებში, როდესაც შეტყობინებული იქნა გვერდითი ეფექტები, ინფორმაცია შეესაბამებოდა ინფორმაციას, რომელიც აღწერილი იყო რეკომენდებული დოზის შეყვანის შემდეგ (იხ. პარაგრაფი 4).
ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
შესაძლო გვერდითი მოქმედება
როგორც ყველა მედიკამენტმა, ამ ვაქცინამაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის ყველას არ უვითარდება.
თუ აღგენიშნებათ ალერგიული რეაქცია, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ჯანდაცვის სპეციალისტს, ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტს.
ალერგიული რეაქციები
ისინი შეიძლება განვითარდეს ვაქცინის შეყვანისთანავე და შეიძლება საფრთხეს წარმოადგენდეს სიცოცხლისთვის.
სიმპტომები შეიძლება იყოს:
გამონაყარი, ქავილი, სუნთქვის გაძნელება, ქოშინი, სახის, ტუჩების, ყელის ან ენის შეშუპება, დაბალი არტერიული წნევა, სწრაფი გულისცემა და სუსტი პულსი, ცივი, წებოვანი კანი, თავბრუსხვევა, სისუსტე ან გონების დაკარგვა (ანაფილაქსიური რეაქცია, ანგიონევროზული შეშუპება, შოკი).
სხვა სიმპტომები შეიძლება იყოს:
კანის წითელი, შესიებული და დამსკდარი უბნები ქავილის თანხლებით (ატოპიური დერმატიტი), სახის გაწითლება ან სითბოს შეგრძნება, წამოხურება, სისხლი თვალის თეთრ გარსში (თვალის ჰიპერემია), თვალების გაწითლება და გაღიზიანება (კონიუნქტივიტი), ყელის გაღიზიანება, ყელის ტკივილი, გაღიზიანება ცხვირის შიგნით, სურდო, ცემინება, ცხვირის, წიაღების ან ყელის დახშობა, პირის არეში დაბუჟება ან ჩხვლეტის შეგრძნება (ორალური პარესთეზია), გამონაყარი პირის ღრუში (ორალური გამონაყარი), ასთმა.
ეს ალერგიული რეაქციები დაფიქსირდა არც ისე ხშირად (შეიძლება აღენიშნოს 100-დან არაუმეტეს 1 ადამიანს) და იშვიათად (შეიძლება აღენიშნოს 1000-დან არაუმეტეს 1 ადამიანს).
დამატებითი გვერდითი მოქმედება მოზრდილებსა და ხანდაზმულებში
ძალიან ხშირი (შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს)
თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, ზოგადად შეუძლოდ ყოფნა (სისუსტე)(1), ტკივილი ინექციის ადგილზე
(1) ხშირია ხანდაზმულებში
ხშირი (შეიძლება აღენიშნოს 10-დან არაუმეტეს 1 ადამიანს)
ცხელება(2), კანკალი, რეაქციები ინექციის ადგილზე: სიწითლე (ერითემა), გამაგრება (ინდურაცია), შეშუპება
(2) არც ისე ხშირია ხანდაზმულებში
არც ისე ხშირი (შეიძლება აღენიშნოს 100-დან არაუმეტეს 1 ადამიანს)
კისრის, იღლიის ან საზარდულის ჯირკვლების შეშუპება (ლიმფადენოპათია)(3), უჩვეულო სისუსტე(3), დაღლილობა, ძილიანობა(4), თავბრუსხვევა(4), მომატებული ოფლიანობა (ჰიპერჰიდროზი)(3), სახსრების ტკივილი(1), დიარეა, სისუსტის შეგრძნება (გულისრევა), რეაქციები ინექციის ადგილზე: სისხლჩაქცევა, ქავილი, გათბობა(1), დისკომფორტი
(3) იშვიათია ხანდაზმულებში (4) იშვიათია მოზრდილებში
იშვიათი (შეიძლება აღენიშნოს 1,000-დან არაუმეტეს 1 ადამიანს)
დაბუჟების ან ჩხვლეტის შეგრძნება (პარესთეზია), ღებინება, მადის დაქვეითება, გრიპის მსგავსი დაავადება
მგრძნობელობის დაქვეითება (ჰიპესთეზია), ტკივილი მუცლის არეში, ალერგია ინექციის ადგილზე: აღინიშნება მხოლოდ მოზრდილებში
ინექციის ადგილზე კანის აქერცვლა (ექსფოლიაცია): აღინიშნება მხოლოდ ხანდაზმულებში
დამატებითი გვერდითი მოქმედება 3-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებში
ძალიან ხშირი (შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს)
თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, ზოგადად შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება, კანკალი, რეაქციები ინექციის ადგილზე: ტკივილი, სიწითლე, შეშუპება, გამაგრება(5)
(5) ხშირია 9-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ხშირი (შეიძლება აღენიშნოს 10-დან არაუმეტეს 1 ადამიანს)
ცხელება, სისხლჩაქცევები ინექციის ადგილზე
არც ისე ხშირი (შეიძლება აღენიშნოს 100-დან არაუმეტეს 1 ადამიანს)
დაღლილობა, თავბრუსხვევა, დიარეა, რეაქციები ინექციის ადგილზე, ქავილი სითბო
კისრის, იღლიის ან საზარდულის ჯირკვლების შეშუპება, ტკივილი მუცლის არეში, ღებინება, მოუსვენრობა, კვნესა, ტკივილი სახსრებში, ტირილი: აღინიშნება მხოლოდ 3-დან 8 წლამდე ასაკის ბავშვებში.
სისხლის გარკვეული კომპონენტების, სახელწოდებით თრომბოციტების, რაოდენობის შემცირება; მათი დაბალი რაოდენობა შეიძლება იწვევდეს ძლიერ სისხლჩაქცევებს ან სისხლდენას (თრომბოციტოპენია): აღინიშნება მხოლოდ 3 წლის ასაკის ბავშვებში.
უჩვეულო სისუსტე, დისკომფორტი ინექციის ადგილზე: აღინიშნება მხოლოდ 9-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებში.
დამატებითი გვერდითი მოქმედება 6-დან 35 თვემდე ასაკის ბავშვებში
ძალიან ხშირი (შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს)
გაღიზიანებადობა(6), ღებინება(7), კუნთების ტკივილი(8), ზოგადად შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება(8), ცხელება, მადის დაქვეითება(6), რეაქციები ინექციის ადგილზე: მტკივნეულობა, სიწითლე
უჩვეულო ტირილი, ძილიანობა: აღინიშნა მხოლოდ 24 თვემდე ასაკის ბავშვებში
თავის ტკივილი: აღინიშნა 24 თვის და უფროსი ასაკის ბავშვებში
(6) იშვიათია 24-დან 35 თვემდე ასაკის ბავშვებში.
(7) არც ისე ხშირია 24-დან 35 თვემდე ასაკის ბავშვებში.
(8) იშვიათია 6-დან 23 თვემდე ასაკის ბავშვებში.
ხშირი (შეიძლება აღენიშნოს 10-დან არაუმეტეს 1 ადამიანს)
დიარეა, რეაქციები ინექციის ადგილზე: გამაგრება (ინდურაცია), სისხლჩაქცევა, შეშუპება
კანკალი: აღინიშნება მხოლოდ 24 თვის და უფროსი ასაკის ბავშვებში.
იშვიათი (შეიძლება აღენიშნოს 1000-დან არაუმეტეს 1 ადამიანს)
გრიპის მსგავსი დაავადება, რეაქციები ინექციის ადგილზე: ქავილი, გამონაყარი.
6 თვიდან 8 წლამდე ასაკის ბავშვებში, რომლებმაც მიიღეს 2 დოზა, გვერდითი მოქმედება მსგავსია პირველის დოზის და მეორე დოზის შემდეგ განვითარებულისა. შეიძლება აღინიშნოს უფრო ნაკლები გვერდითი მოქმედება მეორე დოზის შემდეგ 6-დან 35 თვემდე ასაკის ბავშვებში.
უმრავლესი გვერდითი მოქმედება ჩვეულებრივ აღინიშნა ვაქცინაციიდან 3 დღის განმავლობაში და გაქრა 3 დღეში მკურნალობის გარეშე. ამ გვერდითი მოქმედების უმრავლესობის ინტენსივობა იყო მსუბუქი და ზომიერი.
შემდეგი გვერდითი მოქმედების სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე შეფასება შეუძლებელია) მთლიან პოპულაციაში, გარდა იმ პოპულაციებისა, რომელთათვისაც გვერდითი მოქმედება ზემოთ არის აღწერილი:
კისრის, იღლიის ან საზარდულის ჯირკვლების შეშუპება
დაბუჟება ან ჩხვლეტის შეგრძნება (პარესთეზია), ნერვის გასწვრივ ლოკალიზებული ტკივილი (ნევრალგია)(9), კრუნჩხვები (კონვულსიები), ნევროლოგიური დარღვევები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს კისრის დაჭიმულობა, კონფუზია, კიდურების დაბუჟება, ტკივილი და სისუსტე, წონასწორობის დაკარგვა, რეფლექსების დაკარგვა, სხეულის ნაწილის ან მთელი სხეულის დამბლა (ენცეფალომიელიტი, ნევრიტი(9) და გიენ-ბარეს სინდრომი(9))
სისხლძარღვების ანთება (ვასკულიტი), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კანის გამონაყარი და ძალიან იშვიათ შემთხვევებში - თირკმლის დროებითი პრობლემები
სისხლის ზოგიერთი კომპონენტის, სახელწოდებით თრომბოციტების, რაოდენობის დროებითი შემცირება; მათი დაბალი რაოდენობა შეიძლება იწვევდეს ძლიერ სისხლჩაქცევებს ან სისხლდენას (დროებითი თრომბოციტოპენია).
(9) არ არის აღწერილი 6-დან 35 თვემდე ასაკის ბავშვებში.
გვერდითი მოქმედების შეტყობინება
თუ თქვენ ან თქვენს ბავშვს აღგენიშნებათ ნებისმიერი გვერდითი მოქმედება, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, რომელიც ამ ჩანართში ჩამოთვლილი არ არის.
გვერდითი მოქმედების შეტყობინებით შეგიძლიათ დახმარება ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.
როგორ ინახება ვაქსიგრიპი
ვაქცინა შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ეს ვაქცინა არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე წარწერა “ვარგისია”-ს შემდეგ. ვარგისობის ვადა აღნიშნავს მითითებული თვის ბოლო დღეს.
შეინახეთ მაცივარში (2°C – 8°C). არ გაყინოთ. სინათლისგან დაცვის მიზნით შპრიცი შეინახეთ გარე კოლოფში.
მედიკამენტები არ გადააგდოთ ნარჩენ წყალთან ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად. არასაჭირო მედიკამენტების უტილიზაციასთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ვაქსიგრიპი
აქტიური ნივთიერებებია: შემდეგი შტამების* გრიპის ვირუსი (გახლეჩილი, ინაქტივირებული):
A/Missouri/11/2025 (H1N1)pdm09 – მსგავსი შტამი
(A/Switzerland/6849/2025, IVR-278) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 15 მიკროგრამი HA**
A/Darwin/1454/2025 (H3N2) – მსგავსი შტამი
(A/Michigan/105/2025, SAN-049A) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 15 მიკროგრამი HA**
B/Tokyo/EIS13-175/2025 – მსგავსი შტამი
(B/ Tokyo/EIS13-175/2025, ველური ტიპი) . . . . . . . . . . . . . . . . . 15 მიკროგრამი HA**
- 5 მლ დოზაზე
გამრავლებული განაყოფიერებული ქათმის კვერცხში ჯანმრთელი ქათმის ფერმიდან
ჰემაგლუტინინი
ეს ვაქცინა შეესაბამება ჯანმოს (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია) რეკომენდაციებს (ჩრდილოეთ ნახევარსფერო) და ევროსაბჭოს გადაწყვეტილებას 2026/2027 სეზონისთვის.
სხვა ინგრედიენტებია: ნატრიუმის ქლორიდის, დინატრიუმის ფოსფატ დიჰიდრატის, კალიუმის დიწყალბად ფოსფატის, კალიუმის ქლორიდის და საინექციო წყლის შემცველი ბუფერული ხსნარი.
ზოგიერთი კომპონენტი, როგორიცაა კვერცხი (ოვალბუმინი, ქათმის ცილა), ნეომიცინი, ფორმალდეჰიდი ან ოქტოქსინოლი-9, შეიძლება წარმოდგენილი იყოს ძალიან მცირე რაოდენობით (იხ. პარაგრაფი 2).
ვაქსიგრიპის აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა
მსუბუქად შენჯღრევის შემდეგ ვაქცინა არის უფერო ოპალესცენტური სითხე.
ვაქსგრიპი არის 0.5 მლ საინექციო სუსპენზია წინასწარ შევსებულ შპრიცში, მიმაგრებული ნემსით, ცალკე ნემსით ან ნემსის გარეშე, კოლოფებში 1 ან 10.
შეიძლება, ბაზარზე ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს წარმოდგენილი.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
სანოფი უინზროპ ინდასთრი
რასპაის გამზირი 82 - 94250 ჟანტიი, საფრანგეთი
ამ ჩანართის ბოლო რედაქტირების თარიღი: 08/2026
შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ ჯანდაცვის სპეციალისტებისთვის:
როგორც ყველა საინექციო ვაქცინის შემთხვევაში, ყოველთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს შესაბამისი სამკურნალო საშუალებები და ზედამხედველობა ვაქცინის გამოყენების შემდეგ ანაფილაქსიური რეაქციის განვითარების შემთხვევაში.
გამოყენებამდე ვაქცინამ უნდა მიაღწიოს ოთახის ტემპერატურას.
გამოყენებამდე შეანჯღრიეთ. შეამოწმეთ ვიზუალურად შეყვანის წინ.
ვაქცინა არ უნდა გამოიყენონ სუსპენზიაში უცხო ნაწილაკების არსებობის შემთხვევაში.
არ შეიძლება ერთ შპრიცში სხვა სამედიცინო პროდუქტებთან ერთად შერევა.
ვაქცინის ინექცია არ უნდა მოხდეს უშუალოდ სისხლძარღვში.
აგრეთვე იხ. პარაგრაფი 3. როგორ გამოიყენება ვაქსიგრიპი.
სანოფი
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.


