ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
კარდიალური თერაპია

დომისინი MR 35მგ

DOMISIN MR 35mg

ურეცეპტოდინსტრუქცია ქართულადუკრაინა
მოქმედი ნივთიერება
ტრიმეტაზიდინი (trimetazidine)
ფორმა და შეფუთვა
35მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №60 (6X10)
მწარმოებელი
LLC „Pharma Start“, უკრაინა
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
კარდიალური თერაპია, კარდიალური სხვა პრეპარატები
ATC კოდი
C01EB15
რეგისტრაციის ნომერი
რ-045947
რეგისტრირებულია
9 ივლისი 2026, მოქმედებს 9 ივლისი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
LLC „Acino Ukraine“ (უკრაინა)
განმცხადებელი
სს ასინო ფარმა ეი ჯი-ს (შვეიცარიის კონფედერაცია) წარმომადგენლობა საქართველოში
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებადომისინი MR 35მგ და სხვა წამალი ერთად

დომისინი MR 35მგ — ინსტრუქცია ქართულად

ჭარბი დოზა

ტრიმეტაზიდინის დოზის გადაჭარბების შესახებ მონაცემების რაოდენობა შეზღუდულია. მკურნალობა სიმპტომურია.

გამოყენების თავისებურებები. პრეპარატი არ გამოიყენება სტენოკარდიული შეტევების კუპირებისთვის. ის არ უნდა დაინიშნოს არასტაბილური სტენოკარდიის ან მიოკარდიუმის ინფარქტის დროს პირველადი თერაპიის სახით პრეჰოსპიტალურ ეტაპზე ან ჰოსპიტალიზაციის პირველ დღეებში.

არასტაბილური სტენოკარდიის შეტევის განვითარებისას მიმდინარე თერაპიის ფონზე, აუცილებელია ავადმყოფობის მიმდინარეობის გადახედვა და პაციენტის მკურნალობის კორექტირება (მედიკამენტური მკურნალობა და რევასკულარიზაციის შესაძლებლობა).

ტრიმეტაზიდინმა შეიძლება გამოიწვიოს ან გააუარესოს პარკინსონიზმის სიმპტომები (ტრემორი, აკინეზია, კუნთების ჰიპერტონუსი), რომლებიც რეგულარულად უნდა შემოწმდეს, განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკის პაციენტებში. საეჭვო შემთხვევებში პაციენტები უნდა გაიგზავნოს ნევროპათოლოგთან შესაბამისი გამოკვლევების ჩასატარებლად.

მოტორული დარღვევების გაჩენისას, როგორიცაა პარკინსონიზმის სიმპტომები, ტრემორი, „მოუსვენარი ფეხების“ სინდრომი, არამდგრადი სიარული, პრეპარატი უნდა მოიხსნას. მოტორული დარღვევების განვითარების სიხშირე დაბალია. ზოგადად, ისინი შექცევადი ხასიათისაა, უმეტესობა პაციენტებში უკუგანვითარდება ტრიმეტაზიდინის მიღების შეწყვეტიდან 4 თვის განმავლობაში. თუ პარკინსონიზმის სიმპტომები კვლავ გრძელდება პრეპარატის შეწყვეტის შემდეგ 4 თვეზე მეტი დროის განმავლობაში, უნდა მიმართოთ ნევროპათოლოგს.

შესაძლებელია დაცემის შემთხვევები, რომლებიც დაკავშირებულია არამდგრად სიარულთან ან არტერიულ ჰიპოტენზიასთან, განსაკუთრებით კი პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებს.

გამოყენება საჭიროა სიფრთხილით შემდეგ პაციენტებში:

  • თირკმლის ფუნქციის ზომიერი დარღვევით (იხ. პუნქტი „გამოყენების წესი და დოზირება“ და „ფარმაკოკინეტიკა“);
  • ხანდაზმული პაციენტები (75 წელზე მეტი ასაკის) (იხ. პუნქტი „გამოყენების წესი და დოზირება“);

კანის მძიმე გვერდითი რეაქციები. ტრიმეტაზიდინის მიღებისას დაფიქსირდა კანის მძიმე გვერდითი რეაქციები, კერძოდ მედიკამენტოზური რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS-სინდრომი) და მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი, რომელიც შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის საშიში ან ფატალური (იხ. ნაწილი „გვერდითი რექციები“). პრეპარატის დანიშვნისას პაციენტი უნდა იყოს ინფორმირებული კანის მძიმე რეაქციების ნიშნებისა და სიმპტომების შესახებ და მკურნალობის დროს განხორციელდეს პაციენტის მდგომარეობის გულდასმით მონიტორინგი. ამ რეაქციების დამადასტურებელი ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, ტრიმეტაზიდინის გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და განიხილულ იქნეს ალტერნატიული მკურნალობა (საჭიროების შემთხვევაში). აქტიური სუბსტანციის მოდიფიცირებული (შენელებული) გამოთავისუფლების მისაღწევად შეიქმნა ტაბლეტის სპეციალური სტრუქტურა (მატრიცა). მოქმედი ნივთიერება, რომელიც უზრუნველყოფს პრეპარატის დომისინი MR თერაპიულ ეფექტს, თანდათან გამოთავისუფლდება ტაბლეტიდან მის მიერ საჭმლის მომნელებელ სისტემაში გავლისას. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, მატრიცის კარკასული სტრუქტურა შეიძლება გამოვიდეს ადამიანის ორგანიზმიდან ტაბლეტის სახით. ეს თავისებურება არ მოქმედებს პრეპარატის თერაპიულ თვისებებზე.

სპორტსმენები. ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს აქტიურ ნივთიერებას, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ანტიდოპინგ ტესტის დადებითი შედეგი.

ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს მანიტოლს, ამიტომ შეიძლება ჰქონდეს მსუბუქი საფაღარათო მოქმედება.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. ორსულობა

ორსულ ქალებში ტრიმეტაზიდინის გამოყენების შესახებ მონაცემები არ არსებობს. ცხოველებზე კვლევებმა არ გამოავლინა პირდაპირი ან ირიბი საშიში ტოქსიკური ზემოქმედება რეპროდუქტიულ სისტემაზე. რაიმე სახის რისკის თავიდან ასაცილებლად ტრიმეტიზიდინის გამოყენება ორსულობისას რეკომენდირებული არ არის.

ლაქტაცია

უცნობია, აღწევს თუ არა ტრიმეტაზიდინი ან მისი მეტაბოლიტები დედის რძეში. რაიმე სახის რისკის თავიდან ასაცილებლად ახალშობილებში და ჩვილებში, ტრიმეტაზიდინის გამოყენება რეკომენდებული არ არის ძუძუთი კვების დროს.

ავტოტრანსპორტის მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობისას რეაქციის სიჩქარეზე ზემოქმედების უნარი.

ტრიმეტაზიდინი არ ახდენს გავლენას ჰემოდინამიკაზე. დაფიქსირდა თავბრუსხვევისა და ძილიანობის შემთხვევები, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ავტოტრანსპორტის მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

მედიკამენტოზური ურთიერთქმედება

დღეისათვის სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების შესახებ ცნობილი არ არის.

შეფუთვა. 10 ტაბლეტი ბლისტერში; 6 ბლისტერი მუყაოს კოლოფში. შენახვის პირობები.

ინახება ორიგინალურ შეფუთვაში, არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

ვარგისობის ვადა. 3 წელი.

გაცემის კატეგორია

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი.

შპს “ფარმა სტარტი”,

უკრაინა, 03124, ქ. კიევი, ვ. ჰაველის ბულვარი, 8.

ორგანიზაციის მისამართი, რომელიც ღებულობს პრეტენზიებს სამკურნალო საშუალებების ხარისხზე მომხმარებლებისგან და პასუხისმგებელია სამკურნალო საშუალების უსაფრთხოებაზე პოსტ-რეგისტრაციულ დაკვირვებაზე საქართველოს ტერიტორიაზე.

Acino Pharma AG-ს (შვეიცარიის კონფედერაცია) წარმომადგენლობა საქართველოში

საქართველო, 0102, თბილისი, კ. მარჯანიშვილის ქ. 5/ დ. უზნაძის ქ. 16-18

ტელეფონი: +995 32 220 69 42

ელ-ფოსტა: [email protected]

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება: ტრიმეტაზიდინი; 1 ტაბლეტი შეიცავს ტრიმეტაზიდინის დიჰიდროქლორიდს 35 მგ; დამხმარე ნივთიერებები: მანიტოლი (E 421), მიკროკრისტალური ცელულოზა, გლიკოლის მონტანას ცვილი, მაგნიუმის სტეარატი, ამონიუმ-მეტაკრილატის კოპოლიმერი (ტიპი B), შემომგარსავი ნივთიერება ოპადრაი II ვარდისფერი (რკინის წითელი ოქსიდი (E 172), პოლიეთილენგლიკოლი, რკინის ყვითელი ოქსიდი (E 172), პოლივინილის სპირტი, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი (E 171), რკინის შავი ოქსიდი (E 172). სამკურნალწამლო ფორმა. აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, მოდიფიცირებული გამოთავისუფლებით.

აღწერა: მრგვალი ფორმის ტაბლეტებიორმხრივად ამობურცული, დაფარული ვარდისფერი აპკიანი გარსით. განივ გადატეხილზე ჩანს ორი ფენა. ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. კარდიოლოგიური პრეპარატები. ტრიმეტაზიდინი.

ათქ-კოდი: C01EB15. ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოლოგიური თვისებები

მოქმედების მექანიზმი

ენერგეტიკული მეტაბოლიზმის შენარჩუნების გზით იმ უჯრედებში, რომლებიც განიცდიან ჰიპოქსიას ან იშემიას, ტრიმეტაზიდინი ხელს უშლის ატფ-ის უჯრედშიდა დონის შემცირებას, რითაც უზრუნველყოფს იონური ტუმბოებისა და ტრანსმემბრანული ნატრიუმ - კალიუმის ნაკადის სათანადო ფუნქციონირებას უჯრედული ჰომეოსტაზის შენარჩუნების პირობებში. ტრიმეტაზიდინი აინჰიბირებს ცხიმოვანი მჟავების β-დაჟანგვას გრძელჯაჭვიანი 3-კეტოაცილ CoA (3-КАТ) თიოლაზას ბლოკირების გზით, რაც ზრდის გლუკოზის დაჟანგვას. იშემიის პირობებში, უჯრედებში გლუკოზის დაჟანგვის საშუალებით ენერგიის მიღება საჭიროებს ნაკლებ ჟანგბადს, ცხიმოვანი მჟავების ბეტა-დაჟანგვის საშუალებით ენერგიის მიღების პროცესთან შედარებით.

გლუკოზის დაჟანგვის პროცესის გაძლიერება ახდენს ენერგეტიკული პროცესების ოპტიმიზაციას უჯრედებში და ხელს უწყობს ენერგიის მეტაბოლიზმს იშემიის პირობებში.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტებში ტრიმეტაზიდინი მოქმედებს როგორც მეტაბოლური აგენტი, რომელიც ინარჩუნებს მაღალი ენერგიის ფოსფატის უჯრედშიდა დონეს მიოკარდიუმში. ეფექტი მიიღწევა თანმხლები ჰემოდინამიკური ცვლილებების გარეშე.

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება

ცნობილია, რომ კლინიკურ კვლევებში ნაჩვენებია ტრიმეტაზიდინის ეფექტურობა და უსაფრთხოება სტაბილური სტენოკარდიის მქონე პაციენტების სამკურნალოდ, როგორც მონოთერაპიის სახით, ასევე სხვა ანტიანგინალური პრეპარატების დამატების შემთხვევაში მათი არასაკმარისი ეფექტურობისას.

TRIMPOL-II კვლევა. რანდომიზებულ, ორმაგად ბრმა, პლაცებოზე კონტროლირებად კვლევაში 426 პაციენტის მონაწილეობით, დღეში 60 მგ ტრიმეტაზიდინის დამატებამ 100 მგ მეტოპროლოლში (50 მგ ორჯერ დღეში) 12 კვირის განმავლობაში აჩვენა მნიშვნელოვანი გაუმჯობესება სავარჯიშო ტესტის ქულების და კლინიკური სიმპტომების გაუმჯობესებასთან შედარებით, ვიდრე პლაცებოს მიღებისას: მთლიანი დატვირთვის ხანგრძლივობა +20,1 c, p = 0,023; მთლიანი შესრულებული სამუშაო - +0,54 MET c, p = 0,001; დრო ST სეგმენტის დაქვეიების გამოჩენამდე 1 მმ-ით - +33,4 c, p = 0,003; სტენოკარდიის შეტევამდე დრო - +33,9 c, p<0,001; სტენოკარდიის შეტევების რაოდენობა/კვირაში – -0,73, p = 0,014; ხანმოკლე მოქმედების ნიტრატების გამოყენება/კვირაში - 0,63, p = 0,032, ჰემოდინამიკური მაჩვენებლების ცვლილების გარეშე.

SELLIER კვლევა. რანდომიზებულმა, ორმაგად ბრმა, პლაცებოზე კონტროლირებადმა 223 პაციენტის მონაწიეიბით, აჩვენა, რომ პაციენტების ქვეჯგუფში (n = 173), რომლებსაც დაემატათ ტრიმეტაზიდინი, მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტები, 35 მილიგრამობით (დღეში ორჯერ) 50 მგ ატენოლოლთან (დღეში ერთხელ) 8 კვირის განმავლობაში აღინიშნა დროის მნიშვნელოვანი ზრდა (+34,4 с, p = 0,03) ST სეგმენტის დაქვეითების გამოვლენამდე 1 მმ-ით ტესტებში, ვიდრე პლაცებოს მიღებისას პრეპარატის მიღებიდან 12 საათის შემდეგ. ასევე დადასტურებულია სტენოკარდიის შეტევის დაწყებამდე დროის მაჩვენებლით (p = 0.049) ნამდვილი სხვაობა. სხვა მაჩვენებლებით მეორადი საბოლოო წერტილები პაციენტების ორ ჯგუფს შორის პაციენტების ორ ჯგუფს შორის ნამდვილი სხვაობა არ გამოვლენილა (დატვირთვის საერთო ხანგრძლივობა, საეღტო შესრულებული სამუშაო და კლინიკური საბოლოო წერტილები).

VASCO კვლევა. რანდომიზებულ, ორმაგად ბრმა კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდა 1962 პაციენტი, რომელიც გაგრძელდა 3 თვე, დღეში 50 მგ ატენოლოლით თერაპიასთან ამატებდნენ 70 მგ ტრიმეტაზიდინს დღეში ან 140 მგ, ან პლაცებოს. სიმპტომატური და უსიმპტომო პაციენტების ზოგად პოპულაციაში ტრიმეტაზიდინმა არ აჩვენა რაიმე სარგებელი როგორც ერგომეტრიული მაჩვენბელებით (ვარჯიშის საერთო დრო, ST სეგმენტის დაქვეითებამდე დრო 1 მმ და დრო სტენოკარდიის შეტევამდე), ასევე კლინიკური საბოლოო წერტილების თვალსაზრისით. თუმცა, სიმპტომების მქონე პაციენტების ქვეჯგუფის პოსტ-ჰოკ ანალიზმა (n = 1574) აჩვენა, რომ ტრიმეტაზიდინის 140 მგ/დღეში დოზის გამოყენებისას მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ვარჯიშის ზოგადი დრო (+23.8 с +13.1 პლაცებოსთან ერთად; p = 0.001) და სტენოკარდიის შეტევამდე დრო (+46.3 с წინააღმდეგ +32.5 პლაცებოსთან; p = 0.005).

ფარმაკოკინეტიკა.

ტრიმეტაზიდინის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლში აღინიშნება ტაბლეტის მიღებიდან საშუალოდ 5 საათის შემდეგ. დღის განმავლობაში სისხლის პლაზმაში კონცენტრაცია სტაბილურია: ტაბლეტის მიღებიდან 11 საათის განმავლობაში ტრიმეტაზიდინის პლაზმური კონცენტრაცია უდრის ან აღემატება მაქსიმალური კონცენტრაციის 75%-ს.

სტაბილური კონცენტრაციის მდგომარეობა დგინდება გვიან მე-60 საათისთვის. საკვების მიღებსა არ მოქმედებს ტრიმეტაზიდინის ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლებზე.

განაწილების მოცულობა შეადგენს 4,8 ლ/კგ, ცილებთან შეკავშირება დაბალია და შეადგენს 16%.

ტრიმეტაზიდინი გამოიყოფა ძირითადად შარდით, უმეტესად უცვლელი სახით.

ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს საშუალოდ 7 საათს ჯანმრთელ მოხალისეებში და 12 საათს ხანდაზმულებისთვის. ტრიმეტაზიდინის სრული ელიმინაცია არის თირკმლის კლირენსის შედეგი, რომელიც პირდაპირ კავშირშია კრეატინინის კლირენსთან და უფრო მცირე ზომით ღვიძლის კლირენსთან, რომელიც ასაკთან ერთად მცირდება.

პაციენტების სპეციალური ჯგუფები

ხანდაზმული პაციენტები.

ჩატარდა სპეციალური კლინიკური კვლევა ხანდაზმული პაციენტების მონაწილეობით, რომლებიც მკურნალობდნენ ტრიმეტაზიდინით 35 მგ (1 ტაბლეტი) 2-ჯერ დღეში. კინეტიკური პოპულაციის მეთოდით ჩატარებულმა ანალიზმა აჩვენა ტრიმეტაზიდინის კონცენტრაციის ზრდა სისხლის პლაზმაში. ხანდაზმულ პაციენტებში ტრიმეტაზიდინის კონცენტრაციის მომატება შესაძლებელია თირკმელების ფუნქციის ასაკთან დაკავშირებული დაქვეითების გამო. 75-84 წლის ან ≥ 85 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში ჩატარებულმა სპეციალურმა ფარმაკოკინეტიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ თირკმელების ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 30-60 მლ/წთ), ტრიმეტაზიდინის კონცენტრაცია გაიზარდა 1.0 და 1.3-ჯერ, ახალგაზრდა პაციენტებთან (30-65 წლამდე) შედარებით, თირკმლის ზომიერი უკმარისობით.

თირკმლის ფუნქციის დარღვევა. ტრიმეტაზიდინის კონცენტრაცია სისხლში იზრდება 1,7-ჯერ თირკმლის ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი - 30-60 მლ/წთ) და 3,1-ჯერ თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი < 30 მლ/წთ) თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით. ამ პოპულაციაში არ აღინიშნა უსაფრთხოების არანაირი დამატებითი პრობლემა, ზოგად პოპულაციასთან შედარებით. ჩვენებები.

სტაბილური სტენოკარდიით დაავადებული მოზრდილი პაციენტების სიმპტომური მკურნალობა, როდესაც პირველი რიგის ანტიანგინალური სამკურნალო საშუალებები არასაკმარისად ეფექტურია ან ვერ გადაიტანება.

გამოყენების მეთოდი და დოზები. პრეპარატი მიიღება პერორალურად 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში, დილას და საღამოს, კვების დროს, საკმარისი რაოდენობის წყლის დაყოლებით. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი ინდივიდუალურად დაავადების ხასიათისა და მიმდინარეობის შესაბამისად. აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობის სქემა შესაძლოა გადაიხედოს 3 თვის შემდეგ.

პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები

პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით

პაციენტებისათვის თირკმლის ფუნქციის ზომიერი დარღვევით (კრეატინინის კლირენსი 30-60 მლ/წთ) რეკომენდებული დოზაა 1 ტაბლეტი დღეში, დილით, საუზმის დროს.

ხანდაზმული პაციენტები

ხანდაზმული პაციენტები უფრო მგრძნობიარენი არიან ტრიმეტაზიდინის მოქმედების მიმართ თირკმლის ფუნქციის ასაკობრივი დაქვეითების გამო. პაციენტებისათვის თირკმლის ფუნქციის ზომიერი დარღვევით (კრეატინინის კლირენსი 30-60 მლ/წთ) რეკომენდებული დოზაა 1 ტაბლეტი დღეში, დილით, კვების დროს.

ხანდაზმულ პაციენტებში დოზის ტიტრირება უნდა მოხდეს სიფრთხილით.

ბავშვები.

ბავშვებში (18 წლამდე) ტრიმეტაზიდინის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის. მონაცემები არ მოიპოვება. გვერდითი რეაქციები

გვერდითი ეფექტები, განსაზღვრული როგორც გვერდითი მოვლენა, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს ტრიმეტაზიდინის გამოყენებასთან, მოცემულია ქვემოთ გარკვეული სიხშირის შესაბამისად: ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100, <1/10); არა-ხშირი (≥1/1000, <1/100); იშვიათი (≥1/10 000, <1/1000); ძალიან იშვიათი (< 1/10 000); სიხშირე უცნობია (განსაზღვრა შეუძლებელია ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე): - ნერვული სისტემის მხრივ: ხშირი - თავის ტკივილი, თავბრუსხვევა; არც ისე ხშირი - პარესტეზია, სიხშირე უცნობია - შესაძლებელია პარკინსონიზმის სიმპტომების აღმოცენება (ტრემორი, აკინეზია, კუნთების ჰიპერტონუსი), არამდგრადი სიარული, „მოუსვენარი ფეხების“ სინდრომი და სხვა მოტორული დარღვევები, რომლებსაც აქვთ ზემოაღნიშნულთან კავშირი და გააჩნიათ შექცევადი ხასიათი პრეპარატის მოხსნის შემდეგ; ძილის დარღვევები (უძილობა, ძილიანობა);

  • სმენის ორგანოების და ვესტიბულური აპარატის მხრივ: სიხშირე უცნობია - ვერტიგო;
  • გულის მხრივ: იშვიათი - გულის ფრიალი, ექსტრასისტოლია, ტაქიკარდია;
  • სისხლძარღვების მხრივ: იშვიათი - არტერიული ჰიპოტენზია, ორთოსტატიკური ჰიპოტენზია, რომელიც შეიძლება ასოცირდებოდეს სისუსტესთან, თავბრუსხვევასთან ან დაცემასთან (კერძოდ პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატებს); სახის გაწითლება;

საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: ხშირი - აბდომინალური ტკივილი, დიარეა, დისპეპსია, გულისრევა და ღებინება; სიხშირე უცნობია - ყაბზობა;

ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია -ჰეპატიტი;

  • კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ხშირი - გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება; სიხშირე უცნობია - მედიკამენტოზური რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS-სინდრომი), მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი (იხ. ნაწილი "გამოყენების განსაკუთრებულობა"), ანგიონევროზული შეშუპება;
  • სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია - აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია, თრომბოციტოპენიური პურპურა;

ზოგადი დარღვევები: ხშირი - ასთენია.

უკუჩვენებები. - მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა ტრიმეტაზიდინის ან პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.

  • პარკინსონის დაავადება, პარკინსონიზმის სიმპტომები, ტრემორი, „მოუსვენარი ფეხების“ სინდრომი და სხვა მოტორული დარღვევები.
  • თირკმლის მძიმე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ).

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

დომისინი MR

(DOMISIN MR)

სავაჭრო დასახელება: დომისინი MR

საერთაშორისო არადაპატენტებული სახელწოდება: тrimetazidine.

შემადგენლობა: მოქმედი ნივთიერება: ტრიმეტაზიდინი; 1 ტაბლეტი შეიცავს ტრიმეტაზიდინის დიჰიდროქლორიდს 35 მგ; დამხმარე ნივთიერებები: მანიტოლი (E 421), მიკროკრისტალური ცელულოზა, გლიკოლის მონტანას ცვილი, მაგნიუმის სტეარატი, ამონიუმ-მეტაკრილატის კოპოლიმერი (ტიპი B), შემომგარსავი ნივთიერება ოპადრაი II ვარდისფერი (რკინის წითელი ოქსიდი (E 172), პოლიეთილენგლიკოლი, რკინის ყვითელი ოქსიდი (E 172), პოლივინილის სპირტი, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი (E 171), რკინის შავი ოქსიდი (E 172). სამკურნალწამლო ფორმა. აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, მოდიფიცირებული გამოთავისუფლებით.

აღწერა: მრგვალი ფორმის ტაბლეტებიორმხრივად ამობურცული, დაფარული ვარდისფერი აპკიანი გარსით. განივ გადატეხილზე ჩანს ორი ფენა. ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. კარდიოლოგიური პრეპარატები. ტრიმეტაზიდინი.

ათქ-კოდი: C01EB15. ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

მოქმედების მექანიზმი

ენერგეტიკული მეტაბოლიზმის შენარჩუნების გზით იმ უჯრედებში, რომლებიც განიცდიან ჰიპოქსიას ან იშემიას, ტრიმეტაზიდინი ხელს უშლის ატფ-ის უჯრედშიდა დონის შემცირებას, რითაც უზრუნველყოფს იონური ტუმბოებისა და ტრანსმემბრანული ნატრიუმ - კალიუმის ნაკადის სათანადო ფუნქციონირებას უჯრედული ჰომეოსტაზის შენარჩუნების პირობებში. ტრიმეტაზიდინი აინჰიბირებს ცხიმოვანი მჟავების β-დაჟანგვას გრძელჯაჭვიანი 3-კეტოაცილ CoA (3-КАТ) თიოლაზას ბლოკირების გზით, რაც ზრდის გლუკოზის დაჟანგვას. იშემიის პირობებში, უჯრედებში გლუკოზის დაჟანგვის საშუალებით ენერგიის მიღება საჭიროებს ნაკლებ ჟანგბადს, ცხიმოვანი მჟავების ბეტა-დაჟანგვის საშუალებით ენერგიის მიღების პროცესთან შედარებით.

გლუკოზის დაჟანგვის პროცესის გაძლიერება ახდენს ენერგეტიკული პროცესების ოპტიმიზაციას უჯრედებში და ხელს უწყობს ენერგიის მეტაბოლიზმს იშემიის პირობებში.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტებში ტრიმეტაზიდინი მოქმედებს როგორც მეტაბოლური აგენტი, რომელიც ინარჩუნებს მაღალი ენერგიის ფოსფატის უჯრედშიდა დონეს მიოკარდიუმში. ეფექტი მიიღწევა თანმხლები ჰემოდინამიკური ცვლილებების გარეშე.

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება

ცნობილია, რომ კლინიკურ კვლევებში ნაჩვენებია ტრიმეტაზიდინის ეფექტურობა და უსაფრთხოება სტაბილური სტენოკარდიის მქონე პაციენტების სამკურნალოდ, როგორც მონოთერაპიის სახით, ასევე სხვა ანტიანგინალური პრეპარატების დამატების შემთხვევაში მათი არასაკმარისი ეფექტურობისას.

TRIMPOL-II კვლევა. რანდომიზებულ, ორმაგად ბრმა, პლაცებოზე კონტროლირებად კვლევაში 426 პაციენტის მონაწილეობით, დღეში 60 მგ ტრიმეტაზიდინის დამატებამ 100 მგ მეტოპროლოლში (50 მგ ორჯერ დღეში) 12 კვირის განმავლობაში აჩვენა მნიშვნელოვანი გაუმჯობესება სავარჯიშო ტესტის ქულების და კლინიკური სიმპტომების გაუმჯობესებასთან შედარებით, ვიდრე პლაცებოს მიღებისას: მთლიანი დატვირთვის ხანგრძლივობა +20,1 c, p = 0,023; მთლიანი შესრულებული სამუშაო - +0,54 MET c, p = 0,001; დრო ST სეგმენტის დაქვეიების გამოჩენამდე 1 მმ-ით - +33,4 c, p = 0,003; სტენოკარდიის შეტევამდე დრო - +33,9 c, p<0,001; სტენოკარდიის შეტევების რაოდენობა/კვირაში – -0,73, p = 0,014; ხანმოკლე მოქმედების ნიტრატების გამოყენება/კვირაში - 0,63, p = 0,032, ჰემოდინამიკური მაჩვენებლების ცვლილების გარეშე.

SELLIER კვლევა. რანდომიზებულმა, ორმაგად ბრმა, პლაცებოზე კონტროლირებადმა 223 პაციენტის მონაწიეიბით, აჩვენა, რომ პაციენტების ქვეჯგუფში (n = 173), რომლებსაც დაემატათ ტრიმეტაზიდინი, მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტები, 35 მილიგრამობით (დღეში ორჯერ) 50 მგ ატენოლოლთან (დღეში ერთხელ) 8 კვირის განმავლობაში აღინიშნა დროის მნიშვნელოვანი ზრდა (+34,4 с, p = 0,03) ST სეგმენტის დაქვეითების გამოვლენამდე 1 მმ-ით ტესტებში, ვიდრე პლაცებოს მიღებისას პრეპარატის მიღებიდან 12 საათის შემდეგ. ასევე დადასტურებულია სტენოკარდიის შეტევის დაწყებამდე დროის მაჩვენებლით (p = 0.049) ნამდვილი სხვაობა. სხვა მაჩვენებლებით მეორადი საბოლოო წერტილები პაციენტების ორ ჯგუფს შორის პაციენტების ორ ჯგუფს შორის ნამდვილი სხვაობა არ გამოვლენილა (დატვირთვის საერთო ხანგრძლივობა, საეღტო შესრულებული სამუშაო და კლინიკური საბოლოო წერტილები).

VASCO კვლევა. რანდომიზებულ, ორმაგად ბრმა კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდა 1962 პაციენტი, რომელიც გაგრძელდა 3 თვე, დღეში 50 მგ ატენოლოლით თერაპიასთან ამატებდნენ 70 მგ ტრიმეტაზიდინს დღეში ან 140 მგ, ან პლაცებოს. სიმპტომატური და უსიმპტომო პაციენტების ზოგად პოპულაციაში ტრიმეტაზიდინმა არ აჩვენა რაიმე სარგებელი როგორც ერგომეტრიული მაჩვენბელებით (ვარჯიშის საერთო დრო, ST სეგმენტის დაქვეითებამდე დრო 1 მმ და დრო სტენოკარდიის შეტევამდე), ასევე კლინიკური საბოლოო წერტილების თვალსაზრისით. თუმცა, სიმპტომების მქონე პაციენტების ქვეჯგუფის პოსტ-ჰოკ ანალიზმა (n = 1574) აჩვენა, რომ ტრიმეტაზიდინის 140 მგ/დღეში დოზის გამოყენებისას მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ვარჯიშის ზოგადი დრო (+23.8 с +13.1 პლაცებოსთან ერთად; p = 0.001) და სტენოკარდიის შეტევამდე დრო (+46.3 с წინააღმდეგ +32.5 პლაცებოსთან; p = 0.005).

ფარმაკოკინეტიკა.

ტრიმეტაზიდინის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლში აღინიშნება ტაბლეტის მიღებიდან საშუალოდ 5 საათის შემდეგ. დღის განმავლობაში სისხლის პლაზმაში კონცენტრაცია სტაბილურია: ტაბლეტის მიღებიდან 11 საათის განმავლობაში ტრიმეტაზიდინის პლაზმური კონცენტრაცია უდრის ან აღემატება მაქსიმალური კონცენტრაციის 75%-ს.

სტაბილური კონცენტრაციის მდგომარეობა დგინდება გვიან მე-60 საათისთვის. საკვების მიღებსა არ მოქმედებს ტრიმეტაზიდინის ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლებზე.

განაწილების მოცულობა შეადგენს 4,8 ლ/კგ, ცილებთან შეკავშირება დაბალია და შეადგენს 16%.

ტრიმეტაზიდინი გამოიყოფა ძირითადად შარდით, უმეტესად უცვლელი სახით.

ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს საშუალოდ 7 საათს ჯანმრთელ მოხალისეებში და 12 საათს ხანდაზმულებისთვის. ტრიმეტაზიდინის სრული ელიმინაცია არის თირკმლის კლირენსის შედეგი, რომელიც პირდაპირ კავშირშია კრეატინინის კლირენსთან და უფრო მცირე ზომით ღვიძლის კლირენსთან, რომელიც ასაკთან ერთად მცირდება.

პაციენტების სპეციალური ჯგუფები

ხანდაზმული პაციენტები.

ჩატარდა სპეციალური კლინიკური კვლევა ხანდაზმული პაციენტების მონაწილეობით, რომლებიც მკურნალობდნენ ტრიმეტაზიდინით 35 მგ (1 ტაბლეტი) 2-ჯერ დღეში. კინეტიკური პოპულაციის მეთოდით ჩატარებულმა ანალიზმა აჩვენა ტრიმეტაზიდინის კონცენტრაციის ზრდა სისხლის პლაზმაში. ხანდაზმულ პაციენტებში ტრიმეტაზიდინის კონცენტრაციის მომატება შესაძლებელია თირკმელების ფუნქციის ასაკთან დაკავშირებული დაქვეითების გამო. 75-84 წლის ან ≥ 85 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში ჩატარებულმა სპეციალურმა ფარმაკოკინეტიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ თირკმელების ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 30-60 მლ/წთ), ტრიმეტაზიდინის კონცენტრაცია გაიზარდა 1.0 და 1.3-ჯერ, ახალგაზრდა პაციენტებთან (30-65 წლამდე) შედარებით, თირკმლის ზომიერი უკმარისობით.

თირკმლის ფუნქციის დარღვევა. ტრიმეტაზიდინის კონცენტრაცია სისხლში იზრდება 1,7-ჯერ თირკმლის ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი - 30-60 მლ/წთ) და 3,1-ჯერ თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი < 30 მლ/წთ) თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით. ამ პოპულაციაში არ აღინიშნა უსაფრთხოების არანაირი დამატებითი პრობლემა, ზოგად პოპულაციასთან შედარებით. ჩვენებები.

სტაბილური სტენოკარდიით დაავადებული მოზრდილი პაციენტების სიმპტომური მკურნალობა, როდესაც პირველი რიგის ანტიანგინალური სამკურნალო საშუალებები არასაკმარისად ეფექტურია ან ვერ გადაიტანება.

გამოყენების მეთოდი და დოზები. პრეპარატი მიიღება პერორალურად 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში, დილას და საღამოს, კვების დროს, საკმარისი რაოდენობის წყლის დაყოლებით. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი ინდივიდუალურად დაავადების ხასიათისა და მიმდინარეობის შესაბამისად. აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობის სქემა შესაძლოა გადაიხედოს 3 თვის შემდეგ.

პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები

პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით

პაციენტებისათვის თირკმლის ფუნქციის ზომიერი დარღვევით (კრეატინინის კლირენსი 30-60 მლ/წთ) რეკომენდებული დოზაა 1 ტაბლეტი დღეში, დილით, საუზმის დროს.

ხანდაზმული პაციენტები

ხანდაზმული პაციენტები უფრო მგრძნობიარენი არიან ტრიმეტაზიდინის მოქმედების მიმართ თირკმლის ფუნქციის ასაკობრივი დაქვეითების გამო. პაციენტებისათვის თირკმლის ფუნქციის ზომიერი დარღვევით (კრეატინინის კლირენსი 30-60 მლ/წთ) რეკომენდებული დოზაა 1 ტაბლეტი დღეში, დილით, კვების დროს.

ხანდაზმულ პაციენტებში დოზის ტიტრირება უნდა მოხდეს სიფრთხილით.

ბავშვები.

ბავშვებში (18 წლამდე) ტრიმეტაზიდინის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის. მონაცემები არ მოიპოვება. გვერდითი რეაქციები

გვერდითი ეფექტები, განსაზღვრული როგორც გვერდითი მოვლენა, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს ტრიმეტაზიდინის გამოყენებასთან, მოცემულია ქვემოთ გარკვეული სიხშირის შესაბამისად: ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100, <1/10); არა-ხშირი (≥1/1000, <1/100); იშვიათი (≥1/10 000, <1/1000); ძალიან იშვიათი (< 1/10 000); სიხშირე უცნობია (განსაზღვრა შეუძლებელია ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე): - ნერვული სისტემის მხრივ: ხშირი - თავის ტკივილი, თავბრუსხვევა; არც ისე ხშირი - პარესტეზია, სიხშირე უცნობია - შესაძლებელია პარკინსონიზმის სიმპტომების აღმოცენება (ტრემორი, აკინეზია, კუნთების ჰიპერტონუსი), არამდგრადი სიარული, „მოუსვენარი ფეხების“ სინდრომი და სხვა მოტორული დარღვევები, რომლებსაც აქვთ ზემოაღნიშნულთან კავშირი და გააჩნიათ შექცევადი ხასიათი პრეპარატის მოხსნის შემდეგ; ძილის დარღვევები (უძილობა, ძილიანობა);

  • სმენის ორგანოების და ვესტიბულური აპარატის მხრივ: სიხშირე უცნობია - ვერტიგო;
  • გულის მხრივ: იშვიათი - გულის ფრიალი, ექსტრასისტოლია, ტაქიკარდია;
  • სისხლძარღვების მხრივ: იშვიათი - არტერიული ჰიპოტენზია, ორთოსტატიკური ჰიპოტენზია, რომელიც შეიძლება ასოცირდებოდეს სისუსტესთან, თავბრუსხვევასთან ან დაცემასთან (კერძოდ პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატებს); სახის გაწითლება;

საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: ხშირი - აბდომინალური ტკივილი, დიარეა, დისპეპსია, გულისრევა და ღებინება; სიხშირე უცნობია - ყაბზობა;

ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია -ჰეპატიტი;

  • კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ხშირი - გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება; სიხშირე უცნობია - მედიკამენტოზური რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS-სინდრომი), მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი (იხ. ნაწილი "გამოყენების განსაკუთრებულობა"), ანგიონევროზული შეშუპება;
  • სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია - აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია, თრომბოციტოპენიური პურპურა;

ზოგადი დარღვევები: ხშირი - ასთენია.

უკუჩვენებები. - მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა ტრიმეტაზიდინის ან პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.

  • პარკინსონის დაავადება, პარკინსონიზმის სიმპტომები, ტრემორი, „მოუსვენარი ფეხების“ სინდრომი და სხვა მოტორული დარღვევები.
  • თირკმლის მძიმე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ).

დოზის გადაჭარბება.

ტრიმეტაზიდინის დოზის გადაჭარბების შესახებ მონაცემების რაოდენობა შეზღუდულია. მკურნალობა სიმპტომურია.

გამოყენების თავისებურებები. პრეპარატი არ გამოიყენება სტენოკარდიული შეტევების კუპირებისთვის. ის არ უნდა დაინიშნოს არასტაბილური სტენოკარდიის ან მიოკარდიუმის ინფარქტის დროს პირველადი თერაპიის სახით პრეჰოსპიტალურ ეტაპზე ან ჰოსპიტალიზაციის პირველ დღეებში.

არასტაბილური სტენოკარდიის შეტევის განვითარებისას მიმდინარე თერაპიის ფონზე, აუცილებელია ავადმყოფობის მიმდინარეობის გადახედვა და პაციენტის მკურნალობის კორექტირება (მედიკამენტური მკურნალობა და რევასკულარიზაციის შესაძლებლობა).

ტრიმეტაზიდინმა შეიძლება გამოიწვიოს ან გააუარესოს პარკინსონიზმის სიმპტომები (ტრემორი, აკინეზია, კუნთების ჰიპერტონუსი), რომლებიც რეგულარულად უნდა შემოწმდეს, განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკის პაციენტებში. საეჭვო შემთხვევებში პაციენტები უნდა გაიგზავნოს ნევროპათოლოგთან შესაბამისი გამოკვლევების ჩასატარებლად.

მოტორული დარღვევების გაჩენისას, როგორიცაა პარკინსონიზმის სიმპტომები, ტრემორი, „მოუსვენარი ფეხების“ სინდრომი, არამდგრადი სიარული, პრეპარატი უნდა მოიხსნას. მოტორული დარღვევების განვითარების სიხშირე დაბალია. ზოგადად, ისინი შექცევადი ხასიათისაა, უმეტესობა პაციენტებში უკუგანვითარდება ტრიმეტაზიდინის მიღების შეწყვეტიდან 4 თვის განმავლობაში. თუ პარკინსონიზმის სიმპტომები კვლავ გრძელდება პრეპარატის შეწყვეტის შემდეგ 4 თვეზე მეტი დროის განმავლობაში, უნდა მიმართოთ ნევროპათოლოგს.

შესაძლებელია დაცემის შემთხვევები, რომლებიც დაკავშირებულია არამდგრად სიარულთან ან არტერიულ ჰიპოტენზიასთან, განსაკუთრებით კი პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებს.

გამოყენება საჭიროა სიფრთხილით შემდეგ პაციენტებში:

  • თირკმლის ფუნქციის ზომიერი დარღვევით (იხ. პუნქტი „გამოყენების წესი და დოზირება“ და „ფარმაკოკინეტიკა“);
  • ხანდაზმული პაციენტები (75 წელზე მეტი ასაკის) (იხ. პუნქტი „გამოყენების წესი და დოზირება“);

კანის მძიმე გვერდითი რეაქციები. ტრიმეტაზიდინის მიღებისას დაფიქსირდა კანის მძიმე გვერდითი რეაქციები, კერძოდ მედიკამენტოზური რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS-სინდრომი) და მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი, რომელიც შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის საშიში ან ფატალური (იხ. ნაწილი „გვერდითი რექციები“). პრეპარატის დანიშვნისას პაციენტი უნდა იყოს ინფორმირებული კანის მძიმე რეაქციების ნიშნებისა და სიმპტომების შესახებ და მკურნალობის დროს განხორციელდეს პაციენტის მდგომარეობის გულდასმით მონიტორინგი. ამ რეაქციების დამადასტურებელი ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, ტრიმეტაზიდინის გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და განიხილულ იქნეს ალტერნატიული მკურნალობა (საჭიროების შემთხვევაში). აქტიური სუბსტანციის მოდიფიცირებული (შენელებული) გამოთავისუფლების მისაღწევად შეიქმნა ტაბლეტის სპეციალური სტრუქტურა (მატრიცა). მოქმედი ნივთიერება, რომელიც უზრუნველყოფს პრეპარატის დომისინი MR თერაპიულ ეფექტს, თანდათან გამოთავისუფლდება ტაბლეტიდან მის მიერ საჭმლის მომნელებელ სისტემაში გავლისას. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, მატრიცის კარკასული სტრუქტურა შეიძლება გამოვიდეს ადამიანის ორგანიზმიდან ტაბლეტის სახით. ეს თავისებურება არ მოქმედებს პრეპარატის თერაპიულ თვისებებზე.

სპორტსმენები. ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს აქტიურ ნივთიერებას, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ანტიდოპინგ ტესტის დადებითი შედეგი.

ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს მანიტოლს, ამიტომ შეიძლება ჰქონდეს მსუბუქი საფაღარათო მოქმედება.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. ორსულობა

ორსულ ქალებში ტრიმეტაზიდინის გამოყენების შესახებ მონაცემები არ არსებობს. ცხოველებზე კვლევებმა არ გამოავლინა პირდაპირი ან ირიბი საშიში ტოქსიკური ზემოქმედება რეპროდუქტიულ სისტემაზე. რაიმე სახის რისკის თავიდან ასაცილებლად ტრიმეტიზიდინის გამოყენება ორსულობისას რეკომენდირებული არ არის.

ლაქტაცია

უცნობია, აღწევს თუ არა ტრიმეტაზიდინი ან მისი მეტაბოლიტები დედის რძეში. რაიმე სახის რისკის თავიდან ასაცილებლად ახალშობილებში და ჩვილებში, ტრიმეტაზიდინის გამოყენება რეკომენდებული არ არის ძუძუთი კვების დროს.

ავტოტრანსპორტის მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობისას რეაქციის სიჩქარეზე ზემოქმედების უნარი.

ტრიმეტაზიდინი არ ახდენს გავლენას ჰემოდინამიკაზე. დაფიქსირდა თავბრუსხვევისა და ძილიანობის შემთხვევები, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ავტოტრანსპორტის მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

მედიკამენტოზური ურთიერთქმედება

დღეისათვის სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების შესახებ ცნობილი არ არის.

შეფუთვა. 10 ტაბლეტი ბლისტერში; 6 ბლისტერი მუყაოს კოლოფში. შენახვის პირობები.

ინახება ორიგინალურ შეფუთვაში, არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

ვარგისობის ვადა. 3 წელი.

გაცემის კატეგორია

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი.

შპს “ფარმა სტარტი”,

უკრაინა, 03124, ქ. კიევი, ვ. ჰაველის ბულვარი, 8.

ორგანიზაციის მისამართი, რომელიც ღებულობს პრეტენზიებს სამკურნალო საშუალებების ხარისხზე მომხმარებლებისგან და პასუხისმგებელია სამკურნალო საშუალების უსაფრთხოებაზე პოსტ-რეგისტრაციულ დაკვირვებაზე საქართველოს ტერიტორიაზე.

Acino Pharma AG-ს (შვეიცარიის კონფედერაცია) წარმომადგენლობა საქართველოში

საქართველო, 0102, თბილისი, კ. მარჯანიშვილის ქ. 5/ დ. უზნაძის ქ. 16-18

ტელეფონი: +995 32 220 69 42

ელ-ფოსტა: [email protected]

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა