ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ყაბზობის სამკურნალო პრეპარატები

პიკოპილი

PICOPIL

ურეცეპტოდ7,5მგ/მლინსტრუქცია ქართულადუკრაინა
რისთვის გამოიყენება

ყაბზობა ან სხვა მდგომარეობები, რომლებიც საჭიროებენ დეფეკაციის შემსუბუქებას. სხვა საფაღარათო საშუალებების მსგავსად, პიკოპილი არ უნდა იქნას გამოყენებული ყოველდღიურად ან დიდი ხნის განმავლობაში ყაბზობის გამომწვევი მიზეზის დადგენის გარეშე.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
picosulfate
ფორმა და შეფუთვა
7,5მგ/მლ 15მლ შიგნით მისაღები წვეთები, ხსნარი პოლიეთილენის საწვეთურიანი ფლაკონი №1
მწარმოებელი
JSC «Farmak», უკრაინა
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ყაბზობის სამკურნალო პრეპარატები, კონტაქტური საფაღარათო საშუალებები
ATC კოდი
A06AB08
რეგისტრაციის ნომერი
რ-045889
რეგისტრირებულია
14 ივლისი 2026, მოქმედებს 14 ივლისი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
JSC «Farmak» (უკრაინა)
განმცხადებელი
შპს ,,ნიუ ჯორჯია - 555’’
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაპიკოპილი და სხვა წამალი ერთად

პიკოპილი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ყაბზობა ან სხვა მდგომარეობები, რომლებიც საჭიროებენ დეფეკაციის შემსუბუქებას.

სხვა საფაღარათო საშუალებების მსგავსად, პიკოპილი არ უნდა იქნას გამოყენებული ყოველდღიურად ან დიდი ხნის განმავლობაში ყაბზობის გამომწვევი მიზეზის დადგენის გარეშე.

მიღების წესი და დოზირება

პრეპარატის დოზირება ხდება მწარმოებლის მიერ მოწოდებული დისპენსერის გამოყენებით.

ზრდასრულები: 13-27 წვეთი (რაც შეესაბამება 5-10 მგ ნატრიუმის პიკოსულფატს);

4 წლის და უფროსი ასაკის ბავშვები (მხოლოდ ექიმის დანიშნულებით): 7-13 წვეთი (რაც შეესაბამება 2.5-5 მგ ნატრიუმის პიკოსულფატს).

რეკომენდებულია მკურნალობის დაწყება ყველაზე დაბალი დოზით. დოზის კორექტირება შესაძლებელია ნაწლავების რეგულარული მოქმედებისთვის რეკომენდებულ მაქსიმალურ დოზამდე. არ უნდა გადააჭარბოთ მაქსიმალურ დღიურ დოზას, რომელიც შეადგენს 27 წვეთს (ზრდასრულებისთვის) ან 13 წვეთს (4 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებისთვის).

პიკოპილი უნდა მიიღოთ ღამით. მიღების შემდეგ, ნაწლავების მოქმედება ხდება 10-12 საათის განმავლობაში. მედიკამენტის მიღება შესაძლებელია სითხით ან მის გარეშე.

პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული ყოველდღიურად ან დიდი ხნის განმავლობაში ყაბზობის მიზეზის დადგენის გარეშე.

ბავშვები.

პრეპარატი გამოიყენება 4 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის.

უკუჩვენებები

  • მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების, სხვა ტრიარილმეთანების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
  • დინამიური ან მექანიკური ნაწლავური გაუვალობა.
  • მუცლის ღრუს მძიმე, მტკივნეული და/ან ცხელებით მიმდინარე დაავადებები (მაგ., აპენდიციტი), რომლებიც პოტენციურად დაკავშირებულია გულისრევასთან და ღებინებასთან.
  • ნაწლავების მწვავე ანთებითი დაავადებები.
  • მძიმე დეჰიდრატაცია.
  • პრეპარატის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ იშვიათი მემკვიდრეობითი აუტანლობა, მაგალითად, არსებობს ფრუქტოზის დაუზუსტებელი აუტანლობის შესაძლებლობა (იხილეთ განყოფილება „გამოყენების თავისებურებები“).

პიკოპილი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იქნას მიღებული სითხისა და ელექტროლიტების დისბალანსთან დაკავშირებული მდგომარეობების დროს (მაგ., თირკმლის მძიმე უკმარისობისას).

პიკოპილი არ უნდა დაენიშნოს 4 წლამდე ასაკის ბავშვებს.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

პიკოპილის მაღალი დოზებით შარდმდენებთან ან კორტიკოსტეროიდებთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ელექტროლიტური დისბალანსის რისკი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს საგულე გლიკოზიდების მიმართ მგრძნობელობის მომატება.

ანტიბიოტიკებთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება შეამციროს პიკოპილისსაფაღარათო ეფექტი.

გამოყენების თავისებურებები.

ქრონიკული ყაბზობით დაავადებულ პაციენტებს უნდა ჩაუტარდეთ სრული დიაგნოსტირება და დადგინდეს ყაბზობის მიზეზი.

პრეპარატის ხანგრძლივმა და ჭარბმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სითხისა და ელექტროლიტების დისბალანსი და ჰიპოკალიემია.

პიკოპილის გამოყენების შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს სიმპტომების რეციდივი. თუ პიკოპილი ქრონიკული ყაბზობის სამკურნალოდ დიდი ხნის განმავლობაში გამოიყენებოდა, სიმპტომების ნებისმიერი რეციდივი შეიძლება უფრო მძიმე აღმოჩნდეს.

ნატრიუმის პიკოსულფატის გამოყენებასთან დროებით კავშირში აღწერილია თავბრუსხვევის და/ან სინკოპეს შემთხვევები. არსებული ინფორმაცია მიუთითებს, რომ ეს მოვლენები შეესაბამება დეფეკაციის დროს სინკოპეს (ასოცირებული ვალსალვას მანევრთან) ან დაკავშირებულია მუცლის ტკივილზე ვაზოვაგალურ რეაქციასთან.

პაციენტებმა, ფრუქტოზის აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემებით, არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი, რადგან ის შეიცავს სორბიტოლს.

ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს 1 მმოლ/დოზაზე ნაკლებ ნატრიუმს, ანუ ის პრაქტიკულად ნატრიუმისგან თავისუფალია.

ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს 2 მგ ნატრიუმის ბენზოატს 1 მლ-ზე (30 მგ ნატრიუმის ბენზოატი 15 მლ-იან ფლაკონში, 60 მგ ნატრიუმის ბენზოატი 30 მლ-იან ფლაკონში).

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულ ქალებში ადეკვატური კლინიკური კვლევები არ ჩატარებულა. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა რეპროდუქციული ტოქსიკურობა 10 მგ/კგ ან მეტი დღიური დოზების გამოყენებისას. უსაფრთხოების მიზნით, პიკოპილი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს, შეძლებისდაგვარად.

ძუძუთი კვების პერიოდი

კლინიკური მონაცემები აჩვენებს, რომ არც აქტიური მეტაბოლიტი ბის-(p-ჰიდროქსიფენილ)-პირიდილ-2-მეთანი (BHPM) და არც მისი გლუკურონიდები არ გამოიყოფა დედის რძეში. ამიტომ, პიკოპილის გამოყენება შესაძლებელია ძუძუთი კვების დროს.

ფერტილობა

ადამიანებში პრეპარატის ნაყოფიერებაზე ზემოქმედების შესაფასებლად კლინიკური კვლევები არ ჩატარებულა.

ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა ნაყოფიერებაზე გავლენა არ აჩვენა.

ზეგავლენა რეაქციის სიჩქარეზე სატრანსპორტო საშუალების მართვისას ან სხვა მექანიზმების გამოყენებისას.

არ ჩატარებულა კვლევები ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზემოქმედების შესახებ. თუმცა, პაციენტები უნდა იყვნენ გაფრთხილებულნი ვაზოვაგალური რეაქციის (განსაკუთრებით მუცლის სპაზმის) შედეგად ისეთი გვერდითი რეაქციების განვითარების შესაძლებლობის შესახებ, როგორიცაა თავბრუსხვევა და/ან სინკოპე. მუცლის სპაზმის განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მოერიდოს პოტენციურად სახიფათო საქმიანობას, როგორიცაა ავტომობილის მართვა ან მექანიზმებთან მუშაობა.

გამოყენების მეთოდი და დოზირება.

მედიკამენტის დოზირება ხდება მწარმოებლის მიერ მოწოდებული დისპენსერის გამოყენებით.

გვერდითი მოვლენები

ძალიან ხშირი (≥ 1/10), ხშირი (≥ 1/100 - <1/10), არახშირი (≥ 1/1000 - <1/100), იშვიათი (≥1/10000 - <1/1000), ძალიან იშვიათი (<1/10 000), სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია).

კანისა და კანქვეშაცხიმოვანი ქსოვილების მხრივ:

სიხშირე უცნობია: კანის რეაქციები (ანგიონევროზული შეშუპება, წამლით გამოწვეული ტოქსიკოდერმია, გამონაყარი, ქავილი).

იმუნური სისტემის მხრივ:

სიხშირე უცნობია: ალერგიული რეაქციები.

ნერვული სისტემის მხრივ:

არახშირი: თავბრუსხვევა;

სიხშირე უცნობია: სინკოპე.

თავბრუსხვევისა და სინკოპეს შესაძლებლობა დაკავშირებულია ვაზოვაგალურ რეაქციასთან (მაგალითად, მუცლის სპაზმთან ან დეფეკაციასთან) (იხილეთ ნაწილი „სპეციალური ინსტრუქციები“).

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ:

ძალიან ხშირი: დიარეა;

ხშირი: დისკომფორტი მუცლის მიდამოებში, მუცლის ტკივილი, მუცლის სპაზმები;

არახშირი: ღებინება, გულისრევა

პრეპარატის ხანგრძლივმა და ჭარბმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სითხის, კალიუმის და სხვა ელექტროლიტების დაკარგვა. ამან, თავის მხრივ, შეიძლება გამოიწვიოს კუნთების სისუსტე და გულის ფუნქციის დარღვევა, განსაკუთრებით შარდმდენებთან ან კორტიკოსტეროიდებთან ერთად გამოყენებისას.

ვარგისობის ვადა.

3 წელი.

ჭარბი დოზა

დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს ფაღარათი (დიარეა), ნაწლავების სპაზმები და სითხის, კალიუმის და სხვა ელექტროლიტების კლინიკურად მნიშვნელოვანი დაკარგვა.

მწვავე დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, შედეგების მინიმუმამდე დაყვანა ან აღმოფხვრა შესაძლებელია პიკოპილის ორალური წვეთების მიღებიდან მალევე ღებინების გამოწვევით ან კუჭის ამორეცხვით. შესაძლოა საჭირო გახდეს სითხის შევსება და ელექტროლიტური ბალანსის კორექცია. შესაძლებელია სპაზმის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება.

პიკოპილის დიდი დოზების გამოყენებისას, რომლებიც მნიშვნელოვნად აღემატება ყაბზობის დროს რეკომენდებულ დოზებს, აღწერილია მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის იშემია.

პიკოპილმა, სხვა საფაღარათო საშუალებების მსგავსად, ხანგრძლივი პერიოდით დოზის გადაჭარბებისას, შეიძლება გამოიწვიოს ქრონიკული დიარეა და მუცლის ტკივილი, ჰიპოკალიემია, მეორადი ჰიპერალდოსტერონიზმი და შესაძლოა თირკმლში კენჭების გაჩენა. საფაღარათო საშუალებების ხანგრძლივი ბოროტად გამოყენებისას აღწერილია თირკმლის მილაკების დაზიანება, მეტაბოლური ალკალოზი და ჰიპოკალიემიით გამოწვეული კუნთების სისუსტე.

გვერდითი რეაქციები.

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება: ნატრიუმის პიკოსულფატი;

პრეპარატის 1 მლ (20 წვეთი) შეიცავს 7.5 მგ ნატრიუმის პიკოსულფატს 100%-იანი უწყლო ნივთიერებაზე გადაანგარიშებით;

დამხმარე ნივთიერებები: სორბიტოლი (E 420); ნატრიუმის ბენზოატი (E 211); ლიმონმჟავას მონოჰიდრატი; ნატრიუმის ციტრატი; საინექციო წყალი.

წამლის ფორმა. პერორალური წვეთები.

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური მახასიათებლები: გამჭვირვალე უფერო ან მოყვითალო შეფერილობის სითხე.

შენახვის პირობები

შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა.

15მლ ფლაკონში. 1 ფლაკონი კოლოფში.

გაცემის კატეგორია.

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

მწარმოებელი.

სს „ფარმაკი“.

მწარმოებლის ადგილმდებარეობა და საქმიანობის განხორციელების მისამართი

უკრაინა, 04080, ქ. კიევი, კირილოვსკაიას ქ. №74.

ბოლო გადახედვის თარიღი. 03.02.2021.

ფარმაკოლოგიური თვისებები

კონტაქტური საფაღარათო საშუალებები. ათქ კოდი A06A B08.

ფარმაკოლოგიური თვისებები.

ფარმაკოდინამიკა.

ნატრიუმის პიკოსულფატი, პიკოპილის აქტიური ინგრედიენტი, ტრიარილმეთანის ჯგუფის ადგილობრივი საფაღარათო საშუალებაა. მსხვილ ნაწლავში ბაქტერიული მონელების შემდეგ, ნატრიუმის პიკოსულფატი ასტიმულირებს მსხვილი ნაწლავის ლორწოვან გარსს, აჩქარებს პერისტალტიკას და ხელს უწყობს წყლისა და ელექტროლიტების დაგროვებას მსხვილი ნაწლავის სანათურში. ეს იწვევს დეფეკაციის სტიმულირებას, ტრანზიტის დროის შემცირებას და განავლის დარბილებას.

ფარმაკოკინეტიკა.

პერორალური მიღების შემდეგ, ნატრიუმის პიკოსულფატი მსხვილ ნაწლავში აღწევს მნიშვნელოვანი აბსორბციის გარეშე.

აქტიური მეტაბოლიტი, ბის-(p-ჰიდროქსიფენილ)-პირიდილ-2-მეთანი, წარმოიქმნება მსხვილ ნაწლავში ბაქტერიული დაშლის შემდეგ. პიკოპილის მოქმედების დაწყება, როგორც წესი, ხდება მისი მიღებიდან 6-12 საათის შემდეგ, აქტიური მეტაბოლიტის გამოთავისუფლების მიხედვით. პერორალური მიღების შემდეგ, პრეპარატის მხოლოდ მცირე რაოდენობა შეიძლება გამოვლინდეს ორგანიზმის ორგანოებსა და სისტემებში.

პრეპარატის საფაღარათო ეფექტი არ კორელირებს აქტიური მეტაბოლიტის პლაზმურ დონესთან.

კლინიკური მახასიათებლები.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სამკურნალო საშუალების სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია

პიკოპილი

(PICOPIL)

შემადგენლობა:

მოქმედი ნივთიერება: ნატრიუმის პიკოსულფატი;

პრეპარატის 1 მლ (20 წვეთი) შეიცავს 7.5 მგ ნატრიუმის პიკოსულფატს 100%-იანი უწყლო ნივთიერებაზე გადაანგარიშებით;

დამხმარე ნივთიერებები: სორბიტოლი (E 420); ნატრიუმის ბენზოატი (E 211); ლიმონმჟავას მონოჰიდრატი; ნატრიუმის ციტრატი; საინექციო წყალი.

წამლის ფორმა. პერორალური წვეთები.

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური მახასიათებლები: გამჭვირვალე უფერო ან მოყვითალო შეფერილობის სითხე.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი.

კონტაქტური საფაღარათო საშუალებები. ათქ კოდი A06A B08.

ფარმაკოლოგიური თვისებები.

ფარმაკოდინამიკა.

ნატრიუმის პიკოსულფატი, პიკოპილის აქტიური ინგრედიენტი, ტრიარილმეთანის ჯგუფის ადგილობრივი საფაღარათო საშუალებაა. მსხვილ ნაწლავში ბაქტერიული მონელების შემდეგ, ნატრიუმის პიკოსულფატი ასტიმულირებს მსხვილი ნაწლავის ლორწოვან გარსს, აჩქარებს პერისტალტიკას და ხელს უწყობს წყლისა და ელექტროლიტების დაგროვებას მსხვილი ნაწლავის სანათურში. ეს იწვევს დეფეკაციის სტიმულირებას, ტრანზიტის დროის შემცირებას და განავლის დარბილებას.

ფარმაკოკინეტიკა.

პერორალური მიღების შემდეგ, ნატრიუმის პიკოსულფატი მსხვილ ნაწლავში აღწევს მნიშვნელოვანი აბსორბციის გარეშე.

აქტიური მეტაბოლიტი, ბის-(p-ჰიდროქსიფენილ)-პირიდილ-2-მეთანი, წარმოიქმნება მსხვილ ნაწლავში ბაქტერიული დაშლის შემდეგ. პიკოპილის მოქმედების დაწყება, როგორც წესი, ხდება მისი მიღებიდან 6-12 საათის შემდეგ, აქტიური მეტაბოლიტის გამოთავისუფლების მიხედვით. პერორალური მიღების შემდეგ, პრეპარატის მხოლოდ მცირე რაოდენობა შეიძლება გამოვლინდეს ორგანიზმის ორგანოებსა და სისტემებში.

პრეპარატის საფაღარათო ეფექტი არ კორელირებს აქტიური მეტაბოლიტის პლაზმურ დონესთან.

კლინიკური მახასიათებლები.

ჩვენებები.

ყაბზობა ან სხვა მდგომარეობები, რომლებიც საჭიროებენ დეფეკაციის შემსუბუქებას.

სხვა საფაღარათო საშუალებების მსგავსად, პიკოპილი არ უნდა იქნას გამოყენებული ყოველდღიურად ან დიდი ხნის განმავლობაში ყაბზობის გამომწვევი მიზეზის დადგენის გარეშე.

უკუჩვენებები.

  • მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების, სხვა ტრიარილმეთანების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
  • დინამიური ან მექანიკური ნაწლავური გაუვალობა.
  • მუცლის ღრუს მძიმე, მტკივნეული და/ან ცხელებით მიმდინარე დაავადებები (მაგ., აპენდიციტი), რომლებიც პოტენციურად დაკავშირებულია გულისრევასთან და ღებინებასთან.
  • ნაწლავების მწვავე ანთებითი დაავადებები.
  • მძიმე დეჰიდრატაცია.
  • პრეპარატის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ იშვიათი მემკვიდრეობითი აუტანლობა, მაგალითად, არსებობს ფრუქტოზის დაუზუსტებელი აუტანლობის შესაძლებლობა (იხილეთ განყოფილება „გამოყენების თავისებურებები“).

პიკოპილი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იქნას მიღებული სითხისა და ელექტროლიტების დისბალანსთან დაკავშირებული მდგომარეობების დროს (მაგ., თირკმლის მძიმე უკმარისობისას).

პიკოპილი არ უნდა დაენიშნოს 4 წლამდე ასაკის ბავშვებს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედებების სხვა ფორმები.

პიკოპილის მაღალი დოზებით შარდმდენებთან ან კორტიკოსტეროიდებთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ელექტროლიტური დისბალანსის რისკი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს საგულე გლიკოზიდების მიმართ მგრძნობელობის მომატება.

ანტიბიოტიკებთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება შეამციროს პიკოპილისსაფაღარათო ეფექტი.

გამოყენების თავისებურებები.

ქრონიკული ყაბზობით დაავადებულ პაციენტებს უნდა ჩაუტარდეთ სრული დიაგნოსტირება და დადგინდეს ყაბზობის მიზეზი.

პრეპარატის ხანგრძლივმა და ჭარბმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სითხისა და ელექტროლიტების დისბალანსი და ჰიპოკალიემია.

პიკოპილის გამოყენების შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს სიმპტომების რეციდივი. თუ პიკოპილი ქრონიკული ყაბზობის სამკურნალოდ დიდი ხნის განმავლობაში გამოიყენებოდა, სიმპტომების ნებისმიერი რეციდივი შეიძლება უფრო მძიმე აღმოჩნდეს.

ნატრიუმის პიკოსულფატის გამოყენებასთან დროებით კავშირში აღწერილია თავბრუსხვევის და/ან სინკოპეს შემთხვევები. არსებული ინფორმაცია მიუთითებს, რომ ეს მოვლენები შეესაბამება დეფეკაციის დროს სინკოპეს (ასოცირებული ვალსალვას მანევრთან) ან დაკავშირებულია მუცლის ტკივილზე ვაზოვაგალურ რეაქციასთან.

პაციენტებმა, ფრუქტოზის აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემებით, არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი, რადგან ის შეიცავს სორბიტოლს.

ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს 1 მმოლ/დოზაზე ნაკლებ ნატრიუმს, ანუ ის პრაქტიკულად ნატრიუმისგან თავისუფალია.

ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს 2 მგ ნატრიუმის ბენზოატს 1 მლ-ზე (30 მგ ნატრიუმის ბენზოატი 15 მლ-იან ფლაკონში, 60 მგ ნატრიუმის ბენზოატი 30 მლ-იან ფლაკონში).

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.

ორსულობა

ორსულ ქალებში ადეკვატური კლინიკური კვლევები არ ჩატარებულა. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა რეპროდუქციული ტოქსიკურობა 10 მგ/კგ ან მეტი დღიური დოზების გამოყენებისას. უსაფრთხოების მიზნით, პიკოპილი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს, შეძლებისდაგვარად.

ძუძუთი კვების პერიოდი

კლინიკური მონაცემები აჩვენებს, რომ არც აქტიური მეტაბოლიტი ბის-(p-ჰიდროქსიფენილ)-პირიდილ-2-მეთანი (BHPM) და არც მისი გლუკურონიდები არ გამოიყოფა დედის რძეში. ამიტომ, პიკოპილის გამოყენება შესაძლებელია ძუძუთი კვების დროს.

ფერტილობა

ადამიანებში პრეპარატის ნაყოფიერებაზე ზემოქმედების შესაფასებლად კლინიკური კვლევები არ ჩატარებულა.

ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა ნაყოფიერებაზე გავლენა არ აჩვენა.

ზეგავლენა რეაქციის სიჩქარეზე სატრანსპორტო საშუალების მართვისას ან სხვა მექანიზმების გამოყენებისას.

არ ჩატარებულა კვლევები ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზემოქმედების შესახებ. თუმცა, პაციენტები უნდა იყვნენ გაფრთხილებულნი ვაზოვაგალური რეაქციის (განსაკუთრებით მუცლის სპაზმის) შედეგად ისეთი გვერდითი რეაქციების განვითარების შესაძლებლობის შესახებ, როგორიცაა თავბრუსხვევა და/ან სინკოპე. მუცლის სპაზმის განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მოერიდოს პოტენციურად სახიფათო საქმიანობას, როგორიცაა ავტომობილის მართვა ან მექანიზმებთან მუშაობა.

გამოყენების მეთოდი და დოზირება.

მედიკამენტის დოზირება ხდება მწარმოებლის მიერ მოწოდებული დისპენსერის გამოყენებით.

ზრდასრულები: 13-27 წვეთი (რაც შეესაბამება 5-10 მგ ნატრიუმის პიკოსულფატს);

4 წლის და უფროსი ასაკის ბავშვები (მხოლოდ ექიმის დანიშნულებით): 7-13 წვეთი (რაც შეესაბამება 2.5-5 მგ ნატრიუმის პიკოსულფატს).

რეკომენდებულია მკურნალობის დაწყება ყველაზე დაბალი დოზით. დოზის კორექტირება შესაძლებელია ნაწლავების რეგულარული მოქმედებისთვის რეკომენდებულ მაქსიმალურ დოზამდე. არ უნდა გადააჭარბოთ მაქსიმალურ დღიურ დოზას, რომელიც შეადგენს 27 წვეთს (ზრდასრულებისთვის) ან 13 წვეთს (4 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებისთვის).

პიკოპილი უნდა მიიღოთ ღამით. მიღების შემდეგ, ნაწლავების მოქმედება ხდება 10-12 საათის განმავლობაში. მედიკამენტის მიღება შესაძლებელია სითხით ან მის გარეშე.

პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული ყოველდღიურად ან დიდი ხნის განმავლობაში ყაბზობის მიზეზის დადგენის გარეშე.

ბავშვები.

პრეპარატი გამოიყენება 4 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის.

დოზის გადაჭარბება.

დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს ფაღარათი (დიარეა), ნაწლავების სპაზმები და სითხის, კალიუმის და სხვა ელექტროლიტების კლინიკურად მნიშვნელოვანი დაკარგვა.

მწვავე დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, შედეგების მინიმუმამდე დაყვანა ან აღმოფხვრა შესაძლებელია პიკოპილის ორალური წვეთების მიღებიდან მალევე ღებინების გამოწვევით ან კუჭის ამორეცხვით. შესაძლოა საჭირო გახდეს სითხის შევსება და ელექტროლიტური ბალანსის კორექცია. შესაძლებელია სპაზმის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება.

პიკოპილის დიდი დოზების გამოყენებისას, რომლებიც მნიშვნელოვნად აღემატება ყაბზობის დროს რეკომენდებულ დოზებს, აღწერილია მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის იშემია.

პიკოპილმა, სხვა საფაღარათო საშუალებების მსგავსად, ხანგრძლივი პერიოდით დოზის გადაჭარბებისას, შეიძლება გამოიწვიოს ქრონიკული დიარეა და მუცლის ტკივილი, ჰიპოკალიემია, მეორადი ჰიპერალდოსტერონიზმი და შესაძლოა თირკმლში კენჭების გაჩენა. საფაღარათო საშუალებების ხანგრძლივი ბოროტად გამოყენებისას აღწერილია თირკმლის მილაკების დაზიანება, მეტაბოლური ალკალოზი და ჰიპოკალიემიით გამოწვეული კუნთების სისუსტე.

გვერდითი რეაქციები.

გვერდითი მოვლენები ჩამოთვლილია გამოვლენის სიხშირის მიხედვით: ძალიან ხშირი (≥ 1/10), ხშირი (≥ 1/100 - <1/10), არახშირი (≥ 1/1000 - <1/100), იშვიათი (≥1/10000 - <1/1000), ძალიან იშვიათი (<1/10 000), სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია).

კანისა და კანქვეშაცხიმოვანი ქსოვილების მხრივ:

სიხშირე უცნობია: კანის რეაქციები (ანგიონევროზული შეშუპება, წამლით გამოწვეული ტოქსიკოდერმია, გამონაყარი, ქავილი).

იმუნური სისტემის მხრივ:

სიხშირე უცნობია: ალერგიული რეაქციები.

ნერვული სისტემის მხრივ:

არახშირი: თავბრუსხვევა;

სიხშირე უცნობია: სინკოპე.

თავბრუსხვევისა და სინკოპეს შესაძლებლობა დაკავშირებულია ვაზოვაგალურ რეაქციასთან (მაგალითად, მუცლის სპაზმთან ან დეფეკაციასთან) (იხილეთ ნაწილი „სპეციალური ინსტრუქციები“).

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ:

ძალიან ხშირი: დიარეა;

ხშირი: დისკომფორტი მუცლის მიდამოებში, მუცლის ტკივილი, მუცლის სპაზმები;

არახშირი: ღებინება, გულისრევა

პრეპარატის ხანგრძლივმა და ჭარბმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სითხის, კალიუმის და სხვა ელექტროლიტების დაკარგვა. ამან, თავის მხრივ, შეიძლება გამოიწვიოს კუნთების სისუსტე და გულის ფუნქციის დარღვევა, განსაკუთრებით შარდმდენებთან ან კორტიკოსტეროიდებთან ერთად გამოყენებისას.

ვარგისობის ვადა.

3 წელი.

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

შენახვის პირობები.

შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა.

15მლ ფლაკონში. 1 ფლაკონი კოლოფში.

გაცემის კატეგორია.

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

მწარმოებელი.

სს „ფარმაკი“.

მწარმოებლის ადგილმდებარეობა და საქმიანობის განხორციელების მისამართი

უკრაინა, 04080, ქ. კიევი, კირილოვსკაიას ქ. №74.

ბოლო გადახედვის თარიღი. 03.02.2021.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა