სიაკრეტი
SIACRET
მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ზრდასრული პაციენტებისთვის, სიტაგლიპტინი ნაჩვენებია გლიკემიური კონტროლის გასაუმჯობესებლად: მონოთერაპიის სახით: პაციენტებში, რომელთა მდგომარეობა არასაკმარისად კონტროლდება მხოლოდ დიეტითა და ვარჯიშით და რომლებისთვისაც მეტფორმინი არ არის მიზანშეწონილი უკუჩვენებების ან აუტანლობის …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- სიტაგლიპტინ (sitagliptin)
- ფორმა და შეფუთვა
- 50მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 (3X10)
- მწარმოებელი
- MSN Laboratories Private Limited, ინდოეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, დიპეპტიდილ პეპტიდაზა 4 -ის (DPP - 4) ინჰიბიტორები
- ATC კოდი
- A10BH01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-045760
- რეგისტრირებულია
- 23 ივნისი 2026, მოქმედებს 23 ივნისი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- MSN Laboratories Private Limited (ინდოეთი)
- განმცხადებელი
- შპს „რეგულათორი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
სიაკრეტი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ზრდასრული პაციენტებისთვის, სიტაგლიპტინი ნაჩვენებია გლიკემიური კონტროლის გასაუმჯობესებლად: მონოთერაპიის სახით:
პაციენტებში, რომელთა მდგომარეობა არასაკმარისად კონტროლდება მხოლოდ დიეტითა და ვარჯიშით და რომლებისთვისაც მეტფორმინი არ არის მიზანშეწონილი უკუჩვენებების ან აუტანლობის გამო. როგორც ორმაგი პერორალური თერაპია შემდეგთან კომბინაციაში:
მეტფორმინი, როდესაც დიეტა და ვარჯიში პლიუს მხოლოდ მეტფორმინი ვერ უზრუნველყოფს ადექვატურ გლიკემიურ კონტროლს.
სულფონილშარდოვანა, როდესაც დიეტა და ვარჯიში პლიუს მხოლოდ სულფონილშარდოვანას მაქსიმალური ასატანი დოზა ვერ უზრუნველყოფს ადექვატურ გლიკემიურ კონტროლს, და როდესაც მეტფორმინი არ არის მიზანშეწონილი უკუჩვენებების ან აუტანლობის გამო.
პეროქსიზომის პროლიფერატორ-აქტივირებული რეცეპტორის გამა (PPARγ) აგონისტი (ანუ თიაზოლიდინედიონი) როდესაც PPARγ-აგონისტის გამოყენება მიზანშეწონილია და როდესაც დიეტა და ვარჯიში პლიუს მხოლოდ PPARγ ვერ უზრუნველყოფს ადექვატურ გლიკემიურ კონტროლს.
სამმაგი პერორალური თერაპიის სახით შემდეგთან კომბინაციაში:
სულფონილშარდოვანასთან და მეტფორმინთან, როდესაც დიეტა და ვარჯიში პლიუს ამ სამკურნალო პროდუქტებით ორმაგი თერაპია ვერ უზრუნველყოფს ადექვატურ გლიკემიურ კონტროლს.
PPARγ-აგონისტი და მეტფორმინი, როდესაც PPARγ-აგონისტის გამოყენება მიზანშეწონილია და როდესაც დიეტა და ვარჯიში პლიუს ამ სამკურნალო პროდუქტებით ორმაგი თერაპია ვერ უზრუნველყოფს ადექვატურ გლიკემიურ კონტროლს.
სიტაგლიპტინი ასევე ნაჩვენებია ინსულინზე დამატების სახით (მეტფორმინთან ერთად ან მის გარეშე), როდესაც დიეტა და ვარჯიში ინსულინის სტაბილური დოზასთან ერთად ვერ უზრუნველყოფს ადექვატურ გლიკემიურ კონტროლს.
მიღების წესი და დოზირება
დოზაა 100 მგ სიტაგლიპტინი დღეში ერთხელ. მეტფორმინთან და/ან PPARγ აგონისტთან კომბინაციაში გამოყენებისას, უნდა შენარჩუნდეს მეტფორმინის და/ან PPARγ აგონისტის დოზა, და ერთდროულად გამოყენებული იქნას სიტაგლიპტინი. როდესაც სიტაგლიპტინი გამოიყენება სულფონილშარდოვანასთან ან ინსულინთან კომბინაციაში, ჰიპოგლიკემიის რისკის შესამცირებლად შეიძლება განხილული იქნას სულფონილშარდოვანას ან ინსულინის უფრო დაბალი დოზა (იხილეთ 4.4 პუნქტი). თუ სიტაგლიპტინის დოზა გამორჩენილია, ის უნდა იქნას მიღებული როგორც კი გაახსენდება პაციენტს. ორმაგი დოზა არ უნდა იქნას მიღებული ერთსა და იმავე დღეს.
სპეციალური პოპულაციები
თირკმლის უკმარისობა
სიტაგლიპტინის სხვა ანტიდიაბეტურ სამკურნალო პრეპარატთან ერთად გამოყენების განხილვისას, უნდა შემოწმდეს მისი გამოყენების პირობები თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.
თირკმლის მსუბუქი უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის (გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე [GFR] 60-დან <90 მლ/წთ-მდე), დოზის კორექცია საჭირო არ არის.
თირკმლის ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის (GFR 45-დან <60 მლ/წთ-მდე), დოზის კორექცია საჭირო არ არის.
თირკმლის ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის (GFR 30-დან <45 მლ/წთ-მდე), სიტაგლიპტინის დოზაა 50 მგ დღეში ერთხელ.
თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის (GFR ≥ 15-დან <30 მლ/წთ-მდე) ან თირკმლის დაავადების ბოლო სტადიის (ESRD) მქონე პაციენტებისთვის (GFR < 15 მლ/წთ), მათ შორის მათთვის, ვისაც სჭირდება ჰემოდიალიზი ან პერიტონეალური დიალიზი, სიტაგლიპტინის დოზაა 25 მგ დღეში ერთხელ. მკურნალობა შეიძლება დაინიშნოს დიალიზის დროის მიუხედავად. რადგანაც დოზის კორექცია ხდება თირკმლის ფუნქციის საფუძველზე, რეკომენდებულია თირკმლის ფუნქციის შეფასება სიტაგლიპტინის დაწყებამდე და პერიოდულად მას შემდეგაც.
ღვიძლის უკმარისობა
ღვიძლის მსუბუქი და საშუალო უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის დოზის კორექცია საჭირო არ არის. სიტაგლიპტინი შესწავლილი არ ყოფილა ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში და შესაბამისად, საჭიროა სიფრთხილე (იხ. პუნქტი 5.2).
თუმცა, რადგან სიტაგლიპტინი ძირითადად გამოიყოფა თირკმელებით, მოსალოდნელია, რომ ღვიძლის მძიმე უკმარისობა არ იმოქმედებს სიტაგლიპტინის ფარმაკოკინეტიკაზე.
ხანდაზმულები
ასაკის მიხედვით დოზის კორექცია საჭირო არ არის.
პედიატრიული პოპულაცია
სიტაგლიპტინი არ უნდა იქნას გამოყენებული 10-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში მისი არასაკმარისი ეფექტურობის გამო. ამჟამად არსებული მონაცემები აღწერილია 4.8, 5.1 და 5.2 პუნქტებში. სიტაგლიპტინი არ არის შესწავლილი 10 წლამდე ასაკის პედიატრიულ პაციენტებში. გამოყენების მეთოდი
სიტაგლიპტინის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
უკუჩვენებები
თუ გაქვთ ალერგია სიტაგლიპტინზე ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტზე (ჩამოთვლილია მე-6 პუნქტში).
სიფრთხილის ზომები
სიტაგლიპტინის მიმღებ პაციენტებში დაფიქსირებულია პანკრეასის ანთების (პანკრეატიტის) შემთხვევები (იხილეთ მე-4 პუნქტი).
თუ კანზე გაჩნდება ბუშტუკები, ეს შეიძლება იყოს ბულოზური პემფიგოიდის სახელით ცნობილი მდგომარეობის ნიშანი.
თქვენმა ექიმმა შეიძლება გთხოვოთ სიტაგლიპტინის მიღების შეწყვეტა.
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ ან გქონიათ:
პანკრეასის დაავადება (მაგალითად, პანკრეატიტი)
ნაღვლის ბუშტის კენჭები, ალკოჰოლზე დამოკიდებულება ან სისხლში ტრიგლიცერიდების (ცხიმის ფორმა) ძალიან მაღალი დონე. ამ სამედიცინო მდგომარეობებმა შეიძლება გაზარდოს თქვენთვის პანკრეატიტის განვითარების რისკი (იხილეთ მე-4 პუნქტი).
1 ტიპის დიაბეტი
დიაბეტური კეტოაციდოზი (დიაბეტის გართულება, რომელსაც თან ახლავს სისხლში შაქრის მაღალი დონე, წონის სწრაფი დაკლება, გულისრევა ან ღებინება)
თირკმლის ნებისმიერი წარსული ან ახლანდელი პრობლემა
ალერგიული რეაქცია სიტაგლიპტინზე (იხილეთ მე-4 პუნქტი).
ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ პრეპარატმა გამოიწვიოს სისხლში შაქრის დაბალი დონე, რადგან ის არ მოქმედებს, როდესაც სისხლში შაქარი დაბალია. თუმცა, როდესაც ეს პრეპარატი გამოიყენება სულფონილშარდოვანას პრეპარატთან ან ინსულინთან კომბინაციაში, შეიძლება განვითარდეს სისხლში შაქრის დაბალი დონე (ჰიპოგლიკემია). თქვენმა ექიმმა შეიძლება შეამციროს თქვენი სულფონილშარდოვანას ან ინსულინის პრეპარატის დოზა.
ბავშვები და მოზარდები
18 წლამდე ასაკის ბავშვებმა და მოზარდებმა არ უნდა გამოიყენონ ეს პრეპარატი. ის არ არის ეფექტური 10-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში. უცნობია, არის თუ არა უსაფრთხო და ეფექტური ეს პრეპარატი 10 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა მედიკამენტები.
კერძოდ, აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ დიგოქსინს (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება გულის არარეგულარული რითმისა და გულის სხვა პრობლემების სამკურნალოდ). სიტაგლიპტინთან ერთად მიღებისას შესაძლოა საჭირო გახდეს სისხლში დიგოქსინის დონის შემოწმება.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ რჩევისათვის თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს პრეპარატი არ უნდა მიიღოთ ორსულობის დროს.
ცნობილი არ არის, გადადის თუ არა ეს პრეპარატი დედის რძეში. არ უნდა მიიღოთ ეს პრეპარატი, თუ ხართ მეძუძური დედა ან გეგმავთ ძუძუთი კვებას.
მანქანის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
ამ პრეპარატს არა აქვს ან აქვს უმნიშვნელო გავლენა მანქანის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუმცა, არსებობს ინფორმაცია თავბრუსხვევის და ძილიანობის შესახებ, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მანქანის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
ამ პრეპარატის სულფონილშარდოვანას პრეპარატებთან ან ინსულინთან კომბინაციაში მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოგლიკემია, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ან დამცავი საყრდენის გარეშე მუშაობაზე. სიტაგლიპტინი შეიცავს ნატრიუმს. ეს პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო ტაბლეტში, რაც ნიშნავს, რომ ის არსებითად „ნატრიუმის გარეშეა“.
- როგორ მიიღება სიტაგლიპტინი
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც დაგინიშნათ თქვენმა ექიმმა.
თუ არა ხართ რამეში დარწმუნებული, გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან. სტანდარტული რეკომენდებული დოზაა:
ერთი 100 მგ-იანი აპკით შემოგარსული ტაბლეტი
დღეში ერთხელ
პერორალურად.
თუ გაქვთ თირკმლის პრობლემები, თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ უფრო დაბალი დოზები (როგორიცაა, მაგალითად, 25 მგ ან 50 მგ). თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ეს პრეპარატი საკვებთან და სასმელთან ერთად ან მათ გარეშე.
50 მგ და 100 მგ-იანი ტაბლეტები შეიძლება დაიყოს თანაბარ დოზებად.
თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ ეს პრეპარატი ცალკე ან სისხლში შაქრის დონის დამაქვეითებელ გარკვეულ სხვა პრეპარატებთან ერთად.
დიეტა და ვარჯიში შეიძლება დაეხმაროს თქვენს ორგანიზმს სისხლში შაქრის უკეთესად გამოყენებაში. მნიშვნელოვანია, დაიცვათ ექიმის მიერ რეკომენდებული დიეტა და ვარჯიში სიტაგლიპტინის მიღების დროს.
თუ თქვენ მიიღეთ სიტაგლიპტინის საჭიროზე მეტი დოზა
თუ თქვენ მიიღეთ ამ პრეპარატის დანიშნულზე მეტი დოზა, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
თუ დაგავიწყდათ სიტაგლიპტინის მიღება
თუ გამოგრჩათ დოზა, მიიღეთ ის როგორც კი გაგახსენდებათ. თუ არ გაგახსენდათ შემდეგი დოზის მიღების დრომდე, გამოტოვეთ გამორჩენილი დოზა და დაუბრუნდით თქვენს ჩვეულ გრაფიკს. არ მიიღოთ ამ პრეპარატის ორმაგი დოზა.
თუ შეწყვიტეთ სიტაგლიპტინის მიღება
განაგრძეთ ამ პრეპარატის მიღება მანამ, სანამ ექიმი დაგინიშნავთ, რათა გააგრძელოთ სისხლში შაქრის დონის კონტროლი. არ უნდა შეწყვიტოთ ამ პრეპარატის მიღება ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე. თუ თქვენ გაქვთ დამატებითი კითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენები
- როგორ ინახება სიტაგლიპტინი
ჭარბი დოზა
ჯანმრთელ სუბიექტებზე კონტროლირებადი კლინიკური კვლევების დროს, დაინიშნა სიტაგლიპტინის 800 მგ-მდე ერთჯერადი დოზები. QTc-ის მინიმალური გახანგრძლივება, რომელიც კლინიკურად მნიშვნელოვნად არ ჩაითვალა, დაფიქსირდა ერთ კვლევაში 800 მგ სიტაგლიპტინის დოზაზე. კლინიკურ კვლევებში არ არსებობს გამოცდილება 800 მგ-ზე მეტი დოზების გამოყენების შესახებ. I ფაზის მრავალჯერადი დოზების კვლევებში, სიტაგლიპტინის მიღებისას 600 მგ-მდე დღეში დოზით 10 დღემდე პერიოდის განმავლობაში და 400 მგ დღეში 28 დღემდე პერიოდის განმავლობაში არ დაფიქსირებულა დოზასთან დაკავშირებული კლინიკური არასასურველი რეაქციები.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, მიზანშეწონილია სტანდარტული დამხმარე ზომების გამოყენება, მაგალითად, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან არა-აბსორბირებული მასალის მოცილება, კლინიკური მონიტორინგის ჩატარება (მათ შორის ელექტროკარდიოგრამის გადაღება) და საჭიროების შემთხვევაში დამხმარე თერაპიის დაწყება.
სიტაგლიპტინი მცირედ ექვემდებარება დიალიზს. კლინიკურ კვლევებში, დოზის დაახლოებით 13.5% გამოიყო 3-4 საათიანი ჰემოდიალიზის სესიის განმავლობაში. კლინიკურად მიზანშეწონილობის შემთხვევაში, შეიძლება განხილულ იქნას გახანგრძლივებული ჰემოდიალიზი. ცნობილი არ არის, შესაძლებელია თუ არა სიტაგლიპტინის დიალიზი პერიტონეალური დიალიზის საშუალებით.
შემადგენლობა
- რა არის და რისთვის გამოიყენება სიტაგლიპტინი
სიტაგლიპტინი შეიცავს აქტიურ ნივთიერება სიტაგლიპტინს, რომელიც მიეკუთვნება მედიკამენტების კლასს სახელწოდებით DPP-4 ინჰიბიტორები (დიპეპტიდილ პეპტიდაზა-4-ის ინჰიბიტორები), რომლებიც აქვეითებენ სისხლში შაქრის დონეს მე-2 ტიპის დიაბეტის მქონე ზრდასრულ პაციენტებში.
ეს პრეპარატი ხელს უწყობს ჭამის შემდეგ გამომუშავებული ინსულინის დონის მომატებას და ამცირებს ორგანიზმის მიერ გამომუშავებული შაქრის რაოდენობას.
თქვენმა ექიმმა დაგინიშნათ ეს პრეპარატი სისხლში შაქრის დონის დასაქვეითებლად, რომელიც ძალიან მაღალია თქვენი მე-2 ტიპის დიაბეტის გამო. ეს პრეპარატი შეიძლება გამოყენებული იქნას დამოუკიდებლად ან სხვა სისხლში შაქრის დონის დამაქვეითებელ გარკვეულ პრეპარატებთან კომბინაციაში (ინსულინი, მეტფორმინი, სულფონილშარდოვანა ან გლიტაზონები), რომლებსაც შესაძლოა უკვე იღებთ დიაბეტის სამკურნალოდ, კვებისა და ვარჯიშის გეგმასთან ერთად.
რა არის მე-2 ტიპის დიაბეტი?
მე-2 ტიპის დიაბეტი არის მდგომარეობა, რომლის დროსაც თქვენი ორგანიზმი არ გამოიმუშავებს საკმარის ინსულინს, და ინსულინი, რომელსაც თქვენი ორგანიზმი გამოიმუშავებს, არ მოქმედებს ისე კარგად, როგორც საჭიროა. თქვენს ორგანიზმს ასევე შეუძლია გამოიმუშაოს ძალიან ბევრი შაქარი. როდესაც ეს ხდება, სისხლში გროვდება შაქარი (გლუკოზა). ამან შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული სამედიცინო პრობლემები, როგორიცაა გულის დაავადება, თირკმლის დაავადება, სიბრმავე და ამპუტაცია.
- რისი ცოდნაა საჭირო სიტაგლიპტინის მიღებამდე
ფარმაკოლოგიური თვისებები
დიაბეტის დროს გამოყენებული პრეპარატები, დიპეპტიდილ პეპტიდაზა 4 -ის (DPP-4) ინჰიბიტორები,
ათქ კოდი: A10BH01.
მოქმედების მექანიზმი. სიტაგლიპტინი მიეკუთვნება პერორალური ანტიჰიპერგლიკემიური საშუალებების კლასს, სახელწოდებით დიპეპტიდილ პეპტიდაზა 4-ის (DPP-4) ინჰიბიტორები. ამ სამკურნალო პროდუქტის გამოყენებისას დაფიქსირებული გლიკემიური კონტროლის გაუმჯობესება შესაძლოა განპირობებული იყოს აქტიური ჰორმონების დონის გაზრდით. ენდოკრინული ჰორმონები, მათ შორის გლუკაგონის მსგავსი პეპტიდი-1 (GLP-1) და გლუკოზა-დამოკიდებული ინსულინ-ტროპული პოლიპეპტიდი (GIP), გამოიყოფა ნაწლავებით მთელი დღის განმავლობაში და მათი დონე იზრდება საკვების მიღების საპასუხოდ. ენდოკრინული ჰორმონები ენდოგენური სისტემის ნაწილია, რომელიც მონაწილეობს გლუკოზის ჰომეოსტაზის ფიზიოლოგიურ რეგულირებაში. როდესაც სისხლში გლუკოზის კონცენტრაცია ნორმალური ან მომატებულია, GLP-1 და GIP ზრდიან ინსულინის სინთეზს და გამოყოფას პანკრეასის ბეტა- უჯრედებიდან უჯრედშიდა სასიგნალო გზებით საშუალებით, ციკლური AMP-ის მონაწილეობით.
მე-2 ტიპის დიაბეტის ცხოველურ მოდელებში GLP-1-ით ან DPP-4 ინჰიბიტორებით მკურნალობამ აჩვენა, რომ ის აუმჯობესებს ბეტა-უჯრედების გლუკოზის მიმართ მგრძნობიარობას და ასტიმულირებს ინსულინის ბიოსინთეზსა და გამოყოფას. ინსულინის მაღალი დონის შემთხვევაში, ქსოვილებში გლუკოზის ათვისება ძლიერდება. გარდა ამისა, GLP-1 ამცირებს გლუკაგონის სეკრეციას პანკრეასის ალფა-უჯრედებიდან. გლუკაგონის შემცირებული კონცენტრაცია, ინსულინის მაღალ დონესთან ერთად, იწვევს ღვიძლიდან გლუკოზის წარმოების შემცირებას, რაც იწვევს სისხლში გლუკოზის დონის შემცირებას. GLP-1-ის და GIP-ის ეფექტები გლუკოზაზეა დამოკიდებული, ისე, რომ როდესაც სისხლში გლუკოზის კონცენტრაცია დაბალია, ინსულინის გამოყოფის სტიმულაცია და გლუკაგონის სეკრეციის დათრგუნვა GLP-1-ით არ აღინიშნება. როგორც GLP-1-ის, ასევე GIP-ის შემთხვევაში, ინსულინის გამოყოფის სტიმულაცია ძლიერდება, როდესაც გლუკოზა ნორმალურ კონცენტრაციებზე მაღლა მატოლობს. გარდა ამისა, GLP-1 არ არღვევს გლუკაგონის ნორმალურ რეაქციას ჰიპოგლიკემიაზე. GLP-1-ისა და GIP-ის მოქმედება შეზღუდულია DPP-4 ფერმენტით, რომელიც სწრაფად ახდენს ჰორმონების ჰიდროლიზს არააქტიური პროდუქტების წარმოსაქმნელად. სიტაგლიპტინი ხელს უშლის ენდოკრინული ჰორმონების ჰიდროლიზს DPP-4-ის მიერ, რითაც იზრდება GLP-1-ისა და GIP-ის აქტიური ფორმების პლაზმური კონცენტრაციები. აქტიური ენდოკრინული ჰორმონების დონის გაზრდით, სიტაგლიპტინი ზრდის ინსულინის გამოყოფას და ამცირებს გლუკაგონის დონეს გლუკოზაზე დამოკიდებული გზით. მე-2 ტიპის დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ჰიპერგლიკემია, ინსულინისა და გლუკაგონის დონის ეს ცვლილებები იწვევს ჰემოგლობინის A1c (HbA1c) შემცირებას და უზმოზე და ჭამის შემდეგ გლუკოზის კონცენტრაციის შემცირებას. სიტაგლიპტინის გლუკოზაზე დამოკიდებული მექანიზმი განსხვავდება სულფონილშარდოვანას მექანიზმისგან, რომელიც ზრდის ინსულინის სეკრეციას მაშინაც კი, როდესაც გლუკოზის დონე დაბალია და შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოგლიკემია მე-2 ტიპის დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში და ნორმალურ სუბიექტებში. სიტაგლიპტინი DPP-4 ფერმენტის ძლიერი და მაღალ-სელექციური ინჰიბიტორია და ის არ აინჰიბირებს ახლოდ დაკავშირებულ ფერმენტებს DPP-8 ან DPP-9-ს თერაპიული კონცენტრაციების დროს.
ჯანმრთელ სუბიექტებზე ორდღიან კვლევაში, მხოლოდ სიტაგლიპტინმა გაზარდა აქტიური GLP-1 კონცენტრაციები, ხოლო მხოლოდ მეტფორმინმა გაზარდა აქტიური და საერთო GLP-1 კონცენტრაციები მსგავსი ხარისხით. სიტაგლიპტინისა და მეტფორმინის ერთდროულმა მიღებამ დამატებითი ეფექტი მოახდინა აქტიური GLP-1 კონცენტრაციებზე. სიტაგლიპტინმა, მაგრამ არა მეტფორმინმა, გაზარდა აქტიური GLP-1 კონცენტრაციები.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
საერთო ჯამში, სიტაგლიპტინმა გააუმჯობესა გლიკემიური კონტროლი, როდესაც გამოიყენებოდა მონოთერაპიის სახით ან კომბინირებული მკურნალობის სახით მე-2 ტიპის დიაბეტის მქონე ზრდასრულ პაციენტებში (იხილეთ ცხრილი 2). ჩატარდა ორი კვლევა სიტაგლიპტინის მონოთერაპიის ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესაფასებლად. 100 მგ დღეში ერთხელ სიტაგლიპტინით მონოთერაპიის სახით მკურნალობამ აჩვენა მნიშვნელოვანი გაუმჯობესება HbA1c-ის, უზმოზე პლაზმაში გლუკოზის (FPG) და ჭამიდან 2 საათის შემდეგ გლუკოზის (2- საათიანი PPG) მაჩვენებლების მხრივ პლაცებოსთან შედარებით ორ კვლევაში, რომელთაგან ერთი იყო18, ხოლო მეორე 24- კვირიანი ხანგრძლივობის. დაფიქსირდა ბეტა-უჯრედების ფუნქციის სუროგატული მარკერების გაუმჯობესება, HOMA-β-ის ჩათვლით (ჰომეოსტაზის მოდელის შეფასება-β), პროინსულინისა და ინსულინის თანაფარდობის და ბეტა-უჯრედების რეაგირების მაჩვენებლების გაუმჯობესება მრავალჯერადად შერჩეული საკვების ტოლერანტობის ტესტიდან. ჰიპოგლიკემიის დაკვირვებული ინციდენტობა სიტაგლიპტინით ნამკურნალებ პაციენტებში იყო პლაცებოს ანალოგიური.
სხეულის წონა არ გაზრდილა საწყისი დონიდან არცერთ კვლევაში სიტაგლიპტინით თერაპიის დროს, პლაცებოს მიმღებ პაციენტებში მცირე შემცირებასთან შედარებით.
სიტაგლიპტინის 100 მგ დღეში ერთხელ მიღებამ დამატებითი თერაპიის სახით გამოიწვია გლიკემიური პარამეტრების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება პლაცებოსთან შედარებით ორ 24-კვირიან კვლევაში, რომელთაგან ერთმა გამოიკვლია სიტაგლიპტინი მეტფორმინთან კომბინაციაში, ხოლო მეორემ- პიოგლიტაზონთან კომბინაციაში. სხეულის წონის საწყისი მაჩვენებლიდან ცვლილება სიტაგლიპტინით ნამკურნალებ პაციენტებში იყო პლაცებოს ანალოგიური. ამ კვლევებში დაფიქსირდა ჰიპოგლიკემიის ანალოგიური ინდციდენტობა სიტაგლიპტინით ან პლაცებოთი ნამკურნალებ პაციენტებში.
24-კვირიანი პლაცებოთი-კონტროლირებული კვლევა დაპროექტდა სიტაგლიპტინის (100 მგ დღეში ერთხელ) ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესაფასებლად, რომელიც დამატებული იყო მხოლოდ გლიმეპირიდზე ან გლიმეპირიდისა და მეტფორმინის კომბინაციაზე. სიტაგლიპტინის დამატებამ მხოლოდ გლიმეპირიდზე ან გლიმეპირიდსა და მეტფორმინზე გამოიწვია გლიკემიური პარამეტრების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. სიტაგლიპტინით ნამკურნალებ პაციენტებში დაფიქსირდა სხეულის წონის უმნიშვნელო მატება პლაცებოს მიმღებ პაციენტებთან შედარებით. 26-კვირიანი პლაცებოთი-კონტროლირებული კვლევა დაპროექტდა სიტაგლიპტინის (100 მგ დღეში ერთხელ) პიოგლიტაზონისა და მეტფორმინის კომბინაციაზე დამატების ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესაფასებლად. სიტაგლიპტინის პიოგლიტაზონსა და მეტფორმინზე დამატებამ გამოიწვია გლიკემიური პარამეტრების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. სხეულის წონის ცვლილება საწყისი დონიდან სიტაგლიპტინით ნამკურნალებ პაციენტებში იყო პლაცებოს ანალოგიური. ჰიპოგლიკემიის ინციდენტობა ასევე ანალოგიური იყო სიტაგლიპტინით ან პლაცებოთი ნამკურნალებ პაციენტებში.
24-კვირიანი პლაცებოთი-კონტროლირებული კვლევა დაპროექტდა სიტაგლიპტინის (100 მგ დღეში ერთხელ) ინსულინზე დამატების (სტაბილური დოზით მინიმუმ 10 კვირის განმავლობაში) მეტფორმინთან ერთად (მინიმუმ 1500 მგ) ან მის გარეშე ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესაფასებლად. პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ წინასწარ შერეულ ინსულინს, საშუალო დღიური დოზა იყო 70.9 ერთეული/დღეში. პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ არა-წინასწარ შერეულ (საშუალო/ხანგრძლივი მოქმედების) ინსულინს, საშუალო დღიური დოზა იყო 44.3 ერთეული/დღეში. სიტაგლიპტინის ინსულინზე დამატებამ გამოიწვია გლიკემიური პარამეტრების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. სხეულის წონის საწყის დონესთან შედარებით მნიშვნელოვანი ცვლილება არცერთ ჯგუფში არ დაფიქსირებულა.
საწყისი თერაპიის 24-კვირიან პლაცებოთი-კონტროლირებულ ფაქტორულ კვლევაში, 50 მგ სიტაგლიპტინის დღეში ორჯერ მეტფორმინთან (500 მგ ან 1000 მგ დღეში ორჯერ) კომბინაციაში გამოყენებამ გამოიწვია გლიკემიური პარამეტრების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება რომელიმეთი მონოთერაპიასთან შედარებით. სიტაგლიპტინისა და მეტფორმინის კომბინაციისას სხეულის წონის კლება იყო მხოლოდ მეტფორმინის ან პლაცებოს მიღებისას დაფიქსირებულის ანალოგიური; მხოლოდ სიტაგლიპტინის მიმღებ პაციენტებში საწყისი მაჩვენებლიდან ცვლილება არ დაფიქსირებულა. ჰიპოგლიკემიის ინციდენტობა მკურნალობის ჯგუფებს შორის იყო ანალოგიური.
ცხრილი 2. HbA1c-ის შედეგები პლაცებოთი-კონტროლირებულ მონოთერაპიისა და კომბინირებული თერაპიის კვლევებში *
კვლევა
საშუალო საწყისი HbA1c დონე
საშუალო ცვლილება საწყისი HbA1c-დან (%)†
პლაცებოთი-კორექტირებული საშუალო ცვლილება HbA1c-ში (%)† (95% CI)
მონოთერაპიის კვლევები
სიტაგლიპტინი 100 მგ დღეში ერთხელ § (N= 193)
- 0
- 0.5
- 0.6‡
(-0.8, -0.4)
სიტაგლიპტინი 100 მგ დღეში ერთხელ % (N= 229)
- 0
- 0.6
- 0.8‡
(-1.0, -0.6)
კომბინირებული თერაპიის კვლევები
სიტაგლიპტინი 100 მგ დღეში ერთხელ დამატებული მიმდინარე მეტფორმინით თერაპიაზე % (N=453)
- 0
- 0.7
- 0.7‡
(-0.8, -0.5)
სიტაგლიპტინი 100 მგ დღეში ერთხელ, დამატებული მიმდინარე პიოგლიტაზონით თერაპიაზე % (N=163)
- 1
- 0.9
- 0.7‡
(-0.9, -0.5)
სიტაგლიპტინი 100 მგ დღეში ერთხელ, დამატებული მიმდინარე გლიმეპირიდით თერაპიაზე % (N=102)
- 4
- 0.3
- 0.6‡
(-0.8, -0.3)
სიტაგლიპტინი 100 მგ დღეში ერთხელ, დამატებული მიმდინარე გლიმეპირიდი + მეტფორმინით თერაპიაზე % (N=115)
- 3
- 0.6
- 0.9‡
(-1.1, -0.7)
სიტაგლიპტინი 100 მგ დღეში ერთხელ, დამატებული მიმდინარე პიოგლიტაზონი + მეტფორმინით თერაპიაზე # (N=152)
- 8
- 1.2
- 0.7‡
(-1.0, -0.5)
საწყისი თერაპია (დღეში ორჯერ)%: სიტაგლიპტინი 50 მგ + მეტფორმინი 500 მგ (N=183)
- 8
- 1.4
- 1.6‡
(-1.8, -1.3)
საწყისი თერაპია (დღეში ორჯერ) %: სიტაგლიპტინი 50 მგ + მეტფორმინი 1,000 მგ (N=178)
- 8
- 1.9
- 2.1‡
(-2.3, -1.8)
სიტაგლიპტინი 100 მგ დღეში ერთხელ დამატებული მიმდინარე ინსულინით (+/- მეტფორმინით) თერაპიაზე % (N=305)
- 7
- 0.6
- 0.6‡, ¶
(-0.7, -0.4)
- ყველა მკურნალობაზე მყოფი პაციენტის პოპულაცია (ყველა რანდომიზებული პაციენტის ანალიზი).
† უმცირესი კვადრატების საშუალო, კორექტირებული წინა ანტიჰიპერგლიკემიური თერაპიის სტატუსისა და საწყისი მაჩვენებლის მიხედვით.
‡ p<0.001 პლაცებოსთან ან პლაცებო + კომბინირებულ მკურნალობასთან შედარებით.
§ HbA1c (%) მე-18 კვირას.
% HbA1c (%) 24-ე კვირას.
# HbA1c (%) 26-ე კვირას.
¶ უმცირესი კვადრატების საშუალო, კორექტირებული მეტფორმინის მიხედვით 1-ელ ვიზიტზე (დიახ/არა), ინსულინის მიხედვით 1-ელ ვიზიტზე (წინასწარ შერეული არაწინასწარ შერეული [საშუალო ან ხანგრძლივი მოქმედების]) ინსულინის და საწყისი მაჩვენებლის მიხედვით. მკურნალობა შრეობრივი (მეტფორმინის და ინსულინის გამოყენება) ურთიერთქმედების მიხედვით არ იყო მნიშვნელოვანი (p > 0.10).
24-კვირიანი აქტიური (მეტფორმინი) კონტროლირებადი კვლევა დაპროექტებული იყო სიტაგლიპტინის 100 მგ დღეში ერთხელ (N=528) ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესაფასებლად მეტფორმინთან (N=522) შედარებით იმ პაციენტებში არა-ადექვატური გლიკემიური კონტროლით დიეტისა და ვარჯიშის დროს და რომლებიც არ იღებდნენ ანტიჰიპერგლიკემიურ თერაპიას (თერაპია შეწყვეტილი იყო მინიმუმ 4 თვის განმავლობაში). მეტფორმინის საშუალო დოზა იყო დაახლოებით 1900 მგ დღეში. HbA1c-ის შემცირება საშუალო საწყისი მნიშვნელობა 7.2%-დან იყო -0.43% სიტაგლიპტინისთვის და -0.57% მეტფორმინისთვის (პროტოკოლის ანალიზის მიხედვით). კუჭ-ნაწლავის ტრაქტის არასასურველი რეაქციების საერთო ინციდენტობა, რომლებიც ჩაითვალა პრეპარატთან დაკავშირებულად სიტაგლიპტინით ნამკურნალებ პაციენტებში იყო 2.7% მეტფორმინით ნამკურნალებ პაციენტებში 12.6%-თან შედარებით. ჰიპოგლიკემიის ინციდენტობა მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა მკურნალობის ჯგუფებს შორის (სიტაგლიპტინი, 1.3%; მეტფორმინი, 1.9%). სხეულის წონა შემცირდა საწყის მაჩვენებელთან შედარებით ორივე ჯგუფში (სიტაგლიპტინი, -0.6 კგ; მეტფორმინი -1.9 კგ).
კვლევაში, რომელშიც შედარებული იქნა სიტაგლიპტინის 100 მგ დღეში ერთხელ ან გლიპიზიდის (სულფონილშარდოვანას) დამატების ეფექტურობა და უსაფრთხოება მეტფორმინით მონოთერაპიის დროს არა-ადექვატური გლიკემიური კონტროლის მქონე პაციენტებში, სიტაგლიპტინი იყო გლიპიზიდის ანალოგიური HbA1c-ის შემცირების თვალსაზრისით. კომპარატორის ჯგუფში გამოყენებული გლიპიზიდის საშუალო დოზა იყო 10 მგ დღეში, სადაც პაციენტების დაახლოებით 40%-ს სჭირდებოდა გლიპიზიდის დოზა ≥5 მგ/დღეში კვლევის განმავლობაში. თუმცა, სიტაგლიპტინის ჯგუფში უფრო მეტმა პაციენტმა შეწყვიტა მკურნალობა არაეფექტურობის გამო, ვიდრე გლიპიზიდის ჯგუფში. სიტაგლიპტინით ნამკურნალებ პაციენტებში სხეულის წონის მნიშვნელოვანი საშუალო კლება აღინიშნა საწყის დონესთან შედარებით, გლიპიზიდის მიმღებ პაციენტებში წონის მნიშვნელოვან მატებასთან შედარებით (-1.5 vs +1.1 კგ). ამ კვლევაში, პროინსულინისა და ინსულინის თანაფარდობა, რაც ინსულინის სინთეზისა და გამოყოფის ეფექტურობის მარკერია, გაუმჯობესდა სიტაგლიპტინით მკურნალობისას და გაუარესდა გლიპიზიდით მკურნალობისას. ჰიპოგლიკემიის ინციდენტობა სიტაგლიპტინის ჯგუფში (4.9%) იყო მნიშვნელოვნად უფრო დაბალი გლიპიზიდის ჯგუფთან შედარებით (32.0%).
ინსულინის თერაპიის ინტენსიფიკაციაში ინსულინის დამზოგავი სიტაგლიპტინის (100 მგ დღეში ერთხელ) მეტფორმინთან (მინიმუმ 1500 მგ) ერთად ან მის გარეშე ინსულინის გლარგინზე დამატებით, ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესაფასებლად ჩატარდა 24-კვირიანი პლაცებოთი-კონტროლირებული კვლევა, რომელშიც მონაწილეობდა 660 პაციენტი. HbA1c-ის საწყისი დონე იყო 8.74%, ხოლო ინსულინის საწყისი დოზა - 37 სე/დღეში.
პაციენტებს მიეცათ ინსტრუქცია, რომ მოეხდინათ ინსულინ გლარგინის დოზის ტიტრაცია თითიდან აღებული უზმოზე გლუკოზის დონის მიხედვით. 24-ე კვირას, ინსულინის დღიური დოზის გაზრდა იყო 19 სე/დღეში სიტაგლიპტინით ნამკურნალებ პაციენტებში და 24 სე/დღეში პლაცებოთი ნამკურნალებ პაციენტებში. სიტაგლიპტინითა და ინსულინით (მეტფორმინით ან მის გარეშე) ნამკურნალებ პაციენტებში HbA1c-ის შემცირება იყო -1.31% პლაცებოთი და ინსულინით (მეტფორმინით ან მის გარეშე) ნამკურნალებ პაციენტებში -0.87%-თან შედარებით, სხვაობა იყო -0.45% [95% CI: -0.60, -0.29]. ჰიპოგლიკემიის ინციდენტობა იყო 25.2% სიტაგლიპტინითა და ინსულინით (მეტფორმინით ან მის გარეშე) ნამკურნალებ პაციენტებში და 36.8% პლაცებოთი და ინსულინით (მეტფორმინით ან მის გარეშე) ნამკურნალებ პაციენტებში. სხვაობა ძირითადად განპირობებული იყო იმით, რომ პლაცებოს ჯგუფში პაციენტების უფრო მაღალი პროცენტული მაჩვენებელი, რომლებსაც ჰქონდათ ჰიპოგლიკემიის 3 ან მეტი ეპიზოდი (9.4 vs. 19.1%). მძიმე ჰიპოგლიკემიის შემთხვევებში განსხვავება არ დაფიქსირებულა.
კვლევა, რომელშიც შედარებული იქნა 25 ან 50 მგ დღეში ერთხელ სიტაგლიპტინი 2.5-დან 20 მგ-მდე დღეში გლიპიზიდთან, ჩატარდა თირკმლის ზომიერი და მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში. ამ კვლევაში მონაწილეობდა 423 პაციენტი ქრონიკული თირკმლის უკმარისობით (გლომერულური ფილტრაციის სავარაუდო სიჩქარე < 50 მლ/წთ). 54 კვირის შემდეგ, HbA1c-ის საშუალო შემცირება საწყის დონესთან შედარებით იყო -0.76% სიტაგლიპტინის შემთხვევაში და -0.64% გლიპიზიდის შემთხვევაში (პროტოკოლის ანალიზის მიხედვით). ამ კვლევაში, სიტაგლიპტინის ეფექტურობისა და უსაფრთხოების პროფილი 25 ან 50 მგ დღეში ერთხელ დოზით ზოგადად იყო სხვა მონოთერაპიის კვლევებში ნორმალური თირკმლის ფუნქციის მქონე პაციენტებში დაფიქსირებული პროფილის ანალოგიური. ჰიპოგლიკემიის ინციდენტობა სიტაგლიპტინის ჯგუფში (6.2%) იყო მნიშვნელოვნად უფრო დაბალი, ვიდრე გლიპიზიდის ჯგუფში (17.0%). ასევე მნიშვნელოვანი განსხვავება იყო ჯგუფებს შორის საწყისი სხეულის წონის ცვლილების მხრივ (სიტაგლიპტინი -0.6 კგ; გლიპიზიდი +1.2 კგ).
ჩატარდა კიდევ ერთი კვლევა, რომელშიც შედარებული იქნა სიტაგლიპტინი 25 მგ დღეში ერთხელ და გლიპიზიდი 2.5-დან 20 მგ-მდე დღეში, დიალიზზე მყოფ თირკმლის დაავადების ტერმინალური სტადიის მქონე 129 პაციენტში. 54 კვირის შემდეგ, HbA1c-ის საშუალო შემცირება საწყისი დონიდან იყო -0.72% სიტაგლიპტინის შემთხვევაში და -0.87% გლიპიზიდის შემთხვევაში. ამ კვლევაში სიტაგლიპტინის 25 მგ დღეში ერთხელ ეფექტურობისა და უსაფრთხოების პროფილი ზოგადად იყო იმ პროფილის ანალოგიური, რომელიც დაფიქსირდა სხვა მონოთერაპიის კვლევებში თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში. ჰიპოგლიკემიის ინციდენტობა მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა მკურნალობის ჯგუფებს შორის (სიტაგლიპტინი, 6.3%; გლიპიზიდი, 10.8%).
კიდევ ერთ კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდა მე-2 ტიპის დიაბეტით და თირკმლის ქრონიკული უკმარისობით დაავადებული 91 პაციენტი (კრეატინინის კლირენსი < 50 მლ/წთ), სიტაგლიპტინით 25 ან 50 მგ დღეში ერთხელ მკურნალობის უსაფრთხოება და ტოლერანტობა ზოგადად იყო პლაცებოს ანალოგიური. გარდა ამისა, 12 კვირის შემდეგ, HbA1c-ის საშუალო შემცირება (სიტაგლიპტინი -0.59%; პლაცებო -0.18%) და FPG-ის საშუალო შემცირება (სიტაგლიპტინი -25.5 მგ/დლ; პლაცებო -3.0 მგ/დლ) ზოგადად იყო ნორმალური თირკმლის ფუნქციის მქონე პაციენტებში სხვა მონოთერაპიის კვლევებში დაფიქსირებული მაჩვენებლების ანალოგიური (იხ. 5.2 პუნქტი).
TECOS იყო რანდომიზებული კვლევა, რომელშიც მონაწილეობდა 14,671 პაციენტი ყველა რანდომიზებული პაციენტების პოპულაციაში, HbA1c-ის ≥ 6.5-დან 8.0%-მდე დონით და დადგენილი გულ-სისხლძარღვთა დაავადებით, რომლებიც იღებდნენ სიტაგლიპტინს (7,332) 100 მგ დღეში (ან 50 მგ დღეში, თუ საწყისი eGFR იყო ≥ 30 და < 50 მლ/წთ/1.73 მ2) ან პლაცებოს (7,339), სტანდარტულ მკურნალობაზე დამატებით. კვლევა მიზნად ისახავდა HbA1c-ის და გულ-სისხლძარღვთა რისკ-ფაქტორების რეგიონული სტანდარტების შეფასებას. პაციენტები, რომლებსაც ჰქონდათ eGFR < 30 მლ/წთ/1.73 მ2, კვლევაში არ უნდა ჩაერთოთ. კვლევის პოპულაცია მოიცავდა 2,004 პაციენტს ≥ 75 წლის ასაკით და 3,324 პაციენტს თირკმლის უკმარისობით (eGFR < 60 მლ/წთ/1.73 მ2).
კვლევის მსვლელობისას, მთლიანობაში შეფასებული HbA1c-ის საშუალო (SD) სხვაობა სიტაგლიპტინისა და პლაცებოს ჯგუფებს შორის იყო 0.29% (0.01), 95% CI (-0.32, -0.27); p < 0.001. პირველადი გულ-სისხლძარღვთა საბოლოო წერტილი იყო გულ-სისხლძარღვოვანი სიკვდილის, არა-ფატალური მიოკარდიუმის ინფარქტის, არა-ფატალური ინსულტის ან არასტაბილური სტენოკარდიის გამო ჰოსპიტალიზაციის პირველი შემთხვევის კომპოზიტი. მეორადი გულ-სისხლძარღვთა საბოლოო წერტილები მოიცავდა გულ-სისხლძარღვოვანი სიკვდილის, არა-ფატალური მიოკარდიუმის ინფარქტის ან არა-ფატალური ინსულტის პირველ შემთხვევას; პირველადი კომპოზიტის ცალკეული კომპონენტების პირველ შემთხვევას; ყველა მიზეზით გამოწვეულ სიკვდილიანობას; და გულის შეგუბებითი უკმარისობის გამო ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებს.
3 -წლიანი მედიანური დაკვირვების შემდეგ, სიტაგლიპტინის სტანდარტულ მკურნალობასთან დამატებისას, არ გაზრდილა სერიოზული არასასურველი გულ-სისხლძარღვოვანი მოვლენების რისკი ან გულის უკმარისობის გამო ჰოსპიტალიზაციის რისკი სიტაგლიპტინის გარეშე სტანდარტულ მკურნალობასთან შედარებით მე-2 ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტებში (ცხრილი 3).
ცხრილი 3. კომპოზიტური გულ-სისხლძარღვოვანი შედეგების და ძირითადი მეორადი შედეგების მაჩვენებლები
სიტაგლიპტინი 100 მგ
პლაცებო
რისკის თანაფარდობა (95% CI)
p-მნიშვნელობა †
N (%)
ინციდენტობის მაჩვენებელი 100 პაციენტ- წელზე *
N (%)
ინციდენტობის მაჩვენებელი 100 პაციენტ- წელზე *
ყველა რანდომიზებული პაციენტის ანალიზი
პაციენტების რაოდენობა
- 332
- 339
პირველადი კომპოზიტური საბოლოო წერტილი (გულ-სისხლძარღვოვანი სიკვდილი, არა-ფატალური მიოკარდიუმის ინფარქტი, არა-ფატალური ინსულტი ან ჰოსპიტალიზაცია არასტაბილური სტენოკარდიის გამო)
839 (11.4)
- 1
851 (116)
- 2
- 98 (0.89-1.08)
<0.001
მეორადი კომბინირებული საბოლოო წერტილი (გულ-სისხლძარღვოვანი სიკვდილი, არა-ფატალური მიოკარდიუმის ინფარქტი ან არა-ფატალური ინსულტი)
745 (10.2)
- 6
746 (10.2)
- 6
- 99 (0.89-1.10)
<0.001
მეორადი გამოსავალი
გულ-სისხლძარღვოვანი სიკვდილი
380 (5.2)
- 7
366 (5.0)
- 7
- 03 (0.89-1.19)
- 711
ყველა მიოკარდიუმის ინფარქტი (ფატალური და არა-ფატალური)
300 (4.1)
- 4
316(4.3)
15
- 95 (0.81-1.11)
- 487
ყველა ინსულტი (ფატალური და არა-ფატალური)
178 (2.4)
- 8
183 (2.5)
- 9
- 97 (0.79-1.19)
- 760
ჰოსპიტალიზაცია არასტაბილური სტენოკარდიის გამო
116(1.6)
- 5
129 (1.8)
- 6
- 90 (0.70-1.16)
- 419
ნებისმიერი მიზეზით სიკვდილი
547 (7.5)
- 5
537 (7.3)
- 5
- 01 (0.90-1.14)
- 875
ჰოსპიტალიზაცია გულის უკმარისობის გამო ‡
228 (3.1)
- 1
229 (3.1)
- 1
- 00 (0.83-1.20)
- 983
- ინციდენტობის მაჩვენებელი 100 პაციენტ-წელზე გამოითვლება როგორც 100 × (პაციენტების საერთო რაოდენობა ≥ 1 მოვლენით შესაბამისი ექსპოზიციის პერიოდში შემდგომი დაკვირვების პაციენტ-წლების საერთო რაოდენობაზე).
† დამყარებულია კოქსის მოდელზე, რომელიც სტრატიფიცირებულია რეგიონების მიხედვით. კომპოზიტური საბოლოო წერტილებისთვის, p-მნიშვნელობები შეესაბამება არა-ნაკლები ეფექტურობის ტესტს, რომელიც ცდილობს აჩვენოს, რომ რისკის თანაფარდობა 1.3-ზე ნაკლებია ყველა სხვა საბოლოო წერტილისთვის, p-მნიშვნელობები შეესაბამება რისკის თანაფარდობების განსხვავებების ტესტს.
‡ გულის უკმარისობის გამო ჰოსპიტალიზაციის ანალიზი კორექტირებული იქნა საწყის ეტაპზე გულის უკმარისობის ანამნეზის მიხედვით.
პედიატრიული პოპულაცია
54-კვირიანი, ორმაგად ბრმა კვლევა ჩატარდა სიტაგლიპტინის 100 მგ დღეში ერთხელ გამოყენების ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესაფასებლად მე-2 ტიპის დიაბეტის მქონე პედიატრიულ პაციენტებში (10-დან 17 წლამდე ასაკის), რომლებიც არ იღებდნენ ანტიჰიპერგლიკემიურ თერაპიას მინიმუმ 12 კვირის განმავლობაში (HbA1c 6.5%-დან 10%-მდე) ან იღებდნენ ინსულინის სტაბილურ დოზას მინიმუმ 12 კვირის განმავლობაში (HbA1c 7%-დან 10%-მდე). პაციენტები იყვნენ რანდომიზებული 100 მგ სიტაგლიპტინზე დღეში ერთხელ ან პლაცებოზე 20 კვირის განმავლობაში.
საშუალო საწყისი HbA1c იყო 7.5%. 100 მგ სიტაგლიპტინით მკურნალობამ არ გამოიწვია HbA1c-ის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება 20 კვირის შემდეგ. სიტაგლიპტინით ნამკურნალებ პაციენტებში HbA1c-ის შემცირება (N=95) იყო 0.0% პლაცებოთი ნამკურნალებ პაციენტებში (N=95) 0.2%-თან შედარებით, სხვაობა იყო 0.2% (95% CI: -0.7, 0.3). იხილეთ 4.2. პუნქტი.
- 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
აბსორბცია
ჯანმრთელ სუბიექტებში 100 მგ დოზის პერორალური მიღების შემდეგ, სიტაგლიპტინი სწრაფად აბსორბირდებოდა, პიკური პლაზმური კონცენტრაციები (საშუალო Tmax) მიიღწეოდა დოზის მიღებიდან 1-4 საათის შემდეგ, სიტაგლიპტინის საშუალო პლაზმური AUC იყო 8.52 მკმ•სთ, Cmax იყო 950 ნმ. სიტაგლიპტინის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა დაახლოებით 87%-ია. რადგანაც ცხიმიანი საკვების სიტაგლიპტინთან ერთად მიღებას არ …
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია მომხმარებლისთვის
სიაკრეტი 25/50/100 (სიტაგლიპტინის ტაბლეტები 25 მგ, 50 მგ, 100 მგ)
ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ მთლიანად ეს გამოყენების ინსტრუქცია, რადგანაც ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს გამოყენების ინსტრუქცია. შესაძლოა, დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
ეს პრეპარატი მხოლოდ თქვენთვისაა დანიშნული. არ გადასცეთ ის სხვებს. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები თქვენის მსგავსია.
თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით ეფექტებს, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფეტებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ გამოყენების ინსტრუქციაში. იხილეთ მე-4 პუნქტი.
რა არის მოცემული ამ გამოყენების ინსტრუქციაში.
- რა არის და რისთვის გამოიყენება სიტაგლიპტინი
- რისი ცოდნაა საჭირო სიტაგლიპტინის მიღებამდე
- როგორ მიიღება სიტაგლიპტინი
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
- როგორ ინახება სიტაგლიპტინი
- შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
- რა არის და რისთვის გამოიყენება სიტაგლიპტინი
სიტაგლიპტინი შეიცავს აქტიურ ნივთიერება სიტაგლიპტინს, რომელიც მიეკუთვნება მედიკამენტების კლასს სახელწოდებით DPP-4 ინჰიბიტორები (დიპეპტიდილ პეპტიდაზა-4-ის ინჰიბიტორები), რომლებიც აქვეითებენ სისხლში შაქრის დონეს მე-2 ტიპის დიაბეტის მქონე ზრდასრულ პაციენტებში.
ეს პრეპარატი ხელს უწყობს ჭამის შემდეგ გამომუშავებული ინსულინის დონის მომატებას და ამცირებს ორგანიზმის მიერ გამომუშავებული შაქრის რაოდენობას.
თქვენმა ექიმმა დაგინიშნათ ეს პრეპარატი სისხლში შაქრის დონის დასაქვეითებლად, რომელიც ძალიან მაღალია თქვენი მე-2 ტიპის დიაბეტის გამო. ეს პრეპარატი შეიძლება გამოყენებული იქნას დამოუკიდებლად ან სხვა სისხლში შაქრის დონის დამაქვეითებელ გარკვეულ პრეპარატებთან კომბინაციაში (ინსულინი, მეტფორმინი, სულფონილშარდოვანა ან გლიტაზონები), რომლებსაც შესაძლოა უკვე იღებთ დიაბეტის სამკურნალოდ, კვებისა და ვარჯიშის გეგმასთან ერთად.
რა არის მე-2 ტიპის დიაბეტი?
მე-2 ტიპის დიაბეტი არის მდგომარეობა, რომლის დროსაც თქვენი ორგანიზმი არ გამოიმუშავებს საკმარის ინსულინს, და ინსულინი, რომელსაც თქვენი ორგანიზმი გამოიმუშავებს, არ მოქმედებს ისე კარგად, როგორც საჭიროა. თქვენს ორგანიზმს ასევე შეუძლია გამოიმუშაოს ძალიან ბევრი შაქარი. როდესაც ეს ხდება, სისხლში გროვდება შაქარი (გლუკოზა). ამან შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული სამედიცინო პრობლემები, როგორიცაა გულის დაავადება, თირკმლის დაავადება, სიბრმავე და ამპუტაცია.
- რისი ცოდნაა საჭირო სიტაგლიპტინის მიღებამდე
არ მიიღოთ სიტაგლიპტინი
თუ გაქვთ ალერგია სიტაგლიპტინზე ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტზე (ჩამოთვლილია მე-6 პუნქტში).
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
სიტაგლიპტინის მიმღებ პაციენტებში დაფიქსირებულია პანკრეასის ანთების (პანკრეატიტის) შემთხვევები (იხილეთ მე-4 პუნქტი).
თუ კანზე გაჩნდება ბუშტუკები, ეს შეიძლება იყოს ბულოზური პემფიგოიდის სახელით ცნობილი მდგომარეობის ნიშანი.
თქვენმა ექიმმა შეიძლება გთხოვოთ სიტაგლიპტინის მიღების შეწყვეტა.
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ ან გქონიათ:
პანკრეასის დაავადება (მაგალითად, პანკრეატიტი)
ნაღვლის ბუშტის კენჭები, ალკოჰოლზე დამოკიდებულება ან სისხლში ტრიგლიცერიდების (ცხიმის ფორმა) ძალიან მაღალი დონე. ამ სამედიცინო მდგომარეობებმა შეიძლება გაზარდოს თქვენთვის პანკრეატიტის განვითარების რისკი (იხილეთ მე-4 პუნქტი).
1 ტიპის დიაბეტი
დიაბეტური კეტოაციდოზი (დიაბეტის გართულება, რომელსაც თან ახლავს სისხლში შაქრის მაღალი დონე, წონის სწრაფი დაკლება, გულისრევა ან ღებინება)
თირკმლის ნებისმიერი წარსული ან ახლანდელი პრობლემა
ალერგიული რეაქცია სიტაგლიპტინზე (იხილეთ მე-4 პუნქტი).
ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ პრეპარატმა გამოიწვიოს სისხლში შაქრის დაბალი დონე, რადგან ის არ მოქმედებს, როდესაც სისხლში შაქარი დაბალია. თუმცა, როდესაც ეს პრეპარატი გამოიყენება სულფონილშარდოვანას პრეპარატთან ან ინსულინთან კომბინაციაში, შეიძლება განვითარდეს სისხლში შაქრის დაბალი დონე (ჰიპოგლიკემია). თქვენმა ექიმმა შეიძლება შეამციროს თქვენი სულფონილშარდოვანას ან ინსულინის პრეპარატის დოზა.
ბავშვები და მოზარდები
18 წლამდე ასაკის ბავშვებმა და მოზარდებმა არ უნდა გამოიყენონ ეს პრეპარატი. ის არ არის ეფექტური 10-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში. უცნობია, არის თუ არა უსაფრთხო და ეფექტური ეს პრეპარატი 10 წლამდე ასაკის ბავშვებში.
სხვა პრეპარატები და სიტაგლიპტინი
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა მედიკამენტები.
კერძოდ, აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ დიგოქსინს (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება გულის არარეგულარული რითმისა და გულის სხვა პრობლემების სამკურნალოდ). სიტაგლიპტინთან ერთად მიღებისას შესაძლოა საჭირო გახდეს სისხლში დიგოქსინის დონის შემოწმება.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ რჩევისათვის თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს პრეპარატი არ უნდა მიიღოთ ორსულობის დროს.
ცნობილი არ არის, გადადის თუ არა ეს პრეპარატი დედის რძეში. არ უნდა მიიღოთ ეს პრეპარატი, თუ ხართ მეძუძური დედა ან გეგმავთ ძუძუთი კვებას.
მანქანის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
ამ პრეპარატს არა აქვს ან აქვს უმნიშვნელო გავლენა მანქანის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუმცა, არსებობს ინფორმაცია თავბრუსხვევის და ძილიანობის შესახებ, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მანქანის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
ამ პრეპარატის სულფონილშარდოვანას პრეპარატებთან ან ინსულინთან კომბინაციაში მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოგლიკემია, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ან დამცავი საყრდენის გარეშე მუშაობაზე. სიტაგლიპტინი შეიცავს ნატრიუმს. ეს პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო ტაბლეტში, რაც ნიშნავს, რომ ის არსებითად „ნატრიუმის გარეშეა“.
- როგორ მიიღება სიტაგლიპტინი
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც დაგინიშნათ თქვენმა ექიმმა.
თუ არა ხართ რამეში დარწმუნებული, გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან. სტანდარტული რეკომენდებული დოზაა:
ერთი 100 მგ-იანი აპკით შემოგარსული ტაბლეტი
დღეში ერთხელ
პერორალურად.
თუ გაქვთ თირკმლის პრობლემები, თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ უფრო დაბალი დოზები (როგორიცაა, მაგალითად, 25 მგ ან 50 მგ). თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ეს პრეპარატი საკვებთან და სასმელთან ერთად ან მათ გარეშე.
50 მგ და 100 მგ-იანი ტაბლეტები შეიძლება დაიყოს თანაბარ დოზებად.
თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ ეს პრეპარატი ცალკე ან სისხლში შაქრის დონის დამაქვეითებელ გარკვეულ სხვა პრეპარატებთან ერთად.
დიეტა და ვარჯიში შეიძლება დაეხმაროს თქვენს ორგანიზმს სისხლში შაქრის უკეთესად გამოყენებაში. მნიშვნელოვანია, დაიცვათ ექიმის მიერ რეკომენდებული დიეტა და ვარჯიში სიტაგლიპტინის მიღების დროს.
თუ თქვენ მიიღეთ სიტაგლიპტინის საჭიროზე მეტი დოზა
თუ თქვენ მიიღეთ ამ პრეპარატის დანიშნულზე მეტი დოზა, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
თუ დაგავიწყდათ სიტაგლიპტინის მიღება
თუ გამოგრჩათ დოზა, მიიღეთ ის როგორც კი გაგახსენდებათ. თუ არ გაგახსენდათ შემდეგი დოზის მიღების დრომდე, გამოტოვეთ გამორჩენილი დოზა და დაუბრუნდით თქვენს ჩვეულ გრაფიკს. არ მიიღოთ ამ პრეპარატის ორმაგი დოზა.
თუ შეწყვიტეთ სიტაგლიპტინის მიღება
განაგრძეთ ამ პრეპარატის მიღება მანამ, სანამ ექიმი დაგინიშნავთ, რათა გააგრძელოთ სისხლში შაქრის დონის კონტროლი. არ უნდა შეწყვიტოთ ამ პრეპარატის მიღება ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე. თუ თქვენ გაქვთ დამატებითი კითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ყველას არ განუვითარდება ისინი.
შეწყვიტეთ სიტაგლიპტინის მიღება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს, თუ შეამჩნევთ შემდეგ სერიოზულ გვერდით ეფექტებს:
ძლიერი და მუდმივი ტკივილი მუცლის არეში (კუჭის არეში), რომელიც შეიძლება გადაეცემოდეს ზურგში, გულისრევითა და ღებინებით ან მათ გარეშე, რადგანაც ეს შეიძლება იყოს პანკრეასის ანთების (პანკრეატიტი) ნიშნები.
თუ თქვენ გაქვთ სერიოზული ალერგიული რეაქცია (სიხშირე უცნობია), მათ შორის გამონაყარი, ჭინჭრის ციება, კანზე ბუშტუკები/კანის აქერცვლა და სახის, ტუჩების, ენისა და ყელის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება, შეწყვიტეთ ამ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს. თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ ალერგიული რეაქციის სამკურნალო პრეპარატი და სხვა პრეპარატი დიაბეტისთვის.
ზოგიერთ პაციენტს მეტფორმინზე სიტაგლიპტინის დამატების შემდეგ განუვითარდა შემდეგი გვერდითი ეფექტები:
ხშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-მდე პაციენტს): სისხლში შაქრის დაბალი დონე, გულისრევა, შებერილობა, ღებინება.
არახშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 100-დან 1-მდე პაციენტს): კუჭის ტკივილი, დიარეა, ყაბზობა, ძილიანობა.
ზოგიერთ პაციენტს სიტაგლიპტინისა და მეტფორმინის კომბინაციის დაწყებისას განუვითარდა კუჭის სხვადასხვა სახის დისკომფორტი (ხშირად).
ზოგიერთ პაციენტს სიტაგლიპტინის სულფონილშარდოვანასთან და მეტფორმინთან ერთად მიღებისას განუვითარდა შემდეგი გვერდითი ეფექტები:
ძალიან ხშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს): სისხლში შაქრის დაბალი დონე.
ხშირი: ყაბზობა.
ზოგიერთ პაციენტს სიტაგლიპტინისა და პიოგლიტაზონის მიღებისას განუვითარდა შემდეგი გვერდითი ეფექტები:
ხშირი: შებერილობა, ხელების ან ფეხების შეშუპება.
ზოგიერთ პაციენტს სიტაგლიპტინის პიოგლიტაზონთან და მეტფორმინთან კომბინაციაში მიღებისას განუვითარდა შემდეგი გვერდითი ეფექტები:
ხშირი: ხელების ან ფეხების შეშუპება.
ზოგიერთ პაციენტს სიტაგლიპტინის ინსულინთან კომბინაციაში მიღებისას (მეტფორმინთან ერთად ან მის გარეშე) განუვითარდა შემდეგი გვერდითი ეფექტები:
ხშირი: გრიპი.
არახშირი: პირის სიმშრალე.
ზოგიერთ პაციენტს სიტაგლიპტინის მხოლოდ კლინიკურ კვლევებში ან დამტკიცების შემდგომ პერიოდში, მხოლოდ და/ან სხვა დიაბეტის სამკურნალო საშუალებებთან ერთად მიღებისას განუვითარდა შემდეგი გვერდითი ეფექტები:
ხშირი: სისხლში შაქრის დაბალი დონე, თავის ტკივილი, ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, ცხვირის გაჭედვა ან ცხვირიდან გამონადენი და ყელის ტკივილი, ოსტეოართრიტი, ხელების ან ფეხების ტკივილი.
არახშირი: თავბრუსხვევა, ყაბზობა, ქავილი.
იშვიათი: თრომბოციტების რაოდენობის შემცირება.
სიხშირე უცნობია: თირკმლის პრობლემები (ზოგჯერ დიალიზს საჭიროებით), ღებინება, სახსრების ტკივილი, კუნთების ტკივილი, ზურგის ტკივილი, ფილტვების ინტერსტიციული დაავადება, ბულოზური პემფიგოიდი (კანის დაბუშტუკების სახეობა).
- როგორ ინახება სიტაგლიპტინი.
შეინახეთ 25ºC-ზე დაბალ ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისთვის ფარულ და მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ბლისტერზე და კოლოფზე წარწერა „EXP“ -ის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.
ეს პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
არ გადააგდოთ მედიკამენტები ჩამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა მოხდეს მედიკამენტების უტილიზაცია.
- შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
ა. რას შეიცავს სიტაგლიპტინი
სიტაგლიპტინი 25 მგ: აქტიური ნივთიერებაა სიტაგლიპტინი. თითოეული აპკით შემოგარსული ტაბლეტი (ტაბლეტი) შეიცავს სიტაგლიპტინის ჰიდროქლორიდს, რომელიც 25 მგ სიტაგლიპტინის ექვივალენტურია.
სიტაგლიპტინი 50 მგ: აქტიური ნივთიერებაა სიტაგლიპტინი. თითოეული აპკით შემოგარსული ტაბლეტი (ტაბლეტი) შეიცავს სიტაგლიპტინის ჰიდროქლორიდს, რომელიც 50 მგ სიტაგლიპტინის ექვივალენტურია.
სიტაგლიპტინი 100 მგ: აქტიური ნივთიერებაა სიტაგლიპტინი. თითოეული აპკით შემოგარსული ტაბლეტი (ტაბლეტი) შეიცავს სიტაგლიპტინის ჰიდროქლორიდს, რომელიც 100 მგ სიტაგლიპტინის ექვივალენტურია.
სხვა ინგრედიენტებია:
ტაბლეტის ბირთვი:
მიკროკრისტალური ცელულოზა (ავიცელ PH 102), კალციუმის წყალბადის ფოსფატი უწყლო, (A-ტაბ), კროსკარმელოზა ნატრიუმი (Ac-Di-Sol), მაგნიუმის სტეარატი (ლიგამედ MF-2-V), ნატრიუმის სტეარილ ფუმარატი (ალუბრა PG 100), გასუფთავებული წყალი.
აპკის გარსი:
ოპადრი II ბეჟი 85F570070, ოპადრი II ბეჟი 85F570143, ოპადრი II ბეჟი 85F570071
ბ. სიტაგლიპტინის გარეგნობა და შეფუთვის შიგთავსი
სიტაგლიპტინი 25 მგ: ღია ბეჟი, მრგვალი, აპკით შემოგარსული ტაბლეტები (ტაბლეტები), ერთ მხარეს ამოტვიფრული წარწერით "MS" და მეორე მხარეს "23", ფიზიკური დეფექტების გარეშე. სიტაგლიპტინი 50 მგ: ყვითელი, მრგვალი, აპკით შემოგარსული ტაბლეტები (ტაბლეტები), ერთ მხარეს ამოტვიფრული წარწერით "MS" და გამყოფი ხაზით, მეორე მხარეს "24" და გამყოფი ხაზით, ფიზიკური დეფექტების გარეშე.
ტაბლეტის გაყოფა შესაძლებელია თანაბარ დოზებად.
სიტაგლიპტინი 100 მგ: ბეჟი, მრგვალი, აპკით შემოგარსული ტაბლეტები (ტაბლეტები), ერთ მხარეს ამოტვიფრული წარწერით "MS" და გამყოფი ხაზით, მეორე მხარეს "25" და გამყოფი ხაზით, ფიზიკური დეფექტების გარეშე.
ტაბლეტის გაყოფა შესაძლებელია თანაბარ დოზებად.
გაცემის წესი - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
შეფუთვის კონფიგურაცია
3x 10’s ალუმინ-ალუმინის ბლისტერი
- მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი და მწარმოებელი
მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი
მწარმოებელი
„MSN ლაბორატორიზ ფრაივიტ ლიმიტედ“ "MSN LABORATORIES PRIVATE LIMITED"
MSN ჰაუსი, ნაკვეთი #: C- 24,
სანათ ნაგარის საწარმოო ზონა, სანათ ნაგარი, ჰაიდერაბადი - 500 018, ტელანგანა, ინდოეთი.
„MSN ლაბორატორიზ ფრაივიტ ლიმიტედ“ "MSN LABORATORIES PRIVATE LIMITED" , ფორმულაციების განყოფილება, II ერთეული.
SY No. 1277, 1319 to 1324,
სოფელი ნანდიგამა, ნანდიგამა მანდალი, რანგა რედის რაიონი, ტელანგანა 509228, ინდოეთი.
ამ გამოყენების ინსტრუქციის ბოლოს გადახედვის თარიღია: 2025 წლის თებერვალი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.

