ფურაგინი
FURAGIN
შარდგამომყოფი გზების მწვავე და ქრონიკული ინფექციები: პიელონეფრიტი, ცისტიტი, ურეთრიტი, პროსტატიტი, შარდსასქესო სისტემის პოსტოპერაციული ინფექციები.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- _ (Furazidin)
- ფორმა და შეფუთვა
- 50მგ ტაბლეტი №30 (3X10)
- მწარმოებელი
- «Kyivmedpreparat» PJSC, უკრაინა
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ნიტროფურანის წარმოებულები
- ATC კოდი
- J01XE03
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-045555
- რეგისტრირებულია
- 28 მაისი 2026, მოქმედებს 28 მაისი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- «Kyivmedpreparat» PJSC (უკრაინა)
- განმცხადებელი
- შპს „ავერსი-ფარმა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ფურაგინი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
შარდგამომყოფი გზების მწვავე და ქრონიკული ინფექციები: პიელონეფრიტი, ცისტიტი, ურეთრიტი, პროსტატიტი, შარდსასქესო სისტემის პოსტოპერაციული ინფექციები.
უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა ფურაზიდინის, ნიტროფურანის ჯგუფის წარმოებულების ან პრეპარატის დამხმარე ნივიერებების მიმართ.
- თირკმლის მძიმე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი 30მლ/წთ-ზე ნაკლები).
- ღვიძლის მძიმე უკმარისობა.
- პოლინეიროპათია (მათ შორის დიაბეტური).
- გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას უკმარისობა (ჰემოლიზის განვითარების რისკი).
- პორფირია (დაავადება, რომელიც გამოწვეულია ჰემოგლობინის დაშლის პროდუქტების მეტაბოლიზმის ცვლის დარღვევით).
- გალაქტოზის იშვიათი თანდაყოლილი აუტანლობა, გლუკოზა-გალაქტოზური მალაბსორბცია,
- საქაროზის/იზომალტაზის/ ლაქტაზის დეფიციტი, ლაქტოზის აუტანლობა.
უკუნაჩვენებია იმ პაციენტებში გამოყენება, რომლებიც არიან ჰემოდიალიზზე ან პერიტონეალურ ჰემოდიალიზზე.
უკუნაჩვენებია ბავშვებისათვის (18 წლამდე ასაკის).
არ გამოიყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში.
ფურაგინი არ არის რეკომენდებული უროსეფსისისა და თირკმელების პარენქიმის ინფექციების დროს.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
საშუალებები, რომლებიც შარდს ატუტიანებენ, ასუსტებენ ფურაგინის თერაპიულ ეფექტს (აჩქარებენ ფურაზიდინის გამოყოფას შარდით).
საშუალებები, რომლებიც შარდს მჟავა ხასიათს აძლევენ (მჟავეები, მათ შორის ასკორბინის მჟავა, და ასევე კალციუმის ქლორიდი), ზრდიან ფურაზიდინის კონცენტრაციას შარდში (ნელდება მისი გამოყოფა შარდთან ერთად) და ამრიგად ძლიერდება პრეპარატის სამკურნალო ეფექტი, მაგრამ ამავდროულად იზრდება ტოქსიკურობის განვითარების რისკი.
ლევომიცეტინთან, რისტომიცინთან და სულფანილამიდებთან ერთდროული გამოყენება აძლიერებს სისხლწარმოქმნის დათრგუნვას.
ფურაგინის ქინოლონებთან ( ნალიდიქსის მჟავასთან, ოქსოლინის მჟავასთან, ნორფლოქსაცინთან) მოქმედების ანტაგონიზმის გამო საჭიროა თავის არიდება ამ პრეპარატების ერთდროული გამოყენებისგან.
პრობენეციდისა და სულფინპირაზოლის გამოყენება ამცირებს ფურაზიდინის გამოყოფას, რაც ზრდის არასასურველი გვერდითი მოვლენებისა და ტოქსიკურობის განვითარების რისკს.
ფურაგინის ერთდროული გამოყენება ანტაციდებთან (რომლებიც შეიცავენ მაგნიუმის ტრისილიკატს) ამცირებს ფურაზიდინის აბსორბციას.
თირკმლის უკმარისობისას არ არის რეკომენდებული ფურაგინის ერთდროული გამოყენება ამინოგლიკოზიდებთან. ფურაგინის ანტიბაქტერიული მოქმედება მნიშვნელოვნად ძლიერდება ანტიბიოტიკებთან ერთდროული გამოყენების დროს (პენიცილინები და ცეფალოსპორინები), კარგად კომბინირდება ტეტრაციკლინთან და ერითრომიცინთან.
მკურნალობის დროს არ შეიძლება ალკოჰოლის გამოყენება, ვინაიდან ალკოჰოლმა შეიძლება გააძლიეროს გვერდითი ეფექტების გამოხატულობა (გაძლიერებული გულისცემა, ტკივილი გულის არეში, თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, კრუნჩხვები, არტერიული წნევის დაცემა, ცხელება, შფოთვა).
გამოყენების თავისებურებანი.
პრეპარატის გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა შემდეგ შემთხვევებში:
ანემია;
B ჯგუფის ვიტამინების და ფოლიუმის მჟავის დეფიციტი;
ფილტვების დაავადებების დროს;
ფურაგინის ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს პერიფერიული ნევროპათია (ტკივილი, მგრძნობელობის დარღვევა შესაბამისი ნერვის არეში). ნევროპათიის სიმპტომების განვითარებისას პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს.
შაქრიანი დიაბეტის დროს პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს პოლინევროპათია.
ფურაგინის გამოყენება არ არის რეკომენდებული უროსეფსისისა და თირკმელების პარენქიმის ინფექციის დროს.
ექსპერიმენტული კვლევებისა და პაციენტების კლინიკური დაკვირვებების მიმდინარეობისას გამოვლენილი იყო, რომ ნიტროფურანები ახდენენ უარყოფით გავლენას სათესლე ჯირკვლის ფუნქციაზე, რაც გამოიხატება სპერმისა და ეაკულატის რაოდენობის შემცირებაში, სპერმატოზოიდების მოძრაობისუნარუანობის შემცირებაში და მათი მორფოლოგიის პათოლოგიურ ცვლილებებში.
ფურაზიდინის გამოყენებისას შეიძლება შეინიშნებოდეს დიარეა, რომელიც გამოწვეულია პრეპარატის მიერ მსხვილი ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის დათრგუნვით.
იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია ფსევდომემბრანული კოლიტის განვითარება, რომლის მიზეზსაც წარმოადგენს სწორი ნაწლავის მიკროფლორის დათრგუნვა და Clostridium difficile -ს გამრავლება.ფსევდომემბრანული კოლიტის მსუბუქი ფორმისას საკმარისია პრეპარატის მიღების შეწყვეტა. შესაბამისი თერაპიის ჩატარების დრო არ მიიღოთ პრეპარატები, რომლებიც ანელებენ კუჭ-ნაწლავის პერისტალტიკას.
ფურაგინის მიღება საკვებთან ერთად ამცირებს კოლიტის განვითარების რისკს, რადგანაც არსებითად არ ახდენს გავლენას პრეპარატის შეწოვაზე.
პაციენტების ლაბორატორიულმა კვლევებმა, რომლებიც ღებულობდნენ ფურაზიდინს, შეიძლება მოგვცეს ცრუ-დადებითი რეაქცია გლუკოზის არსებობაზე შარდში, თუ დასადგენად გამოიყენება სპილენძის აღდგენის მეთოდი. შარდში გლუკოზის განსაზღვრის შედეგებზე, რომელიც შესრულებულია ფერმენტული მეთოდით, ფურაზიდინი არ მოქმედებს.
ხანგრძლივი თერაპიის დროს საჭიროა სისხლის ანალიზის რეგულარული ჩატარება (ლეიკოციტების რაოდენობა), ღვიძლისა და თირკმლების ფუნქციონალური მაჩვენებლების კონტროლი, და ასევე ფილტვების ფუნქციის შემოწმება, განსაკუთრებით 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებთან.
ნევრიტების პროფილაქტიკისთვის ერთდროულად სასურველია ანტიჰისტამინური პრეპარატების და B ჯგუფის ვიტამინების გამოყენება (ნიკოტინამიდი, თიამინი).
თუ თქვენ დაგიდგინდათ ზოგიერთი შექრის აუტანლობა, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ამ სამკურნალო საშუალების გამოყენების წინ.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში გამოყენება უკუნაჩვენებია.
ზემოქმედების უნარი ავტოტრანსპორტისა და სხვა მექანიზმების მართვის რეაქციის სისწრაფეზე.
როგორც წესი პრეპარატი არ მოქმედებს ავტოტრანსპორტისა და სხვა მექანიზმების მართვის რეაქციის სისწრაფეზე, მაგრამ პირებმა, რომლებსაც უჩნდებათ მკურნალობის განმავლობაში თავბრუსხვევა, ძილიანობა ან სხვა გვერდითი ეფექტები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრიდან, საჭიროა გამოიჩინონ სიფრთხილე.
გამოყენების წესი და დოზები.
პრეპარატი მიიღება შინაგანად, მაშინვე ჭამის შემდეგ, დიდი რაოდენობით წყალთან ერთად.
ზრდასრულებში:100-200 მგ (2-4 ტაბლეტი) 2-3-ჯერ დღე-ღამეში. მკურნალობის კურსი შეადგენს 7-10 დღეს, რაც დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე, მკურნალობის ეფექტურობაზე და ასევე თირკმლების ფუნქციურ მდგომარეობაზე. საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობის კურსი მეორდება 10-15 დღის შემდეგ.
სადღეღამისო მაქსიმალური დოზა -600 მგ.
პრეპარატის მიღების გამოტოვების შემთხვევაში შემდეგი დოზის მიღება უნდა მოხდეს მაშინვე, როგორც კი პაციენტს გაახსენდება. არ შეიძლება პრეპარატის ორმაგი დოზის მიღება გამოტოვებულის აღსადგენად.
ბავშვები. ბავშვებში პრეპარატი გამოიყენება.
ჭარბი დოზა
როგორც წესი ტოქსიკური გამოვლინებები შესაძლებელია თირკმლის ფუნქციის დარღვევების მქონე ავადმყოფებში.
სიმპტომები : თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დეპრესია, პეროფერიული პოლინევრიტი, ალერგიული რეაქციები (ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, ბრონქოსპაზმი, გულისრევა, ღებინება, ჰემოლიზური ანემია (პაციენტებში გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზის დეფიციტით), მეგალობლასტური ანემია, იშვიათად- ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.
მკურნალობა : სამკურნალო საშუალების მოხსნა, დიდი რაოდენობით სითხის მიღება, ენტეროსორბენტების, ანტიჰისტამინური საშუალებების, B ჯგუფების ვიტამინების (თიამინის ბრომიდი) გამოყენება.თერაპია სიმპტომატურია. სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს.
გვერდითი რეაქციები
ფურაგინს, ისევე, როგორც სხვა სამკურნალო საშუალებებს, შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი რეაქციები, რომლების ყველა პაციენტს არ უვითარდება.
გვერდითი რეაქციების სიხშირის კლასიფიკაცია : ძალიან ხშირად (≥ l/10); ხშირად ( ≥ 1/100 -< l/10 ); არახშირად (≥ 1/1000 - <1/100); იშვიათად (≥ 1/10 000 -< 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000 ), ცალკეული შემთხვევების ჩათვლით; უცნობია (არსებული მონაცემებით განსაზღვრა შეუძლებელია).
სისხლის სისტემისა და ლიმფური სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად- სისხლწარმოქმნის დარღვევა (აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია, აპლასტიკური ანემია).
იმუნური სისტემის მხრივ : ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ქავილის, გამონაყარის, ჭინჭრის ციების, ანგიონევროზული შეშუპების ჩათვლით.
ნერვული სისტემის მხრივ : არახშირად - თავბრუსხვევა, ძილიანობა; იშვიათად - პერიფერიული ნევროპათია.
მხედველობის ორგანოების მხრივ: იშვიათად- მხედველობის დარღვევა.
სასუნთქი სისტემის, გულმკერდისა და შუასაყარის ორგანოების მხრივ: იშვიათად -ფილტვის მწვავე და ქრონიკული რეაქციები.
ფილტვის მწვავე რეაქცია ძალიან სწრაფად ვითარდება. ის გამოიხატება მძიმე ქოშინით, ციებ-ცხელებით, ტკივილით გულმკერდის არეში, ნახველიანი ან უნახველო ხველით, ეოზინოფილიით (სისხლში ეოზინოფილური გრანულოციტების რაოდენობის მომატება). იყო შეტყობინებები ფილტვის მწვავე რეაქციასთან ერთდროულად კანზე გამონაყარის, ქავილის, ჭინჭრის ციების, მიალგიის (კუნთების ტკივილი), ანგიონევროზული შეშუპების (სახის, კისრის, პირის ღრუსა და ხორხის ქსოვილების შეშუპება) გამოვლენის შესახებ. ფილტვის მწვავე რეაქციის საფუძველს წარმოადგენს მომატებული მგრძნობელობის რეაქცია, რომელიც შეიძლება განვითარდეს რამოდენიმე საათის განმავლობაში, იშვიათად- წუთების მანძილზე. ფილტვის მწვავე რეაქცია ქრება პრეპარატის მიღების შეწყვეტისას. ფილტვის ქრონიკული რეაქცია შეიძლება განვითარდეს ნიტროფურანებით მკურნალობის შეწყვეტიდან ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ ( მათ შორის ფურაზიდინით). ახასიათებს ქოშინის თანდათან მატება, სუნთქვის გახშირება, არასტაბილური ციებ-ცხელება, ეოზინოფილია, პროგრესირებადი ხველა და ინტერსტიციალური პნევმონიტი და/ან ფილტვის ფიბროზი.
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ : არახშირად - მადის დაქვეითება, გულისრევა; იშვიათად - ღებინება, დიარეა; ძალიან იშვიათად- პანკრეატიტი.
კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ : იშვიათად -პაპულოზური გამონაყარი, ქავილი; ძალიან იშვიათად-ანგიოედემა, ჭინჭრის ციება, ექსფოლიატიური დერმატიტი, მულტიფორმული ერითემა.
ძვალ-კუნთოვანი სისტემის მხრივ : ძალიან იშვიათად-ართრალგია (ტკივილი სახსრებში).
ზოგადი დარღვევები : იშვიათად - სისუსტე, სხეულის ტემპერატურის მომატება, თმის დროებითი ცვენა.
ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ : ძალიან იშვიათად- ქოლესტატიკური სიყვითლე, ჰეპატიტი.
ფურაგინი აძლევს შარდს მუქ-ყვითელ ან ყავისფერ შეფერილობას.
გვერდითი მოვლენების შესამცირებლად რეკომენდებულია B ჯგუფის ვიტამინების, ანტიჰისტამინური პრეპარატებისა და დიდი რაოდენობით სითხის მიღება. გამოხატული გვერდითი რეაქციების შემთხვევაში საჭიროა დოზის შემცირება ან პრეპარატის მიღების შეწყვეტა. თუ პრეპარატის მიღების დროს გაჩნდა გვერდითი რეაქციები, რომლებიც არ არის მითითებული სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციაში, ამის შესახებ საჭიროა მიაწოდოთ ინფორმაცია ექიმს.
ვარგისობის ვადა. 2 წელი.
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება: 1 ტაბლეტი შეიცავს ფურაზიდინს, 100% გადაანგარიშებით 50 მგ ნივთიერება;
დამხმარე ნივთიერებები : ცელაქტოზა-80 (ლაქტოზის მონოჰიდრატის და მიკროკრისტალური ცელულოზის ნარევი თანაფარდობით 3:1), კარტოფილის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, პოლისორბონატ-80;
სამკურნალო ფორმა: ტაბლეტები.
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები : მრგვალი ფორმის ტაბლეტები, ორმხრივად ამობურცული ზედაპირით, ყვითელიდან ყვითელამდე მონარინჯისფრო ელფერით, ზედაპირის ოდნავ არათანაბარი შეფერილობით, დასაშვებია უფრო ინტენსიური ფერის მინარევების არსებობა.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. ანტიმიკრობული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის ნიტროფურანის წარმოებული. ფურაზიდინი. ათქ კოდი J01XE03.
შენახვის პირობები
ორიგინალურ შეფუთვაში ტემპერატურაზე არაუმეტეს 25°C. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
შეფუთვა.
ტაბლეტები N10 პოლივინილქლორიდის სინათლისაგან დამცავი ყავისფერი ფერის ფირისა და დაბეჭილი ალუმონის ფოლგის ბლისტერში, ლაკირებული
3 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად თავსდება სამკურნალო საშუალებებისთვის განკუთვნილ შეკვრაში.
გაცემის კატეგორია:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
მწარმოებელი.
სსს „კიევმედპრეპარატი“
მწარმოებლის ადგილმდებარეობა და მისი საქმიანობის განხორციელების ადგილის მისამართი.
უკრაინა, 01032, ქ. კიევი, საკსაგანსკის ქუჩა, 139.
.................. ............. ............. ............. ...........
.............. .................. ................ ................ ............... ............... .................. ............. ............. ............. ...........
..............
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფურაგინი – ნიტროფურანული ანტიბაქტერიული საშუალება ბაქტერიოსტატიკური მოქმედებით. ეფექტურია გრამდადებითი (Staphylococcus epidermidis, Staphylococcus aureus, Staphylococcus faecalis) და გრამუარყოფითი ბაქტერიების (Enterobacteriaceae, Klebsiella spp, Escherichia coli) მიმართ. ფურაზიდინის მაღალი ბაქტერიოსტატიკური აქტიურობა დაკავშირებულია არომატული ნიტროჯგუფის არსებობასთან. ფურაზიდინის მიმართ რეზისტენტულობა ნელა ვითარდება. ფურაზიდინი თრგუნავს მიკროორგანიზმების ფერმენტულ სისტემებს და ასევე სხვა ბიოქიმიურ პროცესებს ბაქტერიულ უჯრედში, რაც, თავის მხრივ, იწვევს ციტოპლაზმური მემბრანისა და ბაქტერიის უჯრედოვანი გარსის დარღვევას.
ფარმაკოკინეტიკა.
აბსორბცია. ფურაზიდინი კარგად შეიწოვება საჭმლის გადამამუშავებელი ტრაქტიდან. პრეპარატის აბსორბცია ძირითადად მიმდინარეობს წვრილი ნაწლავის დისტალური განყოფილებიდან პასიური დიფუზიის გზით (რამოდენიმეჯერ აღემატება აბსორბციას პროქსიმალური განყოფილებიდან). 200 მგ ერთჯერადი დოზის შემდეგ ფურაზიდინის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა 30 წუთის შემდეგ, ნარჩუნდება ამ დონეზე 1 საათის განმავლობაში, შემდეგ კი ნელა იწევს დაბლა. ფურაზიდინის ბაქტერიოსტატიკური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში ნარჩუნდება 8-12 საათის განმავლობაში. ფურაზიდინი უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს.
მეტაბოლიზმი/ელიმინაცია. მიღებული დოზის 10% ტრანსფორმირდება ღვიძლსა და თირკმლებში. თირკმელების ფუნქციის დარღვევისას ხდება მიღებული დოზის უმეტესი ნაწილის ბიოტრანსფორმაცია. ფურაზიდინის ნახევრად გამოყოფის პერიოდი მოკლეა (დაახლოებით 1 საათი). ფურაზიდინი გამოიყოფა თირკმლების მეშვეობით უპირატესად მილაკების სეკრეციის გზით (85%). ფურაზიდინის 8-13 % ხვდება შარდში, უცვლელი სახით, სადაც მისი კონცენტრაცია საშუალოდ ბევრჯერ აღემატება მინიმალურ კონცეტრაციას მგრძნობიარე ბაქტერიების უმეტესობისთვის. შარდში ფურაზიდინის მაქსიმალური კონცეტრაციაა - 5,7 მკგ/მლ.
ფურაზიდინი კარგად აღწევს პლაცენტარულ ბარიერის მიღმა.
კლინიკური მახასიათებლები
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
სამკურნალო საშუალების სამედიცინო გამოყენების
ინსტრუქცია
ფურაგინი
(FURAGIN)
შემადგენლობა:
მოქმედი ნივთიერება: 1 ტაბლეტი შეიცავს ფურაზიდინს, 100% გადაანგარიშებით 50 მგ ნივთიერება;
დამხმარე ნივთიერებები : ცელაქტოზა-80 (ლაქტოზის მონოჰიდრატის და მიკროკრისტალური ცელულოზის ნარევი თანაფარდობით 3:1), კარტოფილის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, პოლისორბონატ-80;
სამკურნალო ფორმა: ტაბლეტები.
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები : მრგვალი ფორმის ტაბლეტები, ორმხრივად ამობურცული ზედაპირით, ყვითელიდან ყვითელამდე მონარინჯისფრო ელფერით, ზედაპირის ოდნავ არათანაბარი შეფერილობით, დასაშვებია უფრო ინტენსიური ფერის მინარევების არსებობა.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. ანტიმიკრობული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის ნიტროფურანის წარმოებული. ფურაზიდინი. ათქ კოდი J01XE03.
ფარმაკოლოგიური თვისებები.
ფარმაკოდინამიკა.
ფურაგინი – ნიტროფურანული ანტიბაქტერიული საშუალება ბაქტერიოსტატიკური მოქმედებით. ეფექტურია გრამდადებითი (Staphylococcus epidermidis, Staphylococcus aureus, Staphylococcus faecalis) და გრამუარყოფითი ბაქტერიების (Enterobacteriaceae, Klebsiella spp, Escherichia coli) მიმართ. ფურაზიდინის მაღალი ბაქტერიოსტატიკური აქტიურობა დაკავშირებულია არომატული ნიტროჯგუფის არსებობასთან. ფურაზიდინის მიმართ რეზისტენტულობა ნელა ვითარდება. ფურაზიდინი თრგუნავს მიკროორგანიზმების ფერმენტულ სისტემებს და ასევე სხვა ბიოქიმიურ პროცესებს ბაქტერიულ უჯრედში, რაც, თავის მხრივ, იწვევს ციტოპლაზმური მემბრანისა და ბაქტერიის უჯრედოვანი გარსის დარღვევას.
ფარმაკოკინეტიკა.
აბსორბცია. ფურაზიდინი კარგად შეიწოვება საჭმლის გადამამუშავებელი ტრაქტიდან. პრეპარატის აბსორბცია ძირითადად მიმდინარეობს წვრილი ნაწლავის დისტალური განყოფილებიდან პასიური დიფუზიის გზით (რამოდენიმეჯერ აღემატება აბსორბციას პროქსიმალური განყოფილებიდან). 200 მგ ერთჯერადი დოზის შემდეგ ფურაზიდინის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა 30 წუთის შემდეგ, ნარჩუნდება ამ დონეზე 1 საათის განმავლობაში, შემდეგ კი ნელა იწევს დაბლა. ფურაზიდინის ბაქტერიოსტატიკური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში ნარჩუნდება 8-12 საათის განმავლობაში. ფურაზიდინი უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს.
მეტაბოლიზმი/ელიმინაცია. მიღებული დოზის 10% ტრანსფორმირდება ღვიძლსა და თირკმლებში. თირკმელების ფუნქციის დარღვევისას ხდება მიღებული დოზის უმეტესი ნაწილის ბიოტრანსფორმაცია. ფურაზიდინის ნახევრად გამოყოფის პერიოდი მოკლეა (დაახლოებით 1 საათი). ფურაზიდინი გამოიყოფა თირკმლების მეშვეობით უპირატესად მილაკების სეკრეციის გზით (85%). ფურაზიდინის 8-13 % ხვდება შარდში, უცვლელი სახით, სადაც მისი კონცენტრაცია საშუალოდ ბევრჯერ აღემატება მინიმალურ კონცეტრაციას მგრძნობიარე ბაქტერიების უმეტესობისთვის. შარდში ფურაზიდინის მაქსიმალური კონცეტრაციაა - 5,7 მკგ/მლ.
ფურაზიდინი კარგად აღწევს პლაცენტარულ ბარიერის მიღმა.
კლინიკური მახასიათებლები
ჩვენებები
შარდგამომყოფი გზების მწვავე და ქრონიკული ინფექციები: პიელონეფრიტი, ცისტიტი, ურეთრიტი, პროსტატიტი, შარდსასქესო სისტემის პოსტოპერაციული ინფექციები.
უკუჩვენებები.
- მომატებული მგრძნობელობა ფურაზიდინის, ნიტროფურანის ჯგუფის წარმოებულების ან პრეპარატის დამხმარე ნივიერებების მიმართ.
- თირკმლის მძიმე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი 30მლ/წთ-ზე ნაკლები).
- ღვიძლის მძიმე უკმარისობა.
- პოლინეიროპათია (მათ შორის დიაბეტური).
- გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას უკმარისობა (ჰემოლიზის განვითარების რისკი).
- პორფირია (დაავადება, რომელიც გამოწვეულია ჰემოგლობინის დაშლის პროდუქტების მეტაბოლიზმის ცვლის დარღვევით).
- გალაქტოზის იშვიათი თანდაყოლილი აუტანლობა, გლუკოზა-გალაქტოზური მალაბსორბცია,
- საქაროზის/იზომალტაზის/ ლაქტაზის დეფიციტი, ლაქტოზის აუტანლობა.
უკუნაჩვენებია იმ პაციენტებში გამოყენება, რომლებიც არიან ჰემოდიალიზზე ან პერიტონეალურ ჰემოდიალიზზე.
უკუნაჩვენებია ბავშვებისათვის (18 წლამდე ასაკის).
არ გამოიყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში.
ფურაგინი არ არის რეკომენდებული უროსეფსისისა და თირკმელების პარენქიმის ინფექციების დროს.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები.
საშუალებები, რომლებიც შარდს ატუტიანებენ, ასუსტებენ ფურაგინის თერაპიულ ეფექტს (აჩქარებენ ფურაზიდინის გამოყოფას შარდით).
საშუალებები, რომლებიც შარდს მჟავა ხასიათს აძლევენ (მჟავეები, მათ შორის ასკორბინის მჟავა, და ასევე კალციუმის ქლორიდი), ზრდიან ფურაზიდინის კონცენტრაციას შარდში (ნელდება მისი გამოყოფა შარდთან ერთად) და ამრიგად ძლიერდება პრეპარატის სამკურნალო ეფექტი, მაგრამ ამავდროულად იზრდება ტოქსიკურობის განვითარების რისკი.
ლევომიცეტინთან, რისტომიცინთან და სულფანილამიდებთან ერთდროული გამოყენება აძლიერებს სისხლწარმოქმნის დათრგუნვას.
ფურაგინის ქინოლონებთან ( ნალიდიქსის მჟავასთან, ოქსოლინის მჟავასთან, ნორფლოქსაცინთან) მოქმედების ანტაგონიზმის გამო საჭიროა თავის არიდება ამ პრეპარატების ერთდროული გამოყენებისგან.
პრობენეციდისა და სულფინპირაზოლის გამოყენება ამცირებს ფურაზიდინის გამოყოფას, რაც ზრდის არასასურველი გვერდითი მოვლენებისა და ტოქსიკურობის განვითარების რისკს.
ფურაგინის ერთდროული გამოყენება ანტაციდებთან (რომლებიც შეიცავენ მაგნიუმის ტრისილიკატს) ამცირებს ფურაზიდინის აბსორბციას.
თირკმლის უკმარისობისას არ არის რეკომენდებული ფურაგინის ერთდროული გამოყენება ამინოგლიკოზიდებთან. ფურაგინის ანტიბაქტერიული მოქმედება მნიშვნელოვნად ძლიერდება ანტიბიოტიკებთან ერთდროული გამოყენების დროს (პენიცილინები და ცეფალოსპორინები), კარგად კომბინირდება ტეტრაციკლინთან და ერითრომიცინთან.
მკურნალობის დროს არ შეიძლება ალკოჰოლის გამოყენება, ვინაიდან ალკოჰოლმა შეიძლება გააძლიეროს გვერდითი ეფექტების გამოხატულობა (გაძლიერებული გულისცემა, ტკივილი გულის არეში, თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, კრუნჩხვები, არტერიული წნევის დაცემა, ცხელება, შფოთვა).
გამოყენების თავისებურებანი.
პრეპარატის გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა შემდეგ შემთხვევებში:
ანემია;
B ჯგუფის ვიტამინების და ფოლიუმის მჟავის დეფიციტი;
ფილტვების დაავადებების დროს;
ფურაგინის ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს პერიფერიული ნევროპათია (ტკივილი, მგრძნობელობის დარღვევა შესაბამისი ნერვის არეში). ნევროპათიის სიმპტომების განვითარებისას პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს.
შაქრიანი დიაბეტის დროს პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს პოლინევროპათია.
ფურაგინის გამოყენება არ არის რეკომენდებული უროსეფსისისა და თირკმელების პარენქიმის ინფექციის დროს.
ექსპერიმენტული კვლევებისა და პაციენტების კლინიკური დაკვირვებების მიმდინარეობისას გამოვლენილი იყო, რომ ნიტროფურანები ახდენენ უარყოფით გავლენას სათესლე ჯირკვლის ფუნქციაზე, რაც გამოიხატება სპერმისა და ეაკულატის რაოდენობის შემცირებაში, სპერმატოზოიდების მოძრაობისუნარუანობის შემცირებაში და მათი მორფოლოგიის პათოლოგიურ ცვლილებებში.
ფურაზიდინის გამოყენებისას შეიძლება შეინიშნებოდეს დიარეა, რომელიც გამოწვეულია პრეპარატის მიერ მსხვილი ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის დათრგუნვით.
იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია ფსევდომემბრანული კოლიტის განვითარება, რომლის მიზეზსაც წარმოადგენს სწორი ნაწლავის მიკროფლორის დათრგუნვა და Clostridium difficile -ს გამრავლება.ფსევდომემბრანული კოლიტის მსუბუქი ფორმისას საკმარისია პრეპარატის მიღების შეწყვეტა. შესაბამისი თერაპიის ჩატარების დრო არ მიიღოთ პრეპარატები, რომლებიც ანელებენ კუჭ-ნაწლავის პერისტალტიკას.
ფურაგინის მიღება საკვებთან ერთად ამცირებს კოლიტის განვითარების რისკს, რადგანაც არსებითად არ ახდენს გავლენას პრეპარატის შეწოვაზე.
პაციენტების ლაბორატორიულმა კვლევებმა, რომლებიც ღებულობდნენ ფურაზიდინს, შეიძლება მოგვცეს ცრუ-დადებითი რეაქცია გლუკოზის არსებობაზე შარდში, თუ დასადგენად გამოიყენება სპილენძის აღდგენის მეთოდი. შარდში გლუკოზის განსაზღვრის შედეგებზე, რომელიც შესრულებულია ფერმენტული მეთოდით, ფურაზიდინი არ მოქმედებს.
ხანგრძლივი თერაპიის დროს საჭიროა სისხლის ანალიზის რეგულარული ჩატარება (ლეიკოციტების რაოდენობა), ღვიძლისა და თირკმლების ფუნქციონალური მაჩვენებლების კონტროლი, და ასევე ფილტვების ფუნქციის შემოწმება, განსაკუთრებით 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებთან.
ნევრიტების პროფილაქტიკისთვის ერთდროულად სასურველია ანტიჰისტამინური პრეპარატების და B ჯგუფის ვიტამინების გამოყენება (ნიკოტინამიდი, თიამინი).
თუ თქვენ დაგიდგინდათ ზოგიერთი შექრის აუტანლობა, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ამ სამკურნალო საშუალების გამოყენების წინ.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში გამოყენება უკუნაჩვენებია.
ზემოქმედების უნარი ავტოტრანსპორტისა და სხვა მექანიზმების მართვის რეაქციის სისწრაფეზე.
როგორც წესი პრეპარატი არ მოქმედებს ავტოტრანსპორტისა და სხვა მექანიზმების მართვის რეაქციის სისწრაფეზე, მაგრამ პირებმა, რომლებსაც უჩნდებათ მკურნალობის განმავლობაში თავბრუსხვევა, ძილიანობა ან სხვა გვერდითი ეფექტები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრიდან, საჭიროა გამოიჩინონ სიფრთხილე.
გამოყენების წესი და დოზები.
პრეპარატი მიიღება შინაგანად, მაშინვე ჭამის შემდეგ, დიდი რაოდენობით წყალთან ერთად.
ზრდასრულებში:100-200 მგ (2-4 ტაბლეტი) 2-3-ჯერ დღე-ღამეში. მკურნალობის კურსი შეადგენს 7-10 დღეს, რაც დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე, მკურნალობის ეფექტურობაზე და ასევე თირკმლების ფუნქციურ მდგომარეობაზე. საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობის კურსი მეორდება 10-15 დღის შემდეგ.
სადღეღამისო მაქსიმალური დოზა -600 მგ.
პრეპარატის მიღების გამოტოვების შემთხვევაში შემდეგი დოზის მიღება უნდა მოხდეს მაშინვე, როგორც კი პაციენტს გაახსენდება. არ შეიძლება პრეპარატის ორმაგი დოზის მიღება გამოტოვებულის აღსადგენად.
ბავშვები. ბავშვებში პრეპარატი გამოიყენება.
დოზის გადაჭარბება.
როგორც წესი ტოქსიკური გამოვლინებები შესაძლებელია თირკმლის ფუნქციის დარღვევების მქონე ავადმყოფებში.
სიმპტომები : თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დეპრესია, პეროფერიული პოლინევრიტი, ალერგიული რეაქციები (ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, ბრონქოსპაზმი, გულისრევა, ღებინება, ჰემოლიზური ანემია (პაციენტებში გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზის დეფიციტით), მეგალობლასტური ანემია, იშვიათად- ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.
მკურნალობა : სამკურნალო საშუალების მოხსნა, დიდი რაოდენობით სითხის მიღება, ენტეროსორბენტების, ანტიჰისტამინური საშუალებების, B ჯგუფების ვიტამინების (თიამინის ბრომიდი) გამოყენება.თერაპია სიმპტომატურია. სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს.
გვერდითი რეაქციები
ფურაგინს, ისევე, როგორც სხვა სამკურნალო საშუალებებს, შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი რეაქციები, რომლების ყველა პაციენტს არ უვითარდება.
გვერდითი რეაქციების სიხშირის კლასიფიკაცია : ძალიან ხშირად (≥ l/10); ხშირად ( ≥ 1/100 -< l/10 ); არახშირად (≥ 1/1000 - <1/100); იშვიათად (≥ 1/10 000 -< 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000 ), ცალკეული შემთხვევების ჩათვლით; უცნობია (არსებული მონაცემებით განსაზღვრა შეუძლებელია).
სისხლის სისტემისა და ლიმფური სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად- სისხლწარმოქმნის დარღვევა (აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია, აპლასტიკური ანემია).
იმუნური სისტემის მხრივ : ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ქავილის, გამონაყარის, ჭინჭრის ციების, ანგიონევროზული შეშუპების ჩათვლით.
ნერვული სისტემის მხრივ : არახშირად - თავბრუსხვევა, ძილიანობა; იშვიათად - პერიფერიული ნევროპათია.
მხედველობის ორგანოების მხრივ: იშვიათად- მხედველობის დარღვევა.
სასუნთქი სისტემის, გულმკერდისა და შუასაყარის ორგანოების მხრივ: იშვიათად -ფილტვის მწვავე და ქრონიკული რეაქციები.
ფილტვის მწვავე რეაქცია ძალიან სწრაფად ვითარდება. ის გამოიხატება მძიმე ქოშინით, ციებ-ცხელებით, ტკივილით გულმკერდის არეში, ნახველიანი ან უნახველო ხველით, ეოზინოფილიით (სისხლში ეოზინოფილური გრანულოციტების რაოდენობის მომატება). იყო შეტყობინებები ფილტვის მწვავე რეაქციასთან ერთდროულად კანზე გამონაყარის, ქავილის, ჭინჭრის ციების, მიალგიის (კუნთების ტკივილი), ანგიონევროზული შეშუპების (სახის, კისრის, პირის ღრუსა და ხორხის ქსოვილების შეშუპება) გამოვლენის შესახებ. ფილტვის მწვავე რეაქციის საფუძველს წარმოადგენს მომატებული მგრძნობელობის რეაქცია, რომელიც შეიძლება განვითარდეს რამოდენიმე საათის განმავლობაში, იშვიათად- წუთების მანძილზე. ფილტვის მწვავე რეაქცია ქრება პრეპარატის მიღების შეწყვეტისას. ფილტვის ქრონიკული რეაქცია შეიძლება განვითარდეს ნიტროფურანებით მკურნალობის შეწყვეტიდან ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ ( მათ შორის ფურაზიდინით). ახასიათებს ქოშინის თანდათან მატება, სუნთქვის გახშირება, არასტაბილური ციებ-ცხელება, ეოზინოფილია, პროგრესირებადი ხველა და ინტერსტიციალური პნევმონიტი და/ან ფილტვის ფიბროზი.
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ : არახშირად - მადის დაქვეითება, გულისრევა; იშვიათად - ღებინება, დიარეა; ძალიან იშვიათად- პანკრეატიტი.
კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ : იშვიათად -პაპულოზური გამონაყარი, ქავილი; ძალიან იშვიათად-ანგიოედემა, ჭინჭრის ციება, ექსფოლიატიური დერმატიტი, მულტიფორმული ერითემა.
ძვალ-კუნთოვანი სისტემის მხრივ : ძალიან იშვიათად-ართრალგია (ტკივილი სახსრებში).
ზოგადი დარღვევები : იშვიათად - სისუსტე, სხეულის ტემპერატურის მომატება, თმის დროებითი ცვენა.
ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ : ძალიან იშვიათად- ქოლესტატიკური სიყვითლე, ჰეპატიტი.
ფურაგინი აძლევს შარდს მუქ-ყვითელ ან ყავისფერ შეფერილობას.
გვერდითი მოვლენების შესამცირებლად რეკომენდებულია B ჯგუფის ვიტამინების, ანტიჰისტამინური პრეპარატებისა და დიდი რაოდენობით სითხის მიღება. გამოხატული გვერდითი რეაქციების შემთხვევაში საჭიროა დოზის შემცირება ან პრეპარატის მიღების შეწყვეტა. თუ პრეპარატის მიღების დროს გაჩნდა გვერდითი რეაქციები, რომლებიც არ არის მითითებული სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციაში, ამის შესახებ საჭიროა მიაწოდოთ ინფორმაცია ექიმს.
ვარგისობის ვადა. 2 წელი.
შენახვის პირობები.
ორიგინალურ შეფუთვაში ტემპერატურაზე არაუმეტეს 25°C. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
შეფუთვა.
ტაბლეტები N10 პოლივინილქლორიდის სინათლისაგან დამცავი ყავისფერი ფერის ფირისა და დაბეჭილი ალუმონის ფოლგის ბლისტერში, ლაკირებული
3 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად თავსდება სამკურნალო საშუალებებისთვის განკუთვნილ შეკვრაში.
გაცემის კატეგორია:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
მწარმოებელი.
სსს „კიევმედპრეპარატი“
მწარმოებლის ადგილმდებარეობა და მისი საქმიანობის განხორციელების ადგილის მისამართი.
უკრაინა, 01032, ქ. კიევი, საკსაგანსკის ქუჩა, 139.
.................. ............. ............. ............. ...........
.............. .................. ................ ................ ............... ............... .................. ............. ............. ............. ...........
..............
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.


