ტროქსერუტინი DS
TROXERUTIN DS
- მოქმედი ნივთიერება
- ტროქსერუტინი (troxerutin)
- ფორმა და შეფუთვა
- 2% (20მგ/გ) 40გ გარეგანი გამოყენების გელი ტუბი №1
- მწარმოებელი
- VETPROM AD, ბულგარეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ვაზოპროტექტორები, ბიოფლავონოიდები
- ATC კოდი
- C05CA04
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-045445
- რეგისტრირებულია
- 14 მაისი 2026, მოქმედებს 14 მაისი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „ჯი. დი. ერ. ეს“
ტროქსერუტინი DS — ინსტრუქცია ქართულად
მიღების წესი და დოზირება
გამოიყენება კანზე.
წაისვით გელის მცირე რაოდენობა კანის დაზიანებულ უბანზე დილით და საღამოს. წაისვით და შეიზილეთ მასაჟის მსუბუქი მოძრაობებით ქვემოდან ზემოთ პროდუქტის სრულად შეწოვამდე.
თუ გამოიყენეთ ტროქსერუტინი დს 2% გელის საჭიროზე მეტი დოზა
გამოყენების წესის გამო დოზის გადაჭარბების საშიშროება არ არსებობს. დიდი რაოდენობით შემთხვევით მიღებისას საჭიროა პირის ღრუსა და კუჭის გამორეცხვა, აუცილებლობის შემთხვევაში კი სიმპტომური მკურნალობა.
თუ გამოტოვეთ ტროქსერუტინი დს 2% გელის გამოყენება
თუ რაიმე მიზეზით გამოტოვებული იქნა პროდუქტის გამოყენება, მისი გამოყენება შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ინტერვალი ორ დოზას შორის უნდა იყოს არანაკლებ 10-12 საათი.
ამ პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
თუ ხართ ალერგიული ტროქსერუტინის ან ამ პრეპარატის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია პარაგრაფში 6).
სიფრთხილის ზომები
არ შეიძლება გელის წასმა ლორწოვან გარსებზე, ღია ჭრილობებზე და ეგზემაზე.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება მიგეღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი.
ტროქსერუტინის გარეგანი გამოყენებისას სამკურნალწამლო ურთიერთქმედების შესახებ ცნობები არ არსებობს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ნაყოფზე და ახალშობილებზე არასასურველი მოქმედების შესახებ მონაცემები არ არსებობს. პრეპარატის გამოყენება შეიძლება ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში, ასევე ძუძუთი კვების პერიოდში.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
პროდუქტის გამოყენება არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
ტროქსერუტინი დს 2% გელი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდის ხსნარს, რომელიც არის გამაღიზიანებელი ნივთიერება და შეიძლება გამოიწვიოს კანის რეაქციები.
როგორ გამოიყენება ტროქსერუტინი დს 2% გელი
ტროქსერუტინი დს 2% გელი ყოველთვის გამოიყენეთ ამ ჩანართში მოყვანილი ინსტრუქციის ზუსტად დაცვით, ან თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად. რაიმე საკითხზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენები
ტროქსერუტინი დს 2% გელის შენახვის პირობები
შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
რას წარმოადგენს ტროქსერუტინი დს 2% გელი და რისთვის გამოიყენება
როგორ მოქმედებს ტროქსერუტინი დს 2% გელი?
ტროქსერუტინი დს 2% გელს გააჩნია ვენომატონიზირებელი, კაპილარომატონიზირებელი, ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ამცირებს კაპილარების მომატებულ განვლადობას. ხელს უშლის ვაზოდილატაციურ მოქმედებას ჰისტამინის, ბრადიკინინის და ანთების სხვა მედიატორების მიმართ. აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება პერივენურ ქსოვილზე. ამცირებს შეშუპებას, ხსნის ტკივილს, აუმჯობესებს ტროფიკას და პათოლოგიურ ცვლილებებს, რომლებიც დაკავშირებულია ვენურ უკმარისობასთან.
როგორ გამოიყენება ტროქსერუტინი დს 2% გელი?
ტროქსერუტინი დს 2% გელი გამოიყენება ვენების ქრონიკული უკმარისობის შედეგად განვითარებული ტკივილისა და შეშუპების დროს, ფეხების შეშუპებისა და სიმძიმის დროს, ტრავმის შედეგად განვითარებული შეშუპების დროს, კუნთების ტრავმის, დაჭიმვის და დეფორმაციის დროს, ვენების სკლეროთერაპიის შემდგომი ტკივილის დროს.
რა უნდა იცოდეთ ტროქსერუტინი დს 2% გელის გამოყენებამდე
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება არის ტროქსერუტინი. 1 გ გელი შეიცავს 20 მგ ტროქსერუტინს.
სხვა ინგრედიენტები: კარბომერი, ტროლამინი, დინატრიუმის ედეტატი, ბენზალკონიუმის ქლორიდის ხსნარი, გასუფთავებული წყალი.
ტროქსერუტინი დს 2% გელის აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა
ტროქსერუტინი დს 2% გელი არის ყვითელიდან ღია-ყავისფერი, ჰომოგენური, გამჭვირვალე 2%-იანი გელი, გარეგანი გამოყენებისთვის ალუმინის ტუბში 40 გ, მოთავსებულია ინდივიდუალურ მუყაოს კოლოფში.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
მწარმოებელი
ვეტპრომ ად,
ბულგარეთი, ქ. რადომირი 2400, ოტეც პაისის ქუჩა 26,
ტელეფონი: +35924519300
ელ-ფოსტა: [email protected]
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
შპს დანჰსონ-ბგ,

ტელეფონი: +35924519300,
ელ-ფოსტა: [email protected]
მოცემული ჩანართის ბოლო რედაქტირების თარიღი: 11/2018 წ.
შენახვის პირობები
1 თვე.
არ გამოიყენოთ მოცემული პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე წარწერა ვარგისია-ს შემდეგ. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
სამკურნალო საშუალებების კანალიზაციის მილში ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად გადაგდება არ შეიძლება. არასაჭირო პრეპარატების უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სარეკომენდაციო ვერსია
ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისათვის
ტროქსერუტინი დს
2% გელი
ტროქსერუტინი
მოცემული პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ სრული ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
მოცემული პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ამ ჩანართში მოყვანილი ინსტრუქციის ზუსტად დაცვით, ან თქვენი ექიმის თუ ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად.
შეინახეთ მოცემული ჩანართი. შეიძლება, კვლავ დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.
ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს.
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ჩანართში. იხ. პარაგრაფი 4.
თუ შვიდი დღის შემდეგ არ გრძნობთ თავს უკეთ ან თქვენი მდგომარეობა გაუარესდა, მიმართეთ სამედიცინო დახმარებისთვის.
ჩანართის შინაარსი
რას წარმოადგენს ტროქსერუტინი დს 2% გელი და რისთვის გამოიყენება
რა უნდა იცოდეთ ტროქსერუტინი დს 2% გელის გამოყენებამდე
როგორ გამოიყენება ტროქსერუტინი დს 2% გელი
შესაძლო გვერდითი ეფექტები
ტროქსერუტინი დს 2% გელის შენახვის პირობები
შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
რას წარმოადგენს ტროქსერუტინი დს 2% გელი და რისთვის გამოიყენება
როგორ მოქმედებს ტროქსერუტინი დს 2% გელი?
ტროქსერუტინი დს 2% გელს გააჩნია ვენომატონიზირებელი, კაპილარომატონიზირებელი, ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ამცირებს კაპილარების მომატებულ განვლადობას. ხელს უშლის ვაზოდილატაციურ მოქმედებას ჰისტამინის, ბრადიკინინის და ანთების სხვა მედიატორების მიმართ. აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება პერივენურ ქსოვილზე. ამცირებს შეშუპებას, ხსნის ტკივილს, აუმჯობესებს ტროფიკას და პათოლოგიურ ცვლილებებს, რომლებიც დაკავშირებულია ვენურ უკმარისობასთან.
როგორ გამოიყენება ტროქსერუტინი დს 2% გელი?
ტროქსერუტინი დს 2% გელი გამოიყენება ვენების ქრონიკული უკმარისობის შედეგად განვითარებული ტკივილისა და შეშუპების დროს, ფეხების შეშუპებისა და სიმძიმის დროს, ტრავმის შედეგად განვითარებული შეშუპების დროს, კუნთების ტრავმის, დაჭიმვის და დეფორმაციის დროს, ვენების სკლეროთერაპიის შემდგომი ტკივილის დროს.
რა უნდა იცოდეთ ტროქსერუტინი დს 2% გელის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ ტროქსერუტინი დს 2% გელი
თუ ხართ ალერგიული ტროქსერუტინის ან ამ პრეპარატის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია პარაგრაფში 6).
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
არ შეიძლება გელის წასმა ლორწოვან გარსებზე, ღია ჭრილობებზე და ეგზემაზე.
სხვა პრეპარატები და ტროქსერუტინი დს 2% გელი
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება მიგეღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი.
ტროქსერუტინის გარეგანი გამოყენებისას სამკურნალწამლო ურთიერთქმედების შესახებ ცნობები არ არსებობს.
ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა
თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ნაყოფზე და ახალშობილებზე არასასურველი მოქმედების შესახებ მონაცემები არ არსებობს. პრეპარატის გამოყენება შეიძლება ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში, ასევე ძუძუთი კვების პერიოდში.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
პროდუქტის გამოყენება არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
ტროქსერუტინი დს 2% გელი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდის ხსნარს, რომელიც არის გამაღიზიანებელი ნივთიერება და შეიძლება გამოიწვიოს კანის რეაქციები.
როგორ გამოიყენება ტროქსერუტინი დს 2% გელი
ტროქსერუტინი დს 2% გელი ყოველთვის გამოიყენეთ ამ ჩანართში მოყვანილი ინსტრუქციის ზუსტად დაცვით, ან თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად. რაიმე საკითხზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გამოყენების წესი: გამოიყენება კანზე.
წაისვით გელის მცირე რაოდენობა კანის დაზიანებულ უბანზე დილით და საღამოს. წაისვით და შეიზილეთ მასაჟის მსუბუქი მოძრაობებით ქვემოდან ზემოთ პროდუქტის სრულად შეწოვამდე.
თუ გამოიყენეთ ტროქსერუტინი დს 2% გელის საჭიროზე მეტი დოზა
გამოყენების წესის გამო დოზის გადაჭარბების საშიშროება არ არსებობს. დიდი რაოდენობით შემთხვევით მიღებისას საჭიროა პირის ღრუსა და კუჭის გამორეცხვა, აუცილებლობის შემთხვევაში კი სიმპტომური მკურნალობა.
თუ გამოტოვეთ ტროქსერუტინი დს 2% გელის გამოყენება
თუ რაიმე მიზეზით გამოტოვებული იქნა პროდუქტის გამოყენება, მისი გამოყენება შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ინტერვალი ორ დოზას შორის უნდა იყოს არანაკლებ 10-12 საათი.
ამ პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
შესაძლო გვერდითი ეფექტები
როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, ტროქსერუტინი დს 2% გელსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ის არ ვითარდება ყველა პაციენტში.
გვერდითი ეფექტები გამოვლენილი არ არის, თუმცა იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოვლინდეს გაწითლება, ქავილი, გამონაყარი კანზე. ისინი სწრაფად გადის მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.
შეტყობინება გვერდითი ეფექტების შესახებ
რომელიმე გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ჩანართში. ასევე, შეგიძლიათ გააგზავნოთ შეტყობინება გვერდითი ეფექტების შესახებ უშუალოდ შემდეგ მისამართზე:
ბულგარეთის წამლის სააგენტოში
სოფია 1303, დამიან გრუევის ქუჩა 8; ტელეფონი: +359 2 8903417
ვებ-გვერდი: www.bda.bg.
გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინების გაგზავნით შეგიძლიათ დახმარება ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.
ტროქსერუტინი დს 2% გელის შენახვის პირობები
შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, მშრალ და სინათლისგან დაცულ ადგილზე.
არ გაყინოთ!
შეინახეთ მოცემული პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
ვარგისობის ვადა:
ხუთი წელი
შენახვის ვადა პირველადი შეფუთვის გახსნის შემდეგ: 1 თვე.
არ გამოიყენოთ მოცემული პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე წარწერა ვარგისია-ს შემდეგ. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
სამკურნალო საშუალებების კანალიზაციის მილში ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად გადაგდება არ შეიძლება. არასაჭირო პრეპარატების უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს ტროქსერუტინი დს 2% გელი
მოქმედი ნივთიერება არის ტროქსერუტინი. 1 გ გელი შეიცავს 20 მგ ტროქსერუტინს.
სხვა ინგრედიენტები: კარბომერი, ტროლამინი, დინატრიუმის ედეტატი, ბენზალკონიუმის ქლორიდის ხსნარი, გასუფთავებული წყალი.
ტროქსერუტინი დს 2% გელის აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა
ტროქსერუტინი დს 2% გელი არის ყვითელიდან ღია-ყავისფერი, ჰომოგენური, გამჭვირვალე 2%-იანი გელი, გარეგანი გამოყენებისთვის ალუმინის ტუბში 40 გ, მოთავსებულია ინდივიდუალურ მუყაოს კოლოფში.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
მწარმოებელი
ვეტპრომ ად,
ბულგარეთი, ქ. რადომირი 2400, ოტეც პაისის ქუჩა 26,
ტელეფონი: +35924519300
ელ-ფოსტა: [email protected]
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
შპს დანჰსონ-ბგ,
ბულგარეთი, ქ. რადომირი 2400, ოტეც პაისის ქუჩა 26,
ტელეფონი: +35924519300,
ელ-ფოსტა: [email protected]
მოცემული ჩანართის ბოლო რედაქტირების თარიღი: 11/2018 წ.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.