ერმუცინი
ERMUCIN®
მუკოლიზური, გამათხელებელი საშუალება სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს. გამოყენების მეთოდი და დოზირება მოზრდილები 10 მლ ორჯერ დღეში. ბავშვები დოზირების რეჟიმი დგინდება სხეულის მასისა და ბავშვის ასაკის შესაბამისად შემდეგნაირად: 15-19 კგ (2 წელს ზემოთ): 5 მლ ორჯერ დღეში; …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- erdosteine
- ფორმა და შეფუთვა
- 50გ ფხვნილი 175მგ/5მლ 100მლ შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლად მინის ბოთლი №1 საზომ თავსახურთან ერთად
- მწარმოებელი
- ZETA FARMACEUTICI S.P.A., იტალია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ხველისა და გაციების სამკურნალო პრეპარატები, მუკოლიზური საშუალებები
- ATC კოდი
- R05CB15
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-045308
- რეგისტრირებულია
- 30 აპრილი 2026, მოქმედებს 30 აპრილი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- UAB “MRA” (ლიტვა)
- განმცხადებელი
- სიტაკო თრეიდინგ ეფზისიოს წარმომადგენლობა საქართველოში
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ერმუცინი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
მუკოლიზური, გამათხელებელი საშუალება სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს.
გამოყენების მეთოდი და დოზირება
მოზრდილები
10 მლ ორჯერ დღეში.
ბავშვები
დოზირების რეჟიმი დგინდება სხეულის მასისა და ბავშვის ასაკის შესაბამისად შემდეგნაირად:
15-19 კგ (2 წელს ზემოთ): 5 მლ ორჯერ დღეში;
20-30 კგ (2 წელს ზემოთ): 5 მლ სამჯერ დღეში;
30 კგ-ზე მეტი (2 წელს ზემოთ): 10 მლ ორჯერ დღეში.
მომზადების მეთოდი
ბოთლის შიგთავსს დაამატეთ წყალი სპეციალურ ნიშნულამდე. კარგად შეანჯღრიეთ ერთგვაროვანი სუსპენზიის მიღებამდე. შეამოწმეთ ბოთლის შიგთავსის რაოდენობა და (საჭიროების შემთხვევაში) დაამატეთ წყალი და ისევ შეანჯღრიეთ ბოთლი. მზა სუსპენზიის გამოყენება შესაძლებელია მომზადებიდან მაქსიმუმ 15 დღის განმავლობაში, აუცილებელია შეინახოთ მაცივარში 2-8 оС ტემპერატურაზე.
ყოველი გამოყენების წინ კარგად შეანჯღრიეთ!
სამკურნალო საშუალება არის შიგნით მისაღებად.
უკუჩვენებები
- ცნობილი ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.
- აქტიური პეპტიური წყლული.
- პრეპარატის მეთიონინის მეტაბოლიზმზე შესაძლო გავლენის გამო, ერმუცინი® უკუნაჩვენებია ღვიძლის ციროზისა და ფერმენტ ცისტათიონ-სინთეტაზას დეფიციტის მქონე პაციენტებში.
- ვინაიდან არ არსებობს მონაცემები პაციენტებში თირკმელების უკმარისობით კრეატინინის კლირენსით <25 მლ/წთ-ში ან პაციენტებში თირკმლის მწვავე უკმარისობით, ერდოსტეინის გამოყენება ასეთ პაციენტებში არ არის რეკომენდებული.
- 2 წლამდე ასაკის ბავშვები.
სიფრთხილის ზომები
ერმუცინი®–ის მიღებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
პრეპარატი შეიცავს საქაროზას და ნატრიუმს
საქაროზა
პაციენტებმა ფრუქტოზის აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი დარღვევებით, გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციით ან საქაროზა-იზომალტაზას უკმარისობით არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი.
ნატრიუმი
ეს პრეპარატი შეიცავს 1მმოლ-ზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს 5 მლ სუსპენზიაში. ამგვარად, ის არსებითად არ შეიცავს ნატრიუმს.
გოგირდის მსგავსი სუნის შესაძლო არსებობა არ წარმოადგენს პრეპარატის ცვლილების ნიშანს, არამედ ახასიათებს აქტიურ ინგრედიენტს.
ბავშვები
მუკოლიზურებმა შესაძლოა გამოიწვიონ ბრონქების ობსტრუქცია 2 წლამდე ასაკის ბავშვებში. რეალურად, ბრონქიალური ლორწოს დრენირების შესაძლებლობა ამ ასაკში შეზღუდულია სასუნთქი გზების ფიზიოლოგიური თავისებურებებით. ამიტომ, მუკოლიზურები არ უნდა იქნას გამოყენებული 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს
თუ თქვენ ხართ ორსულად, ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, თვლით რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან ამ პრეპარატის მიღებამდე.
ერდოსტეინის უსაფრთხოება ორსულობისა და ლაქტაციის დროს დადგენილი არ არის, ამიტომ მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული.
სატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა საშიში მექანიზმების მართვის უნარზე გავლენა
პრეპარატი არ ახდენს გავლენას ავტოტრანსპორტისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ იღებთ, ახლახანს იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ რაიმე სხვა წამლები.
სხვა სამკურნალო პრეპარატებთან არასასურველი ურთიერთქმედების შესახებ შეტყობინება არ შემოსულა, ამიტომ ამ პრეპარატის მიღება შესაძლებელია ანტიბიოტიკებსა და ბრონქოდილატატორებთან ერთად (თეოფილინი ან ბეტა 2-მიმეტიკები, ხველების საწინააღმდეგო პრეპარატები და ა.შ)
გვერდითი მოვლენები
გამოვლენილი სიხშირე განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥1/10), ხშირად (≥1/100, <1/10), არახშირად (≥1/1,000, <1/100), იშვიათად (≥1/10,000, <1/1,000), ძალიან იშვიათად (≤1/10,000), უცნობია (სიხშირის დადგენა შეუძლებელია ხელმისაწვდომი მონაცემების საფუძველზე).
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
ძალიან იშვიათად (<1/10,000)
თავის ტკივილი
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოების და შუასაყარის მხრივ
ძალიან იშვიათად (<1/10,000)
სიხშირე უცნობია
დისპნოე
ბრონქიალური ობსტრუქცია
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
ძალიან იშვიათად (<1/10,000)
დისგევზია (გემოს შეგრძნების ცვლილებები), გულისრევა, ღებინება, დიარეა, ტკივილი ეპიგასტრიუმში
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
ძალიან იშვიათად (<1/10,000)
ჭინჭრის ციება, ერითემა, ეგზემა.
ჭარბი დოზა
რეკომენდებული დოზების (1200 მგ/დღეში) გადაჭარბებისას აღინიშნება ოფლიანობა, თავბრუსხვევა და სისხლის მოზღვავება.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
პრეპარატის 50 გ მოთავსებულია 125 მლ ტიპი III ქარვისფერ შუშის ბოთლში 100 მლ ნიშნულით, დალუქულია ალუმინის დამცავი ხრახნიანი თავსახურით და პოლიეთილენის შუასადებით.
1 ბოთლი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან და პოლიპროპილენის საზომ თავსახურთან ერთად, რომელსაც აქვს 2.5, 5 და 10 მლ ნიშნული.
შემადგენლობა
5 მლ შიგნით მისაღები სუსპენზია შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ერდოსტეინი 175 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: საქაროზა, ნატრიუმის ბენზოატი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, უწყლო ლიმონმჟავა, სუკრალოზა, გემოს დანამატი mask CLD nat, არომატიზატორი ფხვნილი სიცილიური ფორთოხალი.
აღწერა
წვრილი, ფხვიერი, თეთრი ფერის ფხვნილი სასიამოვნო სუნით და დამახასიათებელი ფორთოხლის გემოთი.
შენახვის პირობები
ეს სამკურნალო პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
მომზადებული სუსპენზია შეინახეთ მაცივარში 2-8˚C ტემპერტურაზე არაუმეტეს 15 დღის განმავლობაში.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე!
შენახვის ვადა
3 წელი
ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატები გაციებისა და ხველის სიმპტომების მოსახსნელად. ამოსახველებელი საშუალებები. მუკოლიზურები. ერდოსტეინი.
ათქ კოდი: R05CB15
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ერდოსტეინი, ერმუცინი®-ის აქტიური ინგრედიენტი, ბრონქიალური ლორწოსთვის მუკოლიზურ თვისებებთან ერთად, რაც აადვილებს ამოხველებას, ავლენს როგორც თავისუფალი რადიკალების ადგილობრივად წარმოქმნის საწინააღმდეგო ეფექტს, ასევე ხელს უწყობს ელასტაზას ფერმენტის აქტივობის ინჰიბირების ეფექტს.
ფარმაკოლოგიური კვლევებით დადგინდა, რომ ერდოსტეინს თავისთავად ეს თვისებები არ ახასიათებს, არამედ მისი გააქტიურება ხდება მხოლოდ მეტაბოლიზმის შემდგომ. ფაქტიურად, SH ჯგუფები, რომლებიც იწვევენ ამ აქტივობას, ქიმიურად იბლოკება და თავისუფალი ხდება მხოლოდ მეტაბოლიზმის შემდგომ ან ტუტოვან გარემოში. ეს თვისება იძლევა სამკურნალო საშუალების კარგი გემოს გარანტიას, ცუდი გემოსა და მერკაპტული რეგურგიტაციის გარეშე, ასევე კუჭის მიერ კარგი ამტანობის გარანტიას.
ფარმაკოკინეტიკა
პლაზმაში პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია ვლინდება 30-60 წუთის შემდეგ.
შემდგომ ხდება სრული მეტაბოლიზმი ანალოგიურ მეტაბოლიტებამდე.
შიგნით მიღების შემდეგ, გააჩნია ძალიან კარგი ბიოშეღწევადობა.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
ერმუცინი®
(Ermucin®)
სავაჭრო დასახელება: ერმუცინი®
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ერდოსტეინი
ფარმაცევტული ფორმა: ფხვნილი შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლად.
შემადგენლობა
5 მლ შიგნით მისაღები სუსპენზია შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ერდოსტეინი 175 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: საქაროზა, ნატრიუმის ბენზოატი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, უწყლო ლიმონმჟავა, სუკრალოზა, გემოს დანამატი mask CLD nat, არომატიზატორი ფხვნილი სიცილიური ფორთოხალი.
აღწერა
წვრილი, ფხვიერი, თეთრი ფერის ფხვნილი სასიამოვნო სუნით და დამახასიათებელი ფორთოხლის გემოთი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პრეპარატები გაციებისა და ხველის სიმპტომების მოსახსნელად. ამოსახველებელი საშუალებები. მუკოლიზურები. ერდოსტეინი.
ათქ კოდი: R05CB15
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ერდოსტეინი, ერმუცინი®-ის აქტიური ინგრედიენტი, ბრონქიალური ლორწოსთვის მუკოლიზურ თვისებებთან ერთად, რაც აადვილებს ამოხველებას, ავლენს როგორც თავისუფალი რადიკალების ადგილობრივად წარმოქმნის საწინააღმდეგო ეფექტს, ასევე ხელს უწყობს ელასტაზას ფერმენტის აქტივობის ინჰიბირების ეფექტს.
ფარმაკოლოგიური კვლევებით დადგინდა, რომ ერდოსტეინს თავისთავად ეს თვისებები არ ახასიათებს, არამედ მისი გააქტიურება ხდება მხოლოდ მეტაბოლიზმის შემდგომ. ფაქტიურად, SH ჯგუფები, რომლებიც იწვევენ ამ აქტივობას, ქიმიურად იბლოკება და თავისუფალი ხდება მხოლოდ მეტაბოლიზმის შემდგომ ან ტუტოვან გარემოში. ეს თვისება იძლევა სამკურნალო საშუალების კარგი გემოს გარანტიას, ცუდი გემოსა და მერკაპტული რეგურგიტაციის გარეშე, ასევე კუჭის მიერ კარგი ამტანობის გარანტიას.
ფარმაკოკინეტიკა
პლაზმაში პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია ვლინდება 30-60 წუთის შემდეგ.
შემდგომ ხდება სრული მეტაბოლიზმი ანალოგიურ მეტაბოლიტებამდე.
შიგნით მიღების შემდეგ, გააჩნია ძალიან კარგი ბიოშეღწევადობა.
გამოყენების ჩვენებები
მუკოლიზური, გამათხელებელი საშუალება სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს.
გამოყენების მეთოდი და დოზირება
მოზრდილები
10 მლ ორჯერ დღეში.
ბავშვები
დოზირების რეჟიმი დგინდება სხეულის მასისა და ბავშვის ასაკის შესაბამისად შემდეგნაირად:
15-19 კგ (2 წელს ზემოთ): 5 მლ ორჯერ დღეში;
20-30 კგ (2 წელს ზემოთ): 5 მლ სამჯერ დღეში;
30 კგ-ზე მეტი (2 წელს ზემოთ): 10 მლ ორჯერ დღეში.
მომზადების მეთოდი
ბოთლის შიგთავსს დაამატეთ წყალი სპეციალურ ნიშნულამდე. კარგად შეანჯღრიეთ ერთგვაროვანი სუსპენზიის მიღებამდე. შეამოწმეთ ბოთლის შიგთავსის რაოდენობა და (საჭიროების შემთხვევაში) დაამატეთ წყალი და ისევ შეანჯღრიეთ ბოთლი. მზა სუსპენზიის გამოყენება შესაძლებელია მომზადებიდან მაქსიმუმ 15 დღის განმავლობაში, აუცილებელია შეინახოთ მაცივარში 2-8 оС ტემპერატურაზე.
ყოველი გამოყენების წინ კარგად შეანჯღრიეთ!
სამკურნალო საშუალება არის შიგნით მისაღებად.
გვერდითი ეფექტები
არასასურველი ეფექტები კუჭ-ნაწლავის მხრივ შესაძლოა გამოვლინდეს 1000 დან 1 პაციენტზე ნაკლებში.
გამოვლენილი სიხშირე განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥1/10), ხშირად (≥1/100, <1/10), არახშირად (≥1/1,000, <1/100), იშვიათად (≥1/10,000, <1/1,000), ძალიან იშვიათად (≤1/10,000), უცნობია (სიხშირის დადგენა შეუძლებელია ხელმისაწვდომი მონაცემების საფუძველზე).
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
ძალიან იშვიათად (<1/10,000)
თავის ტკივილი
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოების და შუასაყარის მხრივ
ძალიან იშვიათად (<1/10,000)
სიხშირე უცნობია
დისპნოე
ბრონქიალური ობსტრუქცია
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
ძალიან იშვიათად (<1/10,000)
დისგევზია (გემოს შეგრძნების ცვლილებები), გულისრევა, ღებინება, დიარეა, ტკივილი ეპიგასტრიუმში
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
ძალიან იშვიათად (<1/10,000)
ჭინჭრის ციება, ერითემა, ეგზემა.
უკუჩვენებები
- ცნობილი ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.
- აქტიური პეპტიური წყლული.
- პრეპარატის მეთიონინის მეტაბოლიზმზე შესაძლო გავლენის გამო, ერმუცინი® უკუნაჩვენებია ღვიძლის ციროზისა და ფერმენტ ცისტათიონ-სინთეტაზას დეფიციტის მქონე პაციენტებში.
- ვინაიდან არ არსებობს მონაცემები პაციენტებში თირკმელების უკმარისობით კრეატინინის კლირენსით <25 მლ/წთ-ში ან პაციენტებში თირკმლის მწვავე უკმარისობით, ერდოსტეინის გამოყენება ასეთ პაციენტებში არ არის რეკომენდებული.
- 2 წლამდე ასაკის ბავშვები.
სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ურთიერთქმედება
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ იღებთ, ახლახანს იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ რაიმე სხვა წამლები.
სხვა სამკურნალო პრეპარატებთან არასასურველი ურთიერთქმედების შესახებ შეტყობინება არ შემოსულა, ამიტომ ამ პრეპარატის მიღება შესაძლებელია ანტიბიოტიკებსა და ბრონქოდილატატორებთან ერთად (თეოფილინი ან ბეტა 2-მიმეტიკები, ხველების საწინააღმდეგო პრეპარატები და ა.შ)
განსაკუთრებული მითითებები
ერმუცინი®–ის მიღებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
პრეპარატი შეიცავს საქაროზას და ნატრიუმს
საქაროზა
პაციენტებმა ფრუქტოზის აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი დარღვევებით, გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციით ან საქაროზა-იზომალტაზას უკმარისობით არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი.
ნატრიუმი
ეს პრეპარატი შეიცავს 1მმოლ-ზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს 5 მლ სუსპენზიაში. ამგვარად, ის არსებითად არ შეიცავს ნატრიუმს.
გოგირდის მსგავსი სუნის შესაძლო არსებობა არ წარმოადგენს პრეპარატის ცვლილების ნიშანს, არამედ ახასიათებს აქტიურ ინგრედიენტს.
ბავშვები
მუკოლიზურებმა შესაძლოა გამოიწვიონ ბრონქების ობსტრუქცია 2 წლამდე ასაკის ბავშვებში. რეალურად, ბრონქიალური ლორწოს დრენირების შესაძლებლობა ამ ასაკში შეზღუდულია სასუნთქი გზების ფიზიოლოგიური თავისებურებებით. ამიტომ, მუკოლიზურები არ უნდა იქნას გამოყენებული 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს
თუ თქვენ ხართ ორსულად, ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, თვლით რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან ამ პრეპარატის მიღებამდე.
ერდოსტეინის უსაფრთხოება ორსულობისა და ლაქტაციის დროს დადგენილი არ არის, ამიტომ მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული.
სატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა საშიში მექანიზმების მართვის უნარზე გავლენა
პრეპარატი არ ახდენს გავლენას ავტოტრანსპორტისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
დოზის გადაჭარბება
რეკომენდებული დოზების (1200 მგ/დღეში) გადაჭარბებისას აღინიშნება ოფლიანობა, თავბრუსხვევა და სისხლის მოზღვავება.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
პრეპარატის 50 გ მოთავსებულია 125 მლ ტიპი III ქარვისფერ შუშის ბოთლში 100 მლ ნიშნულით, დალუქულია ალუმინის დამცავი ხრახნიანი თავსახურით და პოლიეთილენის შუასადებით.
1 ბოთლი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან და პოლიპროპილენის საზომ თავსახურთან ერთად, რომელსაც აქვს 2.5, 5 და 10 მლ ნიშნული.
შენახვის პირობები
ეს სამკურნალო პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
მომზადებული სუსპენზია შეინახეთ მაცივარში 2-8˚C ტემპერტურაზე არაუმეტეს 15 დღის განმავლობაში.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე!
შენახვის ვადა
3 წელი
არ გამოიყენოთ სამკურნალო საშუალება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
მწარმოებელი
ZETA FARMACEUTICI S.P.A.
მისამართი: Via Galvani, 10 - 36066 Sandrigo (VI) / ვია გალვანი, 10-36066 სანდრიგო (VI), იტალია.
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი
UAB “MRA”
მისამართი: Totoriu str. 20-9, LT – 01121 Vilnius / ტოტორიუს ქ. 20-9, LT-01121 ვილნიუსი, ლიეტუვის რესპუბლიკა.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.


